არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 კონსტანტინე გამსახურდია

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 7:54 am

კონსტანტინე გამსახურდია Konsta10
Konstantine Gamsakhurdia

ისლის სახლი

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!


1929



კონსტანტინე გამსახურდია
მწერალი

კონსტანტინე გამსახურდია (3 მაისი/15 მაისი, 1893, სოფ. ძველი აბაშა - 17 ივლისი, 1975, თბილისი), ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).

კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული ''საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის'' მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ ''ქრისტიანიათი'', თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.

სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: ''პრომეთე'', ''ლომისი'' (გ. ტაბიძესა და ლ. ქიაჩელთან ერთად), "ილიონი", ''საქართველოს სამრეკლო'', ''ქართული სიტყვა'', ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.

ავტორია რომანებისა: ''დიონისოს ღიმილი'', ''მთვარის მოტაცება'', ''გოეთეს ცხოვრების რომანი'', ''დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა'', ''დავით აღმაშენებელი'', ''ვაზის ყვავილობა'', აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს ''ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი'', დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.

1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

ნაწარმოებები :

ლექსები
ზღვისფერი გაქვს თვალები
დაუკარ სანჯი
პეპელა უნტერდენ ლინდენზე
ისლის სახლი
ბერლინი


რომანები
დიონისოს ღიმილი (1925)
გოეთეს ცხოვრების რომანი (1930)
მთვარის მოტაცება (1935—1936)
ევროპა გალიაში (1937, დაუსრულებელი)
ბელადი (1938—1939, დაუსრულებელი)
დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა (1939)
დავით აღმაშენებელი(1946—1958, გამოიცა 1962 წელს)
ვაზის ყვავილობა (1956)
თამარ (დაუსრულებელი)

რჩეული მოთხრობები და ნოველები
მშვენიერება
ქოსა გახუ
ფოტოგრაფი
ლილ
პორცელანი
ჯამუ
დამსხვრეული ჩონგური
დათვი
ამბავი ხუთასი ბოლნისელისა
დიდი იოსები

ხოგაის მინდია - * https://www.academia.edu/35501893/კონსტანტინე_გამსახურდია_ხოგაის_მინდია_ტექსტი_
* http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/12579/1/Mnatobi_1938_N06.pdf

სიბრძნე სიცრუისა
ქალის რძე
კლარა
გამოუყენებელი ბინოკლი
ვერცხლის ბეჭედი
მტრების მეგობრობა
ქართული ჩაბალახი
ნაპოლეონი
მკვდართან შეხვედრა
საათები
ზარები გრიგალში
დედავ, მისტიურო ქალო!
ტაბუ

რჩეული იგავები
ჯავშნოსანი და გუდურა
მელა და აქლემი
ძაღლი
ბუ და არწივი
ბაგრატ მეფე და მეწისქვილე
უნებლიე ქურდი
ჭადარი და კაკალი
გულუბრყვილო სპილო


თარგმანები
ღვთაებრივი კომედია - დანტე ალიგიერი
ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი - გოეთე
დასავლეთის ფრონტი უცვლელია - ერიხ მარია რემარკი

ბმულები
* http://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_გამსახურდია
* http://buki.ge/author-7422.html
* https://www.facebook.com/gamsakhurdiakonstantine/
* https://allgeo.org/index.php/ka/2277-2020-02-10-16-26-14

Exclamation


კონსტანტინე გამსახურდია: ლექცია ვაჟა-ფშაველაზე
•Dec 24, 2007

Exclamation


study


Last edited by Admin on Mon Sep 21, 2020 12:28 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 7:57 am

კონსტანტინე გამსახურდია

მკვდართან შეხვედრა

საღამო ჟამს ქალაქიდან გავედი.
ამოვისუნთქო. შევისვენო. გადავჩრდილო ამ საშინელ სიცხეებში.
გარე უბნის პარკებს გავსცილდი. იწყება მუხნარი, მაღლობი. ვატყობ ფერდობზე მივდივარ, მაგრამ ფეხს ვუჩქარი. მივდივარ ნახევრად ბნელში სულ წინ. სულ ზევით. არც ანგარიშს ვაძლევ ჩემ თავს, საითკენ, სად?
საკვირველია სწორედ, როცა არავინ გვიჩქარის, როცა არავითარი საქმე არა გვაქვს, არც არავითარი განსაკუთრებული მიზანი, მაშინ მაინც სად მივიჩქარით? სად მოგვესწრაფის სული? როცა ჩვენ გვგონია ვისვენებთ. როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთას ვცემთ. მაშინაც ვიღაც კოფოზე გვაზის და სადღაც მიგვაჩქარებს.
დაბნელდა თითქმის: გაშავდნენ ხის სილუეტები, გაირუჯა ტოტების მწვანე.
მივდივარ გორაკის ფერდობზე, რომლის გადაღმა ცეცხლივით მოლაპლაპე ცისკიდური მოსჩანს. ქარხნის საყვირების ტყეების გადაღმა მეტი სინათლეა. იქ კუნძზე ჩამოვჯდები და დავისვენებ. ვფიქრობ… ტყეში სიჩუმეა. მხოლოდ ორიოდე ღობემძვრალა უძახის ერთიმეორეს.
ჩამი-ჩუმი არ ისმის. აქა-იქ თეთრად ელავს ქალის ტანისამოსი, მერე მოისმის ფეხის ხმა. გამხმარი შტოების მტვრევა და ტკრციალი. თეთრ სილუეტს ვიღაც თალხიანი მისდევს. ორივენი ისევ იკარგებიან ტყის სიღრმეში. ისევ მყუდროება და ორი ღობემძვრალა უძახის ბნელში ერთიმეორეს.
კიდევ გაიელვა რაღაცამ, კიდევ ერთი თეთრი და ერთიც თალხი სილუეტი, ეს ქალაქიდან ტყეში შემოხიზნული შეყვარებული წყვილებია. ზღაპრულ ადამსა და ევასავით ჩრდილში რომ იფარავენ თავს სირცხვილისაგან… შრიალი, შუშუნი, ტკრციალი, უჰუ, უჰუ, უჰუ, უძახიან, ეძებენ ერთიმეორეს… გუგულია თუ ადამიანი?.. (ადამიანი ადამიანს ეძებს ტყეში). მე კი არავის ვეძებ, არავინ მეძებს. წიპ-წიპ, წიპ-წიპ… იძახის ბნელში ღობემძვრალა. მე მარტო ვარ ჩემ ფიქრებში, მე მარტო ვარ ჩემს ბნელ გზაზე.
ვუახლოვდები კორტოხს. ხის ქვეშ რაღაც შავი მოსჩანს. პატარა ხის ძირას. ვუჩქარი ნაბიჯს, ვიღაც სდგას ხის ქვეშ, ვიღაც სდგას ხის ქვეშ და არ ინძრევა. პირი ჩემსკენ უნდა ჰქონდეს შექცეული, კიდევ ერთი ნაბიჯი წინ, ასე მგონია ეს კაცი გორაკის კორტოხზე მდგომარე, დგას იქ ბნელში და მე მიცდის.
რად მიცდის ეს კაცი, რა უნდა, ვინაა? ეგებ ნაცნობი ვგონივარ, უნდა მომიცადოს და თავისი გულის ჭირი გამანდოს ღამე. ბნელს ტყეში. ეგებ მავნე და მტერია, ტყეში რომ მიდარაჯებს. სულ რამოდენიმე ნაბიჯი დამრჩა, ახლა კი ვხედავ, რომ კაცია.კაცი სდგას თავჩაქინდრული.
ისეთი გრძნობა მაქვს: ის კაცი ფეხის ცერებზე სდგას და ძირს, თავის ფეხთან რაღაცას აკვირდება… ორივე ხელი ჩამოშვებულია.
კაცი სდგას ბნელში თავჩაქინდრული და თავის ფეხებს უყურებს. ან რაღაც დაჰკარგვია, რაღაც დაჰკარგვია…
კაცი სდგას ბნელაში და ბალახებში ეძებს რაღაცას.
მივედი სულ ახლოს. წინ შევეჩეხე… ის არ ინძრევა, ახლა ცხადად ვხედავ, რომ ეს კაცი თოკით ჰკიდია ხის ტოტზე, მისი ფეხები ძლივს ეკარება ძირს, დაფენილ მაღალ ბალახის ქოჩორს… თავი თავთან მივუტანე, ერთი ნაბიჯიც უკან… ხელი მოვავლე სახელოზე, რაღაც უცნაურმა შიშმა ამიტანა. ხელი ვუშვი მის უსახსროდ დაკიდებულ ხელს, ხელი გაჰქანდა და გამოჰქანდა, როგორც საათის პენდელი.
დავაცქერდი და ავხედე მის მზეგადასულ სახეს. თვალები ოდნავ ღია დარჩენია. სიკვდილი ტრიუმფით შესულა თვალების ჭიშკარში და სინათლე გაუნადგურებია. სიკვდილის უშველებელი ფრთა აწევს ამ კაცს სახეზე…
ბავშვობისას მინახავს ჩვენი სოფლის სასალახოს მოედანზე ცხოველის სისხლის ნაწვეთს რომ დაბღაოდა გზადგავლილი პირუტყვი. მეც ამ პირუტყვსავით მინდა ვიყვირო, ვიყვირო, და მთელს ქვეყანას შევატყობინო, რომ აქ ტყეში, ბნელში კაცი ჰკიდია ხეზე და არავინ იცის ეს.
ეგებ ამ კაცს მოხუცი დედა ჰყავს, სახლში. ზის მოხუცი, თავის ხელსაქნარს აკეთებს და არც კი იცის, რომ მისი შვილი აგერ ჩემს თვალწინ ჰკიდია ხეზე… ეგებ, ეგებ…
რათ ჰქენი, ეს, შე უბედურო, რათ ჰქენი, რათ ჰქენი, შე საცოდავო!?
ბნელდება. ხომ უნდა წავიდე აქედან. ხომ უნდა გამოვიდე ამ საშინელ სიზმარიდან!.. კაცი ტყეში ჰკიდია და მე ვდგავარ და ვუყურებ. ტყეში სულ დაბნელდა, ყველანი ქალაქში წასულან და ჩემში შიში მატულობს, როცა გავიფიქრებ: ყველანი წასულან აქედან და მე და ეს კაცი, მე და მკვდარი მარტო ვართ ტყეში…
ვაცქერდები მის სახეს, ბნელ ფონზე ვკითხულობ: ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!
ამ ქვეყანაზე არაფრის მეშინია, მეშინია მხოლოდ მკვდრისა, მიტომაც მუდამ მძაგდა სასაფლაო ღამით. და ეს ტყეც ჩემთვის სასაფლაოა, სასაფლაოა, სადაც ერთი უპატრონო მკვდარი ჰკიდია ხეზე.
გავიქეცი, გავიქეცი მე მშიშარა. ისე როგორც ბავშვობისას ეკლესიიდან გავქცეულვარ ხოლმე. უკვე ქალაქში ვარ, უკვე სინათლეში ვარ.
ჩემი ოთახის კედლებს შევაფარე თავი. ვიდრემდის თავს შემოვრგავდი კარებში, ასე მეგონა მომსდევდა ვიღაც და მეძახდა: “ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!”
საათმა 12-ჯერ დაჰკრა… ქუჩიდან ავტოს ღმუილი ისმის. ვტრიალებ, ვტრიალებ ლოგინში. თვალს ვხუჭავ. ხან გვერდს ვიცვლი, ხან ბალიშს, _ მახლობელ კათოლიკურ ეკლესიაში რეკავენ. ვიხრჩობი სირცხვილისაგან. თვალს ვახელ და სინათლისაგან დაცლილი ორი თვალი შემომცქერის საყვედურით… სასთუმალი, საბანი, საგები ყველაფერი ცხელია… ჩამოვდივარ ლოგინიდან და ცივ იატაკზე გართხმული ვისვენებ… როგორ მიამა იატაკის სიგრილე! ასე უნდოდა ამ კაცსაც. ძირს ჩამომეღო და მომესვენებინა.
ფუი, შენს კაცობას. შე მშიშარა, შე მშიშარა!..
ვწევარ პირაღმა იატაკზე და ვფიქრობ: ჩვენ ყველანი საგნების თოკზე ვკიდივართ დღე და ღამ და გამვლელ-გამომვლელს, ვეღრიჯებით: “ძირს ჩამომიღე, დამასვენე, შე ქრისტიანო!..”


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:01 am

კონსტანტინე გამსახურდია

საათები

საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რაც აქამდის გვიგვრძვნია, ყველაფერს რაც გვყვარებია და შეგვძულებია. ჩვენს დიდ სიყვარულსა და ჩვენს დიდ ნუგეშს, ჩვენს დიდ სიხარულსა და პატარა ბედნიერებას. ჩვენს დარდსა და ჩვენს გულის ჭირს. ჩვენს ღიმილსა და ჩვენს ცრემლებს. ყველაფერს, ყველაფერს თან წაიღებენ საათები, საათები ჩვენი ბინის კედლებზე, საათები ქალაქის მოედნებზე, საათები სიკვდილის სატრიუმფო ჭიშკრებზე…


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:03 am

კონსტანტინე გამსახურდია

ქალის რძე

შუა აზიის უდაბნო ზედ ტფილისის კარებამდის მოდის.
მიყვარს, განუსაზღვრელად მიყვარს ყარაიას სტეპებზე ნადირობა. ვინ იცის, ეგებ მიტომაც, რომ ამ სანახებში მარტოკა ყიალი ძლიერ სახიფათოა. ჩემს თანამონადირეებს საქმიან დღეებში ვერ მოუცლიათ. მიშლიდნენ მეგობრები: ან გზას დაჰკარგავ, ან რომელიმე ნაყაჩაღარი თათარი ჩაგისაფრდება შაშხანით ხელში და თოფის მისატაცებლად მოგკლავსო.
გასულ ხუთშაბათს ჩემი ზურგის ტოპრაკა მოვსძებნე, რამდენიმე ჟაკანის ტყვია გავურიე ვაზნებში _ გარდაბანს გავემგზავრე (ამ სახელს ხშირად ახსენებენ ქართლის ცხოვრებაში, ალბათ ამიტომაც მიყვარს ამ სანახებში ყიალი).
უთენია დავიწყე ლაშქრობა. სტეპი, ჯაგნარი, სტეპი, მდუმარება. მყარზე და ცაზე, მარჯვნითა და მარცხნით სილაღეა და თვალშეუდგამი და უსრულო სისრულე.
მიდიხარ მოტვლეპილ ტრამალზე.
არსაიდან ჩქამი. შემოგეფეთება ბურუხუნა გველი, შემოგხედავს უდაბნოს თვალებით. გზას აგიქცევს ზლაზვნით და ტაატით მიაშურებს ულეველ სივრცეს.
ბუნების პირისპირ დარჩენილს საოცარი გარინდება შემიპყრობს ხოლმე. ვფიქრობ, ვოცნებობ, ჩემს თავს ვებაასები. ადამიანი პატარავდება განუსაზღვრელობის პირისპირ. უჩინარდება სულის წუხილი, სასაცილოდ გეჩვენება წარმავალი თავმოთნეობა და გულზვიადობა. ცასა და მიწაზე განრთხმულა უჟამო ლულვა, არე-მიდამოს შეცნობა გეკარგება და ტრამალზე მოხეტიალე გზას ჰკარგავ ხშირად .
დილიდანვე მოღუშულიყო როგორც ეს უნაპირო ტრამალი, ისე შორეული სერების მკრთალი მონახაზები. თვალმილულა მთების კონუსები რუხი წამლით ნაღები მოსჩანან თვალსაწიერზე.
ეს ფერი გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტის მაცნე.
რუხი კი არა, მუქი ფოლადისფერი.
ასე უქმად ვიარე სამხრობამდის, ძაღლი თან არ მყავდა.
ბუნებაში განმარტოებულს დღის სიცხადე ზმანებად მექცა. მეგონა, ჩემი სული ჩემს სხეულს განერიდა და რბილ ქვიშნარზე მოარულს სივრცის შეგნება წამერთო სრულიად.
ცხადია, ასეთ ყოფაში გულისყური იფანტება. ამიხტებოდა ჯაგებში კურდღელი და ვიდრე მხრიდან თოფს ჩამოვიღებდი, იგი უკვე მოუსავლეთში იყო.
იმ დღეს სამჯერ გამიცუდდა ნასროლი. გულწრფელობა ყველაზე მეტად ნადირობის საქმეშია საშიში.
მაინც ვაღიარებ, ერთ დაკოდილ შავ მელას შვიდიოდე კილომეტრი ვსდიე.
მე ვამტკიცებ: ყოველივე, რაც ამ გაიძვერა ცხოველის მიმართ ხალხს უმღერია და უთქვამს, ზედმიწევნით სწორია უცილოდ.
ხრამის პირად თავს წავადექი ბექობის კალთაზე წაწოლილს. სჩანდა, მზის აბაზანებს იღებდა ის ვერანა. სამწყრე საფანტი ვესროლე. ერთი გადაკოტრიალდა და კოტრიალით ჩაგორდა უფსკრულის პირამდის. მეორე ლულაში ჟაკანი მქონდა (თობის მოყვარული ავაზაკობისათვის გამოზოგილი). იმ მელიის ტყავიდან ფიტული მინდოდა გამეკეთებინა. ამიტომაც დავზოგე.
(ეს ასეა: ნადირს ან მტერს რომ დაზოგავ, სამაგიეროდ იგი არ დაგზოგავს).
ვიდრე ახალ ვაზნებს ლულებში ჩავაწყობდი, მელა გამოვარდა და მოჰკურცხლა.
ხელმოცარულს ბრაზი წამეკიდა, გამოვუდექი, ჯერ ღელე-ღელე გარბოდა. ასიოდე ნაბიჯზე წამოვეწიე, იგი ჯაგებში დამემალა. როცა ხრამიდან ამოვედი, მელა უკვე სტეპზე გარბოდა. კაცმა რომ სთქვას, ჩორთვით მიცუნცულებდა.
სეისვენა, დაცუცქდა, მომხედა.
წამოვეწიე. ისევ მოჰკურცხლა.
ისევ წამოვეწიე. კორდზე წამოსკუპდა, უსირცხვილოდ მიცქერის. თითქოს მეუბნება: გრცხვენოდეს, მონადირევ, დაკოდილსაც რომ ვერ დამეწიეო.
ასე ვირბინეთ შეღაბემადის.
ჩირგვნარი დაიწყო და ლაქაშმოდებული ჭაობის სანახი.
აქ კი საბოლოოდ დავჰკარგე იმედი: ქაცვიან კორდზე შევისვენე.
წამოდგომია მიწას მტუტისფერი ზეცის გუმბათი. ველისპირი გაშავდა, ზღაპრული ქიმერებსავით მოსჩანან ტრამალზე გაფანტული, შტოებშემხმარი, დასიცხული სტეპის საცოდავი ხეები.
ფეხმორთხმით მოვიკეცე ქვიშიან მიწაზე.
რა ცოტა სჭირია ჩვენს სულს, რომ ჩამობნელდეს უტეხი მამაკაცობის თვალღია შუადღე.
ვზივარ მდუმარე ველზე. Uუდაბნო შემომაწვა გულზე. Uდაბნო შემომცქერის აღმოსავლეთიდან გადმოხვეწილი, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, დასავლეთიდან შემომყურებს ხახადაფჩენილი, პირქუში უდაბნო.
უჟამო და დაუსაბამო ხუფი ზეცისა თავზე დამემხო და ვგრძნობ, დავპატარავდი, დავილიე, მოდუნდნენ ჩემი მგლური მუხლები, მომეთენთა ზამბარასავიტ მოქნილი კუნთები, დაიშრიტა ჩემი ხანძარივით მოლაპლაპე სული.
დავკარგე იმედი, რომ სინათლე ანთია სადღაც, რომ ოდესმე გატენდება ამ ქვეყანაზე და ისევ ავიღებ თოფს ხელში და ვინადირებ ყარაიას თვალუწვდენ სტეპზე.
აღარ ვიცი, აღარ მაინტერესებს: სადა ვარ, ან რამდენი კილომეტრია გარდაბანამდის ან ტფილისამდის, რადგან უეცარი გლოვა დამატყდა თავს. უდაბნო წამომეწია, აღმოსავლეთიდან გადმოხვეწილი, უდაბნომ შემიპყრო ჩემი დათალხული სული, როგორც ბობღია ბორამ საცოდავი ქედანის ხუნდი.
არ ვწუხვარ, არ ვდარდობ, არ ვღელავ, არ ვკრთი, რადგან არსად არავის უწყის, რომ მე აქ, ქაცვიან კორდზე შემომაღამდა. რავინ იცის, რომ მე ამ სტეპზე წამაქცია უმიზეზო დარდმა, არსად არავინ აანთებს სინათლეს ჩემს მოლოდინში.
სიხარული დაილა ჩემს სულში და ხვალინდელი დღის გათენება ამაო იქნება ჩემთვის.
უდაბნომ ჩამიხუტა თავის ბნელ უბეში, უდაბნო დაეუფლა ჩემს უკვდავ სულს.
მოვიდეს თუნდაც ნაყაჩაღარი თათარი: აჰა, ჩემი დამასკის ლულიანი ზაუერისა და ზულის სისტემის თოფი, აჰა, ჩემი სული, სიკვდილის ქურაში მრავალგზის ნაწრთობი.
მას არც დასჭირდება ჩასაფრება, არც ერთი ტყვია არ დაეხარჯება. მე ჩემი თოფი შუბლზე მაქვს მიყრდნობილი, გაცხელებულ შუბლს ვიგრილებ მხოლოდ.
მოვიდეს თოფის მოყვარული თათარი ყაჩაღი, გინდაც სატანა სულეთიდან გადმოვარდნილი და წაიღოს ჩემი გაორებული სული და ჩემი ორლულიანი თოფი.
მერმე ფიქრების ნასკვი გამიწყდა, პირქვე დავემხე აგრილებულ ქვიშაზე.
მოვედ, სიკვდილო.
ტკბილო სიკვდილო.
ნელი, ნელი ხმით ღიღინებდა ვიღაც ჩემს სულში.
არ მახსოვს, ძილვფხიზლობდი თუ მეძინა. ორჯერ ზედიზედ მომესმა თოფის გრიალი ჩამოღამებულ სტეპზე. ნაზდეულად წამოვავლე თოფს ხელი, ზეწამოვიჭერი და სროლითვე გავეცი პასუხი, არც კი ვიცოდი, ვის.
კიდევ მესროლა ვიღაცამ. და ხმა მომესმა შორიახლოდან.
ქიმსეს ორდა?
გურჯი, ქართველი ვარ მეთქი, ვუპასუხე მოუსაზრებლად, თანაც გავიფიქრე: ნახმობი სიკვდილი მოსულა-მეთქი. ჩემი ბნელი სისხლი გახელდა ამ სიბნელეში, ისევ სიცოცხლე და თავდაცვა მომწყურდა, ჟაკანის ტყვიები ჩავაწყვე თოფში.
ჰეი, ვინ ხარ მანდ?
შემომესმა ქართულად.
მე ვარ, კონსტანტინე გამსახურდია.
არ მესროლო ჭო…ო…ვ, თამაზ ვარდანიძე ვარ.
მომესმა პასუხი და აჩქარებული ფეხის ხმა.
მაღალი ბოხოხიანი კაცის ლანდი სიბნელეს გამოეყო, თოფი მხარზე შეედო და ჩემსკენ მოდიოდა გაბედული ნაბიჯით.
გადავეხვიე სიბნელეში ათიოდე წლის უნახავ სიყრმის მეგობარს.
მრუმე ღამე დასწოლოდა თვალშეუვლებ ტრამალს. მოვათავეთ ჩირგვნარი, ღელე რამ მცირე გადავიარეთ, გადმოვდექით მოტვლეპილ გორმახზე. შორიდან მოსცანდა მიმობნეულ ცეცხლების კიანთი.
სოფელია თუ სადგური? მეკითხება თამაზი.
მჭიდრო ცეცხლებია… სადგური არ უნდა იყოს.
არა, სადგური ბევ-კასია, მარწმუნებს თამაზი.
შორიდან ტურების კივილი მოისმის, ცეცხლებს გავუპირდაპირეთ.
რაც უფრო ვწინაურდებით, მით უფრო გვშორდებიან ცეცხლები. ილაჯი გვიწყდება, მუხლი გვეკეცება, გზა მაინც არ ილევა. დავკარგეთ ცეცხლები თვალიდან.
რომელირაც ამომშრალი მდინარის არხში მოვექეცით, ფომფლე, ჭაობიან ნიადაგზე კოჭებამდის გვეფლება ფეხი. გვწყურია, წყალი არსად სჩანს. არც ერთ ჩვენთაგანს სანადირო მათარაში წყალი არ აღმოაჩნდა.
ეს სერი გადავიაროთ, იქ ოაზისისმაგვარი რამ არის, ვგონებ, მარწმუნებს თამაზი.
ვფრთხილობთ, მივღოღავთ, ალაგ-ალაგ ღრანტეებში მივხოხავთ. მთვარე ამოჩოჩდა სერებს გადაღმა.
საოცარი ყმუილი მოგვესმა თხემიდან.
იყუჩე, მეუბნება თამაზი.
რა არის, ნეტავი?
სულგანაბული ყურს ვუგდებთ.
ხედავ იმ კალმუხის ქუდისმაგვარ გორაკს?
ვხედავ.
მგელი ზის იმ გორაკზე.
მეუბნება თამაზ ვარდანიძე.
ყმუოდა მგელი.
არა, წკავწკავებდა, სტიროდა.
ღმერთო, როგორი დიდი მწუხარება იხატებოდა ამ მარტოხელა ტყიურის გოდებაში.
ორივენი სმენად ვიქეცით.
ისე ნაღვლიანად, ისე გულამომჯდარად, ისე საბრალოდ მოსთქვამდა მგელი თავის მარტოობას და მიუსაფრობას, რომ მე, კონსტანტინე გამსახურდია, – ფრიად გულცივი მონადირე, მხარიდან თოფს არ ჩამოვიღებდი, სათნოებით აღვსილი მივუახლოვდებოდი, თავზე ხელს გადავუსვამდი და ვეტყოდი:
რათა სტირი, შე საცოდავო, ვინ დაგიკარგავს, ვის ეძახი ამ ბნელ უდაბნოში? ძვირფასო ძმაო, მგელო?
ხომ ხედავ, _ მეუბნება თამაზ ვარდანიძე, _ მგელი რომ მგელია, იმასაც სიყვარული სწყურია. იცი, ვის ეძახის იგი? თავის საყვარელს, შორეთს გადახვეწილს ან გზაში მოკლულს, მე არ შემიძლია მაგის მოსმენა.
ჩაიბუტბუტა მოთმინებიდან გამოსულმა თამაზ ვარდანიძემ და თოფი შესწკიპა.
არ ესროლო, თუ ძმა ხარ.
არ შემიძლია, გული ისე უნდა გამოწაფო, რომ სიბრალული არ შეგეპაროს. ვისაც ქვეყანა ებრალება, ქვეყანა მას არასოდეს შეიბრალებს.
ესე თქვა, თოფმა იგრიალა, მგელმა ხმა გაჰკმინდა.
ვიარეთ ბნელ სტეპზე, ვიარეთ, ვიარეთ, როგორც იქნა აულს მივადექით.
ორღობიდან პირდაღრენილი ქოფაკები გადმოცვივდნენ.
თათარი თოფიანებს სახლში არ სეგვიშვებს.
მაშ, რა ვქნათ?
ჩაიჩი უნდა მოვსძებნოთ როგორმე.
ძაღლებს იერიში იერიშზე მოაქვთ.
არ ესროლო, თორემ თათრები ცოცხალს არ გაგიშვებენ.
მაფრთხილებს თამაზი.
ბარე ცხრა ძაღლი შემოგვესია. რამდენიმე მათგანი დაწინაურდა, ჩოჩვით ლამობენ მოპარვას.
ჩავჯექით, ვუყივით, ვემუქრებით, ვეფერებით, აქეთ-იქით ვიქნევთ თოფებს. ნიფხავ-პერანგის ამარა გადმოცვენილი თათრები მოგვეშველნენ, ძაღლები დააშოშმინეს.
მე ვეღარ ვარჩევ, თუ რას ეუბნება ამ თათრებს თამაზ ვარდანიძე.
ეს არის _ ჩაიჩი_ წარამარა მესმის.
ვიარეთ სოფელ-სოფელ. ჩამობნელებული მიწურები, მონღოლების ჟამის წვეტიან სარებით შემოვლებული, სიბინძურე და ავი ძაღლების ხროვა.
ბანებზე გადმომდგარი თათრები ჩემთვის გაუგებარ ენაზე ყვირიან, ზნეობას უქადაგებენ ძაღლებს (თუ, ვინ იცის, ეგებ კიდევაც ასწავლიან, გამვლელებს მედგრად შეუტიეთო).
სოფელს გავსცდით.
როგორ გგონია, თამაზ, სად უნდა იყოს ჩაიჩი ამ უდაბნოში?
ჩაიჩის კარებთან ვართ მიმდგარი, მაგრამ ვაი რომ ბაღლინჯოები შეგვჭამენ ამაღამ.
თამაზ ვარდანიძემ ხელი მომკიდა და მიწურის ბნელ კიბეზე ჩამიყვანა. ვრცელ მიწურში ერთადერთი ჭრაქი ბჟუტავდა.
კუთხეში ხის დაზგა იყო სამკუთხედი. დაზგაზე გოლიათური სამოვარი შიშინებდა. სამოვრის ფერხთით პერანგისამარა, ქოჩრიან თათარს ეძინა, საკუთარ მკლავებზე დამხობილს.
ჯანუმ, ჩაი ვარ! შესძახა შესვლის უმალ თამაზმა. საკინძეშეხსნილი, მკერდგადაღეღილი თათარი წამოიზლაზნა, ცალი ხელით დაზგას დაეყრდნო, ცალითაც ბანჯგვლიან მკერდზე იჩიჩქნება.
გაუგებარ სიტწვებს ბუზღუნებს.
მიწურში შესვლის უმალ ავხედ-დავხედეთ ერთიმეორეს მეგობრებმა. თამაზ ვარდანიძეს საფეთქლები შევერცხლია. თვალის უპეებთან ტყის ქათმის ნაკვალევისოდენა ნაოჭები დასევია.
გახუნებული ფრენჩი აცვია. მრავალგზის დაკერებული კავალერისტის ბრიტჩის შარვალი. მაღალ, ჯიშიან ფეხზე უწესრიგოდ მოუხვევია მდელოსფერი სახვევი გამაში. ჩაიჩის ბინძურ სადგომში რამდენიმე ნარი იყო გამართული, ნარებზე დაქანცული მონადირეები გათხლაშულიყვნენ. ზოგს თავქვეშ დაედო თოფი, ზოგსაც საყვარელივით მკერდში ჩაეხუტებინა, რომელიღაც წითური, რუმბივით გაბერილი კაცი ისე საშინლად ხვრინავდა, თითქოს ათასი ეშმაკი გვამში ჩასახლებიაო.
საოცარი გრძნობა დამეუფლება ხოლმე მიწურში ჩასვლისას.
შეხვალ ამგვარ ბნელ სოროში და ასე გგონია, წინაისტორიულ ეპოქაში გადავსახლდიო. თანამედროვე ცივილიზაცია და მისი ტექნიკა ცარიელ, ფუღურო სიტყვებად გეჩვენება და სულიერად გადადიხარ იმ ბნელ დროში, როცა ადამიანი ხუროთმოძღვრების გაკვეთილებს თხუნელისაგან ღებულობდა.
მთელი ღამე ვბორგავდი გაზინთულ, ბინძურ ნარზე, რომელიც სწორედ იმ კედელზე იყო მიკრული, რომელზედაც ფრჩხილებით უსრესიათ სტუმრებსა და მასპინძლებს აბეზარი კედლის ტილები. შორიდან ეს სურათი ლურსმულ წარწერებს მოგაგონებდათ.
თამაზ ვარდანიძემ დაწოლაზე უარი სთქვა, მწერებისაგან დაშინებულმა. ფეხმორთხმული წამოჯდა ნარზე, ჭიქა ჩაის შეექცევა, დროის მოსაკლავად მიამბობდა თამაზი თავის ცხოვრებისათვის, მეკიტხებოდა ჩემი ცხოვრების ამბებსაც.
ჯანუმ, ჩაი! დაიღრიალა თამაზმა. ძილგამკრთალი თათარი ისევ წამოდგება და ბუზღუნით მიართმევს ჩაის.
ყველაფერი კარგი, მაგრამ იმ სერზე როგორ გაჰბედე იმ სიბნელეში დაძინება, შე, ოჯახქორო, ლამის ერთმანეთი არ დავხოცეთ!
ეჰ, ჩემო თამაზ, ხომ არის ისეთი წუთიც ამ ცხოვრებაში, როცა ადამიანი მეფე სილენსავით თავათ დაეძებ სიკვდილს.
ქაჯან, მე ათი წელია სიკვდილს დავეძებ, მაგრამ ის ტიალი სწორედ მაშინ აგიქცევს პირს, როცა მის საძებრად გახვალ, _ მომითხრობს თამაზი, _ მომცდარი, ძაღლივით დავყიალობდი ამ ქვეყანაზე. სამი წელი ოსმალეთის ფრონტზე ვიბრძოლე, ერთიც გერმანიისაზე. ლემბერგის საშინელი ბრძოლები განვიცადე. პერემიშლის აღებისას ორჯერ დავიჭერი, მერმე საფრანგეთში გასაგზავნ რუსულ კორპუსში თავი მიკრეს, ვიბრძოლე მაკედონიაში, დარდანელთან.
მარსელში გაბოლშევიკებული რუსის კორპუსი აჯანყდა. ფრანგებმა, სამაგიეროდ, მაროკოში გვიკრეს თავი. მიგვაყენეს და ორ წელიწადს ქვა გვაკოდინეს ტროპიულ პაპანებაში. ჩვენს ფერხთით ჭიანჭველებივით დაღოღავდნენ მორიელები.
რამდენჯერ მიფიქრია: ვერც თათრის ტყვიამ მომკლა, ვერც გერმანიის შხამიანმა გაზებმა. ეგებ ღმერთმა ინებოს, მორიელი მომეპაროს ძილში და დამგესლოს-მეთქი, მაგრამ საქმე არა გაქვს.
საფრანგეთიდან მენშევიკებმა ჩამომიყვანეს. დენიკინის წინაარმდეგ მაბრძოლეს სოჭში. აქ დენიკინელებმა შემიპყრეს. ისევ ტყვეობა, დამცირება, წამება. დენიკინს გავექეცი, კიევში ბოლშევიკების ჯარში შევედი, ვარსავასთან პოლონელებს ვებრძოლე. ასე დამაქროლებდა ბედი, მაგრამ სიკვდილი სათოფეზე არ გამკარებია.
მე ახლა შოფერი ვარ. შარშანწინ მანგლისის გზაზე მაშინა ხაბოძე გადამივარდა, ხუთი მგზავრი დაიღუპა. მე ცოცხალი გადავრჩი.
შარშან მთლად ცხვირწინ მედგა იგი.
გამოივლის ტურა, გაეთამაშება ლუკმას და ანკესზე წამოეგება. მოვა მონადირე, ხელში სახრე უჭირავს, ცემით ამოათრევს სულს და ჩამოხსნის ნადირს.
მეც ვისწავლე ეს ხერხი, ჩამოვიდოდი ტფილისიდან, ჩინებულად ვნადირობდი, ტურების ტყავებს მთავრობას მივყიდიდი და ამ გზით ვშოულობდი დღიურ ლუკმას.
კიდევ გავარდა. სროლითვე მეპასუხნა? მაგრამ რომ არ ვიცი, ვინ მესვრის ან საიდან?! ან ასეთ შემთხვევაში ორლულიანი სანადირო თოფი რა მოსახმარია? უკანასკნელმა ტყვიამ საფეთქელთან მიწივლა.
განზრახ წავიქეცი. პირქვე დავემხე, თოფი მკერდზე მივიხუტე. ასე გატრუნული ვწევარ. გავიხედე: შორს, ლაქაშებიდან გამოძვრა თოფიანის ლანდი.
თოფი მხარზე გაუდევს. არხეინად მოიზლაზნება. უშველებელი კუდბუთქა ნაგაზი მოუძღვება. ორმოციოდე ნაბიჯზე გავარჩიე: ახმახი, როკინა კაცი, ღაწვმარალი, თავმოპარსული, თემურლენგის ჯარების ნაშიერი, ყარაიას სტეპებზე გაზრდილი. გამარჯვებული, მოზეიმე სახე ჰქონდა. ხმამარლა უქაქანებდა ქოფაკს.
მე სუნთქვა მოვიპარე. ეს კი გავიგონე, ძაღლს უბრძანა: `გეთირ.
ძაღლი მომვარდა, დამყნოსა, კუდს აქიცინებს, წკმუტუნებს.
ამ წუთში შიშმა ამიტანა: პირუტყვა ენა არ აიდგას და ჩემი საიდუმლო არ გასთქვას-მეთქი. ყაჩაღმა თოფის ჩამოღება მოასწრო. ამასობაში ელვის უსწრაფესად გავმართე თოფი და ვესროლე.
წაიქცა მუხასავით ვაჟკაცი. მეორეც მივაყოლე დაეჭვებულმა. ძაღლი მომვარდა გამგელებული. უნდა გენახა, როგორ მებრძოდა ძაღლი. თავზე წავადექი ცხედარს.
შიგ ცხვირ-პირში მოხვედროდა ჟაკანის ტყვია. საშინლად დაესახიჩრებინა იგი.
სისხლიო?
ვისაც სისხლის ეშინია, იგი ვერასოდეს ვერაფერს შეჰქმნის. არც მე მეკრზალება სისხლისა.
უნდა გითხრათ, ეს თქვენ პოეტებმა, გარყვენით ქვეყანა თქვენი პაციფისტური ბოდვით.
თქვენა ზრდით რბილკანიან თაობებს, თქვენ აბრუებთ მათ მთვარისა და მოყვასის სიყვარულით.
არ იქნა, არ მომეშვა ძაღლი.
კეთილშობილი, ჭკვიანი და ერთგული ცხოველია ძაღლი. მე მას ყველა ცსოველზე მარლა ვაყენებ. და უნდა გითხრა, მეც რაც უფრო ახლოს ვეცნობი ადამიანს, მით უფრო იზრდება ძაღლისადმი საყვარული ჩემში.
ასე მიყვარს ძაღლი, მიტომაც დავზოგე ის საცოდავი მურია.
დაღამდა. წასვლას ვაპირებ, მაგრამ ცხედარი არ მიშვებს. მარტოკა დავრჩით ამ უდაბნოში მე და ეს მკვდარი. ისევ მომაგონდა, რომ ადამიანი ვარ, რაღაც შინაგანი ძახილი მარწმუნებს, რომ ნება არ მქონდა, თუნდაც მოსისხარის, მაგრამ მაინც თანამოძმის ცხედარი ძერებისა და ფოცხვერების სათრევად დამეგდო.
მწყრის საფანტი ვესროლე ძაღლს, მსუბუქად დავკოდე, უკანა ფეხებში დაიჭრა ბედშავი.
ცხედარს არავიტარი საბუთი არ აღმოაჩნდა, მისი ვინაობის გამოსარკვევი, საშხანის რამდენიმე ტყვია ამოვართვი ჯიბიდან.
ერთადერთი მისი საბუთი ძაღლი იყო.
ამ ძაღლის საშუალებით უნდა გამომერკვია ამ კაცის სადაურობა.
წინ გავიგდე დაკოჭლებული პირუტყვი, ვიარეთ ხევ-ხევ, ველდაველ, მთა-მთა, ძაღლი, თუმცა დაჭრილი იყო, მაგრამ მაინც ვერ მივსდიე ფეხდაფეხ.
თუ მწყემსია იგი, უთუოდ ველზე ექნებოდა სადმე ქოხი.
ამ სიბნელეში სავსებიტ დამეკარგა მიმართულების შეცნობის უნარი.
ერთ სერზე შევსდექი. გავანათე. საათს დავხედე. უკვე ნაშუაღამევის პირველი საათი გამხდარა.
არსაიდან არ ისმის არც ადამიანის, არც ცხოველის, არც მწერის ჟრიამული.
საშინელმა ძრწოლამ შემიპყრო. თოფი აწკიპული მიჭირავს, მიუხედავად ამისა, შიშის ელდამ შემიპყრო და ამ უხმო, უგზო სტეპზე მიმავალს შემეშინდა ისე, როგორც არასდროს დავაჟკაცების დღიდან.
ერთბაშად რაღაც ღრიალით მომვარდა ფეხებში. სატევარს მივყავი ხელი და მკერდგანგმირული ძაღლი დაეცა ჩემს ფერხთით და საბრალოდ ახრიალდა.
ასანტს მოვუკიდე, იგი თურმე სტეპში გაკეთებულ მიწურის შესავალთან ჩამსაფრებოდა.
ამ ხმაურობაზე მიწურის კარი გაიღო და ასანთის შუქზე მაღალი ქალის ლანდი შევნიშნე გამოღებული კარის ჩარჩოებში მდგარი.
ქიმსეს ორდა? შემომძახა შემკრთალი ხმით.
მე არ ვუცადე შეპატიჟებას, ქალის დანახვამ მხნეობა შემმატა. მიწუში შევედი ჯიქურად.
მხრჩოლავი ჭრაქის შუქზე გარკვევით ავხედ-დავხედეთ ერთმანეთს, მდუმარედ.
რამდენადაც საზიზღარია დაშინებული მამაკაცი, იმდენად მშვენიერია შემკრთალი ქალი.
მას ისედაც ფერმკრთალი სახე ჰქონდა. ჩადრნატარები მუსლიმანი ქალების სინაზე გადაჰკვროდა სახეზე.
პირველი ჩემი კითხვა ასეთი იყო:
თქვენია ეს ძარლი?
დიახ ჩემია!
რატომ მომიკალით ძაღლი?~ მეუბნება მრისხანედ, ბრაზისაგან ხმა გაბზაროდა, თვალებში ელვა ჩასჭროდა.
უხეში ჯვალოს ტანისამოსიც ვეღარ ჰფარავდა მისი ტანის კენარობას და დიდებულებას, თავშალის უბეებიდან გრუზი გიშრის ზილფები გადმოსკდომოდა სწორედ აყვანილ, გამართულ მხრებზე უდაბნოს გველებივით წამოსეული.
ნეტავ, რა არის ეს ქალი იმ ბედკრული კაცისა, რომლს ცსედარს, ვინ იცის , ეგებ ამ წამში ფოცხვერები თვალებს უჯიჯგნიან? _ გამიელვა თავში და ქვეშეცნეულად თავათვე დავრწმუნდი, რომ იგი მისი ცოლი უნდა ყოფილიყო.
მეც მორიდებულად, დამნაშავესავით, თავმოდრეკილად ვიდექი ამ ქალის წინაშე. ღონე მოვიკრიფე და ეს სიტყვები შევაპარე ანაზდეულად:
ქალო, სად არის შენი ქმარი ამდენ ხანს?..
ჩემი ქმარი ?.. ამბობდა იგი ათრთოლებული ხმით (თითქოს უკვე იცოდა, რომ ის უკვე აღარ იყო ამქვეყნად), _ ჩემი ქმარი იმ ძაღლთან ერთად იყო დილიდანვე წასული და… ქალს სიტყვა პირზე შეახმა.
მდუმარედ ვადექი თავზე. ვხედავდი, თუ როგორ უტოკავდა მხრები.
და ამ წუთში ვიგრძენი, რომ მე ხელებზე სისხლი მეცხო, ადამიანის სისხლი. უაღრესმა სინანულმა შეპიყრო, მზად ვიყავი, ფერხთით დავვარდნოდი ამ ქალს, მეღიარებინა ჩემი უნებლიე დანაშაული და უსიტყვოდ დავმორჩილებოდი უდიდეს სასჯელს. ვიდექი, ვყოყმანობდი, პირი მაგრა მქონდა მოკუმული. ასე მეგონა, ყოველ წუთში შეეძლოთ ამ ქოხში შევესწარით თათრებს და სისხლი აეღოთ.
ისე ველად გავსულიყავი, გაშლილ მიდამოზე? უფრო ძნელი იქნებოდა თავდაცვა.
მივვარდი კარს, მძიმე ურდულით ჩავკეტე. ცავკეტე კარი და ამ საქციელმა გარდატეხა გამოიწვია ჩემს სულიერ განწყობილებაში. ახლა გადავწყვიტე, თუ მეზობლები თავს დამესმოდნენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდის მებრძოლა. ეს მიწური შეუვალ ციხედ მექცია.
მივბრუნდი ისევ იმ ქალთან სრულიად დარწმუნებული, რომ ამიერიდან მე ვიყავი მისი ბატონი და ქმარი.
და ამ ჩემს აფორიაქებულ შეგნებაში ყველა ზრახვაზე უფრო საცნაური დახდა: ნდომა ამ ქალისადმი.
ისევ თავს წამოვადექი მდუმარედ მჯდარს.
თითქოს ჩემი გულისნადები უსიტყვოდ შეიცნოვო, გახელებული წამოვარდა ქალი, გახევებული წინ დამიდგა. მკერდზე ხელი მკრა და შემატორტმანა.
რა გინდა ჩემგან, გიაურო? მესროლა გაცოფებული სიტყვები.
ამასობაში თავშალი გადაძვრა, თავი ამაყად გამართა, ძლიერ მრისხანედ, მაგრამ კოკეტურად შეარხია სხეული და კარისაკენ გაემართა.
დახარბებული შევცქეროდი მის ამაყ სვლას, მაგრამ ურდულს წაეპოტინა, ერთის ნახტომით წამოვეწიე, რბილსა და ნაკვთიან მკლავებზე ხელი წავავლე უკანიდან. ტანზე ელექტრონის დენივით შემომედო მისი სხეულის სიტფო და სილბო.
შემოვაბრუნე, ძლიერ მჭიდროდ მივიკარი მკერდზე გათქვირული გულ-მკერდი და შემომენთო მისი გომიჯივით მკვრივი ძუძუ-მკერდის ცხუნვარება. თავი განზე გადააგდო, თავშალი ძირს დაუვარდა. თავშალი ავიღე და მივართვი ისე, როგორც გალანტურ კავალრებს ის სჩვევიათ. შეინძრა, გაიბრძოლა, ხელიდან გასხლტომა სცადა, მაგრამ რა დრწმუნდა, რომ ვერარ წამივიდოდა, მთელი სხეული მოეთენთა. კოკეტურად თვალმინაბულს და კისერმოღერებულს სასოწარკვეთილი სიმკრტალის იერი გადაჰკვროდა სახეზე. თვალები დახუჭული ჰქონდა და თვით ჭრაქის სინათლეზე მე ვამჩნევდი ნაზსა და ცისფერ ძარღვებს თვალების გუგებზე.
და ამ ცისფერი ძარღვების დანახვა ქალის სახეზე მე გონებას მაკარგვინებს.
და ვთქვი იმ წუთში:
ეს ქალი თუ ჩემი არ იქნა, ამაღამ უთუოდ მოვკვდები-მეთქი და გადავწყვიტე ყოველგვარი ხერხი მეხმარა ჩემი უშრეტი წყურვილის მოსაკლავად.
ხვლიკისფერი, დიდრონი, მშვლის თვალები გაახილა, შემომხედა. როგორც ორი რამის პეპელა, ფარფალებდნენ მისი გრძელწამწამებიანი თვალები. სწორედ ასეთ თვალებზე უთქვამს ბრძენს, `მშვილდოსნობა აბხაზთაგან უსწავლიათო.
მკლავებზე ხელი შევუშვი, ცალი მკლავი წელზე მოვხვიე, ცალიც შეხსნილ საკინძეში ჩავუყავი და ძუძუზე შევავლე. ისე მილულა დიაცმა თვალები, თითქოს ნეტარების ელდამ შეიპყროვო და მომენდო.
კიდევ შევავლე თვალი ცისფერ ძარღვებს თვალის გუგისას, აუწერელი ბედნიერების თრთოლვამ ამიტანა, სწორედ ამ დროს კალმახივით გამისხლტა ხელიდან და მიწურის ბნელ კუთხეში გაუჩინარდა.
გამოვუდექი ჩემს ნაალაფარს. ვიდრე მე კუთხემდე მივიდოდი, იგი დაზვინულ შინაურ ხიბაკს გადაახტა და უკვე მეოაააარე კუთხესი იყო. მივაღწიე იმ კუთხემდის, იგი შუაცეცხლთან გაჩნდა და ჭრაქი ჩააქრო.
დავრჩით მთლად დაბნელებულ მიწურში.
ფეხის ხმაზე, ტანისამოსის შრიალზე ვიკვლევდი გზას, მიწურში უამრავი ჭურჭელი და სკივრები ეწყო, იგი გარეულ კატასავით დარბიოდა, მე ძლივს დავბობღავდი.
დავიჭერ, მგონია, ხელში მყავს, მოვეალერსები, მომენდობა, ვკოცნი, ვეალერსები, ისევ იდროვებს, ისევ გამექცევა, ისევ მივარდება დაგმანულ კარებს. ის-ის იყო ურდულის გამოძრობას აპირებდა, მივუსწარი, ბავშვივით ავიტაცე ხელში და ნარზე დავაწვინე. ერთბაშად კუთხიდან ბავშვის ტირილი შემოგვესმა.
ხელი გამიშვი, ხომ ხედავ, პატარა სტირის, – მეუბნება თათრულად, – გეფიცები ალაჰს, მე ისევ მოვალ. ეს მითხრა და ყვრიმალში ვაკოცე. კოცნითვე მიპასუხა.
მივიდა კუთხეში. ძუძუ ჩაუდვა მტირალს ბალღს პირში, დააშოშმინა.
ამ სამარისებურ სიჩუმეში ვიწექი. ვფიქრობდი: თუ რა საოცარ ამბავს გადავეკიდე, ჩემივე გულის სიღრმეში ჩავიხედე. ვხედავდი მე არარ მქონდა არავითარი ძალა, რომ ამ ქალს მოვშორებოდი, ვიდრე იგი ჩემი არ გახდებოდა.
და ახლა წასვა, მას შემდეგ, რაც ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ გათავდა, მას შემდეგ, რაც ნებსითი კოცნა მივიღე ამ საოცარი, ჯიუტი ქალის ბაგიდან და ახლა სამარცხვინო გაქცევა?!
ამ ფიქრებში გართულს კარებიდან ხმაურობა მომესმა. შევკრთი, წამოვარდი. იგი ისევ ურდულს ებღაუჭებოდა. ისევ ავიტატე.
დიდხანს ვიბრძოლეთ კიდევ. საკომურიდან შემოსულმა სინათლემ მიწური გაანათა.
მთლად შემოგლეჯოდა ტანისამოსი. მკლავები დალურჯებული ჰქონდა, ხელების წანავლები.
იწვა ჩემს მკლავზე, დიდრონ, შავწანწამებიან, ხვლიკისფერ თვალებით მათვალიერებდა, იგი უკვე აღარ მწყევლიდა, ძუძუ-მკერდზე ხელს რომ შევავლებდი,ნაზად ნაბავდა თვალებს და მე ვხედავდი ისევ საყვარელ ცისფერ ძარღვებს ქალის თვალების გუგებზე.
გახელებული ვკოცნიდი ლოყაზე, თვალებში, ძუძუ-მკერდზე, მაგრამ ტუჩები არ მაკოცნინა. რამდენჯერაც ვაკოცე, სახელოთი მოიწმინდა. ბავშვსავიტ მოვუხიჩინე იღლიაში და მაშინ გაიცინა. გაიცინა და არნახულმა ელვარებამ შემომანათა მისი სადაფივით თეთრი, მწყობრი კბილების რიალში.
ცა გამეხსნა სიხარულისაგან. მან თავზე გადამისვა ხელი და მკერდზე მიმიხუტა ცალ ხელით, ცალითაც ათასგზის დაფხრეწილი ხალათიდან ძუძუ ამოიღო, თვალის დახამხამებაზე პირში ჩამიდო და მე ვიგრძენი, პირის უბა ამევსო… ქალის რძით…
ხელი შევუშვი ამ მაცდურ სატანას, ნაიდან წამოვვარდი, იქვე მდგარ კოკას მივსწვდი, პირი გამოვირეცხე. არც კი მომიხედავს ქალისათვის, ისე წავავლე ჩემს თოფს ხელი და გავსწიე ჩქარის ნაბიჯით მოტვლეპილ ველზე.
ვხედავ კავკასიონის ამეთვისტოს გვირგვინს, მიტკალის ჩადრით ოდნავ შებურვილს, მახლობელი მთების მწვერვალებს, იასპისფრად მოსევადებულს, ჯანდარის ტბიდან ყიავ-ყიავით დგება გარეული ბატების ქარავანი და დაკლაკნილ მრავალწერტილებით ხაზავენ კალასფერ ცარგვალს.
მივდივარ, მივიჩქარი, არ ვიცი საითკენ. ჩემს თავში ირევა წინაღამინდელი თავგადასავალი, შუბლგანგმირული კაცის გასისხლიანებული სახე, კოშმარული ღამის სიცხადე და ზმანება, მაგრამ ყველაფერზე უფრო გულისამრევი იუო ჩემს შეგნებაში: ჩადროსანთა შორის ულამაზესი ქალის რძე!..


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:04 am

კონსტანტინე გამსახურდია

ძაბული

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:05 am

კონსტანტინე გამსახურდია

ფრიდრიჰ ნიცშეს

იყო გოლგოთა, ვაიმარი და სილს მარია.
ახალი დრის მატიანე შენ მოგინდება,
შენ გვაგრძნობინე, სინამდვილე რომ სიზმარია,
რომ ახლოვდება ძველ ღმერთების შემობინდება.
ანთიხარ ისე... (მაგრამ ნეტავ ვის სეგადარებ)
ჩემს გულში ცეცხლი უხილავი, უცხო მსვენების
და ამიტომაც მირაჟების და მოჩვენების
სისხლიან მასკებს დაფარულად გულში ვატარებ.
შენ ამ სამყაროს უდუელოდ ვერ შეეთვისე,
წახვედი სოფლის ვარამისგან გულგამეხილი.
წმინდა ფრიდრიჰი და ჯვარცმული ხარ დიონისე,
ჭაბუკი მუხა, გრიგალისგან გადატეხილი.
ო, შუა გზაზე რა ძნელია შემოღამება,
რომ უკვდავებით შეისყიდო ქვეყნის წამება.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:06 am

კონსტანტინე გამსახურდია

ტფილისური საღამო

ცას გაეკრა ღრუბელი, ვით შუბლს ფიქრი ფარული,
ჩემორეცხა წვიმამ ცას ღაწვით ფერუმარული;
ნისლის რუხი ზოლები მძინარ სახურავიდან
მიიწევენ ცისაკენ გაწეწილი კავითა.

სულიც ისე ისრწაფვის, ცისკენ მზეგადასული,
როგორც კვამლი საღამოს, საკმეველად ასული.
მოიბურა მთაწმინდა ნისლის სამოსელითა,
ღმერთმა ციდან დაუშვა ოქროს ჯაჭვი ხელითა.

ფიქრი მოვა საღამოს, ფიქრი შავნაღვლიანი,
შეამოაღებს ჩემს კარებს როგორც მგზავრი გვიანი.
ბნელ ქუჩებში უმიზნოდ, დავალ დავეხეტები
ვნახო მტკვარში ვითა კრთის სინათლისა სვეტები.

დაეხატა მტკვარს მკერდზე საფირონის ციონი.
„მოკვდა ბაგრატიონი, მოკვდა ბაგრატიონი“, -
აგუგუნდნენ ზარები, აქვითინდა სიონი…


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:07 am

კონსტანტინე გამსახურდია

საქორწინო

ჩვენს პატარძალს მოვუქარგეთ
ოცდახუთი ნატი.
დროც მოსულა საქორწინო
და აყვავდა ფშატი.
ამოვქარგეთ გულისპირზე
ნაჩრდილი და ნაშუქარი,
შეეწიოს ჩვენს პატარძალს
დიდედისგან ნაჩუქარი
ღვთისმშობელის ხატი.
მშვიდობაში, მშვიდობაში,
ნუ დალიოს მაცხოვარმა
სასძლოს ჩვენის კიდობანში
ოქრო, ვერცხლი, სათი.
დედას სველი რჩება თვალი,
მამას გული მწყრალი, -
ტყავკაბები, ქათიბები,
ასიოდე ცალი,
სადიაცო, ასზე მეტი,
ქირმანული შალის,
საგულენი, პერანგები,
მოოჭვილი ლალით.
ასი მხარი აბრეშუმი,
ასი მხარი დიბი,
სააბანო ხალათები
შემკობილნი შიბით;
შვინდისფერი ყაბაჩები
ნაკერი გვაქვს სითვით,
სამ სეფეწულს გაათხოვებ
ამისთანა მზითვით.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:07 am

კონსტანტინე გამსახურდია

პეპელა უნტერდენ ლინდენზე

საით მიფრინავ ფრთამოხატული
ამ აფიშების უწყალო ომში,
შენ გიმღეროდა რომში კატული,
ახლა მე გიმღერ მესამე რომში.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:08 am

კონსტანტინე გამსახურდია

პარიზი 1919 წელს

1

ხედავთ,
ერებო,
რევოლუციის
აღვირახსნილი
დაჰქეროლავს რაში.
და ცეცხლის სვეტი გადახიდა
მზემ
უკუნეთში.
ოკეანეებს გადაულახავთ ნაპირის ზღუდე,
გრანიტის დამბა.
მიწამ
ოცნები სისხლი დალია.
მიწა ღმერთს შესწვდა
და ეზიარა
და გახსნა
ღმერთმა
ძლიერი ხელით მიწის სხეულზე მწარე იარა.
ფერმილეული,
მკრთალი ლანდები
მოჰქრიან ციდან
ტკბილი სიმღერით.
და ჩამოეშვა მზის სიმაღლიდან
ნარინჯისფერი სხივის ჩანჩქერი.
ევროპის მკვიდრნი
ამდგარან მკვდრეთით და პოზაუნებს ახმაურებენ.
შუბლს
აიაზმა ატყვიათ სისხლის
და გარუკული ჭრილობა გულზე.
ტუჩზე ღიმილი შემოხმობიათ, როგორც იარა
ქრისტეს სხეულზე.

2

კრთოდეთ,
მაღალო,
თვალშეუდგომო
სასახლეებო,
ოტელებო,
ღამის ბარებო.
თქვენ:
მოედნებო სენჟერმენის,
კონკორდ და კლიში.
არ გერიდებათ
თქვენ უფლის ენის?
ნუთუ არა გაქვთ
მაცხოვრის შიში?
შენც
ეიფელო,
ბაბილონო ჩვენ საუკუნის,
მოდის გრიგალი, ვერ გიშველის შენ მეხამრიდი.
ეგ არ გეგონოს არც მაროკო, ალჟირ ან ტუნის,
არც გერმანია,
ალბიონი ცრუ და პირფლიდი.
როგორც ლანქერი,
ვაგრამის გზით და ეტუალით,
ბრბო გაექანა ნოტრდამისაკენ
მირაბოს ხიდით.
მოლანდებაა სინამდვილე ნახული თვალით,
ისმის ძახილი პოზაუნის კიდიდან კიდით.
მოდის
უფალი
ფეხშიშველა, გაუკითხავი
და გეკითხებათ:
~ეგ თქვენა ხართ, სულს ფულზე ყიდდით?~
მოდის
უფალი,
მიკრძალებით დახარეთ თავი,
ეპიფენიის სასწაული დღე არის დიდი.

3

ქუჩები,
დიდი მოედნები
და ბულვარები აივსო ხალხით.
დიდი
ქარხნები,
რესტორნები
და სინემები დაცარიელდა.
ისმის კივილი, ჟრიამული.
. . . . . . . . . .
საერთო ელდა.
პურპურის ცრემლით
ატირდა ზეცა.
ავარდა ალი.
განკითხვის დღეა.
სიგნალი,
სიგნალი,
სიგნალი...
ცეცხლის ტოგებით
გიჟი მხედრები
დააქროლებენ
ცისფერ ტაიჭებს
და ამბოხების პირქუში დევი
კაცთ კანონებზე გადმოაბიჯებს.
ჩუ!
მოუსმინეთ, მილიონების ენა შეუსხამთ
ცისკრის დაფდაფებს
და მათხოვრები ხელყავარჯნებით
ამტვრევენ ბირჟის დარკინულ კარებს.

4

ერთს
მოელოდნენ მილიონები
და დავარდება
ვინმე
ქადაგად.
ვისი ოცნებით ზრდიდნენ მონები,
მოევლინება მსოფლიოს ცხადად.
ახალი მოდგმა ადამის ტომის
მაღალ ღვთაებას უმღერს ოსანას.
ახალ სამყაროს,
სამყაროს შრომის
ქრისტე უბოძებს
მისტიურ
შანას.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:09 am

კონსტანტინე გამსახურდია

მარია სტელლა

შემოღამდება, გაისვება დისკო მთვარისა,
დისკო მთვარისა მოვერცხლილი და მოქარგული
და გუმბათებზე აენთება ქრისტეს ჯვარისგან,
ქრისტეს ჯვარისგან მოფენილი სხივი ფარული.
როგორც ბინდისას მათხოვარი ბრმადმოარული,
სხივი ბარბაცით კანალებში გადაიჭრება,
გატყდება ბროლი მინანქარით შემობზარული,
აედევნება ბნელ ხეივნებს ლანდების წყება.
შადრევანებზე ეზმორებათ გრანიტის ლომებს,
გულში იღვიძებს სათნოება, ქუჩაში ბნელა,
ჩრდილის მანტია მოეხვევა წმიდა ბართლომეს
და მღერის ვიღაც პორტალებთან: „მარია სტელლა“.
მახვილამოწვდილ ანგელოსის გაჰქრება ლანდი,
როგორც დემონი გაფრენილი ბრინჯაოს რაშით,
ამურეტები აიყვანენ ბამბინოს ცაში,
ოქროს ფირმამენტს ჩაიხუტებს ტიბროსი ზანტი
და მთვარე, სხივთა არტახებში ნაზი ინფანტი,
აღმოსავლიდან გვირგვინოსან მოგვებს მოელის.
კაშკაშებს ჯვარი კაპიტოლზე არაკოელის,
ვით ბრილიანტი...
დაარისხებენ სან-პიეტროს მწუხარე ზარებს,
ნარინჯის ფონზე მოიჭრება ავგუსტის არკა
და ტრიუმფები მოინდებათ ისევ ცეზარებს,
ნაზ სერენადებს კვლავ იმღერებს ღამით პეტრარკა.
დავეძენ ღვთიურ ჰარმონიას, ჰანგად დარხეულს,
დავეძებ ტაძარს ღვთაებისას და ვითხოვ შველას!
წავალ - ვემთხვევი მაცხოვარის წამებულ სხეულს
და მუხლმოდრეკით მეც ვიმღერებ: „მარია სტელლას“.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:10 am

კონსტანტინე გამსახურდია

ერთი წამი

ჭოჭყი... ხავსი... ნარ-ეკალას
ტბის ნაპირი დაუფარავს.
შეხე ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს!

ტლაპ!.. ხომ ხედავ წყლის სალტეებს,
ნაპირისკენ ვით გარბიან?!
ჩუ, ვინ არხევს თხმელის ხეებს,
ვინ ატოკებს ასე გვიან?!!

რა ხანია ქვიშის თოკით
ბებლმა ქარი რაც ალაგმა,
რა ხანია ნელის ტოკვით
მზემ აკრიფა სხივთ ქარაგმა!

ტბა შეირხა... ტბა აქაფდა,
გველი წივის... ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ჯადოს ათამაშებს.

ტლაპ!.. კანკალებს ტბის ლერწამი,
ტბის ზამბახნიც როგორ კრთიან!
საუკუნოდ იქცა წამი,
მაშინიან!.. მეშინიან!..

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:11 am

კონსტანტინე გამსახურდია

დერვიში

დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი,
გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი.
ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა.
ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება...
განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,
დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:12 am

კონსტანტინე გამსახურდია

დედავ, მისტიურო ქალო!

გიყურებ ბნელ თვალებში. მეშინია ჩემი წარსულის. შორით მოდიხარ ვით ავესტას მოხუცი მოგვი. წელში მოხრილი როგორც მშვილდი ჩემი ბავშვობის. გინდა ვიტირო, რომ მე ასე ახალგაზრდა ვარ. ასე ახალგაზრდა დედა ვარ. ასე მოხუცი დედა მყოლია. კითხულობ ჩემს ნაწერებს. გული მტკივა: ჩემი არ გესმის.
შენ ხომ გაიგებ, როცა ავად ვარ. ის კი არ გესმის, თუ რა სტკივა ამ ჩემ უკვდავ სულს. გიყურებ.გხედავ და შენს თვალებში მელანდება დაღალულ სისხლის ბნელი წარსული. ვინ შეგეხვეწა ნაციებ მინდვრებში გაზრდილი _ სინათლის მწვერვალისაკენ რომ ამისრულე.
დედავ, მისტიურო ქალო!
შენ არ მაწოვე მე სინათლის სქელი ჯიქანი?
ენა მერევა ამ ეთერის ცივ უფსკრულებში. თვალი მეტკინა. ამის მეტი არ შემიძლია. ვირყევი. ვღელავ. და ვტორტმანობ სინათლისა და ჩრდილის უფსკრულებზე გადაკიდული.
მომეცი ხელი. შენ მიწასთან უფრო ახლო ხარ. მაჭამე მიწა.
ნაციები და ნესტიანი.
დედავ, მისტიურო ქალო!
მე ვასაკა ვარ ხეზე გასული. თავის ჭაობში ვერ დატეული და ბნედიანი. მე შენს თვალებში მელანდება ჩემი წარსული და მეშინია, რომ მოხუცი დედის შვილი ვარ.მე ვასაკა ვარ. მეშინია მაღლა ასულმა ვერ გავიგონო მოხუცებულ მშობლის გულის თქმა. მომეცი ხელი და დამაბრუნე.
დედავ, მისტიურო ქალო.
ვინ შეგეხვეწა, სამეგრელოს ბნელ ჭაობებში დაბადებული თავბრუდამსხმელი სინათლისაკენ რომ ამისრულე.
შენ მემაშხლე _ მე მაშხალა ვარ ცივი ეთერის უფსკრულებში ზეატყორცნილი. მივჰქრი სულ ზევით, როგორც გიჟი ავიატორი. ჩემს აღმასრბოლას ვერ ეწევა ორბი ფრთამალი. ძირს დარჩა მიწა მტვერიანი და დაჟანგული.
ვეძგერე ქაოსს ვით თავხედი მაკედონელი.
აჰა, იხსნება მეშვიდე ცის იდუმალება. მივჰქრივარ მაღლა. აღარ ვიცი სად დავეცემი. სად დამიტირებს შენი შავი, ბნელი თვალები. უნდა დავიწვა. უფსკრულები მსურს გავანათო.
უნდა დავიწვა როგორც მაშხალა.
არ გებრალები?
დედავ, მისტიურო ქალო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:13 am

კონსტანტინე გამსახურდია

დაუკარ სანჯი

ცხენს დეზი ვკარი, გავკვეთე ქარი
და გადავლახე უდაბნო ვრცელი,
ჩემი მიჯნური, გვირიტი მწყაზარი,
უკვე მიმელის...
დაუკარ სანჯი...

თუნდ იყოს მტუმე ეგ ღამე გიშრის,
ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
მე შენს სიყვარულს ვერვინ დამიშლის,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...

ჩავიდეს ბნელში თითბერის მთვარე,
ათასი მთვარე ისევ ამოვა,
ცრემლმა ღაწვებზე გადამათოვა,
ტკბილო მოყვარე,
დაუკარ სანჯი...

ვერც ქრისტე გაგვყრის, ვერც იეჰოვა,
ვერც ნათესავთე მშიერი ხროვა,
ვერც მოენეთა ბოროტი ხვანჯი,
დაუკარ სანჯი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:14 am

კონსტანტინე გამსახურდია

ბერლინი

კვიკლოსიდან __ “დიდი ქალაქი“

კურფიურსტერ დამმი. თეთრი ქვებით უცხოდ ნაგები,
პიქუში, ვრცელი გველეშაპი მარად მქშინავი,
ეგ საარაკო ქარვასლები, სარკოფაგები,
კარიბჭეებთან - სიმბოლიურ არწივის თავი,
ტალღა ხალხისა, შემორტყმული ელექტროს სალტით
იცინის, კვნესის და ჩოჩქოლებს ნაირნაირად,
შავნი დარბაზნი, აგებულნი შავის ბაზალტით,
პირმოქუშულნი დამხობილან შპრეეს ნაპირად.
რაღაც ირყევა, იზნიქება... შავი ლანდები
შემოიჭრება დიდ ქალაქში ქშენით, დაფდაფით,
ტოკავს ოქროთი დაჩითული გირლიანდები,
გირლიანდები აკინძული ელექტრო ძაფით.
ისმის ხრიალი, ხრაშა-ხრუში, ზარების ჟღერა,
შოფრებისა და ვატმანების ფრთხილი პაროლი,
მთვრალ მეზღვაურთა ხმადაბალი, ნელი სიმღერა,
როკავს, ირხევა და ტორტმანობს სინათლის რგოლი.
ოჰ, რარიგ მიყვარს ფეერის უხვი წუთები,
ქშენა, ზანზარი, თქარათქური, რბენა, განგაში,
ამ ქედმოხრილთა ოფლიანი მკლავის კუნთები,
დიდი ქალაქის ავხორცობის წითელი რაში!
__ მეზღვაურები, რომ ეტრფიან უცხო ნაპირებს,
შორეულ ზღვებზე დაეძებენ ნიადაგ ზღვაურს,
ეგ სიყვარული აწ ვერავის ვერ გააკვირვებს,
თუკი მიცნობენ ოდისეის მხლებელს უცნაურს.
ქარხნის საყვირი გათიადის წინამორბედი,
ათიათასთა მბრძანებელიპოზაუენი,
ბედის მორჩილთა უსასოოდ დახრილი ქედი,
მათი ამაგი უანგარო და და შრომის ძრვენი.
ო, ბერლინ, ბერლინ, მიყვარს შენი თეთრი მონები,
ღანის სიგიჟე, ფერული ღამის ფანტაზმა,
მე ვნახე შენი ფერგამკრთალი მიკიონები,
როს ქარხნის გვერდით ჩაიარა ლანდების რაზმმა.
შენთვის ტვირთავდნენ ინდოეთში ოქროს გემებს,
ოკეანეებს რომ სერავენ ათასნაირად,
მოაქვთ ოქსინო, ფარჩეულიზარმაც აქლემებს,
შემოღამებულ ქარავანებს არეზის პირად.
დიდია შენი გარყვნილება, შენი ცთუნება,
ფერსა ჰკარგავენ შენს სხივებთან მნათობნი ცისა,
მე შენს წიაღში მავიწყდება დედა-ბუნება,
შენს ქარხნებს ასდით ოხშივარად ოხრვა მიწისა.
ვხედავ ჭირნახულს და სადღაა შემქმნელი ხელი,
კაცუნებს ვხედავ პირშებურვილთ ტყვიისფერ მასკით,
გუგუნებს ტკილსა საგალობელს შენი ორღელი,
როგორც შეიხი ბინადარი შორი დამასკის.
ლხინობს, ზეიმობს ენერგია დაუშრეტელი,
მოძრაობს დისკო უხილავის და შეუცნობის,
მილიონები ერთის ნების გამომხატველნი,
მუნჯნი მსახურნი ვიღაც კუშტის, ვიღაც უცნობის.
აქ უფლის ნაცვლად ელექტრობას ევედრებიან,
ყვითელ ლიტონსა შეუცვლია მაცხოვრის ხატი,
მილიონები თვალის ფშვნეტით ფეხზე დგებიან,
აქ ისარია მბრძანებელი და ციფერბლატი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:15 am

კონსტანტინე გამსახურდია

Requiem

მეც მყავდა დედა, ის წავიდა, მარტო დამტოვა,
ვის მივაკითხო? აღარ არის ამ სააქაოს.
მახსოვს აქ იყო, ისიც ვიცი, რომ აღარ მოვა,
ვის მივაკითხო? ამ ბნელ ღამეს, თუ მრუმე ქაოსს?
ჰოჲ, დავსილო სიხარულო ბავშვობის დღეთა,
როცა მყოფნიდა მე ხალისი და სითამამე,
ამსოფლიური მომიწამლა ბედმა სიამე...
ოჰ, ბნელო ღამევ, ხომ არ იცი, რა იქნა დედა?
ოჰ, ცისნათელო, ეგებ შენ თუ მაუწყო რამე?
მე სიხარულის საუნჯენი გადამეკეტა,
ვარამის გესლით გავითანგე და მოვიშხამე,
ეგებ ზეცაში მან კარავი თუ გაიკეთა,
ან წილნაყარი იყოს ეგებ გარდასულ მზეთა,
და დაეუფლა მის უკვდავ სულს უკუნი ღამე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:16 am

კონსტანტინე გამსახურდია

De Profundis

ლელი. ჭოჭი. ნარეკალას
ტბის ნაპირი დაუხლართავს,
შეხე, ჭინკას, მაგ ცალთვალას,
ობობის ქსელს როგორ ართავს.
ტბა შეირხა, ტბა აქაფდა,
გველი წივის, ტბა კაშკაშებს,
შორს ვარსკვლავი აკიაფდა,
გველი ხვითოს ათამაშებს.
აცახცახდა ტბის ლერწამი,
ტბის ტალღები მიმოჰქრიან,
საუკუნედ იქცა წამი,
მეშინიან, მეშინიან...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6833
Registration date : 09.11.08

კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია EmptySun Aug 16, 2020 8:18 am


კონსტანტინე გამსახურდია - ზღვისფერი გაქვს თვალები
•Aug 17, 2020


ზღვისფერი გაქვს თვალები
© კონსტანტინე გამსახურდია
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

კონსტანტინე გამსახურდია

ზღვისფერი გაქვს თვალები

ზღვისფერი გაქვს თვალები და... თავად ჰგავხარ... ზღვას...
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას...

მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას;
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს

ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს; შენს სიყვარულს ქარს
და მოგიკლავ მოღალატე მაგ ნაფერებ ქმარს!

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას.

***
You have eyes by the sea color
The verse by Konstantine Gamsakhurdia (in Georgian)
This clip is made with: Por Una Cabeza with David Garrett.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/Ut5Bk3bDZI8



კონსტანტინე გამსახურდია 34010


კონსტანტინე გამსახურდია 9-210


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




კონსტანტინე გამსახურდია Empty
PostSubject: Re: კონსტანტინე გამსახურდია   კონსტანტინე გამსახურდია Empty

Back to top Go down
 
კონსტანტინე გამსახურდია
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: