ქარში რომ გახვალ, აღარ უნდა მობრუნდე მერე… ერთი გასროლით მკვდარი კაცის სიცოცხლის - არ მწამს, უნდა იარო… ჯანდაბამდე გზები არ მიდის, უნდა ეძებდე… (თანაგრძნობის გარდა ყველაფერს) ამ გზებზე მაინც… რა მოხდა მერე?! - თუ სხვებივით ძილი არ იცი, ყველა სიბნელე მკერდით უნდა შელეწო მთვრალმა. რა მოხდა მერე?! - საკმარისზე მეტს თუ არ იცდი, სულში ფრჩხილივით ჩაბრუნებულ ცხოვრებას - დრამას რა აქვს სათქმელი… რა მოხდა მერე?! - თუ სიცოცხლეს ფეხში არ მისდევ, თუ არასოდეს გიცხოვრია სხვების ცხოვრებით, თუკი ქუჩაში გადიხარ და გროშიც არ გიდევს… ჯიბეში… რადგან იშვიათად გტოვებენ მარტოს... რა მოხდა მერე?!… ჰო, ეს ცხოვრება სპეკტაკლია თუ არ თამაშობ; დგახარ, უყურებ ამ ფეხ-ადგმულ ხროვას - საფლავებს, უნდა უბერო სული შენით ძარღვებს… გააშრო, სანამ მოვლენ და სხალტის პირზე გაგხდიან საგებს - უნდა მოასწრო… ჰო, ყველას თვალში გიჟი არის, კაცი რომ გადის, თვითონ მშიერი ქუჩის ძაღლებს აპურებს, დგება… სხვას ეს ცხოვრება ერთ გავსებულ ხორცად უღირს და, რა მოხდა მერე, თუ მშიერი კაცი დაწვება - რა მოხდა მერე?!… ჰო… იჭორაონ (ღამეებიც უთენებიათ), რომ ამ ცხოვრებას შელეწილი მკერდით მიჰყევი, ილაპარაკონ… არასოდეს გაახსენდებათ - ძარღვზე წვეთებად გაყოლილი სისხლი - სიტყვები...
ქუჩა ნაწვიმარია…
რა მოხდა, თუკი ყველაფერი ტკივილს აეწყო, მერე რა, თუკი ეს ქუჩებიც ნაწვიმარია… თუ ვერ შეძელი, ყველაფერი ისევ დაგეწყო თავიდან… ქუჩაც, სიცოცხლეც და გზაც - სიზმარია…
ისე მეძნელება ახლა ეს ოთახი, ყელში ამოდიან, ძმაო, გისოსები... მოდი! შემოლეწე ყველა ჩაკეტილი, სანამ ოცნებები ჩემგან მიცოცავენ. მოდი... ამ კოლოფშიც ბევრი აღარ დარჩა, ხოდა, ერთად-ერთი ღერი სუიციდის... ისე გადასცდებათ ცოდვის კაპილარებს - როგორც დახველება... ძმაო!... რაღას უცდი?! მოდი, მომიტანე დედის წერილები... (ჩემი მეგობრები ახლა რას შვებიან?!) ამათ მოასწარი!.. სანამ ჩამომხსნეს და სანამ უფალზედაც ხელი გამშვებია - გიცდი... ვაჟკაცი და მაინც სკამზე ვდგავარ, შენში ვერმოთოვილ ცოდვას ვეპირები, ძმაო, მაპატიე, თუკი ავად ვარ და თუ ამ სკამიდანაც წარსულს ვეტირები...
ყველა ჩამოხსნილი ნიღბის სუნთქვა ვარ და ყველა წაგებული დრამის დასაბამი, ერთი გამოკვრაა ფეხის ყოველივე... დარდი - სულზე მრჩება, ძმაო, გასაბანი... მერე... ჯანდაბამდე გზა ჰქონია ხვალე-ს! მერე... ალესილი მზერაც ზედმეტია, ძმაო! რომ იცოდე, როგორ დავიღალე... სულში დედამიწა ვეღარ ჩამეტია...
ფიქრი ჩავიკვნიტე ზეცის კედლებიდან, ახლაც თვალწინ მიდგას დედის ორეული, მხოლოდ იგი დარჩა ჩემთან - სიკვდილის წინ... ყველგან უცხო ვარ და... ყველგან შორეული...
მერე ამ ოთახშიც სკამი წაიქცა და ჭერს და მიწის შორის დავრჩი უმოძრაო... ასე... შაბათ დილით, თვალი ავახილე ასე... მოსულხარ და მოგისწრია... ძმაო!...
დათო ცერცვაძე - ასე...მოსულხარ და მოგისწრია ძმაო!..
თავისუფალი პოეზია Published on Nov 29, 2015
Christopher Moderator
Number of posts : 117 Age : 33 Location : Tbilisi Job/hobbies : Free filmmaker Humor : ok Registration date : 12.02.19
ოთარ ჭილაძის ცნობილი ლექსი “ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს” დათო ცერცვაძემ ფრანგული შანსონის სტილში ააჟღერა. თუმცა ამ ლექსთან ერთად დათომ ოთარ ჭილაძის ერთი სტროფი მისი მეორე ლექსიდანაც გამოიყენა და კლასიკოსი შემოქმედის ხელწერას სულ სხვა ეშხი შემატა. თავისი მუსიკალურობით და შესრულების მანერით კი დათო ცერცვაძემ დაამტკიცა, რომ დაკვრიც და სიმღერის სრულიად განსხვავებული სტილი აქვს.