არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 პაოლო იაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:23 pm

პაოლო იაშვილი 0410
Paolo Iashvili


ავტოპორტრეტი

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,
ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,
ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული,
ვამაყობ იმით, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.
პოეზიიდან შორს გავტყორცნე სიტყვა თარსული,
ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული,
მხოლოდ უალდის ყელსახვევით გაკვირვებული,
მათრობს ხაშხაშის სურნელება ძველი სპარსული.
საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა,
მე მახალისებს მხოლოდ ჩემი Salto-Mortale,
მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი თუკი მენდობა,
ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.
შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა
და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

1917



პაოლო იაშვილი

პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი (დ. 29 ივნისი, 1894, გამოღმა არგვეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ივლისი, 1937, თბილისი) — ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ესეისტი.

ბიოგრაფია
ოჯახი
პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფრიად ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო.

საკმაოდ შეძლებულ, მრავალშვილიან ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს გარდაიცვალა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ.

განათლება
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად.

1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში - კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

მოღვაწეობა
მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".

1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოს, აპოლინერს, მოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც ჩანს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის "ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთან, ვ. გაფრინდაშვილთან, კ. ნადირაძესთან, ს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.[2]

პაოლო იაშვილი გულწრფელად მიემხრო საქართველოს გასაბჭოებას და დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს". 1924 წელს ჭიათურაში დახვრიტეს მისი ძმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობისთვის. ამან მისი გაორება გამოიწვია. 1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.[3]იაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.

მსხვერპლი
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის. იაშვილის საჯარო გაკიცხვაზე უარი თვქვა ტიციან ტაბიძემ და ამის გამო თავად გახდა რეპრესიების მსხვერპლი.

ვიკიციტატა
„ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე“
(შალვა აფხაიძე)
თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ო. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო

ვიკიციტატა
„კონსტატირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი... ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


ბმულები:
* https://ka.wikipedia.org/wiki/პაოლო_იაშვილი
* https://en.wikipedia.org/wiki/Paolo_Iashvili
* https://burusi.wordpress.com/literature/paolo-iashvili/
* http://niamorebi.ge/იაშვილი-ბიოგრაფია/
* https://poetry.ge/poets/paolo-iashvili/poems

პაოლო იაშვილი Paolo-10
ნახატი პაოლო იაშვილის - „ავტოპორტრეტი“, 1922

study


Last edited by Admin on Sun Aug 09, 2020 10:51 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:26 pm

პაოლო იაშვილი

ოფორტი

დავით კლდიაშვილს

შენში გაცოცხლდა იმერეთი თავის მაჭრებით,
მე ვუმზერ, ვიწრო შარებს, შეშის ბოგირებს,
აგერ ირინე მეწვრილმანეს აცდენს ვაჭრობით,
მღვდელი ზოსიმე დამშეული ჯორს მიაბოგინებს.

თავლა და კალო, გალესილი ჩქარი ნამგალი,
ღობეში ღორი უღლიანი ღრიალებს მწარედ,
და სოლომანი, გაცრეცილი მხნე მაჭანკალი,
ჭიშკართან ყვირის: “მაინძელო, გამოდი გარეთ!”

1919

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:28 pm

პაოლო იაშვილი

ნიკო ლორთქიფანიძე

ხარ მოელვარე ვით სატევარი,
ემორჩილები მზეს და იადონს,
მომეცი ნება, როგორც მწევარი,
ლექსი გაჩუქო ბუნებით ბატონს.

გაგიძნელდება ქვეყნის დანდობა,
მაგრამ ხარ მუდამ კეთილშობილი.
მიმონებს შენი დარდიმანდობა,
და იშვიათი ჩვენში პროფილე.

სოფლის წითელა, ყვავილი, ხველა,
გამოტირილი და სამძიმარი,
შენ იმერეთმა დაგანაღველა
როგორც პოეტი და პატიმარი.

ფუქსავატ ხალხში ხარ განდეგილი,
და შთაგონების ხარ ფალავანი;
თუ პოეზია გულაგლეჯილი
დღეს ძებნაშია ერთგულ სავანის,

ჩვენი დათმობა შენთვის წესია
დამშვენებულო ძმური თვისებით;
თითქოს გაგეხსნას შენ ეკლესია
ცოდვილ სულების პარაკლისებით.

მაგრამ საყდარში არავის ელი
და რჩება ლოცვა გაუმართველი…
ხარ დიდებული ქუთაისელი
და შენ ბრძანდები დიდი ქართველი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:30 pm

პაოლო იაშვილი

გრიგოლ რობაქიძეს

საქართველოში გადავაშენოთ სონეტის მოდგმა…
ჩვენ გავაკეთეთ ის მშობლიურ სიტყვის მუცელში…
იშვა… და ახლა გავასვენოთ თეთრი კუბოთი
და ღვდლებათ იყვნენ მალარმე და ხოზე-მარია.
მომართვა ჩემი, კარდინალო ჩვენი ორდენის
იქნება მძიმე:
შენი შუბლი უფრო მძიმეა
ყველა ლექსებზე, რაც მე და შენ დაგვიწერია.
გამტყდარი ლექსით.
ქება შენ.
ნიცშე, დანტე. ბოდლერის ღმუილი
ყველა მხეცების ხმით თქმული
ლოცვა დიდების:
შენი გვამის მიღებისათვის.
თბილისი იღუპება, როცა შენ გინდა,
მიწის ძვრა არის მისი ბრალი
რომ შენი ლექსი უკანასკნელი
შეძრაა ტვინის – მატერიის მიწაზე დიდის.
ხარ მარმარილო და კენტავრი.
ცილინდრი ძვირად უფრო ხშირად
საწყალო ცქერით.
როდესაც ეძებ ახალ ლექსს
და შენს ბავშს ალკას:
ჩვენის ტირილით გასვენებულს:
უწმინდესს გრიგოლს.
უნეტარესს გრიგოლს.
უსაყვარლესს გრიგოლს.
უსმენთ სინდისით, სიმკაცრით მდიდარს.
მე გეკითხები: ვართ მართლები?
გვიპასუხებ: ჩვენი სიტყვა პირველია
მას შემდეგ, რაც ქრისტიანობამ მოვალეობათ
ადამიანს გაუხადა, რომ პოეტს დაემორჩილოს,
რომელსაც გული აქვს ღმერთის და ცქერა
ყველა ვარსკვლავების.
მე ვხედავ მენადებს: ისინი თბილისს
შემოესივნენ ყველა ქუჩები სავსეა მათი.
სიცხეა დიდი: ელიან შენს გამოსვლას.
სიხარულით: სტირიან ქუჩებში მენადები.
დაგინახეს და გიჟდებიან მენადები:
იჩოქებენ: ცახცახებენ: იზმორებიან.
შენ მოესწარი:
დღესასწაული შენ მოგიწყო
ჩვენმა ორდენმა.
შენ გვიპასუხე დირიჟორმა: ქალდეაში.
იყო დღე დიდი:
ქალაქი სრულიად, უხალისო, უმოძრაო
და გადამწვარი, მზით გადამწვარი.
ცას ასტუმრე ფარშევანგები
მთავარ მოედანზე ბალაგანი გამართე.
დიასახლისათ მოიყვანე ბალაგანის – ოფელია
ბალდახინით მოასვენე ყველა ლექსები:
ჩვენი შვილები უბიწონი და უქორწილო.
პირველ დარაჯათ დღესასწაულის
დანიშნე ვაჟი – სარაცინი.
ოქროს ტრირემით ქალაქს მოადგა
კაპიტანი და მოიყვანა სანტა მარია.
და ერთად ერთი მათხოვარი მეოცნებე
იყო ნაპირზე. ოქროთი და ვერცხლით
დატვირთული. ჩვენგან: ერთად ერთი
გახარებული მათხოვარი.
და ფრაკში ფავნი იყო ჩვენი მოსამსახურე:
ფარშევანგებმა გზა გაუხსნეს ციდან
მოსულ მტრედს: ეს არის ალკა.
დაისში მან იცეკვა ბალაგანის წინ
ჩვენ ტაშს ვუკრავდით და ვიყავით
გახარებული რომ უდიდეს დღესასწაულზე
არ დაგვივიწყა ჩვენ ალკას სულმა.
შემდეგ იტირე:
და ვიმღერეთ დასამშვიდები ყველამ
ერთად ლოცვა:
გრიგოლს უწმინდესს.
გრიგოლს უნეტარესს,
უსაყვარლესს გრიგოლს.


გაზ. `ბარრიკადი~, # 4, 1922, 7 იანვ.



@


გრიგოლ რობაქიძეს

ჩვენ როცა გავჩნდით შვადღის საქებათ,
ჩამოეყუდენ მზიდან სვეტები.
ხვატი. მდუღარე პაპანაქება,
ტვინს გვიდაღავდა ოქროს წვეთებით.

კიდევ გვაბრმავებს – ზეცის განგებით
ჩამონგრეული მადნის წყალობა!..
მე ტან-ანთებულ ფარშევანგებით,
მოგართვი, შვადღის კარდინალობა.

ატეხილია მიწა ზვიადი,
კენტავრის სირბილს – `ლილლეს~ აყოლებ.
ატარებ როგორც ალკივიადი
ცხელ, გახურებულ დერიდახოლებს.

სჭრი ლექსებს მაგარ, რკინის ღვედებათ.
და გვაბარბაცებ სიტყვის შანთებით;
საქართველო კი გეიმედება
ირრუბაქიძის გადანათებით

გაზ. “რუბიკონი”, N 5, 1923, 18 თებერვალი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:33 pm

პაოლო იაშვილი

დარიანული

დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე
ჯაჭვის
ტარებით.
ბევრი ცრემლი
დამეხარჯა
ერთ ღამის
ნეტარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
მე ლოყაზე
დამრჩა
ფარჩა
ცხელ პირის
მოკარებით.
დაიტანჯა
მაჯა
მარჯნის
მძიმე ჯაჭვის
ტარებით.
ჩემს დამტანჯველს
ღმერთი
დასჯს
ქაჯად
გადაგვარებით.

study


Last edited by Admin on Wed Aug 05, 2020 12:18 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:51 pm

პაოლო იაშვილი 510

პაოლო იაშვილი

სარკე
Spiegelmensch



ნაწილი პირველი



სარკე

Der Spiegel



მოქმედნი პირნი:

წინამძღვარი

ბერი

ტამალ

სარკის ადამიანი

პილიგრიმები



ადგილი მოქმედებისა: მონასტერი მთებში.



სცენა წარმოადგენს შენობას პიტალო გაუთლელ ქვების ნაფლეთე¬ბიდან. უკანა კედელი თითქმის მთლიანად შეიცავს ორ უზარმაზარ ფანჯრის ჩარჩოს. ჩარჩოებში იხედება მთის გრეხილი, დათოვლილ მწვერვალებით. მთელი სივრცე მოფარულია დახროვილ ქვებით. აქა–იქ სჩანან ჩინურ პაგოდების მსგავსი კოშკები, ძვირად მოსჩანს ჩამოძარცვული ხე. გვიანი დაისია. სენაკში მარჯვნით სდგას საწოლი, შუაში დაბალი სუფრა, მარცხნით დიდი ოთკუთხიანი საგანი, მჭიდროთ დაფარული.

შემოდიან მონასტრის წინამძღვარი და ტამალ.

წინამძღვარს სუფთად გაპარსულ თავის სარქველზე დატოვებული აქვს გრძელი თმა (ჩუბი), აცვია რუხი ანაფორა. წელზე ბაწრის ნაცვლად არტყია ფართო, ოქროთი მოქარგული ქამარი.

ტამალს მდიდრულად აცვია.



ჩვენთან იყავი, იცხოვრე სტუმრად!

ჩვენ აგისრულებთ ყველა სურვილებს,

მაღალ სიბრძნეს და მდუმარებას

ჩვენ შეგასწავლით, მოგმატებთ ძალას.

შენ თამამი ხარ შენს ძიებაში –

თუმცა გაკლია დავაჟკაცება.

ტამალ

მე მივატოვე ქალაქი სადაც

ერთნი – მეორეთ გლეჯენ – ლუნგები,

თითქოს ცხედრები – ხალხი ისე დაეხეტება,

სადაც ღამეთა ამღვრევას სცვლიან

მოსაღალავი, უფერო დღენი.

სადაც ფარულად ყველა თავის ვნების მტერია,

მოღუნული და უსისხლო ხალხი

მძიმედ და ჩლუნგათ სამარისკენ მიიბლანდება

და ეშინია ყველას სუნთქვა ძლიერის მკერდით.

ხმამ დაფარულმა ახლა თქვენთან გამომაგზავნა

თქვენს სიწმინდესთან, – და სიწმინდე შევიმცნე თქვენი.

ვნებიანათ.

ნუ უკუმაგდებ! ამაღლების მომეცი ნიჭი!



წინამძღვარი

შენ მოსვლის ღმერთის საფეხურთან გაქვს განა ნება,

როცა შენი გზა ჯერ გრძელი და გაუვლელია?

სულმოკლეთ გინდა უარყოფა დიდი ცდუნების

დაეშურება ნათელს შენთვის გამოუცნობსა!



ტამალ

რა გვაძლევს – შენის დარწმუნებით – ხსნისთვის უფლებას?

უძლურებაში არის ხსნა და უსრულობაში.

ჩემი არსება მაგალითად შეჩვენებაა.

ამაო არის ღმერთის ძებნა როდესაც სულით

ატარებ კეთილს და შეგნება გაქვს ამ კეთილის.

მაგრამ უძლური ხარ სიბილწე ჩამოიშორო.

მე გადავწყვიტე ჩამოვშორდე სამარადისოდ

გზას ცთომილების და სიცრუის. მეყოფა. კმარა!

ნუ ეტყვი უარს ჩემს ვედრებას და მდაბალ ლოცვას

და ამ უწმინდეს სავანეში მომეცი კუთხე.

მე ქვენა ვნებათ ჩავაქრობ ჩემში

და მე გავსწყვიტავ ჯაჭვებს ჩემი ხორციელობის.

მე მხოლოდ ერთი ნეტარება ახლა მწყურია

მოძღვარო ჩემო, სიწმინდე და სრულყოფა მინდა.



წინამძღვარი

შენ მართალი ხარ: სრულყოფისკენ გვიხმობს უფალი,

მაგრამ მან შექმნა დაცემა და ხორციელობა,

რომ ხორცშესხმულნი ჩვენ ვცხოვრობდეთ დაბრმავებაში

და სანამ ბრმანი ვართ გვჯეროდეს რომ ამაშია

ადამიანთა ცხოვრება და დანიშნულება.

ჩვენ ერთმა ბრძენმა ბრძენთა შორის გამოგვიცხადა:

რომ ღმერთი თავის ანგელოზებს გაეყრება და

მას შეიყვარებს ვინც იცხოვრა შეცოდებაში.



ტამალ

მე არ ვეკუთვნი ღვთისგან არჩეულთ –

მსურს დაცხრეს ჩემი ხორციელობა.



წინამძღვარი

შენ გინდა ძაღლი ჯაჭვით დააბა,

მაგრამ ძაღლს ბრაზი მოემატება.



ტამალ

ბოროტების და სიბილწის ამოსაგდებათ

თვითმკვლელობაა საშვალება საუკეთესო.



წინამძღვარი

შენ ბოროტებას გაამრავლებ მაგ საშვალებით

არა სიკვდილი არის ხსნა და გამოსავალი.



ტამალ

მამცნე მოძღვარო, რომელია გზა ცდუნებისა?



წინამძღვარი

. . . . . . . . . . . .



ტამალ

შენ მე სიცოცხლეს მირჩევ, მიბრძანებ,

შენ რომ ატარებ დღეებს მარხვაში,

და კვირეებით დადუმებული

ხარ უმოძრაო ვით გარდაცვლილი?!

წინამძღვარი

იმ სახიერმაც, ამ ქვეყანას რომ ეზიარა

და ხორცშესხმული სამუდამოთ ამაღლდა ცათა,

ფერისცვალების წინ იხილა სასახლის ბჭესთან

ერთი ცხედარი გახრწნილი და ამბოხებული.



ტამალ

იგი ცხედარი მეც მაქვს ხილული.



წინამძღვარი

უგნურო! განა მეცვალა ფერი?

შენ ნორჩი ხარ და შენი ბაგენი

როგორც სიტყვისთვის ისე საკოცნად

მუდამ, ყოველ წუთს მზადა არიან.

და ახლა ტვირთი განსაცდელისა

შენ გინდა უცბად ჩამოიშორო?

ჩვენ დაგვტრიალებს სხვაგვარი ბედი

ნებას არ გვაძლევს გზას გადუხვიოთ.

შენ გსურს ილტვოდე, შიშით მოცული,

მაგრამ სირბილი შენ სულ დაგღუპავს.



ტამალ

მოძღვარო ჩემო, რა გინდ გარისხდე

მე არ დავიხევ!



წინამძღვარი

შენ დაივიწყე და სთქვი უარი.



ტამალ

არ მაქვს კავშირი მე ქვეყანასთან.



წინამძღვარი

ახალგაზრდა ხარ?



ტამალ

ოცდაათი ძლივს შემისრულდა.



წინამძღვარი

კიდევ იფიქრე!



ტამალ

ვინც ეშურება თქვენს მონასტერში

გაქვს შენ უფლება წინ გადეღობო?



წინამძღვარი

უფლება რჩევის. აკრძალვის არა!

ნახოს სინათლე, ვისაც იგი სურს;

ასე სჯის ჩვენი წმინდა კანონი.



ტამალ

გთხოვ შენც კანონებს დაემორჩილო!



წინამძღვარი

უკანასკნელად მისმინე შვილო!

გამოუცნობი იდუმალება

მოიცავს იმას ვისაც ამბორით

და ჩემის ხელით მე შემოვიყვან

ამ მონასტერში როგორც ბერს წმინდას.

შვილო, თუ შენ ხარ დამდგარი გზაზე

სადაც სიტყვა და ჭეშმარიტება

არ არის ერთად შედუღებული

კიდევ დრო არის რომ გაგვეშორო.



ტამალ

არა მაქვს შიში, შენ ეს გჯეროდეს.



წინამძღვარი

მაშ მოთმინება გქონდეს ხვალამდის.



ტამალ

არა ეხლავე!



წინამძღვარი

გაფრთხილებ, შვილო!



ტამალ

გთხოვ შეასრულო წმინდა ადათი!



წინამძღვარი

დიდხანს ყოყმანობს, ჩასჩერებია ტამალს სახეში.



ტამალ

სდუმს, შეურხევლად.



წინამძღვარი

ამაღლებულ შთაგონებით, ამბობს შერიგების სიტყვას, შეეხება ტამალის შუბლს, სახეზე შეუბერავს სულს და ეამბორება.

აღკვეცილი ხარ – ხელშეხებით და სულით ძმაო.



ტამალ

მე შენ ამ წუთში დამიხსენი ქვეყნის ხელიდან!



წინამძღვარი

ჯერ შენ მიიღე წმინდა აღკვეცა…

ამ ამბორით კი ეზიარე იდუმალებას,

რომელიც იყო დაფარული შენს არსებაში



გადის.

მოეფარება თუ არა წინამძღვარი, გამოჩნდება კარებში ბერი. დიდხანს სდგას შეურხეველად და მდუმარედ. ერთ ხელში დოქი აქვს, მეორეში პატარა სანთელი (ჭრაქი), ხელზე გადაკიდებული აქვს ანაფორა. დოქს და სანთელს დადგამს იატაკზე, საწოლზე ანაფორას გადააფარებს.



ტამალ

რა გსურს, მამაო?



ბერი

შენთან ვიქნები მთელი ეს ღამე,

რომ გაგიწო მე სამსახური.



ტამალ

მიბრუნდება.

საშინელია. ცხედარს უგავს სახის ნაკვთები.

ხმამაღლა.

შენ მე მიმზადებ მგონია საწოლს!



ბერი

ხვალ შენ მსახურნი არ გეყოლება.



ტამალ

დოქი?



ბერი

ორიოდე ცვარს სტუმარს უგზავნის წინამძღვარი,

სანამ ჯერ კიდევ ხარ ახალგაზრდა.



ტამალ

ხვალ რა იქნება?



ბერი

ხვალ შენ იქნები არც უფროსი და არც უმცროსი.

აღარ იფიქრებ წყურვილზე და იმის მოკვლაზე.



ტამალ

ეგ რაღა არის ჩემს საწოლზე რომ აფენ ახლა?



ბერი

ეს არის რასაც ატარებს ყველა

თავისუფლად და მეტად მსუბუქად.

შენი სამოსი ანაფორა იქნება სულის,

რასაც ატარებ მას დასწვავენ ხვალ ადრიანად.



ტამალ

ამასთან ერთად დაიწვება წარსულიც ცეცხლში

და თავისუფლად სუნთქვის ნება გადმომეცემა.

მე ბავშვობიდან რომ ვარ ტანჯვას შეთვისებული.

მითხარი! თუ გაქვთ ტანსაცმელი უფრორე მკაცრი?



ბერი

მაღალ რჩეულებს, ვინაც შეგნებით

დრო მოსპო სრულად, ეწვია ბედი

ატაროს კაბათ ხმელი ბალახი.



ტამალ

ნუთუ ამ ბედზე მე მეტყვით უარს.



ბერი

ჩუმად ზომავას თვალებით.



ტამალ

თქვენი უფროსი არ ატარებს ასეთს ტანსაცმელს?



ბერი

რომელი?



ტამალ

ის წინამძღვარი.



ბერი

ის მდაბალია ჩვენზე ხარისხით.



ტამალ

მაგრამ ატარებს ის ოქროს ქამარს.



ბერი

მხოლოდ ნახევრად – მსახურს აქვს ძალი იქნეს ბატონი.



ტამალ

ის თქვენზე მდაბლად ატარებს ქამარს?



ბერი

ახალი შობით უმცროსია ის ყველა ჩვენზე.

მან გაარღვია მხოლოდ ახლა ცდუნების ალი,

მატარებელი არსებაში დარღვევის ნაშტთა

არჩეულია იგი ეხლა ჩვენ მეთაურად,

მეთაურობის ზრუნვა მხოლოდ მდაბალს ერგება.

კიდევ ოცნებობს იგი, კიდევ გაჰკივის ძილში. –

უფლების ქამარს მხოლოდ იგი უნდა ირტყამდეს.

და ბერები კი ჩამქრობელნი თავის ვნებათა

სცხოვრობენ ჩვენთან მათხოვარის წმინდა ცხოვრებით,

და იპოებენ (ცხოვრებასა) ჩუმი ღიმილით.



ტამალ

კიდევ პასუხი გთხოვ მომიგო ერთს შეკითხვაზე:

რატომ არ არის აქ ტაძარი არავითარი?

მხოლოდ აქა-იქ კლდეებში და დიდ ქვათა შორის

კოშკები სჩანან ნახევარად ჩამონგრეულნი,

და ცალიერი მიგდებული ეკლესიები.

აქ არ სწირავენ, აქ არ ისმის რეკა ზარების

და არსად მოსჩანს ქანდაკება წმინდა სახების,

მის გარეშემო არ ანთია სანთლების ცეცხლი

და ღვთის წინაშე არა სჭკნებიან

ყვავილთ კონები და გვირგვინები.



ბერი

მარადისობას ჩაბარდება ყოველი ღმერთი

აღთქმულ ვადაში. ეს გაიგო ჩვენმა კრებულმა.

ხევში, ტაძრებში, გაისმიან შეჩვენებანი,

და ხალხი ხელებამართული სასწაულისთვის,

ცახცახით უხმობს, ევედრება თავის ხვთაებას

მაგრამ გახრწნილობის სუნი მოდის ყოველ მხარიდან.



ტამალ

დადის კუთხიდან კუთხემდე და უცბად შეჩერდება.

რა საგანია აქ დაფარული?



ბერი

ამ წუთას მე შენ მას ვერ გაჩვენებ,

ღამე გაივლის და თვით იხილავ!



ტამალ

შეწუხებული.

მე აქ მომელის საშიშროება.



ბერი

დიახ მოგელის! მაგრამ მისმინე!



ტამალ

დავბადებულვარ მე მეორედ შეჩვენებისთვის!



ბერი

ეგეთი რწმენა შენ სტუმარო, ვით დაგებადა?

თუ განიცადე ყოველი უკვე?



ტამალ

მე? ჯერედ არა.

მაგრამ მოველი ეხლა თქვენს შორის მე ამაღლებას.



ბერი

შენ აღიკვეცე – აღსრულება შემდეგ იქნება.



ტამალ

კიდევ მსურს კითხვა! აქ რა იმალვის?



ბერი

შენს თქმულში ნახე მაგის პასუხი.



ტამალ

გარკვევით ბერო!



ბერი

მე სადარაჯოდ შენის ძილისა

აი იქ მოგიცდი მაღალ კიბეზე,

თუ გაგიჭირდეს მე დამიძახე

და მეც გავჩნდები. მომიხმე მხოლოდ!

…………………………………………………………



ორეული სარკიდან

მე კვდრებთან? არა. მე შენ მიხსენი!

ისევ აღმაფრენით ანთებული, გიჟურად ტრიალებს ოთახში.

თავისუფალი! თავისუფალი!

სივრცე და განი!

ხორცი! ხორცი!

ხელებით! თითები! ფეხები!

ახტომა! დახტომა!

ძილში – მარში!

ახტება როგორც მოცეკვავე, როგორც სიზმარეული ტრიალებს ჰაერში.

თავისუფალი! თავისუფალი!

სიხარული – ხორცი!

სიმართლე – ხორცი!

დაიჩოქებს ტამალის წინაშე.

შენ ხარ ჩემი მაცხოვარი!

შენ ხარ დიდი უდიდესი!

შენ ხარ მხოლოდ ჩემი მხსნელი

შენ ღვთაება გახდი ჩემი.



ტამალ

დაჩოქებული.

რა მომივიდა, რა დამემართა?

ვხედავ პლანეტებს გიჟურ ცეკვაში!

სდგებიან მზენი მირიადობით.

ბრუნავენ მზენი, ნათელი შუქნი

გამოჩნდებიან, სდგანან ღვარებათ.

იქნებ დავიწყე მე სხვა ცხოვრება?

დღე დასრულდა და სიკვდილი მოდის?

ნაპერწკალებით ამევსო თვალნი!

შემომეყარა იქნება გულსა!

თითქოს იღვიძებს.

ახ! დაჭრილი ვარ! ახ! დაჭრილი ვარ!



ორეული სარკიდან

დინჯათ.

დაჭრილი! სადა, სად მეგობარო?

შეუხსნის ტანსაცმელს.



ტამალ

სისხლი! ჭრილობა!



ორეული სარკიდან

დაჭრილი? არა, ჯანმრთელი ხარ ახლა სრულებით.

მკერდზე ყურს დაადებს.

არც სისხლი და არც იარა! გულიც – ბაგი-ბუგ!



ტამალ

წამოვარდება.

ეს ვინ არი?



ორეული სარკიდან

მე! მხოლოდ მე! ჯერ მე მხოლოდ!



ტამალ

შენ! მე სადა ვარ? მგონი განვლო საუკუნემ.



ორეული სარკიდან

ჩემო მხსნელო! ჩვენ ერთი ვართ, მე და შენ!



ტამალ

გესმის! ვინ ხარ?

მივარდება.

შენ! შენა ხარ ჩემი მტერი.



ორეული სარკიდან

შენი მტერი? მე? მტერი მე? მე, მე მტერი?

მომინახე ანგელოზი ცის სივრცეში,

რომელსაც შენ ჩემზე მეტად ეყვარები!

ანგელოზებს კი კავშირი აქვთ შეკრული

შენს სავნებლად.

და მხოლოდ მე,

ერთგული ვარ და გარიდებ ანგელოზებს

ვუთვალთვალებ მე მათ ყოველ მოძრაობას

მე ვარ შენი ძაღლი, ცხენი, კვერთხი შენი!

შენ რომ მოკვდე – მეც ჩამოვალ სამარეში,

სიყვარული კუბომდის და სამუდამოდ!



ტამალ

ო! რა მესმის! შენ ჩემი ხარ…



ორეული სარკიდან

დიახ, ჩუმად. სსს…

მე – ვარ ჩემი მე! საზღვარი ჩემი თავის.

მე არც ის ვარ, არც ეს, არც სხვა, არც არავინ

და შენც ხედავ მაქვს უფლება ვიამაყო,

ჩემი გვამი ავსილია და თან სუფთა.

ეფერება საკუთარ თავს.

რა კარგია დაბრუნება სიბნელიდან

(სამ საზომის) უსაყვარლეს სამეფოში.

დაეცემა მიწაზე.

ჩემი შვება არის მხოლოდ შენი ბრალი

მე აქამდის სულ ვწვალობდი დაჯარული.

ასე ცეცხლში ურჯულო არ დატანჯულა

და არც გმირი ცოდვის ჯვარზე გასალტული.

შენ მიშველე ჩემო კარგო, ჩემო ნაზო!

მე მსურს შევსვა ეს სივრცე და ეს ჰაერი

უფრო ვიდრე ტყვემ ციხიდან რომ გაიქცა.

დაიწყებს ისევ ცეკვას.



ტამალ

შენ თუ შენ ხარ – ეგრე რატომ მაიმუნობ,

რად ჩაგიცვამს შენც ჩემსავით.



ორეული სარკიდან

ჩემო კარგო, განა მარტო სიამისთვის?

წაიშლება ალბათ შენი პიროვნებაც,

თუ ქალებმა, ტენორებმა, სულელებმა

წლიდან წლამდის შენ გიცქირეს უსირცხვილოდ

და ბოლოს კი მიეჩვევი ყოველივეს

და იქნები ბინძური ვით მღვრიე წყალი;

ტკბილ ცომივით გაფუვდება შენი სახე.

უცბად შეტრიალდება.

საამო ვარ მე მგონია წინ და უკან.



ტამალ

რა გსურს ჩემგან გაიძვერა? შარლატანო.



ორეული სარკიდან

მხოლოდ ისა, ჩემო ღმერთო, რაც შენა გსურს

და ამ სურვილს მხოლოდ მე თუ გავამჟღავნებ,

თუ გინდ ვიყო შენთვის სამჯერ გაიძვერა.



ტამალ

მე რა მინდა?



ორეული სარკიდან

თვით არ იცი.

შენ მიყვები სიზმრებს როგორც ყველა მგზავრი,

მე ვარ შუქი შენს თვალებს რომ გაანათებს,

მე ვინახავ ბეჭედს შენი სიმართლისას.



ტამალ

ჩემი სიმართლე ის არის

რომ გავურბი ნაკლსა ჩემსას.



ორეული სარკიდან

ოი ცრუო! საგანგებო კაცთა შორის

მოიტყუე კიდევ ერთხელ საცოდავად.



ტამალ

მოვიტყუე?



ორეული სარკიდან

თვით სარკეც კი შეიღუნა ამ ჩარჩოში

ააშფოთა თვით სარკეც კი შენმა სიტყვამ.



ტამალ

როგორ? რაო?



ორეული სარკიდან

დიახ! დიახ! შენ იყავი რომ კვნესოდი:

„ჩემი შუბლი და კბილები საზიზღარი“

ბედნიერო! ჯერ ერთი რომ ლამაზი ხარ

და მეორეც კმაყოფილი შენი თავის.



ტამალ

მართალს ამბობ.



ორეული სარკიდან

შემდეგ, გინდა ვითომ ყველას დაანახო,

რომ ქალებთან აღარ გინდა შენ კავშირი.

მაგრამ ქალი შენ უარით რომ შემოგხვდეს

იმ წუთშივე გაიღვიძებს შენში მხეცი.

რომელსაც აქ…



ტამალ

სთქვი! კიდევ რა?



ორეული სარკიდან

ახლა შენი მეგობრები? ო, ასკეტო!

მათ სიყალბეს შენ გულგრილად ეკიდები?

არ ოცნებობ, რომ ხანდახან მოწყენის დროს

შენს წინაშე გაენარცხონ მეგობრები.



ტამალ

რა გსურს ჩემგან?



ორეული სარკიდან

შენ გჯეროდეს შენი თავის!



ტამალ

მე გავურბი სისუსტეს და უსახობას.



ორეული სარკიდან

შენ გაურბი შენს დიდებას

და ნახულობ ცოდვას მასში.



ტამალ

მე არა ვარ დიდებული.



ორეული სარკიდან

თავმდაბლობა ნიშანია არჩეულის.



ტამალ

ო! ვიქმნე მე დიდებული!



ორეული სარკიდან

არა ნუ სწუხარ.

ხარ არჩეული რომ ერი იხსნა.

არისტოტელის ვარსკვლავი ლოცავს

შენ დაბადებას

ვარსკვლავი ქვეყნად ანანტოსი რომ მოიყვანა

მისი სჯეროდა თვითონ კონაუცის,

ის უნათებდა გვირგვინს ძლიერსა

დაუმარცხებელ მონღოლების ხანს.

იგი უნათებს არჩეულებს და დიდებულთა

ეს იყო თქვენთვის გოროსკოპი ჩემო ბატონო.

შენ სდუმხარ? უნდა დაიჯერო რიცხვი ვარსკვლავთა

ფარულმა აზრმა შენის ბუნების

მხოლოდ ახლახან იჩინა თავი

ბეჭედისა და სიმბოლოს სახით:

შენ ახლა თვითონ გამოიცანი.



ტამალ

………….



ორეული სარკიდან

შენ გსურდა ჩემი მოკვლა, მაგრამ მომეცი შვება.



ტამალ

მე მქონდა ძალა?



ორეული სარკიდან

შენ მხოლოდ. ღმერთი ხარ შენ.

შენში ცხოვრობს ფარულად

და უხილავად სული,

რომელიც სწყვეტს და სტეხავს

სივრცეთა მაგარ ჯაჭვებს.

დიახ, ფრინველთ და ვარდებს

ესმით სხივფენა შენი.

რაც ქვეყნად ცხოვრობს, ელის

მხოლოდ შეხებას შენსას.

შენ კი არ იცი შენში

თეთრი მაგიის ძალა.

ყველა მოგვობას იგი

აჯობებს თავის ძალით.



ტამალ

შენ მართალი ხარ. მე მაგონდება

რომ ხშირად ღამე მე ვგრძნობდი ძალას,

როდესაც ვწერდი ან ვმუშაობდი

ჩხვლეტას ფეხის ან ხელის კანისას,

თითქოს მივლიდა მე ტანში ტოკი

გარშემო იყო რაღაც ბწკრიალი,

ჩრდილში საგნები იწყებდენ რხევას

და მე მივლიდა ფარული შიში.



ორეული სარკიდან

შენ შეიმცნე შენში მადლი!

შენს მეგობრებს ერგოთ წილად.


1937

study


Last edited by Admin on Sun Aug 09, 2020 10:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:53 pm

პაოლო იაშვილი

მალთაყვა

მზიანი დღეა…...ზღვის ნაპირი ჩუმი, მშვიდია,
გახედე ტალგებს, როგორ ფერად-ფერად მიდიან.
რა სიხარულით მიაშურეს ნაპირს ლოდიანს,
ერთი მათგანი თითქოს მწიფე შინდის ტოტია.

ერთი მათგანი ყვითლად ელავს, როგორც ქაფური.
წავიდეთ, ვნახოთ ის ნაპირი გამოკაფული,
სადაც შარშან წინ გადარგული ევკალიპტები
დამძიმებულან მოჟრიალე, ზღვისფერ ჩიტებით.

აი, ნაპირი ზღვის კენჭებით გადაქარგული,
ეს ხე პირველი - აყვავების ნიშნად დარგული.
აი, პირველი საძირკველის აღმოშენება,
აი, მალთაყვა, უახლოეს დღეთა მშვენება.

აქ ორმოებში ადუღდება კარი ღვარებად,
აქ გაჩაღდება ქაფქირების აელვარება,
აქ იომებენ ახალციხის კალატოზები,
აქ ყვითელ ტოტებს მიუშვერენ ზღვის მიმოზები.

აქ აგარაკი გაშენდება... და ზღვის სინაზეს
მზე დაადგება ენკენის თვის დამთბარ დილაზე.
ბავშვებისათვის გაჩენილი არის ნაპირი
თვალმიუწვდენი, სილიანი და პირდაპირი.



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:55 pm

პაოლო იაშვილი

ზღაპარი – თევზი და მებადური

მებადური თავის ბებერ ცოლით

ლურჯ ზღვის პირად, ბინადრობდენ მარტო

ძველი ფაცხა იყო მათი ბინა

სამ ათი და კიდევ სამი წელი.

თევზაობდა მებადური ბადით

მისი ცოლი თავის საქსოვს რთავდა.

გადისროლა მებადურმა ბადე

ძველი სელი მოსდებოდა ბადეს.

გადაშალა მან მეორედ ბადე

ზღვის ბალახი მოსდებოდა ბადეს,

მესამედ რომ გადისროლა ბადე,

მოაცურა ბადემ ერთი თევზი.

ის მდაბიო თევზი როდი იყო,

ოქროს თევზი, აზრიალდა თევზი

კაცის ენით შეევედრა მოხუცს.

„დამაბრუნე ისევ ზღვაში, ბერო,

თავის დახსნას დაგიფასებ ძვირად“.

შეეშინდა მოხუცს, თევზაობდა

სამ ათი და კიდევ სამი წელი,

არ სმენია საუბარი თევზის

გადაუშვა ოქროს თევზი ზღვაში,

თბილი სიტყვაც გაატანა საგძლად:

„ღმერთი იყოს შენი შემწე, თევზო!

მე არ მინდა თავსახსნელი შენი,

წადი შენთვის, შეცურავდი ზღვაში,

ვრცელი არე იყოს შენი ბინა“.

დაუბრუნდა მებადური მოხუცს

და უამბო სასწაული დიდი.

მე დღეს მყავდა დაჭერილი თევზი,

ოქროს თევზი…


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:57 pm

პაოლო იაშვილი

ტიციან ტაბიძეს

გადაგვაშენებს ჩვენ ბოდვები მომდგარი ჯარით,
მეც შენგან ველი ზიარებას, ვიხდი შვიდეულს.
საკმევლის სუნი გვაბარბაცებს შენ და თვითეულს,
კათაკმევლებათ მლოცველებში, რომ შევეჩარით.

შეგისკვნა გული კოლომბინამ ცისფერი ჩვარით,
მოგეფერება ბალაგანში ღამე გათეულს,
მეც შემომხედე შენი ყვითელ ლექსებით სნეულს,
მეფევ და ბავშვო, დაღალუულო ქალდეას ჯვარით.

დახურეს გზები, მოვეფანტეთ ყავრიან ქოხებს,
კომანდორივით უკან მოგდევს წმინდა გიორგი
შვაღამის კვამლში შენ აგამღვრევს და აგამბოხებს

დარბელით, ჭლექით დღე ნაკლული შენი ლაფორგი.
მოგაგონდება მამაშენი, ღვინო და გედი,
სოველი ჭინკა, ვარსკვლავები და საფრანგეთი.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyTue Aug 04, 2020 11:59 pm

პაოლო იაშვილი

თეატრი

ამ მოედანზე ოდესღაც იდგა ზრიალი საზარი,

იყო მონებით ვაჭრობა, ჭანელ ბავშვების ბაზარი,

ვინმე მთვლემავი ვაჭარი ხელს გაიშვერდა ტახტიდან

და საჭურისი არჩეულს თავით ფეხამდე გახდიდა.

გააჩერებდნენ გოგოებს შიშველ, დარცხვენილ ბიჭებთან,

და ოსმალეთის აბრაგი ვარსკვლავს ვარსკვლავში ირჩევდა,

ჩვენი კოლხეთის ქალები, ელვარე გიშრის კავებით,

სტამბოლის ვაჭრებს მიჰყავდათ ჩარდახიანი ნავებით.

მათ არ იცოდნენ თვალთმაქცი შეჰერეზადას ზღაპრები.

არ ჰქონდათ შემონახული პირდალესილი დანები.

უმანკოებას ჰკარგავდნენ ნავებზე ძალდატანებით.

შორს იყვნენ, აღარ შეეძლოთ სამეგრელოსკენ მოხედვა,

ეს ნაღვლიანი ამბავი დაიმახსოვრა კოლხეთმა.



ჩვენც მოვესწარით, ჩვენც ვნახეთ აქ სხვანაირი ბაზარი,

ძალმომრეობის რუსეთმა ამოაშენა ტაძარი.

ქრისტეს სახელით ვაჭრობდა სარწმუნოება კვიატი,

რომ მწარე სული დაეტკბო აღდგომის ევლოგიათი.

ვერ ნახა ამშენებელმა ვერც ლოცვა, ვერც ნეტარება,

ხელი ტოტივით გაუხმო დიდმა ოქტომბრის ქარებმა.

აღარ დასცალდა, წავიდა, მრევლიც დასწყევლა, დანავსა,

და მომაკვდავი ისმენდა საკუთარ სულთათანასა.

დარჩა პარტახი შენობა ბნელი და გულდარბეული,

ხავსმოდებული, საშიში და გუმბათჩამონგრეული.



ნეტა კაცმა როგორ იცნოს ეს შენობა ეხლანდელი,

ყოველ მხრიდან თეთრად მოჩანს ვით მაღალი ზღვის კედელი;

ყოველ მხრიდან კედელს მისდევს მარმარილოს თეთრი თაღი,

დაფარული ჩუქურთმებით, ქვეშ გაშლია მწვანე ბაღი;

მაღლა-მაღლა ადის ხალხი, გაბადრულა მხარე მწვანედ,

მარცხნივ ვუცქერთ ზღვას დიდებულს,

მარჯვნივ ვუცქერთ მთიან სვანეთს,

ვუცქერ ტანჯვით დაბადებულს, მიწას ძლიერს,

ხალხის საზრდოს,

და ფირუზის კუნძულივით მოელვარე პალეასტომს.

შეხვალ შიგნით, ნახავ დარბაზს –

სადას, ნათელს, კეთილშობილს,

ეს თეატრის შენობაა, ეს ტაძარი მაღალ გრძნობის,

ეს საბრძოლო ისტორიის მართალ სიტყვის ასპარეზი,

სად ღრმა ფიქრებს ემატება ხან რისხვა და ხან ალერსი.

სადაც ხალხი ხედავს გმირებს თავის საქმის მაგალითად,

სადაც ლექსი რუსთაველის იფანტება მარგალიტად.

და შექსპირის დიდი სული ღელავს სიტყვის შთაგონებით,

სად ზღვასავით ღრმაა გრძნობა ამ სიტყვების გაგონებით,

სად ბელადის აზრი მოჩანს და სიმტკიცე მისი ნების,

მისი სიტყვა თანატოლი, უმაღლესი ხელოვნების;

სადაც კაცმა თავისთავი ჭეშმარიტი სახით ნახოს

და წადილი დიდი ბრძოლის ერთიანად განაახლოს,

სადაც კაცი ნახავს მართალ, დიდ კოლხიდის მატიანეს,

სად ბუნების ბატონობას კაცის ხელი ატრიალებს,

და როს ჩვენი ქვეყნის მტერსა გმირი ხმალით ეკვეთება,

ისმის ტაში, როგორც ქარში ტალღის კლდეზე შეხეთქება,

და თუ კაცმა თავის ვალი, თავის კვალი აღარ იცის,

გაზაფხულის სეტყვასავით ხომ დააყრის ხალხი სიცილს!



კოლხიდაში, სადაც მწვანე აფრებივით ელავს დაფნა,

სადაც მწიფე ნარინჯები იღვრებიან ყვითელ თაფლად,

სადაც ხარობს ევკალიპტი, მედიდურად ჰყვავის ნუში,

მის ქალაქში, ნავსადგურში, მთელს კოლხიდის შუაგულში,

დგას ტაძარი მაღალ გრძნობის, ზღვის სივრცეებს გადაჰყურებს

და უგზავნის ქვეყნის სალამს შორს მიმავალ მეზღვაურებს.


1937


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:10 am

პაოლო იაშვილი

აფთიაკარი

როცა ჩამოდის მამა,
ჩამოაქვს სურნელი ძვირფასი ერთი,
ჩამოაქვს ვაჟკაცს ლამაზს
უბრალო სუნი პიტნის წვეთის.

აზიურ ზამთრის კალოშს
უდის წამლის სუნი,
და ჩემს ოთახში გალობს
წამლების კეთების წკარაწკუნი.

სოკრატის თავი
და თეთრი ბინტი
აცურდებიან უეცრად
და ჩემი ფიქრი იქითკენ მიდის,
როდესაც ჩემთვის
პირველად
ყვავილი უნდა აეცრად.

და თითქოს მამა
ჩემს ოთახში უნდა ეძებდეს
რამე შენაძენს, რომ მხნეობა
შვილის შეაქოს,
მაგრამ მოითხოვს
უეჭველად ყველა რეცეპტებს
და გააჩაღებს ლათინურ სააფთიაქოს.

რა ტკბილი არი
ჩემთვის მისი,
„ქვანტუმ სატისი“.
დაისვამს მუხლზე
შვილიშვილს და დაუწყებს ბოხად:
„ეს რად გჭიროდა,
გაცივება ხშირი რად იცი“
და ბავშიც ყნოსავს
მის იოდით გაჟღენთილ ჩოხას.

სიტყვას არ იტყვის,
რომ აკლია ჩითი, შაქარი,
სწუხს რომ წამლების
შოვნა უჭირდა,
დასტირის წამლებს
ლირიკული აფთიაქარი,
გამოკვეთილი გარეგნობით
თითქოს თუჯიდან.

1933



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:12 am

პაოლო იაშვილი

როგორც აფრის ტკაცუნი

მაინც რად მინდა მეტი დასტური
გარდა იმისა, რომ დილა მეხნა,
ვარ, როგორც ღვინო ალადასტური
და მიხარია ფათური ქვეყნად.

მორთმეულია სამყარო გობით,
მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობა,
და ყოველ ყვავილს, ვარსკვლავს და კოპიტს
ჩემი ლექსისთვის მართებს მადლობა.

ამართულია სოველ ქვიშიდან
ცამდე კრიალა შუშის კედელი;
და მე არ ვიცი, რაღა მიშლიდა
მეთქვა სიმღერა განუწყვეტელი:

როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

როგორც ფართო ჭადართან
ჩეროების ჯერი,
ისე ჩუმად ჩატარდა
ჩემი ლექსი ბევრი.

და ქცეული სურათად
სიტყვა, ყველა ბგერა,
მიწაზე მიცურავდა
დამწიფებულ ქერად.

ბოსტნების დასანაგვად,
მოუთიბავ მოლად,
ბალახის ამხანაგად
და ომბალოს ტოლად.

ახლა, როცა ტკაცუნი
აფრის მესმის ზღვიდან,
ასეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

მინდა სიტყვის თარეში
ჩემი ყველამ ნახოს,
ხევსურების ფარეხში,
ჩანჩქერების ახლოს.

მინდა მიწას მარჩენალს
ჰქონდეს მშვიდი ძილი;
ჰგავდეს ვაჟის გაჩენას,
მზის ამოსვლა დილით.
როგორც აფრის ტკაცუნი
მოვარდნილი ზღვიდან,
ისეთი ვაჟკაცური
გაქროლება მინდა.

1932



study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:16 am

პაოლო იაშვილი 410

პაოლო იაშვილი

მეღორეს სიმღერა

უფალო! უსმინე შავარდენს,
მის ხელით გიგზავნი ბარათს,
მიშველე ღორებში ჩავარდნილს,
ღორებში დარჩენილს მარად.

როგორც რომ ბურვაკი პალოზე
მინდორში ბაწარით აბია,
მარტო ვარ, უფალო, დალოცე
მეღორე ცრემლების ყლაპია!

უფალო! მომეცი სამხარი
ძაღლივით ამოსულს ცაზე,
და შენი პერანგი ნახმარი
ჩამაცვი ცოდვიან ტანზე.

მომეცი ბავშვებში ჩარევის
და მათთან თამაშის ნება.
უფალო! შენს გარდა არავის
არა აქვს ამის უფლება.

ფიქრები სამწყემსო ღორებზე
ყოველდღე ცრემლებით მსჯიდა.
უფალო, გალავნის ყორეზე
დამნიშნე ბეღურა ჩიტად.


1926


study


Last edited by Admin on Sun Aug 09, 2020 10:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:17 am

პაოლო იაშვილი 610

პაოლო იაშვილი

დაცემულ ბათომს

ჯერ არ დამცხრალა ჯიუტი ომი
დაუდგრომელი, ქარივით მკვეთრი
და ატორტმანდა ჩვენი ბათომი
მწვანე ბათომი მაისის ხვედრი.

სულთანის ხარბი და ჭროღა თვალი
უცქერს ქალაქო შენს ნოხურ ბაღებს;
იისფერ ზღვაში მზე ჩამავალი
ძველებურ ლხენით თვალს ვეღარ აიღებს.

და შენს მეომარ ამართულ მთაზე
სძინავს ზარბაზანს რუსული მილით,
მაგრამ ართვის მტვერიან გზაზე
ახალი ურდო მოდის სიფრთხილით.

ცხვრის ქონით უნდა ფერადი ნოხი
და მოაღწია საზღვრებთან მტვერმა,
მას უკან დარჩა უკვე ჭოროხი
რომ გადალაქოს ჭანგისფერ მტერმა.

ულვე იწყება მრისხანე წამი,
წანი რომელიც ძვლებს დაახვავებს,
უკვე შეირხა ზღვასთან ლერწამი,
ბათომის ცაზე მე ვუმზერ ყვავებს.

ამხანაგებო! ნუ ხართ დარდულად,
დღეს საქართველო მე ვეღარ ვცანი,
დროა აყვირდეს უკვე ქართულად
მრისხანე თოფი და ზარბაზანი.

ბრძანება ისმის და სმენა ჩქარა,
გაშალეთ მზეზე კრიალა ხმლები,
ან დავიბრუნოთ ჩვენი აჭარა,
ანდა ბათომთან დავტოვოთ ძვლები.

ადრე სულთანი ნუ გაიხარებს,
აღმოსავლეთის ადრეა ტაში, _
ჩვენ დავიბრუნებთ ბათომის კარებს,
მწარე იქნება ჩვენი რევანში.

1918

study


Last edited by Admin on Sun Aug 09, 2020 10:59 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:20 am

პაოლო იაშვილი

პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.

არი მკვლელობა, არი ომი, არი ხანძარი,
მიწისძვრა, ჭირი, ტყეში ყოფნა მარად თულებად,
მაგრამ არ არი ტანჯვა უფრო უზარმაზარი
როგორც პოეტის შთაგონებით დასნეულება.

დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული
და ხალხი ამბობს "ეს კაცია ლექსის მწერალი",
მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული
ეს ჩემი ტანჯვა, დასაქცევი ტვინი ვერანი.

რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო,
რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა,
რამდენი სახე მე თვით უნდა გავაპარტახო,
რომ ერთი ლექსი დამრჩეს წმინდა, როგორც პეპელა.

შემომახურებს სიკვდილივით სიტყვა კვიატი
და სისხლი, აზრი სული იქცნენ იმის მონებად,
გავიდა ღამე, მოასკდება კარს განთიადი
აღარ ხარ კაცი, აღარც ჩონჩხი, ხარ მოგონება.

რამდენი ლექსი დაიწერა, იმდენი წელი
ჩამოეწერა ჩემს ცხოვრებას, ვით ადამიანს,
და თუ ეს ლექსი უნდა იყოს უკანასკნელი,
მაშინ ეს ძორი ყვავებისთვის გასატანია.

1926

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:25 am

პაოლო იაშვილი

პავლე ინგოროყვას

გადამეტებით, ტანჯულ დღეებით
წარსული ჰკივის უკუღმართული;
ჩვენ კი უტკბილეს სამოთხეებით
გვინდა გავმართოთ მხარე ქართული.

საუკუნენი ცხელ თავანებით
ჩვენი სამშობლოს მზეში დნებიან;
მაგრამ ჯერ კიდევ ქარავანები
სცლიან ოქროებს ძველ მადნებიდან.

მიწა მსუქანი სისხლის დალევით
შენ შეგვათვისე _ იმედიანი,
და გულში გივლის მკივან ალივით
შენ რუსთაველის მერიდიანი.

ძმა ინგორუყო! ჩვენება არი
და ტკბილის ტანჯვით მოსაგონები:
მწველ ინდოსტანში ქართული ჯარი
და ტრაპეზონდში გარნიზონები.

და გვიბრუნდება ის ნეტარება
ამაყ დღეების _ გადაჩვეულებს;
თუ პოეზია შეედარება
ჯვარზე გასალტულ წმინდა რჩეულებს.

ძმა ინგორუყო! პოეტო ადრე
და მერე დარდო წასულ დიდების:
გულს პოეზია იჭვებით ანგრევს
და სისხლს – დაპყრობა პირამიდების.


1922


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:29 am

პაოლო იაშვილი 710

პაოლო იაშვილი

ყანწელები 1942 წელში

1942 წელს ყანწელებიდან მხოლოდ ათი კაცი იყო ცოცხალი, დანარჩენები დაიხოცნენ და მათ შესახებ იხილეთ მონოგრაფია ახალგაზრდა ესპანელ კრიტიკოსის ხოზე-სიერო ნევადის, რომელიც დაიღუპა 1939 წელს უდიდეს ატლანტიურ გემის „პლანეტის“ კატას-ტროფის დროს. ხოზე-სიერო ნევადა ჩამოვიდა საქართველოში 1937 წელს, როდესაც თბილისში ყანწელებმა გამართეს პირველი კონგრესი პოეტების. ახალგაზრდა ესპანელი კრიტიკოსი მაშინ დაესწრო კონგრესს სათათბირო ხმით და რადგან მას შთამომავლობა ჰქონდა ქართული (მისი დედა ამილახვარის ქალი იყო, შემთხვევით მოხვედრილი სულთან მაჰომედ ხ ჰარამხანაში, საიდანაც იგი გაიტაცა ხოზე-სიერო ნევადის მამამ, რომელმაც გამოიგონა საშუალება ადამიანის სიბრმავისაგან მორჩენისა), გადასწყვიტა საქართველოში დარჩენა და განსაკუთრებით მისი პოეზიის შესწავლა. ქართული მან კარგათ იცოდა და ქართველ საზოგადოებას ახსოვს მისი ცნობილი მონოგრაფია ვაჟა-ფშაველას შესახებ, რომელიც დაიბეჭდა ამ რამოდენიმე წლის წინათ ფრანგულ ჟურნალში „Mercure de France“-ში.



ეს პირველი

ათი ყანწელის გვარი იცის საქართველომ: გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, სანდრო ცირეკიძე, ალი არსენიშვილი, ნიკოლოზ მიწიშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე და პაოლო იაშვილი.

ეხლა როდესაც შენელდა ყანწელების ომი, მე როგორც ერთმა მეომარმა, მინდა მოვიგონო შარშანდელი წელი ჩვენი ორდენისა.

მე სრულებით არ მსურს დავსწერო მიმოხილვა ქართულ ლიტერატურის წარსულ წელში, მსურს მხოლოდ გამოვაჩინო პირველ დღიდან ჩვენი ორდენის დაარსებისა, ჩვენი ინტიმური ცხოვრება. აქამდის ბევრი ჩვენს გარეშე მყოფი ცდილობდა ჩვენი ცხოვრების შესახებ ყალბი ცნობები მიეწოდებია საქართველოს ერისთვის, რომელსაც ღირსეულად მეთაურობს პრეზიდენტი გიორგი ლაშარელი, პიროვნება რომელსაც აქვს უახლოესი კავშირი ყანწელების ორდენთან.



მეორე

1942 წლის ახალ წელიწადს ჩვენ ვხვდებოდით ქართველ პოეტების კვარტალში, რომელიც გავაშენეთ ისე, როგორც შორეულ წარსულში ქართველმა კეთილშობილმა მუშებმა გააშენეს „ნაძალადევი“. ეს „კვარტალი“ მდებარეობს (ვსწერ მომავლის ეტნოგრაფისთვის) მტკვრის მარჯვენა მხარეს და დაშორებულია ნახევარი ვერსით მცხეთის სადგურს. 1942 წელს ჩვენ ვხვდებოდით პოეტების კვარტალში, კაფეში რომელსაც სახელწოდება ჰქონდა „ცისფერი ყანწები“. ჩვენი სუფრა იყო სავსე ყვავილებით, ლექსებით და ყურძნით. იმ წელში გამოიგონეს ფრანგ მევენახეებმა საშუალება ყურძნის მტევნისგან დათრობისა, და ყველა კაფეს სტუმრებს უკვირდათ, რომ ჩვენ ყურძნის მარცვლიდან ვთვრებოდით ისევე, როგორც სტუმრები ღვინით სავსე ყანწებიდან (სხვათა შორის იმ წელს პირველათ გამოჩნდა ცისფერი ღვინო, მანამდის კი მხოლოდ თეთრი და წითელი ღვინო არსებობდა).



მესამე

ჩვენს სუფრაზე ვისხედით ათივე ყანწელი და ათი ყანწელის უმცროსი შვილები, ცოლები და უფროსი შვილები მარხულობდენ იმ ღამეს, ლოცულობდენ ცოდვილ ყანწელების სულის შესანდობარად (ეს იყო, საქართველოს ახსოვს, ჩვენი ტრადიცია).

როდესაც სტუმრები გამოითხოვდენ „ყანწელებს“ ლექსის სათქმელად, ჩვენ ნაცვლად ლექსებს ამბობდენ ჩვენი შვილები. მე მახსოვს იმ ღამეს ყველაზე კოხტად, და გაგიჟებით მამის ლექსი სთქვა ვალერიან გაფრინდაშვილის უმცროსმა ვაჟმა ვალერიან მეორემ. ამის შემდეგ ჩვენი შვილები ამბობდენ: მამები დაიღალენ, მათ ლექსები მოეწყინათ. წავიდეთ „გიპერბოლის“ ოთახში დავიჩოქოთ და ვილოცოთ ჩვენი უფროსი დის ალკა რობაქიძის სულის მოსახსენებლად.

ჩვენ დავრჩით მარტო. ჩვენი შვილები ალკას სულისთვის ლოცულობდენ. და როდესაც მათ მუხლ მოდრეკილი ლოცვა გაათავეს, მოვიდა ყანწელების უფროსი ქალი ტანიტ ტაბიძე და სთქვა: ყანწელების ოჯახური ლოცვა გათავდა: ბავშებო! თქვენი დედებისგან დავალებული მაქვს, რომ სახლებში დაბრუნდეთ. ჩვენ მადლობა უთხარით ლამაზ თვალება ტანიტს, და ბავშები დედებთან გავისტუმრეთ (მეორე დღეს გავიგეთ, რომ ჩვენი ბავშები უშიშრად სახლში დაბრუნებულიყვენ).



მეოთხე

რადიო-ტელეფონით ვაცნობეთ ოჯახებს: ჩვენ სახლში არ დავბრუნდებით.



მეხუთე

ღამე გავატარეთ აბასთუმნიდან მომავალ ტივებზე: ტივები იყვენ უკანასკნელი ნაშთნი ძველ, ბარბაროსულ საქართველოსი, რომელსაც კიდევ სწამდა ილიას და აკაკის პოეზია.

მეტივეები იყვენ უკანასკნელი ჩოხოსნები და ამბობდენ: სამწუხაროა, რომ საქართველოში სონეტი აღარ არსებობსო.



მეექვსე

ორ იანვარს ცნობა გვეწვია დაღალულებს: ავად არის გრიგოლ რობაქიძე:

თბილისის გეროლდები ავტომობილზე აცხადებდენ: ავად არის გრიგოლ რობაქიძე.

რობაქიძის ბინის კარებთან იდგა ვაჟი რობაქიძე, უფროსი შვილი პოეტის და მთვარეულად უძახოდა უზღვაოდ მოგროვილ ხალხს:

ოთახი, რომელშიდაც სწევს მამა ჩემი, პატარაა, დაიტევს მხოლოდ ათ მის ამხანაგს და რესპუბლიკის პრეზიდენტს. ექიმებმა სთქვეს, რომ მდგომარეობა საშიში არ არისო. დამშვიდდით, მოქალაქენო.

როდესაც ჩვენ გამოვჩნდით ხალხმა დაიძახა:

გზა პოეტების ორდენს

გზა რჩეულებს

გაუმარჯოს ორდენს.

ჩვენ დავაფასეთ აღტაცება მოქალაქეთა რობაქიძის დარბაზობის შემდეგ.

პაოლო იაშვილმა ავადმყოფ პოეტის სახელით ხალხს განუცხადა:

მოქალაქენო, დაიშალეთ! ქართული პოეზია ჯერ კიდევ ცოცხალია. ილოცეთ პოეზიისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ერთი კვირის სიჩუმე პოეტის გადარჩენისთვის. ქართულ პოეზიისთვის ყველაფერი კარგათ დასრულდა.



მეშვიდე

2 აპრილს იუბილე ტიციან ტაბიძის. საფრანგეთის პოეტებმა, ამ დღისათვის ჩამოსულებმა მიართვეს პოეტს თასი: სავსე ნაღველით და მორიელის მანეკენი:

იუბილარმა სთქვა საპასუხოთ: მადლობელი ვარ გაგებისთვის – და შეისვა მხარზე ცოცხალი მორიელი.

ხალხი დაიშალა და ამბობდა: ტაბიძე მიუხედავად ჭაღარისა, მაინც საოცარია.

პოეტის პატივსაცემათ გამართულ ბანკეტზე ნინო მაყაშვილმა სთქვა თავის სიტყვაში:

თქვენისა და ჩემი პოეტის სიცოცხლე ბრწყინავს ისე როგორც გედი ძველ მალარმის. მოხარული ვარ, რომ მე ტიციან ტაბიძესთან ვიყავი თქვენთან ერთად.

ბანკეტი ამით დასრულდა.



მერვე

ვალერიან გაფრინდაშვილმა წარსულ წელს მცხეთის სასაფლაოზე ააშენა წნელის კარავი, როგორც მოგონება ძველი პატრიოტული რომანტიზმისა. ის აქ ხშირად იძინებდა და მისი ჭაღარა თმები ბრწყინავდენ როგორც წაქცეულ თაფლის სანთლები. ჩვენ ვეწვიეთ მას ერთ ღამეს. ეს იყო 28 აპრილი.

მან სთქვა ჩუმად: ამ კარავში მიტომ ვარ რომ ვერიდები თანამედროვეს და შეგნებულ სიგიჟეს. როდესაც გათენდა, ჩვენ გავიგეთ, რომ კარავში დადგმულ ტახტის ქვეშ უკვე გათხრილი იყო საფლავი პოეტის გასვენებისთვის.

ჩვენ ვერ აუკრძალეთ პოეტს სიკვდილისთვის მომზადება. მით უმეტეს როდესაც დავინახეთ, რომ საფლავის იატაკი და კედლები მოფენილიყვენ გაფრინდაშვილის წიგნებით და ლექსებით. ჩვენ გვიხაროდა, რომ გაფრინდაშვილს სურდა საკუთარ პოეზიასთან მოსვენება. ჩვენ გამოვეთხოვეთ და ხელზე ვაკოცეთ როგორც უსპეტაკესს.

გაფრინდაშვილის კარავი მომავალ პოეტებისთვის იქნება როგორც სიონი ქართველ ქრისტიანებისთვის.



მეცხრე

7 მაისს ყველა თბილისის მებაღეებმა უარი სთქვეს ყვავილების გაყიდვაზე. ყვავილები შეისყიდა პოეტების ორდენის ხაზინადარმა – გრიგოლ რობაქიძემ, რადგან იმ დღეს გარდაიცვალა კოლაუ ნადირაძის უფროსი ქალი და ყველა მაისის ყვავილები თბილისში ამ საფლავისთვის დაბანდდა. კოლაუ ნადირაძე სტიროდა და ცხენების ნაცვლად თვითონ იყო გაბმული ბალდახინში. ჩვენ ვსთქვით სიტყვები და მამა-პოეტი დაჩოქებული მოისმენდა.

მან სთქვა: ლექსების გარდა მე მყვანდა ორი ობოლი ბავშვი: ერთი მოკვდა და მეორეს თქვენ მოუარეთ:

ამის შემდეგ პოეტმა მოიწყინა და კვებავდა თავის შემოსავლიდან ქუჩის ძაღლებს, ისევე როგორც ერთ დროს პარიზის ინვალიდები მტრედებსა და ბეღურებს კვებავდენ ლიუქსემბურგის და ტიულერის ბაღებში.



მეათე

სანდრო ცირეკიძეს წარსულ წელში ჭლექი აღარ აწუხებდა, მაგრამ დარდობდა თავის ჭლექიან ლექსებზე.

მან მიიღო ნობელის პრემია ზავის და მშვიდობის ქადაგებისთვის. პრემიის დიდი თანხა მან დაურიგა ქუთაისის მათხოვრებს და ეხლაც განაგრძობს ყანწელების სტამბის უფროსობას და დაუღალავად სცემს ჩვენს წიგნებს. ასოთამწყობებმა ქრისტეს და შარლ ბოდლერის ნაცვლად მისი სურათი დაკიდეს სტამბის კუთხეში. ცირეკიძეს ჩვენ გაზაფხულზე ვკოცნით, რადგან ის ყოველ ყვავილზე ნაზია, და ბოტანიკაც მოიგებდა, რომ ერთ ხორციელ ყვავილად სანდრო ცირეკიძე ყოფილიყო ბუნებაში გაჩენილი.



მეთერთმეტე

შარშან ალი არსენიშვილმა მიიღო აკადემიკოსობა საფრანგეთის და რუსულ პოეზიის გამოკვლევისთვის. მისი დისერტაცია პოეტების ორდენის შესახებ წარდგენილია საპატიო ლეგიონის მისაღებად. ალი არსენიშვილმა მიიღო კათოლიკობა და საქართველოში ის მხოლოდ სტუმრად ჩამოდის. ის სცხოვრობს პირინეებში, უხუცეს ფრანცის ჟამესთან და უკანასკნელის შვილებს ასწავლის ქართველ პოეტების ორდენის ისტორიას. წარსული წელი არსენიშვილმა საქართველოში გაატარა და ამით აიხსნება ჩვენი ორდენის უთვალავი დღესასწაულები.



მეთორმეტე

ნიკოლოზ მიწიშვილი მიტომ გვიყვარს წელს განსაკუთრებულად, რომ ის მხოლოდ შარშან დაბრუნდა საქართველოში, და მოიარა მთელი ქვეყნიერება შეიძლება ითქვას მთელი პლანეტა, როგორც პროპაგანდისტმა ჩვენი ორდენისამ. მისი მოხსენებები პარიზში, ლონდონში, პეტერბურგში, ნიუ-იორკში, რომში, პეკინში, ტოკიოში და სხვა უდიდეს ქალაქებში, დღესაც ხმარობენ როგორც საოცრებას მსოფლიოს ახალ ესთეთიკისა.

მიწიშვილი დაბრუნდა ხუთი წლის წვერებით და პირველ შეხვედრის დროს მოგვეჩვენა უკეთილშობილესი პროფილი იმერეთის გლეხების და ყველა დიდს მსოფლიოს პოეტების, რომელნიც წვერებს ატარებდენ. დღეს როდესაც ჩვენ იჭვი გვეპარება ჩვენს მომავალ შემოქმედებაში, ის გვამხნევებს და გვეუბნება: ნუ შეშინდით. მთელი ევროპა და მსოფლიო ჩვენთან არის და მათი თავდები არის ჩემი პატიოსანი სიტყვაო. ამ მოკლე ხანში ნიკოლოზ მიწიშვილი პეკინში მიემგზავრება, რადგან იქ საცოლოდ დაუნიშნავს ჩინეთის პრეზიდენტის ქალი.



მეცამეტე

წარსულ წელს ცისფერ ყანწელების ორდენთან დაკავშირებული არის უდიდესი პოლიტიკური აქტი საქართველოსი.

პოეტმა გიორგი ლეონიძემ კახეთის თავადების დახმარებით მოინდომა საქართველოში გადატრიალების მოხდენა და თავის თავის სრულიად საქართველოს მეფედ გამოცხადება. ის თეთრ ცხენზე თითქმის მოუახლოვდა თბილისს. მას წინ უძღოდა ორი დროშა: ლაშარის გიორგის და ვაჟა-ფშაველასი. ყანწელების სასახლეს მოაწყდენ თბილისის ქარხნის მუშები და მოითხოვდენ: პოეტებო გადაარჩინეთ საქართველო უბედურებას. დაარწმუნეთ თქვენი ძმა, რომ მისი პოეტის სახელი სრულებით არ უნდა ეძებდეს უფრო მეტ ამაღლებას.

ლეონიძესთან ჩვენ წავედით სათათბიროთ. იგი დათანხმდა და როდესაც ჩვენ მასთან ერთად ეტლებით შემოვედით თბილისში ხალხი იძახოდა: გაუმარჯოს პოეზიას და სიძველით დამწვარ პოეტს.

ლეონიძე ახლაც ოცნებობს წარსულზე, მაგრამ ჩვენ მას შევიქცევთ და დავავიწყებიებთ თეიმურაზის გვირგვინს.



მეთოთხმეტე

შალვა აფხაიძე თბილისში ძვირად ჩამოდის. ფეხით ივლის საქართველოს, ეძებს ძველ ეკლესიებში ქართველ მადონებს, და კედლებზე სტოვებს წმინდა სონეტებს. ჯერ მისი წიგნი არ გამოსულა. ქართული პოეზიის მოყვარულნი მის ლექსებს ნახულობენ ნახევრად დანგრეულ ეკლესიების კედლებზე. წარსული წელი მან თბილიში გაატარა და სამჯერ მოგვიწვია სიონის გალავანში სადილზე. აფხაიძე დიდი მეგობარია სრულიად საქართველოს კათალიკოზის. უკანასკნელი, აფხაიძის გავლენით, სიონში ლოცვის დროს ახსენებს ჩვენს სახელებს და ხალხს ალოცებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.



ძვირფასები

არ დაგვტოვა ცეცხლიანმა არჩილ მიქაძემ. თბილისის ოსტატებმა დურგლებმა და ზეინკლებმა შავ ნაბადას მთაზე აუშენეს მას უდიდესი ბიბლიოთეკა, იქ იყო მხოლოდ ორი განყოფილება წიგნების: პოეზია და რევოლიუცია. მთელს საქართველოში მხოლოდ არჩილ მიქაძეს ჰქონდა პირველი ნომერი „ყანწების“ რვეულისა. ბიბლიოთეკის ზემო სართულში აღტაცებულმა რევოლიუციონერმა გამართა ლადო გუდიაშვილის სამხატვრო ქარხანა. გუდიაშვილმა დაასრულა ბახტრიონის ტაძარი. ათი წელიწადი მხატვარმა ამ ტაძარს შესწირა. უკანასკნელი წლები განუწყვეტლად ლოთობს. მის სურათებში უძვირფასესია საიდუმლო სერობა პოეტების. ქრისტე-რემბო, იუდა-ლიტერატურა.


გაზეთი „ბარრიკადი“, 1922, 22 იანვარი, №5


study


Last edited by Admin on Sun Aug 09, 2020 11:00 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:36 am

პაოლო იაშვილი

გიორგი ლეონიძეს

შენი ლექსი წითელ ძროხის ჯოგია,
შენი გული ყვითელ ოქროს მორგვია,
შენი სული – აღდგომის ელოგია.
არ ამცილდეს შენთან ძმური ერთობა.

შენ ოცნებით თამარისკენ წახვედი,
ჰგავხარ ლაშარს ანთებული სახეთი.
მოდი, ვნახოთ შენი გარე კახეთი,
სადაც სიტყვა წარსულით გაერთობა.

მოდი, ვნახოთ ნინოწმინდის საყდარი,
ნინოს ხატი ჭრილობებით გამხდარი,
ვნახოთ მხარე, ერეკლეს ნატახტარი,
ძველი მადლი, ახალი უღმერთობა.

შენ ხსოვნიდან იმ ტკივილებს ამიშლი,
რაც დაგუბდა ობოლ საგურამოში,
და ყოველდღე და ყოველ საღამოში
გაჩაღდება არღნიანი მცხეთობა.


14.10.1919
მცხეთა


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptyWed Aug 05, 2020 12:39 am

პაოლო იაშვილი

სონეტი

(კოკაინის ბუში)


მე ვეტყვი ვინმეს: „ჩემს სონეტებს რად არ აფასებ“
მერე უეცრად: „თამარ იყო ჩემი დობილი“…
ვსთხოვ საწყალივით – შესვას ჩემი შესანდობელი,
და თავს დავიღრჩობ სამიკიტნოს მყრალ დარაბაზე.

თუ იმ დღეებში ლხინს მოიწვევს სადმე დარბაზი,
ჩემ თვითმკვლელობას გზა ექნება იქ დათმობილი…
ვახშამი, ყავა, მადლობა და ავტომობილი,
მშიერი ფიქრი სახვალიო დროს ტარებაზე…

მაგრამ მე დავსწვავ სურნელოვან ლექსთა თაბახებს,
რომ არ დაარსდეს გაზეთებში ძეგლისთვის ფონდი.
და მთქნარების დროს ნურავინ ნუ დაიტრაბახებს,

რომ მე მიყვარდა და შემთხვევით კვლავ მოვაგონდი.
მე მაგინებდენ, მაგრამ ვიცი ქებაც ბევრს სურდა
და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა.


1918


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი EmptySun Aug 09, 2020 3:41 am


პაოლო იაშვილი -- მაგიდა - ჩემი პარნასი
•Aug 8, 2020


მაგიდა - ჩემი პარნასი
© პაოლო იაშვილი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2020

***

პაოლო იაშვილი

მაგიდა - ჩემი პარნასი

თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს,
ქაღალდზე მარდად დაჰქრიან თითები,
და როგორც შუქზე მოფრენა მწერის,
ისე მსუბუქად მოცურდნენ რითმები.

მარცვლების ძებნას დაიწყებს ცერი.
აავსებს წერილს წუხანდელ ცის დარდი.
და მღერის, მღერის კალამის წვერი,
კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი.

მაგიდას - პარნასს ყვითელი მტვერი
მზის ოქროს წვერი ხვრელიდან ესობა,
და პოეტს ზარმაცს - წასვლია ფერი,
ოქროს მტვერი რომ გაუჩნდა მეზობლად.

შრიალა ნარმას*, წერით დასერილს
დაეცა მართლა ყვითელი მზის ვარდი,
და ელის კარნახს კალამის წვერი,
კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი.

სხტეში** ყარანა*** - ყანებში წყერი,
ხეები ბევრი, სერი და ამინდი;
მძიმე გაფრენა შვადღეზე ძერის
ნაჭედი მთები მოოქრულ კრამიტით.

დიკის და ქერის ყოველი ღერი
მეძახის, მივალ, მივრბივარ, ვისწრაფი
და აღარ მღერის, კალამის წვერი
კალამის წვერი - ბულბულის ნისკარტი.

1932

---
* ნარმა - ბამბის ქსოვილი, უხეში მიტკალი.
** სხტე - „სხრტე - ნედლნი ხენი, რომელიმე გარდადრეცილი, რომელიმე ნახევარ-კვეთილი, გარზღუდედ მოვლებული, რტო ამონახეთქი ჴშირად სიმაგრისათვის“ -- სულხან საბა ორბელიანი „ლექსიკონი ქართული“ (სხრტე არს ნედლი ხე. ნახევარზე კვეთილი, წაქცევით ზღუდედ მოივლოს; ნედლი ხე, ნახევარზე ჭრილი, წაქცევით გარმოზღუდვილი).
*** ყარანა - ყვითელმუცელა (ლათ. Phylloscopus), ფრინველთა გვარი ყარანასებრთა ოჯახისა.

***
The writing table is my Parnassus
The verse by Paolo Iashvili (in Georgian)
This clip is made with: 'Czardas' by Vittorio Monti.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2020

ბმული:
* https://youtu.be/FBu1WXzrcUA

პაოლო იაშვილი P-0010

პაოლო იაშვილი P-0110

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




პაოლო იაშვილი Empty
PostSubject: Re: პაოლო იაშვილი   პაოლო იაშვილი Empty

Back to top Go down
 
პაოლო იაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: