არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნუგზარ ზაზანაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:22 am

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 312

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
ჩემნაირი ხანშიშესულების ნატვრა

როცა დადგება ჟამი,
დაიშრიტება სიტყვა, _
უცებ მომკალი, ღმერთო,
ნუ მალოდინებ დიდხანს...

ვერ შევეგუე რიგებს,
ვერ შევეჩვიე ლოდინს:
გთხოვ _ უცებ...
რომ ვერც მივხვდე _
სად ვარ:
დავრჩი თუ მოვკვდი...

study


Last edited by Admin on Tue May 11, 2021 8:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:24 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
თუკი გკითხავს ვინმე ჩემზე,
რა უყვარდაო ყველაზე მეტად? _
ასე უპასუხე:

სასმელზე და დროსტარებაზე, წიგნის
კითხვასა და ლექსის წერაზე მეტად,
უყვარდა საღამოობით ქალაქების
პარკებში მარტო ჩამოჯდომა,
სიგარეტის გაბოლება
და სახეების თვალიერება, _
იქ, სადაც ვერავინ ცნობდა,
ის კი თითქოსდა ცნობდა ყველას,
ზოგს _ მიხვრა-მოხვრითაც კი _
თქო...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:25 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
ასე მითხრეს წიგნებმა:
იყავიო წყნარად,
რაც იქნება _ იქნება,
რაც არა და _ არა.

იგივე თქვეს ციგნებმა:
წუხილიო _ კმარა,
რაც იქნება _ იქნება,
რაც არა და _ არა.

ჩვენმა წერეთელმაც ხომ
ასე დაგვიბარა:
რაც იქნება _ იქნება,
რაც არა და _ არა.

ტიბეტელმა ბრძენებმაც
დასცეს თავის დასტური:
ბოლო-ბოლო ერთიაო
ლჰასაცა და ხაშურიც...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:28 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

მე ვიცხოვრებდი ზღვასთან და ა.შ.

მე ვიცხოვრებდი ზღვასთან,
ოლეანდრების გვერდით,
სადაც ღამე დღეს წყნარად
და ჯადოსნურად ერთვის...
მეყოლებოდა ბომბორა ძაღლი -
ყოველ საღამოს, ვიწრო ქუჩებით
ჩავუვლიდით თეთრ, სადა სახლებს,
ჩავუყვებოდით რივიერისკენ,
შევივლიდით პორტში,
თვალს შევავლებდით
სტუმრად შემოსული გემების დროშებს,
პატარა მწვანე თუთიყუშებით
ვამარჩიელებინებდით ბოშებს
და მერე ისევ ვიწრო ქუჩებით
დავბრუნდებოდით ყვავილებიან სახლში
და ა.შ.

მოსაწყენია?
ვინ იცის - რა უფრო მოსაწყენია?..
და მერე რა რომ
რეფლექსები ისევ მაწვალებს -
ხან ნაწვიმარი მიწის სურნელი მსიამოვნებს,
ხან ბუხრის ცეცხლზე მიშტერდება თვალი,
ხან ცას ვერ ვწვეტ მზერას, -
ის აღარა ვარ, რაც ვიყავ -
ხსოვნის მოსწავლედ ქცეული:
ცხოვრებას ვერც მოიგებ და ვერც წააგებ,
გინდ ააფეთქე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი -
ეს სხვა თამაშია
და ა.შ.
მოსაწყენია?
ყველაფერი მოსაწყენია
და არავინ უწყის - რა უფრო მეტად -
კაცია და გუნება:
მე ვიცხოვრებდი ზღვასთან...
და თუმცა მთაში მიწევს ცხოვრება -
იმედს არ ვკარგავ:
მოცინარი ღვთის სახე ჯერ არავის უნახავს...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:31 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

ბოდიბილდინგი

ბოდიბილდინგი - სხეულის კულტი:
გავივარჯიშოთ ყოველი კუნთი!
ძირს მერყეობა! ძირს რეფლექსია!
ვაშენოთ ტანი, ვით ეკლესია!
ვაშენოთ ტანი დღითა და ღამით!..
ერთია ქრისტე, ალაჰი, კრიშნა,
წმინდა და მღვირე, თეთრი და შავი -
ბოლო მოვუღოთ პირობით ნიშნებს!
მოძველდა ტრფობა, ოპერა, ლექსი, -
როკი, სპორტი და უსაფრთხო სექსი, -
აი, ჯანსაღი ცხოვრების წესი!
მიწაზე - მყარად! რა ყრია ცაში?!
და ასე ყოველ აღმართს ავივლით!..
სადღაც გაისის ბგერები მარშის,
დიდი ბელადის ილანდება
შორით აჩრდილი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:32 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

ოპტიმიზმის გენი

1
რა ვქნა - მეც ხარბი ვარ და
დიდხანს სიცოცხლე მინდა.
თუმც არ ვუჩივი მადას -
სული არ არის მშვიდად.
არსებობს, ნეტავ, გენი ოპტიმიზმის?
ალბათ - არებობს...
შეხედე იმ კაცს - როგორ ხარხარებს,
ეტყობა, რაღაც ძაან ახარებს...
თუმცა ვიცანი - უბნის გიჟია.
სული დღემუდამ დრტვინავს,
თრთიან ფოთლები ქარში...
ქარი მოიტანს წვიმას
ან ამ ბნელ ღრუბლებს წაშლის.

2
ვერ შევეჩვიე,
ვერაფრით შევეჩვიე ხვალის დღის შიშს,
ყრუ-მუნჯ შიშს,
მიცვალებულის სიცივე რომ დაჰკრავს,
შიშს უხილავის,
ჯერ არ დამდგარის,
მოსალოდნელის -
აჩრდილს,
იმ წამსვე თავზე რომ წამომადგება ხოლმე,
შვილებისაკენ როცა გავიხედავ...
და პირველი, რაც აზრად მომდის
არის „გაქცევა“ –
წაქცევას გაქცევა სჯობს...
თუმცა,
არავინ გელის უცხო გარემოში, -
არც მანაგუაში და არც სან-რემოში...
არც იმ ქვეყნად სცემენ პატივს
დაუპატიჟებლად მისულებს...

3
უწვრთნელი დავხვდი
და ვძაბავ სხეულს,
ვძაბავ გონებას და ვძაბავ სულს,
მძიმეა ტვირთი, ძალიან მძიმე
და მე ის მთრგუნავს
და მე ის მძულს!
მაგრამ რა ძალაა? –
უნდა აიკიდო
და პირუტყვივით ზიდო.
თანაც გზადაგზა -
პირუტყვს ვით შეჰფერის -
„აი, კიდო,
აი, კიდო...“

4
რისთვის?
ეს სოფელი რაღაცას რომ დაემსგავსოს?..
განსაცვიფრებელია ეს ნიჭი:
თავს იტყუებ,
იცი, თავს რომ იტყუებ,
მაინც იჯერებ ტყუილს
და მიდიხარ ცრუ მიზნისკენ იმედიანად!

ესე იგი
არსებობს მაინც გენი ოპტიმიზმის,
თავს მეტად რომ იჩენს ქარში...
ქარი მოიტანს წვიმას,
ან ამ ბნელ ღრუბლებს წაშლის...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:33 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

გარდამავალი ასაკი

„არის სიყრმეს და სიმწიფეს შორის...“
სიმონ ჩიქოვანი

სიმწიფესა და სიბერეს შორის
დგება შფოთვის თუ ძიების ჟამი -
მაშინ, როდესაც იგრძნობ, რომ მოდის
არყოფნა და რომ ყოველი წამი
ტკბილიც და მწარეც არის ძვირფასი
და მარადიულ მოლოდინს იტევს,
ასხივებს რაღაც უცხო სინაზეს, -
უდამნოში რომ სჩვევიათ ტიტებს...
და ვშფოთავ: აუ, რჩება რამდენი
რამ შესაგრძნობი, რამ გასარკვევი -
უნდა გავიგო დანამდვილებით:
რა ვარ,
რისთვის ვარ,
რა გზას გავყევი?..
ვშფოთავ, დავეძებ უცნობ სახეებს,
უცნაურ გემოს, საოცარ სურნელს,
ხან ყმაწვილივით რომ გამახელებს -
ეს რა ყოფილა სიცოცხლე თურმე!
ვშოთავ და... ახალ შეცდომებს ვუშვებ...
რჩება რამდენი რამ სანახავი!..
ბოლო არ უჩანს ცარიელ ქუჩას...
ციმციმებს წნარად ცისკრის ვარსკვლავი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:45 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
მე მირჩევნია _ უღრუბლო ცის ქვეშ,
მე მირჩევნია _ ბალახთან ახლოს _
სადაც იხსნება ნამდვილი სივრცე
და სადღაც ჩიტი-ჩიორაც გალობს.

ვიცი, არავინ გაცლის არჩევას,
ვიცი, ტყვეცა ვარ და მაინც მახსოვს,
რომ მირჩევნია _ უღრუბლო ცის ქვეშ,
უღრუბლო ცის ქვეშ,
ბალახთან ახლოს...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:47 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
ჩიტსაც სული აქვს,
რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს…

დაუგდე ყური:
გამთენიის წინ როგორ გალობს,
რა სრულყოფილად გალობს –
ქალაქშიც კი,
ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს
გადარჩენილ პატარა,
ვარდისფერ ვარდებიან სკვერში –
მოლაღურია თუ ბულბულია,
ტოროლაა თუ შაშვია…

სული რა შუაშია?
აბა, ისე როგორ იგრძნობ
ღამის კიდეს?..
და
თანდათან
თენდება კიდეც…

ღამის და დღის გასაყარზე:
ვარდი და ბულბული …
ქალაქშიც კი,
ამ მახინჯი სახლების სიახლოვეს…

მე მინდა,
ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს,
სადაც მკვდარი ჩიტების სულებია…

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 9:52 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
როცა არყოფნა შორს აღარ არი _
გულს უკეთ ესმის ძველი ზღაპარი,
ძველი იგავი და ძველი მითი...
და გული ხვდება _
შებინდებისას
რად
გალობს
ჩიტი...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 10:13 am

ნუგზარ ზაზანაშვილი

***
დედას

მე გაჩუქებდი მაისის წვიმას,
მთვარის შუქს,
ჩვილი ბალახის სუნთქვას,
მაგრამ საკუთარი არსებობის გარდა არაფერი მაბადია
და ისიც შენი ნაჩუქარია...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6700
Registration date : 09.11.08

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 EmptyTue May 11, 2021 7:16 pm


ნუგზარ ზაზანაშვილი - მენატრება მონატრება
•May 11, 2021

მენატრება მონატრება
© ნუგზარ ზაზანაშვილი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***

ნუგზარ ზაზანაშვილი

მენატრება მონატრება

მენატრება მონატრება
ვინმესი ან რაიმესი,
ვითომ ბევრი რამე ხდება...
წლევანდელი თოვლიც დნება,
თითქოს იწერება ლექსიც,
მაგრამ მაინც მენატრება
მონატრება ძველებური,
ვინმე შეყვარებულის
ან ვინმე გადამტერებულის.

ვერა, მაინც ვერ ანაცვლებს
მონატრებას მონიტორი,
კესანეზე ცვილიცა ჩანს,
ბუმბულიც ჩანს ფრთაზე ქორის.
მაგრამ ხელს ვერაფერს ახებ,
ყველაფერი არის შორი.

ვიცი, ესეც დაბერების
უტყუარი ნიშანია.
წავალ, ხალხში გავერევი -
წუწუნსა სჯობს რია-რია...

***
I miss the missing
The verse by Nugzar Zazanashvili (in Georgian)
This clip is made with: AUTUMN LEAVES - RICHARD GALLIANO TANGARIA QUARTET.
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021

ბმული:
* https://youtu.be/BHqZY3GHIIg

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 018

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 513

ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 1711

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნუგზარ ზაზანაშვილი   ნუგზარ ზაზანაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ნუგზარ ზაზანაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: