Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 6:13 pm
Temur Amkoladze
თემურ ამყოლაძე მწერალი
დაიბადა 1957 წლის 26 თებერვალს. ავტორია ქრონიკებისა: „მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები“, „მამია გურიელის გახსენება“, „იზიუმსკები“, „გადავიხედო ვარსკვლავებს იქით“, „წმინდა გიორგის ეკლესიის მცირე ნეკროპოლი“ და სხვანი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. მინიჭებული აქვს ნიკო ნიკოლაძისა და დავით კლდიაშვილის ლიტერატურული პრემიები. ცხოვრობს ქუთაისში. არის ჟურნალ „განთიადის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
წიგნები: * დავიწყებული ამბავი (რომანი), რედ. ზურაბ კუხიანიძე ; მხატვ. ოთარ ქანდარია, 1-ლი გამოცემა, ქუთაისი, 1990. - 132 გვ. ; 20 სმ.. - 10000 ც. * დადეშქელიანების ამბავი (მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა), რედ. ერეკლე საღლიანი. ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი, (ქუთაისის შპს "ხომლი ენ"-ის სტ.), 500 ც., - 2014 - ISBN 978-9941-9388-0-1 * ზღვარი (ესეები), ერთტომეული, რედ. როსტომ ჩხეიძე ; მხატვ. გიორგი წერეთელი, ქუთაისი: მოწამეთა, 2008 (ქუთაისის შპს "ხომლი ენ"-ის სტ.), 350ც., 2008, - ISBN 978-99928-535-7-3 * ოცი წლის წინათ (ლექსები), შემდგ. რამაზ ბერეკაშვილი; რედ. გივი ტყეშელაშვილი; მხატვ. გიორგი წერეთელი; ქუთაისი: მოწამეთა, (ს/ს "მანდარიას სტამბა"), 72 გვ., 2007 - ISBN 9789992853511 * ყაჩაღი დვალიშვილები (რომანი-ქრონიკა), თანაავტორი - გივი ტყეშელაშვილი; ქუთაისი: მოწამეთა, (ს/ს ქუთაისის გ. ტაბიძის სახ. N 5 სტ.), 388 გვ., - 1995
Last edited by Admin on Sat Mar 07, 2020 8:07 pm; edited 4 times in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 6:19 pm
Last edited by Admin on Sat Mar 07, 2020 7:18 pm; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 7:16 pm
Published on Mar 1, 2012 მწერალი რეზო ჭეიშვილის საიუბილეო თარიღი დღეს ქუთაისის მე-13 და მე-14 საქალაქო ბიბლიოთეკაშიც აღნიშნეს •Apr 24, 2018
Rioni.TV - თემურ ამყოლაძის გამოსვლა.
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 7:17 pm
ირინა მაკარიძე
დაბრუნდება თუ არა მწერალთა სახლში „მოსწავლეთა სასახლე“?
ლადო პატარიძე „სამართლიანობის აღდგენას“ ითხოვს. ის მწერალთა სახლში „მოსწავლეთა სასახლის“ დაბრუნების იდეით გამოდის
სამართლიანობის აღდგენას ითხოვს ქუთაისის ააიპ კუტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ლადო პატარიძე: „ისტორიულად, იმ შენონობაში, სადაც „მწერალთა სახლია“, წლების წინ პოინერთა სასახლე მდებარეობდა, 80-იანი წლების დასაწყისში სასახლე ახლანდელი იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე გადაიტანეს, ბოლო წლებში კი მას შენობის გამოცვლამ კიდევ ერთხელ მოუწია.“
პატარიძის თქმით, ის, როგორც ხელმძღვანელი, ზრუნავს გაერთიანებაში მყოფი ორგანიზაციების მენეჯმენტზე და ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე პერიოდულად სვამს სხვადასხვა საკითხს. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევებში მათი მოთხოვნები დადებითად წყდება. ახლა კი ქალაქის თვითმმართველობის წინაშე მოსწავლეთა სასახლისათვის პირვანდელი შენობის დაბრუნების საკითხს იდეის დონეზე აყენებს. პატარიძის თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ბევრად გაუმჯობესდება მოსწავლეთა სასახლის მუშაობის ხარისხი.
ლადო პატარიძის იდეას ქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ეხმიანება. მისი თქმით, თავადაც დადიოდა „პიონერთა სასახლეში“, რომელიც ახლანდელ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარეობდა და მიესალმება სასახლის ძველ ადგილზე დაბრუნების იდეას. მღვდელაძის თქმით, შესაძლებელია მუშაობა და „მწერალთა კავშირისათვის“ საზოგადოება „ქუთაისელის“ შენობაში გადასვლის შეთავაზება. საკრებულოს წევრი მთლიანად გრიშაშვილის ქუჩის „გამოცოცხლების“ გეგმას განიხილავს და იქ, ყოფილი ახალგაზრდული თეატრის შენობის ადგილზე სხვადასხვა კულტურული დაწესებულებების, მათ შორის მუზეუმების გადატანის მიზანშეწონილებაზე საუბრობს.
„მწერალთა სახლში“ მხოლოდ ჟურნალ „განთიადის“ რედაქტორის მოადგილე ბატონი თემურ ამყოლაძე დამიხვდა.
მწერლის თქმით, ვერავითარი სამართლიანობის აღდგენა ვერ იქნება გრიშაშვილის ქუჩაზე მოსწავლეთა სასახლის გადმოტანა. AIAnews-სთან საუბარში თემურ ამყოლაძემ განაცხადა, რომ თავის დროზე მწერალთა კავშირი ამ შენობაში იმიტომ გადმოვიდა, რომ „პოინერთა სასახლეს“ ახალი შენობა აუშენეს. ეს შენობა კი საგანგებოდ მწერალთა კავშირისათვის გადაკეთდა. „ამასთან, ეს შენობა არაფრად ვარგა, ძველი შენობაა, მაშინაც კი, როდესაც გადმოვედით ახალგარემონტებულში, პირველ დღესვე მორიელები ვნახეთ. კედლები ჩამონგრეულია, ჩემი აზრით, მოსწავლეთა სასახლეს ძალიან კარგი შენობა უნდა ჰქონდეს.“ - თქვა თემურ ამყოლაძემ.
რაც შეეხება მწერალთა კავშირის სხვა შენობაში გადამისამართებას, ამყოლაძის თქმით, მწერალთა სახლში მხოლოდ „მწერალთა კავშირი“ არაა, აქ არის ჟურნალ „განთიადის“ რედაქცია, გამომცემლობები „მოწამეთა“ და „უქიმერიონი.“
თუმცა, ამ ორგანიზაციების გარდა „მწერალთა სახლში“ შენობაში ნახავთ ადვოკატურას, საკაბელო ტელევიზიას თუ სხვადასხვა წრეებს.
ჟურნალ „განთიადის“ რედაქტორის მოადგილის თემურ ამყოლაძის განმარტებით, ამ გზით შემოსული თანხები „მწერალთა კავშირის“ არსებობის შენარჩუნებას ემსახურება: „ერთი თეთრი შემოსავალი მწერალთა კავშირს არ აქვს, რომ ან დარაჯი დაიქირავოს ან დამლაგებელი აიყვანოს. ამხელა შენობას შენახვა ხომ უნდა?“
როგორც ბატონმა თემურმა თქვა, მწერალთა კავშირს თანამშრომელთა შტატები არა აქვს, ეს ორგანიზაცია ძირითადად სხვადასხვა ღონისძიებებს, ლიტერატურულ საღამოებს, განხილვებს მართავს და, რადგანაც დარბაზიც არ აქვთ, შეხვედრები საზოგადოება „ქუთაისელის“ შენობაში იმართება.
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 7:20 pm
Last edited by Admin on Tue Mar 10, 2020 8:57 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 7:20 pm
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sat Mar 07, 2020 7:21 pm
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Thu Mar 19, 2020 7:21 pm
წიგნის დასახელება – „დადაშქელიანების ამბავი“ (მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა) ავტორი - თემურ ამყოლაძე რედაქტორი - ერეკლე საღლიანი გამომცემლობის რედაქტორები - მერაბ კეზევაძე, ტარიელ ჭიღვარია მხატვარი - ავთანდილ აბესაძე გამომცემლობა - „საგამომცემლო ცენტრი“, ქუთაისი ISBN 978-9941-9388-0-1 ყდა – რბილი გამოცემის წელი – 2014 გვერდების რაოდენობა – 572
Last edited by Admin on Sun May 03, 2020 10:52 am; edited 1 time in total
Admin Into Armury
Number of posts : 6409 Registration date : 09.11.08
Subject: Re: თემურ ამყოლაძე Sun May 03, 2020 10:50 am
გაზაფხულს ხელში უჭირავს ქნარი, ანუ ერთი მართალი წიგნის გამო
„მოდის ზამთარი, მოიპარება, თან მოსდევს თოვლი, მიჰყვება ქარი და საქორწილოდ მომზადებულსა გაზაფხულს ხელში უჭირავს ქნარი“.
ანეტა დადიშკელიანისა, ლექსიდან „გაზაფხული“, გაზეთი „ივერია“, 1889 წლის 9 აგვისტოს ნომერი.
თემურ ამყოლაძის დოკუმენტური რომანი „დადაშქელიანების ამბავი“ (მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა) ძალიან საჭირო ნამუშევარია, დაკვირვებითა და ნელიად საკითხავი და, პირადად ჩემთვის, სულ ფანქრით მოსანიშნი ადგილებით... ვისაც კი იმ დროზე, მაშინდელ საქართველოზე და მეტადრე, ქუთაისზე ან სვანეთზე რამის დაწერა მოუნდება, ამ წიგნს გვერდს ვერ აუვლის, ისეთი დიდი რუდუნებით არის ნაგროვები ვრცელი ფაქტობრივი მასალა და ისეთი დალაგებულია... ასეთი წიგნები არა გვაქვს, არადა გვჭირდება ხოლმე ძალიან. ეს მარტო დადეშქელიანების საგა კი არა, იმ დროის პანორამაცაა და კითხვას რომ მორჩები, ის აზრი ჩნდება, რომ დაპყრობილი ქვეყნის ბედისწერაზეა ეს წიგნი... და ისეთი დაპყრობილი ქვეყნის, რომელსაც ვერ იმორჩილებს დამპყრობელი... რომ იმორჩილებდეს, მაშინ არც ეს მოხდებოდა: 1857 წლის 22 ოქტომბერს სვანეთის უკანასკნელ მთავარს, კონსტანტინე დადეშქელიანს გასახლების გადაწყვეტილება გამოუცხადა ქუთაისის გუბერნატორმა ალექსანდრე გაგარინმა, შელაპარაკებისას დადეშქელიანმა სასიკვდილოდ დაჭრა ეს უკანასკნელი, მოკლა თუ დაჭრა რამდენიმე იქმყოფიც გუბერნატორის ასაბიიდან. გაქცევის მცდელობისას შეიპყრეს და სამხედრო-საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით ქუთაისში დახვრიტეს... სანამ უშუალოდ ამ ამბავს მოგვიყვებოდეს, მანამდე ავტორი მარჯვე პარალელს გაავლებს: „გამოცადებული სიკვდილის ქრონიკასავით არის ეს ამბავი, ოღონდ იქ, მარკესის მოთხრობაში წინასწარ იციან, რაც უნდა მოხდეს და არავინ აფრთხილებს განწირულს, ამათ კი, აქ, დარწმუნებით არ იციან, მხოლოდ გრძნობენ საფრთხეს, მაინც აფრთხილებენ და განწირული არავის უსმენს. სეირის მაყურებელი კი ორივეგან ბლომადაა, ქუთაისშიც - ამ ნამდვილ ამბავშიც და საუკუნისშემდგომდროინდელ მარკესის სამშობლოშიც“ (გვერდი 244). თემურ ამყოლაძეს რომ დაველაპარაკე, ნელ-ნელა მივუყვები მეთქი შენგან საჩუქრად გამოგზავნილი წიგნის თავებს, ასე მომწერა: „ორი არჩევანი მქონდა: ან „მსუბუქად“ დამეწერა და მხოლოდ ამბავი მომეყოლა, ან ასე, ზღვა დოკუმენტები დამეხვავებინა. მაინც ეს ვარჩიე, სხვანაირად, ის საბუთები, რაც ვიპოვე, შეიძლებოდა, ვეღარავის ეპოვნა. თხრობაზე მეტი კვლევა გამომივიდა და ისტორიკოსების საქმეშიც გადავიჭერი, მაგრამ მაინც მგონია, რომ სწორად მოვიქეცი. ისე, მძიმედ საკითხავი გამოვიდა, მეც კი ვერ ვუძლებ მის გაბმულად კითხვას“. ... და მეც მგონია, რომ სწორად მოიქცა და მართალი წიგნიც ამიტომ დაგვიწერა, ისეთი წიგნი, რომლის დღევანდელი თუ სამომავლო მნიშვნელობაც სწორედ ეს სიმართლეა.
მიხო მოსულიშვილი 3 მაისი, 2020
წიგნის დასახელება – „დადაშქელიანების ამბავი“ (მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა) ავტორი - თემურ ამყოლაძე რედაქტორი - ერეკლე საღლიანი გამომცემლობის რედაქტორები - მერაბ კეზევაძე, ტარიელ ჭიღვარია მხატვარი - ავთანდილ აბესაძე გამომცემლობა - „საგამომცემლო ცენტრი“, ქუთაისი ISBN 978-9941-9388-0-1 ყდა – რბილი გამოცემის წელი – 2014 გვერდების რაოდენობა – 572