არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 მიქაელ მოდრეკილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 2:31 pm

მიქაელ მოდრეკილი Mikael19
Mikael Modrekili

„დიდებაჲ შენდა ქრისტე, მიზეზო ყოვლისა კეთილისაო. დაესრულნეს შეწევნითა შენითა საგალობელნი წ~ისა აღგომისა შენისანი, რომლითა იდიდების ცხოველს-მყოფელი სახელი წ~ჲ შენი...
შეწევნითა დიდად სახიერისა ღმრთისაჲთა, მე გლახაკმან და ფრიად უდებებით ცხოვრებულმან, ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაჲთა დაღონებულმან მიქაელ მოდრეკილმან, ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაჲ ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წ~ისა აღდგომისანი, რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაჲ მეხურნი*: ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, წესისაებრ საეკლესიოჲსა, უფალო ღაღადყავითა, ოხითითა, მოიხილითა და აქებდითითა, ძლიერად და სიწმიდით და სიმართლით, სისწორითა კილოჲსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა.
იხილე, მღვდელო ღმერთ-შემოსილო, კნინაკი ესე ნამუშაკევი უნდოთა ჴელთა ჩემთაჲ, რაჟამს უშრომელად აღმოივსო საღმრთოჲსა ამისგან წყაროჲსა, მოიჴსენე საწყალობელი სული ჩემი ქრისტეს სიყუარულისათჳს, რაჲთა თქუენცა ჰპოვოთ მადლი მოწყალებისაჲ და სასყიდელი სიყუარულისაჲ, რომელნი იკითხვიდეთ, ისწავებდეთ, გინათუ ისემენდეთ სიტყუათა ღმრთივ-სულიერთა საგალობელთა ღმრთისათა...
უფალო, წყალობით მოიჴსენე სული მამისა დავითისი, იოვანესი, დავითისი, და წყალობა ყავ საწყალობელისა მიქაელისათჳს“.


ბოლოსიტყვა მიქაელ მოდრეკილის კრებულის „საწელიწადო იადგარის“ მეექვსე განყოფილებიდან, ხელნაწერის გვერდი # 8.

---
* „მეხელები იყვნენ პირველი პროფესიონალი მთარგმნელები და ერთროულად მგალობელ-მუსიკოსები, რომელთაც გადმოიღეს ბერძნულიდან რვახმიანი რიტმული (მარცვლედოვანი საზომით დაწერილი) გალობის საწელიწდო რეპერტუარი და შეუწყვეს მას (რიტმული პუნქტუაციისა და ნევმების გამოყენებით) კილოები. მეხელების ახლად თარგმნილი ძლისპირებსა და გალობა-სტიქარონების შემცველ კრებულებს ეწოდებოდათ მეხური იადგარი, მეხური ძლისპირნი, მეხურნი ღვთისმშობლისანი, მეხური აღდგომის დასდებლები“. - ელენე მეტრეველი - „მეხურისა“ და „მეხელის“ გაგებისათვის“.


მიქაელ მოდრეკილი
Mikael Modrekili

მეათე საუკუნის ქართველი პოეტ-ჰიმნოგრაფი, მწიგნობარი, კალიგრაფი, მგალობელი, შემდგენელ-რედაქტორი ვრცელი ტიპის მეხური იადგარისა რომლის ხელნაწერი (S-425), უნიკალური, როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშია.

კრებული შედგენილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. თავდაპირველად მასში 1264 გვერდი უნდა ყოფილიყო (გარდა ბოლო ნაწილისა, რომელიც დაკარგულია), ჩვენამდე მოღწეულია 544 გვერდი. ხელნაწერის უდიდესი ნაწილი, რომელიც დახვეწილი კალიგრაფიითა და ფაქიზი მხატვრული გემოვნებით გამოირჩევა, გადაწერილია მიქაელ მოდრეკილის მიერ, დანარჩენი ნაწილი გადაუწერიათ ანონიმ გადამწერს და ეფთვიმეს. გარდა მდიდარი დეკორისა (ორნამენრული თავსამკაულები და მოხატული საზედაო ასოები), იადგარში წარმოდგენილია უძველესი პორტრეტული ჯგუფი - იოანე მტბევრისა და ბასილი კესარიელის მინიატიურული გამოსახულებები. კრებულის შედგენილობა: ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, სათვეო ანუ საწელიწადო ნაწილი, დასდებელნი აღდგომისანი, დასდებელნი საშაბათონი, დასდებელნისულისანი, საუფლოთა სახმარნი ფარაფთონი.

მიქაელ მოდრეკილი Mikael17

მიქაელ მოდრეკილის კრებული

მიქაელ მოდრეკილმა თავი მოუყარა მისი დროისათვის ქართული მღვდელმსახურებაში გავრცელებულ მთელი წლის მეხურ საგალობლებს (ორიგინალურსა და ნათარგმნს) - როგორც ქართველ (მიქაელ მოდრეკილი, იოანე მტბევარი, იოანე მინჩხი, სტეფანე სანანოისძე-ჭყონდიდელი, ეზრა, იოანე ქონქოზის ძე, ბასილი, კურდანაჲ, მერჩულე), ისე ბერძენ (ანდრია კრეტელი, კოზმა იერუსალიმელი, იოანე დამასკელი, თეოფანე, ეფრემი) ავტორთა ჰიმნებს. ბერძნულიდან თარგმნილი საგალობლების უდიდესი ნაწილი ავტორების გარეშეა წარმოდგენილი.

მიქაელ მოდრეკილის კრებულის ძლისპირი და ღმრთისმშობლისანი მთლიანად და საგალობელთა დიდი ნაწილი ნევმირებულია. მრავალრიცხოვანი ლიტურგიკული შენიშვნები, რომლებიც მიმართულია მგალობლებისა და მღვდელ-მსახურებისადმი მათი დამოძღვრისა და განსწავლის მიზნით, გვაფიქრებინებს, რომ კრებული სასწავლო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. ამით არის გაპირობებული ისიც, რომ ძლისპირი და ღმრთისმშობლისანი, რომლებიც გალობათა რიტმულ-მელოდიურ მოდელებს შეიცავს, ქარაგმაგახსნილად არის წარმოდგენილი. ეს ტექსტის ხმოვნებზე ნევმების (ნიშნების) სწორი განაწილების საშუალებას იძლევა, რაც აუცილებელია გალობის კილოს ზუსტი ფიქსირებისათვის. იადგარის ერთ-ერთ ანდერძში მიქაელ მოდრეკილი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობანი დაწერილია "სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა". მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისიცაა, რომ პალესტინური ტიპის ამ იადგარის ბერძნული მოდელი, რომელიც გავრცელებული უნდა ყოფილიყო ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში IX-X საუკუნებამდე, დღეისათვის დაკარგულია და მის შედგენილობაზე მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ქართული იადგარის საშუალებით.

ბმულები
* https://ka.wikipedia.org/wiki/მიქაელ_მოდრეკილი
* https://en.wikipedia.org/wiki/Mikael_Modrekili
* http://gelati.edu.ge/wp-content/uploads/2013/06/ნევმირებული-ძლისპირნი.pdf


მიქაელ მოდრეკილის იადგარი (10-ე საუკუნის ხელნაწერი)
•Oct 31, 2013

მეათე საუკუნის ხელნაწერი. მიქაელ მოდრეკილის იადგარი — X საუკუნის ქართული ხელნაწერი, საგანგებოდ შედგენილი ადრებიზანტიური ხანის ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელმაც X საუკუნეში ქართულ ენაზე არსებული ყველა ნათარგმნი და ორიგინალური საგალობელი შემოინახა. გადაწერილია 978-988 წლებში შატბერდის მონასტერში. გადამწერები არიან მიქაელ მოდრეკილი და ორი ანონიმი.
ტექსტი კლასიკური ნუსხურითაა გადაწერილი დაქარაგმების გარეშე, შავი მელნითა და სინგურით. ტექსტში სტრიქონს ზემოთა და ქვემოთ სინგურითვეა მიწერილი ძველი სანოტო ნიშნები. გაფორმებულია ფერადი საზედაო ასოებითა და ორნამენტული, სწორხაზოვანი თავსამკაულებით.
გადაწერილია ეტრატზე. შეიცავს 727 ფურცელს; ფურცლის ზომებია 26X21 სანტიმეტრი. ხელნაწერი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი: S-425)

study


Last edited by Admin on Sun Feb 02, 2020 11:12 am; edited 21 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 2:34 pm


ჟამთა და წელთა
•Feb 1, 2020

ჟამთა და წელთა
მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა წიგნიდან „საწელიწდო იადგარი“ (მეათე საუკუნე)
© ანსამბლი „გორდელა“, 1973

Ages and years
A liturgical chant from the 10th-century collection of Mikael Modrekili.
A sung by the Gordela Ensemble, 1973
From the UNESCO collection 'A musical anthology of the Orient', XXV, 1973

:::


მიქაელ მოდრეკილი

საგალობელი აღვსებისა

VII ჴმისა

სტიქარონი ,,უფალო ღაღადყავსა“

მხოლოდ შობილი ძეჲ და სიტყვაჲ მამისაჲ
ბუნებით უვნებელი, შეუხებელი,
მოხუედ ვნებად ჴორცითა
უჴორცოთა მფლობელი;
შესწირე თავი თჳსი მსხუერპლად მამისა,
ბუნებაჲ, რომელ ჩუენგან
მიიღე უცოდველო,
და აღასრულე, მჴსნელო,
ყოველი მოღუაწებაჲ
ჴსნისა ჩუენისაჲ,
ჯუარითა მოჰჴუედ ნეფსით
უკუდავი ღმრთეებაჲ
მაცხოვრად მოკუდავთა
ლახურითა განიგმირე,
სულითა უბიწოჲ შეჰვედრე
ჴელთა მამისათა.
ცხოვრების მომცემელო!
მხოლოდ შობილი ძეჲ და სიტყუაჲ მამისაჲ,
ცხოველი და ცხოვრებისა მომცემელი,
იხილე მკუდრად უსულოდ
ბუნებითა ჴორცთაჲთა;
ბუნებით შეუხებელ, დაუსაბამოჲ,
უხილავი და გარეშეუწერელი ღმერთი
შეიხჳე ტილოსა;
არსებით შეუცავო,
შეგიცვა შენ
ცათა დაუტევნელი
კნინმან მან საფლავმან.
შთაჰჴედ ქუესკნელსა
მის სიღრმესა, მაღალთა
საყდართაჲ მჯდომარეჲ ღმერთი,
და ბნელსა მყოფთა
ნათლად აღმოუწოდე

*
მხოლოდ შობილი ძეჲ და სიტყუაი მამისაჲ,
ჯუარს დამსჭუალული, ნეფსით თჳსით ვნებული,
ურწმუნოთა გუემული,
ყურიმლის ცემად მოსრული,
საფლავსა დადებული და დაბეჭდული
სიკუდილის დამსჯელი
და ბნელისა დამჴსნელი,
ღმერთი შეუწერელი,
არსებით დაუქცეველი
და უვნებელი
ყოვლად შეუხებელი
დაუბადებელი,
დაუსრულებელი,
ცხოვრების მომცემელი,
ქრისტე აღდგომილ არს მკუდრეთით და
ცხოველ არს იგი
აწ და უკუნისამდე.

study

გადამწერის ანდერძი 56 r:
„ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა. დაესრულა თთუჱ დეკემბერი. უფალო, ადიდე უძლევეელი მეფჱ დავით კურაპალატი, ამენ. უფალო, წყალობით მოიჴსენე სული უღირსთა მონათა შენთაჲ დავითისი და გლახაკისა მიქაელ მოდრეკილისაჲ“.

study


Last edited by Admin on Mon Feb 03, 2020 10:58 am; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 2:40 pm

მიქაელ მოდრეკილი Mikael13

მიქაელ მოდრეკილი

გალობანი აღვსებისანი

IV ჴმისა
თჳთძლისპირნი

გალობა IV

დაუსაბამოჲსაგან მამისა
ქრისტე, ძეჲ და სიტყუაჲ დაუსაბამოჲ
უპირატეს ჟამთა ყოფილი,
მხოლოჲ მხოლოჲსაგან უდედოდ შობილი,
აღსასრულსა ჟამთასა ჩუენთჳს განკაცებული,
ჯუარითა ნეფსით თჳსით ვნებული,
მტერთა თჳსთაგან გუემული, ვითარცა კრავი დაკლული,
ჴორცითა სიკუდიდ მოყვანებული,
სამ დღე საფლავსა დადებული,
ბეჭდითა დაბეჭდული,
დაკრძალული და მცველთა მიერ დაცვული,
ცხოველთა და ცხოვრების მომცემელი,
აღდგა საფლავით, ვითარცა ღმერთ არს.

*
ერნი ნათლისანი გარემოჲს დგეს
ნათლითა შემოსილსა მას საფლავსა,
რომლისაგან აღმოგჳბრწყინდა
ქრისტე , დაუსაბამოჲ იგი ნათელი!
მენელსაცხებლეთა მოუსპეს მწუხარებაჲ,
და განუქარვეს მგლოვარებაჲ,
რაჟამს აუწყეს ქრისტეს აღდგომისა სახარებაჲ!
ეტყოდეს მაგდანელსა: ,,გიხაროდენ!
აღდგომილ არს ქრისტე საფლავით,
ისწავეთ აწ სიმტკიცეი —
სიტყუათა, წამებითა საქმეთაჲთა
იხილენით ტილონი და სუდარი
სასწაულნი აღდგომისანი“.


გალობაჲ V

მოქცევმან ცოდვისამან
და უფსკრულმან უშჯულოვებისამან
დამნთქა სიღრმესა საცთურთასა
ნავითა უდებებისაჲთა!
ეკუეთნეს სულსა ჩემსა
ღელვანი მტერისა განსაცდელთანი,
შთანთქა უწყალოდ მჴეცმან სულთა მომსრველმან
და აწ
შენდა მოვილტი, ქრისტე, ცხოვრებისა სასოო,—
მოყავ ჴელი შეწევნისაჲ,
მიჴსენ ვითარ იონა ვეშაპისაგან,
და პეტრე დანთქმისაგან....


გალობაჲ VIII

გონებაჲ კაცთა მეტყუელთაჲ მოუძლურდა,
და სიბრძნე სოფლისა ბრძენთაჲ დაინთქა
უფსკრულსა მიუწდომელობისასა,
ორ-კერძოჲსა მისთჳს შობისა შენისა,
– ღმრთისა სიბრძნეო! –
რამეთუ იძლინეს ბუნებანი,
და განცჳბრდეს მეტყუელებანი!
ღმრთეებრ შობაჲ შენი უცნაურ და გამოუკულეველ,
და განკაცებაჲ უცხო და მიუწდომელ,
შენ იშევ ჴორცითა დედისაგან,
შობილი ღმრთეებით მამისაგან;
შესცვალენ ბუნებანი,
განაკჳრვენ მთავრობანი,—
რაჟამს აჩუენენ საკჳრველებანი,
დაჰმარხენ ორთა ბუნებათა თჳთებანი,
და აღძრენ მეტყუელებანი
დიდებად ღმრთეებისა შენისა.

*
მი-რაჲ-ხუედ შემუსვრად შენ ჯოჯოხეთისა,
ქრისტე უძლეველი, ღმერთი ყოველთაჲ,
ცხადად ამხილე მძლავრსა უძლურებაჲ,
რაჟამს მაცთურსა მოუსპე ძლიერებაჲ,
და წყუდიადისაჲ
განაქარვე მეუფებაჲ, მჴსნელო!
მაშინ სიკუდილი გლოით ჴმობდა:
განქარდა სუფევაჲ ჩემი, რამეთუ მოვიდა
მეუფეჲ მეუფეთაჲ, მაღალთა მფლობელი,
რომელ შევიწყნარე უმეცრებით,
რომელმან ღმრთეებით მომაკუდინა,
და საუკუნითგანნი
მკუდარნი ჴელმწიფეს მიმიხუნა“!!
ესე არს იესუ, ღმერთი უძლეველი,
რომელი ჯუარს -ეცუა, მოკუდა და დაეფლა,
მოგუანიჭა უკუდავებაჲ
და ბნელისა მყოფთა განათლებაჲ“!.

study


Last edited by Admin on Thu Jan 30, 2020 11:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 2:46 pm

მიქაელ მოდრეკილი Mikael14

მიქაელ მოდრეკილი

გალობანი აღვსებისანი

I ჴმისა
სპადუქნი უცხონი, ურთიერთას შეყოფილნი და განყოფილნი შეტყუებით,
მსგავსი მსგავსებითა და თითოეული განთჳსებითა. ქართულნი.

გალობაჲ V

,,იონა მენავეთ“ - ამათ ზედა.


ცხორებისა მომცემელი
სამარესა ახალსა დაგდვეს შენ,
მაცხოვარ!
და ლოდსა შენსა დასითურთ დაჰბეჭდეს
უშჯულოთა მათ მღდელთმოძღუართა,
რამეთუ ნეფსით მოჰკუდი ჴორცითა, უკუდავო,
და მოკუდავი უკუდავ ჰყავ, მჴსნელო,
გეუფლა შენ წყუდიადი ბნელი, –
ბუნებითა მით
ადამისითა,
შეუხებელსა თჳთ-მნათობსა.


*
სულიერითა ჴმითა
და საღმრთოჲთა სახიობათა ვიტყჳთ
ქრისტესა
ერთობითა ჩვენ ყოველნი მორწმუნენი,
უვნებელსა ბუნებითა მით
უსხეულოჲთა, საღმრთოჲთა, ხოლო ვნებულად –
ადამის ჴორცითა ვნებადითა,
და ესრეჲთ ვიცნობთ მხოლოსა მას
ორად ბუნებად,
შეურევნელად,
ღმრთეებითა და კაცებითა.


გალობაჲ VI

,,ქრისტემან ღმერთმან“ – ამათ ზედა.


მჴედრისა მიერ რაჟამს განეღო
საღმრთოჲ გუერდი შენი, ქრისტე,
გარდასწუთეს წუეთნი
სისხლისა და წყლისანი,
და შეწუეს ჯოჯოხეთი
საფუძველითურთ.
ხოლო რაჟამს გიხილა შენ ქუესკნელმან
სამარესა დადებული,
შეძრუწნდა და ზარ-განჴდილმან განუტევნა
სულნი საუკუნითგანნი
მძინარენი,
ადამისა ურჩებითა მომწყდარნი.

*
და ელვისა მსგავსი ანგელოზი
რაჟამს იხილეს მცველთა მათ,
მცხინვარებისაგან
დაცჳვეს ქუეყანასა
ზარ-განჴდილნი შიშითა;
ხოლო დედათა,
გლოვისა წილ, სიხარული აუწყა,
ღაღადებითა ეტყოდა მათ:
,,გიხაროდენ, ქრისტე აღდგა, ვითარცა თქუა,
ღირსნო! არამედ წარვედით
და ახარეთ
მოწაფეთა მისთა აღდგომაჲ ღმრთისაჲ“.

study


Last edited by Admin on Thu Jan 30, 2020 11:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 2:49 pm

მიქაელ მოდრეკილი Mikael16

მიქაელ მოდრეკილი

გალობანი აღვსებისა VII ჴმისა
სპადუქნი (მორთულნი)

გალობაჲ VII

,,მაღალსა ღმერთსა“ – ამათ ზედა.


ავაზაკთა შორის ჯუარს-ეცუ, მჴსნელო,
და დაისაჯე ძელითა
მართლ-მსაჯული ყოველთა დაბადებულთაჲ
მოჰკუედ ბუნებითა მოკუდავითა, მაცხოვარ,
ჰგიე, უხრწნელო, შეუხებლად
საღმრთოჲთა მით ბუნებითა,
რამეთუ დაჰმარხენი
თჳთებანი
შეურწყუემელთა მათ
ბუნებათანი, სახიერ,
და გიცანთ მხოლოჲ ორითა ბუნებითა.

*
რაჲ არს უცხოჲ ესე სასწაული
და ხილვაჲ განსაკრთომელი?
ჰოჲ სიმდაბლეჲ მაღლისაჲ, მიუწდომელი,
რამეთუ შემმოსელი ცათაჲ ღრუბლითა,
გარე-შეუწერელი ღმერთი,
შეიხჳა სუდარითა;
ცათა დაუტევნელი
შეიცვა დღეს
ჴორცითა საფლავმან,
და მკუდართა თანა იხილვა
უკუდავი ღმერთი მხოლოჲ დაუსაბამოჲ!


გალობაჲ VIII

,,დიდებითა მით“ – ამათ ზედა.


- ,,იოსეფ რჩეულო, მითხარ ჩუენ
ვინ არს ესე ჯუარ-ცუმულ ჴორცითა,
რომელი გარდამოჰჴსენ ძელით?“
,,მაუწყე ჩვენი, ნიკოდემოს ქებულო,
ვინ შეჰმურე წესითა მკუდართაჲთა,
შეხჳე ტილოჲ და სუდარითა,
და დასდევ საფლავსა შინა?“
- ,,ესე არს -
ქრისტე ღმერთი დაუსაბამოჲ,
რომელმან ივნო და მოკუდა ჴორცითა
სოფლისა ცხოვრებისათჳს,
ამან სიკუდილი მოკლას და აღდგეს მკუდრეთით!“

*
ყოველთა მეუფეო, ქრისტჱ,
მაღალო ღმერთო, უხილავო,
დაბადებულთა შემოქმედო,
მოიხილე აწ მაღლით წმიდით შენით
ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ზედა,
და აღმავსენ მადლითა საღმრთოითა
აღდგომასა შენისაჲთა!
მოჰმადლე
ძლევაჲ მეფესა მორწმუნესა
მტერთა ურწმუნოთა წინააღმდეგომთაჲ.
და წარუმართე, სახიერ,
აწ ფერჴთა ჩუენთა გზასა მშჳდობისასა“.

ბმული:
* http://manuscript.ge/wp-content/uploads/2019/11/Tao-Klarjeti-1.pdf -- გვერდი 182


study


Last edited by Admin on Fri Jan 31, 2020 11:46 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 2:57 pm


გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო
No views•Feb 1, 2020

გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო
მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა წიგნიდან „საწელიწდო იადგარი“ (მეათე საუკუნე)
© ანსამბლი „გორდელა“, 1973

Rejoice, o Holy Queen
A liturgical chant from the 10th-century collection of Mikael Modrekili.
A sung by the Gordela Ensemble, 1973
From the UNESCO collection 'A musical anthology of the Orient', XXV, 1973

:::

მიქაელ მოდრეკილი

დღესასწაულობაჲ ნათლისღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა და ჴსენებაჲ ღუაწლით შემოსილისა უძლეველისა მოწამისა ჰაბო ისმაიტელ ყოფილისა ქართველისაჲ


უფალო ღაღადყავსა... ჴმაჲ დ... (რაჟმს იხილე ურ...)

დამბადებელი დაბადებულთაჲ, ღმერთი, გარეშეუწერელი და მიუწდომელი, უხილავი, გამოუთქუმელი, რომელმან სიბრძნით დაჰბადა და შექმნა წყალთაგან ქუეყანაჲ ესე ძალითურთ და სამყაროჲთ, და გამოაბრწყინვა მას შინა ნათელი ესე მცხინვარებისა მზისაჲ და კაცთა მოჰმადლა ცხოვრებაჲ ესე, ინება კუალად ცხოვრებაჲ ჩუენი წყალთაგან და ქუხს ჴმითა ზეგარდამო განახლებად სულთა ჩუენთათჳს.

ნათელი ნათლისაგან შობილი, სიტყუაჲ მამისაგან გამოსრული, სრული ღმრთეებითა, თანაარსი და თანამოსაყდრე, სწორი მამისაჲ ბუნებით, გამოჩნდა ჴორცითა, წყალთაგან ნათელ იღო აწ, რაჲთა განწმიდნეს და ყვნეს იგინი განმწმედელად სულთა კაცთასა და განმანათლებელ, განმათავისუფლებელ ცოდვათაგან, და მოსცეს მადლი დათრგუნვად მანქანებათა ბოროტთა მტერისათა და შემმოსოს ძალი ღმრთეებისაჲ უძლეველი.

სული ღმერთ არს, ვითარცა იტყჳს წერილი, თჳთ ჴელმწიფე და შემოქმედ, ვითარცა იგი, დაჰბადებდა რაჲ დაბადებულთა, იქცეოდა ზედა წყალთა, დღეს იორდანესა სახითა ტრედისაჲთა გარდამოჴდა, რაჲთა უჩუენოს, რომლისათჳს მამაჲ ზეგარდამო წამებს ჴმითა, რამეთუ ესე არს, რომელმან მოსცეს პირველი იგი წარწყმედული კაცთა ცხოვრებაჲ წყალთა მიერ აღსაარებითა სამებისა წმიდისაჲთა.

განჰკაფე გუამი შენი, წმიდაო, მარხვითა და განსწმიდე სული შენი. მაშინ მადლითა ღმრთისა-მიერითა აღივსე და მიჰრბიოდე წამებად, ვითარცა ზუარაკი შესაწირავად ღმრთისა, მრგულიად დასაწუველად, და აღიარე კადნიერად მძლავრთა წინაშე, და სახელს იდევ ქრისტეანედ და სთქუ: ”არაჲ მეშინის ტანჯვათაგან თქუენთა, უღმრთონო, და თავყუანის-ვსცემ ღმერთსა ჩემსა, სამებით ცნობილსა და ერთარსებით დიდებულსა”.

რაჟამს გეუწყა განსრულებაჲ ღუაწლთაჲ მათ შენთაჲ, წმიდაო, და განსლვაჲ საკრველთა მათგან ჴორცთაჲსა და მისლვაჲ უფლისა, მაშინ უფროჲს განსძლიერდი და იწყე გალობად, ვითარცა რაჲ იგი გალობნ მკუდარსა ზედა, და ავაზაკისა თანა ჰჴმობდი: მომიჴსენე, უფალო, მოსლვასა მეორედ დიდებით, და შესწირევდი თავსა თჳსსა მსხუერპლად, ვითარცა მღდელი ჯერისაებრ, და ღირს იქმენ სუფევასა დაუსრულებელსა!

დიდ არს მადლი ნიჭთა შენთაჲ მეუფეო, რომელნი ჰყვენ წმიდათათჳს, რომელნი-ესე სათნო გეყვნეს შენ ღირსებითა. რამეთუ გამოაცხადე დღეს მოწამჱ შენი აბო ზეცით ცეცხლისა მოვლინებითა და უჩუენე ყოველთა კაცთა დიდებაჲ, რომელთა შენთჳს იღუაწონ. აწ გევედრებით, მეოხებითა მათითა მოგუმადლე მშჳდობაჲ და წყალობაჲ შენმიერი, რაჲთა მარადის უგალობდეთ სახელსა შენსა!


ოჴითაჲ ჴმაჲ ა გუერდი

გიხაროდენ გამორჩეულო მაღლისა მიერ, ღმრთისა მამისა და ძისა მხოლოდ-შობილისა მიერ წოდებულო, სულისა წმიდისა განბრწყინვებულო, ზეცას უჴორცოთა გუნდსა თანა შეერთებულო, მოწამეთა და მართალთა შორის ქებულო, ეკლესიათა შუენიერო სამკაულო, მარტჳლთა სიქადულო, მეფეთა სიხარულო, მორწმუნეთა შემწეო, ახოვანო მოღუაწეო აბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ!


ცისკრად ნეტარარიანთა დასდებელნი:

თავნი იტყჳან აბო


აღმსაარებელნი სამებისანი, მორწმუნენი ადამეანნი, აღმასრულებელნი საუფლოსა ამას დღესა ნათლითა შემოსილსა, საღმრთოჲთა შესხმითა უგალობდეთ ჴსენებასა აბო ახლისა მოწამისასა!

ბუნებითა უზეშთაეს შეიმოსე ბუნებაჲ ჩემი, ღმრთისა სიტყუაო,მხოლოდ-შობილო, და ნათელს-იღე ჴორცითა, უცოდველო, რომლისა მსგავსებითა ნათელს იღო მჴნემან აბო წყლითა და სისხლთა დათხევითა!

ოჳარისმყოფელთა ქრისტჱსთა, უშჯულოთა ისმაიტელთა, ნაშობთა შორის ბნელისათა ვარსკულავად მნათობად გამოჰბრწყინდი, მჴნეო მოწამეო აბო, და საღმრთოჲთა ნათლითა განანათლენ ქართლისა მყოფნი!

რომლისათჳს გუახარებდა ესაია ღმრთისმეტყუელი და სულითა წმიდითა პირველვე იტყოდა მოსლვისათჳს ღმრთისა ჴორცითა ცხოვრებად მორწმუნეთა, რომელმანცა იტჳრთნა უძლურებანი ძეთა კაცთანი, დღეს იორდანეს მოვიდა ნათლისღებად თჳთ მნათობი ნათელი, თუალთ-შეუდგამი, სოფლისა განმანათლებელი!

წინაჲსაწარვე მოგუასწავა დავით წინაჲსწარმეტყუელმან მოსლვაჲ მჴსნელისაჲ იორდანისა წყალთა, იტყოდა რაჲ განცხადებულად საღმრთოჲთა მით სიბრძნითა, მთანი იხარებდით წინაშე პირსა უფლისასა, რამეთუ მოვალს დღეს ნათლის ღებად სიმდაბლით იორდანეს, რომლისაგან შიშით ძრწიან უსხეულონი ზეცისანი.

ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მოწევნადის[ა] მისგან საუკუნოჲსა რისხვისა მის მომავალისა, რამეთუ არაჲ ჰყავთ თქუენ ნაყოფი სიმართლისაჲ! ეტყოდა წინამორბედი მომავალთა მისა: ”მაშინ მოვიდა მჴსნელი გალილეაჲთ იორდანეს ნათლისღებად , განმანათლებელი ყოველთაჲ!”

სურვილითა სულისაჲთა და ფრიად სიყუარულითა შენითა, დიდებულო მოწამეო ჰაბო, აღიძრვის დღეს გონებაჲ ჩუენი ქებად ღუაწლთა მათ შენთა ბრწყინვალითა ქებითა. პირველად წამებისა შენისა, ვითარ მჴნედ ჰშურებოდე, ძლიერად ეწყვე მტერსა, რაჟამს წარსდეგ მძლავრთა წინაშე, განდიდნა სახელი წამებისა შენისაჲ!

მოვედით დღეს, მორწმუნენო, იხილეთ მენელსაცხებლე, რომელმან შეწირა თავი თჳსი მსხუერპლად მისთჳს, რომელმან ივნო ჩუენთჳს, და სისხლთა დათხევითა სულნელ-ყო ეკლესიაჲ უფროჲს ყოველთა ნელსაცხებელთა და აწ ევედრების ყოველთა მეუფესა, ღმერთსა ჩუენსა, სულთა ჩუენთა ჴსნისათჳს ყოვლისაგან განსაცდელისა!

განზრახვითა კეთილითა შესცვალე შუებაჲ სოფლისაჲ და დიდებაჲ მისი შეჰრაცხე ნაგევად, რაჲთა ქრისტე შეიძინო, და სრულიად იღუაწე, და აწ არაჲ სარკითა, ვითარცა სახედ ჰხედავ მას, არამედ პირისპირ იხილავ საწადელსა. მეოხ გუეყავ, რომელნი აღვასრულებთ ჴსენებასა შენსა ნეტარო!

ადგილი იგი სამსხუერპლოჲ, რომელსა ზედა დაიწუა ყოვლად წმიდაჲ გუამი შენი, ნეტარო, დიდებაო მოწამეთაო, ემსგავსა საკურთხეველსა წმიდისა აჰრონისსა ზეცით ცეცხლისა დადგრომითა განგრძნობილად, ღირსო, ნათლითა ბრწყინვალითა, ჰხედვიდეს რაჲ, ურწმუნოთა დაუკჳრდა და მორწმუნენი იხარებდეს!


მიქაელ მოდრეკილი Mikael12


დასდებელნი ნათლისღებისა და წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსნივე

გიხაროდენ წინამორბედო და საღმრთოჲსა მოსლვისა მქადაგებელო! აჰა დღეს მოვიდა გალილეაჲთ იორდანედ ქრისტე, კრავი ღმრთისაჲ, ტარიგი წმიდაჲ, ჩუენთჳს განმზადებული მოსიკუდიდ ნეფსით ჯუარითა, რომელმანცა აღიხუნა სოფლისა ცოდვანი. განემზადე აწ, იორდანეო, განბანად უბიწოთა ჴორცთა მისთა, რომელსა არა უჴმდა საბანელი განწმედად, არამედ ჰნებავს განწმედაჲ წყალთაჲ, ამას თავყუანის-ვსცეთ, რომლისაგან პოვა სოფელმან დღეს დიდი წყალობაჲ.

გამოშჩნდი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებელად ქართლისა, ნეტარო, და ღუაწლი შენი უფროჲს ნათელსა მზისასა ბრწყინვალედ გამოჩნდა სახედ ელვისა, ბრძენო, საცნაურად სამყაროთა ზესკნელისათა, სახილველად ყოველთ[ა] კიდეთა ცისათა, რაჟამს ხატ ექმენ უფლისა ნათლისღებასა და განშიშულებული შთაჰჴედ ემბაზსა ღუაწლისასა და ორ-გზის ნათელს იღე წყლითა და სისხლითა, მჴნეო ჰაბო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ!

მკჳდრად აღთქუმისა გამოჰბრწყინდი და ძედ ზეცისა ჩინებისად იწოდე, ნაშობად აბრაჰამისა იქმენ, ნეტარო, ისაკ მეორე, ნეფსით მოგურილი დაკლვად, შესაწირავად უფლისა. სულად სულნელად გიცნა, ღირსო, ეკლესიამან, და ენითა შვილთა თჳსთაჲთა ჴმობს ღუაწლთა შენთა სიმჴნესა, რომელიცა შეიმკო სახედ ძოწეულისა და განშუენდა ბრწყინვალედ სისხლითა შენითა, მოწამეო, ღმერთსა ევედრე აწ მონიჭე[ბად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ]!

დაღაცათუ დამბადებელმან, სიტყუამან ღმრთისამან, შეიმოსა კაცებაჲ და მით ნათელ-იღო ჩუენთჳს, ხოლო არათუ ბუნებით შეირწყუნეს ღმრთეებაჲ და კაცებაჲ, არამედ შეიყვნეს!

დაღაცათუ ვითარცა ტრედი იხილვა გუამითა დღეს სული უხილავი ნათლისღებასა ქრისტესსა, არამედ არა ბუნებით აქუნდა გუამოვნებისა იგი ხატი, გარნა მსგავსებით.

შემდგომად დიდისა მის დღისა, დღესასწაულისა განმანათლებელისა, ნათლისღებისა უფლისა, შევამკოთ ერნო მოღუაწისაცა, ახლისა მოწამისა ჴსენებაჲ [ჰ]აბოჲსი!

რაჟამს მიიწია ბაბილონდ მთავარი ქართლისაჲ? მაშინ ნეტარი ჰაბო, შჯულითა ისმაიტელი, შეიწყნარა განგებითა ღმრთისაჲთა და მის მიერ გულისხმა-ყო ძალი ქრისტჱსი.

განიზრახა გულისხმის-ყოფითა მედგრობაჲ შჯულისა თჳსისა მამულისაჲ ქრისტჱს მოყუარემან [ჰ]აბო და მყის დაუტევა სიცბილი პირველი და აღიარა ქრისტჱს ღმრთეებაჲ.

მოიწია ჟამი ჩუენი, წარმართთა ბნელთა განათლებისაჲ, წყუდიადსა შინა მყოფთაჲ, რამეთუ მოვიდა უხილავი ნათელი ჴორცშესხმული გალილეაჲთ იორდანესა და მიიღო დღეს ნათლისღებაჲ იორდანეს, ვითარცა კაცმან, ჴელითა წინამორბედისაჲთა.

ვითარცა იხილა იოვანე უფალი ნათლისღებად, ესრეთ ეტყოდა ერსა: ”ესერა მდგომარე არს თქუენ შორის კრავი ღმრთისა მაღლისაჲ, აღმხუმელი სოფლისა ცოდვათაჲ, ესე არს მუშაკი კეთილი, ნაყოფიერ-მყოფელი სულთაჲ და წმიდა-მყოფელი ყოველთაჲ”.

მო-რაჲ-იწია სანატრელი ჰაბო არეთა ქართლისათა, იწყო ვედრებად ღმრთის-მოყვანებისათჳს უმჯობესად, და მოჰხედა უფალმან, შეიწყნარა თხოვაჲ მისი, გულისხმა-უყო შიში და სიყუარული და ტრფიალ-ყო მცნებათა მისთა ცხოველს-მყოფელთა.

მიერულა გონებისა სიბრმითა აგარეანთა ერსა, რომელთაგან გამოჩნდა ვითარცა რაჲ ვარდი ეკალთაგან, დაუტევა შჯული უნდოჲ და შეიყუარა სარწმუნოვებაჲ, ქადაგებული მოციქულთაჲ, ღუაწლით შემოსილმან [ჰ]აბო და იწოდა მსახურ სამებისა.

ვითარცა ესმა სანატრელსა ჰაბოს წიგნთაგან სულიერთა ახოვნებაჲ წმიდათაჲ, რომელი აჩუენეს სიმჴნით ქრისტჱსთჳს, განიცადნეს ტანჯვითა, აღეგზნა საღმრთოჲთა შურითა და იწრაფდა მსგავს ყოფად მათა, რაჲთა დასთხინეს უბიწონი სისხლნი თჳსნი ქრისტჱსთჳს.

ღმრთად იცნა ქრისტე იორდანემან და შეძრწუნდა ძალისა მისგან შეუძრველისა. დასცხრა ოხრისაგან, დუმილით ისწავა კრძალულებით განბანად საუფლოთა მათ ჴორცთა შემოქმედისა, ყოველთა ღმრთისა.

მსახურნი სამებისანი, უხილავნი, თანადგეს მაცხოვრისა ნათლისღებასა გარემოჲს საღმრთოსა საბანელსა, წმიდაარსობითა აქებდეს მხოლოდ-შობილსა ძესა, ჴორცითა ჩუენთჳს ნათელღებულსა”.

ბნელთა მათ აერთა, ღრუბელთაგან უნაყოფოთა, ვითარცა ვარსკულავი გამობრწყინდა ქრისტჱს მოწამჱ და არეთა შინა ჩრდილოჲსათა მზეებრ გამობრწყინდა ნეტარი [ჰ]აბო და ჰნათობს ქართლისა მკჳდრთა.

ყუავილი სულნელი ძირითაგან უნაყოფოთა გამოჩნდა ფერითა მით მეწამულითა და სულმან წმიდამან აღიტაცა ზეცად გონებითა და მუნ უჩუენა შუებაჲ წმიდათაჲ ყუავილოვანსა სამოთხისასა.

მჴეცთა მათ მძჳნვარეთა სისხლის მჭამელთა, მარადის მტერთა სულისა წმიდისათა, რაჟამს გულისხმა-ყვეს სარწმუნოვებაჲ უქცეველი, რომელი აქუნდა ნეტარსა[ჰ]აბოს, განიზრახეს მათ წარწყმედაჲ მისი.

კბილთა მათ გულისათა გესლოვან-ყვეს პირველქმნული, ხატად ღმრთისა დაბადებული, ხოლო ქრისტემან, იორდანეს განბანითა, კუალად განასპეტაკა.

ვითარცა იხილა ნათლისმცემელმან დაუსაბამოჲ ნათელი ნათლისღებად მომავალი, ქრისტე ღმრთად იცნა და კრავად სახელ სდვა, რომელი დაკლვად იყო სოფლისათჳს.

ეძიებდეს შეპყრობად მოწამესა ქრისტჱსსა უშჯულონი, ხოლო იგი ნეფსით მიეცა ჴელთა მათთა, ვითარცა მჴსნელი მოსიკუდიდ ჴელთა ჰურიათასა.

რამეთუ ”ცხოვრებაჲ ჩემი ქრისტე არს და სიკუდილი შესაძინელ არს”, ესრეთ ჰჴმობდი, მოწამეო, წინაშე უშჯულოთა მძლავრთა და მისთჳს დასთხიენ სისხლნი შენნი.

ისწავებდა წიგნთაგან და მოძღუართა ღირსად სარწმუნოვებასა და წესისა შჯულსა ნეტარი ჰაბო და სიხარულით ადიდებდა მამასა ძით და სულით წმიდითურთ.

რომელმან განახუნა საქანელნი ცისანი და წყალნი იგი ზესკნელისანი დამოადინნა ქუეყანად, დღეს განიბანების ჴორცითა იორდანისა წყალთა.

რომელმან შექმნა ზღუაჲ ესე დიდი და ვრცელი, და ჴმელი ჴელთა მისთა დაჰბადეს, დღეს ნათელს იღებს დაუღამებელი ნათელი, თჳთ მნათობი არსებაჲ.

ეტყოდა რაჲ [ჰ]აბო ნათესავთა თჳსთა: “კეთილ არს დატევებაჲ ბნელისაჲ და მოწრაფებაჲ ნათელსა ღმრთის-მეცნიერებისასა მონებად სამებისა”.

ესმა რაჲ ერსა ისმაიტელთასა, აღეგზნნეს ცეცხლებრ გულისწყრომითა და მჴეცებრ იღრჭენდეს კბილთა, რაჲთა მისცენ მოსიკუდიდ [ჰ]აბო, ქრისტჱს მოწამჱ.

არად შეჰრაცხა განრისხებაჲ უშჯულოთაჲ, არცა ყოვლად ზარგანჴდილ იქმნა, რამეთუ უყუარდა ქრისტჱ და არაჲ დასცხრებოდა კითხვად წიგნთა მათ საღმრთოთა.

ზეცით ჰხადა უფსკრულსა იორდანესა ზედა, უფსკრულსა მას სიბრძნისასა, მამამან ძესა ჴორც-შესხმულსა, და ესე ესმა იოვანეს, ვითარმედ ეგე არს ბუნებით ძჱ ჩემი და თანასწორი არსებაჲ დაუსაბამოჲ.

დღეს დუმან მდინარენი და ოხრიან აერნი, ღრუბელნი სამყაროთანი აცურევენ ცუარსა საღმრთოსა, შეითქუნეს მეტყუელი და უტყჳ იოვანე და იორდანე, და შიშით განბანნეს ჴორცნი მჴსნელისანი, ყოვლად უცოდველნი.

მოიწია რაჲ [ჰ]აბოჲს ჟამი მოღუაწებისაჲ, მყის მოიწინეს მსახურნი უშჯულოჲსა მსაჯულისანი, შეიპყრეს მოწამჱ ქრისტჱსი და შეკრული საკრველითა სამშჯავროდ მისცეს უმშჯავროდ და ჰგუემდეს მსგავსად მჴსნელისა.

განიხარა ნეტარმან უმშჯავროდ გუემაჲ ქრისტჱსთჳს, იწყო დაუცადებელად საპყრობილესა მას შინა, სულთქუმითა ჴმობდა ქრისტჱს მიმართ: “აჰა ესერა სიხარულით დავსდებ შენთჳს სულსა ჩემსა, შეივედრე, მჴსნელო!”

აუწყა მას ქრისტემან ჟამი აღსრულებისაჲ, მოსცა სიმჴნჱ გულსა მისსა და სიმტკიცჱ გონებასა მისსა. მას ჟამსა ჰრქუა მისთანათა მათ: “არღარა სადა მიხილოთ, რამეთუ მსურის მე განსლვად და ქრისტჱს თანა ყოფადა”.

შეინანა დაბადებაჲ კაცისაჲ დამბადებელმან და რისხვით აღჴოცნა წყლითა ნოვეს ზე ნათესავნი, აწ მითვე წყლითა მჴსნელმან აღჴოცნა ცოდვანი ჩუენნი.

ღმრთეებისა სამჭედურმან შთაიცუა, ვითარცა მატლი, მიწისაგანი ბუნებაჲ და მით მოინადირა წყალთა შინა ვეშაპი, მომზირალი ბრჭალთა ჩუენთაჲ.

აღეგზნეს გულის-წყრომითა უღმრთონი ისმაიტელნი ჰაბოჲსთჳს მოღუაწისა და ეტყოდეს მსაჯულსა: “წარწყმიდე მაცთური ესე და მჴდომი შჯულისა ჩუენისაჲ”.

მოჰყვანდა ვითარცა კრავი ნეფსით თჳსით დაკლვად ქრისტჱსთჳს გზასა მას წამებისასა, განსცხრებოდა სიხარულით, მოუდრიკა თავი მახჳლსა და შეჰვედრა სული უფალსა.

ძისა აღმსაარებელი, მამისა მადიდებელი, მაქებელი სულისაჲ უშჯულოთა ჴელითა დაიკლა, ვითარცა კრავი და შეიწირა მსხუერპლად ღმრთისა.

იორდანესა, ვითარცა უზეშთაესსა ყოველთა მდინარეთასა, მაქებელ ვექმნნეთ, რამეთუ განწმიდა დღეს სულმან წმიდამან და ემბაზ ექმნა საღმრთოთა ჴორცთა ქრისტჱსთა.

დაჰბადე, ქრისტე, ადამ ხატად ბრწყინვალედ, ხოლო მაცთურმან აცთუნა და დააბნელა, არამედ მოხუედ და კუალად ბრწყინვალე ჰყავ ნათლისღებითა და მაცთური დააბნელე.

შიში უღმრთოთაჲ განაგდეს მორწმუნეთა და სურვილით ამბორს უყოფდეს უბიწოსა ქრისტჱს მოწამესა, რაჟამს იხილეს აღსრულებული ქრისტჱსთჳს კეთილითა აღსაარებითა.

გამოჩნდა ზეცით ვარსკულავი მოტყინარჱ ღამესა ბნელსა მზეებრ ბრწყინვალჱ გუამსა ზედა ქრისტჱს მოწამისასა პატივად ღუაწლთა [ჰ]აბო მჴნედ მოღუაწისათა.

შეკრიბნეს ძუალნი ახოვნისა [ჰ]აბოჲსნი და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ხოლო იგინი ბრწყინვიდეს წყალთა შინა, ვითარცა მთიებნი ყოვლად მნათობიერნი.

რომელმან შეკრიბნა წყალნი შესაკრებელსა ერთსა საღმრთოჲთა ბრძანებითა და დაადგინნა, ვითარცა თხიერთა, უფსკრულისა საუნჯეთა, ღმრთისა სიტყუამან, წყლითა ნათელ-სცა წინამორბედმან.

დაუსაბამოჲსა მზისა ნათლისა ნათლისღებითა დამდაბლებულ არიან და დაბნელებულ უკუნისამდე მავნებელნი სულნი ბოროტნი და მზეებრ ნათობენ ნათელღებულნი ადამეანნი.

ზეგარდმო წოდებული სარწმუნოჲ ქრისტჱს მოწამჱ, სანთელი განბრწყინვებული, ნეტარი ჰაბო დაფარეს აქა ჴორცითა ისმაიტელთა, ხოლო ქრისტჱს მიერ ნათობს სულითა სასუფეველსა.

უვარისმყოფელნი შენნი, მომსრველნი მართალთანი, სიცრუვისა მოქმედნი, ურწმუნონი ისმაიტელნი, ქრისტე, მისცენ მწარესა მას საუკუნესა. სატანჯველსა დაუსრულებელსა.

უძლეველო მოწამეო, სრბაჲ კეთილად აღასრულე და აწ მკჳდრ ხარ ნათელსა გამოუთქუმელსა, ევედრე ქრისტესა, რაჲთა დაამჴუნეს მტერნი ჩუენნი აგარეანნი და ძლევაჲ მოსცეს მეფესა ჩუენსა.

განწმიდნა წყალნი წყალთა დამბადებელმან, განიბანა რაჲ მათ შინა ორითა ბუნებითა, აკურთხნა სულისა მიერ წმიდისა და ჩუენ მოგუანიჭა მათ მიერ მჴსნელმან ნათელღებულთა სასუფეველი.

მდინარჱ ღმრთისაჲ აღივსო საღმრთოჲთა წყლითა ცხოველითა დღეს, იორდანე, რაჟამს შეეზავა წყაროჲ უხრწნელებისაჲ სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომლისა ცუარითა იხარებს ჯეჯილი სულთა მართალთა ნათელღებულთაჲ.

ვითარცა ესმა ჴმაჲ ზეცით იოვანეს, ოხრაჲ მამისაჲ, მას ჟამსა ჰრქუა ერსა: ”აჰა ესერა მდგომარე არს თქუენ შორის კრავი ღმრთისაჲ, მე ნათელს-გცემ წყლითა, იგი ნათელს გცემს სულითა წმიდითა და ცეცხლითა”.

რაჟამს შეჰვედრა [ჰ]აბო სული უფალსა, ზეცისა გუნდნი წინაუძღოდეს მას, სიხარულით აღიყვანეს გალობითა ზეცად და მამაჲ აბრაჰამ მიეგებვოდა და შეიწყნარა წიაღთა თჳსთა.

რაჟამს მიუპყრა მოწამემან ქრისტჱსმან, ღუაწლისა მძლემან, მახჳლსა ქედი თჳსი ქრისტჱსთჳს, მას ჟამსა ჴმა-ყვეს მაღლით უჴორცოთა: “აღმოვედ ჩუენ თანა, გიწესს უფალი, და იხარებდი წინაშე მისსა”.

რომელთა მოკლეს უმშჯავროდ ნეტარი ჰაბო, დაესაჯა მათ საშჯელი საუკუნოჲ ჯოჯოხეთი და ბნელი იგი გარესკნელისაჲ, ხოლო იგი ბრწყინავს წინაშე ღმრთისა ნათელსა შინა უკუნისამდე.

რაჟამს მოვიდეს მსაჯული სახიერი და დაჯდეს განკითხვად საყდართა სუფევისა თჳსისათა, მაშინ მეოხ გუეყავ, ნეტარო ჰაბო, წინაშე ღმრთისა სულთა ჩუენთათჳს.

უზეშთაეს ხარ ქერობინთასა, ღირსო, უშუენიერეს ყოველთა სამკაულთა, ღმრთისმშობელო, უნათლეს მნათობთა სამყაროჲსათა, რამეთუ საღმრთოჲთა მადლითა სავსჱ ჰნათობ მარადის წინაშე ღმრთისა.

ბმული:
* http://www.allgeo.org/index.php/ka/949-2019-05-02-21-00-36


study


Last edited by Admin on Sat Feb 01, 2020 4:05 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 3:00 pm

მიქაელ მოდრეკილი Mikael20

მიქაელ მოდრეკილი

იამბიკონი*

იამბიკონი: ყოველსა მუჴლსა ჲ შეტყუებაჲ არს ე ჯერ იბ.

თქუმულნი: ორმეოცისა, ათისა, ექუსასისა, ერთისა, (ხუთისა) და ოცდაათისანი, ხოლო შენ ფრთხილო გულისხმა ჰყავ და ჩემ ცოდვილისა თჳს ლოცვა ჰყავ



I. „უგალობდითსა“... („უძლეველისა ძა...“)

უბიწოჲთა მით ვნებითა, ქრისტე, ღმერთო,
განჰკურნენ მჴსნელო, ვნებანი სოფლისანი,
რაჟამს ჴორცითა აღჰმაღლდი ჯუარსა ზედა,
დაეც სიმაღლჱ, მტერისა მაცთურისაჲ
და აღადგინე ბუნებაჲ კაცობრივი!

უსხეულოჲთა, საღმრთოჲთა ბუნებითა
ეგე უხრწნელად, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო,
რაჟამს დაიდევ საფლავსა შეუცავო,
მოჰკალ სიკუდილი, სიკუდილითა უკუდავო,
და აღადგინენ მკუდარნი საფლავისაგან!

ურჩებისათჳს ადამისისა მოჰკუედ,
მეორე ადამ, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო!
რაჟამს იხილე ძლეული დაცემულად,
აღადგინე დღეს აღდგომითა შენითა,
და კუალად აგე პირველსა დიდებასა!


II. „მოიხილესა“... („განგებულებაჲ ჴორცთ“...)

გამოისახა ცხოველს-მყოფელის ვნებაჲ
შენი ჴორცითა, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო,
რაჟამს დაიკლა კრავი იგი ეგჳპტეს
საჴსრად პირმშოთა, ხოლო შენ შეიწირე
ნეფსით მამისა ცხოვრებად მომწყდართათჳს.

გამოუთქმელი სიმდიდრჱ-ღმრთეებისაჲ
არ[ი]მათიელმან იოსეფ დაიუნჯა,
რაჟამს საუფლოჲ გუამი დადვა საფლავსა,
ვითარცა მკუდარი მოკუდავთა უკუდავებაჲ,
და დაიმკჳდრა სრულიად ნეტარებაჲ.

გამობრწყინდა დღეს თჳთ მნათობი ნათელი,
შეუხებელი, ქრისტე, მზჱ სიმართლისაჲ,
რომელი-იგი დაეფარა სიჩრდოსა
საფლავისასა ბუნებითა ჴორცთაჲთა,
და ჴელმწიფებით აღდგა, ვითარცა ღმერთ არს.


III. „განძლიერდასა“... („მხოლოდშობილო, ქრისტე ღმრთისა...“)

მხოლოდშობილო, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო.
რაჟამს ჴორცითა აღჰმაღლდი ჯუარსა ზედა,
უბიწოჲთა მით სისხლითა მოიყიდე
და დაიწინდე ეკლესიაჲ წარმართთაჲ,
ვითარცა სძალი, უკუდავმან მეუფემან.

მხოლოდშობილო, ქრისტე,ღმრთისა სიტყუაო,
რაჟამს დაიდევ ნეფსით თჳსით საფლავსა,
საფლავით მკუდარნი აღადგინენ ჴელმწიფედ,
რამეთუ მიხუედ სულთა საპყრობილესა
და შეწყუდომილნი მას შინა გამოიჴსნენ.

მხოლოდშობილო, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო.
რაჟამს უკუდავი ღმერთი ა[ღ]სდეგ საფლავით
დაჰჴსენ სიკუდილი, განაქარვე ხრწნილებაჲ,
და მორწმუნეთა მოგუმადლე უხრწნელებაჲ,
და უკუდავებაჲ მოკუდავთა მოგუანიჭე!


IV. „უფალო მესმასა“... („გამოჩინებაჲ შ“...)

გამოჩინებაჲ შენი, ღმრთისა სიტყუაო,
შორის ორთა მათ ცხოველთასა ქადაგა
ქრისტე ამბაკომ, რომელი შორის ორთა
ავაზაკთასა ჴორცითა და დაემშჭუალე
ჯუარსა და ვნებაჲ ნეფსით თავს იდევ ჩუენთჳს.

განაღო პირი ოდესმე ქუეყანამან
და შეიწყნარა სისხლი იგი უბიწოჲ
აბელ მართლისაჲ და მიიღო მან წყევაჲ.
ხოლო დღეს რაჟამს შეიწყნარა საუფლოჲ,
გუამი მიიღო, კურთხევაჲ საუკუნოჲ.

გურწამს მორწმუნეთა ერთი ქრისტე ძე მხოლოჲ,
დაუსაბამოჲ, ორითა ბუნებითა,
ღმერთი და კაცი, უკუდავი და მოკუდავი,
რომელი მოკუდა ჴორცითა და დღეს აღდგა
უძლეველითა ღმრთეებისა ძალითა!


V. „ღამითგანსა“... (გამოაბრწყინვე“...)

გუაუწყე ჩუენ აწ ესაია ნეტარო,
ვინ-მე არს ესე მეუფეჲ დიდებისაჲ,
გჳრგჳნოსანი ეკლისა გჳრგჳნითა
და შეღებილი უბიწოჲთა სისხლითა,
რომელმან ივნო ჯუარითა და მაცხოვნნა.

განკაცნა ღმერთი ძლიერი და ჴელმწიფეჲ,
საუკუნეთა მეუფეჲ და მთავარი.
ესე არს მჴსნელი სოფლისა ენმანუველ,
ჩუენ თანა ღმერთი, ვნებული ჴორცითა დღეს
და უვნებელი ღმრთეებისა ხატითა.

განცხადებულად აღესრულნეს დღეს ჴმანი
ღმერთშემოსილთა წინაჲსწარმეტყველთანი,
რამეთუ ღმერთი უკუდავი მოკუდავთა თჳს
ჴორცითა მოკუდა დაიდვა სამარესა
და აღდგა მკუდრეთით ღმრთეებისა ძალითა.


VI. „ღაღადყავსა“... („მოაკუდინე შენ ქრისტე“...)

მოჰკუედ ჴორცითა შეუხებელი ღმერთი,
ვნებაჲ ჯუარითა უვნებელმან თავს იდევ
და ყურმილის ცემაჲ შეიწყნარე ჴელთაგან
მონისათა დღეს ანგელოზთა უფალმან,
რომლითა მოსპე მთავრობაჲ სიკუდილისაჲ.

მუცლად გიღო შენ უძღებმან ჯოჯოხეთმან
ღმერთი ყოველთაჲ უმეცრებით, სახიერ,
და ვერ შეუძლო, უხრწნელო, განხრწნად შენდა,
ვერცა გეუფლა მთავრობაჲ სიკუდილისაჲ,
უკუდავებისა მფლობელო მეუფეო!

მოაკუდინე შენ სიკუდილი სიკუდილითა,
ღმრთისა სიტყუაო, და საუკუნოვანნი
მკუდარნი იონაჲს სახედ იჴსნენ, სახიერ,
მჴეცისა მისგან სულთა წარმწყმედელისა
და აღადგინენ აღდგომითა შენითა.


VII. „კურთეულ არსა“... („გულსიწყრომამან“...)

განუზომელმან მოწყალებამან შენმან
და უვაღრესმან სიკბოვებამან, ქრისტე,
აღგძრა, სახიერ, დაბადებულთა შენთა;
წყალობისათვის იშევ ჴორცითა ვნებად,
მოხუედ ჯუარითა და მიჴსნენ სნებათაგან.

გიცანთ ჴორცითა მოსრული მჴსნელად ჩუენდა
სიკუდილისაგან, ვითარცა სამნი ყრმანი
საჴუმილისაგან, რამეთუ გუასხურე ჩუენ
ცუარისა მის წინ სისხლი საღმრთოჲ და წყალი
და მით დაშრიტე ცეცხლი უღმერთოვებისაჲ.

გამოჩნდა დიდი მღვდელთმოძღუარი სარწმუნოჲ
სახლსა ღმრთისასა იესუ ძეჲ მაღლისაჲ,
რომელმან ნეფსით შეწირა თავი თჳსი
მსხუერპლად მიმისა სოფლისა ცოდვათათჳს
და აღდგინნა მომწყდარნი აღდგომითა.


VIII. „აკურთხევდითსა“... („აქუნდა სამთა მათ“...)

აცურიე ქრისტე, ცუარი ცხოველ-მყოფელი,
უნაყოფოსა სულსა ჩემსა, სახიერ,
და დაშრიტე აწ შემწუველობაჲ ცოდვისაჲ
ნაკადულითა სისხლისა და წყლისაჲთა,
რომელი გუერდით შენით გარდამოეცა!

არაჲ დავჰფარავ ქველის მოქმედებასა
მადლთა შენთასა, ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო,
რამეთუ ჩემთჳს დაჰგლახაკენ მდიდარნი,
და სიგლახაკჱ ჩემი ადიდე, მჴსნელო,
და უკუდავ მყავ მე, სიკუდილითა უკუდავო!

აჰა ბეჭედნი საფლავისანი ჰგიან
აღუტეხელად, აჰა სამისა დღისა
მკუდარი განხრწნადი აღდგომილ არს უხრწნელად,
სირცხჳლეულ არს კრებული უშჯულოთაჲ,
უკუდავი ღმერთი ცხოველი აღდგა მკუდრეთით!


IX. „„ადიდებდითსა“... („მუძლურდების“...)

მიჰხედენ ღირსო, ძესა შენსა ჯუარს-ცუმულსა.
უვნებელსა მას ჴორციელად დაშჯილსა,
ღმრთისა დედაო, და ესევდი აწ ძალსა
მისსა ძლიერსა, რამეთუ მან თავადმან
მოკლას სიკუდილი და მკუდარნი აღადგინნეს.

მიჰხედენ მჴსნელო, ჯუარს-ცუმულმან, ჴორციელად
მშობელსა შენსა, უბიწოსა ქალწულსა,
შეურვებულსა ეტყოდე შენ, სულგრძელო,
”ნუ მწუხარე ხარ, ღირსო, ვნებასა ჩემსა,
რამეთუ აღვდგე მკუდრეთით, ვითარცა ღმერთ ვარ”.

მიიწრაფე აწ საფლავად ღმრთის-მშობელო,
და იხილე ძჱ, შენი და ღმერთი ჩუენი,
რომელმან ივნო და მოკუდა ჴორციელად,
აღდგომილ არს დღეს ღმრთეებისა ძალითა
და აღვალს ზეცად, უხრწნელსა სუფევასა.

მოგუმადლე, მჴსნელო მოტევებაჲ ცოდვათაჲ,
და შეიწირე უღირსთაგან ბაგეთა
უძლური შესხმაჲ ღმრთეებისა შენისაჲ,
მოჰმადლე ძლევაჲ მეფესა მორწმუნესა,
და წარგჳმართე, გზასა მშჳდობისასა!


---
* მიქაელ მოდრეკილის კრებულში სათაური სრულადაა წარმოდგენილი: „იამბიკონი: ყოველსა მუჴლსა ჲ შეტყუებაჲ არს ე ჯერ იბ. თქუმულნი: ორმეოცისა, ათისა, ექუსასისა, ერთისა, (ხუთისა) და ოცდაათისანი, ხოლო შენ ფრთხილო გულისხმა ჰყავ და ჩემ ცოდვილისა თჳს ლოცვა ჰყავ“. (აქ ჲ = 60, ე = 5, და იბ = 12, ესე იგი, 5 x 12 = 60, რაც თითოეულ მუხლთა ანუ სტროფის მარცვალთა რაოდენობას აღნიშნავს. ხოლო ქვემოთ რიცხვ-ნიშნებით 40 = მ, 10 = ი, 600 = ქ, 1 = ა, 5 = ე, 30 = ლ, აღნიშნულია სახელი საგალობელთა ავტორისა: მიქაელ.

მიქაელ მოდრეკილი Mikael15

study


Last edited by Admin on Sun Feb 02, 2020 11:12 am; edited 10 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyWed Jan 29, 2020 6:14 pm

მიქაელ მოდრეკილი Georgian_Manuscript_Iadgari_of_Mikael_Modrekili

მიქაელ მოდრეკილი

„სიბრძნემან“

ხმაჲ VIII.


(ძლისპირი)


სიბრძნემან ღმრთისამან იშენა
თავისა თჳსისა სახლი
ოთხთა მათგან
აგებულებათა ნივთიერთა,
ქცევადთგან ბუნებათა,
ჴორცნი უბიწოჲსა სძლისანი;

და დაემკჳდრა მას შინა
უნივთოჲ არსებაჲ,
პირველ საუკუნეთა მფლობელი სიტყუაჲ,
და იშვა უქცეველად
გარეშეუწერელი ღმრთეებაჲ
ჴორცთა არსებითა,
ვითარცა ინება მოწყალებით,

და გამომიჴსნა ჴელთაგან
ბოროტთა მტერთა ჩუენთასა
ჴელითა მტკიცითა
და მკლავითა მაღლითა, ძლიერმან,

რომლისათჳსცა ღირსად აქებენ
ყოველნი ნათესავნი
შობილსა და მშობელსა
და დაუცხრომლად ადიდებენ.



(ქებაჲ მარიამისი)


საღმრთოთა მათ მქადაგებელთა
ქადაგენაბი საღმრთონი.
და იგავნი
დაფარულთა საიდუმლოთანი.
საცნაურ იქმნნეს ჭეშმარიტად
და აღესრულნეს უქცეველად;

რამეთუ, აჰა ესერა,
ღრუბლისგან ნათლისა
გამოგჳბრწყინდა მზე იგი სიმართლისაჲ,
აღმომავალი მაღლით
ქალწულისა მის სხეულისაგან,
მსხდომარეთა ბნელსა
და აჩრდილთა მათ სიკუდილისათა, -

რომლემან განმანათლა ჩუენ
უკუდავებისა ნათლითა
და მშობელი თჳსი
უაღრეს ყო მან ცასა ცათასა,

რომლისათჳსცა ღირსად ჰნატრიან
ყოველნი ნათესავნი, -
ვითარცა თჳთ იტყოდა, -
და სარწმუნოებით ადიდებენ.


study


Last edited by Admin on Fri Jan 31, 2020 10:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyThu Jan 30, 2020 4:41 pm

მიქაელ მოდრეკილის იადგარი, 978-988 წწ. S-425

272 ფრ. ეტრატი, უყდო, დაშლილი, ხელი - გამორჩეული სილამაზის ნუსხური, სათაურები მთავრულით. შავი მელანი. ნაკლული თვში, შუაში და ბოლოში. გადამწერები: მიქაელ, ეფთვიმე და ანონიმი.


კრებულის შემდგენელის და გადამწერის ანდერძი, ასომთავრული, 24rv:

„დიდებაჲ შენდა ქრისტე, დაესრულნეს შეწევნითა შენითა ძლისპირნი სრულნი ყოვლითა განგებითა სადიდებელად სახელისა შენისა წმიდისა, რომელი კურთხეულ არს საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ქ. მფლობელო ორთავე სუფევათაო, მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთაჲთა უმეტეს ადიდე შენ მიერ ღირსად გჳრგჳნოსანი, უძლეველი მეფეთა მეფჱ დავით კურაპალატი და დასცენ ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მეფობისა მათისანი ქუეშე ფერჴთა მათთა უძლეველითა ძალითა კლავისა შენისაჲთა, ამენ იყავნ.
შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი არს მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ, მე, გლახაკმან, ძმისწულმან ღმერთშემოსილისა მამისა დავითისმან, ვიღუაწე და ყოვლით კერძო შრომაჲ ვაჩუენე უზეშთაეს ძალისა ჩემისა და ფრიადითა ხარკებითა; და გულსმოდგინედ ძიებითა შევკრიბენ ძლისპირნი ესე ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოვენ ენითა ქართველთაჲთა მეხურნი ბერძულნი და ქართულნი, და სრულნი ყოვლითა განგებითა დავწერენ წმიდასა ამას შინა წიგნისა ყოვლითა განმარტებითა და ჭეშმარიტებითა. და ესრჱთ განვაწესე თავით თჳსით, და უმჯობეს ვყავ უმეცრებითა სიგლახაკისა ჩემისაჲთა, რამეთუ
ყოველსა ჴმასა პირველ „უფალო-ღაღადყავისა“ ძლისპირნი დავწერენ და შემდგომად გალობათანი, თჳნიერ ქარაგმითა; და ყოვლითურთ სრულ იქმნა მუშაკობაჲ ესე საღმრთოჲ ძალითა და შეწევნითა დიდად სახიერისა მხოლოჲსა ღმრთისაჲთა, რომელი კურთხეულ არს აწ და მერმეთა მათ საუკუნეთა, ამენ“.



გადამწერის ანდერძი 56 r:

„ ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა. დაესრულა თთუჱ დეკემბერი. უფალო, ადიდე უძლევეელი მეფჱ დავით კურაპალატი, ამენ. უფალო, წყალობით მოიჴსენე სული უღირსთა მონათა შენთაჲ დავითისი და გლახაკისა მიქაელ მოდრეკილისაჲ“.



ასომთვრული ანდერძი, 262 v:

„შეწევნითა დიდად სახიერისა ღმრთისაჲთა მე, გლახაკმან და ფრიად უდებებით ცხოვრებულმან, ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაჲთა დაღონებულმან, მიქაელ მოდრეკილმან, ვიღუაწე და უზეშთაეს
უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაჲ ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი, რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაჲთა: მეხურნი, ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, წესისაებრ საეკლესიოჲსა: უფალო
ღაღატყვითა, ოხითა, მოიხილითა და აქებდიდთითა, ძლიერად და სიწმიდით და სიმართლით, სისწორითა კილოჲსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთ. იხილე მღდელო, ღმერთშემოსილო, კნინაკი ესე ნამუშაკევი უნდოთა ჴელთა ჩემთაჲ, რაჟამს უშრომელად აღმოივსო საღმრთოჲსა ამისგან წყაროჲსა. მოიჴსენე საწყალობელი სული ჩემი ქრისტეს სიყუარულისათჳს, რაჲთა თქუენცა ჰპოოთ მადლი მოწყალებისაჲ და სასყიდელი სიყუარულისაჲ. რომელი იკითხვიდეთ, ისწავებდეთ, გინათუ ისმენდეთ სიტყუათა ამათ ღმრთივ სულიერთა საგალობელთა უფლისათა, რომელი კურთხეულ არს, უკუნითი უკუნისამდე, იყავნ“.


კომენტარი იხ. აქვე, გვ. 75-76
გამოცემა: ხელნაწერთა აღწერილობა S-I, გვ.გვ. 544-545, 566-567.
პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ.764-765.

ბმული:
* http://manuscript.ge/wp-content/uploads/2019/11/Tao-Klarjeti-1.pdf - გვერდი 225 - 226


კომენტარი - გვ. 75-76

შატბერდის სკრიპტორიუმის სამწიგნობრო ხელოვნების გამორჩეული ნიმუშია 979-988 წლებში შედგენილი მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული, ნევმირებული იადგარ S-425)*. ხელნაწერი ნაკლულია, მაგრამ გადარჩენილი ნაწილი მაინც საკმაო წარმოდგენას გვიქმნის კრებულის შესახებ. იგი უნიკალურია როგორც შედგენილობის, ისე მხატვრული
გაფორმების თვალსაზრისით და წარმოადგენს X საუკუნის ქართული წიგნის ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშს. კრებული დაუკვეთია იოვანე მტბევარს, ტბეთის ეპისკოპოსს, მწერალსა და ჰიმნოგრაფს (24v, 25r, 38v, 39r). მიქაელ მოდრეკილი კრებულის რედაქტორ-შემდგენელიც არის, ორიგინალური ჰიმნებისა და ახალი სალექსო ზომის58 ავტორიც და ერთ-ერთი
გადამწერიც (23r, 24r, 49v, 56r, 262v).
მიქაელ მოდრეკილის კრებული წარმოადგენს იმ დროისათვის „ახალ იადგარს“, ანუ ახალი რედაქციის საგალობელთა კრებულს, რომელშიც შეტანილია ბერძნულიდან ქართულად თარგმნილი, საკუთრივ ქართველ ჰიმნოდთა და ე.წ. „მეხელთა“** მიერ დამუშავებული საგალობლები.
განსაკუთრებულია მიქაელ მოდრეკილის კრებულის მნიშვნელობა. ამ კრებულმა შემოინახა ქართველი ჰიმნოგრაფების: ეზრას (I) მცირე საგალობელი, კურადანაის (1 საგალობელი), სტეფანე სანანოისძე ჭყონდიდლის (1 საგალობელი), იოვანე მტბევარის (4 საგალობელი), იოანე ქონქოზისძის (1 საგალობელი), იოანე მინჩხის (1 სტიქარონი და სამი საგალობელი)***, საკუთრივ მიქაელ მოდრეკილის (4 საგალობალი). ამ ჰიმნოგრაფთა სახელების უმეტესობა მხოლოდ მიქაელ მოდრეკილის კრებულმა შემოგვინახა. „იადგარში“ შეტანილია წმ. აბოსადმი მიძღვნილი ერთი ანონიმური საგალობელიც, რომელიც კვლევის შედეგად იოანე მინჩხს მიეკუთვნა.
ბერძენი ჰიმნოგრაფებიდან კრებულში შესულია იოანე დამასკელის, ანდრია კრიტელის, კოზმა იერუსალიმელის, თეოფანეს ჰიმნები.
ამ მასალის შეჯერებამ ქართული იადგარების სხვა ჯგუფის ხელნაწერებთან და ბერძნულ დედნებთან გამოავლინა ქართული თარგმანების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: რიტმულ-მეტრული სიზუსტე; კანონთა კომპილაციის შემთხვევები, გამოწვეული, რიგ შემთხვევებში, თარგმანის დროს ძლისპირთა შეცვლით; აკროსტიქის გარეშე თარგმნა; დედნის ძლისპირ-ტროპართა მარცვალთა რაოდენობის დაცვა. კრებულში შეტანილია მრავალი ანონიმური საგალობელი, რომელთა შორისაა
დღეისათვის დაკარგული ადრებიზანტიური პერიოდის ბერძნული ჰიმნოგრაფიული მასალა, მათ შორის ქალი წმინდანებისადმი მიძღვნილი საგალობლები. კრებულის ბერძნულიდან თარგმნილი საგალობლები მკვლევარებს წარმოდგენას უქმნის იადგარის უფრო ადრეული ბერძნული მოდელის შედგენილობაზე, რომელიც ბიზანტიურ აღმოსავლეთში IX-X საუკუნეებამდე უნდა ყოფილიყო გავრცელებული.
ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს მიქაელ მოდრეკილის კრებულის კალენდარული ციკლის მიმართება პალესტინურ და ბიზანტიურ ტრადიციებთან. ამ თვალსაზრისით მისმა შედარებამ დიდ იადგარებთან და სინურ კრებულებთან დაადასტურა, რომ მიქაელ მოდრეკილის იადგარი ასრულებს ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული მწერლობის ადრეულ ეტაპს, რომლის შემდეგ იწყება ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკის გადაწყობა კონსტანტინოპოლურ წესზე.
უაღრესად მდიდარი ინფორმაციის შემცველია მიქაელ მოდრეკილის ანდერძიც (24rv).
უპირველესად იგი განადიდებს დავით მეფეთა მეფესა და კურაპალატს, უსურვებს მას მტერთა და წინააღმდგომთა ძლევას, შემდგომ გადმოგვცემს კრებულის შედგენის მიზანსა და პრინციპებს: „... შევკრიბენ ძლისპირნი ესე ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოვენ ენითა ქართველთაჲთა მეხურნი, ბერძულნი და ქართულნი და სრულნი ყოვლითა განგებითა...
რედაქტორი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ კრებულში შეტანილი გალობები მხოლოდ ბერძნულ მუსიკალურ კილოზეა გამართული: „სისწორითა კილოსაჲთა და უცთომელობითა ნიშნისაჲთა“.
საგალობელთა წარმომავლობის გასარჩევად მათ გასწვრივ ხელნაწერის არშიებზე მიწერილია „ ქართულნი “ ან „ ბერძულნი “. მაგრამ ეს მინიშნებები აღმოჩნდა მიწერილი საკუთრივ მიქაელის მიერ გადაწერილ ნაწილში, რომელშიც თავმოყრილია 143 დიდი ფორმის (კანონი) და 631 მცირე ფორმის (სტიქარონები) საგალობლები. ამათგან 79 დიდი საგალობელი და 148 მცირე ფორმისა წარუწერლად დაუტოვებია, რადგან, როგორც ჩანს, ზუსტად არ სცოდნია მათი წარმომავლობა.
მიქაელ მოდრეკილის უახლოეს გარემოცვაზე, გარდა საკუთრივ იადგარისა, საგულისხმო ცნობები შემოუნახავს შატბერდის კრებულს და ოშკის „სამოთხეს“ (მეორე ანდერძი). ისინი ნათელს ჰფენენ მიქაელ მოდრეკილის ნათესაურ და შემოქმედებით კავშირებს შატბერდსა და ოშკში მოღვაწე სხვა განთქმულ სწავლულ-მწიგნობრებთან (მათ შორისაა ორი სხვადასხვა
დავითი , რომელთაგან ერთი, „ ღმერთშემოსილი “, მიქაელის ბიძაა – მამის ძმა. ამ დავითის შესახებ არაფერია ცნობილი, მაგრამ მისი შემკობა ეპითეტით – „ღმერთშემოსილი“ – გვკარნახობს, რომ ბერული ღვაწლით მას სულიერი სრულყოფის
მაღალი საფეხურებისათვის მიუღწევია. მეორე დავითია მიქაელის დისწული, ძმა იოვანე ბერასი . ამ დავითს დაუწერია ოშკის „სამოთხის“ ანდერძი იოვანე თორნიკეს სახელით. ამ შესანიშნავ მწიგნობართა გვერდით იხსენიება სტეფანეც . ეს
პირები არიან შემქმნელები შატბერდის კრებულის, ოშკის ბიბლიის, „სამოთხის,“ , „განძის“ და პარხლის ოთხთავისა. მათ შესახებ არსებული ცნობების შეჯერების შედეგად დადგენილია, რომ ყველა ეს პირი (გარდა სტეფანესი) ჩორდვანელთა დიდ საგვარეულოს ეკუთვნოდა, რომლის წარმომადგენლები X საუკუნის მეორე ნახევარში სათავეში ედგნენ ტაო-კლარჯეთის
პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას.

---
* XX საუკუნის დასაწყისში მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულის შესწავლაში უდიდესი წვლილი შეიტანა პ. ინგოროყვამ. მან გამოიკვლია კრებულის სტრუქტურა, შედგენილობა, გამოყო ქართულ საგალობელთა ის პლასტები, რომლებიც, მისი აზრით, ეკუთვნოდა გრიგოლ ხანცთელს. მანვე შეისწავლა კრებულში შესული ქართველი ჰიმნოგრაფების საგალობლები ფორმის, მოცულობის, საზომის და შინაარსობრივი თვალსაზრისით (პ. ინგოროყვა, ძველი ქართული პოეზია, გვ.226-239). მიუხედავად პ. ინგოროყვას დიდი დამსხურებისა ქართული სასულიერო პოეზიის შესწავლის საქმეში, შემდგომმა კვლევა-ძიებებმა მის შეხედულებებში მთელი რიგი კორექტივები შეიტანა: გამოიყო იადგარში შესული სააღდგომო ციკლის ჰიმნების ფენები, დადგინდა გრიგოლ ხანცთელისა და გიორგი მერჩულისადმი მიკუთვნებული ჰიმნოგრაფიული მასალის ბერძნული წარმომავლობა, მკაფიოდ განისაზღვრა საკუთრივ ქართული ფენის მოცულობა, დაზუსტდა ტერმინების „ქართულნი“ და „მეხელნი“, „კაზმულნი“, „მორთულნი“ და ა.შ. შინაარსი და სხვ. (იხ. ლ. ჯღამაია, იოანე დამასკელის შობის აკროსტიქული საგალობლის გიორგი ათონელისეული თარგმანი, გვ.178; მისივე, მიქაელ მოდრეკილის საგალობლები, გვ. 60-63; ე. მეტრეველი, ძლისპირნი, გვ.071-072; . ნაკუდაშვილი, ჰიმნოგრაფიული ტექსტის სტრუქტურა, გვ.64).
** X-XII საუკუნეებში მეხელებს უწოდებდნენ პროფესიონალ მგალობლებს, რომლებმაც თავიდან თარგმნეს საბაწმიდელ ჰიმნოდთა საგალობლები და სრულად შეინარჩუნეს დედნის რიტმულ-მელოდიური კილო. მათ მიერ შესრულებულ ამ ურთულესი სამუშაოს გრაფიკულ ასახვას წარმოადგენს ე.წ. ნევმები - სანოტო ნიშნები, რომლებიც მგალობელს კარნახობდა მუსიკალურ ფრაზას (ე. მეტრეველი, „მეხელისა“ და „მეხურის“ გაგებისათვის, გვ.165; მისივე: ძლისპირნი, გვ.გვ.051,099).
*** მიქაელ მოდრეკილის იადგარში მინჩხის რამდენიმე საგალობლიდან ერთ-ერთი – ექვთიმე დიდისადმი მიძღვნილი საგალობელი, სამეცნიერო ლიტერატურაში ეზრას მიეწერებოდა, სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი ავტორი იოანე მინჩხია. ეზრასი აღმოჩნდა ამ კანონზე დართული მცირე ფორმის საგალობელი. გარდა მიქაელ მოდრეკილის იადგარისა, იოანე მინჩხის საგალობლები აღმოჩნდა სხვა ხელნაწერებშიც (ლ. ხაჩიძე, იოანე მინჩხის პოეზია, გვ. 42).



:::


სანამ დასავალს მიმცემ... (მიქაელ მოდრეკილის სავედრებელი)
•Jan 28, 2020

სანამ დასავალს მიმცემ...
(მიქაელ მოდრეკილის სავედრებელი)

სპადუქნი (მორთულნი), გალობაჲ VII
„დიდებითა მისითა“ - ამათ ზედა

© მიხო მოსულიშვილი, 2020

As long as You will define me in hell
(A Paraklesis of Mikael Modrekili)
The verse by Mikho Mosulishvili (in Georgian), 2020
This clip is made with: 'Georgian Orthodox hymn' by Sameba (choir).

ბმული:
* https://vimeo.com/388785177
* https://youtu.be/ALWA7eEyDCo

study


Last edited by Admin on Mon Feb 03, 2020 4:51 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyFri Jan 31, 2020 10:42 am

მიქაელ მოდრეკილი Mikael11

შატბერდის მონასტერი

შატბერდი, შატბერთი - IX საუკუნის ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში, დღევანდელ თურქეთში; „დიდებულ ლავრად“ წოდებული . აშენდა უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე-მთავრის ბაგრატ I კურაპალატის შემწეობით აიგო. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი; აქ შეიქმნა „შატბერდის კრებული“, გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები.
კლარჯეთის სამწიგნობრო-ლიტერატურულ კერებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შატბერდს, რომელსაც ძველი ავტორები უწოდებენ "დიდებულ მონასტერს", "დიდ ლავრას", "დიდებულ ლავრას". შატბერდი მდებარეობს კლარჯეთში, არტანუჯის ახლოს, იმ ადგილას, სადაც მდინარე იმერხევი ჭოროხს ერთვის. ამ მონასტრის შესახებ ცნობებს იძლევა "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება". თხზულებაში აღნიშნულია, რომ მონასტრის დაარსება უკავშირდება აშოტ კურაპალატს, რომელმაც შესწირა "შატბერდისა ადგილნი აგარაკად ხანცთისა", და მის ძეს, ბაგრატ კურაპალატს, რომელმაც "გაიღო ყოველივე საიმარი საშინებლად" შატბერდისა.
ჯრუჭის I ოთხთავი, X ს.გრიგოლ ხანძთელის დაარსებული მეორე მონასტერიც – შატბერდის სავანე – მძლავრ ლიტერატურულ კერად იქცა. იქ მოღვაწეობდა მრავალი ქართველი მწიგნობარი: სოფრონ შატბერდელი, იოანე ბერაი, დავით ჯიბისძე, სოფრონ შატბერდელი და სხვ. სოფრონ შატბერდელი, გიორგი მერჩულის განცხადებით, იყო "შატბერდისა ეკლესიისა განახლებით აღმაშენებელი და უკუნისამდე გირგინი მისი". იგი IX-X სს-ს მიჯნაზე მოღვაწეობდა. 897 წელს სწორედ მან დაუკვეთა ქართულ ხელნაწერთა შორის ერთ-ერთი ადრეული თარიღიანი ოთხთავი, რომელიც ადიშის სახარების სახელითაა ცნობილი. მას სახელწოდება სვანეთის სოფელ ადიშში დაცულობის გამო მიუღია, ამჟამად ინახება სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. ეს ოთხთავი შეიცავს სახარების განსაკუთრებულ რედაქციას. ხელნაწერი კლარჯეთიდან ნიკოლაოზ ჯუმათელმა ჩამოიტანა.
X საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეა გაბრიელ შატბერდელი, რომელსაც გრიგოლ მირდატის ძის დაკვეთით გადაუწერია ჯრუჭის სახარება 936 წელს, 940 წელს კი მოუხატავს თევდორე კამარათმწერალს. წიგნს სახელწოდება უკანასკნელი ადგილსამყოფელის მიხედვით მიუღია. ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ხელნაწერი წიგნი სახარების კლასიკურად გაფორმების პირველ თარიღიან ნიმუშს წარმოადგენს.
შატბერდელი მოღვაწეა იოვანე ბერაი, რომელსაც შეუსრულებია ორი მნიშვნელოვანი ხელნაწერი. ერთია პარხლის ოთხთავი, რომელიც მას 973 წელს გადაუწერია და შეუწირავს ახალაგებული პარხლის მონასტრისათვის. პარხლის ოთხთავი ჯრუჭის სახარებასთან ერთად წარმოადგენს წინაათონური რედაქციის სახარებას, რომელსაც პროტოვულგატა ეწოდება. იგი დაედო საფუძვლად სახარების გიორგი მთაწმიდელისეულ ათონურ რეადაქციას, ანუ ვულგატას.

მიქაელ მოდრეკილი Mikael10

იოვანე ბერაის გადაუწერია 973-976 წლებით დათარიღებული შედგენილობით შერეული უაღრესად საინტერესო შატბერდის კრებული საგანმანათლებლო ხასიათისა, რომელიც შეიცავს ფილოსოფიურ, საისტორიო, დოგმატიკურ-პოლემიკურ, ეგზეგეტიკურ თარგმნილსა თუ ორიგინალურ არაერთ თხზულებას. ამ კრებულით მოაღწია არქაულმა ტექსტმა ქართველთა გაქრისტიანების შესახებ – "მოქცევაი ქართლისაი". კრებული შატბერდის სალიტერატურო სკოლის დიდი მეცნიერული ცოდნის მაჩვენებელია.
XI საუკუნის პირველ ნახევარში შატბერდში მოღვაწეობდნენ დავით და იოანე ჯიბისძეები, რომლებიც მოგვიანებით გადასულან შავ მთაზე, სადაც განუგრძიათ სამწიგნობრო საქმიანობა. ეზრა მამამთავრის ბრძანებით 1035 წელს მათ შატბერდში გადაუწერიათ ეფთვიმე ათონელის თარგმანი "ფსალმუნთა განმარტება", რომელსაც მოსდევს სხვა "განმარტებაი ფსალმუნთა", რომლის მთარგმნელის ვინაობა არ ყოფილა მითითებული. კ. კეკელიძის აზრით, აქ საქმე უნდა გვქონდეს აქამდე უცნობ ეგზეგეტიკურ ძეგლთან.
XI საუკუნეში შატბერდი კვლავაც დიდებული მონასტერი ყოფილა. ბაგრატ IV-ს იქ დაუყენებია საცხოვრებლად საპატიო სტუმარი, ქართული მწიგნობრობის უთვალსაჩინოესი მოღვაწე გიორგი მთაწმიდელი, რომელიც საქართველოში მოუწვევია ეკლესიის გაჯანსაღების მიზნით. XI საუკუნეში შატბერდშია გადაწერილი ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის შრომები გრიგოლ ვაჩეძორელის მიერ. შატბერდის მოღვაწის, სტეფანეს, სახელი იხსენიება ვანის ოთხთავში, რომლის გადაწერილი სახარება იოვანე რომანაელს გამოუყენებია დედნად, როგორც გიორგი მთაწმიდელისეული რედაქციის სანდო პირი. შატბერდის სავანე XII-XIII საუკუნეებშიც ინარჩუნებდა უწინდელ დიდებულებას.

ბმული:
* http://geomanuscript.ge/Kartuli_Khelnaweri_Albomi.pdf

მიქაელ მოდრეკილი Orthod10
Orthodox scribe creates a manuscript - vector

study


Last edited by Admin on Sat Feb 01, 2020 5:03 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyFri Jan 31, 2020 8:50 pm

მიქაელ მოდრეკილი Mikael21

მიქაელ მოდრეკილის იადგარი

X ს. საგანგებოდა შედგენილი ადრებიზანტიური ხანის ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელმაც შემოინახა X საუკუნეში
ქართულ ენაზე არსებული ყველა საგალობელი, როგორც ორიგინალური, ასევე თარგმნილი. ტექსტში, სტრიქონების ზემოთ და ქვემოთ სინგურით მიწერილია ძველი სანოტო ნიშნები – ნევმები, რაც მუსიკის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ხელნაწერი გადაწერილია კლასიკური ნუსხურით, სიტყვათა შემოკლების, ანუ დაქარაგმების ტრადიციული წესის გარეშე, შავი მელნითა და სინგურით; გაფორმებულია ფერადი საზედაო ასოებითა და სწორხაზოვანი ორნამენტირებული თავსამკაულებით.
978-988 წწ.
ეტრატი, 727 ფ., ზომა: 26×21 სმ.
გადამწერები: მიქაელ მოდრეკილი და ორი ანონიმი გადაწერის ადგილი: შატბერდი
S 425


60 წლის 60 წამი - მიქაელ მოდრეკილის იადგარი
•Sep 11, 2018


ანდერძი

„დიდებაჲ შენდა ქრისტე, დაესრულნეს შეწევნითა შენითა ძლისპირნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, სადიდებლად სახელისა შენისათჳს წმიდისა...
ქრისტე, მფლობელო ორთავე სუფევათაო, მეოხებითა ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, უმეტეს ადიდე შენ მიერ ღირსად გჳრგჳნოსანი უძლეველი მეფეთა მეფჱ დავით კუროპალატი და დასცენ ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მეფობისა მათისანი ქუეშე ფერჴთა მათთა უძლეველითა ძალითა მკლავისა შენისაჲთა, ამენ, იყავნ.
შეწევნითა ღმრთისაჲთა, რომელ იგი არს მიზეზი ყოვლისა კეთილისაჲ, მე გლახაკმან მიქაელ მოდრეკილმან, ძმის-წულმან ღმერთშემოსილისა მამისა დავითისმან, ვიღუაწე და ყოვლით კერძო შრომაჲ ვაჩუენე უზეშთაეს ძალისა ჩემისა და ფრიადითა ხარკებითა და გულსმოდგინედ ძიებითა შევკრიბენ ძლისპირნი ესე ყოვლით კერძოვე, რომელნი ვპოვენ ენითა ქართველთაჲთა მეხურნი: ბერძულნი და ქართულნი, სრულნი ყოვლითა განგებითა, და დავწერენ წმიდასა ამას შინა წიგნსა ყოვლითა განმარტებითა და ჭეშმარიტებითა, და ესრჱთ განვაწესე თავით თჳსით, და უმჯობეს ვყავ უმეცრებითა სიგლახაკისა ჩემისაჲთა, რაჲმეთუ ყოველსა ჴმასა პირველ უფალო-ღაღადყავისა ძლისპირნი დავწერენ და შემდგომად გალობათანი, თჳნიერ ქარაგმისა, და ყოვლითურთ სრულ იქმნა მუშაკობაჲ ესე საღმრთოჲ ძალითა და შეწევნითა ყოვლად სახიერისა მხოლოჲსა ღმრთისაჲთა“.


ამ ანდერძით მთავრდება მიქაელ მოდრეკილის „საწელიწდო იადგარის“ შესავალი ნაწილი („ძლისპირნი და ღმრთისმშობელისანი“), ანდერძი მოთავსებულია იადგარის ამ შესავალი ნაწილის - ძლისპირთა შემდეგ და იადგარის პირველი განყოფილების წინ.



study


Last edited by Admin on Sat Feb 01, 2020 5:04 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyFri Jan 31, 2020 9:13 pm


გალობა ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში - ძველი ქართული სააღდგომო საგალობლები
•May 1, 2016
საეკლესიო საგალობლები სადღესასწაულო ლიტურგიის შემადგენელი ნაწილია. აღდგომის ციკლი ხუთ ათეულზე მეტ სააღდგომო საგალობელსა და ვრცელ კანონს მოიცავს.
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში საგალობლები - გალობით შესასრულებელი სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების პოეტური ტექსტებია.
ძველი ქართული საგალობლების ნაწილი თავმოყრილია მიქაელ მოდრეკილის „იადგარში“.
თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.

:::

პავლე ინგოროყვა

მიქაელ მოდრეკილი


მიქაელ მოდრეკილს, მეათე საუკუნის ამ გამოჩენილს პოეტს ჰიმნოგრაფს, ეკუთვნის მნიშვნელოვანი ნაწილი კრებულში მოთავსებული საგალობლებისა. სახელდობრ, მიქაელ მოდრეკილს ეკუთვნის 31 საგალობელი დიდი ფორმისა და 151 საგალობელი მცირე ფორმისა.
ამას გარდა, ცალკე ჯგუფს შეადგენს მიქაელური მცირე ფორმის საგალობელნი („მოიხილესა“, სხვადასხვა სტიქარონნი, ოხითანი), საერთო რიცხვით 168, დართული სხვა ავტორების საგაობლებთან დამატებათა სახით.
მიქაელ მოდრეკილის ტექსტების გამოყოფა შესაძლებელი გახდა შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:
ა) ჩვენ დავადგინეთ მიქაელ მოდრეკილის ფსევდონიმი კრიპტოგრამა;
ბ) სპეციფიური მიქაელ მოდრეკილის სალექსო ფორმა. მიქაელის ჰიმნები „მოკაზმული“ ხასიათისაა. კერძოდ, მიქაელი ხშირად მიმართავს აკროსტიხების ფორმას, რაც მხოლოდ მიქაელ მოდრეკილთან გვხვდება და არ იხმარება არსად სხვაგან ძველ-ქართულ ჰიმნოგრაფიაში მერვე-მეცამეტე საუკუნეებისა. ძირითადი ციკლი, საგალობელნი აღსებისანი რვა-ჴმანი (მცირე ოკტოიხო), გაერთიანებულია „მოკაზმულ“ ფორმათა გარკვეული წყობით.
გ) უაღრესად თავისებურია მიქაელ მოდრეკილის სტილი. კერძოდ, საგალობელთა ერთი ჯგუფის მიქაელისადმი კუთვნილების დადგენა შესაძლო ხდება „საქვეყნო სათხოვართა“ ტექსტის მიხედვით.


პავლე ინგოროყვა - თხზულებათა კრებული, ტომი მესამე, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1965 (ნაწილი მეორე: ძველ-ქართული პოეზია V-X საუკუნეთა, გვერდები 234-235


მიქაელ მოდრეკილი - „ჟამთა და წელთა", ანსამბლი „ნანილა“.
•Dec 27, 2014

study


Last edited by Admin on Sat Feb 01, 2020 11:26 am; edited 3 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyFri Jan 31, 2020 10:21 pm


The music of Georgia (UNESCO collection "A musical anthology of the Orient" XXV, 1973)
•Jan 5, 2018

"Tape-recordings of the Georgian people's polyphonic songs represent important musical impressions. They are recorded in a tradition of active reproduction of Georgian folk music, the origin of which begins in ancient time. It is a wonderful finding and can give to the performance much more than all the modern music can ... Yodel or 'Krimanchuli' as it is called in Georgia is the best song which I have ever heard." (Igor Stravinsky, 1967)

5 --- წმინდა დედოფლის საგალობელი (Tsminda dedoplis sagalobeli: The Holy Queen's hymn): liturgical chant "გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო (Gikharoden shen, tsmidao dedopalo: Rejoice, o Holy Queen)" from the 10th-century collection of Miqael Modrekili (მიქაელ მოდრეკილი) – sung by the Gordela Ensemble 8:24

7 --- ჟამთა და წელთა (Zhamta da tselta: Ages and years): liturgical chant from the 10th-century collection of Miqael Modrekili (მიქაელ მოდრეკილი) – sung by the Gordela Ensemble 12:54

study


Last edited by Admin on Sat Feb 01, 2020 10:19 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyFri Jan 31, 2020 10:35 pm


ძველი ქართული საგალობლები
•Apr 25, 2019

ძველი ქართული საგალობლები
დოკუმენტური ფილმი
ავტორი და რეჟისორი იოსებ (სოსო) ჩხაიძე
1970 წელი

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptySun Feb 02, 2020 11:05 am

მიქაელ მოდრეკილი

წმინდა დედოფლის საგალობელი


გიხაროდენ შენ,
წმიდაო დედოფალო,
დედათა დიდებაო,
ქალწულთა თვალო,
რამეთუ მეტყველებად
ვერ შემძლებელ ვართ,
ღირსად ქებასა შობისა შენისასა.
ამისთვის სარწმუნოებით
გადიდებთ შენ.

:::

The Holy Queen's hymn

(A liturgical chant)

By Mikael Modrekili

Rejoice,
O Holy Queen,
The glory of mothers,
The eye of virgins,
As we cannot utter praise
Worthy of your nativity;
With belief, we glorify you!


From the 10th-century collection of Mikael Modrekili.



გიხაროდენ შენ წმინდაო დედოფალო Gixaroden šen tsmindao dedop'alo sung by US women's trio
•Jul 27, 2013

Gixaroden šen tsmindao dedop'alo/გიხაროდენ შენ წმინდაო დედოფალო is a Georgian sacred song.

Performers
Eleni Karagiannis, Julia Merton, & Catharine Rowley, Mount Holyoke College class of 2013

Transliterated Lyrics

Gixaroden šen tsmindao dedop'alo dedata didebao
kalts'ulta tvalo
rametu metqvelebad ver šemdzlebel vart
ghirsad kebasa šobisa šenisasa
a mistvis sarts'munoebit gadidebt šen.

English translation

Rejoice, O Holy Queen, the glory of mothers, the eye of virgins,
As we cannot utter praise worthy of your nativity;
With belief, we glorify you!

ბმული:
* https://youtu.be/6UwpBj4GLho
* https://en.wikipedia.org/wiki/Mount_Holyoke_College

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyMon Feb 03, 2020 11:15 am

მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან (S-425, 979-988 წწ.)

იოანე მინჩხი

გალობანი გიორგისნი

სპადუქნი (მორთულნი)

თჳთ-ძლისპირნი


„ხოლო ესე გალობანი მას კარგსა გიორგი მეფესა, დიდისა, ვედრებითა აღუწერებიან მინჩხისადა. რომელთა თავნი იტყჳან: ,,წმიდაო გეორგი, შეეწიენ გეორგი მეფესა წინაშე მეუფათა მეუფისა და ადიდე“.
(იგულისხმება აფხაზთა მეფე გიორგი II (922-957).


გალობაჲ II

მოეც სინათლე
გონებასა ჩემსა, ტკბილო იესუ,
და გულსა ცნობაჲ გონიერად გამგონე,
ბრმათა განმაბრძნობელო უფალო,
რომელმან მოეც სიტყუაჲ უსმსა, შობითგან უტყუსა,
იგივე მადლი, სახიერ, მომეც უღირსსა ამას,
რათა აღმოვთქუა ქებაჲ
შენისა მოწამისა გიორგისი.


*
ვითარცა ვარდი
სურნელი ფერითა შუენიერითა
გამოშჩნდი ეკალთაგან უნაყოფოთა,
და ვითარცა სანთელი აღენთე
შორის ბნელსა ნათესავთა მათ უგულისჴმოთა,
დიდებულო მოწამეო,
სძაგებდ განცხადებულად
კერპთა მათთა მტყუართა,
ამისთჳს აღემზადნეს მოკლვად შენდა.


გალობაჲ III

განიმსტურენ სიბრძნით გზანი საუკუნოჲსა ცხორებისანი,
და გულისჴმა ყავ საზღუარი
ცუდისა ამის საწუთროჲსაჲ.
რამეთუ ყოვლით კერძოით ამაო არს,
და სიხარულით შეეყავ
წმიდათა გზასა, გიორგი,
და განეშორე გზათა სიცრუვისათა.


*
ისარნი იგი ძლიერისა ლესულნი
განაწონა დღეს
გულსა მგლისასა წმიდამან,
და ვითარცა მონადირემან
ქ რ ი ს ტ ე ჲს მ ა ნ, დასცა მჴეცი იგი მძჳნვარე,
და იხარებენ ცხოვარნი
პირმეტყუელნი, და გალობენ:
დიდებაჲ ძალსა შენსა, ძლიერო ქრისტე!


გალობაჲ IV

ევლტოდა საწუთროჲსა
საცთურთა ბნელთა ნივთიერთა,
რამეთუ განათლდა
უნივთოჲთა მით ნათლითა --
იესუჲსითა – გიორგი ,
საშუებელნი მოიძაგნა მან
და შუებად შეჰრაცხნა გუემანი მჴნემან მან,
ამისთჳს დაადგრა მის თანა
საღმრთოჲ სული საკჳრველთ-მოქმედი,
და მის მიერ ზარ-სცემდა უღმრთოთა.

*
ეკუეთნეს ქარნი იგი
საშინელნი განსაცდელთანი –
გოდოლსა სულისა
წმიდისა აღშჱნებულსა,
წმიდასა მას მოწამესა
და ზღუდესა მორწმუნეთასა,
ხოლო ვერ შეარყიეს სიმტკიცჱ მისი,
რამეთუ დამყარებულ იყო
არა ქჳშასა ზედა, არამედ
კლდესა ზედა ქრისტეჲ ს მცნებათასა“.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyMon Feb 03, 2020 3:22 pm

მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან (S-425, 979-988 წწ.)

სტეფანე სანანოჲს-ძე ჭყონდიდელი

გალობანი ნათელთანი და ჰაბო ისმაიტელყოფილისა ქართველისანი

გალობაჲ I

,,ზღჳსა მის მეწამულისა“ –ამათ ზედა
იესუ ღმერთისა სიტყუაო,
მასწავე ჩუენ სიტყუაჲ სიბრძნისაჲ
ქებად ნათლისღებასა წმიდისა
შენსა, და ღირსად გალობად
უძლეველთა ღუაწლთა მოწამისა
ჰაბო, კეთილად
მოღუაწისათა.
რომელიცა განშიშულდა დღეს
იორდანეს შინა ჴორცითა,
სანატრელმან მან მოწამემან
ჰაბო მისთვის განიძარცუა
ძუელი კაცი საქმითურთ მისით,
და შეიმოსა
ძალი ქ რ ი ს ტ ე ჲს ი .
ყოველნი თესლნი მოვედით
მკჳდრთა თანა ქართლისათა დღეს,
და იხილეთ ღუაწლისა მძლე ჰაბო,
განშუენებული ბრწყინვალედ
სისხლითა წამებისაითა
ღირსად გალობით
მას უგალობდეთ.


გალობაჲ I ა

,,ისმენდინ ქუეყანათა“ – ამათ ზედა

შეჰმუსრე, მაცხოვარ,
იორდანეს თავები ვეშაპისაჲ,
დამალული წყალთ-შინა პირველითგან,
რამეთუ ჴმაჲ საღმრთოთა მქადაგებელთაჲ
აღასრულე განგებით, ღმრთისა სიტყუაო,
რაჟამს მონისაგან
ნათელს იღე, მჴსნელო,
და განანათლე სოფელი.
მაცხოვარისა თანა
ნათელს იღე ღუაწლისა მძლეო ჰაბო,
რაჟამს შთაჰჴედ ემბაზსა ღუაწლისასა,
ვითარცა მჴსნელი ჩუენი იორდანესა,
და სისხლისა მის დათხევითა განჰბანე
გუამი შენი, რაჟამს
დაიკალ უწყალოდ
მახჳლითა მტერთაჲთა.
სისხლთა დათხევითა
მეწამულ ჰყავ ღუაწლი, ჰოჲ სანატრელო,
ყოვლად ქებულო მოწამეო ჰაბო,
და შეამკვე ვითარცა ძოწეულითა
ეკლესიაჲ წარმართთაჲ და შეჰკრიბენი
მას შინა ყოველნი
მგალობლად ღუაწლთა მათ
შენთა, ქრისტეჲს მოწამეო.
არცხჳნე, ნეტარო,
ნაშობთა მათ მჴევლისათა უღმრთოთა,
და დაუყვენ პირნი მათნი მგმობარნი
საღმრთოჲთა მით სიბძნითა ზეგარდამოჲთა,
რაჟამს ჰქადაგე სამებაჲ ერთ-ღმრთეებაჲ,
და განსწმიდე ქართლი
სისხლისა შენისა
დათხევითა, მოწამეო.


გალობაჲ IV

,,შენ, უფალო, ნათელი ხარ“ – ამათ ზედა.

შენ, უფალო, იორდანეს განაქიქე მაცთური
შენვე განამტკიცე გული
მოწამისა ჰ ა ბ ო ჲს ი ,
რომელმაცა აღგიარა.
პყრობილ იქენ
ძჳრისმოქმედებრ, ჰაბო სანატრელო,
არამედ გამოიჴსნიდი
სულთა მიმძლავრებულთა
მტერისაგან ბოროტისა.
ნათლისღებაჲ
სამი მოიგე, მჴნეო მოწამეო,
წყლითა, სულითა და სისხლითა
და შემდგომად ცეცხლითა
გამობრწყინდა ღუაწლი შენი.


გალობაჲ V

„ღაღადებდა წინაწარმეტყუელი“-ამათ ზედა

ღაღადებდა
კადნიერად სანატრელი ჰაბო და ეტყოდა
უშჯულოთა
ისმაიტელთა: განმეშორენით მე, ჵ უკეთურნო,
და გამოვიძინე
ღმრთისა მცნებანი!
განშიშულდი შენ
სათნოებათა მოგებითა, ღირსო, და ჰყუაოდე
გჳრგჳნითა მოღუაწებისაჲ
მოღუაწებისაჲ სრულითა, და ესრეთ ჴმა ჰყავ, მჴნეო:
სასო ჩემდა არს ქრისტე ღმერთი!
ღუაწლს სრულსა
მჴნედ გამოჩნდა მოწამე ჰაბო და აღავსო მ ან
ეკლესიაჲ
ნელსაცხებელთა სულნელებითა, და წმიდა ყო ერი
მადლითა საღმრთოჲთა გამორჩეული!


გალობაჲ VIII

„ღაღადებდა წინაწარმეტყუელი“-ამათ ზედა


,,შობაჲ შენი უხრწნელი“-ამათ ზედა.
ჴმითა მამისაჲთა წყალთა მათ ზედა,
და განბანითა ძისაჲთა მათ შინა,
და სულისა წმიდისა
სახედ ტრედისა გარდამოსლვითა მათ ზედა,
განწმიდნეს წყალნი
და გუექმნეს აწ ჩუენ მეორედ მშობელ.
განჰბრწყინდი შენ სულითა, ჵ მჴნეო,
აღანთენი სანთელნი და ჰგალობდი
ვითარცა შემწირველი
საკუერთხითა უბიწოთაჲ მღდელი მგალობელი,
თავსა თჳსსა
სიხარულითა მოგზაურ ექმენ.
დავითის ჴმასა ღაღადებდი, ჰაბო,
და ნეტარისა მის ავაზაკისა
თანა ჰჴმობდი ძლიერად
,,მომიჴსენე, მაცხოვარო, სასუფეველსა!“
აწ მეოხ გუეყავ
მადიდებელთა შენთა, წმიდაო!
განწყობილსა შორის ანგელოზთასა
და დასსა წმიდათა მოწამეთასა
განჰბრწყინვებული იხარებ,
სანატრელო, ჰაბო, აწ ევედრე ქრისტესა,
რაჲთა ძლევაჲ
მაღლით მოჰმადლოს, მეფესა ჩუენსა.“


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyMon Feb 03, 2020 3:33 pm

მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან (S-425, 979-988 წწ.)

კურდანაჲ–კჳრიკე

საგალობელი აღვსებისა

სტიქარონი ,,უფალო ღაღდყავსა“

(თჳთ-ძლისპირი)
[თავნი იტყჳან: ,,კორდანაი“]


აცთათჳს ზეცით ქუეყანად
გარდამოჰჴედ, კაცთ-მოყუარე,
მოქცევად შეცთომილთა,
შეკრებად განბნეულთა.
განკურნებად უძლურთა,
ძიებად ადამისა,
და ცხოვრებად ყოველისა სოფლისა.

რით ბუნებით სრულითა,
ღმრთეებით და კაცებითა,
გამოჰბრწყინდა ქალწულისგან
უფალი უფლებათაჲ,
მფლობელი ცხოვრებისაჲ,
რათა აცხოვნო კაცი,
რომელიცა შეჰქმენ შენ ხატად შენდა.

ომელმან ცას აღჳრ ასხნა
და სიკუდილი მოაკუდინა,
რომელმან ბეჭდის საყოფელი
იგი საშჯელისა ჩუენისაჲ
ჯუარსა შემშჭუალა, ძლიერმან,
და ძუელი შჯული ცვალა,
და პირველსა მას სამკჳდრებელსა ღირს მყვნა.

აფლვითა შენითა, ქრისტე,
აღდგეს მკუდარნი საფლავთაგან,
დაბეჭდვითა შენითა
ყოველნი გუამნი წმიდათანი
გამოვიდეს სამარისაგან —
დიდებად შენდა, მჴსნელო,
რათა წამონ მათ ძლიერებაჲ შენი.

უწყა ანგელოზმან მან
დედათა აღდგომაჲ, ქრისტე,
წარავლინნა ხარებად
და მითხრობად მოციქულთა
აღდგომასა შენსა, რათა
წარვიდენ გალილეს
და მუნ გიხილონ უფალი და მოძღუარი.

ათელი უკუდავებისაჲ
მიეფინა ბნელსა მყოფთა,
განათლებულთა ჴმა ყვეს:
,,მოიწია მჴსნელი ჩუენი!
რომელი ასდეგ მკუდრეთით
ღმრთეებისა ძალითა,
ცხოვრების მომცემელო, დიდებაჲ შენდა!“

ღსლვასა შენსა მამისა
ამცნებდი რაჲ მოციქულთა:
„აღვალ მე მამისადა,
ყოველთა შემოქმედისა,
დაადგერით სიონს შინა,
ვითარმედ შეიმოსოთ
მაღლით გამო ძალი საღმრთოჲ საკჳრველად“.

ხარებს, ჵ უბიწოო,
კრებაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ
და მოციქულთა გუნდნი,
რამეთუ შემოქმედი
შენგან იშვა, მეუფეჲ! მას ევედრე, წმიდაო,
ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთაჲსა.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5841
Registration date : 09.11.08

მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი EmptyMon Feb 03, 2020 3:40 pm

მიქაელ მოდრეკილის იადგარიდან (S-425, 979-988 წწ.)

რატი ორბელი

საგალობელი ტიტე მოციქულისანი

თავნი იტყჳან: ,,რატი“

გალობანი სულისანი
რომელი ცად მესამედ
მოიწია და ესმა მას
უსმენელი სიტყუაჲ,
მას დაემოწაფა ტიტჱ,
და ისწავე მისგან გზაჲ ჭეშმარიტი

აღივსე შენ სიბრძნითა
სულისა მიერ წმიდითა
და ერთგულ მოწაფე
იქმენ პავლე მოციქულის,
და მას თანა ჰქადაგე სახარებაჲ.
ტიტჱ, ქ რ ი ს ტ ჱს ქადაგო,
მჴურვალჱ იყავ შურითა
საღმრთოჲთა, ვითარცა
მოძღუარი შენი და დასწჳ
სწავლისა ცეცხლითა კერპთა საცთური“.



გალობანი სულისანი


გალობაჲ I

ცხორებაჲ ესე წარვალს და განილევის,
შუენიერებაჲ და დიდებაჲ დაჭნების,
ხოლო სიმდიდრე დალპების და წარწყმდების,
რასა ცუდად ვმაღლოით, ოდეს ყოველნი
მოკუდავნი ვართ და მიწად მიქცევადნი!



გალობაჲ II

მოვედით, ძმანო, შთავიხედნეთ საფლავთა,
სადა არს შური, საოცრებაჲ და ჴდომაჲ,
სადა არს ძჳრის ჴსენებაჲ და ზუაობაჲ
და ჴორცთა გულითქუმანი. აჰა ესერა,
მიწა, ნაცარ და თიჴა ქმნილ არს ყოველი“.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მიქაელ მოდრეკილი Empty
PostSubject: Re: მიქაელ მოდრეკილი   მიქაელ მოდრეკილი Empty

Back to top Go down
 
მიქაელ მოდრეკილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: