| | გაგა ჭინჭარაული | |
| Author | Message |
---|
Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: გაგა ჭინჭარაული Fri Mar 29, 2019 9:31 am | |
|  Gaga Chincharauli გაგა ჭინჭარაული (ტყიჩი)  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაგა ჭინჭარაული Fri Mar 29, 2019 9:33 am | |
| გაგა ჭინჭარაული აკიათ ხვთისოს ხსოვნას ცხენებ ერთმანეთს დასჯიბრდეს, ბორტვი ნალებით ღარესა, ჴელშიით გვგლეჯდეს ტიალნი, ჩანასკულ ლაგმის ტარებსა, გვიჯავრდეს-,,სარტყლებს რაად ხჴსნით, გონს რადარ დაიტანებთა, ცხენებს არ დაეჴოცივნათ,"- გვეხვეწეს,გვემუდარესა, ერთუცს დანასკვულთ ვიდინეთ, ვიცინეთ,ვიხარხარეთა.. ჩაება ჩრდილის ჩადრები დათვისურაზე მთვარესა, ნალების ნასრევ ბურჯღუმი დღესავით ჴდიდა ღამესა.  [/quote] | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაგა ჭინჭარაული Fri Mar 29, 2019 9:37 am | |
|  გაგა ჭინჭარაული ხევსურული მუქარა ხელში შიშველ ხმალს აძლევდნენ, სულთან ბრძოლის დროს ვაჟკაცსა, რომ სიკვდილისთვის დაეკრა, მზე არ დაეთმო კაშკაშა. გიორგი ლეონიძე მოდი, სიკვდილო, თუ მოხვალ, შენი მიწით და ლოდებით... რა ღალატიან მტერივით ჩუმ-ჩუმად მიახლოვდები? ნუ ფიქრობ, ძაღლის მძორივით მათრიო, ბრძოლის გარეშე. ხელში შიშველ ხმალს მომცემენ, მიგლეწ და მოგითარეშებ. 
Last edited by Admin on Fri Mar 29, 2019 9:39 am; edited 1 time in total | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაგა ჭინჭარაული Fri Mar 29, 2019 9:38 am | |
| გაგა ჭინჭარაული წავადგათ ფეხი სხეული ლოგინზე დევს, ნებივრობს ხევსურეთში სული... კოპალავ! - წავართვათ წყალ-ჭალა დევს, როგორმე ვუშველოთ სიცოცხლის სურვილს. არ ვიქცეთ პერანგად გველის, რომ სხივმა დაგვშალოს მზისამ. ორივე ხმალია, - მოკლეც და გრძელიც, წავადგათ ფეხი და ვეწამლოთ მიწას.  | |
|  | | Admin Into Armury


 Number of posts : 6393 Registration date : 09.11.08
 | Subject: Re: გაგა ჭინჭარაული Fri Mar 29, 2019 12:21 pm | |
| გაგა ჭინჭარაული დაცლილი სოფელი მტკივიხარ, გრძელო სოფელო, ნაოხარივით გამხდარო, ერთ დროს ერთმანეთს გამბულო ძმა-სახლიკაცის ბან-კარო. სუმუდამ ძახილ-ძუხილო, ბან-წინგარდაზე ხახანო, წუხრ-წუხრ ერთუცის პატიჯო, საერთო სადილ-ვახშამო. შაყრილო უფროს-უმცროსო, თავ-თავის სკამზე დამსხდარო, ერცხვის მანდაურ ქალ-ზლითა აყვავებულო ქაზდარო, შაკრულო ისრის კონაო, გადასატეხად მაგარო. მგონდები, მამის სიზმარო, გასახსენებად საზარო, ნანახვო ქრისტეს ღამესა, დილას ცრემლებით ნათქვამო: იმ დროში წარმოუდგენო, რაღაც მითო და ზღაპარო, დღეს კი მზის მასვლასავითა ასრულებულო, ამხდარო. საიდან მახვედ, შავწყალო, სახლის ყორეებს მამდგარო? კეზო, მუხისგან გათლილო დედაბოძზეით გამხტარო, კერაში გადაზელილო მიწავ, ნაკვერჩხალ-ნაცარო. ცრემლს მადენ, იფნის უღელო, ერთდროს მანძილათ ნადგამო, შუაზე გადამტვრეულო, ტაბიკ-აპეურ დამწვარო, დროთა ქარების ნალოკო, სანთლის ფეხივით გამდნარო, მამულო, დამეწყრებულო, მაშლილო სამან-სამძღვარო, ხრამ-ნაპრალებად ნაქცევო საბელთ გაშლაზე გამხდარო.  | |
|  | | Sponsored content
 | Subject: Re: გაგა ჭინჭარაული  | |
| |
|  | | | გაგა ჭინჭარაული | |
|
| Permissions in this forum: | You cannot reply to topics in this forum
| |
| |
| Armuri (არმური) | |
Social bookmarking |
Bookmark and share the address of არმური Armuri on your social bookmarking website |
|
|