არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ენვერ ნიჟარაძე

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:37 am

ენვერ ნიჟარაძე Enver_10
Enver Nizharadze

რა სიმშვიდეა, ქალბატონო...

რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა,
ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული,
თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,
მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული.

მოლისფერ ტბაში გამოცურდნენ თეთრი გედები
და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით,
მაშინ უფლისწულს და დედოფლის გვირგვინს ეძებდით
და მოკვდავთაგან ვეღარავის ვეღარ ამჩნევდით.

ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარით
და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრში თბებოდა,
სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით,
გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ.

ო, რატომ მისი გულის ფეთქვა არ მოისმინეთ,
რად არ იხილეთ მშვენიერი მხარე - ლამანჩა,
სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის წისქვილებს
და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა,

კი იყო, იყო დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი,
მაგრამ წარსული გრიგალებმა თოვლში დამარხეს,
ნუთუ თქვენ ტირით, ქალბატონო, არა, ცრემლები
სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას და სიამაყეს.

ახლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის,
გობელენებზე მოიწყინეს თეთრმა ვარდებმა,
მთელი სამყარო იფარება თოვლის ფიფქებით,
არც თქვენ და არც მას აღარავინ შეგიყვარდებათ.

ხომ არ შეგცივდათ, ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ,
წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა,
ჩამოდის თოვლი, განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან,
ჩამოდის თოვლი, იბინდება და სიმშვიდეა.


ენვერ ნიჟარაძე
პოეტი, დრამატურგი, ლიტერატურათმცოდნე.

დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს, ლენტეხში. 1964 წელს დაამთვრა ქუთაისის 23-ე სშუალო სკოლა, ოქროს მედლით. 1964-1966 წლებში თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოს“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში, ანდრო ჟორდანიას უფროსი მწვრთნელობისას.
1977 წელს დაამთვრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, წითელი დიპლომით.
1982-1988 წლებში მუშობდა ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად, 1988-1991 წლებში კი მწერალთა კავშირის მდივნად.
1991 წელს დაინიშნა საქართველოს მთავრობის თამჯდომარის მოადგილედ. სახელმწიფო გადატრიალებისა და ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში.
1995 წელს ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში, სადაც იმყოფებოდა 19 წელი.
2014 წლის სექტემბერში დაბრუნდა სამშობლოში.

წიგნები:
* ივერიის ვარსკვლავები : [ლექსები]. - [I-ლი გამოც.]. - თბ. : ნაკადული, 1987. - 87გვ. ; 16სმ.. - 35კ., 15 000ც.
* მარადიული დღესასწაული : [ლექსები. პოემა]. - თბ. : ნაკადული, 1977. - 46გვ. ; 16სმ.. - 2000ც.
* მაღალი აფრა : [ლექსები] - [თბილისი] ; ქუთაისი : საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1979. - 97 გვ. ; 14 სმ.. - 30 კ., 3000 ც.
* ვარსკვლავები ქალაქის თავზე : [ლექსები]. - თბ. : მერანი, 1981. - 96გვ. : ილ. ; 16სმ.. - 40კ., 10000ც.
* ელოდე ვარსკვლავთცვენას : პიესა ორ მოქმედებად / საქ. სსრ კულტ. სამინისტრო. ხალხური შემოქმედებისა და კულტსაგანმანათლებლო მუშაობის რესპ. სამეც-მეთოდ. ცენტრი. - თბ., 1981. - 49გვ. ; 20სმ.. - უფასო, 500ც.
* ლექსები. - [მე-2 გამოც.]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1984. - 141გვ. ; 16სმ.. - 55კ., 15000ც.
* ხსოვნის ზარები : [ლექსები]. - თბ. : ნაკადული, 1982. - 62გვ. ; 14სმ.. - 20კ., 2000ც.
* თანამედროვე-თანამედროვეს! : [ლექსები]. - თბ. : მერანი, 1986. - 207გვ. ; 17სმ.. - 90კ., 15000ც.
* სისხლის ყივილი : [ლექსები]. - თბ. : მერანი, 1988 (სტ. N1). - 143 გვ. ; 16 სმ.. - (ახალი ლექსის თარო). - 55 კ., 10000 ც.
* ხე მსხმოიარე : [ლექსები]. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1989. - 359 გვ. ; 20 სმ.. - 2 მ., 10000 ც.
* მზე ამოვა ქართველთა : [ლექსები / რედ.: ლალი თურბანდიშვილი]. - თბ. : მერანი, 1990. - 261 გვ. ; 20 სმ.. - 1 მ. 40 კ., 6000 ც.
* საქართველო - პარიზი სხვადასხვა ქნარებია, ISBN 9789941080258, 2015
* გრიგოლ Avalon რობაქიძე და ორი "წიგნაკის" ერთი საიდუმლოება - თბილისი : დანი, 2014. - 670 გვ. ; 29 სმ.. - გარეკანზე სათ.: გრიგოლ Avalon რობაქიძე. - შენიშვნები, განმარტებები, ბიოგრაფიები: გვ. 538-613. - ანბ. საძიებელი: 651-669. - ბიბლიოგრ.: გვ. 614-650. - ISBN 978-9941-0-7141-6

ბმული:
* https://www.aura.ge/101-poezia/1425-enver-nizharadze--sul-raghac-erti-nabiji.html
* http://mcs.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N171/N-171.pdf.aspx
* https://www.facebook.com/profile.php?id=100011003940556
* https://www.youtube.com/playlist?list=PLbYu6zeV3LcMAPXVhsc85kC43Le4KQ1cJ

Exclamation


პოეზიის საღამო 1
•Mar 26, 2019
mandalorian tv

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 2:18 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:40 am

ენვერ ნიჟარაძე

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ
და მოგვადგება კარზე ზამთარი...
შორს მოლოდინით გათანგულ ხეებს
წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის...

მე ვფიქრობ შენზე დიდი ხნის მერე
ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს...
გთხოვ, მაპატიო, რომ ვერაფერი
ვერ ავასრულე, რაც დამარიგე...

ამბოხებული დაცხრნენ ვნებები,
მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი...
გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას
რომ ბედისწერა უცდის თავისი...

თავისი წილი მზე და იმედი,
თავისი წილი ცა და ოცნება,
სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ
უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება...

მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან
ვერ ავიყოლე სული ნაგვემი,
ბედნიერება ჩემი წილხვედრი
კუზიანია, როგორც აქლემი....

მე, როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან
ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის,
და გზად ამოსულ ყველა ეკალზე
ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი...

მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ
მაინც მოვედი აგერ შენამდე,
ზამთარი მოდის, გთხოვ შემიფარე
პირველ მერცხლების შემოფრენამდე...

მე მოგიყვები ამდენი ხანი
საით მატარეს ფრთებით ლექსებმა.
სხვაგან ვერ წავალ, შენს გარდა ახლა
მე ალბათ არსად არ მიმესვლება...

შენ ერთადერთი იყავი ქვეყნად
ვინც არ ელოდა ჩემგან არაფერს,
მეც არაფერი არ მინდა შენგან,
ოღონდ წარსულზე მელაპარაკე...

მაგრამ სხვებივით თუ მომიძულე,
თუ დაივიწყე ჩემი პროფილი,
მე დავბრუნდები კვლავ ნირვანაში-
როგორც ციხეში უარყოფილი...

შევურიგდები ბედს, თუმცა ზოგჯერ
მაინც დანისლავს თვალებს სისველე,
რადგან შენს შემდეგ მე ამ ქალაქში
ვიცი არავინ არ გამიხსენებს...



მაია გონჯილაშვილი - სულ რაღაც ერთი ნაბიჯი...
•Sep 26, 2012
ენვერ ნიჟარაძის ლექსს კითხულობს მაია გონჯილაშვილი.

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 8:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:42 am

ენვერ ნიჟარაძე

ტკბილო ტიციან

მე ქვეყანაზე ერთხელ მოვედი
და მინდა მისთვის თავი გავსარჯო,
ხოლო როგორი ვიყავ პოეტი,
ეს დრომ და კიდევ ხალხმა განსაჯონ.

დიდების მახრა არ შემჩენია,
საკუთარ ლექსებს მშვიდად ვუყურებ,
მშვენივრად ვიცი, არ ვარ გენია,
იქნებ ვერც გავცდე ჩემს საუკუნეს.

ბევრ უღირსს დაფნით ადრეც ვამკობდით,
ბევრს ყალბი პოზა დღესაც უხდება,
ჩავხედავ შენს წიგნს და დანაკოდი
გული ცრემლებად ამოდუღდება.

განა სულ ვარდი დარგო წარსულმა,
ბევრმა სტრიქონიც კი ვერ გამართა.
მაგრამ შენს ლექსში სიტყვამ ქართულმა
თავადურ ეშხით გაინავარდა.

გაზაფხულის მზე ქედებს აკვდება,
ირემი ირემს უხმობს ბღავილით,
ვაი, რომ უკვე არ აყვავდება
უღვთოდ დამჭკნარი შენი ყვავილი.

თუ რამ ავი გვჭირს, ისევ ჩვენგანვე,
თუ ვინმე გაგვცემს, ისევ მოყვასი,
ჰგავს საქართველო ამით ესპანეთს
და შენი ბედიც ბედს გავს ლორკასი.

მაშ, ერთ წელს ჭირი ვინ დაანათლა
აქეთ ივერებს, იქით იბერებს
და ენატრება შვილი გრანადას,
და ენატრება შვილი იმერეთს.

დარდით მოკლული და დაყურსული
ჟამი-ჟამ ისევ შენს წიგნს მივწვდები,
მიმზერ ბავშვივით ტუჩგაბუსხული
და ვიცი, ვიცი რაზეც მიწყრები.

რომ ვერ ჩავიცვი რკინის წაღები
და ვერ დავყევი უცხო ტრამალებს,
რომ ვერ მივაგენ სისხლით დაღებილ
და გადაკარგულ შენს ცივ სამარეს.

იქნებ არც გერგო მიწა დამზრალი
და მშიერ მგლების გახდი საკბილო,
მინდა ეს გული ბოღმით გამსკდარი
უცხო სივრცეებს გადავაკივლო.

შენ უნდა ბინად გქონდეს მთაწმინდა
და ვაშლი გულზე ყვავილს გაყრიდეს,
როგორ ეგონათ მათ, ვინც გაგწირეს,
რომ შენთან ერთად ლექსიც დახვრიტეს.

არა, არ შეწყდა შენი სიმღერა,
მიმქრალი ცეცხლი უფრო გაჩაღდა,
ამ ლექსებიდან მზე რომ იღვრება,
ეგ შენი გულის მზეა ჩახჩახა.

სიტყვაა, კლდისგან გამონათალი,
კახო, ნატანჯო და ბედდამწვარო,
მინდა ჩემს შვილებს შენი მართალი,
გაუხედნავი ლექსი ვასწავლო.

სხვა კი, რას ვუზამ ნაღველს გალესილს,
მოძმე იგლოვო ესეც ნიჭია,
ჩემს გულს ვიოხებ, თორემ ამ ლექსით
შენ რას შეგმატებ, ტკბილო ტიციან.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:43 am


ენვერ ნიჟარაძის შემოქმედებითი საღამო გორში
•Nov 5, 2019

:::

ენვერ ნიჟარაძე

საქართველო

ეს მე ვარ, მე ვარ, ვარ საქართველო,
აღზევებული აწ და მარადის,
თუმც გაყიდული და გულმოკლული
ასჯერ კრწანისით, ასჯერ მარაბდით.
თუმც დანგრეული, მაინც ამაყი,
მაინც ძლიერი ხანგამოშვებით,
რეკდნენ ზარები და ჩალისფერი
კვლავ ტკაცუნებდნენ ჩემი დროშები.
რეკდნენ ზარები და ვმაღლდებოდი
კვლავ ციხეებად და გუმბათებად
და მოდიოდა დიდი დავითი
და ამოღებულს ჰგავდა სატევარს.
და მოდიოდა ბრძენი თამარი
სიკეთედ მოყვრის და მტერთა რისხვად,
მაშინ ივარგა, თუკი ოდესმე
მართლა ივარგა ქართულმა სისხლმა...
მერე მეძინა მე სამასი წლის
გარდაუვალი ლოდინით დაღლილს...
და მაინც ცოტნემ ჩემი გულისთვის
შიშველ სხეულზე წაისვა თაფლი.
ამბოხებული ბიჭების გვერდით
დაწვა, დიდ საქმეს არ უღალატა;
მე ახლაც ვხედავ შორს, ისპაჰანში,
თავმოკვეთილი ფეთქავს პაატა.
ეს მე ვარ, მე ვარ, ვარ საქართველო,
სულ მჭირდებოდა მე ქუდზე კაცი
და ვივსებოდი გლოვით და ცრემლით,
ცრემლით და ბოღმით, ბოღმით და ნაცრით.
მოჭრილ მკლავივით მტკიოდა მიწის
მიტაცებული ყველა მტკაველი,
მაინც ვცოცხლობდი, რადგან მე მყავდა,
გურამიშვილი და რუსთაველი.
მაინც ვცოცხლობდი, რადგან მე მყავდა
საბა-სულხანი, მყავდა ირაკლი,
მათი დიდების შუქს დღეს მშობლიურ
მუზეუმების სითბო ირეკლავს.
მისთვის დავარქვი გელათს გელათი,
ჟინვალს - ჟინვალი, არაგვს - არაგვი,
მისთვის მეჭირა ხელში მახვილი,
მემოსა ჯაჭვი და მუზარადი,
რომ არასოდეს ახალთან ერთად
არ შეწყდეს ჩემი სიმღერა ძველი.
რაღაა იგი სინათლე, ღმერთო,
სინათლე, რასაც თან ახლავს ბნელი,
და თუ გიყვარვართ, ბოლოს და ბოლოს
მე სიყვარული მინდა ნამდვილი,
რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ
და არ იცვლიან მას პერანგივით.
და მიდის ჟამი, ინგრევა ძველი,
იხსნება ქვეყნად ყველა ქარაგმა,
მაგრამ ვერასდროს ვერავინ შესძლებს
თქვენი ამაყი ჯიშის ალაგმვას,
სანამდე ძალა ქართული სიტყვის
და ბრწყინვალება ირგვლივ იღვრება,
არ დამთავრდება, არ დამთავრდება,
არ დამთავრდება დიდი სიმღერა!
მე მიხარია, დღეს როცა ვხედავ
თქვენს ნაჯაფ ხელებს და ხარის კისრებს,
არ დაგავიწყდეთ, ჩემი თვალებით
წიწამურიდან ილია გიმზერთ,
ჩემი თვალებით, ცისფერ თვალებით,
უზენაესი მსაჯული გიმზერთ;
მე ვადღეგრძელებ თქვენს ნათელ მიზნებს
და ჩემთვის აწ რომ გაკვალავთ, იმ გზებს.
და თუ გიყვარვართ, ბოლოს და ბოლოს
მე სიყვარული მინდა ნამდვილი,
რადგან სამშობლო ერთია მხოლოდ
და არ იცვლიან მას პერანგივით!

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 8:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:44 am

ენვერ ნიჟარაძე

სიყვარულის მაგია

ნ-ს.

დღეები ჩემგან ისე გარბიან,
როგორც სივრცეში გალაქტიკები
და სიყვარულის ზღაპრულ მაგიას
გაბრუებული უკან მივყვები.
დრო აღარავის აღარ იცოდებს,
ყველა ბილიკი თოვლით ჩაჩუმქრა,
დღეიდან ქვეყნად რასაც ვიცოცხლებ,
უნდა ჩავთვალო ღმერთის ნაჩუქრად.
აჰა, გადასცდა უკვე ნახევარს,
მოექანება თავქვე დაღმართი,
შეიძლებოდა უკან დახევაც
ოღონდ მანამდე, სანამ გნახავდი.
ახლა, როდესაც წარსულს ვიხსენებ,
ყოველი ფერის მიჭირს დათმობა,
შენი თვალები მწვავენ ისევე
და შენი სუნთქვით მინდა დათრობა.
ყველა საათი და ყველა წუთი
ღირდა ცრემლად და ღირდა ღიმილად
შენ ჩემში ცოცხლობ ნაზი, სათუთი
და სიფრიფანა, როგორც ბალილა.
არ ავიფარე მაინც ნიღაბი,
თუმცა მიცქერდა ბევრი დაცინვით,
მე შენ მიყვარხარ, როგორც მიყვარდი
იმავე გზნებით და თავგანწირვით.
მინდა მოგხვიო მხრებზე მკლავები
და გაზაფხულის მოსვლა გახარო,
რომ ერთხელ კიდევ ცამ ვარსკვლავები
თავზე პეშვებით გადმოგვაყაროს.
სანამ არყოფნის ნისლი შებურავს,
ამ მინდორ-ველებს თეთრი სუდარით
მსურს შენთან ვიყო და ძველებურად
გვქონდეს საერთო ნავსაყუდარი.
დე, იჩხრიალონ ნაკადულებმა
და ჩანჩქერები ხტოდნენ ლოდებზე,
ტანგაძარცვული ჩვენთვის ბუნება,
ისევ აყვავდეს სხვისთვის ოდესმე.
სხვებმა იარონ ერთად ამ გზებზე
ბორძიკ-ბორძიკით, როგორც ბალღებმა,
და იფრიალონ მაღალ ანძებზე
სხვა სიყვარულის ბაირაღებმა.
სხვა შუქი ედგათ მთებს და ხობებს,
და ერთმანეთით სხვებმა იხარონ,
მე კი, თუ ქვეყნად მოვალ მეორედ,
მხოლოდ მისთვის, რომ შენ შეგიყვარო.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:47 am

ენვერ ნიჟარაძე

მოლოდინის მშვენიერება

ყოველდღე ველი
მძაფრ ქარიშხალის
მოახლოებას,
წამს, ციურ სუნთქვით
როს აფრები
დაიბერება,
ეს შენ ანიჭებ
მოულოდნელ
აზრს ჩემს ცხოვრებას,
მარადიული
მოლოდინის
მშვენიერებავ.
და თუ განგება
მცირეოდენ
იღბალს მომადლის,
ალბათ ოდესმე
მზიან დღით თუ
წკვარამ ღამეში,
მეც შემაცურებს
მოდრეიფე
ბედის ხომალდი
დიად ვნებათა
და გრძნობათა
ოკეანეში.
დაე, გრიგალი
გემს მრისხანე
ტალღებს უშენდეს,
სანამ შერჩება
ანძებს აფრის
ერთი ნახევიც,
მწამს, რომ ვიპოვი
ჯერ სხვათაგან
აგმოუჩენელ
კუძულს, რომელსაც
დაერქმევა
ჩემი სახელი.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:48 am

ენვერ ნიჟარაძე

უნდა გამოვტყდე

თუ მართლა ეშმაკს
გვაახლოვებს
ცოდვა ყოველი,
იმ ქვეყნად ალბათ,
ჯოჯოხეთში
ტანჯვა მომელის,
მაგრამ ზოგ - ზოგებს
რომ ვუყურებ,
უნდა გამოვტყდე,
არც ისე შორი
მეჩვენება
უკვე სამოთხე.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:49 am

ენვერ ნიჟარაძე Enver_16

ენვერ ნიჟარაძე

დაბრუნება

ჩემი სიტყვების საგანძურიდან
ყველაზე ძვირფას სიტყვას მოგიტან,
ის იბადება ტანჯვის მორევში
ისე, ზღვის ქაფში ვით აფროდიტა.

ის შემოდგომის ცაზე გაკრთება,
როგორც მირაჟი, ანდა ზმანება
და იგი, ალბათ, ჯერ შენთვის ნათქვამ
არავის სიტყვას არ ემგვანება.

ყველა დროში და ყველა ავდარში,
ამ სიტყვას სულში ფრთხილად ვარწევდი,
საოცარია, ამდენი ხანი
ანკი უთქმელად როგორ გავძელი.

იქნებ იმიტომ, შენკენ მარები,
რომ გრიგალებმა ბევრჯერ დამცადეს
და სულს ვითქვამდი ფრენით დაღლილი,
ვით ალბატროსი -- გემის ანძაზე.

მე მოვიხადე ყველა სახადი,
რაც კი არსებობს, თითქმის უკლებლად,
და ბოლოს, მივხვდი, თურმე უშენოდ
არა აქვს აზრი თავისუფლებას.

და მე ვბრუნდები, ჩემს ცოდვილს მზერას
სამარადისოდ შენზე ვაჩერებ,
შენ კი ან კალთა გადამაფარე,
ან მომიკვეთე და შემაჩვენე.

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 9:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:52 am


მერაბ სეფაშვილი - რა სიმშვიდეა
•Mar 28, 2012

კომპოზიტორი ნუგზარ ჩხაიძე
ლექსი ენვერ ნიჟარაძე


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:56 am

ენვერ ნიჟარაძე

ო, იდუმალო ფიქრო

ო, იდუმალო ფიქრო, კვლავ თან მდევ, როგორც მდევდი,
ნელა ვივსები შორი ტყეების მწვანე სევდით,

მოგონებათა სითბო გათელილ გზაზე მიმაქვს
და შადრევნების ვერცხლში ჩქეფს მარმარილოს წვიმა.

ნუთუ დღემუდამ მარტო უნდა ვიარო ქარში
და შენი სახე ჩუმად ვეძებო ყველა ქალში,

იქნებ ამაო არის ძიებაც, ფიქრიც, განცდაც
და სიყვარული ძველი ბეჭდის თვალივით გაცვდა.

რა ვიცი, ღმერთმა უწყის, მაინც არ ვკარგავ იმედს,
თუმცა ბავშვობის მთებზე ბინდი ეშვება მძიმე.

სადღაც გათიბულ მინდვრებს სურნელი ასდით თივის
და ღამეს დაღლილ მხრებზე აყრია მთვარის სხივი.

დარჩენილია ისევ სამყაროს კარი ღია,
სად ქერუბიმთა სუნთქვა ისმის ღრუბელთა წიაღ.

და როცა ჰაერს შეძრავს რეკვა დაჟანგულ ზართა,
დაგელოდები ჩუმად შეუცნობელის ზღვართან.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:57 am

ენვერ ნიჟარაძე

თავისას ითხოვს მიწა

თავისას ითხოვს მიწა,
თავისას ითხოვს ზეცა,
ჟამი ამქვეყნად ყველა
ციხესიმაგრეს ლეწავს.

გაახელ თვალს და სივრცე
უკვე ბინდისფერს ირევს.
სათქმელი ბევრი დარჩა,
დრო --- სულ მცირე და მცირე.

სიცოცხლე ურა ცხენზე
ამხედრებული მიქრის,
ჩვენ კი ჯერ არაფერი
არ შეგვიქმნია თითქმის.

ის კი არადა ძველთა
მონაპოვარიც დავთმეთ,
ჯერ კიდევ ბევრი ვალი
გადასახდელი გვმართებს.

ნაცვლად იმისა სოფლის
სუნთქვას მივუგდოთ ყური,
დავმძიმდით კერძო ფიქრით,
ბოღმით, ზიზღით და შურით.

გადაგვავიწყდა უკვე,
როგორ გვმოძღვრავდა შოთა,
ბევრის მოხვეჭა გვინდა,
მაგრამ გვსურს გავცეთ ცოტა.

ხშირად გვაცდუნებს ეშმა,
სავალალოა რაიც,
სიცოცხლეს, თუნდაც ნაძრახს,
ვერ შევლევივართ მაინც.

ყვავ-ყორანსა თუ არწივს,
ბახალასა თუ მართვეს,
განურჩეველად ყველას,
მამულიშვილებს ვარქმევთ.

თუ ჩემი ძმა ხარ, მითხარ,
სანამდე მივალთ ასე,
რაღაც ფარცაგი მართლა
ტრიალებს დღეს ჩვენს თავზე.

ძველი ხატები ფეხქვეშ
გათელილები ყრია,
ავახვნათ დროზე თვალნი,
ვიდრე არ არის გვიან.

ვიდრე განგების მსჯავრი
თავს დაგვტყდომია რისხვით,
გამოვიდინოთ ჩვენი
გამოსადენი სისხლი.

სიცოცხლე ურა ცხენზე
ამხედრებული მიქრის,
ჩვენ კი ჯერ არაფერი
არ შეგვიქმნია თითქმის.

გაახელ თვალს და სივრცე
უკვე ბინდისფერს ირევს.
სათქმელი ბევრი დარჩა,
დრო --- სულ მცირე და მცირე.

წიგნიდან "სისხლის ყივილი" 1988

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 7:58 am

ენვერ ნიჟარაძე

მეტამორფოზა

თბილ ქვეყნებისკენ უკვე გაფრენილ
უცხო ფრინველთა ლამაზ ქარავანს
შენ ჩამოშორდი, რომ ნასხვისარი
არ შეგრგებოდა ლუკმა არამად.
რაღაც დიადი დასრულდა შენში,
რაღაც გათავდა, რაღაც დაიმსხვრა
და ვარსკვლავების ცისფერი სისხლი
გადაგაღვარა თავზე დაისმა.
ასე მიჰყვება ზაფხულს ზამთარი,
ტყეც შიშვლდება და კვლავ იფოთლება,
მიედინება შენი სიცოცხლეც
თითქოსდა მშვიდად და უშფოთველად.
მაგრამ დროდადრო, როცა ტკივილი
დაგეჯახება, როგორც ბიზონი,
შენ აყვირდები და იმეორებს
შენს ყვირილს ექო მარადისობის.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 8:00 am

ენვერ ნიჟარაძე Enver_17

ენვერ ნიჟარაძე

შვილებთან მამის გასაუბრება

ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
უკვდავებაზე გესაუბრებით,
ყური დამიგდეთ, წუთ მაჩუქეთ;
ბავშვობამ ჩემმა და სიჭაბუკემ
აქ გაიარა, ამ ტყეთა წიაღ,
სადაც კეთილი ქარები ქრიან,
სად შემოდგომით, ყოველ ცისმარე
ველები ნისლის ქათიბს ისხამენ,
სად იავნანას მღერის მდინარე
და ფერად სიზმრებს ხედავ მძინარე,
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
სიახლოვეზე გესაუბრებით.

სადაც ენგური და ცხენისწყალი
მოჰქრიან თავქვე ტალღაცინცხალნი,
სად პაპისპაპამ მედგრად აღმართა
"ლემ" -დროშა ლომთა, დიდ წინაპართა,
სად ამირანი ღმერთებს ეომა,
სად სვანეთია --- ლომის ხეობა,
იქ არის ჩვენი გვარის სათავე,
ჩვენი ჯილაგი, მუდამ მართალი
და შეურყვნელი სინდის-ნამუსით,
დააბიჯებდა მშობელ მამულში.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
სიამაყეზე გესაუბრებით.

ასე მგონია ჩემზე დარდობენ,
რადგანაც დავთმე და მივატოვე
მამისეული ძველი სახლ-კარი
კოშკი, მაჩუბი, ტყე და სამკალი
ისევ მელიან, ისევ მიცდიან,
მაგრამ მე, ცოდვილს, ვერ მომიცლია
ადგილის დედის მოსაფერებლად.
რა ახლოსაა ბედნიერება
და მაინც, მაინც როგორ დავშორდი
ელვარე კორდებს ჩემი ბავშვობის.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
უთქმელ სევდაზე გესაუბრებით.

რარიგ მკაცრია მაინც ცხოვრება,
მეც ჩამითრია მისმა მორევმა.
ტალღათა სრბოლამ და დაჯახემაბ,
შემომახვია დრო არტახებად.
იმედიც, სითბოც, სევდაც, იარაც
ბედმა თანაბრად გამიზიარა.
ტანჯვის, წვალების გზითაც მივლია,
მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილია ---
ეს ღვთის წყალობა და საჩუქარი ---
გულს რაღაც მაინც თუკი უხარის.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
სილამაზეზე გესაუბრებით.

როგორ ვიარე, როგორ ვიცხოვრე,
ძალიან მინდა, რომ თქვენც იცოდეთ,
როს განსაცდელის ჟამი დადგება,
ვინ იცის, რაში გამოგადგებათ
ჩემი სიტყვა და გამოცდილება,
მაშ, აბა, სხვამ ვინ, თუ არ შვილებმა
უნდა გაიგონ საქმე მშობელის
და სიყვარული ცხოველმყოფელი,
უნდა ასწიონ მაღლა მზესავით,
მამაშვილობის აზრიც ეს არის.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
მონატრებაზე გესაუბრებით.

თუკი თქვენ კარგი რამ დაგნათლიათ,
უპირველესად, დედის მადლია, ---
სიკეთე, სითბო, რწმენა, სიმართლე,
ჩირაღდანივით სულს რომ გინათებთ,
მეგზურად გყავდეთ პატიოსნება,
დედის ფიქრი და დედის ოცნება.
კარგ შვილს მშობელთან კრძალვა უხდება,
გფარავდეთ მისი ლოცვა-კურთხევა,
პატივი ეცით აწ და მარადის
მის სპეტაკ მანდილს კუბოს კარამდის.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
ღვთაებრივ შუქზე გესაუბრებით.

მე ქვეყნად ჩემი ვწიე ჭაპანი,
არა ვყოფილვარ ღძო და ჯაბანი;
არ შემიბღალავს კაცის ღირსება
არც სხვისი ცოდვა არ მეკისრება.
არც რა ქურდობა, არც რა ღალატი,
რწმენის ერთგული ვრჩები მარადის...
მამულს ვეკუთვნი სულით-ხორციან,
სხვისი დროშისთვის არ მიკოცნია,
სხვის ჩრდილს არასდროს შევფარებივარ,
თქვენს გამიჩნდით და ღმერთს ვყვარებივარ,
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
მშობლიურ ფერზე გესაუბრებით.

და მაინც, თუკი რამ შემეშალა,
თუ ზოგჯერ ჯიქურ, მოუხეშავად
ვცდილობდი ხოლმე ლელოს გატანას,
ცოდვაც რაიმე თუ მაქვს პატარა,
თქვენ ნუ იქნებით ძალზე მკაცრები,
გამარჯვების ფასს, ხომ დამარცხების
შემდეგ შეიგრძნობს ადამიანი,
და არასოდეს არის გვიანი
ყალბი პოზის და ყალბი დიდების
მიღმა შეცნობა ჭეშმარიტების.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
მღელვარებაზე გესაუბრებით.

ზოგმა სამშობლო სხვაზე გაცვალა,
ზოგმა სინდისი ფულს ანაცვალა,
ზოგმა უარყო, ზოგმა გაყიდა,
მტრად იზრდებოდა ვინაც აკვნიდან.
მაგრამ იუდას და მოღალატის
სიცოცხლე ქვეყნად გროშად არა ღირს,
შურისძიების ბასრ სატევარით
სადმე უყელებს ბედი მდევარი...
არა, სიცოცხლე, ღმერთმა გაშოროთ,
უნათესაოდ და უსამშობლოდ.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
ერთგულებაზე გესაუბრებით.

წითისოფელი ბევრჯერ დაგჯეგავთ,
სანამდე ქვეყნად გაგიმარჯვდებათ.
ბევრჯერ ჩაგაცმევთ ალბათ შავებსაც,
ვერ გაექცევით სევდა-კაეშანს.
არ უღალატოთ არსად მეგობარს,
სადარდებელი ისეც გეყოფათ.
ძმისთვის ყოველთვის უნდა იცლიდეთ
და გასაჭირში სულის სიწმინდე
შეინარჩუნოდ უნდა ბოლომდე,
არ გაავდეთ და არ გაბოროტდეთ.
ამ მწვერვალები და ამ ღრუბლების
სიანკარეზე გესაუბრებით.

თქვენ თქვენი გზები უნდა გათელოთ
და მიუტანოთ ძღვნათ საქართველოს,
თქვენი ლექსი და თქვენი ნახატი,
სუნთქვაც, გულისთქმაც, ლოცვაც, ღაღადიც.
და რახან გაჩნდით ქართულ მიწაზე,
ამოიკვეთეთ გულის ფიცარზე
ერთი აზრი და ერთი დევიზი:
მამულის აწმყო, მისი მერმისი.
მისთვის სიცოცხლე თქვენი ვალია,
სხვა ყველაფერი წარმავალია.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
სიდიადეზე გესაუბრებით.

რაგინდ სახელი გერქვათ კაი ყმის,
მშობლების ამაგს ვერ გადაიხდით, ---
დღიდან ადამ და ევას გაჩენის
ესაა თურმე შვილთა სასჯელი
ყველა მოდგმის და ყველა თაობის.
მეც მყავდა მამა, მაგრამ დავობლდი,
იანვრის თოვლში ჩუმად დაგვტოვა,
თუმცა სიცოცხლეს ძლიერ ნატრობდა.
და დღესაც ცრემლი თვალებს მისველებს,
მის კეთილ ღიმილს როცა ვიხსენებ.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
მწუხარებაზეც გესაუბრებით.

მერე რა, თუკი ზოგი ამქვეყნად
დასაბამიდან ამოდის ეკლად.
მავანთა სისინს ყურს ნუ დაუგდებთ,
ვინც ფიქრობს მხოლოდ სხვათა აუგზე.
მეგობრებიც ჰყავთ ქვეყნად პოეტებს,
ისინი თქვენ არ მიგატოვებენ
და როცა მწუხრის მძიმე ზარები
დარეკენ და მე გავემგზავრები
იმ ქვეყნად, ვიცი ჩემი წიგნებით,
მკვდარი თქვენს გვერდით მაინც ვიქნები.
ამ მწვერვალების და ამ ღრუბლების
უკვდავებაზე გესაუბრებით.

წიგნიდან "თანამედროვე - თანამედროვეს!"

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 11:13 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 8:05 am


Ani Glonti & Tornike Maisuradze ანი ღლონტი & თორნიკე მაისურაძე - "გადაიქროლეს ცივმა ქარებმა"
•Nov 19, 2015

მუსიკა: დათო ტურიაშვილი.
ლექსი: ენვერ ნიჟარაძე.
გადაცემიდან "ეკა ხოფერიას თოქ-შოუ" - 18.11.2015


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 8:09 am

ენვერ ნიჟარაძე

განა ყოველი წარსულს ბარდება

ჩვენ გვიფარავენ ძველი ხატები,
განა ყოველი წარსულს ბარდება,
მეტყვი: ძვირფასო, კვლავ მენატრები ---
და ქვეყნად ყოფნა გამიხარდება.

თითქოს ნისლიდან მზისკენ მიმყავხარ,
ცაც ძველებურად კრთის და ციმციმებს,
გეტყვი: ძვირფასო, ისევ მიყვარხარ ---
და შენს თვალთაგან ცრემლი იწვიმებს.

წიგნიდან: "თანმედროვე თანამედროვეს"

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 8:11 am

ენვერ ნიჟარაძე

მიდის ცხოვრება

მჯერა, გავუძლებ ამ განსაცდელსაც
და ბეწვის ხიდზე კიდევ გავიარ,
გარეთ წვიმისგან თმაგაწუწული
მაგნოლიები თეთრად ყვავიან.

დაიზლაზნება კატა ოთახში,
ნაბავს ჭრელ თვალებს და იზმორება,
მძიმეა, როცა წევხარ მარტოკა
და ფანჯრის მიღმა მიდის ცხოვრება.

ვიცი, რომ უკვე არ დაინგრევა
ძველ შეცდომათა მკვიდრი კედელი,
ალბათ ბევრ რამეს, რომ განმეორდეს,
სულ სხვანაირად გავაკეთებდი,

ავიცილებდი ჭორებს, რომლებიც,
გულში მხვდებოდნენ, როგორც ტყვიები,
მაგრამ ღალატს და პირმოთნეობას
კვლავაც არავის ვაპატიებდი.

ვიცი, რომ მალე წვიმაც გადიღებს,
და სული კვლავ მზით დაიტბორება,
ჯერ კი მარტოკა ვწევარ ოთახში
და ფანჯრის მიღმა მიდის ცხოვრება.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 8:12 am

ენვერ ნიჟარაძე Enver_15

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 9:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 8:16 am


მშვენიერია დედა თბილისი - "თბილისური კვარტეტი". Mshvenieria Deda Tbilisi - Tbilisuri Kvarteti
•Jul 14, 2016

,,თბილისური კვარტეტი" / TBILISURI KVARTETI (Official)

პრემიერა იმედის დილაში 14.07.2016.
კომპოზიტორი: რუსუდან სებისკვერაძე
ლექსი: ენვერ ნიჟარაძის


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:00 am

ენვერ ნიჟარაძე

ასიმეტრიული პოეზია

ენვერ ნიჟარაძე Enver_12

ენვერ ნიჟარაძე Enver_13

ენვერ ნიჟარაძე Enver_11



ბმული:
* https://www.facebook.com/profile.php?id=100011003940556&sk=media_set&set=a.1053778798332242&type=3

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:00 am


Forte - Don't Deem Safely Yourself
•Jun 19, 2012

Composer / Композитор / კომპოზიტორი - Jemal Sepiashvili / Джемал Сепиашвили / ჯემალ სეფიაშვილი
Poetry / Стихи / ლექსი - Nukri Rukhadze / Нукри Рухадзе / ენვერ ნიჟარაძე
Arranged by / Аранжировка / არანჟირება - Gia Macharashvili / Гия Мачарашвили / გია მაჭარაშვილი
Recorded by / Запись / ჩაწერა - Nukri Rukhadze / Нукри Рухадзе / ნუკრი რუხაძე


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:24 am

ენვერ ნიჟარაძე Asaaza10

ენვერ ნიჟარაძე

ქართული ანბანი

ხან მომშვილდული, ხან გამართული
ხან აშოლტილი, ხან დახლართული,
გამარჯვებულიც და დადაფნულიც,
მთელს დუნიაზე სახელგანთქმული,
დიდ ფარნავაზის ძველი ნათლული --
შენ ხარ ანბანი ჩვენი ქართული.

ანით, ბანით და განით -- ჰოემდე
ქართველნი შვებას შენში ჰპოვებდნენ,
შენ ვერასოდეს მიგატოვებენ,
რადგან ჩაუმქრალ ცეცხლად მოედე
პოეტებსა თუ არაპოეტებს,
მიმინოებსა თუ კაპოეტებს.

ხარ უკეთესი ყველა მადანში,
გამორჩეული სხვაში, ათასში
წარღვნათა თქეშში, ცეცხლის ღადარში,
ღმერთი და რჯული, შენით გადავრჩით.
ბრწყინავ წიგნებად, როცა გადაგშლით,
ვით იაგუნდი და ვით ბადახში.

ასოთა ჩხები და კუნწულები
შეკონილები, დახუნძლულები,
იგავის, ამბის, ზღაპრის, თქმულების
და სიბრძნის წყარო შენ ხარ ულევი.
ჩვენი ცრემლების, ჩვენი წყლულების
ნუგეშად ოდენ შენ გვეგულები.

კვლავ იგუგუნე და იგალობე,
მამულის ყველა ხატი გწყალობდეს,
არ მოგეშალოს ფუძე აროდეს,
რომ შვილი შენი შენით ხარობდეს,
ქალი ქალობდეს, ვაჟი გალომდეს
და მარადისი ტრფობით გყვარობდეს.

ხან მომშვილდული, ხან გამართული
ხან აშოლტილი, ხან დახლართული,
გამარჯვებულიც და დადაფნულიც,
მთელს დუნიაზე სახელგანთქმული,
დიდ ფარნავაზის ძველი ნათლული --
შენ ხარ ანბანი ჩვენი ქართული.

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 9:55 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:34 am

ენვერ ნიჟარაძე

რა სიმშვიდეა, ქალბატონო...

რა სიმშვიდეა, ქალბატონო, რა სიმშვიდეა,
ნიავმა წყნარად გადაფურცლა ძველი რვეული,
თითქოს შებრუნდა დრო და წლები უკან მიდიან,
მოგონებები მოფრინავენ სიზმარეული.

მოლისფერ ტბაში გამოცურდნენ თეთრი გედები
და დაიწინწკლა ზეცის სარკე სისხლის მარჯნებით,
მაშინ უფლისწულს და დედოფლის გვირგვინს ეძებდით
და მოკვდავთაგან ვეღარავის ვეღარ ამჩნევდით.

ის თქვენს ქუჩაზე დადიოდა სახით მწუხარით
და თოვლში მდგარი მხოლოდ თქვენზე ფიქრში თბებოდა,
სულ ერთი სიტყვა, სიტყვა მაინც რად არ უთხარით,
გეთქვათ და თუნდაც ჯოჯოხეთში წამოგყვებოდათ.

ო, რატომ მისი გულის ფეთქვა არ მოისმინეთ,
რად არ იხილეთ მშვენიერი მხარე - ლამანჩა,
სადაც ცხოვრობდა და ებრძოდა ქარის წისქვილებს
და არაფერი ლექსის გარდა სხვა არ გააჩნდა,

კი იყო, იყო დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი,
მაგრამ წარსული გრიგალებმა თოვლში დამარხეს,
ნუთუ თქვენ ტირით, ქალბატონო, არა, ცრემლები
სულ არ შეშვენის თქვენს ღირსებას და სიამაყეს.

ახლა დაგნათით მილეული მთვარე თითბერის,
გობელენებზე მოიწყინეს თეთრმა ვარდებმა,
მთელი სამყარო იფარება თოვლის ფიფქებით,
არც თქვენ და არც მას აღარავინ შეგიყვარდებათ.

ხომ არ შეგცივდათ, ქალბატონო, ხომ არ შეგცივდათ,
წინ ჯერ გზა გელით იქით, სადაც ზეცის კიდეა,
ჩამოდის თოვლი, განუწყვეტლივ ბარდნის ზეციდან,
ჩამოდის თოვლი, იბინდება და სიმშვიდეა.

:::


მერაბ სეფაშვილი - რა სიმშვიდეა
•Jan 25, 2013
ლექსი: ენვერ ნიჟარაძის


study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 2:18 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:36 am

ენვერ ნიჟარაძე

მნათობთა დასი

ვერ გაიხარა, ვისაც ენება
წმინდანთა ჩვენთა ავად ხსენება.
მნათობთა დასი ჩრდილს არ იკარებს.
ვერც გაიხარა, ვერც გაიხარებს.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:37 am

ენვერ ნიჟარაძე

ჰიმნი თავისუფლებას

თავისუფლება -- დაჩაგრულ ხალხებს,
თავისუფლება -- შებორკილ ხელებს,
თავისუფლება -- უწმინდეს ზრახვებს,
თავისუფლება -- სიმღერას ყველას!

თავისუფლება -- სიცოცხლის ღელვას
და დედას ბავშვის აკვანთან დახრილს,
თავისუფლება -- ოცნების ელვას,
პოეტის გულის ფეთქვას და ძახილს!

თავისუფლება! -- როდესაც მღერის
ხალხი -- ხმა მეხის ქუხილად ისმის,
ბედნიერია, მხოლოდ ის ერი,.
ვინც მისთვის წმინდა დაღვარა სისხლი.

მაშ, დაუდექი, პოეტო, მხარში,
მაშ, დაუდექი, პოეტო, გვერდში,
წვიმაში, თოვლში, ყინვაში, ქარში,
გრიგალში ხვატში, ბუღში თუ მტვერში,

რომ შენც იბრძოდე, რომ შენც ღელავდე
და სხვებთან ერთად გქონდეს უფლება
გაიმეორო ქვეყნად ყველაზე
ძვირფასი სიტყვა -- თავისუფლება.

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5867
Registration date : 09.11.08

ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე EmptyMon Feb 17, 2020 9:38 am

ენვერ ნიჟარაძე

შუქად მოციმციმენი

მათგან, ვინც სიტყვაზე ბოლომდე იდგა,
ვინც საქართველოსთვის მოდგა და მიდგა,
მისხალიც არ დათმო ხმალივით აილესა --
პარიზში
ბერლინში თუ
ბუენოსაირესში,--
ვინც შუქად ციმციმებს მეოცეს ღრუბლებში:
ექვთიმე -- ვაკეშია,
კალე -- დიდუბეში
თოვლია,
წვიმაა,
ყინვაა,
ქარია,
სხვები, უმეტესად, ლევილში არიან.

წვიმს, ღრუბელს თითქოს მოერღვა პირი,
საფრანგეთის ცა თავზე დაგტირით.
ბოთლით და ჭიქით - არ ვარ სუფრაზე -
მე საფლავიდან დავალ საფლავზე.
გალუმპულია ხავსი და ფითრი.
სულ სათითაოდ შენდობას გითვლით.
ვერც წვიმა აქრობს, ვერც ღვინის ჭიქა,
ცეცხლს, რომ მითუთქავს გულსა და ჯიგარს.

რკალიდან: „ლევილის სავანე და ძვალშესალაგი“.

study


Last edited by Admin on Mon Feb 17, 2020 2:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ენვერ ნიჟარაძე Empty
PostSubject: Re: ენვერ ნიჟარაძე   ენვერ ნიჟარაძე Empty

Back to top Go down
 
ენვერ ნიჟარაძე
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: