Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: ნინო ბასილია Mon 11 Mar 2019 - 18:20
Nino Basilia
„ტელებლოგი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ის საინტერესი სივრცეა, რომელშიც, როგორც რეჟისორი, სიამოვნებით ვმუშაობ“.
ნინო ბასილია კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი.
განათლება: მოსკოვის უმაღლესი სასცენარო და სარეჟისორო სკოლა (ВКСР). თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი. ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (მეორადი ფაკულტეტი), მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა (ავსტრია).
2013-14 წ.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელის „პირველი არხის“ პროგრამა „ტელებლოგის“ დოკუმენტური ფილმების ავტორი და რეჟისორი: "საახალწლო ვაშლის ხე" , „ქართველი ამორძალები“ , „თავისუფალი სვანი“ , „არსებები ცივ სარკეში“ , „ყოფიერების ნიუანსები“ , „ათი დღე ომამდე“ , „ლანდშაფტის მატრიცა“ , „ტექნო-სევდა“ , „გამარჯობა დედა, მე საქართველოში ვარ...“ , „როდესაც გარდაიცვლებით, თქვენს ფილმებს უჩვენებენ“ , „ლიკვიდირებული წყალი“ , „ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“ . "ანიტა" . "ალერსიანი C" , "ცხოვრება, როგორც თამაში" , "რა ღირს კინო?" , "ბელკანტო" , "დევი" , "ზღვარზე" , "დედაბრული ანბანი" , „ყველას თავისი ინდოეთი აქვს“ ...
2010-2011 ტელეკომპანია „პიკი“. დოკუმენტური ფილმების: „ფრენა სატრფოსთან“ , „სიკვდილისთვის მზადება“ , „აზარტი“ , „ევას ტერიტორია“ , „ორი სახლი ერთ უბანში“ , „არქიტექტურა მოთხოვნით“ , „შთაგონების საძიებლად“ ავტორი და რეჟისორი.
2011 ტელეკომპანია „პიკი“- სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების ციკლის „Загадки Грузии“ რეჟისორი.
რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა ტონინო გუერას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე - „ნუშის სახლი“ (გადაღებულია იტალიაში, 2007).
რეჟისორი და სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა „ნანა ჯორჯაძე“ (არხი „კულტურა“, მოსკოვი, 2006).
პიესის ავტორი და რეჟისორი: ათონელის თეატრში განხორციელებული სპექტაკლისა: „აგვისტოს სიგიჟე“ (2010); თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე: „სექსუალური რევოლუცია“ (2006), „ბომჟები“ (2007), „ებრაელები“ (2007) და „წელს ზემოთ შენი არ ვარ“ (2013).
ავტორი პიესებისა: "თაგვი“ (2002) და "ლიფტიორი“ (2005) (რეჟისორი ლევან წულაძე, თეატრალური სარდაფი რუსთაველზე).
რეჟისორი და სცენარის ავტორი სტუდენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა: „ასეთი სიყვარული“, „6½ წუთი“ , „ფოტო 3X4“, „ბზარი“ . (2006).
სცენარის ავტორია 12-სერიიანი ფილმისა „კარუსელი“ (ტელეკომპანია НТВ, მოსკოვი, 2004), ასევე, რვასერიიანი ფილმის „ მტვრის გემოს “ (2003) სცენარის ავტორი (ტელეკომპანია „იმედი“).
1996–2002 წ.წ.-ში იყო საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჟურნალ „იმიჯის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ნინო ბასილია - რეკომენდაცია გამოქვეყნდა 7 თებ. 2017-ში
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: ნინო ბასილია Mon 11 Mar 2019 - 18:26
ნინო ბასილია საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელია By kvira on 14/11/2016 10:44 კულტურა
„მოვიგე, მოვიგეე ერთ-ერთ საუკეთესო ფრანგულ ფესტივალზე არასში საუკეთესო რეჟისორის პრიზი“, – წერს რეჟისორი ნინო ბასილია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. პალმა დე-მალიორკას კინოფესტივალზე გრან-პრის მოპოვებიდან სულ რამდენიმე საათში ქართული ფილმი “ანას ცხოვრება” კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი საფრანგეთში, Arras Film Festival-ზე გახდა. ფილმის რეჟისორს ნინო ბასილიას პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის გადასცეს! სოციალური დრამა „ანას ცხოვრება“ რეჟისორის მიერ საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი მარტოხელა დედაზეა, რომელსაც მარტოს უწევს ზრუნვა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე შვილზე. ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტის მსოფლიო პრემიერა შვედეთის გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.
"ანას ცხოვრება" - ნინო ბასილიას ფილმის წარმატება Georgian Broadcaster Published on May 27, 2016
გადაცემის სტუმარი: ნინო ბასილია - კინორეჟისორი, სცენარისტი, დრამატურგი, მწერალი.
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: ნინო ბასილია Mon 11 Mar 2019 - 18:32
ნინო ბასილია: „და მაინც მოვედი“
26 დეკემბერი 20:00, 2016 წელი
გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კინორეჟისორი ნინო ბასილია.
- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება? - როდესაც ჩემ ირგვლივ ახლობელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.
- ბოლოს როდის გაიცინეთ? - ამ ბოლო დროს სულ ვიცინი... ბოლო თვეების განმავლობაში იმდენ პრიზს ვიღებ ფესტივალებზე, გამოაცხადებენ თუ არა ჩემს გვარს, უკვე მეცინება.
- ბოლოს როდის იტირეთ? - ამ დილით ვიტირე... რადიოში ვიყავი ინტერვიუზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავდათ მოწვეული თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით. იმდენად გულწრფელები იყვნენ, ისეთი სათნოები, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი? - არასდროს ვიტყუები.
- ყველაზე დიდი ნაკლი? - ეს ნაკლი უკვე რამდენიმე წელია, გამოვასწორე. ზედმეტად მორიდებული ვიყავი და ახლა აღარ ვარ. მგონი, მეორე უკიდურესობაში გადავვარდი.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს? - გამბედაობის თვალსაზრისით, ალბათ, ჟანა დ`არკთან.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს? - ჩემი გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც დილაობით ალაგებს და ხვეტს თბილისის ქუჩებს. ნაგვის მანქანაზე, უკან, ზამთარ-ზაფხულ ორი ადამიანი რომ არის ჩამოკიდებული, აი, ისინი არიან ჩემთვის გმირები... და კიდევ, სამშობლოს თავშეწირული ბიჭები.
- თქვენი მხატვრული გმირები? - ამ შემთხვევაში ჩემი გმირია ჩემი ანა კეკელიძე - ჩემი ფილმის მთავარი გმირი. და კიდევ, ჩემი მომდევნო ორი ფილმის გმირი, რომლებზეც გამუდმებით ვფიქრობ.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა? - ამ რამდენიმე წლის წინათ ინდოეთში, ვარანასიში ჩავედი და იქ მივიღე ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც მანამდე არასდროს განმიცდია. ის იყო ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში? - იუმორი და ხელგაშლილობა. მამაკაცი არ უნდა იყოს ძუნწი.
- ქალში? - ქალი უნდა იყოს ინტელექტუალური და ცოტა სექსუალურიც.
- საყვარელი მწერლები? - ასტრიდ ლინდგრენი.
- საყვარელი კომპოზიტორი? - რობერტ შუმანი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.
- ფილმი? - ძალიან ძნელია, დასახელება... „შერეკილები“. რამდენჯერაც გადის ეკრანზე, იმდენჯერ ვუყურებ.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად? - ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ვიარე, ვიარე, ბევრი მთა და ბარი გადმოვიარე და მაინც მოვედი ჩემს პროფესიაში - რეჟისურაში.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი? - ჩემი შვილი და ჩემი პროფესია.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით? - გათხოვების თარიღი.
- რა არის თქვენთვის სამშობლო? - სამშობლო არის ჩემი ფეხის, ქუსლის, ტერფის ძირიდან გამოზრდილი და ლოდებს შორის ჩახერგილი ფესვი. წასვლა რომ გინდა და არსად გიშვებს.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად? - ომის. 2008 წლის ომის შემდეგ მეშინია ომის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს? - რამდენიმე ფილმს კიდევ გადავიღებდი და მერე, უშფოთველად, ძილში გავიპარებოდი.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა? - მეგობარო, ერთი კარგი როლი არ გაქვს ჩემთვის?
TRAILER LA VIDA DE ANNA (ANNA'S LIFE) Compacto.coop Published on Jun 2, 2017
_________________ Nicoletta La Chatte
Nicoletta La Chatte Admin
Number of posts : 474 Age : 29 Location : Marseille Job/hobbies : poète et Journaliste Humor : Le bien Registration date : 12.02.19
Subject: Re: ნინო ბასილია Mon 11 Mar 2019 - 18:34
"ანას ცხოვრება" ესპანური გრან-პრის მფლობელი ქართული ფილმი
შუადღე GDS / shuadge GDS Published on Jun 30, 2016 გადაცემის ამ ნაწილში ქართული კონოს კიდევ ერთი წარმატების შესახებ თავად ფილმის, "ანას ცხოვრება"-ს რეჟისორი " მოგიყვებათ.
,,გვიანი შუადღის" სტუმრები: ნინო ბასილია - რეჟისორი. ლიკა ოყროშიძე - მსახიობი.