არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ქეთი ჯოლბორდი

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:22 pm

ქეთი ჯოლბორდი Katie_12
Katie Jolbordi - 2019

***
ფანტელთა კაზმვას ბოლო არ უჩანს,
დაღალა ქარი ყინვამ პოტინით...
მიმოდიოდა ქუჩაში ქუჩა,
დაგვიანებულ თოვლის ლოდინით...


ქეთი ჯოლბორდი
ჟურნალისტი, პოეტი

დაიბადა 1989 წლის 27 ივნისს, გორში.
დაამთავრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდენობის ფაკულტეტი ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ამჟამად მუშაობს ამავე უნივერსიტეტში.
მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში – „მწერლის გაზეთი“, „ცისკარი“, „განთიადი“, „მწიგნობარი“ და სხვ. არის გიორგი შატბერაშვილის პრემიის ლაურეატი.

წიგნები:
* „მეტი ცა…“

ბმული:
* https://www.facebook.com/qeti.jolbordi.167
* https://1tv.ge/elit/leqsebi-26/
* https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=5940&fbclid=IwAR0nd_eO1wjKvIW-kpQNrVqsYzF-i52YrChyXPU6X33myt2RJRbxZwgZTTc
* https://apinazhi.ge/journal/233--.html

Arrow


Last edited by Admin on Thu Dec 12, 2019 8:21 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:29 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
ერთხელ სამყაროს სითეთრეზე მეტად შევშურდით
და იცი? ისე არასოდეს აღარ ითოვებს...
დასანანია გაზაფხულის ფიფქით შებურვა,
როცა ამინდთან არსებობაც გამივითომე.
წყალობაც არის და წყალობაც, ღრუბლების თასმა,
მხოლოდ წვიმები გაიმეტა, სევდის სისველე,
თოვლი კი ზამთარს დაუწესა, იქ მოათავსა,
იქ თეთრ პლედების გარემოცვით მშვიდად ასვენებს...
პროტესტის ნიშნად გავასახლე დღე უარაფრო,
წვიმას შუბლს ვუშვერ, ისე ვიშლი ყოფილ მიმიკას,
განწყობას სურნელს გამოვტაცებ, რომ თავი ვანდო,
ნუგეშის ფურცლებს და სხეულზე შვებად მივიკრავ.
დასანანია გაზაფხულის ფიფქით შებურვა,
როცა ამინდთან არსებობა გამივითომე,
მაშინ სამყაროს ჩვენი ყოფნა ისე შეშურდა,
ისე არასდროს,
აღარასდროს აღარ ითოვებს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:30 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
ნაბიჯი ისე მიმძიმს,
რომ დგომაც
ემსგავსება ადგილზე
ჩემს ურყევ სირბილს...
ნატურა გაიქცა შავი პატარძლის პერსონაჟიდან,
გრძელი, ფუშფუშა კაბა
მიჰქონდათ ყვავებს.
აი, მოვარდნილ ნიაღვრის
შლამად რომ შემომრჩა,
ისევ ყვავებმა,
ნისკარტებით ამიკაპიწეს შეგრძნებები იდაყვებამდე და შიშველი ხელებით,
სულის ფსკერიდან,
ბოლო წვეთამდე ამოვცალე...
ამოვიხაპე ღამის ქარის მოუსვენრობა,
რომელიც ისე გამითამამდა,
რომ თქვენი თანდასწრებით ამბებს მინიავებს,
მოწამლულ სარეველად
როგორ იქცა ჩემი ქმარი და
ყოველი მოქმედება,
მისი ამოძირკვის მცდელობად როგორ ვაქციო.
გამოვიგონე ლურჯი კოცონი,
ღამის მოსევდო მითითებებით და
ყველა ყვირილის მიზეზიანად,
გამოგლეჯილი ნარ-ეკლები, დაუფიქრებლად ავაბრიალე.
ახალი სასწაული თუკი გჭირდება,
შიში ოსტატურად უნდა გამოწვა.
რა შუაშია დაუდევრობა,
როცა პირი შევკარი ღამესთან და
ბედის მრისხანებით ვბუმბულდები.
დაიჯერე!


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:31 pm

ქეთი ჯოლბორდი

მეტი ცა

ჩემს თვალში ახლა მეტი ცაა, ვიდრე შენი მზე,
მეტი შეტევა სიძლიერის, ცას თითქოს შეზნექს,
ყოფიერების ვირუსებით იცვლის გენი ზნეს,
რომ წარმოსახვის მზრუნველობით წარსულიც შეკრთეს.
ჩემს თვალში ახლა მიმოქცევა გახდა სულერთი,
ვტოვ ხანდახან კანს ნორმალურად, ხანაც უფორმოდ...
სულს შეხორცებულ სხეულზე რომ იყავ სულ ერთი,
მარადიულად მითვისებდი, თანაც უნორმოდ.
ჩემს თვალში ახლა უფრო ცაა, ვიდრე სიყვითლე,
გამოვიგონე უცხო სტილი შენ არ შეხების,
მერე რა მოხდა შენი როლიც თუ მე ვიტვირთე...
აქ ერთგულება არ გთხოვს თაყვანს ღირსის შექების.
ჩემს თვალში ახლა შემღვრეულა მეტი მდინარე,
მივლის... მხოლოდ გვერდს, კალაპოტში ბრაზით ბოგინობს,
თითზე აარღვრევს უღელსაწევ ჯვრით წერილ რგოლებს,
რომ ცის თვალებში სიანკარე კვლავ ალოგინოს.
ჩემს თვალში ახლა მეტი ცაა, ვიდრე შენი მზე,
ჩემს მზემდე შენთვის უფრო შორი აღმოსავლეთი...
სული მსუბუქად ასულია შვების ზენიტზე
და მკლავზე სითბოს მინარჩუნებს ღრუბლის ნაფლეთი.

Arrow


Last edited by Admin on Thu Dec 12, 2019 5:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:32 pm

ქეთი ჯოლბორდი

ელფერი

ფერების ბგერებით ვეღარ მეწერები...
გრძნობებს...
ემოციებს ვინ უდგენს ტარიფებს...
ვენაზე მელნად თუ აღარ მესერები,
ამინდსაც შემოვწყრი,
ეზოში - ტირიფებს.
ეს ცაზე დგომას ჰგავს -
მე როგორც ფლამინგო,
სივრცე - ლოგიკური,
არ ვითვლი სართულებს...
უალტერნატივოდ
დრომ ვითომ დაგინდო,
თმას გაჰყვა სურნელი -
ამოხსნა სირთულის...
მე შენზე ძლიერი,
ძველ რწმენის მაქმანებს
მოვაცვამ უფერო სხეულის ესკიზებს,
ღამე თვინიერი,
წყვდიადს, რომ ა(ქმარ)ებს,
ნაფერებ თითებით
გულსაბნად მზეს მკიდებს...


Arrow


Last edited by Admin on Thu Dec 12, 2019 2:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:34 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
და ისევ ის ვარ,
მე ის მეისრე....
მე ახლა ისე, ქალაქშეცვლილი...
სადაც მწირია
ერთი შუქნიშნის ფერთა ნათება...
სადაც ვერ ცვლიდი,
შუშის უბნების ქვეცნობიერში
ღამის გათევას..
სადაც მე ცვილის,
ნდობით ვუძლებდი,
ორგულ სიტყვათა შემოალებას.
შენი გრძნობების ხალათშეცვლილი,
უნებისყოფო ღამემ სიფითრით, ნაგრიგალარი დილა მათენა...
მე ახლა უკვე, სულ სხვა სიცოცხლეს
უპერატესად ვერ ვთვლი სიმწირით -
დრო და მანძილის უხმო მიმოსვლას...
და ისევ ის ვარ...
მე ის მეისრე
და როგორც არასდროს
ისე სავსე ვარ...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:37 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
ჩემს მიღმა ზეცის მოღვაწეობა,
მაინც გვაჯერებს თვალებით,
საერთმანეთო ამინდს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:40 pm

ქეთი ჯოლბორდი

ალისფერი სიზმარი

ღამე რომ მალავს,
იმ ფერებით მიმარწევს საიდუმლო,
გაღვიძებას წყვდიადი მასწრებს,
მაზავებს ლავა.
სიზმარს ბასრი აქვს გემო გათენებამდე,
თუმცა, ბურანის წებოვან შაქრიანობას მირჩევნია
სიფხიზლისთვის, ასე უძილოს.
მირჩევნია სიჩუმეს,
რადგან ბგერები იმ სახლში მივჩულე,
ძილში რომ მივდივარ და ვდიასახლისობ...
ნუ მიშლი,
მიზეზის ძებნას ნუ ცდილობ,
მეც მიკვირს, როგორ ვხალისობ...
კედლებს ცეცხლის ხელები ეხვევიან და
ბოლომდე ჩაწვის შიში,
ემსგავსება ახალშობილის გამოღვიძებას.
ხევებიდან ღრუბლების მომრგვალებით ამოვყავარ ქარს,
გაცოცხლების მსგავსია
ძილიდან გამორკვევა ამ დროს.
ერთი და იგივე დინებით ამოვხაპავ აზრებს და
შიშის ზარის დაოკებამ მანიშნა,
როგორ ჩამოვიბერტყო აუხდენელი მოლოდინები.
ხომ გითხარი! - ლამაზია,
საშინლად ლამაზია ცეცხლიანი სიზმარი.


Arrow


Last edited by Admin on Thu Dec 12, 2019 1:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:45 pm

ქეთი ჯოლბორდი

საღამომდე

ხელის მოჩრდილვით, ჰორიზონტს მივდევ.
მოჩვენებითი მინდვრის იმედით, აქ მდიდარია მიწა…
მეხსიერება მიდევს ფიქრებში სათადარიგო რუკად,
თიხასავით რომ გამოიწვა,
დასაბამიდან, როგორც მზის ლუკმა.

საღამომდე გარსი ნათდება,
ისე, ვითომც არაფერი…
პატარაობას რომ გამუდმებით მართმევდა,
დღეს დიდობის შესაფერისი და მსგავსიც…

ღრმა წარსულში,
კენჭებით ჩამარცვლული,
ახლა ქვის კანით მხვდება მიჯნა
და ამწიფებს მიზანს,
საღამომდე რომ
უნდა ვიპოვო
ტალახის თოჯინა,
ხავსის კაბით და
პატარა გოგოს ნაძერწი სახით…

ჰორიზონტამდე,
ყალბ საღამომდე,
მიწის სიღრმე უნდა ვკვეთო
და ჩემამდე ჩავტოვო გენეტიკური ანაბეჭდივით,
ჩემს ბავშვობას რომ მაპოვნინებ ღმერთო!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:46 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
და თუ ეს არაა ფიზიკა…
ტკივილი სიმძიმემ ფსკერისკენ მიზიდა,
იქ დარჩა…
სიმშვიდე კი, მსუბუქად ზედაპირზე ამოდის
და თავშეკავებული შემადგენლობით,
მომავალი შრის წარმოქმნას იტყობინება.

ასე იყო ზუსტად –
არანაირი ცდომილება,
არსებობიდან ჩემს ქალობაში რომ ჩავიხედე.

ჰაერივით აწმყომ,
წვიმებით ავიმხედრე მდინარე და
გავატარე მთელს სხეულში,
გამშრალი ყვავილების გადასარჩენად,
ვიდრე წყურვილით დამნაშავედ მაღიარებდნენ.

კიდურები დარჩება
მიწასთან ახლოს,
ღეროსთვის წყლისფერ ალიბს ისრუტავს.
ყვავილები სიმსუბუქით ილტვიან ცისკენ, (ქარი ხომ მისუსტდა)
უნდა ისუნთქონ, მიხსნეს…

და თუ დაცემის შემდეგ ადგომა
ხასიათია და არა ფიზიკა,
გვირგვინები იტყვიან,
როცა იქნება დრო,
შუა წვიმაში ცეკვის დრო…
როცა წალეკავს
ფერების წყალდიდობა
წარსულის ხედებს და
შენთვის რომ მინდოდა
სულის მისტიკა,
გაშლას დაიწყებს
ლავიწზე ვარდებით…
ამომხედე!

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:47 pm

ქეთი ჯოლბორდი

მთვარის გავლენა

მაშინ,
როდესაც თმის ბოლოები ეხება ბალიშს,
ღამეზე ვწვებით.
აბორცვდებიან ძვლის წახნაგები,
ამარტივებენ თითების სრიალს.
სიგლუვე იწოვს იქ გრძნობას, რომლის
ემოციაც სულ აჭარბებს მიზეზს.
მე კი მგონია, რომ მხოლოდ ახლა,

აიტან ჩემთვის მოგზაურობას

ჩემში და ისე გადიხარ სხეულს,
რომ მოძრაობის წესების დაცვას აბათილებს დრო…
მიზანი არაა ერთადერთი რაც შეიძლება
სიღრმეში დაგხვდეს.
გონიერება რომ შესასწავლი
და რამდენიმე ათეულ უბნით,
აუთვისებლად დარჩება მიღმა –
ეს სულ არ იცი…
და ,,მე” ,,შენ” ს უდრის…
და რადგან შენთან ერთად მატარებს,
რაც იმ არნახულ შეხებას მოჰგავს,

სწორედ რომ მისთვის არს განკუთვნილი.
და სხეულების შეერთებიდან უფსკრული გწვდება ამოსაცლელი.
(ყველა აკრძალვას და რეაქციას მიაქვს წყვდიადი).
და სინათლეზე გასვლის შეგრძნებას,
ამძაფრებს ღელვის კულმინაცია…
მაშინ,
როდესაც თმის ბოლოები სცილდება ბალიშს,
ვითვისებთ ვნების ახალ ლანდშაფტებს
და დასასრულთან მორიგ მისვლამდე,
სიყვარულს ვაფორმებთ სხეულზე გავლით.
და მე მაოცებს გავლენა მთვარის,
წარმოსახვისას, მისი სისავსეც…
ან რატომ არის,
ან რატომ მათრთის,
ასეთი მძაფრი და მოვერბლანო.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:48 pm

ქეთი ჯოლბორდი

გამოღვიძება

ჯერ ისე შორია სინათლემდე…
აწყვია შეგრძნებები ხელისგულზე,
მოწყვეტილი ფოთლებივით
და დროა ახლა,
სიტყვა იყოს სიჩუმეზე უფრო მომთმენი…
სიჩუმითვე გაგიმეორე,
როცა შენს თვალებს გადავხედე ფოტოზე და
ისე გამაღიმა ბედმა,
თვითონ რომ სჩვევია გამოცდილებით.
მერე თავიდან მოვიწადინე,
მზის საათების გამოგონება,
შენი ახალი გაღვიძებისთვის.
არადა უკვე გათენდა ისე,
რომ სულივით დალია დღემ
სურვილი,
შეერთებულ ჩვენს სახეებზე ჩამოღამების…
ამიტომ შეხების და არა შეყვარების წინაპირობით,
მეც ვითომ არაფერი,
ვითომ ბადეში გავები,
გულთან და არა გულში, დაუკითხავად გამოგენასკვე…
ისევ შორია სინათლემდე,
ნიავს სიგრილეც გამოერია.
გაუგონარი შეძახილებით
ახალშობილი ნიმფები მდევენ, მაფხიზლებენ და მეხიზნებიან…
გამოღვიძების მცდელობას უსწრებს,
შენი მოსვლის გზაზე, რომ
თავს ვიმძინარებ
და მოლოდინსაც ვეტოლები თავფეხშექცევით…
ღამე მოიტანა წესმა,
გაღვიძებამდე,
თუ უნდა გვეძინოს,
მხოლოდ ერთსულ…
ერთად…
და ვირინდები.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:50 pm

ქეთი ჯოლბორდი

***

თავისი ბავშვებით,
თავისი ბავშვობის მდინარესთან ზის...
ხანდახან ნაკადი ირევა
მოგონებების გაშვებით...
ის მას უვლის...
გვერდს უვლის....
და სიანკარეს ტალღავს
ამ შეგრძნების მანევრირება.
თავისი ბავშვებით
თავის ბავშვობას უზის,
თვითონაც ბავშვობს...
და ვიდრე კენჭები,
შვილების თვალებში ისწორებენ სიჭრელეს,
აზრი კითხვებს შობს -
წამები განცდებს როგორ იჭერენ...?
მდინარე მას უვლის...
გვერდს უვლის...
და სურნელი მოაქვს,
წალეკილი ბალახების
სურნელი თითქოს...
არც მეტი,
არც ნაკლები,
ბავშვობა - მოგონებას,
მოგონება კალაპოტის სიმაღლეს ითხოვს...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:51 pm

ქეთი ჯოლბორდი

დღესასწაული

ეს ნიშნავს მზაობას,
ამხელა ანძები რომ სამრეკლოებად ქცეულან ცამდე.
დაკიდულან ზედ თავდაყირა ჩიტები.
თავდაყირა გალობით გასცდნენ რა ხანია სივრცეს,
სადაც ფრთებზე აქერცლილი საღებავები
შეუზავეს კბილით დაჭერილ იმედს,
ფერებით - უნაზეს ნათითურად,
სადაც სახეებს პერსონაჟები აცვიათ,
სადაც მზადაა მუსიკა,
დეკორაციაც...
და ირეალობის პარტიტურამ შეასრულა ის არია,
დაწყებამდე რომ დამთავრდა დღესასწაულზე.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:51 pm

ქეთი ჯოლბორდი

***

ტრიალი მინდორი რომ შემოვფარგლო,
შემოვიჭრა და ფესვებით შემოვიკერო,
უნდა ვიყო ისეთი ხასხასა ბალახისფერი და მიმნდობი,
შებინდებამდე რომ გინდოდი.
მდინარე რომც დაშრეს,
თუნდაც მზე დარჩეს,
ანდა მფრინავმა თეორიებმა უკუღმა მმართონ,
უფრო ვისვენებ, ვიდრე ვსაუბრობ,
და ტანსაც ახლა სულ სხვა წყალი მისველებს...
წრეწირებს მატყობს, უპირატესი რაოდენობით,
გულის ნატეხებს რომ შემოვავლო.
ნდობით ვიშლები ტრიალ მინდორზე
და სიმწვანეზე არ ვეჭვიანობ.
ბალახის სიმაღლე სურვილებს ფარავს,
საკუთარ თავთან ნიშნისმოგებით,
ხანდახან მეც ვიღლები ჭორფლებიანო.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:53 pm

ქეთი ჯოლბორდი

ახლო ხმაური

ხმაურიც არის და ხმაურიც...
ღამე რომ ბოლო ალერსს მართმევს,
მაშინ რად მაწვდენთყმუილს მხეცებო?!
აქეთ ნუ მოიწევთ,
აქ ნუ ბანაკდებით.
გამოფიტულია აქ სივრცე,
ვერ დანაყრდებით.
და მაინც, როგორ მესმის...
რომ დაიძრნენ მთები
და იფერთხენ მხრებს
თოვლის მომცველთა...
მოგდევენ!
სად გაქვთ გასაქცევი?
მთვარეც ღრუბლებში მოძველდა
და მის ფონზე, თქვენი ყმუილი
მხოლოდ ფორმას იღებს
პირდაღებული სილუეტების.
მთები მოგდევენ,
იერით სრულიად მტაცებლის...
დროის ფლანგვაა ახლა ჩემი ხმის შიშად გასაღება.
ღამეს გათენება მოასწარით!
დილა მოსულია სხივის კაცებით...


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:54 pm

ქეთი ჯოლბორდი

ბრძოლის სინაზე

ხან ინსტიქტები
მინაცვლებენ საგრძნობ დეტალებს...
გამბედაობით
ბრძოლას ვიწყებ
ცეკვით მინაზე...
ხანაც დავეძებ ჩემზე უფრო გამძლე საგნებს და
ფერთა სინაზეს...

და როცა რწმენა შემოიცვამს ფიქრის მეტალებს,
ბრძოლაში ნდობა აზრს დაკარგავს შენგან
შორს დებით,
ისევ მოვძებნი წრფელ გრძნობებს და შენი პოლუსით...
მაინც ვშორდებით....

არსებობით რომ სულზე მაწყობს
სითბოს მეტადრე...
ღაწვზე სიფითრეს გადამიშლის
ფენა პასტელის,
ხანაც ჩამოწვიმს და
მემატები ისე... ჩემთვის...
როგორც ცას ტენი...

სულ ჭრელი ქვების აღმართებსაც
ვბედავ მე...
დღე იშვიათი ოპტიმიზმის
გზასაც აივლის...
ხანაც ჩამოწვიმს...
მემართები მეც და ხანდახან -
ცასაც ვანილის...

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:55 pm

ქეთი ჯოლბორდი

ნერგები

მე ვეღარ ვიქნები ის ხე,
ორჯერ რომ იყვავილა და შერჩა ნაყოფი.
მე მექნება დარდით გასხეულებული ხერხემალი და
მეტი ჩრდილისთვის,
დაშვებული მასზე თმა, გახუნებული ლამის.
რაც დრო გადის,
მით უფრო მეზრდებით თქვენ და მკლავიც,
რადგან მიჭირს ასე ვთქვათ,
გაშვება ხელის და დედობრივი ინსტინქტების გადასაფარად,
დაგრძელებული კიდურებით შემოგიღობავთ.
მერე ჩამწკრივებულებს გამოგკითხავთ,
თუ რატომ არ გამოგყვათ ჩემი თვალები შვილებო?!
აქ უპასუხო ყოველ შემოხედვაზე,
ხომ არ გამცრიდით მამათქვენის მზერით.
იფიქრეთ, რომ ბედის ამ დაცინვით,
თავშექცევას კი არა,
უბრალოდ გამოსავალს ვძებნი,
შემოვბრუნდები და ზურგზე მექნება მისი თვალები -
მსურს, დროს რომ ავკიდო.
და როცა ფესვებგადგმულ ნერგებად იქცევით,
ან ჩემი ხერხემლის აკიდოდ,
ჩრდილს მიაწვდენთ ხეთა შორის
სინანულით მეტყველ ფუღუროს,
შეგერგებათ მანამდე რომ იწვიმოს...
მე შევეცდები ფინალს მხოლოდ ვუყურო,
მე ვიქნები ის ხე, დრამის ბოლოს ცრემლებგადაჩვეული.

Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:56 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
უემოციო სახეს რომ უმზერ,
შენ ყოველ ღამე პოულობ იერს
და წარმოსახვა იშლება უცებ...
იმპულსის მიერ...

როდესაც წყვდიადს სინათლეს უსევ,
ხელშეუხებლად სხეული იღებს,
და გრძნობის აშლას უპულსაციოდ
ბაგეზე ირგებ...

მერე ბაასობს მთვარე სარკმელში,
ჩვენზე ანიშნებს ხეების წყება
და წყვდიადია მხოლოდ ფარეში,
მინებზე წვება...

რომ არ გაცხადდეს ეს გალაქტიკა
და სიახლოვის ელფერით მწვავდე,
სამყაროს მითქმა-მოთქმა ასტკივა,
ფერებით მწვავე...

და მაინც ვნებით ლავიწ არეში,
შენ ყოველ ღამე მიზოგავ დღემდე,
მერე დრო გვიცდის ამ ვრცელ ღამეში...
და ასე შემდეგ...


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:56 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
და თუ ეს არაა ფიზიკა...
ტკივილი სიმძიმემ
ფსკერისკენ მიზიდა,
იქ დარჩა...
სიმშვიდე კი, მსუბუქად
ზედაპირზე ამოდის
და თავშეკავებული შემადგენლობით,
მომავალი შრის წარმოქმნას იტყობინება.

ასე იყო ზუსტად -
არანაირი ცდომილება,
არსებობიდან ჩემს ქალობაში რომ ჩავიხედე.

ჰაერივით აწმყომ,
წვიმებით ავიმხედრე მდინარე და
გავატარე მთელს სხეულში,
გამშრალი ყვავილების გადასარჩენად,
ვიდრე წყურვილით დამნაშავედ მაღიარებდნენ.

კიდურები დარჩება
მიწასთან ახლოს,
ღეროსთვის წყლისფერ ალიბს ისრუტავს.
ყვავილები სიმსუბუქით ილტვიან ცისკენ, (ქარი ხომ მისუსტდა)
უნდა ისუნთქონ, მიხსნეს...

და თუ დაცემის შემდეგ ადგომა ხასიათია და არა ფიზიკა,
გვირგვინები იტყვიან,
როცა იქნება დრო,
შუა წვიმაში ცეკვის დრო...
როცა წალეკავს
ფერების წყალდიდობა
წარსულის ხედებს და
შენთვის რომ მინდოდა
სულის მისტიკა,
გაშლას დაიწყებს
ლავიწზე ვარდებით...
ამომხედე!


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:58 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
ხმა დაკარგა გონებამ და მოძრაობს ინსტინქტებით,
ცალ-ყბად მონასროლით,
უარაფროა შედეგი და გემოც არ აქვს
მოაზროვნეთა მორალს, მგონი...
თავზე ხელს იღებს, მოთბობა, რომ სურს,
რას არ იკადრებს აზრი მონაქროლი,
გვეშველებოდეს ნეტავ რაიმე...
ღმერთო! - წაშალე ყველა მონის როლი.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 1:59 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
შენზე დაცლილი
შეგრძნებების მოჯახუნებისას
კარებში მოვაყოლე გატეხილი ღამეები
და ახლა ყურსასმენებით მივთელავ
ევანესინსის უკვდავების ბაბუაწვერებს
დაჟანგებული საკეტის ჭრიალმა რომ არ დამიწყვიტოს
ისედაც მოკლე თმის ნერვები...


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 2:01 pm

ქეთი ჯოლბორდი

***
დიდია სახლი, იმპერიული...
ბოქლომიც დიდია...
სულები დაძრწიან მხოლოდ...
მოგონებებს ამზეურებენ...
მტვერს წმენდენ...
დანამულ სურათს ფრთხილად უმშრალებენ თვალებს ცისფერს,
ტილო რომ არ წაშალონ...
ადიან - ჩადიან კიბეებზე...
მიწას აფხვიერებენ და დაგვილ წიწვებს წვავენ...
დრო და დრო საქანელაზე სხდებიან და ბავშვურ ლექსებს ჰყვებიან,
ჰაერს ეხეთქებიან რომ არ დაჟანგდეს...
სულები გვერდებს ითქვეფენ ხელების ძებნაში...
ხელების - სანთლების დამნთების...
დიდია სახლი... იმპერიული...


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 2:02 pm

ქეთი ჯოლბორდი

დრამა

მე წელიწადი ვიზოგავდი უსახურ პათოსს
და დღეს ვასრულებ მეთორმეტე დრამის სერიას,
სადაც ჩუმ სიზმრებს ცნობიერი მისნობით ართობს,
სად შენი მზერა, ჩემ არსების სამოსელია...
სად სველ პრობლემებს, გავყინავდი შარშანდელ ცრემლით
და მზრუნველობით დავიწყობდი ყინულის კუბებს,
სად გრძნობებს ისევ მახსენებდი ვენაზე ელვით,
თუ ჯანსაღ იერს ვუბრუნებდი ყინულით გუგებს.
როგორც არასდროს,ინტერესით არც კი მოცული,
დღეს მე ვასრულებ მოგონებებს,ჟანრობრივ დრამად,
რადგან გრძნობაა პომპეზური არსით მოსული,
განცდებს წელს ვატან, ნებისყოფის მოთხრობილ ამბად.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6393
Registration date : 09.11.08

ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი EmptyThu Dec 12, 2019 2:03 pm

ქეთი ჯოლბორდი

დეკემბრის ღამის ამბავი

გარეგნული მღელვარებით ვემიჯნები მედიას,
უფუნქციო პულსაციას ხშირი სუნთქვით მსურს ავცდე,
მერე გულის სამყოფელში თავს ვუტყდები მე დიაცს,
ღამეს ტუჩზე ავიფარებ რომ ხმამაღლა არ დამცდეს -

აღსარებად მონათხრობი, სულ წამით მომასვენებს,
დროის ცვლაში გამოიტანს სხვა უღრუბლო ცა ვერდიქტს,
კარგვა-პოვნის ალბათობას ღამე ჩუმად ასვენებს,
დეკემბერში,თეთრი ფერით და განწყობით ხავერდის.

დეკემბერში,თეთრი ფერით და განწყობის ნისლებით,
მოგონება გულზე მადებს სინანულის მე ნადებს,
გათენებას მზე ამოჰყავს მომხიბვლელი მისნებით
და სხივებით გამომითრობს მებრძოლ აწმყოს მენადებს.


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ქეთი ჯოლბორდი Empty
PostSubject: Re: ქეთი ჯოლბორდი   ქეთი ჯოლბორდი Empty

Back to top Go down
 
ქეთი ჯოლბორდი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: