| | ქეთი ჯოლბორდი | |
| |
Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:10 pm | |
|  ქეთი ჯოლბორდი შემდეგი დღე შემდეგი დღეა ქარების... ვარწმუნებ სიტყვებს და ახლა უფრო მზარავს... რომ უკანასკნელად ვიმორჩილებ მრავალწერტილს... და ისევ მამსუბუქებს უნერვო სინდრომი, აღტაცების კარს როცა ბოლომდე ვრაზავ... დღეს მაინც ვითმენ დანისვლას... სიღრმეში მითრევს თბილი ქვეყნების ილუზია და მოლოდინით იბუზება კენტი ბეღურა, ლავიწებზე ბედ-იღბლად რომ დავისვამ... დღეს შეცდომები გკვებავენ ჰორმონალური სამსალათი... ნარჩენებს მეხსიერებას ვუყრი და მრავალწერტილს იქ ვამძიმებ, სადაც ვიყავი თვინიერი, შენ - საღსალამათი. შემდეგი დღეა ქარების... გუშინ მუჭებში მყავდა სული ყელწაჭერილი ლექსის კონებით... დღეს შუბლს ვუჭერ ბგერებს, გულისამრევად, როცა იცვლებიან ლექსიკონები... 
Last edited by Admin on Thu Dec 12, 2019 2:11 pm; edited 1 time in total | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:11 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი ნარატივი მე ყოველ დილით საკუთარ კონტურს ვირგებ, მერე გავდივარ ქარში. დანამულ ასფალტზე დაყრილ ჭორებს ვიგებ, თუმცა სხვა რამ მსურს ხალხში. დაღლას მზე მიუსევს ქაოსურ ქალაქებს, მერე ფოტოებს უღებს... წესრიგი ტროტუარს ტერფებზე მალაგებს, ვითვლი სახეებს - უმებს. მე ყოველ დილით სიფითრეს ვასეირნებ, ვიტყობ ანარეკლს ცის ტყვის, ღიმილი თვალზე სიცისფრეს ასეირებს და მეც ზეცისკენ ვილტვი... ხსოვნა სვირინგებად კანქვეშ კაპილარობს, თვალდახუჭული ვიშლი... ქალაქის ქაოსი თმაში ძალით ქარობს, სურს, ანიავოს შიში. და ყოველ დილით ეს სული სხეულს ითხოვს - საკუთარ კონტურს ვიტან, დანამულ ასფალტზე დაღვრილ მზეებს ვითბობ... ტანზე თასმებით ვიკრავ.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:14 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი უშენთავისო ხელებდაბანილმა ჩემი დაბადებული ბავშვები მომაჩეჩე... მეწვის გულ(ებ)ი. ხელიდან ხელში გადამაქვს ნებისყოფა და თითებსშუიდან მეღვრება გრძნობა... ჟონავს და იცლება... სახე იცვალეს შენს მიღმა მებრძოლებმა და ჩემი ნერვებიც მხოლოდ გაშლილი შავი თმებია... თავი გაგიდნა,დაგეღვარა და საკუთარი შვილები არ გშია... იცლება ხელის გულები... ვმსუბუქდები, რომ ბავშვებთან ერთად საკუთარი თავის ხელში ტარება შევძლო... სიბრალული ვენებში მისრიალებს...  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:15 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი არ მსურს ვენდეტა ზამთარი თეთრად აღარ შეიშლება, სიცივე დამკაწრავს, შენ - ჟრუანტელი, ნოტიო რწმენა ტანზე წერით შრება, კანით გინათებ ღამეს თუ სანთელით. თვალებში ბზარი ხის ტოტად იშლება... თოვაა ეს თუ გრძნობის ცრუ ფანტელი? ჩემი პროგნოზები ყინვად იშვება... როცა მომიჩენ ეჭვებს ცრუპენტელას... უგრძნობ ნანგრევზე ხედავ, დრო რას შვრება? უკვე ამაოა - წარსულს ფენდე და ნამქრობს ღალატი მე ვბედავ გაშვებას... გათოვდეს სხვის გზებზე, არ მსურს ვენდეტა.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:16 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი იღიმის ღმერთი ცოტა ნაკლებად მჯერა... სხვათა ცხოვრების ყალიბებში ჩამოსხმული სტაბილურობის სვეტების, სულის ერთი შებერვით რომ ამტვერდება ნანგრევებად. ცოტა ნაკლებს ვაწყობ... გული და გონება პირდაპირ პროპორციულია ნერვების შესაბამისად, როდესაც თავს ზევით სხვადასხვა მკლავებშია ძალა. ცოტა ნაკლებად ფრთხილად... ბევრს ამბობს მხოლოდ ხმოვნებზე ჩამოთვლილი ადამიანად გარდაქმნის გეგმა - იღიმის ღმერთი! ცოტა ნაკლებად სუნთქავს სიტყვაში ბრაზი... სიცარიელის წრე და უარაფროთა გარემოცვა ერთიდაიგივობს ღამით, როცა ბინდი თვითნებურად ანთებს ლამპიონს. ცოტა ნაკლებად მკურნავენ ჭორფლიანი ფოთლები, ლავიწების ჩაღრმავებებზე რომ ვიწყობ და ამომავალი მზით ფეხს ვიდგამ მაღალქუსლ(ებ)ზე... ცოტა ნაკლებად მსურს გავტკიცო დანამული ისტორია მტკიცებით, როდესაც წყლიდან მშრალი კი არა, სუფთად ამოსვლაა ღირსება... ცოტას ავიდევნებ ღმერთის ღიმილს და მერე ვუბრძანებ გულს!  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:17 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი აბსტრაქცია ყვავილებს მომიტან მაღალყელებიანს, მოჰყვება გული და გონებას ალაგებს, ურჩი სოციუმით ვგავარ ცხელებიანს, სიმშრალით ავავსებ გაბზარულ ლარნაკებს. მსუბუქად გაისმის ურითმო სოული, ვიდრე ემოცია აქ ყვირილს მორთავდეს, ყელმოღერებაა ყვავილის დროული, შენს სუნთქვებს ვაგროვებ ჩემში რომ მოთავსდეს. ნისლისთმა ქარი კი გაძარცვავს ვერანდას, ყვავილის ქედმოხრა ნეტავ რას მიქადის? ნდობა ისე მიმზერს ფეთქვასაც ბედავს და სიმშვიდეს მაუფლებს,სიბრაზე ჭიქას სდის. მოზიდავ ცის ნაპირს - აქ ვარსკვლავთცვენაა, მოუხდენ ყვავილებს სიცოცხლით ავსებას, აბსტრაქტულ ფერებას გარს კვლავაც ვნება აქვს, მეღვრება თითებში, ვამჩნევ სულს მსგავსებას. მომიტან ყვავილებს ფიქრის ველებიდან ეჭვებს რომ მიმოჭრის ნდობის ცელებივით... მომიტან ყვავილებს მაღალყელებიანს მომაფენ მკლავებზე გრძელი ხელებივით...  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:19 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი სიჩუმე რომელიც დავიმსახურეთ მესამე პირში საუბარი, თითქმის სიჩუმეა და მისი მოპოვების დაჟინებული სურვილი, საკუთარ თავთან გაუცხოება. არ თანავუგრძნობ და არც მებრალება, არ ვარ დღეს მზად, შეგონებების მოსასმენად გამუდმებით. პირჯვართან ერთად ხელის გულზე გადავიწერე, ფერმკრთალ ცეცხლზე სიტყვების დნობის უნარი, მოსალოდნელი წყალობა და სინამდვილე, რომელიც ერთადერთი იყო, რაც პანიკის მტვერში გავარჩიე. ერთადერთი იყო, რაც თვალებში გამეორებისას დარჩა უცვლელი. შეიძლება მე არ მიყვარხარ, რწმენის, ეჭვების მეშვეობით (და გამართლებაც ქალების ჩაგვრის რაღაც დოზა იქნება, ნეკნების ნაჭრებს შორის...), მაგრამ ჩუმად მაინც გეკითხები, ღირს კი წასული სამოთხის გახსენება, როდესაც მე მხოლოდ შენ და ღმერთს გენდობით?!... შეყვარებამდე, ამ სამყარომ თუ არ გვინანა, საკუთარი თავი მიმეორე და სიტყვებთან ერთად, მარადისობაც გამომიხსენი.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი Thu Dec 12, 2019 2:24 pm | |
| ქეთი ჯოლბორდი *** არადა, რად გინდა ახლა მტკიცება, რომ იყო ყინვა და იყო წვიმა... და წვიმა იყო საოცრად თბილი... (ყინვისას რაც უფრო გვესაოცრება) - ნათქვამი ფრაზები, სუნთქვის თოკებზე გაშეშდნენ პეპლებად, თითქოს შეისვენეს ჩემიდან შენამდე, მუცელში ჩასვლამდე, სიფარფატემდე და რომ ერთი იყო საკმარისი, ჩემი ერთი ხელის აქშევა... არადა რად გინდა ახლა მტკიცება, კრისტალებით მინა რომ ისე ძველია, როგორც მსხვრევამდე... მხოლოდ ხმა ისმის, რომელიც ისევ ათვლის წერტილად გამოვიყენე. არადა ვიცი, რატომ გინდა რამეს მტკიცება - სულს უჩემობა რომ ამშვენებს, აატანინო... ვცნობ ლამაზ სისუსტეს, მზის სისუსტეს... და მაინცდამაინც ახლა, სითბოს ფერი რომ არ გამოელიოს, მანდარინები შემომაშველე!  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: ქეთი ჯოლბორდი  | |
| |
|  | | | ქეთი ჯოლბორდი | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|