Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:02 pm
Vano Chkhikvadze
ა.
ვანო ჩხიკვაძე
ვანო გაიოზის ძე ჩხიკვაძე (დ. 5 ოქტომბერი, 1947, კირბალი, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პროზაიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1966 წელს, ლექსთა პირველი წიგნი — 1973. მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ლიტვურ და ფრანგულ ენებზე.
ჯილდოები: 1999 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია 1997 - ღირსების ორდენი 1997 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია 1985 - კომკავშირის პრემია (წიგნისთვის "ორი კაცი")
წიგნები: „დერეფანი“ (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1999. - 274 გვ. „ექო“ (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1999. - 271 გვ. „ორი რომანი“ (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1991. - 493გვ. „წიგნში ჩამარხული ყვავილის სევდა“ (ავტორი) — თბილისი, ნაკადული, 1989. - 271გვ. ჩიტები ზამთარში (ავტორი) — თბილისი, ნაკადული, 1986. - 375გვ. „გადაფრენა“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1984. - 186გვ „ორი კაცი“ (ავტორი) — თბილისი, ნაკადული, 1983. - 134გვ. „შემოდგომის ბილიკი“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, ნაკადული, 1982. - 70გვ. „სალამი ზამთრის დედოფალო!“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1981. - 111გვ. „მტრედი ეკლესიის გუმბათზე“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1980. - 223გვ. „ლექსები“ (ავტორი) — თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 114გვ. „ორნი სინათლის წრეში“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1978. - 77გვ. „დაბადება“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1976. - 79გვ. „ნათდება“ : ლექსები (ავტორი) — თბილისი, მერანი, 1973. - 63გვ.
ლიტერატურა: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 177, თბ. 1987 წელი.
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:10 pm
ვანო ჩხიკვაძე
*** ცუდად ვეთამაშებით საქართველოს ბედს, შეკითხვაზე: _ რას შვრები? _ მეტი რა ვქნა, ვყეფ! რომ გვეგონა მოგვცილდნენ, დაგვიბრუნდნენ ნამატით. ვიღაც მკერდს ჩაიმჯიღავს _ იმათიც და ამათიც. სუყველანი წუმპეში _ სუფთად ვიღა გადავრჩით. ღორებს ვუყრით მარგალიტს ჩვენს ავგიას თავლაში. დღემდე ვერ შევეგუე მუცელღმერთა მგლებს. შეკითხვაზე: _ რას შვრები? _ მეტი რა ვქნა, ვყეფ!
Last edited by Admin on Fri Dec 04, 2020 7:30 pm; edited 2 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:21 pm
ვანო ჩხიკვაძე
იადონი (ეძღვნება ბერას)
სალამურზე დაფრენილი შენს მოსმენას, აბა, რა სჯობს გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! ღვთის შეწევნით მოგიცილე, სულზე მოდებული ჯანგო. გალობს თეთრი ანგელოზი საქართველოს გაუმარ-ჯოს! სულს იმედი ვინც შთა-ბ ე რ ა, ცად აზიდა დანახვისი ეს გული და, ეს სიმღერა, ეს სიცოცხლეც ალალ მისი. თუ სხვა სისხლში ნაწრთობია, ის ხანჯალი ვერა ხანჯლობს. ერო, ვინც შენ გაგაღვიძა,
გაუმარ-ჯოს! იდღეგრძელოს, გაუმარ-ჯოს!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:27 pm
ვანო ჩხიკვაძე
*** ვიდრე შინიდან გახვალ, ჩიტებს საკენკი დაუყარე და ყვავილებს წყალი გამოუცვალე.
იქნებ ქაღალდის ნაგლეჯზე, შვილებისათვის, ორსიტყვიანი ანდერძიც დატოვო _ `გიყვარდეთ ერთმანეთი!..~
მტრების შური რას დაგაკლებდა _ ხვალ იქნება თუ ასი წლის შემდეგ შინაურების სიძულვილი მოგიღებს ბოლოს...
ვინ იცის რა ხდება _ ვიდრე შინიდან გახვალ-მეთქი, ჩიტებს საკენკი დაუყარე და ყვავილებს წყალი გამოუცვალე...
იქნებ ფურცელზე... ორი სიტყვა... შვილებისათვის...
Last edited by Admin on Fri Dec 04, 2020 8:09 pm; edited 2 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:43 pm
ვანო ჩხიკვაძე
*** გახსოვს, ის ღამე, ფიფქის და სანთლის ციმციმი სარკმელთან, ერთმანეთს შევეფარენით _ დაღამდა, აღარ გათენდა. ყავის ჭიქა და ლამბაქი, ცეცხლზე ჩაიდნის შიშინი, ქარის მოტანილ, ჭრელ-ჭრულა ფოთოლს კარტივით მიშლიდი. გათენებამდე გვესმოდა ფიფქების უხმო სიცილი _ ხელისგულებზე დამდნარი ჩვენი პირველი ფიცივით. ჩათავდა ბოლო ფურცელიც, ამ სტრიქონებზეც ითოვებს. ისე უეცრად დამკარგავ, თოვაში როგორც მიპოვე. დამხარჯე, დამეხარჯვინე, წლებმა ჩემს თავზეც იავდრეს, ზეიმად მომეჩვენება ჩემი სიკვდილის წინადღე. ეს ღამეც ჩვენი ღამეა, ისე წყნარად და თბილად თოვს, შენს მკლავზე სული დავლიო, მეტი რა უნდა ვინატრო.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:45 pm
ვანო ჩხიკვაძე
*** სიცოცხლეში კეთილი, ახლა ცივი, თავნება, ვინც მხარზე გადებული მალე გაემგზავრება,
უკვე მეხუთე დღეა, ხმას არ იღებს ჯიუტად, აღარაფრად არ აგდებს მოყვარეს და იუდას.
გარეშემო გუბდება გვირგვინების მორევი, ყველა თავს დასტრიალებს ვით ერთგული მსახური.
ვიღაც უკანასკნელად შუბლზე ეამბორება, ვიდრე წამოემხობა საკაცის თავსახური.
მიდის, სადაც მიელის თიხა მიწის ნათხარი, პირველ თოვლში გაჭრილი ბოლო თავშესაფარი.
ჩქარობს, მიუხარია, ზამთრის ქარის გრიალში, ჩაალაგა ახალი ფიცრის საკვოიაჟი.
უკვე აღარ აწუხებს წნევები და ნაწოლი, არც მზერას მიადევნებს სულს, კენჭივით ასროლილს.
უკვე მეხუთე დღეა, თავდახრილი დგას ცოლი, როგორც ბოლო ვაგონის ერთადერთი გამყოლი.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 7:55 pm
ვანო ჩხიკვაძე
*** თოვდა. თოვდა. ლიხს აქეთ და, ლიხს იქითაც თოვდა, თოვდა. თოვდა წრომთან, თოვდა შოვთან, შროშასთან ხომ თოვდა, თოვდა.
იქნებ _ მშვიდობით? _ ხვალ რა ხდება, აბა, ვინ იცის, როდის გვიყელებს მარათონელ ცხენებს ფინიში.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 8:06 pm
ვანო ჩხიკვაძე
თედორე
ახალი ცხირეთი აბოდებთ, თედორე, გარეშე მტერსა და შინაურ მედროვეს.
მათ ცოდვილ ხელებში სანთლებიც ქრებიან _ ვისა მსახურებენ, ვის მოუძღვებიან.
ცოდვაში ნუ გამრევ, ჯოჯოხეთს ნუ მიმცემ _ იქ, სადაც ეგ შენი ერთგული გული ცემს,
ღალატის სუნი მცემს! ღალატის სუნი მცემს!
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 8:07 pm
ვანო ჩხიკვაძე
*** ჭრელი ფოთლების შვენის ჭრილობა გარეთ დღეების მოწყენილობას.
შიგნით შეთრთოლდნენ ბაგენი ლოცვით, მუხლისთავებით ფილაქანს კოცნი.
თანხმობის სიტკბოც, მწარე უარიც თან წაუღია შორეულ ამბორს. კვლავ ძველებურად გიყვარს თუ არა, რომ არ თქვა კიდეც, თვალები ამბობს.
წმინდა ცრემლი და გული ნატკენი, დგახარ ტაძარში ღამენათევი. გარეთ უმანკო წვეთი ნათელის ფოთლებში ბრწყინავს ერთი ფანტელი.
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 8:08 pm
ვანო ჩხიკვაძე
ცოლ-ქმარი
შებერდნენ, გაუტკბათ ერთმანეთი, როგორც ზამთრისპირის ბუხარი. ჩამოსდით ფოთოლი _ უქარო ამინდში ჭადრები მწუხარე.
ვნების ხეს ტოტები შეახმა, ერთმანეთს ეჩვევიან ხელახლა.
მუგუზალივითღა ბჟუტავს ღველფში შენახული სიყვარული.
შორს ორი ჭადარი იძარცვება რძისფერი ნისლებით მინაცრული.
Last edited by Admin on Sat Dec 05, 2020 10:25 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ვანო ჩხიკვაძე Fri Dec 04, 2020 8:15 pm
თინათინ რეხვიაშვილი
ვანო ჩხიკვაძე: ჩვენი ქვეყანა დღესაც ილია ჭავჭავაძის წუხილით ცხოვრობს
19-02-2014, 15:14
ჟურნალი ,,ქართული ელიტა“ პოეტსა და მწერალს, ბატონ ვანო ჩხიკვაძეს თავის პატარა და ლამაზ ,,სამოთხეში“ ესტუმრა. სახლში, სადაც უამრავი რომანი და ლექსი იწერება. ბატონი ვანო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდობას ხშირად ხვდება, აძლევს რჩევებს და საინტერესო თემებზე ესაუბრება. არც ჟურნალისტების სიმცირეს უჩივის ჩვენი ერის საამაყო მწერალი. მასზე დღემდე უამრავი რამ დაწერილა...
- ბატონო ვანო, გორის რაიონის სოფელ კირბალში დაიბადეთ, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობა.
- ბავშვობის გახსენებისას ყოველთვის ჩემი ბებია მახსენდება, რომელიც საოცარი მექართულე გახლდათ, მან დიდი როლი ითამაშა ჩემს მწერლად ჩამოყალიბებაში. იმ გარემოს, ადამიანებსა და სითბოს ვუმადლი ყველაფერს, რაც ჩემს გარშემო სუფევდა.
- როგორი იყო თქვენი სტუდენტობა?
- სტუდენტობა ძალიან კარგი იყო, ისეთი როგორც ახალგაზრდობის პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, ძვირფასი და დასაფასებელი მოვლენა. მაშინდელ უნივერსიტეტში მწერალთა წრე ძალიან აქტიური იყო, რომელსაც ცნობილი პუბლიცისტი ბესარიონ ჟღენტი ხელმძღვანელობდა. სწორედ იმ პერიოდში აღიზარდა ჩემი თაობის მწერლების დიდი პლიადა. ეს მწერალთა წრე ნიკო კეცხოველის ლექტორობის დროს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი ერთი პერიოდი მეც გახლდით.
- მოგვიყევით თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის შესახებ.
- მთავარი სათქმელი ნაწარმოებებმა უნდა თქვან. პირველი ლექსი კი არ დავწერე გამოვთქვი, ძალიან პატარა ვიყავი და მაშინ წერა-კითხვა არ ვიცოდი. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაიბეჭდა ჩემი პირველი 7 ლექსი. მერე მოთხრობების წერაც დავიწყე. ჩემი შემოქმედება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. დღემდე 45 წიგნამდე მაქვს გამოცემული.
- რას იტყვით ,,წმინდა ილია მართლის სახელობის პრემიასთან“ დაკავშირებით?
- ეს ძალიან კარგი პროექტია, ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილის შესანიშნავი წამოწყება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი წინაპრები, ახალ თაობასაც გავაცნოთ და შევახსენოთ ისინი. რათა მათი აზრებისა და კალთებ ქვეშ გაიზარდონ. წარსული კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ილიასთან, მისი შემოქმედება ჩვენთვის მარად ახალია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა დღესაც ილიას წუხილით ცხოვრობს. რაც შეეხება ამ პროექტს, კიდევ ერთხელ მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო, როცა წლის ბოლოს, გამარჯვებულის მოლოდინში ყველა ერთად შევიკრიბებით, ეს დღე ნამდვილი ქართული ლიტერატურის ზეიმი იქნება.
- რას ურჩევდით ახალგაზრდა პროზაიკოსებსა და პოეტებს?
- ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლობს, ჩემი სტრიქონები გარკვეული დროის მანძილზე წნეხისგან განთავისუფლდა, მეტი სილაღე და გამბედაობა შეემატა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს, რომ ბევრი ვისწავლოთ, სხვისი რჩევა უნდა მივიღოთ, თუ ვთვლით, რომ იგი სწორია. ახალგაზრდა მწერალთა ნაწარმოებებში, ქართული მხატვრული სიტყვისადმი ზერელე დამოკიდებულება იგრძნობა, რაც მკითხველში ემოციას ვერ გამოიწვევს. ბევრი უნდა იმუშაონ. ყველა ახალგაზრდა პოეტს ქართული სიტყვის ღირსეულ მსახურებას ვუსურვებ. ახალგაზრდა თაობაში ბევრი კარგი პოეტი და მწერალი გვყავს, დიდი სიამოვნებით ვეცნობი მათ შემოქმედებას.
- აპირებთ თუ არა მწერალთა კავშირის თავჯდოარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
- არ ვაპირებ, სკამებისათვის ბრძოლაში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია და არც ჩავერთვები. ჩემი საქმე მწერლობაა, თუმცა ვისურვებდი, რომ ამ თანამდებობაზე ღირსეული ადამიანი მოვიდეს, რომელიც სხვების ბედზეც იფიქრებს.
- როგორ შეაფასებთ საქართველოს განათლების მოდელს სასკოლო და საუნივერსიტეტო სისტემაში?
- მეთორმეტე კლასი ბავშვებისთვის ტანჯვა იყო. ეს იმისთვის მოიგონეს რომ ის დაევიწყებინათ, რაც თერთმეტი წელი ისწავლეს. მოსწავლეები ძალიან ხშირად ჩემთან შეხვედრას ითხოვენ, უარი არასოდეს მითქვამს. მინდა მათ დახმარების ხელი გავუწოდო და ცხოვრების ამდროინდელ ამღვრეულ მდინარებას გადავარჩინო.
- თქვენი სამომავლო გეგმები.
- ახლა გორის უნივერსიტეტი ჩემი ორი წიგნის სასაჩუქრე გამოცემას აკეთებს და მათ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.