არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 არჩილ სულაკაური

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:10 pm

არჩილ სულაკაური 00_arc10
Archil Sulakauri

მამული

არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა მთაწმინდა აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი...

ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.
არ ვიცი, ამას რა ჰქვია,
როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა ჯვარი...

ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცალე, ვიდრე მოვკვდები,
გადაგიხადო ვალი.



არჩილ სულაკაური

არჩილ სამსონის ძე სულაკაური (დ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი — გ. 26 აგვისტო, 1997, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი. დაჯილდოებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა (1971) და „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
არჩილ სულაკაურმა 1951 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. 1973 წლიდან სულაკაური იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ხოლო 1982 წლიდან - ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი.

პოეტის პირველი ლექსები 1946 წელს "ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), "საგზალი“ (1959), "ოთხივე მხრიდან“ (1975), "სიჩუმე“ (1978), "ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „ბიჭი და ძაღლი“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „სალამურას თავგადასავალი“ (1969; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,1971წ), „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984), კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975) და სხვა.

1973 წლიდან იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. 1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
* 1996 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
* 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
(სალამურას თავგადასავალი : ზღაპარი უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის / არჩილ სულაკაური. -თბილისი : ნაკადული, 1968. -163გვ.)
* გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია
* სალამურას თავგადასავალი : ზღაპარი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1998. - 231გვ.
* ანდერძი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 32გვ.
* თეთრი ცხენი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 448გვ.
* ლირიკული საუბრები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 304გვ.
* სამი რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 549გვ.
* ბიჭი და ძაღლი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 245გვ.
* ტალღები ნაპირისაკენ მიისწრაფიან : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1960. - 145გვ.



ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_სულაკაური
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000723
* https://poetry.ge/poets/archil-sulakauri/poems



study


Last edited by Admin on Wed Aug 12, 2020 11:12 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:12 pm

არჩილ სულაკაური

ბზარი

რა იქნებოდა,
რომ ერთხელ მაინც
მენახა შენი ნამდვილი სახე.
არა ისეთი:
შიშით,
წვალებით
რასაც არ ამხელ
ან რასაც ამხელ,
რასაც მიმალავ
ან არ მიმალავ,
ამჟღავნებ
ან არ ამჟღავნებ განგებ...
დარღვეულია დროთა კავშირი,
დაბზარულია ღვთიური სარკე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:14 pm

არჩილ სულაკაური

ვერ გეუბნები

რა უსაშველოდ გამიწყრა ღმერთი,
ცხოვრების გზები უაზროდ მათრევს.
ვერ გეუბნები, მიყვარხარ-მეთქი,
როგორც უბრალოდ გეტყოდი ადრე.

შეკუმშულია დროცა და სივრცეც,
მზე გუშინდელი დღევანდელს არ ჰგავს.
მე ახლა უკვე ვერაფერს ვიძენ,
ახლა ყველაფერს თანდათან ვკარგავ.

მე შენი გზებით ვიარე დიდხანს,
ვერ მოგიკალი მაინც წყურვილი...
და სიყვარული რომელზეც იდგა,
დღეს იმ კიბეზე დგას სიძულვილი.

საწუთროს გზები დამაძლევინე,
რამეთუ ვარ და ვიყავი შენთვის,
ამ უდროო დროს შემაძლებინე,
ბოლომდე გითხრა: მიყვარხარ-მეთქი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:15 pm

არჩილ სულაკაური

მხოლოდ ერთხელ...

გიორგი ლეონიძის მონატრება

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!
სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:16 pm

არჩილ სულაკაური

* * *

იყიდება საქართველო...
ნიკო ლორთქიფანიძე


იყიდება საქართველო, იყიდება კი არა,
ნაწილ-ნაწილ გაიყიდა საქართველო მთლიანად,
სინდის-ნამუსიანად და ცოდვიან-მადლიანად.

უშურველად ყიდდა ყველა ცალ-ცალკე და ზიარად,
მთაბარჭალებმდინარიანსახლკარეზოიანად,
ცამზევარსკვლავმთვარიანად, ხომალდიანზღვიანად.

ნაწილ-ნაწილ გაიყიდა საქართველო მთლიანად,
თავის დედაბუდიანად, კაციანქალიანად,
გაიყიდა ჩალის ფასად, წარსულმომავლიანად.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:17 pm

არჩილ სულაკაური 01_arc10

არჩილ სულაკაური

წვიმის ეჟვნები

როდის – არ ვიცი,
ადრე თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია
და დაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?

როდის – არ ვიცი,
ადრე თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი:
დაგრჩება გულის კარები ღია
და დაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის?
რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს,
წმინდა სხეული ვის დაანებე?
მოვა, დარეკავს წვეთები წვიმის
და ჩამორეცხავს ღიმილს თვალებზე.

ღირდა თუ არა იგი რაიმედ,
ვისაც კარივით გაუღე გული?
მოვა, დარეკავს წვიმა, ვაიმე,
გადაგეშლება ვარდივით წყლული.

როდის – არ ვიცი,
ადრე თუ გვიან,
მაგრამ ოდესმე იქნება, ვ ი ც ი:
დაგრჩება გულის კარები ღია,
როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი!

study


Last edited by Admin on Wed Aug 12, 2020 11:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:19 pm

არჩილ სულაკაური

შემოდგომის მოტივი

ხმელი ფოთლები უცებ დამფრთხალი
წიწილებივით ქარში გარბიან,
შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი,
მეც შემარყია და დამარბია.
შენი ქვეყნიდან მესმოდა მუდამ
სხვა ფერთა თრთოლვა და სხვა ვედრება.
და ახლა სული ჩემსავე სხეულს
შეელეწება და შეემტვრევა.
შენი ზეციდან მესმოდა მუდამ
სხვა ფრთების რხევა და სხვა დუმილი
და მეც შენდობას ვითხოვდი, როგორც
ცოდვილი, ანდა ძე შეცთომილი.
შენი მთვარე ვარ და შენი სიზმრები
ქარში აღმართულ კედლებს მახლიან,
შენი ქვეყნიდან მოვარდა ქარი,
მეც დამარბია და დამანგრია.

study


Last edited by Admin on Tue Aug 11, 2020 7:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:20 pm

არჩილ სულაკაური

მე ჭრილობა ვარ

მე შემოვხაზე ჩემი მთა-ბარი
ხმლით,
სიყვარულით,
ლექსით,
ოცნებით...
და გაზაფხულის წვიმით დამთბარი
მამულს ჭრილობათ შევუხორცდები.

მე ჭრილობა ვარ ღრმა, ხანდაზმული,
ჩემს მკერდზე ნისლი ასდის ნაპრალებს...
მასხურე წვიმა აიაზმური
და ცოცხალს სიკვდილს ნუ დამაბრალებ!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:21 pm

არჩილ სულაკაური

ამ უდროო დროს

ახლაც ქუჩაში გაველ უდროოდ,
უხმოდ მწოლარე ჩრდილი შეირხა.
ეს შესახვევი ისე მყუდროა
და თან ისეთი
მთვარის შუქია,
რომ უნებურად მომგონებიხარ.
არც საუბარი,
არც მასლაათი
არ მინდა,
ჩემთვის მივდივარ მძიმედ.
არის წუთები,
არის საათი,
რომ სუნთქავ მხოლოდ მოგონებებით,
და მასში ხედავ მომავლის იმედს.

არ ვიცი,
ვისი და რა მიზეზით
რაღაც დავკარგე
და რაღაც დავთმე.
მთვარის შუქია ახლა ისეთი,
რომ შენ გიგონებ
და თან მგონია,
ამ უდროო დროს შემხვდები სადმე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:22 pm

არჩილ სულაკაური

* * *

უკვე მოგეცი,
რაც მქონდა,
რაც მაქვს
და, რაც ოდესმე მექნება – ისიც...
მე ვარ შენს სულზე გაკრული ჯვარცმა,
შენს ლურჯ სიზმრებში დანთქმული ნისლი...

ახლა შენ იცი,
თუ როგორ მტანჯავს
ამგვარი ყოფის გარდუვალობა,
რომ შენს ტაძარში დილამდე დარჩა
ჩემი სუნთქვა და ჩუმი გალობა.

ახლა შენ იცი,
თუ როგორ ვფიქრობ,
როგორ ვოცნებობ,
ვცხოვრობ და ვკვდები...
ღამეულ სივრცეს ან როგორ ვიპყრობ
შენს თეთრ სხეულზე დალეწილ ფრთებით.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:23 pm

არჩილ სულაკაური

ელენე ახვლედიანს

ო, როგორ უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
ძველ სახლებს შერჩათ თავისი სევდა,
ძველ ქუჩებს მიაქვთ დარდი თავისთვის,
რომელსაც ვხედავთ, ანდა ვერ ვხედავთ,
რასაც განვიცდით, ან ვერ განვიცდით.
თოვს, ქალბატონო!
და ჩუმი თოვლი —
ეს დაწეწილი ჩემი ფიქრია,
წარმავალობა ამ წუთისოფლის
უკვდავ ფერებად რომ დაგიღვრიათ.
იასამნების,
იის,
იელის
თოვლი ჩემს სულშიც მინდა ჩავტოვო...
თოვს, ქალბატონო!
რა მშვენიერი
თოვლი მოსულა, ო, ქალბატონო!

ამ ქუჩას უნდა, თქვენს ნახატს ჰგავდეს.
ამ სახლს,
აივანს,
დათოვლილ კრამიტს,
ხოლო მე — ცისფერ ნამქერში ვჩანდე
სულ ერთი წუთით ან ერთი წამით.
წვიმიანი საღამო

მთელი დღე წვიმდა...
წვიმს ახლაც ისევ...
დაძენძილია ღრუბლებით ზეცა.
ფიქრებს ძვირფასი წიგნივით ვიძენ,
წიგნივით ვფურცლავ,
წიგნივით ვკეცავ.
მე ჩემი ტვირთი სხვასავით მიმაქვს,
მიმაქვს მძიმე და ყრუ ამინდები,
მოწყენის ტყვიებს მიმიზნებს წვიმა
და სველი ფრთებით სად გავფრინდები?!

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:25 pm

არჩილ სულაკაური 02_arc10

არჩილ სულაკაური

ეპიტაფია

„ვიცან, გალაკტიონ, შენში აკტეონი“.
გალაკტიონ ტაბიძე.


გარდამხდა გარდასახდელი,
ანი,
ბანი და
განი და...
საჩინო იქმნა ყოველი
მთელი სიგრძით და განითა.
ჩემმა დაზრდილმა ლეკვებმა
მდიეს,
მდიეს და
მდიესო,
ხანი არ მომცეს შვებისა,
არცა რა მაპატიესო,
ცოცხალს რომ ვერა დამაკლეს,
სამარის კართან მძლიესო,
როცა ქვა გულზე დამადეს,
უკვდავად მიმიჩნიესო.

study


Last edited by Admin on Wed Aug 12, 2020 11:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:25 pm


არჩილ სულაკაური - ზევით და ქვევით
•Oct 10, 2015

რეჟისორი - თამაზ მესხი
ინსცენირების ავტორი - შოვინა ქაცარავა
ხმის რეჟისორი - რომეო ტერ-გრიგორიანი
მუსიკალური გამფორმებელი - ლია წკეპლაძე

მონაწილეობენ: ზეინაბ გზირიშვილი, მალხაზ გორგილაძე, ლეილა შოთაძე, ჯემალ გაგნიძე.

ჩაწერილია 1974 წელს


https://youtu.be/u1SbmUzp7GI

study


Last edited by Admin on Tue Aug 11, 2020 7:42 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyTue Aug 11, 2020 7:41 pm



არჩილ სულაკაური

მხოლოდ ერთხელ

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო.
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

მივდივარ და სად მივდივარ,
სადაური საითა?
ლელო ერთხელ გავიტანე,
განა კიდევ გავიტან?!

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ
ჩამოვხსენი კარები.

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დიდგორისკენ
მხოლოდ ერთხელ დავძარი.

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა
სიყვარულის სიზმარი
და განმეხვნა ერთხელ მხოლოდ
კარნი სამოთხისანი.

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო?!

სადაური სად გაფრინდა,
ვის ცერზე ზის ტიალი,
ვის შეუდგა და ვის ასმევს
შარბათს ოქროს ფიალით?

ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს
მოგუგუნე ზარები
და დარუბანდს ახლა ერთხელ
მან ჩამოხსნას კარები!

ახლა სხვამან აღაშენოს
სვეტიცხოვლის ტაძარი
და ლაშქარი დასძრას დიდგორს,
როგორც ერთხელ დავძარი!

ახლა სხვასაც დაესიზმროს
სიყვარულის სიზმარი
და განეხვნეს ერთხელ სხვასაც
კარნი სამოთხისანი!

მინდა, ზვრები გაზაფხულის
ღრუბელს მოვაწვიმინო,
ვაი, როგორ გაფრენილა
ჩემი ჟღალი მიმინო!

study


Last edited by Admin on Thu Aug 13, 2020 1:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyThu Aug 13, 2020 1:46 pm


salamuras tavgadasavali / სალამურას თავგადასავალი
•Dec 26, 2014


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyThu Aug 13, 2020 1:51 pm


არჩილ სულაკაური - მტრედები
•Oct 10, 2015

რეჟისორი - გურამ მაცხონაშვილი
ხმის რეჟისორი - ლევან ქიშმიშევი
რედაქტორი - ლამარა კიკილაშვილი

მონაწილეობენ: გურამ საღარაძე, ია ხობუა, გიზო სიხარულიძე, მალხაზ გორგილაძე.

ჩაწერილია 1963 წელს


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyThu Aug 13, 2020 2:01 pm



არჩილ სულაკაური "ვედრება"
•Feb 17, 2018



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6401
Registration date : 09.11.08

არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური EmptyFri Aug 14, 2020 2:03 am


არჩილ სულაკაური - მე დავბრუნდები
•Aug 13, 2020


მე დავბრუნდები
© არჩილ სულაკაური
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

არჩილ სულაკაური

მე დავბრუნდები

მე დავბრუნდები,
მე დავბრუნდები,
რადგან ამ ქვეყნად სხვა გზა არა მაქვს.
წლებით კი არა, მე დროს წუთებით
ვითვლი მანძილის დასაფარავად.

ეს გზა – გულია შენკენ გაწვდილი,
უდროობისას მე რომ მოგანდე...
და ელვის შუქზე კრთება მანძილი
მარტოობიდან მარტოობამდე.

ო, მარტოობის ღვთიურო სევდავ,
ნათელო,
სრულო და ერთადერთო,
მე შენს თვალებში იმ ცეცხლსა ვხედავ,
სიბერის ჟამს რომ უნდა ამენთო.

მოვდივარ, ამ გზას ნუ გაამრუდებ,
დე, შემიფაროს შენმა ალამმა.
უნდა დავბრუნდე,
უნდა დავბრუნდე,
რადგან ამ ქვეყნად სხვა გზა არა მაქვს.

***
I'll go back
The verse by Archil Sulakauri (in Georgian)
This clip is made with: 2CELLOS - Chariots of Fire.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/TfZ3UBI6FL8

არჩილ სულაკაური Sul_0810

არჩილ სულაკაური Sula_010

არჩილ სულაკაური Sul_0510

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




არჩილ სულაკაური Empty
PostSubject: Re: არჩილ სულაკაური   არჩილ სულაკაური Empty

Back to top Go down
 
არჩილ სულაკაური
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: