Number of posts : 7039 Registration date : 09.11.08
Subject: ლალი კიკნაველიძე Fri May 17, 2019 10:47 am
Lali Kiknavelidze
ლალი კიკნაველიძე კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი
დაიბადა 1969 წლის 12 მაისს, თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიისა და კინოდრამატურგიის ფაკულტეტები. 1998-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინო-ტელე რეჟისურის სპეციალობით. 2002-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში, სარეჟისორო ჯგუფის რეჟისორის ასისტენტად. 2003 წლიდან იყო პირველი კლასიკური გიმნაზიის დამდგმელი რეჟისორი. 2008 წლიდან არის შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ ბაზაზე, ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერისა და კინორეჟისორის მონაწილეობით, მიხო მოსულიშვილმა საკუთარი რომანის „დიდი ძუ დათვი“ მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი, რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში“ (საექსპერტო კომისიის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ვაჟა გიგაშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით გაბუნია, მანანა ანასაშვილი). კანის ფესტივალის ექსპერტები იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად მუშაობდნენ სცენარების განვითარებაზე. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის კოორდინატორის ოისტეინ ეგეს (Øystein Egge) შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი „დიდი ძუ დათვი“ ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე. ლალი კიკნაველიძის სხვა პროექტებიც და ფილმებიც აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, კინო მარკეტებსა და ტრენინგ-პროგრამებში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ფილმოგრაფია
რეჟისორი * კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018 * No. 25 Symphony, 2012
სცენარის ავტორი * კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018 * განდეგილი (ანიმაციური), 2011 * ვაკუუმი (ანიმაციური), 2009
პროდიუსერი * კახეთის მატარებელი (მხატვრული), 2018 * ჯინო (ანიმაციური), 2017 * განდეგილი (ანიმაციური), 2011 * ვაკუუმი (ანიმაციური), 2009
Film is based on the short novel written by Archil Kikodze. Director: Lali Kiknavelidze Cast: Misha Gomiashvili, Ia Shugliashvili, Nika Tserediani, Goga Beridze, Giorgi Gogishvili, Mamuka Tevzadze, Vaja Khutsishvili, Mamuka Djavakhishvili;
Last edited by Admin on Fri May 17, 2019 11:04 am; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7039 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ლალი კიკნაველიძე Fri May 17, 2019 10:51 am
კახეთის მატარებელი (დრამა, 35 წუთი)
მთავარ როლში - მიშა გომიაშვილი დამდგმელი რეჟისორი - ლალი კიკნაველიძე სცენარის ავტორები - ლალი კიკნაველიძე, არჩილ ქიქოძე, მიხო მოსულიშვილი ეფუძნება - არჩილ ქიქოძის მოთხრობას „კახეთის მატარებელი“ ოპერატორი - გელა ჩინჩალაძე მხატვარი - მამუკა ესაძე კოსტუმების მხატვარი - ქეთი კალანდაძე კომპოზიტორი - ზვიად მღებრიშვილი ხმის დიზაინი - ბესო კაჭარავა (Post Red Audio) რეჟისორის ასისტენტი - მარინა კულუმბეგაშვილი გრიმი (Makeup Artist) - მადონა ჭანტურია
როლებში - მიშა გომიაშვილი, ია შუღლიაშვილი, ნიკა წერედიანი, მამუკა თევზაძე, გიორგი ბერიძე, გიორგი გოგიშვილი, მამუკა ჯავახიშვილი, ვაჟა ხუციშვილი, ზურა ბიბილური სტუდია - შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა ფროდაქშენი“
სინოფსისი - მიშა გზასაცდენილი შვილის დაკარგვის გამო დანაშაულის გრძნობით დამძიმებული ცხოვრობს. მას პოლიციელები დაღუპული შვილის ნაძარცვის შენახვას ედავებიან და სასტიკად სცემენ. ნიკო ფიროსმანის ნახატთან „კახეთის მატარებელი“ შეხება მიშასთვის უკან დაბრუნების, მონანიების, შვილისადმი სიყვარულის აღიარების შესაძლებლობა ხდება.
Trailer - Kakhetian Train ENG Subs * May 12, 2019
Lira Production Studios
The film is based on the short novel written by Archil Kikodze. Director: Lali Kiknavelidze Cast: Misha Gomiashvili, Ia Shugliashvili, Nika Tserediani, Goga Beridze, Giorgi Gogishvili, Mamuka Tevzadze, Vaja Khutsishvili, Mamuka Djavakhishvili;
Plot The house painter Misha lives with a sense of guilt because of the death of the son. Police officers ruthlessly destroy Misha for the fact that allegedly he stores things stolen by his son. The meeting with Nicko Pirosmani's drawing of 'Train in Kakheti' for Misha becomes an opportunity that he will come back to the past and confess the made mistakes concerning his son.
არჩილ ქიქოძის ნაწარმოების ეკრანიზაცია. ეკრანებზე მალე ახალი ქართული ფილმი გამოვა. ფსიქოლოგიური დრამა მამა-შვილის მძიმე ურთიერთობაზე და შვილის აღზრდის პრობლემებზეა აგებული. რეჟისორ ლალი კიკნაველიძის მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრის ინსპირაცია ფიროსმანის ცნობილი ტილო „კახეთის მატარებელია“. ფილმსაც იგივე სათაური აქვს.
Last edited by Admin on Sun Sep 19, 2021 2:24 pm; edited 2 times in total
Admin
Number of posts : 7039 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ლალი კიკნაველიძე Fri May 17, 2019 11:02 am
დიდი ძუ დათვი (მითო-რიტუალური თრილერი, დრამა, 120 წუთი)
2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ პროდიუსერისა და კინორეჟისორის ლალი კიკნაველიძის მონაწილეობით, ავტორმა ამ რომანის მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „დიდი ძუ დათვი“, რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში“ (საექსპერტო კომისიის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ვაჟა გიგაშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით გაბუნია, მანანა ანასაშვილი). კანის ფესტივალის ექსპერტები იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად მუშაობდნენ სცენარების განვითარებაზე. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის კოორდინატორის ოისტეინ ეგეს (Øystein Egge) შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი „დიდი ძუ დათვი“ ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე.
Number of posts : 7039 Registration date : 09.11.08
Subject: Re: ლალი კიკნაველიძე Sun May 09, 2021 2:53 pm
სისადავის სიდიადე ხელოვნებასა და ცხოვრებაში •May 10, 2021
სისადავის სიდიადე ხელოვნებასა და ცხოვრებაში (ვიდეოანონსი)
ქართული ანიმაცია ქართველების გამოსაფხიზლებლად და არა მხოლოდ რა ღირებულებებზე ვზრდით მომავალ თაობებს შაბათს ტელეკომპანია პულსის ეთერში ლალი კიკნაველიძე და მიხო მოსულიშვილი ბუბა ხოტივარის საავტორო გადაცემაში #კინოანატომია