არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ციცი გურიელი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 8:40 pm

ციცი გურიელი Tsitsi10
Tsitsi Gurieli

„მე დიდი თეატრის ლოჟაში ვზივარ და სულშეძრული შევყურებ სცენას...
წარმოდგენაში მთავარ როლს ცხოვრება ასრულებს!“ (17 ივნისი, 2020)

ციცი გურიელი

ჟურნალისტი, პროზაიკოსი

მოთხრობები:
* ფრაგმენტები ბავშვობიდან : [მოთხრობა] / ციცი გურიელი // ცისკარი. - , 2002. - N5. - გვ.87-89.
* ხილვა ჯოჯოხეთის ხევიდან : [მოთხრობა] / ციცი გურიელი // ცისკარი. - , 2003. - N9-10. - გვ.74-82.
* ნინუცა : [მოთხრობა] / ციცი გურიელი // ცისკარი. - , 2002. - N11-12. - გვ.72-75.

წიგნები:

ბმულები:
* https://www.facebook.com/cici.gurieli.3


ციცი გურიელის საავტორო გადაცემა "იმედით გამოწვდილი ხელები", ობიექტივი
•Feb 17, 2019

მედია - კავშირი ობიექტივი წარმოგიდგენთ:

გადაცემას „იმედით გამოწვდილი ხელები“

ავტორი და წამყვანი - ჟურნალისტი ციცი გურიელი,

გადაცემის სტუმარი - ნატო კორსანტია

გადაცემის თარიღი 17.02.2019

study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 9:03 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 8:42 pm

,,იმედით გამოწვდილი ხელები“

,,ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული ვართ ორმოცდაათი დედა, რომელთა შვილები უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არიან, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ამ საქველმოქმედო სადილი-აქციის გამართვაში რესტორანი,,სენატი“ გვეხმარება“,- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის,,იმედით გამოწვდილი ხელების“ საზოგადოებასთან ურთიერთობების ხელმძღვანელი ციცი გურიელი, რომელსაც ჟურნალისტი რუსუდან შაიშმელაშვილი შეხვდა.

ბმული:
* https://sputnik-georgia.com/radio/20150721/228120814.html


study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 10:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 8:49 pm

ციცი გურიელი

ამაღამ ბოლო ღამეა შენი სახლში ყოფნის!

ამაღამ ბოლო ღამეა შენი სახლში ყოფნის, დედა!
ხვალ სამუდამო სამკვიდრებელში გადაინაცვლებს შენი ანგელოზებრივი სული, ჩემო პატარა და დიდო ვაჟკაცო, დედას სიხარულო, ტკივილო გაუნელებელო, ჩემო მუდმივო მონატრებავ,თალხისფერო სევდავ და დედაშენის იმედო!!!
---იქაურობიდან დამლოცველო და მპატრონებელო, არ დავღონდები დედი, შენ ხომ იისფერი მზით გაბრწყინებული დაფრინავ ანგელოზებთან ერთად, ბედნიერი იქნება დედაშენი, ვიცი, რომ დასვენებული და უტკივილო ხარ დედი, ყველაფერს ხედავ და ესაუბრები უფალს...ხელი ჩასჭიდე, კალთაზე ჩამოეკიდე---გიპატრონებს და მოგეფერება, ყველა ტკივილს დაგავიწყებს და მანდედან ჩემზე ლოცვას გასწავლის!
-----ხვალ ორმოცი დღე სრულდება ჯვართამაღლებიდან დედი!!!
----ხვალ სახლიდან მიდიხარ სამუდამოდ, მაგრამ არა დედაშენის გულიდან!!!
-----სამუდამო სასუფეველში სულ ნათელი და ლოცვიანი გზებით გევლოს დედი, გოგილო! მე კი მოთმინებით დაველოდები ჩემ რიგს, როდის ჩამოირეკება მანდაურობისკენ---შენსკენ მომავალი საჩემო ზარები, მანამდე კი შეიბრალე დედაშენი, ნუ გაასრესინებ უსაშველო მონატრებას და სიზმრად დამენახე ხოლმე, ჩემო ანგელოზო, ისე კი იცოდე---სულ ერთად ვიქნებით, სულ ჩემთან იქნები, უშენოდ არასოდეს ვიქნები დედი, არასოდეს!!!“
----გემშვიდობები ჩემო ტკბილო და განსაკუთრებულო შვილო და გთხოოვ---მაპატიე თუ რამე გაწყენინე დე, ჰოდა გულში გიხუტებ და გემშვიდობები შეხვედრამდე დეეეე!!!
------მიყვარხარ , დეეე!!!

ბმული:
* http://hotnews.ge/index.php/en/africa/item/4018-deda


study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 10:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 8:52 pm

ციცი გურიელი Tsitsi13

ციცი გურიელი

ღამის წვიმიანი გასეირნება

რუხი თაგვისფერი იაპონური სპორტული მანქანა სივილით ამოიჭრა ნუცუბიძის პლატოზე.
თბილისში თბილი წვიმით წვიმდა.
საჭესთან მჯდარ ახალგაზრდა კაცს სათუთად ეჭირა პატარა ქალის ხელი,
სადაცაა სახლიც გამოჩნდებოდა.
კაცმა უცებ შუა გზაზე მოატრიალა საჭე და პატარა ქალს ღიმილით გადმოხედა:
-უნდა გაგასეირნო!..
ჩაწეული მინებიდან სასიამოვნო სიგრილე შემოჰქონდათ თბილ. ჟუჟუნა წვეთებს.
უკან დარჩა საბურთალო, წინ აბრდღვიალებული ვაკე და წინ კიდევ რუსთაველის გამზირი.
მისრიალებდა რუხი თაგვისფერი იაპონური და მიასეირნებდა ქალს.
თითქოს ღამის კიბით ჩაშვებულაო ქალაქი ვნების მორევში.
პირდაპირ ქუჩებში თეთრი მაგიდები და სკამები, რომლებიც ისე ერწყმიან სიბნელეს, როგორც სანაპიროზე დაყრილი, ჯერგაურუჯავი სხეულების ნათება...
ღამის თორმეტია, მაგრამ ძვირფას, ელიტარულ ბარებს ისევ აბრმავებთ ყავის ფინჯნებიდან ადენილ ორთქლთან ერთად ფრანგული ბიჟუტერიის ბრწინვალება...
ფეხებს უხდებათ მინი კაბები და გამჭვირვალე სამოსელიდან ვარდისფერი ჭიპების ცნობისმოყვარე მზერა გამოიმზირება...
ირგვლივ თრობა და მუსიკაა ჩასუნთქულ სიგარეტის კვამლთან ერთად...
შეღებილი წამწამებიდან გადმოსული ნდომა - განსხვავებული სქესის ბეჭებზე ჩაციებული მზერით...
ვის ჯინი ტონიკით, ვის სასმელში ლიმონთან ერთად ჩაწურული თავდავიწყების ბედნიერება...
ზოგიერთები უკვე ამოსრუტული კოქტეილებიდან ყინულის კუბიკებით იგრილებენ გრძნობამორეულ, გახურებულ საფეთქლებს...
რუხი იაპონური წყნარად მისრიალებს და ამ ყველაფრის აღქმა არ უჭირს ქალს...
კიდევ და კიდევ ბარები, კაფეები, მუსიკასთან ერთად სიყვარულებით ჩამტკბარი ღამის დისკოტეკები.
და თითქოს ხედავს ორივე ერთად, თუ როგორ ირწევა ტვინების ღამეული მსოფლმხედველობა მუსიკას აყოლებულ ფეხებთან ერთად და როგორ ილექება დამაინტრიგებელი წინასწარმეტყველება ყავის ჭიქების ფსკერზე...
გზადაგზა ეფეთებათ რბილი და პრიალა მანქანებიდან ჩამოსრიალებული მკერდსავსე მდედრების ახალ-ახალი ნაკადი განსხვავებული სუნამოების სურნელით...
მანქანა ზუსტად სველი ასფალტის ფერია.
დრო და დრო გახედავს პატარა ქალი საყვარელ, პრიალა, და თაფლივით ტკბილ თვალებს...
პასუხად აუცილებლად ისეთივე სიყვარულიანი მზერა დაბერილი ქუთუთოებიდან...
ქალაქი თანდათან უფრო ეშვება ვნების მორევში.
გარინდებული ღამე ჩურჩულებს და ისინიც ღამესთან ერთად ათვალიერებენ ახალი რეკლამების სიფერადეს.
მალე უკან დარჩა ელიტარული ბარების ციალი და თაგვისფერი იაპონური ღუღუნით ამოუყვა ნუცუბიძის პლატოს აღმართს.
მყუდრო და პატარა ოთახში ბედნიერების სუნი იდგა. კრიალა ლოგინში კი შუაღამის ძილით, დიდი და ლამაზი სიყვარულის ფილოსოფია ფშვინავდა...

,,არილი'', 1998 წელი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 8:58 pm

ციცი გურიელი

მაცხოვრის მადლია ჩემთან

სადღაც შორს, ადამიანთა სულიერების უსიერ ტყეს, მილიარდობით ტვინთა აზროვნების ტრიალ მინდორს, თავს დასდგომია დროის მკაცრი და შეუბრალებელი მზერა...
ტკივილების პირამიდებზე,
სარკოფაგებზე,
ქურუმებზე,
ფარაონებზე - უხსოვარი დროიდან ფრიალებს დინასტიების,
უძველესი ცივილიზაციების,
მსოფლიო რელიგიების,
გარდაუვალი ტრაგედიების,
ლეგენდების დაბადება-აღზევებია-სიკვდილის ისტორიების, მარტოობის და უსაზღვრო უსასრულობის გაცრეცილი დროის დაუნდობელი მანტია...
გარდაცვლილი საუკუნეები, უძველესი დამწერლობის იეროგლიფებით ჯიუტად ცდილობენ, რომ კაცობრიობას დაგროვებული მეცნიერული ცოდნის ხარჯზე ამოახსნევინონ ფარაონ ღმერთკაცების, ნილოსის ზრაპრული დედოფლების, ტუტანჰამონის წყევლასა და უწესო გრძნობებს, საიქიო სამყაროსა და სიცოცხლეს შორის მენტალური და ფიზიკური მნიშვნელობით გავლებულ ზღვარ - სამანების გადასალახავი პერფომანსები...
ქრისტიანული სწავლების უმთავრესი წყაროებიდან, წმინდა წიგნებიდან და ახალი აღქმიდან კაცობრიობამ იცის, რომ ეგვიპტე ის მხსნელი ქვეყანაა, სადაც თავი შეაფარეს წმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა, იოსებმა და ჩვილმა ყრმა იესომ!..
მას შემდეგაა, რაც მისი უდიდებულესობა დრო სიყვარულისა და რწმენის ზეაღმატებული სახელით ხსნის სულის უღელტეხილების საკრალური გენიალობის კითხვისნიშნებს!
კულტურულ-მეცნიერული რევოლუციები დღემდე ვერ კითხულობენ საზღვრებში ვერმოქცეულ უსაზღვრობის საიდუმლო იეროგლიფებს...
ასე იყო, არის და იქნება...
სადღაც, მარტოობის მანტიის ფრიალით ტკივილების პირამიდებს თავზე ისევ ადგას დრო მთელი თავისი ულმობელი სირთულეებით...
დროს საფეთქლებიდან ამოყავს სიბერის თეთრი ღეროები, რომლებიც ამბობენ თუ რა მარტივია სირთულეებით ცხოვრება და
თავის უფალი ადამიანი ამ პრინციპით დადის ქალაქში, ეძებს სკვერებში დაყრილ, ბუჩქის ძირებში მიწოლილ უსახლკარო მისამართებს და უნაზესი თბილი თითებით აგროვებს, რომ დროში გადაამისამართოს...
ვერაგია დრო...
დრო ცდილობს, დაუნდობლად წაშალოს ჟრჟოლამომგვრელი სიმაღლეების კოსმიური სამანების იისფერი მრავალწერტილი...
დრო მე ვერაფრით ვერ შემიჭამს გულიდან სულის ნასახსოვარ ამბებს,
ვერ შემიცვლის სიყვარულის შემოქმედებით წარმოქმნილ სულის რენესანსების უსასრულობაში დაკიდულ საზღვრებს...
იმიტომ რომ:
--სიცოცხლეზე მეტი, სიყვარულზე მეტი, ყველაფერზე მეტი--მაცხოვარია ჩემთან!
--არს და იქნება უკუნითი უკუნისამდე!

ჟურნალი „მნათობი“


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:01 pm

ციცი გურიელი

პატარა ამბავი

ოდნავ გამოღებულ ფანჯრის რაფაზე მოხტუნავე წვიმის წვეთების ხმამ გააღვიძა.
კარგად არ ეძინა.
ვერ იტანდა გახამებულ თეთრეულზე სახამებლის ხორკლიან ენას და ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა.
მალევე ადგა. სამზარეულოს მაგიდაზე, ბროლის სამურაბედან გამომზირალმა წუხანდელი კაკლის მურაბის შავმა სიპრიალემ ჩაი მოანდომა.
ისაუზმა. დაუდევრად გაუყარა ხელები საგაზაფხულო ქურთუკს და ქუჩაში გამოვიდა.
შაბათი დღე იყო და გადაწყვიტა ტაძარში შესულიყო, მიცვალებულებისთვის სანთლები დაენთო.
გადაღებული წვიმა ნაკადულებად მოწანწკარებდა რუსთაველის ჭადრებზე.
გაწუწული ხეები თვალებგაფართოებული დაჰყურებდნენ წვიმის ნაკადულების ჩალიკლიკებას საკუთარ ტანზე...
ფეხით არჩია გავლა.
სინანულით შეავლო თვალი სასტუმრო ,,თბილისის" დამწვარ და დაცხრილულ შენობას, ომის ცეცხლით ნალოკ კედლებს...
პირჯვრის წერით შეაბიჯა ქაშვეთის ტაძარში.
....იქიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ნატყვიარებს...ხალხი დაზაფრული დადიოდა. მათ შემხედვარეს თავისდაუნებურად წამოსცდა გულში:
--ღმერთო!გადმოგვხედე, მშვიდობა მოგვეცი, ყველა გაჭირვებულს უშველე და ღიმილი დაუბრუნეო ქვეყანას!..
ფიქრში გართული ისე მიადგა ლაღიძის წყლებს, რომ ვერც კი შეაჩნია.
ჩავიდა და ,,აჭარული'' შეუკვეთა.
ხალხით გაძეძგილი დარბაზები ნაწვიმარი თმებიდან ადენილი ოხშივრით სუნთქავდა.
მის მაგიდასთან ღიღილოსავით ნაზი გოგონა წვალობდა ჩლუნგი დანით ხაჭაპურის დაჭრას. ბიჭმა თავაზიანად შესთავაზა:
--თუ ნებას დამრთაავთ!..
გოგონამ გაწუწული თმებიდან გამოხედა და უხმოდ მიუჩოჩა თეფში.
ბიჭს დიდი და ლამაზი ხელები ჰქონდა.
--გმადლობთ!-ისევ თვალებზე ჩამოწეული თმებიდან გამოსძახა და მართლა ღიღილოსავით გაუღიმა..
სახაჭაპურედან თითქმის ერთად გამოვიდნენ.
ბიჭი ისევ ჩაფიქრებული მიაბოტებდა და გუბეებს ვერ ამჩნევდა.
უცებ დაინახა, ცოტა მოშორებით თუ როგორ ატუზვოდა იმ გოგონას სამი მამლაყინწა და უტიფრად გასაქანს არ აძლევდნენ.
წამიერად მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.
ბიჭი გონს რომ მოეგო, უკვე მათ შორის იდგა.
--აქაურები ხააართ? გოგოს წყნარად ვეღარ გაუვლია საკუთარ ქალაქშიი?
ჩიტივით დამფრთხალმა გოგომ გაოცება-გაკვირვებისგან გაფართოებული თვალებით
დაინახა, თუ როგორ მორგებოდა ბიჭს ჯერჩაუცმელი პიჯაკივით რაინდული კეთილშობილება, რა ღონივრად აჯანჯღარებდა, როგორი ლიწინი გაუდიოდა მის ფართო ხელისგულებიან, ლამაზ ხელებს- უტიფარ სახეებზე.
--წეღანდელი ვაი-რაინდები უკვე კისრისტეხით გარბოდნენ ნაწვიმარში და გუბეებს ახტებოდნენ...
ღიღილო ნაზი ღიმილით დაჰყურებდა მისკენ გამოწვდილ ბიჭის დიდ ხელებს...
ქალაქს კი ამასობაში ნაწვიმარ ცაზე, იმედად და ნუგეშად, მაჟორული განწყობილების დიდი და ფერადი ცისარტყელა გადაჰკვროდა, რომელიც თითქოს ამხნევებდა და ეუბნებოდა მათ:
---ყველაფერი კარგად იქნებაო!

„არილი“ - ლიტერატურული ჟურნალი, 1998 წ.


study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 10:25 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:02 pm

ციცი გურიელი

ცრემლი

...ის არ ჩანს.
გარეთ შენი თვალებით იყურება, სხეულის ყველა კუთხეში გაბნეული...
შენთან ერთად სუნთქავს და თითქოს ვერც კი გრძნობ მის არსებობას, თუ შენ თვითონ არ აიძულე, თავი შეგახსენოს... საკმარისია რაღაც გეტკინოს შიგნით, სულში--მაშინვე წვეთი წვეთს აესხმება ბროლის კრიალოსანივით და მლაშე ნიაღვრები წალეკავენ იმ ტკენას ქუთუთოებზე..
...და შენი დაღლილი სული გაეხვევა ტირილისფერ ნისლის ფარდებში და მოუნდება საკუთარი გუგების უნაზეს ფსკერზე განსვენება, ვითარცა მზერას, ზღვაში მზესთან ერთად ჩამხვრჩალს...
გულის წასვლამდე აკივლდება საბრალო სული-- დაფხრეწილი და სისხლისგან დაცლილი...
დაისადგურებს უსაშველო სიცისფრე გარინდებულ სიცარიელეში და ყველაფერი უკვე სულერთი იქნება...
....მხოლოდ ბაგეებზე გაშტერებული სინანული მწარე სინამდვილით:--გააფსუსებული სილამაზის ქარს გაყოლებული გრძნობების სისათუთე, სამუდამოდ გადაჩეხილი სიკვდილის ნაცრისფერი ბილიკებიდან-- მისივე უფსკრულებში ჩაზვავებული შიშიანი თვალებით ამომზირალი უკვე უფორმო და უსხეულო შენი სული...
....სული ცრემლისფერი და ნაწყენი ბავშვივით ატირებული--მონატრების ზღვაში აბორგებული ოცნებით დაღლილი და გესლიანი ჭორებით დახანჯლული...
... გულამოსაკვნილი ტირის ცრემლი!
ცრემლი--- სხეულის ყველა კუნჭულში მიმობნეული და შენი თვალების სევდიან უპეებში გრძნობების აპოკალიფსად ჩასახლებული...

ჟურნალი „ნობათი“


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:05 pm

ციცი გურიელი

სინდისის ჯვარცმა

წვიმიანი საღამოა. ოთახში ქუჩიდან შემოსული ლამპიონების შუქზე ჩრდილები ლიცლიცებენ.
სავარძელში ჩაძინებული სახლის ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა....
შეიშმუშნა. გაუკვირდა---აღარც კი ახსოვს ბოლოს როდის დარეკა ბინის ტელეფონმა.
ნამძინარევმა უპასუხა:
---ალო, გისმენთ!
ძალიან მოხუცმა ხმამ, მიმქრალ-გამოსავათებულობით მოიკითხა და სთხოვა--არავის აღარ ვახსოვარ, იქნებ მოახერხო, დრო გამონახო და მესტუმრო, ძალიან მჭირდები, სასაუბრო მაქვსო!
კაცი ხან წითლდებოდა, ხან ფითრდებოდა---სირცხვილისგან აღარ იცოდა რა ეთქვა და --აუცილებლად თინა დეიდა, აუცილებლად მოვალო!---დაპირდა.
თვალწინ დაუდგა მეგობარ ნიკას დედა--მოხუცი, აქტიური სკლეროზით დატანჯული, უგანათლებულესი ქალი. ბავშვობა, განცდები-მისი მოყოლილი მითების, ქალღმერთების და ღმერთების, კოსმოსში მოხეტიალე ვარსკვლავების, ღამის ორაკულების, ომის მფარველების და წინასწარმეტყველების შესახებ....
ოჯახი - რომელშიც თითქმის გაიზარდა!
დედების მეგობრობა შვილებში,დედისერთა ბიჭებში გაგრძელდა.
დედას რომ უჭირდა--თინა იყო უმამო ოჯახის მფარველ-მპატრონებელი, ლუკმის მიმწოდებელი, ნუგეში და ძალა მწუხარებაში, სითბოს და სიყვარულის მჩუქებელი...
ეეჰ, რა არის ცხოვრებაა!
დღესაც არ იცის რა მოხდა, უცებ ჩამოემხო ამ კეთილშობილებით სავსე ოჯახს ცა თავზე, სულ უკან-უკან წავიდა მათი საქმე, ამასობაში დედა გარდაეცვალა. ნიკა რაღაც სერიოზული რაოდენობის ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის დაიჭირეს და გამოკეტეს ციხეში...თინა გაჟონვის შემდეგ ძლივს მოატრიალეს, ნელ-ნელა გაუზიდეს თითო-თითოობით ოჯახიდან სულ მამასისხლად ნაყიდი ანტიკვარული ნივთები ზოგი მომვლელმა, ზოგი ნათესავმა, ზოგი ვითომ ნიკას სიყვარულით გულდამწვარმა ძმაბიჭობამ....
ახლა- წარმატებული, ცნობილი, საზოგადოებაში დაფასებული კაცი ძალიან შეაწუხა სინდისმა....
--ის, რომ სამედიცინო ინსტიტუტში უპრობლემოდ მოხვდა, ისწავლა და ახლა საკმაოდ კარგი ქირურგის სახელი აქვს---თინას დამსახურება იყო!
--ის, რომ უმამო ბიჭი, გზადაგზა ეცნობოდა და ითვისებდა უძველეს ცივილიზაციებს, კითხულობდა ლიტერატურას სამყაროს გენეზისზე, რელიგიების ჩამოყალიბებაზე, სწავლობდა თუ როგორ მოვიდა ქვეყანა კერპთაყვანისმცემლობიდან ჭეშმარიტ ქრისტიანობამდე -თინას დამსახურება იყო!
გულზე ცივი კაეშანი შემოაწვა.
მაცივრიდან ,,ნაბეღლავი" გამოიღო, სიმწრისგან ძლივს დალია . გაახსენდა, როგორ უჭირდა დედას სამკერვალო ფაბრიკაში ორ ცვლაში მუშაობა, იმიტომ, რომ ბიჭისთვის არ მოეკლო რამე....
დედა ახლობლის, მეგობრის, მეზობლის, უბნელის, ზოგადად ადამიანების სიყვარულს, ცხოვრებაში კაცურ კაცად ყოფნას ასწავლიდა და უნერგავდა სულში...
----უსიყვარულო ადამიანს მხოლოდ ინსტიქტები და ველური ვნებანი ტანჯავენ, გულს ადვილად ეუფლება ყოველგვარი ბოროტი, სულიდან განდევნილი სიბრალულის მაგივრად სიძულვილი, მრისხანება, სიმკაცრე და უსინდისობა იბუდებს ადამიანშიო!...
თუ სინდისს დაუგდებ ყურს და მიჰყვები, გმირი შეიძლება გაგხადოს, თუ არა და უდიდეს ბოროტმოქმედად გაქციოს, ყველაფერს შეიძლება გაექცე, საკუთარი სინდისის გარდაო...
დიდი და მრავალმნიშვნელოვანი დიალოგი ჰქონდა დედა-შვილს...
სიკვდილის მონოლოგი გადმოდიოდა მისი ბაგეებიდან--დაშრეტილი მდინარის ამოხრიოკებულ კალაპოტში ფეხშიშველი მივაბიჯებ დედა, ძალიან დავიღალეო!--ბოლო ამოსუნთქვას ამოაყოლა...
ხვალ აუცილებლად მივა თინასთან, არა, ხვალამდე როგორ დაიცადოოს? ისედაც უსინდისოდ დაივიწყა ამდენი ხანი, როგორ, როგორ მოუვიდა ასე?...
საათს დახედა, ათი ხდებოდა. წამებში ჩაცმული, უკვე მანქანას ქოქავდა....
საბურთალოდან ვერაზე-გოგებაშვილის ქუჩაზე უნდა გასულიყო.
იჯდა ერთიანად აცახცახებული, თვალწინ ედგა თინა დეიდა, დანაშაულის გრძნობა არ ასვენებდა.... სულგანაბული სინდისი გვერდით სავარძელში მოკალათებულიყო და ფეხი ფეხზე გადადებული ყურს უგდებდა კაცის გულის ფორიაქს.
აი, ეს ქუჩაც.
მისი ბავშვობის უბანი.
ნიკასთან ერთად დავლილი და განუმეორებელი წლები...
კარები მომვლელმა გაუღო.
გიჟივით მიეჭრა საწოლში ჩაკარგულ თინა დეიდას, მისი ბავშვობის კეთილ ავგაროზს...სინდისი იქვე, კარადასთან ატუზულიყო... არ სიამოვნებდა რაღაცნაირად უცხო სუნი ოთახში...
---დათო, დედა, მოხვედი, შვილოო?
უღონო და გალეული მკლავები მოხვია საწოლზე ჩასახუტებლად დახრილ კაცს.
საოცრად ემოციური განცდა აბედნიერებდა სულში პიროვნებად მოსიარულე კაცის სინდისს!
საწოლთან ჩამომჯდარ კაცს ხელში ეჭირა ოფლით დაცვარული, ჩიტივით მთრთოლავი ხელი...
----ამის უთქმელად წასვლას ვერ ვაპატიებდი თავს შვილო! როგორც მედალს, ცხოვრებასაც აქვს ორი მხარე, ან იქნებ მეტიც, მომენტებს გააჩნია. მარტივიც არის და რთულიც, აუცილებლად დაგახვედრებს თავისებურ ტექსტებს და ქვეტექსტებს, რომელიც უნდა შეძლო და წაიკითხო, შუქებითა და ჩრდილებით სავსეა ცხოვრება, შენ ყოველთვის შუქი აირჩიე დედი, სადაც შუქია--სითბო და სიყვარულია, პირდაპირი და ირიბიც ბევრი შეგხვდება.ტრაგედიებიც და კომედიებიც, გამოგონილი და ნამდვილი ამბავ-საქმეებიც, ბევრიც დაგეკარგება და ბევრსაც იპოვი, სულიერებით და ხორციელებით ჭეშმარიტი ქრისტიანი იყავი, სუფთა სინდისით, ადამიანების სიყვარულით იარე, სიცოცხლისა და სიკვდილის აზრი, მნიშვნელობა და დაფასება იცოდე შვილო!
დათოს გული ეკუმშებოდა---ეს როგორ მოუვიდა, ეს რა დაემართა, მისთვის თინა, ხომ თითქმის მეორე დადა
იყო!....
კაცის მზერა საწოლთან ახლოს, კუთხეში, პატარა ტუმბოზე დალაგებულ ხატებს მისწვდა.
ჯვარცმის ხატი ეცა თვალში.
გაახსენდა - სავარძელში მიძინებულს ტელეფონის ზარმა სინდისის ჯვარცმანანახი სიზმარი რომ გააწყვეტინა....
---ხვალ ნიკას ,,პერედაჩს'' მივაწვდი, თინას ჩემთან გადავიყვან კლინიკაში, მაპატიე ღმერთო!...
შანდალში სანთელი ენთო.
თავად უფალიაო სიყვარული!---დედის ხმა ჩაესმა თითქოს...
სანთლის ნათელი ეფინებოდა თინას ცვილისფერ სახეს, მისი თვალებიდან ისევ ძველებური შთაგონებით გადმოდიოდნენ ღმერთები და ქალღმერთები, მოხეტიალე ვარსკვლავები, ღამის ორაკულები. წინასწარმეტყველები, ალერსის დედოფლები, ომის მფარველები და გრძნობდა უდიდეს ბედნიერებას--. სულის გადარჩენის იმედად
საკუთარ პიროვნებაში გაღვიძებულ, ამაყად მოსიარულე სინდისს!

P.S. სანამ დროა, შემოირიგეთ სინდისი! გაუფრთხილდით, მოეფერეთ, დააფასეთ, უპატრონეთ ძვირფას ადამიანებს!

2020 წ. 15 ივნისი. თბილისი


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:08 pm

ციცი გურიელი

მარადისობის მისამართი

დღეს დილის სიგრილეს ამოვყევი შენთან!
ცხოვრებამ ბევრი მისამართი დამიტოვა, გრძელი სიაა, ზოგი ძველია, ზოგი ახალი, ზოგი დამეკარგა კიდეც....
ამ ახალ მისამართს შენი სახელი ჰქვია შვილო!
როგორც წესი მანდ ერთი, გასაცოდავებული კაცი მხვდება გამუდმებით, ცისფერი თვალები და გაუპარსავი წვერი აქვს, ჭუჭყიანი და ღარიბულ-გამოხუნებული ტანსაცმლით დახანხალებს... მოწყალებას ითხოვს......
---სულ მგონია, რომ ეს ,,ისაა''-- და გამოსაცდელად მხვდება...
მაჟრიალებს.....
მერე მტვრადქცეულ სიმშვიდეს ვერევი.
პატრონებს ელოდებიან ქვებად დაყურსული გვარ-სახელები დაბადება-გარდაცვალების თარიღებით.
უსასრულობის ორნამენტებით დამშვენებულ, უშენობით ნახავერდებ სევდას მოვყავარ შენთან...
----გამარჯობა დედა!
გეუბნები და ვგრძნობ, რომ ღმერთივით უსასრულოა მარადისობის ბილიკები...
ალისფერი თვალებით მიყურებს ჩემი ხელით დარგული ვარდის ბუჩქი და უსაშველოა სიხარული---ასე მგონია გაშლილი ვარდებიდან შენ შემომყურებ დედა!......
აქ აღარც ტკივილია, აღარც სინანული, არც შიში--აქ მარადისობის ხილვების ზღვარია...
იშლება ეს ზღვარი და გხედავ....
გეხები ხელით, ნაზად გისწორებ თმებს, გესაუბრები.....
მეხმარება ლურჯი მისტიკა მარადისობის. გიყვები მონატრებაზე, იმაზე თუ რამდენად დაცარიელდა სამყარო უშენოდ, იმ ცისფერთვალება კაცზე, რომელიც გამუდმებით მხვდება აქ მოსულს...თითქოს აქ უფრო მკვეთრია გრძნობის შტრიხები---უნდა შეგეძლოს გიყვარდეს, უნდა მიიღო ადამიანი, ისეთი როგორიც არის, უნდა შეიგრძნობდე და გასცემდე მათთვის, ვინც ამას ელოდება ....უდიდესია მცნებათაგან კაცთმოყვარეობა, თითქოს უფლის წაყალობა მენთოს სულში ტაძართა სითბოდ....
გესაუბრები და მჯერა,რომ ფილოსოფიურ-რელიგიური კონცეფციები სიცოცხლისთვის სამყაროსთან საიდუმლო მედიტაციების საშუალებას იძლევა და თვალებით ვეძებ მაცხოვარს--სიყვარულის უდიდეს სამოთხეს, გულის სიამეს და სულის მელოდიას, მაცოცხლებელ საწყისს!.....
მინანქრის ციური თვალები ტიხრავენ იმედის და სიყვარულის სახლს, სადაც სულის ოაზისია და შემოდგომის მიმქრალი მზის სუსტი სხივივით მოლოდინის მისტერიაში ვიძირები....
---უფალო, იესო ქრისტე, ტკბილო მაცხოვარო!---შემომალეწე უსაშველო მონატრების ბჭენი....
შრიალებენ გარშემო სამოთხის ჩინარები, მირონის ცრემლებით ტირიან ხატები, ლოცვით მენისლება გონება, და მხოლოდ მე ვხედავ იმ მზის ბრწყინვალებას შენს სამყოფელს რომ თავზე ადგია!......
მყუდროობის დამჭკნარი სურნელია ლანდების სავანეში, ნეტარების მომნიჭებელია ეს სიმშვიდე:
----მე ხომ შენთან ვარ!
----ახლაც და ყოველთვის!
----ძველი და ახალი აღქმის სიოა ჩემი საგზალი შენამდე დედა!
დაძველდა აბგის ბაწარი, არსად გამიწყდეს, არ დამეფანტოს......
სისხლიან ცრემლებს ვუმშრალებ ფრესკებს,
ცოდვების უბიწო კრიალოსანი ბზარავს მდუმარე სხეულს, სიკვდილს სიცოცხლე უნდა გავაჯიბრო---შენ ხომ მარადიულობაში აგრძელებ სიცოცხლეს გოგილო!
საფლავზე მინდა დავტოვო ჩემი ლურჯი სევდა ეპიტაფიად....
---უფალო, ორივე სოფელსა შინა ცხონებავ და მზეო! შენ ხომ მაინც ხედავ რა მსუბუქად იყურება გულის ფიცარზე იისფერად მოსევადებული იმ 22 წელიწადის ფრესკისთვალება, ჩემი გოგილოს სახელობის ნოტიო დარდი!
მოვდივარ...
უკან მომყვება ბეჭებზე აწებებული აქაურობის ცისფერთვალება ბინადრის მზერა......
გული მითბება რაღაცნაირად---იქნებ მართლა შენა ხარ, ჩემო რწმენავ, ცრემლო, სიტკბოვ, ტკივილო, სიყვარულო და იმედო---მაცხოვარო იესოოო???


2020


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:09 pm

ციცი გურიელი Tsitsi12

ციცი გურიელი

არ მიმატოვო

ნეტავ რომელი სიტყვით შეგამკო, მოგეფერო, დედათა შორის დიდო დედაო, სინათლის წყაროვ, დაუსაბამო იმედო, სამყაროზე ულამაზესო, სათნოებით გამორჩეულო, სიცოცხლევ დაუშრეტელო, ყველაფერზე აღმატებულო, ყოველ დედაში სათნოებად აბრიალებულო!
---- წმინდაო ქალწულო, ჩემო ულამაზესო, ღვთისმშობელო მარიამო!
---გიკოცნი კალთას ყოვლადპატიოსანო სახელო, თაყვანსაცემო, ნეტარო დედაო, ციურო დედოფალო, სიყვარულის დასაბამო, უწმინდესო დედაო, ღვთისაა!.....
---,,-გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა!"
----ყველა შვილზე აღმატებული შვილის დედავ! საუკენეეებში დამალულო და გაბრიელ მთავარანგელოზით გაცხადებულო ღვთის საიდუმლოვ---ხარებავ ჩვენო!
----ცოდვიანი კაცთა მოდგმის მშველელის დამბადებელო!
----იესო!---ყველა სახელზე აღმატებულო სახელო!
----ღვთაებრივო ძეო! უფაქიზესო ზნეობავ, სულის სიმშვიდევ და თავმდაბლობავ, კაცთმოყვარეობავ და გულწრფელობავ, სრულყოფილებავ და სამყაროს მესიავ!
----უფალო, მაღალო, ძლიერო, გულმოწყალევ! შენი შობით მოხდა სასწაული---შერიგდა ზეცა და დედამიწა, ქრისტიანული რწმენა სათნოების წალკოტებად გაიშალა ადამიანთა სულებში!
---შენი ნათლისღებით ჩვენც შევიმოსეთ უხრწნელობის სამოსით!
----შენი ჯვარცმა-სიკვდილით, დათრგუნე სიკვდილი და მოგვეცი სიცოცხლე!
---მკვდრეთით აღდგომით---ყოველი ხილულის და უხილავის შემოქმედის, მამა ღმერთთან ამაღლებით გვაჩუქე სასწაულებრივი რწმენა!
---უფალო,იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო! მთელ სამყაროსთან ერთად, მეც აღმითქვი უდიდეს იმედად ცათა სასუფეველი!
---არ დამღალო უფალო, გოლგოთაზე მიმავალი! ძალა მომეცი! არ წამართვა იმ სამი სათნოების წყალობა, რომელიც დაბადებასთან ერთად ჩნდება და უწმინდეს სამებასთან კავშირში ცხოვრებისთვის განამზადებს თითოეულს!
----შენი სიყვარულიდან მოდის უფალო ყველა სათნოება---რწმენა, სიყვარული და იმედი-სასოება!
ახლა ომის წესით ცხოვრობს სამყარო!
---მე ვლოცულობ!
----ვიცი, რომ გულიდან ამოსული ლოცვა ცას ხსნის, ვემუდარები ჭეშმარიტებასთან წილნაყარ ძალას-- სნეულ სამყაროს დაუბრუნე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ზებუნებრივ საიდუმლოებებში განმარტებული სათნოებები!
---წმინდაო დედაღვთისავ, ,,უპატიოსნესო ქერუბიმთასა და აღმატებულო სერაფიმთასა''---უწმინდესო სავანეო, საქართველოს არ მოაშორო შენი კალთის მადლი, არ მიმატოვო--შვილმკვდარი დედა ვარ!
----ისე მაცხოვრე, ისე მატარე, ყოველივე თვალთმაქცი და მზაკვარი ამარიდე!
---სასუფევლის, ჩემ ანგელოზ გოგილოსთან ჩახუტების ღირსი გამხადე!
---მესიავ და სრულყოფილებავ! ღვთაებრივო ძეო, ჩემო იმედო და სიხარულო, უფალო იესო!!!.................

2020


study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 10:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:11 pm

ციცი გურიელი

სიყვარული მშიაო---დედამიწამ

გრძნეული მთვარიდან მოწვეთავს ღამის ვერცხლისფერი ჯადო...წვეთები, უკვე გამთლიანებულ, ერთ დიდ გრძნეულებად მოილტვიან, რომ გაუზნეურებულ სამყაროს შეულოცონ....
..... ცდილობს მუხლებზე დაჩოქილი დედამიწა ცოდვებით ჩამწვარი გულ-მუცლის გადმოპორქვავებას და სამრეკლოებზე დედო ზარების ყველა ბაწარს ერთად ჩაფრენილს, არ აოცებს დაბუჟებული თითის წვერებიდან--- ფრჩხილებშეზრდილი უსასოობის რქოვანებიდან წამოსული, საკუთარი--ყვითელ-შხამისფერი ხავერდოვანი სისხლი....
ხმაჩახლეჩილი, სასოწარკვეთა ამოსდის ხორხიდან :
-----სიყვარული მშია, ადამიანებო, ნუ მომკლავთო!!!!
ავყურებ გრძნეული ვერცხლისფერის თოვას.
მინდა გავარჩიო ერთმანეთისგან ბუნდოვანება და სინამდვილე.......
უჩუმრად, სულის ჯიბიდან ამოცოცებული, ლურჯი ძარღვების პირდაპირობა მაოცებს და მინდა--ჩემი თუ არა, სხვისი ფანჯრიდან მაინც ვისმენდე ჩემკენ ხესავით გამოზრდილ სინათლის სხივის სიცოცხლის საგალობელს, რომელიც გადაფარავს სიკვდილის რექვიემს.....
ტკივილს იქაურობაში გადაბარგებული ჩემიანების საფლავებთან მივყავარ ფიქრით....
თვალნათლივ ვხედავ როგორ აწყვია ჩაზნექილი საფლავების ზურგებზე ძველი ყვავილების სურნელებაში აზელილი, დამჭკნარი სევდა---დანატოვართა დარდებად, შვილ-მონაგართა დაღლილი და მშრალი ცრემლების ოხვრად...
სიღრმიდან ამოსული მიწის ცივი სინედლე თავის საქმეს აკეთებს და მიმსვლელებს მაინც გვხვდება ამობიბინებული ცრემლი---გულდაწყვეტილი ოხვრის იებად...
....სულის პრიზმაში, მწუხარებით ამომშრალი თვალების აკვარიუმში---უცრემლო გუგები დაცურავენ შემაწუხებლად.
-----და ამ დროს, სადღაც ვიოლინოს გასაღებს ირგებენ მუსიკის ხელები და ბედის ზედაპირული არსებობის კონცეპტუალური აზრის გასამართლებლად, ჩემამდე აღწევს ვივალდის ,,გაზაფხული''-ს გრძნეულება, მინდა გადავდგე აივნიდან და ხმის ჩახლეჩამდე, გულის გასკდომამდე გავყვირო გაუზნეურებულ საყაროს:
------უშველეეეეთ!
------ არ მოკლაათ!......
------აჭამეთ სიყვარული დედამიწას ადამიანებოოო!!!


ჟურნალი „მნათობი''.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:12 pm

ციცი გურიელი

ჩემი სულის ახლანდელი ფილოსოფია

ჟანგმოკიდებულ სიმარტოვეს ლოკავს სევდის ხაოიანი, ბავშვის ვარდისფერი ენა....
კორონას გამოქცეული, სინათლეანთებული, ზურგზე ბოღჩამოკიდებული, მოსიარულე ღამის სახლები, დარდით მოჯღანულ სადარბაზოებში, პირბადეაფარებულ საფეხურებს დასამშვიდებლად იმედის შაქარყინულს ურიგებენ.....
ქარები შემოეჩვივნენ ისედაც დამფრთხალ ქვეყანას.
ზუის ფანჯრებში ალქაჯი და ძალიან მინდება წავიდე, ვიარო, აღმოვაჩინო, სადმე შევიძინო ან თუნდაც მოვნახო ვინმე---სიმშვიდის მჩუქებელი...
მარტოსული ვარ.
მარტოსულობა კი ისეთი მდგომარეობაა ამ სიგიჟეებით წინააღმდეგობრივ სამყაროში----თანაგრძნობა რომ ესაჭიროება!
თენდება მშვიდად, ვითომც არაფერი!
ღრუბელზე გაწოლილ რიჟრაჟს დილის სინოტივე ამცივნებს.
სახურავზე დასასვენებლად ჩამომჯდარ და შებლზეხელმიდებულ ქაოსს მგონი შაკიკი აწუხებს, იმდენად წარმოუდგენელი ქაოსია სამყაროში...
არსებობის კრიზისია!
---დამღლელი, ნერვებმომშლელი, დამაბნეველი, დამთრგუნველი ადამიანური ფაქტორებით, ალეგორიული ქვეკონტექსტებით დახუნძლული არსებობის კრიზისი!...
თენდება ისევ.
ისევ ამოდის მზე!
სახლები საკუთარ ჩრდილებზე ფეხის დაბიჯებით ირთობენ თავს....
მეც ის კარებგამოკეტილი სახლი ვარ, ჩვენ რომ ვცხოვრობდით ერთად, სადაც უშენობა გამოვკეტე და წამოვედი:
---მე ხომ ვერასდროს ვიქნები უშენოდ!
სახის ლამაზ ოვალზე დასახლებას მოუხშირეს ნაოჭებმა, ჩაციებული ხსოვნა მიყინავს ხელ-ფეხს, აღარ მაინტერესებს-- ტრენდები, ბრენდები, შრიალ-ფრიალით მოდაში შემოსულ-გასულ-დაბრუნებული სილუეტები...
ძალიან მაღიზიანებს იდეალურად გამოკვებილი კუჭები და ატროფირებული ტვინის უჯრედები, ღვინოების დეგუსტაციებით შემთვრალი შინდისფერი ტუჩსაცხით გაპრანჭული ბაგეები, შავი ხიზილალის ჭამის რიტუალის დემონსტრირება, თითქოს უსულო ფიგურებად მოსიარულე სიყვარულები, ყვავილებად ამოსული გენეტიკური დაავადებები, ჩემნაირი გიჟი რომანტიკოსები, ზედმიწევნითი სოცრეალიზმის კლასიკოსები, მინდორში მოცელილი სარეველები, გარინდებული სასაფლაოები, სამყაროს დროებითი თუ სამუდამო ჩაკეტილობები....
სტერეოტიპების სიმახინჯეში მივიკვლევ გზას, მიჭირს სუნთქვა და ვცდილობ გავამყარო ძველი ურთიერთობები, ვეძებო ახალი ადამიანები დაუშტამპავი ცნობიერებით და გამიჩნდა ჩუმი სურვილი ვიკითხო აკრძალული წიგნები....
----ჰო, კიდევ ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ პროგრესულად მოაზროვნე ტვინები 21-ე საუკუნის მენტალურ რევოლუციას, რომელიც თურმე ძალიან გვჭირდება და ჩვენ კი ჭურში ვზივართ....
----კიდევ, სულის ფილოსოფიის გაკვეთილები მწყურია.... უფალს მინდა მივებარო, რომელიც მოდის და სახლდება ჩემში---იქნებ ვიპოვო, რამენაირად ოდნავ მაინც მივუახლოვდე სრულყოფილებას.....
ჰო, ახლა მე ის კარებგამოკეტილი სახლი ვარ....
ერთადერთი და განსაკუთრებული ლოგინით---დარდის ლეიბით, სევდის საბნით და ცრემლის ბალიშით......
---- რაღაც განსაკუთრებულს ველოდები!
----მანამდე კი სენტიმენტალური გემო დაკრავს ჩემი პურის ლუკმას ---განსხვავებული გასტრონომიული თავისებურებებით!... ....
და მეც, დიდი მოთმინებით ველოდები დროს, ისტორიული მოვლენების სახეცვლილი პერსპექტივებით!
---ვინ იცის, იქნებ მეც მიგულისხმოს დრომ იმ სამომავლო პერსპექტივებში...

2020


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:15 pm

ციცი გურიელი

გასაუბრება დედასთან

--დედა!
---უკვე მარადისობა გქვია სახელად, მაგრამ მარადიულად ჩემში ცოცხლობ, როგორც მგლოვიარე ლარნაკების მოცისფერო პროფილებში არეკლილი, შენთან ერთად დანანებით გარდაცვლილი, თეთრი ვარდების უნაზესი გაფითრებით ჩავლილი და მონატრებით ნაწამები წლები...
---დედა, მაპატიე!
---დამიკარგეს, ვერ ვუპატრონე შენ ნაჩუქარ წიგნს წარწერით---,,სახსოვრად მშვენიერ ქალიშვილს, ნიშნად შეპირებისა--,,შენი გულის გამხარებელი ვიქნები დედა!'
'---რომ არ დამცალდააა?
.....ახლა ნუგეში ცრემლში იხრჩობა და სათქმელს მართმევს, აზრს მაკარგვინებს ის გაუშლელი კვირტივით გამონასკვული ლურჯი ნატვრა, შენ რომ ჩაგეფერფლა გულის კუთხეში...
---ჰოდა, ხომ იცი დედა,როცა ნუგეში ცრემლში იხრჩობა, მაშინ არაფერ-ვერაფერი სათქმელიც ვეღარ ამოდის უხმო ყელიდან...
----როცა საყვარელ ადამიანებს უკანასკნელად უნდა დახედო და არ შეეგუო აზრს, რომ სამარეებში ჩაზვავებულ ბელტებთან ერთად არ მთავრდება ყველაფერი--თურმე ხსნასავით იქვე იწყება საუბარი მარადისობასთან...
---როგორ ვარ დედააა??
---რა ვიცი, რა გითხრა...
----სულის ხერხემალში სევდის რგოლები მალებად ჩამილაგდა---ჩემი საყვარელი სიცოცხლეების ფიალა მიწითაა ამოვსებული...
ძალიან მჭირდები, უსაშველოდ, არანორმალურად...
ერთ დიდ-ტკივილში მოზელილ მონატრებად ვიქეცი დედა!!!
ხროტინობს სისხლი ძარღვის კედლებში და გამალებით ეძებს გარეთ გამოსასვლელ კარებს., მერე ღმერთმა უწყის სად დავიქცევი და ან კიდევ რეებად აღმოვცენდები...
---იქნებ სულაც სისხლისფრად ყვავილებგამობმულ მწვანე ღეროებში გაგრძელდეს სევდის თვალებად ამოსული ჩემი სიცოცხლე... ვინ იცის!..
---მე სადაც დავრჩი, დიდი ვერაფერია დედა! მოძრავი ქუჩა-დახლებით დიდ ჭრელ ბაზარს გავს, არ მომწონს უცხო ხმები დედა! მირთულებენ ძებნის პროცესს, ამიტომ ჩემს შიგნით ღიად დარჩენილი კარებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩავკეტო, ვიდრე სისხლად დაწკრეტამდე მივიდოდე, ალბათ მხედავ მანდედან--აქ უცხო იმედებს გაუხედნავ კვიცივით დავდევ, უსახელოა უთქვენოდ ყველა
ქუჩა,
ჩიხი
და
სკვერი....
----გავრბივარ, ვეძებ, ვეცემი, ვდგები!.... შლეგიანივით ჩამომდის უიმედობა ნერწყვად, ვეძებ თავად სამყაროს და ჩემი სხეულიდან გასულ, უამრავ ნაწილაკებად გაბნეულ ,,მე''-ს, რომ თავიდან აღმოვაჩინო და მივეხმარო დაბრუნებაში.... მაგრამ სამწუხაროდ არ მეხმარება ცხოვრება გამთლიანებაში!
არც იმაში, რომ ერთიანობის ფილოსოფიური ვარაუდებით მაინც გამამტკიცებინოს არსებობაზე აზრი, წასახალისებლად მაინც მომიძღვნას ლექსპრომტულად რამე!!!...
მე კი, ვიდრე ბოლო წერტილამდე გავალ, მინდა გაჩენიდან ჩანიშნულ ათვლის წერტილს ცხოვრების ,,რეზიუმე'' დავაწერინო.....
--- მისტიკური პარადიგმების ფილოსოფიურ სურნელით ვცნობ რეალობას! ოღონდ ამოვყურყუმელავდებოდე ბუნდოვანების მღვრიე გუგებიდან, აღარ დავეძებ--თუნდ ისევ ვიწვნიო პლატონური ილუზიებით გაჟღენთილი, სანთლისფერი კანის ღილკილოებში, თავიდან დასაკერებელი ღიღილოსფერი დარდის ფოლაქების სიმწარე.....
----დედა! სანამ ცოცხალი მქვია, ძალიან არ მინდა ისეთი მშვენიერი სიტყვები, როგორიცაა---სიცოცხლე, სიყვარული, სილამაზე, ოცნება, რწმენა---უფერული და ბანალური იყოს...
--- არა როგორც ათას ერთი ღამის ზღაპრები, არამედ ისეთი, როგორისაც მჯერა---ნამდვილი, საღი, მართალი და დასაჯერებელი, თავისი ექსტაზებით, მუსიკალობით და ფერადოვნებით...
----დედა! ვიცი, რომ გოგილო ყველაფერს მოგიყვებოდა, ხშირად ვესაუბრებოდი შენზე---ულამაზეს ბებიაზე, რომელიც საიქიოს ვარდების ბაღში აიყვანა ცისარტყელამ და იქიდან რომ გვლოცავდა მუდამ, ნეტავ თუ გიცნო??!
----ცოტა თავი ამტკივდა. ღამის შუქ-ჩრდილებში ავაზაკებივით დამალულან უსახური აზრები მახინჯი მზერით---ქვეცნობიერში შემოცოცებას თუ აპირებენ...
----ნახვამდის დედა, აბა თქვენ იცით...მეც მანდეთ მოვალ, არ იდარდოთ!
---სხვა გზა არ არის, ხომ იცი დედა!
ახლა მწვანე ფინჯანში ყავა მელოდება, ცოტა გამომაფხიზლებს...
კედლიდან საათი მეწიკწიკება, არ ჩერდებიან ისრები და ცვითავენ დროს---ისედაც ვიცი, დროს მე ვერ შევანელებ, ვერც შევაჩერებ, უნდა მოვასწრო მოსასწრები, თორემ ვინ იცის ვისთვის როდის იქნება ბოლო გაჩერება--სახელად მარადისობა, რომელსაც არაფერი და ვერაფერი ვეღარ გაცვითავს...

15 თებერვალი, 2020


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:25 pm

ციცი გურიელი

განწყობილება

მე იმ პურის ერთი ნამცეცი ვარ---შენი ხორცი რომ ჰქვია და იმ ღვინის ერთი წვეთი---შენი სისხლი რომ ჰქვია უფალო!!!!!!!!
მომეცი ძალა და გამაძლიერე, რწმენა გამიმტკიცე და ამარიდე ყველა ბოროტება, დამიცავი უკეთური სიტყვისგან და შურით ავსილი თვალისგან!!!!!!
გარშემო, ხავსმოდებული ხსოვნის ტევრში იმდუღრება წუთისოფელი:
---არ დაივიწყოთო იესო!!!!.....
----ტაძრებში საკმევლის ციმციმა ნისლი სულის კორდებს მოსდებია ვედრებად:
---მიუტევეთო ერთმანეთს!.!!!!...
ადამიანურ სევდაში ყვავილობს გულჩათხრობილი იმედი:
---აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ჭრილობად არ დაგვიტოვო, დაგვიბრუნეო ღმერთო!!!.....
სიცრუე და სიძულვილი კორტნის დაუნდობლად ადამიანებს:
----რა გემართებათ, ერთად შევავედროთ მამული იესოს!!!!
---ცაო, მაღალო და უფლის საცხოვრისო!...
---გადმოგვაყარე ლოცვის მანანები ცოდვიან მიწაზე მოღოღიალეთ!
----- როგორც გალობისას ტაძრის სარკმელში ჩამომჯდარ მტრედებს---ისე დაგვიგურგურე, ჩაგვიხუტე, შვება მოგვეცი!......
----ჩემს სვეტიცხოველს ჩახუტებული გევედრები:
----ნუღარ დაიმდუღრებიან ხატები მირონმდინარი ცრემლებით!......
----ლოცვის ძალა შეგვაშველე და არ გაგვიწყალო მირონის მადლი, ძალა მოგვეცი ჩვენი წილი ჯვარის ზიდვისა!.......
---მე შენ მიყვარხარ, მწამხარ, გეთაყვანები და მეიმედები, ყველგან გხედავ და ვგრძნობ შენს უთბილეს მზერას, მზრუნველ ხელებს, გულისცემასაც ხშირად ვუსმენ და ბედნიერებისგან გაგიჟებულს კივილი მინდა:
---ისევ ჩვენთან ხარ, შენით ვსუნთქავთ მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა!.......
----გემუდარები, ნუ მიმიტოვებ ჩემს სამშობლოს, ხელი ჩაგვჭიდე და ყველანი მხოლოდ შენ გამოგყვებით!....
----ჭეშმარიტების და შენი სიყვარულით მოკირწყლულ გზაზე...... ოღონდაც არ მიგვატოვო, ჩვენთან იყავი!.......
----გმადლობ უფალო, ყოველი წამისთვის, წუთისთვის, საათისთვის, დღისთვის---რომელიც მაჩუქე, გმადლობ სიცოცხლისთვის უფალო!!!!!

2016 წელი. 19 მაისი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:27 pm

ციცი გურიელი

ამბიონიდან ამბიონამდე

პატარა, დედაკაცურ სხეულში მცხოვრები ჩემი თავი, დაბზარული სულის ჭურჭლიდან ალისფერ სილუეტად მოჟონავს ....
--- წუთისოფლის მკერდზე მიყრდნობილი და კრიალოსანზე ასხმული ჩემი ცოდვები შემკრთალი მზერით ათვალიერებენ ცხოვრების შხამით გაზიმზიმებულ თასებს შესასმელად....
დარდის სუდარაზე ამოქარგულ ,,უფალო შემიწყალე''-ს მიწის სურნელში აზელილი ფერფლის გემო აქვს....
---იწვის სული!......
თმაგაშლილი, მგლოვიარე ტირიფები მჭირისუფლობენ შავად დაწყლულებულ უშენობაში......
მწუხრის ლოცვაა!
------მინდა საკუთარმა მწუხარებამ ცისფერი თვალები თქრიაქივით ჩაისუნთქონ და შენსავით უსინათლო--თვალისჩინგამქრალი მზერით დამტოვონ......
----უცნაურია ეს მწუხარება---უვარსკვლავო ღამის გრძნეულებასავით ჩამომჩერებია მთვარე სულის ნაპრალებში, თითქოს დავიწყების ყინულის ხელებით შენი თავი უნდა ამომართვასო ........
---რა ან ვინ დამავიწყებს შენ თავს, იმ ღუღუნს, ერთადერთ და ულამაზესად ნათქვამ სიტყვას--,დედა!''....
---ოოოხ, დედა! უშენობის ყორანი მიკორტნის გულს, დარდით ნახრავ სულს მრავალწერტილებად აჩნია შენამდე მოსასველი დღეების რიგი........მაშფოთებს მთვარის ცივი ნაამბორალი და მზერაში ჩატეულ, უშენობის ცრემლით დათქერილ ლაჟვარდისფერ სივრცეს მიწიოკებს დედა!......
----ისევ ბავშვობა მშველის, ჩასახუტებლად ჩემსკენ ხელებგამოწვდილი და გაცრეცილი, თორმეტფურცლიანი რვეულებიდან ამოსული მტკივანი სიხარულები მზის შუქივით მითბობენ სხეულში მცხოვრებ ჩემ თავს--- ისევ პატარა და ნაღვლიან გოგოს......
--- კიდევ კარგი, უფალთან გულახდილი საუბარი ყოველთვის შემიძლია, თორემ არეული აზრები უშენობის ცეცხლით დამდაგავდნენ......
ლოცვიდან ლოცვამდე მიმძაფრდება მონატრება და ალისფერ სილუეტად მოჟონავს მიწასთან ერთად აზელილი შენი სურნელი........
უნუგეშოა ჩემი დარდი!...
თვალებში ღელავს ზღვად მოვარნილი ცრემლის სტიქია და ტკივილებს მონატრების ცოფმომდგარი ტალღებით ლოკავს........
----ჩემთან იყავი უფალო!
----ისე არ გამომივა ცხოვრება......
-----განა ვერ ხედაავ???
----ჯვარცმასთან ტირის ჩემი სადაფისფერი ანგელოზი...... კრიალოსანზე ცოდვების მაგივრად ლოცვა ამისხი,ძალა მომეცი, რომ ფლიდი თვალებით ჩასაფრებული ცხოვრება არ მომერიოს, ვაითუ ამირიოს სათვალავი აქედან შვილამდე მისასვლელი დღეების რიგში.....
----შემეწიე უფალო!
ლოცვიდან ----ლოცვამდე!
მწუხრიდან---- ცისკრამდე!
ამბიონიდან ამბიონამდე, უფალო!!!........

თბილისი
2020 წ. 18 მაისი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:36 pm

ციცი გურიელი Tsitsi14

ციცი გურიელი

ჩანახატი ზღვისპირა კურორტიდან

დილა მოწმენდილი ცით და უშველებელი, ცხელი და ცეცხლისფერი მზით იწყება.
ზღვა ისეთი წყნარი და სუფთაა, ლაჟვარდისფერი და თვინიერი, რომ კაცს მოგინდება ცოცხალსავით მოეფერო, ზურგზე გადაუსვა ხელი...
ნაპირი--ტალღებით ალოკილი, ნაირ-ნაირი და წვრილ-წვრილი ნიჟარებით დაფარული---ავანგარდული მოზაიკის შთაბეჭდილებას ტოვებს....
მხურვალე ქვიშის ალმურში, ფერად-ფერადი სოკოებივით ამოსული ქოლგების ქვეშ გაშოტილი სხეულები მხოლოდ თავებს უმალავენ მზის ვარვარს, დანარჩენს კი დიდი გულმოდგინებით უშვერენ გასარუჯად.
ჯერგაურუჯავნი კი გარუჯულებში ისე ყრიან, როგორც რაღაც კოსმიურად მნათი სხეულები.
მზე გამლღვალი ჩამოდის....
ცეცლწაკიდებულივით ასდის ქვიშას ალმური....
გათამამებულებს შიშველ ფეხისგულებს უწვავს და ასკინკილა არბენინებს....
ადგილობრივი ჩალისქუდიანები, პაპანაქებასთან გასამკლავებლად ნაყინს, ლიმონათს და ცივ პეპსის დაატარებენ გამუდმებული გადაკივლებით:
,,---აბა, აჩმა, აჩმააა!
----წაბლი, წაბლი, მოხარშული წაბლიიიი! მიირთვით და ისიამოვნეეეთ!
----ჭყინტი სიმინდიიი, ცხელი სიმინდიიი!
----სემიჩკა, სემიჩკააა!''---და ასე, სანაპიროს ესკორტივით მოარღვევს პაპანაქებას ჩალისქუდიან ქალთა ამალა, რომლებიც ისე მედგრად მიაპობენ ცხელ ქვიშას,როგორც უდანოს აქლემების გაწელილი ქარავანი....
შუადღის მწველ მზეს ხალხი დაქირავებულ ბინებში, კოტეჯებში და სატუმროებში აფარებს თავს...
ყოველ ნაბიჯზე რესტორნებიდან და ბისტროებიდან ქართული სამზარეულო გეფეთება შემწვარ--ჩაშუშულ-ჩახრაკულ-მოხარშულის, განსაკუთრებით კი შემწვარი კეფალის და მწყრის ჩახოხბილის სურნელით....
სამოსის ფერთა სიჭარბით ხალისობს იქაურობა, თუმცა სამოსი ---მინია თუ მაქსი--ისეთი გამჭვირვალე და ჰაეროვანია, ნახევრად ძლივს ფარავს სხეულს!...
დღის მეორე ნახევარში დამსვენებლები ისევ ჭიანჭველებივით შეესევიან ცხელ სანაპიროს!
ისევ აჭრელდება ქვიშიანი ნაპირი ჭრელი ქოლგებით, ფერადი საცურაო ჩასაცმელით და ლამაზ-ლამაზი ორიგინალური ფართოფარფლებიანი ქუდებით!
ისევ გულმოდგინედ იწყება გარუჯვა!
ისევ გაიწელება ქვიშაში შეუპოვრად მომავალი ჩალისქუდიანი ქალების ქარავანი:
---ნაყინიიი, ნაყინიიიი!
---,, კოკა-კოლა'', ცივი ბორჯომიიიი''...!
---და ასე შემდეგ!
ისევ იწყება დაზიანებული კუნთოვანი ქსოვილების და ძვალსახსროვანი სისტემით სუსტი ბავშვებისთვის ქვიშის აბაზანების გამზადება....
მიმიხვდით ალბათ--ეს ურეკია!მსოფლიოში უიშვიათესი, სასწულმოქმედი მაგნიტური ქვიშით!...
ტრამვირებული სულების სამკურნალოა, თითქოს ძალიან ჩვეულებრივი, სხვა ქვიშებისგან ერთი შეხედვით არაფრით განსხვავებული ქვიშა, რომელსაც პრობლემური ბავშვების მშობლები დიდი იმედით მიელტვიან და მეც მათ შორის ჩემი გოგილოთი!....
ზღვასთან მიყვარს დგომა.
ვიყურები შორს, ჰორიზონტს იქით...იქამდე, ვიდრე შესწეევს მზერას უნარი აღიქვას ზღვა და ცა-- ცალ-ცალკე!
ვეჩურჩულები, ჩემ სატკივარზე ვუყვები წყნარად მოშრიალე ტალღებს გოგილოს სატკივარზე...
გოგილო ჯერ მხოლოდ ორი წლისაა, უნდა მოვასწრო, მთები უნდა გადავდგა და გამოვაჯანმრთელო!.....
ახლა, როცა ისევ ზღვასთან სასაუბროდ მივედი, ელდა მეცა:
---სველ ნაპირზე სხვადასხვა ზომის აუარებელი მედუზა ეყარა.....
როცა ზღვა წყნარი და გამჭვირვალე იყო მედუზების მთელი ოჯახები მოდიოდნენ ნაპირთან და ირინდებოდნენ......
შემეცოდნენ საწყლები.
----იქაურობა მედუზების სასაფლაოს გავდა.......
ფაცი-ფუცით დავიწყე მათი წყალში შეყრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
ბინად კერძოდ ვიდექით მურვანიძეების კეთილშობილი ოჯახის ფინურ კოტეჯში....ეზოში დილაუთენია გამორონინდებოდა ოჯახის უფროსი დიასახლისი და შვილიშვილებს ეძახდა:
---ნუუკაააა!
-----აკაკიიიი! ბებია, მოით ახლა, მოით! გაცივდა ჩაი!!!
საოცრად ლამაზი ეზო იყო ნუკას ხელით დარგულ-დათესილი ყვავილებით და ნუკას დედის-ნინიკოს ხელით დაგვილ-დაწკრიალებული....
კოტეჯში, ჩვენს გვერდით ოთახში თბილისელი ბიჭები ცხოვრობდნენ---ლაღები, თამამები, ლამაზები, კაცობაში ჯერ ფეხშეუდგმელები....
მთელი დღე ეყარნენ და ეძინათ.
ჩვენ რომ საღამოს ზღვიდან ვბრუნდებოდით, ისინი მაშინ იშმუშნებოდნენ, იბანდნენ, კოხტავდებოდნენ და დისკო-ბარებში გარბოდნენ.
დაეწყობოდნენ სიმაღლის მიხედვით ქვეყნის ამშენებლებივით და სერიოზული სახეებით გადიოდნენ ჭიშკრიდან.
ჩემი მეუღლე მათ შემხედვარე ამბობს---,,მაგათხელას ზუსტად მეც მასე მიქროდნენო!''---და კეთილად იღიმება...
ეზოს დამსვენებლებმა მათ ,,ღამის ბიჭები'' შეარქვეს--გამთენიისას რომ ბრუნდებოდნენ იმიტომ...ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, სიცოცხლე უხაროდათ და ტკბებოდნენ კიდეს მისი სიამეებით.
თუ ზღვაზე არ ვართ, დაბის კაცების მიერ მოწყობილ ნარდის ტურნირებში მონაწილეობს ჩემი მეუღლე, მამუკას ჯერ ეჭვის თვალით უყურებენ და ჩუმ-ჩუმად, აქა-იქ ჩურჩულებენ:
---დედა ნუ მომიკვდება, აი ჩამოსული თბილისელი იგროკია ნამდვილად ძამა!---რაზეც მამუკა გულიანად ხარხარებს, პატარა ბავშვივით უხარია თითოეული მოგება....
საღამოობით რეკლამებით გაბრდღვიალებულ მუსიკით სავსე ქუჩას ვუერთდებით და გოგილოს ვასეირნებთ, მერე რომელიმე კაფეში ვისვენებთ და უკვე ჩაძინებული გოგილოთი ვბრუნდებით....
,,ჩვენი ეზოს'' ხშირი სტუმარია რუსი ქალი გალინე.
შემოვა , მოირწევა ღიღინ-ღიღინით, არყის სმით დაბიჟვინებული თვალებით, უდარდელი და განაზებული გამოხედვით. სამოც წელს კია გადაცილებული, მაგრამ ყოჩაღად გამოიყურება...ვუყურებ და ვფიქრობ:
---ეეეჰ, გალინე, გალინეეე! ვინ იცის რა დარდი გიჭამს არაყში ჩამხვრჩალ მაგ გულს?
მერე საქმიანად ნუნუ ბებიას წაუკრავს საქმეში ხელს, წაიჭორავებს და ისევ რწევა-რწევით გადაღიღინდება ეზოდან.
თავის დროზე ულამაზესი ქალი ყოფილა გალინე. მთელი ურეკი თუ არა, ნახევარი მაინც ნამდვილად ყოფილა შეყვარებული გალინეზე.
----,,ჩემს ბავშვობაში მახსოვს, როგორ ულაწუნებდნენ კაცები ყბაში ერთმანეთს, გალინეს გულისთვისო!''---გაიხსენა ნინიკოს ქმარმა ავთოიემ.
უშვილძირო და უნათესავო რუსეთის რომელიღაც ქალაქიდან ურეკში გადმოხვეწილა და დარჩენილა...
---რამე რომ მოუვიდეს, ვინ უნდა დამარხოოოს?--ვეკითხები ნინიკოს.
----სოფელ-ქვეყანამ!-სხარტად მპასუხობს ნინიკო---ყველა წესით და რიგით ვუპატრონებთ, გავაპატიოსნებთ, სამძიმარ-პანაშვიდს გადავუხდით და დავკრძალავთ, აბააა!
გამრჯე, დაუზარელი, თბილი და საყვარელი გოგოა ნინო---აკას და ნუკას დედა.
---ისა და მთელი ოჯახი!!! და რაც მთავარია---მოვასწარით და დავმეგობრდით, ძალიან თბილი და ნაღდი მეგობრობით!
უცბად გაირბინა ოცმა დღემ.
მთელი ეზო გვაცილებდა.
დამსვენებლებისგან უკვე დაცლილ, შემოდგომადამდგარ ურეკს უკანასკნელი მოჰიკანებივით ვიყავით შერჩენილები... იყო ხვევნა-კოცნა და კეთილი გულით გზის დალოცვა.
წამოვედით და წამოვიყოლეთ ბევრი ახალი ნაცნობობა, მისამართების კორიანტელი და ნუნუ ბებიას გულიანი ლოცვა:
---,,ღმერთო, მომავალ წელს ჩემს ეზოში გარონიებული მანახე ეს პატარა ანგელოზი და თუ გინდ მე დამხუჭია თვალებიო!'....
გალინე ცრემლს ვერ მალავს:
---,,რა ვიცი, ვიკნები ცოცხალი მეორე ცელსო?''
წამოვედით ფერშეეცვლილები, მზისგან გატუსულები, დავტოვეთ ჯადოსნური სანაპირო, მიჩუმებულ ქუჩაზე მომავალ სეზონამდე დაკეტილი კაფეებით, ძალიან ჩვეულებრივი, მშრომელი და და კეთილი მეზობელ---გულივერათი, ავთოია-ამიროთი, თეთრთმიანი და კეთილთვალება ნუნუ ბებიათი, მაღაზიის გამყიდველი ანზორათი და ლოთი გალინეთი!
მე კიდევ ერთხელ გავხედე უკან დარჩენილ ,,ჩვენ'' ეზოს გულაჩუყებულმა ვუთხარი:
---ნახვამდის ურეკო! მომავალ შეხვედრამდე!
აკა, ნუკა და ნინიკო ჩვენთან ერთად გამოემგზავრნენ თბილისში ნათესავებთან.
მოსრიალებს ჩვენი მანქანა ულამაზეს მთებში ჩაკარგულ გზაზე და ბუნების უსაშველო მშვენიერებით მოხიბლულებს ფიქრებით თბილისთან შესახვედრად გვამზადებს!/ციცი გურიელი. ჟურნალი ,,ცისკარი''/
P.S.ეს იყო პირველი და უკანასკნელი ზღვა ჩვენთვის, მას შემდეგ 22-ი წელი გავიდა, მუდმივ ოპერაციებში, რეანიმაციებში, კომებში და გაუთავებელ იმედში...
შარშან ჯვართამაღლებას მიებარე ცათა საუფეველს გოგილო, დედა! რა მწარე და საშინელია უშენოდ გასატარებელი სიცოცხლე, შემოგევლოს დედაშენი, ჩემო ანგელოზო, ნათელში იყავი მუდამ დედა!
ამ მოთხრობიდან აღარც გალინეა, აღარც ნუნუ ბებო....
------ღმერთო! ყველას დაუმკვიდრე მარადიული ნათელი სამკვიდრებელი ცათა საუფეველში!

2020 წ.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:38 pm

ციცი გურიელი

გატეხილი სარკე

პატარა ოთახში ,,ფილიპსი''-ს ფირმის მაგნიტოფონიდან ცივი ინტეგრალები და მეტამორფოზების სინთეზი მოჟონავს...
დუმილისაგან გაბეზრებული შავი ტელეფონის აპარატი მოთმინებით ელის ზარს.
ოთახში აცეტონისა და ფრჩხილის ლაქის მსუბუქი სუნი ტრიალებს....
სარკის წინ სკამზე გადაფენილ აბრეშუმის კაბას ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი დასჩერებია...
ის ნერვიულად იქნის წარბებს.
---რატომ არ რეკააავს??
---მოთმინება იწურება თავისავე ფიალაში.
საათის წიკწიკსაც გაჰყავს დრო, ის კი არ ჩანს...
ქალი მალე ორმოცდახუთს მიუკაკუნებს.
დედამისი სანამ ცოცხალი იყო, დაიტანჯა მისი საქმროების რჩევით. ამაოდ დაშვრნენ ახლობელ მეგობრებიც---არავისზე მიუდიოდა გული....
გადიოდა წლები.
ჯერ ჩუმად, მერე კი უკვე ყურში აგონებდნენ---ნეტა ვიღას ჭირდება ამ ქალბერას დამჭკნარი სილამაზესო...
თავადაც მობეზრდა თაგვივით მარტო ცხოვრება,დღითი-დღე ემატებოდა ნაოჭი ამაყ შუბლს და მაღალი ყელიდან უსიამოვნოდ იყურებოდა სიკეკლუცეში ჩაბერებული ახალგაზრდობა....
გუშინ უცნაურ ხასიათზე გაეღვიძა. თითქოს ვარდისფერი იყო ოთახი, როგორც მაშინ--ბავშვობისა და ყმაწვილქალობის გასაყარზე, რაღაც უცნაურად უტრთოდა ჯერმოუფერებელი მკერდი, ღია ფანჯრიდან ყვავილების სურნელი შემოდიოდა გაზაფხულად და ისეთი სეგრძნება ჰქონდა თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო---ალბათ გაზაფხულის ბრალია---გაიფიქრა და გარდერობში კაბის არჩევას შეუდგა.
ყველაფერს რომ მორჩა სარკეში ჩაიხედა და გაუკვირდა, დიდი ხანია ასე მოხდენილი არ დაუნახავს თავი... ეზოდან ჭორიკანა მეზობლების გაოცებული მზერა გამოიყოლა და ავტობუსის გაჩერებასთან დადგა.
შავი თმები მორჩილად დაფენოდა მხრებზე და ახალგაზრდულ იერს აძლევდა.
გაახსენდა, რომ რამდენიმე წელია რას არ ყოფილა კინოთეატრში და რაღაც სამიოდ გაჩერების შემდეგ ,,ამირანში'' შევიდა.
ფოიეში ახალგაზრდობა ჭარბობდა.
ის უხერხულად იშმუშნებოდა და ხალხს ათვალიერებდა.
ფილმის შემდეგ კაფეში ყავა დალია და ფეხით გაისეირნა.
გაზაფხულს მოჰქონდა ქუჩებით ნაირ-ნაირი კაბების სიჭრელე და ახალგაზრდული განწყობა...
ნაყინი მოუნდა, მაგრამ საფულეში ერთადერთი, გაცრეცილი ხუთლარიანი შეეცოდა და გადაიფიქრა.
საღამოვდებოდა.
სიარულითაც დაიღალა და გაჩერდა.
პრიალა და ლამაზ-ლამაზი უცხოური მანქანები ჭარბობდნენ უკვე ქალაქში.
ცდუნებასავით მოუნდა იმნაირი მანქანით გასეირნება და ხელი რომ დაუქნია, უკვე გვიან იყო...
,,არა, ნამდვილად გაზაფხულის ბრალია!''--გაფიქრებაც ვერ მოასწრო, რომ უკვე მანქანაში იჯდა.
დაჯდომითანავე ფრანგული ოდეკოლონის საოცრად სასიამოვნო სუნი შეეფეთა,რაც იდუმალი ინტიმურობით ავსებდა სალონს...
ცერად გახედა კაცობაში შესულ ახალგაზრდას---ლამაზი პიჯაკი, საუცხოო ფეხსაცმელები, ორიგინალური მაჯის საათი და თითზე გიშერში ჩამჯდარი ბრილიანტის ბეჭედი, ოდნავ ჭაღარაშეპარული ლამაზად დავარცხნილი თმები, მომწვანო თვალები და სასიამოვნო ტონის ხმა, რძისფერი პერანგი და მოდური ყერლსახვევი---ყველაფერი ეს უცებ აღიქვა,და საკუთარი მორთულობის შედარებითი უსუსურობით რაღაცნაირად დაიბნა.
---დათო!...
თქვეეენ?
----სოფიკო!--თქვა და გაუკვირდა ეს უცერემონიობა.
---იციიით, მე არსად მეჩქარება. ისეთი საღამოა, თანაც მთელი დღე მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი, რაღაც მესიამოვნებინა და ამაზე კარგ შემთხვევას ვეღარც ვინატრებ...
სოფიკო დაბნეული იჯდა და გულს იმშვიდებდა
--,, რაც მოსახდენია მოხდეს!---თუმცა რა--თვითონ იყო ყველაფრის თავი, რამ დააქნევინა ხელი გასაჩერებლად....
---თანახმა ხართ???----ჩაეკითხა ღიმილით.
----იცით, მე...---დაიწყო ბორძიკით სოფიკომ...
---არა, არა, ძალიან გთხოვთ უარს ნუ მეტყვით... ჩემი ყველა ძმაკაცი ქალქიდანაა გასული, ოჯახობა ერთი კვირით რაიონშია წასული, ჰოდა მე ჩემთან სახლში გეპატიჟებით!
სოფიკო პატარა გოგოსავით დაიბნა, და შეეცადა მთელი სერიოზულობით ეთქვა:-ვშიშობ, კომპანიონობას ვერ გაგიწევთ, რატომღაც მეგონა, ერთი გზა გვექნებოდა და იმიტომ გაგაჩერეთ...
---ძალიან გთხოვთ, აი, მოვედით კიდეც... დათომ მანქანა ბარნოვზე ლამაზი სახლის წინ გააჩერა, სოფიკოს კარები გაუღო და ხელი შეაშველა.
მერე იყო ლამაზად გადაპრანჭული სახლი, აბრდღვიალებული ჭაღებით, ბუხრებით, სპარსული ნოხებით დამძიმებული კედლებით და მეწამულისფერი ხავერდის ფარდებით.
ვიტრინები რამის იზნიქებოდა სევრის ფაიფურით და ვენეციური მინის წოწოლა ვაზებში თვლემდნენ სისხლისფერი ვარდები...
საქსაფონის ნოტებს აყოლებდნენ ალუბლიან კოქტეილებს და ცეკვით დაღლილები გულიანად იცინოდნენ ანეგდოტებზე....
---ასე გრძელდებოდა ყოველ დღე ზედიზედ.
სოფიკოს იქიდან მოჰქონდა სულ რამდენიმე კოცნა და საუცხოოდ გატარებული საღამოები...
გაიღვიძა ქალბერაში ახალგაზრდობამ და თვითონაც არ იცოდა რა იყო ეს---თავბრუდახვეულს ეგონა, რომ მისი ცხოვრების ქუჩაზედაც ჩამოიარა ნამდვილმა გაზაფხულმა....
ფიქრებში გართული სოფიკო ისევ სარკეს ჩასჩერებოდა და ლამაზდებოდა ტელეფონმა რომ დარეკა.
დათოს დაბნეული და შეცვლილი ხმა ჰქონდა...
---იცი, მე შენ სახლთან ვარ, აქვე ჯიხურიდან გირეკავ... დღეს რაღაცეები შეიცვალა, ჩემები ჩამოვიდნენ რაიონიდან,...არ მოიწყინო,ამ დღეებში შეგეხმიანები...
სოფიკო ფანჯარასთან მიიჭრა.
მანქანიდან პატარა, ოთხიოდე წლის ქერა კულულებიანი თოჯინასავით გოგონა ჩამობობღებულიყო და ხელებგაშლილი ტიტინით მობანცალებდა;
---მამიკო, მამიკო! ხომ წამიყვან სასეირნოოოდ?
სოფიკოს სარკე გაუვარდა ხელიდან, თვალებში გამწარებული ქალობისა და უილაჯო სიმარტოვის ბოღმა მოაწვა, საკუთარი უსუსურობა შეეცოდა და თითქოს ამ სარკესთან ერთად დაემსხვრა ნალოლიავები ოცნება...
ტახტთან მილასლასდა, ფეხები აიკეცა და მუხლებს ათრთოლებული ნიკაპი ჩამოადო...
გაირინდა და შეეცადა დაემშვიდებინა გასაცოდავებული გული.
იატაკზე კი ისევ ეყარა დანანებით მთრთოლვარე ძველი სარკის ნამსხვრევები.

ჟურნალი არილი'', 1997

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:40 pm

ციცი გურიელი

გაუგზავნელი წერილი

ცხოვრობდა ქალაქში ერთი ციდა ქალი.
ქალაქი იყო ჩვეულებრივი და თანაც არაჩვეულებრივი--თავისი აღმართ-დაღმართებით, ქუჩა-ჩიხებით,სტუმარ-მასპინძლობით, სიტყვა-პასუხით, მადა-ჩაცმულობით, ჰაერ-ამინდით, მტერ-მოყვარეთი და მფარველი ანგელოზებით...
დადიოდა პატარა ქალი ქალაქის აღმართ-დაღმართებით, სუნთქავდა მის ჰაერს, ტკივილიანი ღიმილით აჰყურებდა ცას და დაჰყურებდა მიწას, სულიან-ხორციანად თრთოდა ქარიშხალში მოყოლილი ტირიფივით....
ქალაქი თავის ცხოვრებით ცხოვრობდა.
ვერ აჩნევდა დარდისგან დაჩაგრულ ქალს და არც არავის აწუხებდა გარშემო მისი ჩუმი გულის ტკივილი.
დადიოდა და გამოფიტული ნერვების გაწეწილ რიალში სულ ერთ რამეზე ფიქრობდა.....
გოგონას ეფერებოდა, ესაუბრებოდა უხმოდ, თავისთვის, ჩუმი დარდით....
დარდიანი საუბრებით გადიოდა წლები. მონატრების საწნახელში ბოღმის მტევნებად იწურებოდა ქალი.
ქალი---ტკივილი!...
ჭრილობებიდან სისხლად დაცლილი და სევდით ატორტმანებული ევედრებოდა ცას:
----დამიბრუნეო შვილი!!!
უსინათლო დერვიშივით დაეძებდა ქუჩა-ქუჩა .შვილს...
მერე ოხვრით დამძიმებული ნაბიჯები მიათრევდნენ ქალს ღამეებისკენ, სადაც სიზმრად მოდიოდა გოგო და ბავშვური, უმწეო შუბლით წუხდა:
---აღარ მიშვებენო, შენთან დედა!....
მერე ეღვიძებოდა შიშით დაღლილ ქალს და ცხოვრება სხვა არა იყო რა მისთვის, თუ არა ერთი უშველებელი ხრიოკი,სადაც დარდად გაბმული, უსინათლო დერვიშივით ხელის ცეცებით დაეძებდა შვილს....
მტკივან გულში ჩუმად ოხრავდა დამალული სევდა და მბჟუტავ იმედად რიალებდა სულში მოლოდინად ჩაწნული მონატრება...
მერე ჯდებოდა მწვანემაუდგადაკრულ საწერ მაგიდასთან და მერამდენედ წერდა წერილს...
ასე იყო იმ დღესაც, ვინ იცის მერამდენე წერილით ელოლიავებოდა ტკივილს...
,,შვილო! მეზიზრება ის უჟმური დღე, შენი თავი რომ წამართვა...
....იისფერი, ოდნავ მბჟუტავი იმედი სულს მიბერავს, და მაიმედებს:
---ნუ გეშინიაო, გოგო!.......
მე მაინც მეშინია. გამოვიფიტე და ავირიე, შენ ვერ გაიგებ ვინ ვიყავი დღემდე და რა ცეცხლი მწვავდა, ამას დრო გაგაგებინებს...ველოდები ამ დროს...
ჯავრით დამთვრალი და და მონატრებით გადარეული გული, საცოდავად მეწურება მარტოობით გაწამებულ სულში....
თითქოს გადასხვაფერდა ჩემი ცხოვრება.
ფეხებდაბუჟებული და ხახაგამშრალი ყოველდღიური აურზაურის დუჟიანმა ტალღებმა გამომრიყეს ფერადოვანი კენჭებით სავსე ნაპირზე....
შენ ახლა შორეული სევდა გქვია.....
ჩემი კელაპტარი იყავი და შენთან ერთად არ მეშინოდა, არც მშიოდა და არც მციოდა...და უცებ, შენც დანარჩენებივით მიღალატე გოგო...
მიღალატე და თეთრ ჩარჩოში ჩასმული შენი ხელით მორთმეული დაჭკნარი იები დამიტოვე...
ხშირად მღალატობენ ნერვები....
საკუთარ გუგებში ცრემლის ფსკერზე განსვენება მომინდება ხანდახან, როგორც ზღვაში დამხვრჩალ მზეს....
მენატრები მთელი არსებით და თითოეული ძარღვით...
შენთან ყოველი მოსვლა,უდიდესი ტკივილია და მიკვირს---ან კი როგორ არ გავგიჟდი აქამდეეე??
---მე ხომ შენით ვცოცხლობ, იმედით ვსულდგმულობ და ეს იმედია ორად გახლეჩილი სხეულის თრევაში რომ მეხმარება...."
ამ დროს შემოდგომის ცივმა ქარმა ჩაუკეტავად დარჩენილი ფანჯარა შემოგლიჯა...
უკვე ქლიავისფერი ბინდი ჩამოწოლილიყო ქალაქში.
ქალი წამოდგა.
ნამტირალევი ქუთუთოები შეიმშრალა, ფანჯარა მიხურა და გახურებული შუბლით ცივ მინას მიეყრდნო...
იდგა ასე გარინდებილი და ცრემლმდინარი ჩუმად, სული უტიროდა და ეცოდებოდა, არ ემეტებოდა თავი ამ ტკივილისთვის...
დაღლილი იყო, ძილიც მორეოდა თითქოს...
ისევ მაგიდას მიუჯდა. უჯრიდან გოგონას ფოტო ამოიღო. საოცარი სინაზით მიიხუტა ლოყაზე, მაგიდას ჩამოადო თავი და თვალები დახუჭა.
ისევ მოუჭირა მწარედ რაღაცამ გულში....
თვალები აღარც გაუხელია--ისე უმკლავდებოდა ტკივილს ძილმორეული....
ნატანჯი სახე ქონდა მძინარს.
სიზმარი ესიზმრა უცნაური... თითქოს იისფერი ბილიკებით მიდიოდა სადღაც, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და ბედნიერებისმაგვარი განცდით ამოვსებული....
...დილით სახლის სიცივენაზავი სიჩუმე ჭაღის ბროლებთან ერთად თრთოდა სახლში....
ჩაუკეტავი ფანჯრიდან ისევ შემოვარდნილ ქარს იატაკზე მოეფანტა დაუმთავრებელი წერილის ფურცლები....
პატარა ქალის ოდნავ ღია თვალებში გარინდებული სიცარიელე ჩამდგარიყო უსაშველო სიცისფრით...
ახლა მისთვის ყველაფერი სულერთი იყო....
ტკივილებით გასრესილ ბავშვურ ბაგეებზე შეყინვოდა მწარე სინამდვილით გაშტერებული სინანული....
გააფსუსებული სილამაზის ქარს გაყოლილი გრძნობების სისათუთე, სიკვდილის შიშიანი მზერით გამოიმზირებოდა ნახევრად ღია თვალებიდან....
ლარნაკიდან გაფითრებული თეთრი ვარდები წუხდნენ გარდაცვლილ სინაზეს....
სამძიმრისთვის ემზადებოდა ჭირისუფალი სახლი...
----მისი ქალაქი კი თავისი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი ცხოვრებით, ისევ იგრძელებდა სიცოცხლეს....

ჟურნალი „ცისკარი“

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:42 pm

ციცი გურიელი

ღალატის ღამე

პრიმიტიულ აზრებს ვერ გუობს აზროვნება...
ახალმა დარდუბალა ვირუსმა--,,კოვიდ-19''-ი რომ შეარქვეს მსოფლიო ჯანდაცვის დედებმა და მამებმა--თავდაყირა დააყენეს სამყარო, რომელიც გეოლოგიური წელთაღრიცხვით თითქმის უკვე 5 მილიარდი წლისაა და როგორც წმინდა ამბების უმთავრესმა წიგნმა გვასწავლა--- ღმერთმა 7 დღეში შექმნა!
----7 დღეში შექმნილი სასწაული--სამყარო, სიცოცხლე და ადამიანი!
---ადამიანი!---ექსტრავაგანტური გემოვნებით, სიცოცხლის მისეული პრინციპებით და ბიბლიური ჭეშმარიტების----,,პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი''--ს უდიდესი დასტური!......
მას მერე მოდის და მოგორავს სიცოცხლე დედამიწაზე ადამიანთან ერთად.....
ხილულის დასაბამის დანახვას უხილავში, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული ცოდვა უძნელებს.......
მარტოობაში იტანჯება და მუდმივად ეძებს სულის ცივილიზაციის ამოუხსნელ ფენომენს კაცობრიობის აპოკალიფსურ მომავალში....
მოდის და მოგორავს სიცოცხლე ადამიანთან ერთად....
-----ომებით, სისხლით, ურწმუნობით, უსიყვარულობით, შურით, ბოროტებით,ავადობებით, ჭირ-ვირუსებით და მუდმივად სისხლმდინარი ცდილობს გაერკვეს ფილოსოფიური აზროვნების თეოლოგიურ პარადიგმებში და რაც შეიძლება მეტად გაითავისოს მოძღვრება არაცნობიერის შესახებ...
ადამიანი იბადება, იზრდება, მოდის და მოაქვს უძველეს ცივილიზაციებზე, მითებზე და არაკებზე მდგარი სამყაროს გენეზისი....
კანტისეული თეორია---,,რწმენა ნებელობითი აქტი უფროა, ვიდრე ინტელექტუალური''-ო---ტვინის უჯრედებში განწყობად ილექება და მერე უკვე სულის სარკეში სპექტრად გადამტყდარი რწმენის უტყუარი მტკიცებულებები--- სიზმრებად დაატარებენ ადამიანს....
------დაატარებენ გარდაცვლილთა სამყაროს ბედის მწერლებთან, წყალთა ნიჭის გამგებლებთან, ადგილის დედებთან და არაფრით არ უშვებენ სამოთხის თეთრ სალოცავში რომელსაც გრძნეულ ქალებივით შემოხვევიან საკრალური ალვის ხეები მის შესაშინებლად...
----და მე არ მეშინია!.....
---იმიტომ, რომ სიზმარშიც ვიცი---უფალი მუდამ ჩემთანაა!!!
-----ახლა გარეთ ღამეა, კორონა ვირუსი და უადამიანებო სამყარო....
-----ახლა, ჩვეულებრივზე მეტად მძაფრია ეს ღამე....
იმიტომ, რომ ვნების ოთხშაბათის ღამეა--იუდას მიერ ქრისტეს გაცემის საშინელი ღამე.....
----სასტიკი და დაუნდობელი ღალატის ღამე....
ჩემ ბავშვობაში ერთ დიდ ჭიაკოკონას გავდა სოფელ-ქვეყანა ამ ღამეს...
იყო ერთი გადაძახილი---,,არული კუდიანებსო''...და ყველამ იცოდა, რომ ტაბაკონის მთაზე დიდი წიოკი ედგათ ავსულ-ჭინკა-ქაჯებს.
მათი ბინძური მიზანი, ბოროტი აზრი, მხოლოდ ის იყო, რომ ამქვეყნიურ ამაოებაში დიდხანს დაეტყვევებინათ ადამიანი, დაევიწყებინათ ღმერთი ხატი, ანგელოზი...
ჭიაკოკონობა ხომ ღამეული არსებების და არაწმინდა სულების უსუსური ცეცხლოვანი როკვა იყო დიდი საიდუმლოს---უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინაშე !
ადამიანები ვნების კვირაში უფრო ახლოს ვართ საყვარელ უფალთან....
უფრო მძაფრია საიქიოსა და სააქაოს შორის კავშირის შეგრძნება....
უფრო გვემძიმება იმ ოთხშაბათის ვნება და გვემსუბუქება ქრისტიანული ტვირთის ღირსება....
მოდის და მოგორავს სიცოცხლე დედამიწაზე....
---- არ იცხოვრო უგზოობაში ადამიანო!
---ძნელი არაა გზამკვლევი შუქურის ბრწყინვალების დანახვა, თუ უფალი გიყვარს!
-----უფალი! რომელიც მუდამ შენთანაა, გაძლიერებს, გეხმარება, გმფარველობს და
ჭეშმარიტ გზას---დაბადებიდან სიკვდილამდე, სააქაოდან საიქიომდე გასავლელ გზას გვიჩვენებს...
-----დიდება შენდა, უფალო ჩემო იესო ქრისტე!
-----მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!

ლიტერატურული ჟურნალი ,,არილი''

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:45 pm

ციცი გურიელი Tsitsi11

ციცი გურიელი

მე, ჟანა და იედიდი

მართლა რა საოცრებაა...
ახლა მე სიყვარულის პორტრეტს ჩავყურებ ტკივილებისა და განცდების სიმძაფრეჩაკირულ თვალებში...
ძალიან მეახლობლება ფრანგი კათოლიკე აშილ კაზიმირის ქალიშვილის არაპროპორციული და სევდის ტბასავით უძირო თვალები....
სიღრმე მიზიდავს და მეც მივყვები...
კინოფირის კადრებად შემოდის გაზაფხულით გადაპენტილ პარიზში დაბადებული, ახალგაზრდა ფრანგი მხატვრისა და მოდელის მოკლე, მაგრამ მრავლისდამტევი, ტრაგიზმითა და სევდით სავსე სიცოცხლის ისტორია...
კოლაროსის იმ აკადემია-სახელოსნოდან იყო სევდიანთვალება გოგონა,
სადაც ბევრ ნიჭიერ და ხელმოკლე სტუდენტს საშუალება ეძლეოდა დაბალ ფასად დაუფლებოდა ხატვა-ძერწვა-ფერწერას.
ფერწერის დაუფლებასთან ერთად აშილის ქალიშვილმა ისიც იცოდა, რომ ადამიანთა ცხოვრებას განაგებენ და აწესრიგებენ სისხლის სამართლის, სამოქალაქო, სინდისის, ღირსების და სიყვარულის კოდექსები....
როგორც არავინ იცის მაგალითად-- ჩრდილოეთის ციალში ფერთა ცვალებადობის მიზეზი, პლაზმურ სფეროში მაგნიტური ველების არსებობის მიზანი, სხვა წინასწარი და ზუსტი ასტრონომიული თუ ადამიანთა ბედის ასტროლოგიური გამონათვლები---ისე არც მან იცოდა, რომ ტოსკანის მხარე ლივორნოს ღატიბ ოჯახში მეოთხე შვილად დაბადებულ საკუთარ ბედისწერას გაიცნობდა და ამით--- გულჩათხრობილი და სენტიმენტალური ქალიშვილისთვის სიყვარულის კოდექსის პირველი ფურცელი გადაიფურცლებოდა...
სიყვარული იყო მისთვის სიცოცხლის მთავარი ღვთაება.
ამ ღვთაების კერპად გახდომა გამოდგა კიდეც საბედისწერო....
---ის არაფრად დაგიდევდათ პარიზული საზოგადოების შეხედულებებს, თავისუფლების მოტრფიალისთვის არ არსებობდა წესები და ჩარჩოები.....
მუდამ ბახუსის ტყვეობაში მოქცეული თავგანწირვით დაეძებდა ადამიანებში სულს.....
ცხოვრობდა ებრაელ--სეფარდების შთამომავალი, დედის ნასწავლი ფრანგულით გზაგაკვალული ტოსკანელი კაცი პარიზის ცივ, არც თუ კომფორტულ, ოროთახიან ბინა-სახელოსნოში, სადაც ქმნიდა კიდეც განუმეორებელ, მიუბაძველ,თავისუფალი აზროვნების და ხედვის არაპროპორციულ სხეულებს.
მისი აზროვნება ყოველთვის წინ უსწრებდა დროს, ვერასდროს ეტეოდა განსაზღვრულ ჩარჩოებში და ყველასაგან განსხვავებული პრინციპებით ცხოვრობდა.....
კოლაროსის საბედისწერო შეხვედრის შემდეგ მან პარიზულ ბოჰემას, რომელიც როგორც ლოთსა და შფოთს, მექალთანესა და ნახევრად შეშლილს იცნობდა---ამაყად გამოუცხადა:
---,,შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა! ვფიქრობ--ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე''.....
დიდი აჟიოტაჟი და საზოგადოების გაოცება გამოიწვია ამ განცხადებამ, რაზეც წყვილმა წრფელი და უცნაურად არამიწიერი სასიყვარულით და მალე კი ქალიშვილის შეძენით დაგვირგვინებული კავშირით უპასუხა!
პარიზულ ცივ და არაკომფორტულ, ოროთახიან ბინაში ჩვილის და საღებავების სუნთან , საბავშვო მაქმანებიან თეთრეულთან ერთად ღვიოდა მათი უსაზღვრო სიყვარული და ბინა-სახელოსნოს კედლებს ათბობდა,,,,
მუდმივად ღვინის ჭიქით და ფუნჯით ხატავდა ერთადერთ მუზას ზუსტად იმ არაპროპორციული ფორმებით--- სიცოცხლეში დაუფასებელი--- სიკვდილის შემდეგ რომ გახადეს აღიარებულად და განსაკუთრებულ-დაფასებულად!
ვნებათა ფილოსოფიაში სიყვარულით ამოსულ ცრემლისფერ ყვავილებს ხედავდა მის სულში მხატვარი....
აღარც კი ახსოვდა ადრე ნათქვამი:
----,,შენს თვალებს მაშინ დავხატავ,როცა შენ სულს შევიცნობო''---და უკვე დიდების დასაწყისში მდგარი გრძნობებით შეფერილ თვალებში ულამაზეს სულს ხატავდა...
ხატავდა ნახევრადშეშლილი, ტუბეკულიოზით გაწამებული და ადამიანთა სულის საიდუმლო სიღრმეების ჯიუტად მაძიებელი....
საავადმყოფოში ბოლოს გარდაცვლილი ნახა....
დაბნელდა მისთვის სამყარო....
სულში სული მოუკვდა და მეორე დღეს, საკუთარი სიყვარულის კოდექსში ერთგულების თავი გადაშალა და ჯერ არდაბადებულ, მუცლადმყოფ შვილთან ერთად ფანჯრიდან გადამხრტარი შეუერთდა მარადიულობას............
ამ ტრაგიკულმა, სულისშემძვრელმა ამბავმა კაცობრიობასა და ადამიანებს პერ ლაშეზის სასაფლაოს ქვებზე შემდეგი წარწერები დაუტოვა:
---,,ამადეო მოდილიანი. მხატვარი.
დაიბადა ლივორნოში 12 ივლისი 1884 წ.
გარდაიცვალა პარიზში 24 იანვარი 1920წ.
სიკვდილმა მას დიდების დასაწყისში მოუსწრო''
და
----,,ჟანა ებიუტერნი
დაიბადა პარიზში 6 აპრილი 1898წ.
გარდაიცვალა პარიზში 25 იანვარი. 1920 წ.
ამადეოს ერთგული თანამგზავრი. არ მოისურვა უიმისოდ ცხოვრება.''
მე ჩავყურებ პორტრეტს თვალებში და სული მტკივა.....
დამთავრდა ულამაზესი და ტრაგიკული ამბავი...
გრიგოლ რობაქიძისეული სიყვარულის პორტრეტი მახსენდება:
--- ისინი ნამდვილად იყვნენ ,,---მშვენიერი სული ლამაზი სხეულისთვის ლტოლვილი და ლამაზი სხეული მშვენიერი სულისთვის ვნებული''...
----ისინი!
-----ჟანა ებიუტერნი და ამადეო კლიმენტ ედიდი მოდილიანი --,,მოდი''--პარიზული, დაწყევლილი მეტსახელით....
----შემორჩე ცხოვრებას, ისტორიას, ადამიანთა სულებს მარადიულ ტკივილებად, განცდების სიმძაფრედ, ჭეშმარიტ ხელოვნებად და არდავიწყების სიდიადედ---მართლაც საოცრებაა!!!

ჟურნალი „ცისკარი''
1998

study


Last edited by Admin on Tue Jun 30, 2020 10:11 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 9:47 pm

ციცი გურიელი

გარბოდა ქალაქი

ფანჯარასთან ზის.
ალვები ირხევიან.
მზეს ხან ხედავს, ხან ვეღარ---ცაზე ალაგ-ალაგ შექუჩებული ღრუბლები ეფარებიან.
გასუსულია. თვალსაც კი არ ახამხამებს---უდიდესი გარინდება ეწვია სამყაროს რომელიღაც სფეროდან და თავისი მაგნიტური წრის ეპიცენტრად აქცია.
ჰაერში ბურტყლების რაღაც უაზრო ბორიალს იჭერს თვალის ბროლი,როგორც მოლეკულათა უსწორმასწორო მოძრაობას ელექტრონული მიკროსკოპის მინის საფარქვეშ.
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ორი მაწანწალა ბიჭი შუქნიშანზე შეჩერებულ მანქანებს საკუთარ სერვისს სთავაზობს--რაც მინებისა და გვერდითი სარკეების გაპრიალებას გულისხმობს.
ბევრი ღიმილიანი მოთმინებით ელის მწვანე შუქს და გაშვერილ ხელისგულზე ხურდას ტოვებს.
ბევრნი გადაჭრილი კატეგორიულობით იცილებენ კეპგამოხუნებულ, თმადაუვარცხნელ და კანის ფერით თუ განვსჯით---ვინ იცის რამდენი ხნის დაუბანელ ბავშვებს...
უფრო უცხოურ და პრიალ-სრიალა მანქანებს ეტანებიან, საიდანაც, როგორც წესი---მოდური მუსიკა იღვრება და გაშვერილ ხელისგულზეც ათთეთრიანზე მეტს ელიან...
მერე უფრო მეტი გულმოდგინებით აპრიალებენ მორიგი მანქანის საქარე მინას და ასე დაუსრულებლად...
ისინი ომისგან დაობლებული და უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვები არიან.
ის ისევ ზის და ცას გაჰყურებს.
მის უმოქმედობას ახლა უძრაობა ჰქვია, თუ არ ჩავთვლით ტვინსა და არტერიებში გამოქანებული ალისფერი ნაკადის მუშაობას,რომლის წითელი და თეთრი ბურთულების ძალა--ხან ხურავს და ხან აღებს წიქვილის პრინციპით მომუშავე გულის პარკუჭების სარქველებს.
გრძნობების დოლაბით ფქვავს ჭირ-ვარამს, სიხარულსა თუ უიმედობას, სევდა-მწუხარებას...
ფქვავს და, დაქსაქსული არტერიებით მთელი სხეულის დასაპყრობად უშვებს.
რაღაც უაზრო, მოლურჯო-ნაცრისფრად ამოღამებულმა ღრუბლებმა ისევ გამოუშვეს მზე ტყვეობიდან
გულში გაეღიმა.
ღრუბლებს გემრიელად ამოვარდნილი ქარის შემოლაწუნებისა ისე ეშინიათ, რომ ნაცარტუტად ნაქცევები და გაცრეცილები საით გარბიან, თვითონაც არ იციან.
უკვე ღონეწართმეულ გაფითრებულ და შემოდგომის უღონო მზესთან კი დიდი გული აქვთ...
ალვებმა რხევას უმატეს.
ამ რხევაში რაღაც ისეთი დაინახა, რასაც ხეების გულწრფელი სისადავე დაარქვა.
ისევ მარტო ზის.
გარინდებული სიმარტოვის გულისცემაში ჩაყურყუმელავებული ითვლის საკუთარი სიცოცხლის მაჯას...
ფანჯარას მოსცილდა, ტახტზე გადაინაცვალა. ხელები თავქვეშ ამოიწყო.
---ვინ იცის, მერამდენედ მოატარა მზერა ოთახს, ყოფილი სასტუმრო ,,აფხაზეთი''-ს ერთ-ერთ ნომრად რომ ითვლებოდა.
---ეეეჰ, ჩემო სოხუმო!--ამოიგმინა და სიმწრით ჩაკბენილი მუშტი ლამის კედელს შეაფშვნა.
თვალები ცრემლით აევსო.
ძალიან მოენატრა იქაურობა...
---დილაობით სილიან ნაპირზე სეირნობა, თოლიების სივილი, თავისი ოთახი, მაგნოლიებისა და ზღვის მლაშე სურნელით გაჟღენთილი კოპწია და ქათქათა ქალაქი...
უკანასკნელ დღეს იხსენებდა--როგორ ხრჩოლავდა, ინგრეოდა და იწვოდა, იღუპებოდა ქალაქი...
ეს იყო საშინელი ომი...
სისხლით შეღებილი გვამებით ივსებოდა ქუჩები...
ინგრეოდა სკოლები, ნაღმები ფეთქდებოდა ხან იქ, ხან აქ და ყოველ აფეთქებაზე მისი გულიც გასკდომას ლამობდა...
სასოწარკვეთილი შეჰყურებდა ნაფლეტებად ქცეულ სხეულებს, ბიჭებს, გოგოებს, ქალებს, ბავშვებს...
გარბოდა ქალაქი.
ეს მისი უკანასკნელი დღე იყო.
გარბოდა ქალაქი ალმურადენილი ქუჩებით...
ზურგზე ბოღჩაწამოკიდებული და დაფეთებული...
მაშინ საყვარელი ზღვაც სხვანაირად ბორგავდა, თითქოს მის სილურჯეს უმანკოდ დახოცილთა სისხლისფერი შერეოდა და ამას ვერ გუობდა...
მწარე მოგონებებში ჩაფლულს გული ეკუმშებოდა.
ბოლოს ჰაერის უკმარისობა საშინლად წაეჭირა ყელში.
ტახტიდან წამოხტა, კოკა-კოლას ნარჩენი ხარბად ჩაიხრიალა და გარეთ გაიხედა.
მოძალებული სემოდგომა აჭრელებდა თბილისს.
მხრებში თავჩარგული უღიმღამო სახეები ემალებოდნენ სუსხიან ქარს, ნეკერჩხლის წითელ-ყვითლად მორიალებული ჩამონაფერთხიერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა.
საათზე დაიხედა.
ქუჩაში გავიდა. აჩქარებული ნაბიჯით მიუსწრო ტროლეიბუსს.
რესპუბლიკის მოედანი ისე იყო გადაჭედილი ლტოლვილებით, რომ ძალაუნებურად მიტინგის კიდეში აღმოჩნდა.
---დაგვიბრუნეთ აფხაზეთი!---ზიმზიმებდა იქაურობა.
ორატორი მიტოვებული კერიების, მამა--პაპათა საფლავების, მშობლიური სოფლებისა და ქალაქების დასაბრუნებლად მოუწოდებდა შეკრებილთ!
მათ შინ დაბრუნების ოცნება ნაპერწკლებად სცვიოდათ თვალებიდან და მონატრების ყიჟინით უერთდებოდნენ გამომსვლელს:
---წავიდეთ, წავიდეთ ! ყველანი ერთად წავიდეთ!
----გვეყო სამადლოდ გამოწვდილი ლუკმა...
გვიან საღამომდე ეჭირათ ხელებს უშველებელი ლოზუმგები.
მიტინგიდან წამოსული ძლივს მოალასლასებდა ფეხებს, მშიერი კუჭიც გაავებული უტევდა.
ვაჟას გამზირს რომ აუყვა, თითქოს უკვე თავის პატარა ოთახში იყო.
ყოფილი სასტუმრო, ახლა კი ლტოლვილთა თავშესაფარი საცოდავად გამოიყურებოდა.
ნახანძრალი, გაშავებული კედლებითა და ამოღამებული თვალებით დაღონებული გადმოსცქეროდა გამზირს.
სინათლე ჯერ არ იყო და სანთლებანთებულ სადარბაზოს კიბეზე ბავშვები სახლობანას თამაშობდნენ.
---ბიძია ზაური მოვიდა!..--აჟრიამულდნენ მის დანახვაზე ბავშვები.
---თქვენც იქ იყავით? რაო,მართლა შინ წავალთ?
-----მართლა ისევ სოხუმში ვიცხოვრეეებთ?---დააყარეს კითხვები და შიშიანი იმედით სავსე თვალებით მიაჩერდნენ.
---კი, ბიძიებო, კი! წავალთ, აბა რაა!
---ჩვენი სახლი რომ დანგრეულა, სად უნდა ვიცხოვროოოთ? მამა რომ ცოცხალი იყოს, აგვიშენებდა...
გულუბრყვილო ცნობისმოყვარეონით იკითხა თეთრმა, ცისფერთვალება გოგონამ.
---სახლი არც თეონას და ნიკას დარჩათ, მაგრამ ნუ გეშინია, ყველას გვექნება, ახლებს ავაშენებთ!----მხარზე ხელი გადახვია და მიიხუტა უფროსმა ძმამ.
გულმტკივანი უყურებდა გამწარებული ბავშვების ომნანახ თვალებს...
გზაარეულებს, ნახევრადმშივრებს, მოუმზადებლებს ცივი და გრძელი ზამთრისთვის.
უყურებდა და მასში თავგანწირვით გაჰკიოდა სასოწარკვეთილი უილაჯობა .
ამათგან ერთ-ერთი, საკმაოდ უფროსი სხვებზე--კიბის თავში კედელს მიყრდნობილი იდგა და გაცვეთილი ფეხსაცმლის ჭვინტს გაშტერებული დაჰყურებდა.
ზაურმა შეხედა და თვალში ეცა მისი გახეთქილი წარბი და გასიებული ტუჩი.
---რაო, ზურია? ეგ რა მოგსვლია?---ხელი მოხვია და წამოიყვანა.
ვიწრო და გრძელ დერეფანში შმორის უსიამოვნო სუნი ტრიალებდა.
ოთახებიდან გამოსული სანთლების სუსტი შუქი ეხმარებოდათ გზის გაკვლევაში.
ზაურის ოთახი პატარა და მოუვლელი იყო.
შესვლისთანავე დაგუბებული ჰაერი და ფეხსაცმლის მქისე სუნი ეცათ...
---ახლა მე და შენ ჩაის დავლევთ და გავთბებით, თან რაინდობის ამბავსაც მომიყვები!-გადახედა ღიმილით.
ზაურმა ლამფა წვალებით აანთო.
მაგიდა გადმოწმინდა და ორ თლილ ღვინის ჭიქაში საზეიმოდ ჩამოსხა წინადღით დაყენებული ჩაის ფერი.
ჩაი ერთი კვირის წინ დედას თანამშრომელმა აჩუქა.
ის დელისის მეტროს ამოსასვლელ კიბეზე იდგა და ვერცხლისფერ ქაღალდებში საკუთარი ხელით დაფასოებულ ჩაის ყიდდა.
----ბიჭო, ზაურია! შენ მერის ბიჭი არა ხააარ? გამომართვი აი ჩაი, ჩვენებურია! გესიამოვნება, სკანი გოლუაფირო!...რა ვქნათ, შვილო, ასე ვირჩენთ თავს!...---მოიბოდიშაო თითქოს.
ზაურმა ნავთქურაზე გამურული ჩაიდანი შემოდგა. მაგიდას ,,საშაქრე''-ც მიუმატა. უბრალო, ნახევარლიტრიანი ქილა, შიგ მხოლოდ ერთი ჭიქის სამყოფი შაქარიღა ეყარა.
---აბა, ვაჟკაცო! მომიყევი რა შეგემთხვა!--უთხრა და ტახტზე ჩამოჯდა.
---დედა ავადაა, ახველებს და ახველებს!... წამლის ფული კი არა, საჭმლის ფულიც არა გვაქვს... წავედი, რას არ მივედ-მოვედე, ეგებ ორიოდ კაპიკი მაინც მეშოვა.
ვიფიქრე ვაგზალზე მებარგულედ მაინც მეცადა ბედი, მაგრამ იქაურმა მებარგულებმა ახლოსაც არ გამაჭაჭანეს. მერე აგერ-ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე ერთ-ერთ ბენზინკალონკასთან მივედი, იქნებ რამე გამომსვლოდა, აქ ორი ჩემხელა ბიჭი ტრიალებდა. დათითოებული ჰქონდათ ორივე ჩამოსასხმელი. ყოველ ჩასხმაზე ოც-ოც თეთრს მაინც აკეთებდნენ. ჩემი იქ დგომის მიზეზს მიხვდნენ, ან რა მიხვედრა უნდოდა, ისეთი სიხარბით შევყურებდი ხურდების ჩხრიალს, რომ გამომწვევად მითხრეს:
--- შენ ეი, ბიჭო! დაზვერვაზე ხომ არ ხარ? იცოდე, ჩვენ პასტაიანი ხალხი ვართ და აქ მესამე არ გვჭირდება!
მერე შევყევით, შემოვყევით. მეორე უფრო მეფხორებოდა. არც აცია არც აცხელა და ისე დამარტყა, რომ ფეხი ამისრიალდა და სახით ტროტუარს დავასკდი....შედეგს კი ხედავ, ზაურ ბიძია! მერე იქაური დიდები გამოცვივდნენ და ჩაგვერივნენ, თორემ ამას არ ვაპატიებდი!...
ნავთქურაზე ჩაიდანი შიშინებდა.
ზაურმა მდუღარე ჩამოასხა ჭიქებში, ის ერთადერთი კოვზი შაქარი ზურიას ჩაუყარა, ქოჩორი სიყვარულით აუჩეჩა და მიიპატიჟა.
---რას იზამ, ბიძია! ზოგს მუშტით გააქვს თავი და ზოგს მამაძაღლობით!--ასეთია ცხოვრება...
---შენ გული არ გაიტეხო, ბიჭო! შიში არ შეუშვა გულში, თორემ დაიჯაბნები...მთავარი რწმენაა ბიძია, რწმენა!--მერე ჯიბეში ხელი ჩაიყო, მოსინჯა უკანასკნელი ათლარიანი და ზურიას წინ დაუდო.
---აიღე ბიძია, ნეტავ იმდენი მქონდეს, ყველას დავეხმარო...წამალს და ორიოდ კილო კარტოფილს მაინც იყიდი!...
ზურია ცივ ხელებს ცხელ ჩაის ჭიქაზე ითბობდა და გაბუშტულ ტუჩზე გადმოკიდებულ წყენის ცრემლს ენით ილოკავდა.
ზაური შეჰყურებდა მის სევდიან თვალებს. გაწამებულ საახეს და გულს ნაღველი უვსებდა.
როგორ გავიდა ზურია ოთახიდან არც გაუგია--
ისე იყო ფიქრებში წასული. სინათლეც მოსულიყო. ადგა, მხრჩოლავი ნავთქურა ჩააქრო.
ოცნებით ისევ სოხუმის ქუჩებში დააბიჯებდა...
სანაპიროზე სეირნობით ძველებურად ტკბებოდა ზღვის სიადიადით..
გვიან შემოდგომაზე ზღვა ნაცრისფრდებოდა და ნაზდებოდა...
---მოგივალთ!
----აუცილებლად მოგივალთ ჩემო სოხუმო, დიდო ტკივილო და დარდო ჩემო!.---ზაურმა მუშტით ამოიმშრალა ცრემლები.
ოთახში მარტოდ დარჩენილი ისევ საკუთარ გულისცემაში ჩაყურყუმელავდა სიცოცხლის მაჯის დასათვლელად...
სოხუმისგან შორს, ნაომარ დედაქალაქში გრძელდებოდა სიცოცხლე...
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, ლამპიონების შუქზე, ის მაწანწალა ორი ბიჭი სიცივისაგან გაწითლებული ხელებით ისევ ისეთი გულმოდგინებით წმენდდა შუქნიშანთან წუთიერად შეჩერებული მანქანების საქარე მინებს...

ჟურნალი „ცისკარი''
1999

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 10:02 pm

ციცი გურიელი

განწყობილება

(ჩანახატი)

ჩაიქროლებენ ქვიშის ქარები და.... ბოღმის კორტოხებს წაიყოლებენ.
ჩაიქროლებენ ქვიშის ქარები....
ასიათასჯერ ვნებადაცლილი, გაფითრებული და მოცახცახე, ხურვაშეყრილი და დაღლილი მზე თავს ჩამოიხრჩობს უდაბნოს ცხელ სიყვითლეში აზელილ, ბაობაბის ბებერ მკლავებში...
ჩაიქროლებენ
ქვიშის
ქარები....
ჩაიქროლებენ და სიცოცხლეს--ნაირ-ნაირი, მატყუარა ფერებით დახატულს,
სულს
ამოხდიან
მისტიური
ალების კივილში...
ჩამოიფარებს მწუხრი თალხს და ეძებს ჩემი ყნოსვა სურნელს
--ნაცნობს და საყვარელს---
თბილ
დაისებში
ადენილს!!!!!....
......ალიცლიცდება სიშორეში სუფევა უკაცური სიმარტოვისა
და
სამუდამო, ვრცელი დუმილისა...
ჩაიქროლებენ ქვიშის ქარები!
--- ჩემი გული კი მონატრებისგან დაიშლება მლაშე ცრემლებად და
შენი სახე---ჩემთვის ესოდენ ძვირფასი და მონატრებული---ოქროს ნამცეცა ქვიშის მარცვლებით
აიხაპება..
----ჩაიქროლებენ ქვიშის ქარები
და
ბოღმის
კორტოხებს
წაიყოლებენ!!!!!!



21 აპრილი, 2020

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5973
Registration date : 09.11.08

ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი EmptyTue Jun 30, 2020 11:18 pm

მოკლედ, ციცი გურიელზე

„ამოუცნობია ხოლმე მარადისობასთან მისასვლელი გზაწვრილები, მათგან რომელს გვიბოძებს და შეგვამთხვევს არსთა გამრიგე, ჩვენ ვერ ვხვდებით.
ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორ გამოცდას მოუწყობს უფალი ციცი გურიელს, ჯერ ხომ ორ ათეულზე მეტ წელიწადს საწოლზე მიჯაჭვული შვილის მოვლაში გაატარებინებს, მერე იმ შვილს, ვაგლახ, რომ დაატირებინებს კიდევაც და აი, სწორედ მაშინ წამიერად გაუხსნის მარადისობისკენ მიმავალ გზაწვრილს. დიდი სიყვარულის ნიჭი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ჯერ გაბოროტებას დააღწიოს თავი, მერე კი ეს ვიწრობებში მიმავალი გზა დაინახოს, გზაწვრილი მეთქი და დაადგეს კიდეც...
ციცი გურიელი რომ სწორედ ამ გზაწვრილს ადგას და იქიდან ხედავს ჩვენს ცხოვრებას, ამას მისი ექსპრესიული და ემოციური ნაწერები დაგვიდატურებენ“.

მიხო მოსულიშვილი
30.06.2020

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ციცი გურიელი Empty
PostSubject: Re: ციცი გურიელი   ციცი გურიელი Empty

Back to top Go down
 
ციცი გურიელი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: