| | ფოლკრადიო FM 99,2 | |
| Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6414 Registration date : 09.11.08
 | Subject: ფოლკრადიო FM 99,2 Tue Dec 23, 2008 3:00 pm | |
| ფოლკრადიო FM 99,2
ეგეთი კარგი რადიო ჩემ სიცოცხლეში არ მიპოვნია - შემთხვევით გადავაწყდი დღეს, ჩემ მანქანაში რო ვეძებდი არხებს... და ის კი აღარ ვიცი, რო - ინტერნეტიდან თუ შეიძლება ამ არხის მოსმენა? ეთერო თათარაიძეს მიჰყავს საავტორო გადაცემაო, ამირან არაბულის ხმა მეცნო კიდევ და ხალხურებია, ხალხური სიმღერები გიორგი უშიკიშვილისა, ისეთები, რო , - სიმღერის უნახავს გაგხდის და აემ "ცნობადი სახეების" უნიჭო საესტრადო ჯაგი-ჯუგები - სუყველა კოშმარები გეგონება ამის მსმენელს... ვახ, რა უნიჭოები გვყვანან ეს მოესტრადეები, კაცოოო... ვახ! | |
|  | | არგანი Into Armury


 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Tue Dec 23, 2008 3:21 pm | |
| მართლაც კარგი რადიოა. მაქვს რაღაც შენიშვნები, მაგრამ ჯერ ადრეა მასზე საუბარი. ვაცალოთ და მერე აქ არა ვართ?  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6414 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Tue Dec 23, 2008 7:05 pm | |
| აი, ახლა, 19.00 საათზე დაიწყო ეთერ თათარაიძის საავტორო გადაცემა "ზეცას ვიყავ", რომელიც ამჯერად ეძღვნება იოსებ მიხეილის ძე ბაიაშვილს.  წინა გადაცემა ეძღვნებოდა ივანე წიკლაურს. თანა კიდევა - პაპა ალექსი მაჰყავსა, ალექსი ჭინჭარაული და იმას აყოლებს მაგარ-მაგარ რამეებსა. | |
|  | | bao Into Armury


 Number of posts : 384 Age : 60 Registration date : 11.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 12:23 am | |
| მეც ვუსმინე ბაიაშვილზე...  რა კარგი იყო! წიკლაურზეც! | |
|  | | სანათა Into Armury


 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | |  | | არგანი Into Armury


 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 12:45 am | |
| "რამ დამაბერა" უნიკალური ტექსტია. "გალობანი სინანულისა"-ს შემდეგ, მე არ მახსენდება აღსარებითი ხასიათის ("...ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა" ასეთი სრულყოფილი (მრავალმხრივ) ნაწარმოები. ხვარამზესთან არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, ამ ავტორის ხალხურ შემოქმედების "უძირო ძღვაში" ჩაძირვა დანაშაულია და არა შეცდომა, რომელიც სწორედ დღევანდელ ფოლკლორისტების სინდისზეა ... აეგრე! | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6414 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 12:53 am | |
|
Last edited by არჩანდა on Wed Dec 24, 2008 1:15 am; edited 1 time in total | |
|  | | სანათა Into Armury


 Number of posts : 331 Age : 61 Registration date : 10.11.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 1:03 am | |
| - არჩანდა wrote:
- სანათა wrote:
- bao wrote:
- მეც ვუსმინე ბაიაშვილზე...
 რა კარგი იყო!
წიკლაურზეც!
მეც მინდა რადიოოო 
*** სანათავ, მისრის მისრეთსა ვერსად გიყიდავს რადიო. ან თუ იყიდი, ისეთსა მარტო ყუთად რო ათრიო.
 ლუკა მთიბელაშვილი
ლუკამ თქვა: ღმერთმა უშველოს, ვინც მაიგონა რადიო . ვინ გააკეთა, ააწყვა ნეტა ეგეთა კარგიო .
რაც ეს ვიშოვე მას მერე ვეღარ მაწუხებს დარდიო , ჩემო პატარა ძმობილო, რარიგად შემიყვარდიო.
თუ კი ესეთა კარგ იყავ, აქამდე სადა მყვანდიო ? რატო არ მალევ გიშოვნე, თუ ესე გამართავდიო.
რამდენას რარამ მიამბობ, ტყუილია თუ ცხადიო, დღე და ღამ შენთან რო ვიყო , იმას არ მეტყვი წადიო.
ძილ რო არ მეკიდებოდეს, ღამით არ გამოგრთავდიო... 
Last edited by სანათა on Wed Dec 24, 2008 1:18 am; edited 1 time in total | |
|  | | არგანი Into Armury


 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 1:07 am | |
| ოციან წლებში იყო ასეთი სიმღერა:
"ახ, რადიო, რადიო პარიზში ჩაბრძანდიო, ჟორდანიას უთხარი მალე ჩამობრძანდიო..." | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6414 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 1:14 am | |
| - არგანი wrote:
- "რამ დამაბერა" უნიკალური ტექსტია. "გალობანი სინანულისა"-ს შემდეგ, მე არ მახსენდება აღსარებითი ხასიათის ("...ერთ დროს არ ლოცვამ ჯვრისამა" ასეთი სრულყოფილი (მრავალმხრივ) ნაწარმოები. ხვარამზესთან არ მითქვამს და ახლა ვიტყვი, ამ ავტორის ხალხურ შემოქმედების "უძირო ძღვაში" ჩაძირვა დანაშაულია და არა შეცდომა, რომელიც სწორედ დღევანდელ ფოლკლორისტების სინდისზეა ...
აეგრე! მოდი, თან იმასაც დავუკვირდეთ, არგანო - რა ფორმაში რითმავს სიტყვებსა: გზისამა - წყლისამა... და სუ აეგრე მიუყვება იმსიგრძე ლექსსა!.. ძაან მაგარ არისა, ძაანა! და ინდივიდუალურ ავტორ არისა, - რაის სახალხო მთქმელი? და რატო არ ამბობენ ამასა, ვერ კი ვხვდები - რაო, ჩინ-მენდლებ აჰყრიან ფოლკლორისტებსა თუ რა? | |
|  | | არგანი Into Armury


 Number of posts : 293 Location : თბილისი Registration date : 18.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Wed Dec 24, 2008 8:53 pm | |
| ფოლკლორისტებს ეშინიათ ფოლკლორი არ "გაუღარიბდეთ", ამიტომ ცოცხალი თავით არ დათმობენ, არც ცნობილ და არც ანონიმურ ავტორებს.  | |
|  | | არაბული Into Armury


 Number of posts : 183 Age : 29 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Sun Feb 15, 2009 10:02 pm | |
| ძალიან კარგი რადიოა... უსმენ მსოფლიო ფოლკლორს და ხვდები რომ ქართული ყველაზე ლამაზი და გამორჩეულია, ან ეს აუდიოები?! ... მოკლედ ვდებ აუდიოს თუ სურვილი იქნება მითხარით რომელი დავდო და დავდებ ალექსი ჭინჭარაული - კაცებს ჰხოცს ხელს კი არა სჭრის მოსმენა ცოტა დააცადეთ და ჩაირთვება | |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Tue Mar 03, 2009 2:11 pm | |
| გიორგი უშიკიშვილსა და ამირან არაბულს ფოლკრადიოზე სტუმრად ჰყავს პაპა გაბრიელ გარაშვილი... რა ნაღდი კაცია და რა კარგი პოეტი!.. თან მღერის კიდეც... ამასაც ”მოუვლენ” ხოლმე ლექსები - თავის ნებით კი არა სწერს, ”მე არა ვწერამ, მოკარნახე სხვა მყავ, - ვინა მკარნახობს, არ ვიციო”. |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Tue Mar 03, 2009 3:24 pm | |
| |
|  | | Guest Guest
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Tue Mar 03, 2009 3:28 pm | |
| ახლა კიდევ ”კანტე ხონდო” დაიწყო - ანდალუზიელი ბოშების სიმღერები!.. ვახ!.. მოკლედ, არსად უნდა გადართო ეს რადიო!..  |
|  | | მინდია Into Armury


 Number of posts : 168 Age : 35 Location : გადაღმა Job/hobbies : მეზღაპრე Humor : ჰორიზონტი სუფთაა Registration date : 13.12.08
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Thu Jun 04, 2009 3:53 pm | |
| | |
|  | | irma shiolashvili Front of Armury


 Number of posts : 53 Age : 46 Location : გერმანია Job/hobbies : ჟურნალისტი Humor : :-) Registration date : 10.03.09
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2 Mon Dec 21, 2009 3:20 am | |
| internetiT Tu SeiZleba misi mosmena? | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ფოლკრადიო FM 99,2  | |
| |
|  | | | ფოლკრადიო FM 99,2 | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|