არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ზურაბ ხვედელიძე

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 17, 2020 6:27 pm

ზურაბ ხვედელიძე Zurab_13
Zurab Khvedelidze


ზურაბ ხვედელიძე
(01.07.1955 - 16.07.2020)
რეჟისორი

ბოლნისის მუნიციპალური თეატრი მწუხარებას გამოთქვამს თეატრის მთავარი რეჟისორის, ზურა ხვედელიძის გარდაცვალების გამო.
სულ ახლახან მას 65 წლის იუბილე მიულოცეს, ქართული კულტურისა და ხელოვნების სამსახურში ღირსეულად გატარებული წლებისთვის მადლობაც გადაუხადეს…
ზურა ხვედელიძე – ხელოვანი, რეჟისორი, თეატრალი 40 წელზე მეტია ემსახურებოდა სახალხო თეატრების – უძველესი ქართული პირველყოფილი კულტურის – მოვლის, შენარჩუნებისა და აღორძინების საქმეს.
ათეული წლების მანძილზე ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. უამრავი სპექტაკლის, კონცერტის, ფესტივალის შემოქმედი, სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი, მონაწილე – საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

ბოლნისის თეატრში 50-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. რეჟისორის საჯილდაო ქვად კი მაინც ალექს ჩიღვინაძის „სიკვდილის დღის საჩუქარს” მიიჩნევენ, მსგავსი შეფასება იშვიათად რგებია ბოლო წლებში რომელიმე სპექტაკლს.
სულ ცოტა ხნის წინ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მას საპატიო ბოლნისელის წოდება მიენიჭა.
შემოქმედებითმა კავშირმა-საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ კი საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბატონი ზურა “ამაგდარი” -ს წოდებით დააჯილდოვა.
დაკრძალვა კვირას, 19 ივლისს, 14:00 საათზე, მახათის ახალ პანთეონში.


სპექტაკლები:
* ლაშა თაბუკაშვილი „სადღაც ცისარტყელას მიღმა“ - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2017
* თამრი ფხაკაძის „მატარებელი არ მოვა“ - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2016
* ბასა ჯანიკაშვილის ,,სულიკო’’ - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2015
* ალექს ჩიღვინაძის პიესა "სიკვდილის დღის საჩუქარი" - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2014
* მიხო მოსულიშვილის „ჩემო მეჟოლია“ - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2013
* თამრი ფხაკაძის პიესა „გაფრენა“ - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2010
* "ჩვენ, ყველანი!" : [ა. დადვაძის ორმოქმედებიანი დრამა ჩოხატაურის სახალხო თეატრის სცენაზე. რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე] / დ. გურგენიძე // ახალგაზრდა კომუნისტი. - თბილისი, 1979. - 14 აგვისტო. - გვ.3


ბმულები:
* http://kvira.ge/582374
* https://www.facebook.com/zurab.khvedelidze
* https://www.youtube.com/channel/UCmwm6ahj7BOPuR-JPPWsd9g
* https://www.facebook.com/notes/344834619942384/


ბოლნისის თეატრი მარიამ ფირცხალავას სიუჟეტი
* Jun 2, 2017

ბმული:
* https://youtu.be/0LQVOt4NAb4


study


Last edited by Admin on Fri Jul 01, 2022 2:34 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 17, 2020 6:32 pm

ზურაბ ხვედელიძე Zurab_14

ზურა ხვედელიძე • 65

ქართული კულტურისა და ხელოვნების სამსახურში ღირსეულად გატარებული წლები... ზურა ხვედელიძის - ხელოვანის, რეჟისორის, თეატრალის - მოღვაწეობა ხალხური შემოქმედების სახლში დაიწყო და 40 წელზე მეტია ემსახურება სახალხო თეატრების - უძველესი ქართული პირველყოფილი კულტურის - მოვლის, შენარჩუნებისა და აღორძინების დიდებულ საქმეს.
ზურა - მოქალაქე, ქართველი პროფესიონალი - 32 წელია დგას იქ, სადაც საჭიროა და, როგორც ამ სიტყვაძუნწ კაცს წამოსცდა, აკეთებს მისთვის ყველაზე საყვარელ საქმეს: ზურა ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ზურას, როგორც რეჟისორის, მთავარი შეუვალი და უშეღავათო პრინციპი: არა და ვერ ეგუება საშუალო ხარისხის სანახაობას, მიღწეულით არასდროსაა კმაყოფილი. დადგამს რომელიმე სპექტაკლს და იწყება დაუსრულებელი ძიება - ბრძოლა მარადიული თეატრალური დღესასწაულისათვის.

უამრავი სპექტაკლის, კონცერტის, ფესტივალის შემოქმედი, სულისჩამდგმელი, ორგანიზატორი, მონაწილე საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ მისი შემოქმედების ,,ლოდი თავკიდური” ბოლნისის თეატრია და იქ დადგმული 50-ზე მეტი სპექტაკლი. მრავალ ჩინებულს შორის რჩეული, რეჟისორის საჯილდაო ქვა, მაინც ალექს ჩიღვინაძის ,,სიკვდილის დღის საჩუქარი” აღმოჩნდა. ასეთი დიდი შეფასება, ასეთი ,,კარგი პრესა,” იშვიათად რგებია ბოლო წლებში რომელიმე სპექტაკს.


ბოლნისის მუნიციპალური თეატრი დღეს
ჟურნალი ,,აფსაროსი” , ნერონ აბულაძე


ბოლნისის თეატრის მესვეურები, უშუალოდ მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ზურა ხვედელიძე, ზუსტად იაზრებს თანამედროვე გამოწვევებს, საერთაშორისო სათეატრო ორგანიზაციებთან კულტურული ინტეგრაციის აუცილებლობას და შედეგიც შესაბამისია. ამის ნათელი დადასტურებაა ბოლნისის მუნიციპალური თეატრის საერთაშორისო გასტროლი ლიეტუვასა და ესტონეთის რესპუბლიკებში.
მოკლედ „სიკვდილის დღის საჩუქრის“ შესახებ: ერთი ოჯახის წევრები - დედა, მამა და ორი შვილი სხვადასხვა დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს. ექსპერიმენტული საპყრობილე განსაკუთრებით საშიში პატიმრებისთვისაა განკუთვნილი. ციხის ზედამხედველი თითოეული პატიმრის მიმართ კონკრეტული დამოკიდებულებით გამოირჩევა. საპყრობილემდე ოჯახის წევრები სხვადასხვა საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

ფინალური სცენა, მსახიობი ქეთევან უგრეხელიძე

თითოეულ მათგანს გააჩნდა თავიანთი ინდივიდუალური ბიოგრაფია და ცხოვრების წესი. მამა - თეატრის წამყვანი მსახიობი იყო, რომელსაც რეჟისორი შემოაკვდა. დედა - დაბადებიდან ყრუ-მუნჯია და ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია დაფაზე დაწერილი წინადადებებით ახერხებს. გოგონამ ადრეული ასაკიდან ნარკოტიკებით ვაჭრობა დაიწყო, ბოლოს ორი ადამიანი მოკლა და ასე აღმოჩნდა სიკვდილმისჯილთა შორის. ოჯახის წევრების დაპატიმრების გამო ვაჟმაც მათი ბედი გაიზიარა. ისინი სიმბოლურად თანამედროვე, დიფერენცირებულ საზოგადოებას განასახიერებენ. შესაბამისად ოჯახიც ქვეყნის ერთგვარ მეტაფორად აღიქმება, საპყრობილე კი სისტემად. ძნელია იმის განსაზღვრა, თუ სად გადის ზღვარი, სად სრულდება ადამიანის პიროვნული თავისუფლება და სად იწყება დანაშაული.


საერთაშორისო ფესტივალი THEATRE CLUSTER

2019 წლის 16 ოქტომბერს ლიეტუვაში თეატრის საერთაშორისო ფესტივალი - THEATRE CLUSTER - ბოლნისის თეატრის სპექტაკლით ,,სიკვდილის დღის საჩუქრით” გაიხსნა. თეატრმა ორი სპექტაკლი ითამაშა ქალაქების: კუპისკისა და უტენას თეატრების სცენებზე. ფესტივალის ორგანიზატორთა და თეატრის ექსპერტთა შეფასების მცირე ნაწილი...


ნერინგა დანიენე (ლიეტუვა) - რეჟისორი, ფესტივალ THEATRE CLUSTER-ის დირექტორი:
შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ფესტივალი ქართული სპექტაკლით გაიხსნა. მიუხედავად ჩემი და ზურა ხვედელიძის მეგობრობისა ვიქნები ობიექტური და გეტყვით, რომ ეს იყო ძალიან კარგი სპექტაკლი, რომელიც იდგა მოწოდების მხატვრულ სიმაღლეზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ფესტივალზე მოწვეული ყველა ექსპერტი ამას აღნიშნავდა. ბევრი კარგი სიტყვა ითქვა საქართველოსა და ბოლნისის თეატრზე...


რომან კალკაევი (რუსეთი) - თეატრის მსახიობი და რეჟისორი, მოწვეული ექსპერტი:
საქართველოს სპექტაკლი - ,,სიკვდილის დღის საჩუქარი” - ერთ-ერთი საუკეთესო წარმოდგენა იყო, რომელიც ამ ფესტივალზე ვნახე. მოხიბლული დავრჩი კარგად ,,აშენებული”, მხატვრულად გააზრებული მიზანსცენებით. არაჩვეულებრივად მიგნებული ხერხები, სახეები და მხატვრული გადაწყვეტა იყო. ეს არის სამსახიობო ანსამბლი შერწყმული საუკეთესო რეჟისურასთან.


ირენა მაჩიულევიჩიენე (ლიეტუვა) - ლიეტუვის სახალხო თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელი, მოწვეული ექსპერტი:
პირველ რიგში ჩემთვის განსაკუთრებულად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქართველოდან გვყავს სტუმრები. სპექტაკლი ძალიან სერიოზული ნამუშევარი იყო, უფრო უკეთესად რომ გითხრათ, ეს იყო მზიმე საუბარი ადამიანებსა და ირაციონალურ ღმერთს შორის. სპექტაკლმა ისეთი მაყურებელიც ააღელვა, რომელსაც არ ესმოდა ქართული ენა, რატომ? - ეს იყო ძალიან ზუსტად გამართული წარმოდგენა, რეჟისორული ჩანაფიქრითა და არაჩვეულებრივი მსახიობებით.
ურმას ალლიკ (ესტონეთი) - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, შემოქმედებითი გაერთიანება ,,მეორე ტალღის” დამფუძნებელი:
1986 წლიდან ვიცნობ რეჟისორ ზურაბ ხვედელიძეს, დავმეგობრდით, ამ წელს ვიმოგზაურე პირველად საქართველოში. შემდეგ უკვე ხშირად ვსტუმრობდი... პარალელურად მე მოსკოვში ვსწავლობდი, ზურაბი - პეტერბურგში. ამ სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი ერთად ვნახეთ და ძალიან მომეწონა. ამ ნაწარმოებში ხომ მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანური ტკივილია.
სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ბოლნისის თეატრის ხელმძღვანელს და დასს, რომელმაც ორი წარმოდგენა ითამაშა. მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა დარგის სპეციალისტები და ცნობილი ესტონელი ხელოვანები იყვნენ. სცენაზე გათამაშებული დრამის მიმართ გულგრილი არავინ დარჩენილა.


პაულ ლასიკ (ესტონეთი) - თეატრისა და კინოს მსახიობი:
ჩვენ ვნახეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელშიც მეტაფორას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა. მადლობა მინდა გადავუხადო რეჟისორს... დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფინალურმა სცენამ, ვგულისხმობ საქორწინო გვირგვინს, რომელიც ეკლესიის ზარად ტრანსფორმირდება, ისმის ზარების გუგუნი და უცებ ტრაგიკული სიჩუმე... ეს მხატვრული მიგნება ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. მადლობა მსახიობებსმიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,საჩუქარი“ 2017 წელი იმ ანსამბლურობისათვის, რაც ვიხილეთ.

ბმული:
* https://www.facebook.com/notes/ფოლკლორის-ცენტრი-folklore-centre/ზურა-ხვედელიძე-65/2680475842168154/

ზურაბ ხვედელიძე Zurab_18

study


Last edited by Admin on Fri Jul 01, 2022 2:27 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 17, 2020 6:35 pm

ზურაბ ხვედელიძე Chemo_10


12. 07. 2013, 18.00 საათი -- ბოლნისის მუნიციპალური თეატრი
წარმოგიდგენთ:

მიხო მოსულიშვილის სევდიანზე სევდიან კომედიას -- „ჩემო მეჟოლია“ -- http://ka.wikipedia.org/wiki/ჩემო_მეჟოლია

რეჟისორი -- Zurab Khvedelidze ზურაბ ხვედელიძე (01.07.1955 - 16.07.2020)
მხატვარი -- პაატა მძინარიშვილი -- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=1994
მუსიკალური გაფორმება -- გუგა ხვედელიძე -- http://geotheatre.ge/ge/person.php?ID=1995
გამნათებელი -- რომან მინაძე
ხმის ოპერატორი -- სლავა ჩულუხიძე
სამხატვრო ხელმძღვანელი -- ნუგზარ ჭითანავა
თეატრის დირექტორი -- გია ღვინერია


მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

* სოფო — ნინო ალადაშვილი -- http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=1997
* ჩიტო — გია ქობულაძე -- http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=2000
* შოკა — მზევინარ შეყილაძე.
* თოკო — ზურა ხაფთანი -- http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=1999
* ბაქსტერ ო’სალივანი — ლადო კენჭოშვილი.
* ელის ო’სალივანი — ირმა ჭილაია.
* გამნაღმველი -- ვალერი გავაშელი
* გამნაღმველი -- კახა აბრამიშვილი

პრემიერა ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახალხო თეატრში -- http://www.geotheatre.ge/ge/dasi.php?N=71


ზურაბ ხვედელიძე Afisha11

ბმული (ვიდეოანონსი):
*

სლაიდშოუ --



@

Municipal theatre of Bolnisi (Georgia)
Presents
Mikho Mosulishvili's 'My Redbreast' (Sorrowfully, very sorrowfully comedy) -- http://en.wikipedia.org/wiki/My_Redbreast
Date premiered -- July 12, 2013, 18.00 pm

Director - Zurab Khvedelidze
Desinger - Paata Mdzinarishvili
Music - Guga Khvedelidze
The master of light - Roman Minadze
Sound - Slava Chulukhidze
Art director - Nugzar Chitanava
The head of heater - Gia Gvineria

Cast:
* Chito - Gia Kobuladze
* Sopho - Nino Aladashvili
* Shocka - Mzevinar Shekiladze
* Thoko - Zura Khaftani
* Baxter O'Sullivan - Lado Kenchoshvili
* Alice O'Sullivan - Irma Chilaia
* Minesweeper -- Valeri Gavasheli
* Minesweeper -- Kakha Abramishvili

ზურაბ ხვედელიძე My_red10


პლეილისტი: სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი:
* https://www.youtube.com/playlist?list=PLNtIzBUuDDHjypou1UUJ92LpJi4oyeHy9


1.

2.

3.

4.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 01, 2022 1:59 pm


Lasha Tabukashvili "სადღაც ცისარტყელას მიღმა" rejisser Zurab Khvedelidze
* Apr 19, 2019

ბმული:
* https://youtu.be/zULqoamZKBo

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 01, 2022 2:06 pm


Zurab Khvedelidze "prezent"

ალექს ჩიღვინაძის პიესა "სიკვდილის დღის საჩუქარი" - ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2014

ბმული:
* https://youtu.be/C97wJvndBvQ

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 01, 2022 2:18 pm


aivani

ოთარ ქათამაძის პიესა “აივანი”, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე

ბმული:
* https://youtu.be/6keV5xbsi3A


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin


Male
Number of posts : 7195
Registration date : 09.11.08

ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე EmptyFri Jul 01, 2022 2:20 pm

ზურაბ ხვედელიძე O_phot10

Drinking by 'Vakhtanguri', or brotherhood drinking (Das Brüderschafttrinken) with latvian friends: Edīte Siļķēna, Zurab Khvedelidze, Sandra Dikmane, Mikho Mosulishvili - Author
© Photo by Zurab Gugushvili, October 25, 2013, near Bolnisi, Georgia

ბმული:
* https://www.facebook.com/photo.php?fbid=1087473881330438&set=pb.100002035099487.-2207520000..&type=3


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content





ზურაბ ხვედელიძე Empty
PostSubject: Re: ზურაბ ხვედელიძე   ზურაბ ხვედელიძე Empty

Back to top Go down
 
ზურაბ ხვედელიძე
Back to top 
Page 1 of 1
 Similar topics
-
» ბესო ხვედელიძე
» ზურაბ რთველიაშვილი
» ზურაბ ქარუმიძე
» ზურაბ სამადაშვილი
» ზურაბ ნარმანია

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება (მხატვრობა, კინო, თეატრი, მუსიკა) :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: