არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნესტან ნენე კვინიკაძე

Go down 
2 posters
AuthorMessage
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 2:27 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan14
Nestan Nene Kvinikadze

ნესტან ნენე კვინიკაძე
ქართველი მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი.

ნესტან ნენე კვინიკაძე დაიბადა 1980 წლის 5 ივნისს თბილისში.
დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინო სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ოლღა თაბუკაშვილის სახელოსნო.

სამუშაო გამოცდილება:

* 2000-2001 წლებში გადაცემა “კომუნიკატორის” კვირის ოფიციალური მუსიკალური ოცეულის წამყვანი. (სახელმწიფო ტელევიზიის 1 არხი)
* 1999- 2000-2001 წლებში ფესტივალების “მზიური” და “მატარებელი” ერთ-ერთი ორგანიზატორი
* 2002-2003 წლები - არის ავტორი დოკუმენტური სიუჟეტების სერიისა: “ჩემი სოფელი” და “ქართველები საზღვარგარეთ”(სახელმწიფო ტელევიზიია 1 არხი)
* 2005 წელი - ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” კორესპონდენტი
* 2005 წელი - გაზეთ “24 საათის” სვეტების ავტორი
* 2006 – 2008 - ჟურნალ “ანაბეჭდის” ავტორი
* 2006 წლიდან - 2014 წლამდე ქართულ-ინგლისური ჟურნალის “ფოკუსის” მთავარი რედაქტორი
* 2011 წლიდან - 2014 წლამდე ჟურნალ “თბილისი აუთის” მთავარი რედაქტორი
* 2015-2017 - ინგლისურენოვანი გზამკვლევის ჟურნალ Georgia To See-ის მთავარი რედაქტორი
* 2011 წლიდან - 2019 წლამდე თოქ-შოუ “სხვა შუადღის” მთავარი პროდიუსერი.( სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2)
* 2016 წლიდან - 2019 წლამდე “ლიტერატურული შაბათის” წამყვანი ქეთი დევდარიანთან, დათო ტურაშვილთან და ლაშა ბუღაძესთან ერთად. (სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2)
* 2016-2019 წწ. აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობითა და დაფინანსებით შაბათის შუადღეში ტელე-რუბრიკა “ძალაევროპაშიას” წამყვანი

ლიტერატურული ბიოგრაფია:

1999 წელს ნესტან კვინიკაძის ლიტერატურული დებიუტი შედგა: გამოვიდა მოთხრობების კრებული სახელწოდებით “ერთსულად”.
2002 წელს დოკუმენტური რომანი “ამარგი” გამოდის, რომელიც 1983 წლის თვითმფრინავის გატაცების გახმაურებული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს
2003 წელს მისი პირველი მხატვრული რომანი დასტამბა გამომცემლობა “არეტემ” – “ისპაჰანის ბულბულები”.
2005 წელს გამოსული მოთხრობების კრებული სახელწოდებით “Herself” თხუთმეტი მოთხრობა აერთიანებს.
2008 წელს მისი მეორე რომანი “იაგუარების ტექნო” გამოვიდა.
2011 წელს სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადდა ინგისურენოვანი გამოცემა სახელწოდებით “NOW”, რომელშიც ორი მოთხრობა და ერთი პიესა შევიდა.
2013 წელს ფრანკფურტში, გამოვიდა თანამედროვე ქართველი ქალი ავტორების ანთოლოგია გერმანულ ენაზე “იაგუარების ტექნო”, (FVA publishing) (Leipzig Book Fair). ანთოლოგიაში შესულია ნაწყვეტები ავტორის ამავე სახელწოდების რომანიდან.
2015 წელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის Theater der Zeit მიერ გამოიცა ქართული პიესების კრებული სახელმწოდებით “Zwischen Orient und Okzident“. კრებულში შესულია, ნესტან კვინიკაძის (პიესა სახელწოდებით “მეგობრები”), ლაშა ბუღაძის, ნინო ხარატიშვილისა და სხვა თანამედროვე ავტორების პიესები.
2017 - გერმანულად გამოიცა ისპაჰანის ბულბულები “Nightingales of Isfahan” პრეზენტაცია შედგა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე . (ORLANDA Publishing)
2018 წელს - საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტის „საქართველო. ლიტერატურული მოგზაურობანი“ პრეზენტაცია ჰამბურგის ლიტერატურულ ფესტივალზე. (პროექტი განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით „ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების „ ფარგლებში).
2019 წელს ნიუ-იორკში გაეროს ქალთა სტატუსის კომისსი 63-ე სესიის მონაწილე-მომხსენებელი.
2019 წლის 29 ოქტომბერს ნესტანის მესამე რომანის “38, 44” პერზენტაცია შედგა.
სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში.
მისი ნამუშევრები თარგმნილია, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებში.


დრამატურგია:

* 2007 - რადიო პიესა “განცხადება ბაჭიების შესახებ” - კითხვა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა
* 2010 – “ფრანგულის გაკვეთილები” - კითხვა მარჯანიშვილის თეატრი
* 2010 - ამერიკა - დადგმა, რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა.
* 2010 – Live - პერფორმანსი, როკ კლუბი
* 2014 – ნესტან კვინიკაძის “ფრანგულის გაკვეთილები” და დათო ტურაშვილის “ევროჯორჯია” დაიდგა მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე. რეჟისორი ლელა ჭინჭარაული
* 2011-2012 - The Royal Court Theatre – Project New Writing - პროექტის მონაწილე.


კინო:

* 2012 – MINI EAVE - მონაწილე. კინოსცენარის თანაავტორი ქეთევან მაჭავარიანთან ერთად.კინოსცენარის სახელწოდება “მაღლა აწეული ხელები”.
* 2013 – FILMLONDON MICRO-SCHOOL INTERNATIONAL GEORGIA Project.
თანაავტორი კინოსცენარისა 467კილომეტრი სოხუმამდე. ქეთი მაჭავარიანთან ერთად.
* 2015 - 2016 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ქართულ - უცხოური ერთობლივი წარმოების დაფინანსების კონკურსში, ნესტან კვინიკაძის კინოსცენარმა „43- ორმოცდასამი", მოიგო მაქსიმალური თანხა - 370 ათასი ლარი. შპს „სინეტექი" რეჟისორი - დიმიტრი ცინცაძე. (გრან-პრი შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019)
* 2018 - ავტორი კინოსცენარისა მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისთვის “დამლაშებული პირსახოცები”. რეჟისორი ალექსანდრე ქვირია.

ნესტან ნენე კვინიკაძე გადაღებულია ხუთ კინო-ფილმში:

* 2003 - “კლასობანა” რეჟისორი თამარ შავგულიძე
* 2003 - “უსმინე შოპენს” რეჟისორი თორნიკე ბზიავა
* 2003 - “ბოდვა” რეჟისორი თორნიკე ბზიავა
* 2009 - “ჯაყოს ხიზნები” რეჟისორი დავით ჯანელიძე
* 2011 - “მარილივით თეთრი” რეჟისორი ქეთი მაჭავარანი

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan10
Nestan Nene Kvinikadze

ბმული:
* http://literatursalon-euterpe.de/NeneKvinikadze.php
* https://ka.wikipedia.org/wiki/ნესტან_კვინიკაძე
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001030/
* http://book.gov.ge/en/author/kvinikadze-nestan-nene/63/
* http://maiajaliashvili.blogspot.com/2011/02/blog-post_14.html
* https://www.facebook.com/nestannene.kvinikadze
* https://www.imdb.com/name/nm2369759/
* http://geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=534
* http://www.bu.org.ge/m1039?lang=geo


"რეკომენდაცია" - ნესტან-ნენე კვინიკაძე

Artareatv
Published on Jun 6, 2014

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Mar 06, 2019 2:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 2:31 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan10

ნესტან ნენე კვინიკაძე

დევები მთებში წვანან

დილაა.
დევი მობილურ ტელეფონს ფეხაკრეფით აძვრენს დედის ჩანთიდან. მხრებში მოხრილი ტუალეტში მიიპარება. ფეხით კარს იჭერს და ხელისგულს შლის. თეთრი ქაღალდის ნაგლეჯზე მიწერილ ნომერს კრეფს.
– გოგი გამარჯობათ, მე გუშინ გესაუბრეთ მანქანის თაობაზე...
ხმა თითქოს არ ემთხვევა მის გარეგნობას, და ეს ტონიც სრულიად ზედმეტია საპირფარეშოსთვის, სადაც ამოტეხილ კაფელებზე საიდუმლო დამწერლობის კოდებს გაშიფრავ, მუქ ყავისფერ მეტლახზე კი, კარგად თუ დააკვირდები, დაძველებული შარდის ანარეკლებსაც გადააწყდები.
– გადავწყვიტე მაინც ვნახო! ... დიახ დღესვე... კარგი, სამზე მანდ ვიქნები.
დევი უნიტაზს ჩარეცხავს.
გამოვა და მობილურს დედის ჩანთაში ჩააბრუნებს.
ჯიშიანი ცხენი რომ გამოძვრება უსასრულო სტეპიდან და ყორღანებიდან, საქარავნო გზებს რომ გაივლის, ასე ნება-ნება გამოსრიალდა ახლადაგებული ასფალტით მოლიპულ ეზოში ბატონი გოგის CHEVROLET HHR. 52 ათასი კმ გარბენით და კლიმატკონტროლით. ეს დალოცვილი მანქანა მართლაც ისეთი იყო, როგორიც ფოტოზე, რომელსაც მთელი საღამოს მანძილზე უცქერდა დევი წინა დღით მეზობელთან, რომელსაც უკაბელო ინტერნეტი კი აქვს, მაგრამ ოჯახის წევრებს მაინც არ ყოფნით, - ახლა კიდევ დევი, თავისი გატაცებებით... მით უფრო, რომ დევის ხელოვნური დამეგობრება მასზე რვა წლით უმცროს ალბინოს მიშოსთან არცერთ ოჯახის წევრს არ სიამოვნებს. და ალბათ ამიტომაც, სწორედ მისი სტუმრობისას გადაიქცევა ხოლმე ეს სახლი ნამდვილ ინტერნეტ კაფედ, დევის ჯინაზე ყველა კომპიუტერს ჩასცქერის თვალებში და შეგნებულად ანელებენ სისწრაფეს, რომ დევიმ, რაც შეიძლება მეტი იწვალოს მანქანების ძებნისას, რომ აღარ მოვიდეს და ამ ინტელექტუალურ ოჯახში, მისი უინტელექტო ინტერესები არ დაიკმაყოფილოს.
– მიშო შენ იმეცადინე უკვე? – განგებ იკითხავს დედა და მერე ბებია.
მიშოს ტყუპ ძმებს ძინავთ. თითქმის სულ ძინავთ. მიშოს დედა ამბობს, რომ ძალიან იღლება და რომ ძიძა უკვე აუცილებელია.
– კაპოტიც ავხადო? – ეკითხება დევის შუახნის სანდომიანი გარეგნობის მამაკაცი, რომელსაც “გადანახულებაზე”, სავარაუდოდ, შვილიშვილიც წამოყვა და რომელიც პატარა ცერებზე იწევა, უფროსების მსგავსად, მანქანის ნაწილებში რომ ჩაყოს თავი.
– ხარაშო, გასაგებია...
დევი გოგის სიგარეტს ეწევა.
– მეჩქარება, თორემ ამ ფასად? რას ამბობ... დაძაბული ამბობს გოგი.
– კაი, დავჯდები ეხლა და გავივლი. – დევი თან სიგარეტის ნამწვავს იქვე მიაგდებს.
გოგი გასაღებს უწვდის და შვილიშვილთან ერთად დევის მანევრებს ადევნებს თვალს.
მიქრის CHEVROLET HHR სწორ გზაზე. დევის მოღუშული სახე ნელ-ნელა დუნდება და ბოლოს ღიმილი ეტყობა. ახლა უხვევს და დევის მექანიკურად თავიც იქით ეხრება. შორს გოგი და მისი შვილიშვილი ჩანან გაურკვეველი მოლოდინით სავსენი.
დევი მათ ფეხებთან ამუხრუჭებს.
– კარგია, – ამბობს მრავლისმთქმელად. მოვიფიქრებ და დაგირეკავთ.
შეხვედრა მთავრდება.
მიშოს ძმებს დღესაც ძინავთ.
სანამ დევი მიშოს კომპიუტერთან იკავებს ადგილს, მის ზურგს უკან მიშოს დედას ძიძების ქასტინგის მესამე დღე აქვს.
– ხუთი დღე შემიძლია ვიმუშაო, შაბათს ჩემ თავს უნდა მივხედო და კვირა... კვირა კი, – აქ პაუზა გააკეთა ძიძამ, – ერთი დღე ხომ უფალს უნდა მივუძღვნათ? მეც სწორედ მთელი კვირა დღე ეკლესიაში ვიქნები.
მიდი და გაიგე ახლა, ეს სამოც წელს გადაცილებული ხმადაწვრილებული ქალი როცა უფალს ამბობს, იესოს გულისხმობს თუ იეღოვას?
სანამ შავი ფონია, დევი ოსტატურად მონიტორზე არეკლილ მიშოს ლამაზ დედას უყურებს, სამი შვილი რომ გაუჩენია და ასეთი თხელი და მიმზიდველია ისევ. ოდნავ წითური გაშლილი თმა მხრებზე დაუყრია.
დევი ფიქრობს, იქნებ დედამისს თმა რომ შეეღება, ისიც ლამაზი ყოფილიყო.
და წარმოიდგინა უცებ ლამაზი დედა, ადრე დაქვრივებული, მაგრამ მაინც ლამაზი. რომ მათი ოთახნახევრიანი, კედლებგახუნებული სახლი, ოთხოთახიან ევრორემონტიან ბინად არის ქცეული.
ყველაფერი თავის ადგილზეა.
დევის საკუთარი მობილური აქვს და კომპიუტერიც. უფრო მეტიც, კომპიუტერი დედამისსაც თავისი აქვს, და სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან ძვირფას სამოსს იწერს. დევისთვის ძალით ყიდულობს ძვირიან მანტოს, თითქოს დევის არ უნდა...
და ამ თემაზე კამათობენ.
მერე დევი წყვეტს ფიქრს და უკვე ავტომობილების მექანიკურ ძებნას აგრძელებს.
ვაშლიჯვრის ასახვევთან დათქმულ შეხვედრაზე, სრულიად მოულოდნელად, დევის მამის ყველაზე ახლო მეგობარი შერჩება.
– ბიჭო, ხმაზე როგორ მეცნე, ამხელა გამხდარხარ, დაკაცებულხარ, – ეხვევა TOYOTA RAV 4-ის პატრონი. – ეჰ, ცხონებული მამაშენი...
– როგორ ხართ? – დევი მორცხვად ეკითხება, არ ვიცოდი, თქვენ თუ იყავით... დედა თუ შეგხვდათ, არ უთხრათ... ჯერ არ იცის, მანქანის ყიდვას რომ ვაპირებ.
– თუ იყიდი, არც შენ უთხრა... მაინცდამაინც... ჩემგან რომ იყიდე. რა ვიცი, უხერხულია, – ფამილარობა გადაეჭიმა სახეზე TOYOTA RAV 4-ის მძღოლს, რომლის მანქანაც ისეთი სისწრაფით გააქროლა დევიმ დიღმის მიმართულებით, რომ მამის მეგობარს გული შეუწუხდა.
მერე რომ ფიქრობ, – ხომ შეიძლებოდა, უფრო კარგად შევხვედროდი, უფრო თბილად მომეკითხა და მივფერებოდი ამ ადამიანს, რომელსაც სრულიად უმოტივოდ, ცივად შევხვდი.
მაგრამ მე არ ვიცი, რომელი მათგანი ფიქრობდა ამას.
მეტი საქმე არ ქონდათ მიშოს მშობლებს, რუსი ძიძა შეეშვათ სახლში.
მშვიდი და ოდნავ ეშმაკური იერის, საშუალო სიმაღლის და შავთმიანი ქართველი ქალბატონი უღებს კარს დევის, რომელიც ინტუიციით ხვდება, რომ ეს ტყუპების ძიძაა.
რა უცნაურია, ბავშვებს დღეს ღვიძავთ.
დევის მიშოს დედის ალმაცერი მზერა მიყვება.
მიშოს მამა საერთოდ ზედ არ უყურებს.
ირგვლივ მურა ფასადებია.
აგვიანებს JEEP Grand Cherokee.
დევი სიგარეტს ეწევა. ახლა ისეა, სამსახურში ადრე რომ მიხვალ და არავინ დაგხვდება. სამსახურია, აბა რა არის. ყოველდღე ერთი და იგივე. უბრალოდ, ამაში ფულს არავინ უხდის.
არც უნდა. ოღონდ ასე იყოს სულ და სხვა არაფერი უნდა. სხვა არც არაფერი ხდება მის ცხოვრებაში.
დევი შორს მთებს ხედავს. ახსენდება, რომ მანქანის ტარება მამამ სწორედ მთაში ყოფნისას ასწავლა. მერე ისიც ახსენდება, ბავშვობაში დედა რომ უმღეროდა – “გარეთ ქარი ზღაპარს ყვება და დევები მთებში წვანანო”, იმწამსვე მისი პატარა ფანტაზია რატომღაც საკუთარ თავს სეხნიებთან (დევებთან) ერთად, პატარა მთაზე მწოლიარეს წარმოიდგენდა. თუ სხვა ბავშვებისთვის ეს დევები ავსულები იყვნენ, რომლებსაც დედები შორს, მთაში ამწესებდნენ, ჩვენი დევისთვის იდენტიფიცირების ხატი გახლდათ.
თითქოს სწორედ ის მთა ადგა და მოვიდაო – იმხელა ჯიპი შერჩა დევის.
– შენ კიდე არ გიყიდია მანქანა? – სიცილით გადმოვიდა ჯიპიდან მსუქანი კაცი, უფრო სწორად, ჯერ ფეხები გადმოდგა, შემდეგ კი ნასუქი სხეულით ჩამოიღვენთა მანქანიდან.
– დევის ყოფილი ნაცნობი შერჩა, რომლის სხვა მანქანით ერთხელ უკვე ესეირნა და ახლა, როცა ამ კაცს მანქანაც შეეცვალა და მობილური ტელეფონის ნომერიც, დევიმ ვეღარ გათვალა...
– კი, მაგრამ ის გავყიდე ისევ, – სიმწრისაგან არ დაიბნა ახალგაზრდა.
ბოლო ფასია? – ესეც მიაყოლა მეტი დამაჯერებლობისთვის.
კაცს ასანთის ღერი გაერჭო კბილებში და ცალყბად პასუხობდა.
– ჰო.
თენდება.
ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილით...
დევი ისევ ჩუმად იღებს დედის ჩანთიდან მობილურს. ისევ ტუალეტში შედის და იმ მანქანის თაობაზე რეკავს, მიშოს უკაბელო ინტერნეტით რომ მოძებნა და შეარჩია წინა საღამოს.
ხვალაც ასე იზამს. ზეგაც. იქითა წელსაც.
ასე იქნება იქამდე, სანამ მიშოს მშობლები საბოლოოდ არ აუკრძალავენ იქ მისვლას და რაც მთავარია, იქამდე, სანამ დედა დამლაგებლის თანამდებობას შეინარჩუნებს იმ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიაში, რომლის სლოგანიც არის – “რომეოს ჯერა, რომ ჯულიეტა მკვდარია. ჯულიეტა კვდება იმიტომ, რომ რომეოს გონია რომ ის მკვდარია. კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია”.
დედას ულიმიტო სასაუბრო დრო აქვს.
დევისთვის კი ეს ჰაერივით საჭიროა.

2009


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 2:37 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan12

ნესტან ნენე კვინიკაძე

თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი!
(მიხეილ კობახიძე)

მიშა კობახიძე სიყვარულის შესახებ
“1953 წელს გარდაიცვალა სტალინი. დასაფლავების დღეს, მამამ ქალაქ თბილისში, ბერიას მოედანზე, სამგლოვიარო მიტინგზე წამიყვანა. სამარისებური სიჩუმე იყო. ქვემოდან მამას – გერმანე კობახიძეს ავხედე. შემეშინდა. სხვებისაგან განსხვავებით, მას არ მოუხდია შლაპა. ამის გამო, შეეძლოთ ეცემათ ან დაეპატიმრებინათ. ქურთუკზე ჩამოვქაჩე და ვუთხარი: მამა შლაპა მოიხადე. მან კი მიპასუხა – მე აქ იმიტომ მოვედი, რომ შლაპით ვიდგე. ეს არავის გაუგია, არც შეუმჩნევია, რადგან იმ წუთიდან სხვა დრო დაიწყო”.
ევროპის რვეულიდან (1997) პარიზი


2005 წლის იანვარი. პარიზი. მოქნილი, ახალგაზრდული ნაბიჯებით, ზურგჩანთამოკიდებული ისევ შეყვარებული მიუყვებოდა ლუქსემბურგის ბაღის კონტურებს… კუთხის კაფედან მიმტანები ალერსიანი ღიმილით ხვდებოდნენ. თავისი ფილმების მსგავსად, ყველაფრის მიუხედავად, სილაღე მაინც არ დაუკარგავს.
“ყველა ფილმი ჩემთვის პატარა ექსპერიმენტია. როცა ფილმს ვაკეთებ, მაყურებელზე არ ვფიქრობ, ხოლო როცა ფილმი შედგება და მაყურებლის წინაშე აღმოვჩნდები, ბუნებრივია, დიდი სურვილი მაქვს, რომ ფილმმა მასზე გავლენა მოახდინოს, სიხარული მოუტანოს, დააფიქროს და აღაფრთოვანოს კიდეც. ერთადერთი, “ქორწილს” როცა ვიღებდი, განზრახული მქონდა ისეთი ფილმი გადამეღო, რომ ყველას მოწონებოდა, მიმეღო დიპლომი და ჩემთვის კინოსტუდიის კარი გაეღოთ. ახლაც კი მიკვირს, როგორ გავბედე და “ქორწილის” შემდეგ “ქოლგა” გადავიღე. თავიდანვე ვიცოდი, რომ ბეწვის ხიდზე უნდა გამევლო და თუ ვერ გავივლიდი, ამით დასრულდებოდა ჩემი კინემატოგრაფი, მაგრამ სწორედ ეს მხიბლავდა. ფილმს თავდაპირველად “წვიმა” ერქვა. ბოლოს, როცა მათ ქოლგა გაუფრინდათ, წვიმა დაიწყო და დარჩნენ უქოლგოდ. ამ დროს მესამე გმირი მოხტის წვიმაში, ქოლგით ხელში. დრამატურგიული თვალსაზრისით, ეს სცენა ზედმიწევნით ძლიერი იყო და დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. მაგრამ დეკემბერი იყო, მსახიობებს ზაფხულის სამოსი ეცვათ და წვიმის გადაღება ვერ მოხერხდა. როცა რამე არ გამომდის, სწორ გამოსავალს სწორედ მაშინ ვპოულობ. თუ ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ ვიბნევი. ამ შემთხვევაში ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი და აზრი მომივიდა: ფინალში წვიმა სწორი არ იქნება იმიტომ, რომ წვიმას ქოლგა რეალურ სამყაროში გადაჰყავს და ჩვეულებრივ ქოლგად გარდაქმნის. ქოლგა კი სიმბოლოა. ხშირად უკითხავთ ჩემთვის “ქოლგა” რისი სიმბოლოაო. ქოლგის სიმბოლიკა ყველამ თავისებურად შეიძლება გაიგოს. აქედან გამომდინარე, თითოეული ადამიანი იმ ფილმს ნახულობს, რომელსაც საკუთარ ცნობიერებაში ქმნის.
როცა “ქოლგაზე” მუშაობა დავამთავრე, მინდოდა ისეთი ფილმი გადამეღო, სადაც არც დრო იქნებოდა და არც სივრცე. თან, ფილმში არც ერთი მსხვილი და საშუალო ხედი არ უნდა ყოფილიყო. ძალიან მაინტერესებდა ამ ექსპერიმენტის შედეგი. შედეგი კი ის იყო, რომ ამ ფილმის შემდეგ დამდგმელ რეჟისორად მუშაობა ამიკრძალეს და ჩემს საქმეს 30 წლით ჩამოვშორდი”.
1967 წელს, როდესაც ეკრანებზე “მუსიკოსები” გამოვიდა, მაყურებელმა ფინალური კადრში სიმბოლური ვერაფერი შენიშნა.
არაფერი განსაკუთრებული: მსახიობები – გია ავალიშვილი და მიხეილ კობახიძე ცეკვით გადიან კადრიდან. რჩება თეთრი ფონი. სინამდვილეში კი მიშა კობახიძე კინოდან წავიდა.
დაიწყო… ემიგრანტული პოეზიის თუ სოლჟენიცენის პერიოდი, ჩინური მედიცინა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, მურაბების ფესტივალი, თაფლის კვირეული, კედელზე გაკრული ვარსკვლავების რუკა და ნახევრადპროფესიული ჭოგრიტიდან გალაქტიკის ჭვრეტა, ტიბეტი, ბიბლიის კითხვა, დებატები, იმხანად “აკრძალულ ხილთან” ზიარების დაუოკებელი სურვილი.
ასეთი რა ხანა იყო? ერთ დღეს, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებმა, მათ შორის მიშა კობახიძემ, თავიანთი ფილმები მოიკითხეს. პასუხი კი ერთობ ექსტრავაგანტული იყო: სახელმწიფოს ვერცხლი დასჭირდა და გადავადნეთო.
ეს ტყუილის ქვეყანა იყო.
დაიწყო ექსკლუზიური ექსპერიმენტები, მხოლოდ მისთვის.
“ჩვენ ბევრნი ვიყავით, დიდი ოჯახი. სად წავსულიყავი? ბავშვები სკოლაში არ მივაბარე. არ მინდოდა, საბჭოთა სკოლაში რომ ევლოთ. სახლში ვამეცადინებდი. ალბათ კარგადაც მოვიქეცი, სწორად ცხოვრება ისწავლეს. თერთმეტი წლის მანძილზე მიძახებდნენ და ციხით მემუქრებოდნენ, თუ ბავშვებს სკოლაში არ დავაბრუნებდი. მაინც არ ჩამსვეს ციხეში. ვმუშაობდი, ცოლი კერავდა. გავყიდეთ ყველაფერი: ავეჯი, ავტომობილი, სახლი”.
1981 წელს ც.კ.-ს პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ მიხეილ კობახიძე დაიბარა და უთხრა: “ოღონდ დაიწყე მუშაობა და რაც გინდა, ის გადაიღეო. თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია გადაიღო ანტისაბჭოთა ფილმი, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას სიმართლე?!”
თითქოს კინოსთან დაბრუნების სურვილი გაჩნდა. მაგრამ ანტისაბჭოთა ფილმს წინ ანტისაბჭოთა ნაბიჯმა გაუსწრო: საქართველოდან თვითმფრინავი სახელოვანი ოჯახის შვილებმა გაიტაცეს. მათ შორის იყო გეგა კობახიძე.
ხელმძღვანელობას 23-24 წლის ბიჭების შეეშინდა და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.
“ჩემთვის ეს იყო დასასრულის და თან ახლის დასაწყისის ნიშანი. ამ მოვლენის შემდეგ საბჭოთა კავშირში ისეთი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც აღარავინ დაუხვრეტია და რომელმაც, თავისი მოქმედებით, ფაქტობრივად, დაშალა ეს სისტემა.
ბიჭების დახვრეტის ფაქტი გასაიდუმლოებული იყო. ჩვენ ისინი ცოცხლები გვეგონა. როცა გავიგეთ, რომ განაჩენი აღსრულდა, მაინც არ გვჯეროდა. ჩვენში იმედი ცოცხლობდა და ამ იმედს თვით უშიშროების სამსახური თესავდა.
ის ერთი სიტყვა, რომელიც მინდა ვთქვა, მარტო გეგას არ ეხება. მათ ზედმიწევნით ადამიანურად, დიდი სიყვარულით წარმართეს სასამართლო, არავინ უკან არ დაიხია, არავინ არავის არაფერი არ გადააბრალა. ყველამ ყველაფერი თავის თავზე აიღო.
ბაბუის, გერმანე კობახიძისაგან განსხვავებით, რომელიც იმ დღეს ბერიას მოედანზე არ დაუსჯიათ, ოცდაათი წლის შემდეგ სწორედ მის შვილიშვილს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.
ამ მოვლენამ ბევრი რამ შეცვალა და ბევრი დააფიქრა. ბოლოს ის დღეც დადგა, როდესაც ყველაფერი უნდა დაშლილიყო. ის, რაც სიმართლეზე არ არის აგებული, დიდხანს ვერ ძლებს. თვითმფრინავის გატაცების არაერთი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ საქართველოდან გაქცევა, ვერ ვიტყვი, რომ ბევრს უნდოდა. არადა, საბჭოთა კავშირში ცხოვრება არ იყო ადვილი. პირადად მე, საშუალება რომ მქონოდა, ახლობლებთან ერთად, დაუფიქრებლად გავიქცეოდი.”
კინოსგან ის უკვე ძალიან შორს იყო. მას არასოდეს აინტერესებდა საბჭოთა ან ანტისაბჭოთა კინო. “მინდოდა, საკუთარ თავში სიხარულის პოვნა და შემდეგ სხვებისთვის გაზიარება.”
დღესასწაულებს, რომელსაც მიშა კობახიძე ახლობლებისთვის აწყობდა, დღემდე აჟიტირებულები იხსენებენ. თუმცა იქვე უმატებენ: საღამოს დასასრულს მიშა წასავლელად გაემზადებოდა ხოლმე. დაიხურავდა ქუდს და საოცრად სევდიანი გადიოდა. არავინ იცის, ასეთ დროს სად მიდიოდა. ამის თვითმხილველი არ არსებობს. თუმცა როგორც თავად აღნიშნა, მხიარულება ისევ მხიარულებით ხომ არ დასრულდებოდაო?!
და ერთ დღესაც, კვლავინდებურად მოწყენილი წავიდა… ამჯერად ყველამ იცოდა, სად. ახლა ის არამარტო კინოსგან, არამედ საქართველოდანაც შორს იყო. მიშა კობახიძე პარიზში აღმოჩნდა.
“დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილისში, მაგრამ პარიზი ის ქალაქია რომელიც სულიერად მამშვიდებს. აი, დილას რომ გამოვალ და უცნობები მესალმებიან, ჩაგივლიან დერეფანში და უეცრად გაიგონებ: ბონჯოურს, მონსიეურ. ადამიანებს შორის კონტაქტი აქ უწყვეტია. მერე კაფეში შეხვალ, გაგიღიმებენ, შენც გაუღიმებ. ეს ძალიან ძლიერ აურას ქმნის. უკვე თავს ადამიანად გრძნობ.
იყო ასეთი შემთხვევა, ფეოდოსიაში ჩავედით, გადაღება გვქონდა. საჭმელი გამოგველია. ჩემმა დირექტორმა თქვა, ახლავე ვიპოვი ვინმესო. ვიღაც ქალი მოიყვანა. ასე თქვა, რესტორანის დირექტორია და ახლავე გაგვიღებს რესტორანსო. წამოვდექი და რევერანსით შევეგებე. უეცრად იმ ქალმა მომაძახა: Пошёл на хуй…
მერე ჩემი დირექტორი გამოვიდა და თქვა: იმ ქალმა მითხრა, ერთი კვირა წყალი არ ყოფილა და თეფშები ჭუჭყიანიაო.
აღარ მინდოდა არაფერი.
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაში გავატარეთ და ბევრი ვიცინეთ, მაგრამ როცა ასეთ სისტემაში ცხოვრობ, როცა ყველა გიყურებს და ფიქრობს: ვინ ხარ, რა გინდა; ყველა გზომავს, გწონის, – ცოტა მძიმეა. აქ არავინ ერევა შენ საქმეში, ყველა გიღიმის და თუ რაღაც გაგიჭირდა, ცდილობენ დაგეხმარონ. რასაკვირველია, ადამიანური პრობლემები, რაც ყველას გვაღელვებს, აქაც არის.
მაგრამ ახლა, როცა ჩემს პროფესიასთან დაბრუნებას ვაპირებ, ჩემთვის აქ ცხოვრება მისაღებია. ვცდილობ, დადებითი ვიბრაცია დავიჭირო, ფორმა მივცე და სხვას მივაწოდო. მერე ვუყურო იმ სხვას, თუ როგორ გავლენას ახდენს მასზე ჩემი ნააზრევი.
ეს არის ჩემი თამაში. ეს არის ჩემი მსახიობობა, ჩემი თვითგამოხატვის სურვილი. არც გეგაზე და არც სხვა მოვლენებზე მისაუბრია ბევრი. უარყოფითი მოვლენების გახსენებაც კი არ მინდა. ვგრძნობ, ამით სხვას ძალიან ბევრს ვუშავებ. ისე, რაც უფრო ითმენ ტკივილს, უფრო მეტადაც გითანაგრძნობენ. შენ თუ გტკივა, სხვასაც ტკივა. შენ თუ ითმენ, სხვაც ითმენს. შენ თუ მაგარი ხარ, სხვები შენზე მაგრები არიან. ასეა ცხოვრება მოწყობილი”.
ოთხი თვის მანძილზე, საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქების (რა თქმა უნდა, პარიზის ჩათვლით) კინოთეატრები უხმო და შავ-თეთრმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა დაიპყო. ეს მიშა კობახიძის ფილმები იყო, რომლებიც მაყურებელს აღაფრთოვანებდა. მოკლე ხანში, საქართველო სწორედ ამ რეჟისორთან ასოცირდებოდა.
“როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ზოგმა ნავთობი დაისაკუთრა, ზოგმა მდინარე. მე საკითხი დავაყენე, რომ ჩემი ფილმები გადმოეცათ. იმ ფილმების დასაკუთრება შევძელი, რაც ადრე სახელმწიფოს ეკუთვნოდა. ამ ფილმების რეჟისორიც და პროდიუსერიც მე ვიყავი, ყველაფერს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდით.
ამან საშუალება მომცა, ფილმები ევროპაში გამეტანა და ფესტივალებზე მონაწილეობა მიმეღო, იმის მიუხედავად, რომ დღეს ცოცხალი არავის ვგონივარ.
პარიზში ცხოვრების დაწყება სულაც არ არის ძნელი. უბრალოდ, იმაზე უნდა იფიქრო, თუ რისი გაკეთება შეგიძლია. ვიღაცას ცხელი შოკოლადის კეთება შეუძლია, ვიღაცას ლექციის წაკითხვა ეხერხება… აქ ყველა პროფესია დაფასებულია, სჭირდებათ და გზა ყველგან ხსნილია. თუ ღრმად გწამს და გინდა ამ საქმის კეთება, შეძლებ. თავისუფლება გაძლევს ამის საშუალებას”.
“ახლა აქ ვარ. პარიზს ჩემი შექება არ სჭირდება. ჩემი თვალით დანახული პარიზი საოცრებაა, რომელსაც ვერასოდეს ვერ ამოხსნი, ისევე, როგორც ცხოვრებას. ჩვენ ერთ გარკვეულ განზომილებაში ვართ, სხვა განზომილება ჩვენთვის დაკეტილია. ერთეულებისთვის შეიძლება მეორე და მესამე განზომილება გახსნილი იყოს, მაგრამ საბოლოოდ მათთვისაც დიდი საიდუმლოება იწყება, როდესაც იმ დონეს მიაღწევენ, რომლის მიღმა გაღწევის უნარიც აღარ შესწევთ. ხანდახან მიკვირს, როგორ იტევს ეს ქალაქი ამდენს. თბილისი ძალიან ეშხიანი, მომხიბვლელი ქალაქია, მაგრამ დღეს იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ჩანაფიქრს ვერ განახორციელებ. მგონი, უბრალოდ, ასეთი პერიოდია.
ჯერ გასარკვევია ვინ ვართ: ევროპელები, აზიელები? სუფრებზე ყოველთვის ზურნა-დუდუკი იყო, აღმოსავლური რიტმების ფონზე მიდიოდა ქეიფი. იქ რეგტაიმს და ჯაზსს არავინ უკრავდა. ქვეცნობიერში აღმოსავლური და აზიური ჭარბობს. გონებით, მაინც ევროპისკენ მივილტვით.
რთული რეგიონია: არც იქით ხარ, არც აქეთ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის რთული იქნება იმის მიღწევა, რაც აქ უკვე მიღწეულია. იმედი მაინც მაქვს, რომ დიდი სიკეთე უნდა დატრიალდეს, თუ სიძულვილი არ გადაწონის. სამყაროში უარყოფითიც არის და დადებითიც. მთავარია, შენ რომელს აგროვებ და რომელს გადასცემ.
ერთი რამ აღმოვაჩინე – საქართველო აქედან უფრო მიყვარს და გადავწყიტე, აქ ვიყო და უფრო მიყვარდეს”.
“რაც შეეხება აქაურ ქალებს… აქაური ქალი ისე იცვამს, რომ სურვილი აქვს თავისი ყველაზე მიმზიდველი მხარე წარმოაჩინოს, და ეს ლამაზია. ამის უკან ხედავ ადამიანს, რომელიც გიზიდავს თავისი სურვილით, რომ დადებითი მხარე დაგანახოს. სიამოვნებას განიჭებს სრულიად უცხო ადამიანი. რაღა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ გაეკიდო: ერთი დღით ვარ ჩამოსული და უარი არ მითხრა.
აქ მარტო ქალაქი კი არა, ხალხიც ლამაზია. ლამაზია, როგორ იღიმის, როგორ ლაპარაკობს. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ქალები აკონტროლებენ თავიანთ თავს, მაგრამ ისე ბუნებრივად, რომ ვერც იგრძნობ. თავი ისე უჭირავთ, რომ ამაში სიყალბეს ვერ შეამჩნევ. ეს ბუნებიდან გამომდინარეა, ამის სწავლა შეუძლებელია. პარიზში ასეთები იბადებიან.
ჩვენთან ეს სულ სხვანაირად არის. ისტორიულად, ქალი დამალული, შენიღბული იყო. როცა თავისუფლების ხანა დადგა და ქალმა თავისი თქვა, აღმოჩნდა, რომ თურმე მას შეუძლია მუშაობა. მამაკაცები კი ქაოსში აღმოჩნდნენ: 70 წლიანი უზრუნველი ცხოვრება უკვალოდ გაქრა. დაჯდა და დაიწყო სმა. ეს კი აბსოლუტურად სხვა სამყაროა”.
გავიდა დრო. მიშა კობახიძე ისევ დაუბრუნდა კინოს.
“ჩემგან ახალ ფილმს ელოდნენ და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ საფრანგეთიდან ისევ ძველი ფილმებით ჩამოვიდოდი და მათ ჩევნებას გავბედავდი: ხუთი მოკლემეტრაჟიანი, აქედან ორი ინსტიტუტში გადაღებული და ერთი პატარა, რომელიც საფრანგეთში გადავიღე. ეს არის და ეს, რაც შევქმენი და წარმოვადგინე, როგორც ერთი ფილმი. იმიტომ გავაერთიანე, რომ მეჩვენებინა გზა, რომელიც გავიარე. ბოლო ფილმი “გზა”, რომელიც ჩემთვის ექსპერიმენტია, სიზმრის ფორმა აქვს. ეს არ არის ჩვენი რეალობა, ხოლო განცდა, რომელიც მას მოაქვს, ჩვენი რეალობისა და სიზმრის დამაკავშირებელია. სიზმარი სხვა რეალობაა, მხოლოდ უნდა შეაღო ის კარი, რომელსაც იქ შეყავხარ. თუ იმ კარის შეღების გეშინია და ამ რეალობას ებღაუჭები, უსუსური ხდები. ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, შევაღოთ კარი, რომელსაც სხვა რეალობაში შევყავართ.
ამჟამად ორი პროექტი მაქვს: ერთი – ხუთი ნოველისაგან შემდგარი სრულმეტრაჟიანი ფილმი; მეორე – სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “როგორც ღრუბელი”, რომელიც უკვე რამდენიმე კონკურსშია გამარჯვებული და ნაწილობრივ დაფინანსებულია კიდეც. თუ ეს მოხერხდა, შეიძლება ამით დავასრულო. მერე წავალ სადმე, სიმშვიდეში, დავჯდები და ვიქნები ჩემთვის”.
“ჩემი ფიზიკური სხეული მაგრძნობინებს, რომ დრო გადის, მაგრამ სული სხვაა. ის არც ახალგაზრდაა და არც მოხუცებული. ასევე ღრმად მწამს, რომ არ შეიძლება ადამიანი ქრებოდეს, არსაიდან მოდიოდეს და არსაით მიდიოდეს. უბრალოდ, ამ რეალობიდან სხვაში გადასვლის დრო დგება. რაც შეეხება მარადიულ ახალგაზრდობას, შენზეა დამოკიდებული. თუ გინდა იყო ახალგაზრდა, იყავი! ამაში ხელს არავინ გიშლის და არც არავითარი ვარჯიშებია საჭირო”.
იქაც, პარიზში, საუცხოო ამბებს რომ გვითხრობდა კეთილი ჯადოქარივით, მთავარია იმოქმედოო – თქვა ბოლოს და ქურთუკი მოიცვა. წასვლისას მოწყენილი ჩანდა. მხიარულება მხიარულებით ხომ არასოდეს მთავრდება.
მიდის მონმარტრის ქუჩაზე. ქოლგა გაფრენილია, ქორწილი – ჩაშლილი, მაგრამ ის მაინც ბედნიერია, რადგან სულია გაახალგაზრდავებული.

2005

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 2:45 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan11

ნესტან ნენე კვინიკაძე

განცხადება ბაჭიების თაობაზე
(რადიოპიესა)


(ნამდვილი ამბავი)

ხმები:
ბიჭი
ახალგაზრდა ქალბატონი

I
ისმის ტელეფონის ზუმერი
ბიჭი - ალო....
ახალგაზრდა ქალბატონი - გისმენთ?...
ბიჭი - გამარჯობააა... განცხადების თაობაზე გაწუხებთ...
ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, თქვენი პროფესია?
ბიჭი - (მცირედი პაუზა) ააა... იცით, რა მაინტერესებს? მე ბაჭიების...
ახალგაზრდა ქალბატონი - აჰ, უკაცრავად, თქვენ ბაჭიების თაობაზე რეკავთ?
ბიჭი - დიახ, ძალიან გამიკვირდა პროფესიის თაობაზე რომ მკითხეთ.
ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, უბრალოდ, ჩვენთან სხვა განცხადებაც იყო მითითებული... მოკლედ, ამჟამად გვყავს ერთი ბაჭია, სამი თვისაა, სამთვიანია და დაახლოებით, ასე, თვენახევარში-ორ თვეში იქნება გამრავლებისუნარიანი... (ნერწყვს გადაყლაპავს) გარეგნობით ლამაზია, ჯანმრთელია, ყოველგვარი პრობლემის გარეშე იზრდება. გამრავლებას ადრეულ ასაკში იწყებენ.
ბიჭი - რა ასაკში?
ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?
ბიჭი - რა ასაკში დაახლოებით?
ახალგაზრდა ქალბატონი - დაახლოებით ოთხი, ოთხნახევარი თვიდან უკვე შეუძლიათ გამრავლდნენ.
ბიჭი - ააა...
ახალგაზრდა ქალბატონი - და საკმაოდ ნაყოფიერები არიან... დედა რვა-ცხრა ბაჭიას ყრის თითო ჯერზე.
ბიჭი - რამდენ ხანში ერთხელ?
ახალგაზრდა ქალბატონი - უკაცრავად?
ბიჭი - ინტერვალი მაინტერესებს, აი, რვა-ცხრა ბაჭია, და შემდეგი თაობა როდის მოდის?
ახალგაზრდა ქალბატონი - შეუძლია ერთ თვეში იმაკოს.
ბიჭი - (დინჯად) გასაგებია...
ახალგაზრდა ქალბატონი - სეზონზე სამ-ოთხ ბაჭიას სულ თავისუფლად ასწრებს, მერე სასურველია, რომ შეისვენოს, რომ არ გამოიფიტოს.
ბიჭი - აჰა... ახლა რა მაინტერესებს. ეგ ერთი გყავთ დარჩენილი?
ახალგაზრდა ქალბატონი - დიახ, ეს ერთია ამჟამად გასაყიდად.
ბიჭი - სქესი?
ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?
ბიჭი - სქესი?
ახალგაზრდა ქალბატონი - მამალია.
ბიჭი - აჰა, ე.ი. თვითონ განაყოფიერების უნარი ჯერ არ გააჩნია?
ახალგაზრდა ქალბატონი - ნუ, დაახლოებით ერთ თვეში უკვე შეეძლება, მაგრამ თუ გინდათ რომ ტანით ცოტა გაიზარდოს, მაშინ უნდა დაიცადოთ თვენახევარი, ორი თვე. ისე, თვითონ ახლაც, პრაქტიკულად, მზად არის...
ბიჭი - (დაბნეული) თვითონ უკვე მზად არის?
ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, (კეკლუცად), უკვე აქვს ეგეთი საქციელი.
ბიჭი - რა საქციელი, რა ახასიათებს?
ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?
ბიჭი - რა საქციელი შეატყვეთ?...
ახალგაზრდა ქალბატონი - სხვა ბაჭიებთან ერთად არის და იმის მიხედვით... (პაუზა), გასაყიდი კი მხოლოდ ერთი ბაჭია გვყავს.
ბიჭი - (ჯიუტად) არა, რით შეატყვეთ, რომ მზად არის?! იცით, მე მაინტერესებს ზუსტი ინფორმაცია... ათასი უჯოშო ბაჭია იყიდება. აი, ვთქვათ, რას გამოხატავს, რითი ხვდებით, რომ მზად არის?
ახალგაზრდა ქალბატონი - (ღიმილნარევი ხმით) ნუ... ეგ... ჩემით... როგორ გითხრათ, როგორ აგიხსნათ? რო შეგხვდებით, უფრო დაწვრილებით აგიხსნით. ახლა... ტელეფონით (იცინის) ცოტა რთულია.
ბიჭი - არა, აი, დაახლოებით რას აკეთებს? მე ვერ ვხვდები...
ახალგაზრდა ქალბატონი - ნუთუ ვერ ხვდებით, მაგას მე ვერ აგიხსნით.
ბიჭი - არა, კი ვხვდები... ნუ, აი... ანცობს?
ახალგაზრდა ქალბატონი - დიახ, დიახ.
ბიჭი - ფასი?
ახალგაზრდა ქალბატონი - ხუთი ლარი ღირს.
ბიჭი - აჰ, ხუთი ლარი? (პაუზა) და ეს თანხა ერთიანად გნებავთ?
ახალგაზრდა ქალბატონი - ბატონო?
ბიჭი - თანხა ერთიანად გნებავთ?
ახალგაზრდა ქალბატონი - (გაკვირვებული) ფასი თქვენთვის მიუღებელია?
ბიჭი - მე ხომ არ ვიცი, რას ვყიდულობ?
ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო, რომ მობრძანდებით, ნახავთ, შეხედავთ და მერე დავილაპარაკოთ. (პაუზა). პრინციპში, მაგისი და-ძმა ხუთ ლარად დავყიდეთ, მაგრამ ეს ერთი დაგვრჩა და რახან მამალია, შეგვიძლია ცოტა დავაკლოთ.
ბიჭი - (გაოგნებული) კი, მაგრამ, მამალია თუ ბაჭიაა???
ახალგაზრდა ქალბატონი - მამალი ბაჭიაა!!! გითხარით უკვე... მამალი ბაჭია!
ბიჭი - (მშვიდად) ე.ი. ორ ლარში გამატანთ, რომ მოვიდე... დღესვე?!
ახალგაზრდა ქალბატონი - ორი ლარი? (წამოიკივლებს) არა, რას ამბობთ, მე გითხარით ხუთი ლარი.
ბიჭი - არა, გავიგე, ყრუ კი არა ვარ, მაგრამ ორი ლარი საკმარისი არ არის უჯიშო ბაჭიისთვის?
ახალგაზრდა ქალბატონი - (ბრაზმორეული) მერე ვინ ამბობს, რომ უჯიშოა?
ბიჭი - განაყოფიერების უნარი საერთოდ არ გააჩნია; რას აკეთებს, ვერ ამიხსენით, ფასი კი მაინც ხუთი ლარია.
ახალგაზრდა ქალბატონი - ეს არის სამი თვის ბაჭია და არა ზრდასრული კურდღელი. ერთ თვეში, თვენახევარში ის იქნება კურდღელი, რომელსაც ექნება გამრავლების უნარი… შეიძენთ დედალ ბაჭიას და ორ თვეში გეყოლებათ ნამატი.
ბიჭი - იცით, რა არის, წინასწარ ამ თანხას მე ვერ გადავიხდი, მე ხომ არ ვიცი, მომავალში რა იქნება?! თქვენ შესანიშნავი მომავალი დახატეთ, მაგრამ რეალურად შეიძლება სულ სხვაგვარად წარიმართოს მოვლენები.
ახალგაზრდა ქალბატონი - (სიცილით) კი, ბატონო, მაშინ, ალბათ, ჯობია ბაზარში შეიძინოთ.
ბიჭი - ე.ი. არ თანხმდებით ორ ლარზე?
ახალგაზრდა ქალბატონი - ორ ლარად, გენაცვალე, ერთთვიანი ბაჭიები იყიდება, და სამთვიანი როგორ მოგყიდოთ?!
ბიჭი - და ფასი როგორ ემატება?
ახალგაზრდა ქალბატონი - (დაბნეული), ასე არ ვიცი... სად ეხლა ერთთვიანი ბაჭია, რომელსაც გაზრდისთვის კიდევ ოთხი თვე უნდა აჭამოს ადამიანმა... და ამ ოთხი თვის განმავლობაში, ასე თუ ისე, რისკია, ხომ მართალია? იქ კატაა, ძაღლია... ყოველთვის არის რისკი. ეგ კი არა, ადამიანი იღუპება ხანდახან... სად ახლა სამთვიანი ბაჭია, რომელსაც მხოლოდ ერთი თვე სჭირდება გამოსაკვებად და...
ბიჭი - და რას აჭმევთ?
ახალგაზრდა ქალბატონი - ვაჭმევთ ხმელ პურს, ნაფრცქვენებს...
ბიჭი - ნუ, საჭმელზე, პრაქტიკულად, არ მიდგით ფული, და ხუთ ლარს მაინც ადებთ.
ახალგაზრდა ქალბატონი - სამაგიეროდ შრომა ხომ მიდის. მე ხომ ვუვლი... ამისთვის გალია მაქვს დაკავებული.
ბიჭი - მერე გალიაში რომ ზის, ეგ თქვენი შრომა სულაც არ არის.
ახალგაზრდა ქალბატონი - თქვენ ფიქრობთ, რომ ცოცხალ ბაჭიას შრომა არ ესაჭიროება? (სინანულით) იცით, რა არის?! თუ თქვენ თვლით, რომ ცოცხალ არსსებას მოვლა და შრომა არ სჭირდება, მაშინ მე თქვენ ნამდვილად ვერ მოგყიდით ბაჭიას...
იმიტომ, რომ ეს ბაჭიები ძალიან მიყვარს.
ბიჭი - არა, არა...
ახალგაზრდა ქალბატონი - უკაცრავად...
(ყურმილის დახეთქებას გამწყდარი ზუმერის ხმა მოჰყვება)


II
(ტელეფონის ზუმერის ხმა)
ბიჭი - ალო...
ახალგაზრდა ქალბატონი - გისმენთ.
ბიჭი - ქალბატონო, თქვენ გესაუბრეთ, მგონი დღეს?!
ახალგაზრდა ქალბატონი - დიახ.
ბიჭი - ძალიან დიდი ბოდიში (თავაზიანად), უხერხულად გამომივიდა... მოვლასთან დაკავშირებით. უბრალოდ, ის არის, რომ... (უჭირს საუბარი) ბაჭია გასაზრდელად კი არ გვინდა, - საჭმელად!!!...
ახალგაზრდა ქალბატონი - დასაკლავად? (პაუზა) კარგი, წაიყვანეთ.
ბიჭი - მეუხერხულება, თუ გიყვართ, ვერ წავიყვან.
ახალგაზრდა ქალბატონი - არ არის პრობლემა. თავდაპირველად ჩვენ მაგ მიზნით მოვიშინაურეთ ბაჭიები. ქონი სამკურნალოა და აღიარებულია, ხორციც სამკურნალოა, განსაკუთრებით კუჭის წყლულისთვის. ამიტომ გასაგებია, რომ უმეტესობა დასაკლავად ყიდულობს, რათა შემდეგ მისი სამკურნალო თვისებები გამოიყენოს.
ბიჭი - აი, ქონზე კი არ ვიცოდი...
ახალგაზრდა ქალბატონი - როგორ?! ქონი ცნობილია, მაგალითად, ხიჭვის ან ჩირქოვანი შემთხვევისას, იხმარება დამწვრობის დროსაც.
ბიჭი - იცით, ჩვენ პატარა რესტორანი გვაქვს გახსნილი და ქალაქში თითქმისს ყველა ბაჭია შევიძინეთ... (პაუზა) გარეული ხომ არ არის თქვენი ბაჭია?
ახალგაზრდა ქალბატონი - არა, რას ბრძანებთ, შინაურია... ბოცვერია.
ბიჭი - კიდევ რისთვის არის სასარგებლო?
ახალგაზრდა ქალბატონი - (დამრიგებლური ტონით) კუჭის წყლულისთვის, - პურის გარეშე, ხახვთან ერთად მოშუშული ხორცი კარგია კუჭის წყლულისთვის.
ბიჭი - და, მომზადების რაიმე წესი ხომ არ იცით?
ახალგაზრდა ქალბატონი - როგორ არა, რეცეპტებს ხვალისთვის მოგიმზადებთ და რომ მობრძანდებით...
ბიჭი - დიდი მადლობა, და დაკვლის მეთოდი?
ახალგაზრდა ქალბატონი - ხო, დაკვლის მეთოდი (ამოისუნთქავს) აუცილებლად უკანა ფეხებით იჭერენ. კეტი უნდა ჩაარტყაათ თავში. ამის შემდეგ ხდება ყელის გამოჭრა და გატყავება.
ბიჭი - (გაოგნებული) რა უნდა ჩავარტყათ?
ახალგაზრდა ქალბატონი - კეტი.
ბიჭი - ფეხსაცმელი? ჩვეულებრივი ფეხსაცმელი?
ახალგაზრდა ქალბატონი - არა, ნუ, დუბინკა, რა...
ბიჭი - თავში თუ ტანზე?
ახალგაზრდა ქალბატონი - თავში, თავში. ჯერ უნდა დარეტიანდეს და შემდეგ კლავენ, ყელს გამოჭრიან, როგორც ქათამს... თუ ტყავის გამოყენებაც გნებავთ, მაშინ მუცელზე უნდა გაიჭრას და ისე გატყავდეს.
ბიჭი - ყელის გამოჭრის გარეშე სიკვდილიანობა წარმოუდგენელია? აი, ვთქვათ, მაგრად რომ ურტყათ თავში?
ახალგაზრდა ქალბატონი - თავში ჩარტყმით ის, ფაქტიურად, კვდება, მაგრამ გატყავება და სისხლის გამოსვლა ხომ საჭიროა?!
ბიჭი - რა თქმა უნდა, ე.ი. რომ დავარეტიანოთ, მერე იცოცხლოს და წვალებით დალიოს სული?
ახალგაზრდა ქალბატონი - იცით, ეს ისეთი საკითხებია, უმჯობესია ხვალ ადგილზე დავაზუსტოთ. მე კარგად ვერ ვგებულობ, თქვენ რა გნებავთ.
ბიჭი - არა, ვერ მიმიხვდით. მე მაინტერესებს, მოკვლა რომ არ იყოს ისეთი უხეში... ვთქვათ ელეექტროშოკი, ელექტროსკამი, რამე ასეთი...
ახალგაზრდა ქალბატონი - (იცინის) ელექტროშოკი, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ კურდღლისთვის ელექტროშოკის მოწყობა ალბათ რთული იქნება.
ბიჭი - ე.ი. მაინც დარეტიანება ჯობია... კარგი, ხვალ მოვალ და... (უხერხულად) ხომ არ შეგიძლიათ, თქვენ მოკლათ და მოკლული ვიყიდო ხუთ ლარად?
ახალგაზრდა ქალბატონი - არა, არა... იცით, საღამოს დარეკეთ და დავაზუსტებ.
ბიჭი - რა პრობლემაა, თქვენ ხომ ამას აქამდეც აკეთებდით?
ახალგაზრდა ქალბატონი - მე არა, ჩემი მეუღლე აკეთებდა ამას, უბრალოდ, ამჯერად ქალაქში არ არის და ამიტომ...
ახალგაზრდა ქალბატონი - ხვალ საღამოს დარეკეთ და პასუხს გეტყვით.
ბიჭი - იქნებ დაარეტიანოთ მაინც, დარეტიანებულს წამოვიყვანდი.
ახალგაზრდა ქალბატონი - ე.ი. თქვენ გნებავთ პირდაპირ მოკლული, გატყავდებული, ხომ ასეა?!
ბიჭი - დიახ.
ახალგაზრდა ქალბატონი - ამას მარტო ვერ გადავწყვეტ, მეუღლეს შევუთანხმებ. თქვენ ხვალ დარეკეთ.
ბიჭი - იცით რა მაინტერესებს, არის შანსი, რომ გაატყავო და ცოცხალი დარჩეს, აი, როგორც ქათამი - ბუმბულის გარეშე?
ახალგაზრდა ქალბატონი - არა, გამორიცხულია.
ბიჭი - გასაგებია, ე.ი. ხვალ დავრეკავ.
ახალგაზრდა ქალბატონი - კი, ბატონო.
ბიჭი - გმადლობთ, დროებით.
(ისმის გამწყდარი ზუმერის ხმა).


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 2:57 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan13

ნესტან ნენე კვინიკაძე


დისკოს ტრიალი, პარნასუს აპოლოები და ჯექსონები


მთელი გასული კვირის მანძილზე, თავს ლათოია ჯექსონივით ვგრძნობდი, – პედოფილი ძმა რომ ჰყავს, უნიჭო დამ კი სამუდამოდ ჩაუკლა 80-იანების სულისკვეთება.

დღე პირველი

რაჭაში ჩამოვედით. სოფელი წოლა... სახლი ხისაა, დაკეტილი და მოუწყობელი. ვართ ექვსნი. საქმე გადავინაწილეთ.
ეზოს და ოთახებს ვასუფთავებთ.
სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიცი, თუ რატომ უკავშირებენ ხოლმე წარსულის განცდას აწმყო ცხოვრებას, მაგრამ ამ მთების გარემოცვაში, მაინც გამახსენდა ერთი კონკრეტული დრო და ამბავი:
ომი ახალი დამთავრებული იყო. ცნობიერება იცვლებოდა... საზღვარგარეთ დარეკვა რთული იყო, ძვირიც. არადა, სადღაც, მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან გასულიყო.
მეგობარმა შემატყობინა, შენ ახლა ხშირად მოგიწევს "იქ" დარეკვა და ამიტომ ადგილს მიგასწავლი, სადაც ტელეფონით ნახევარ ფასში ისარგებლებო. ატენის ქუჩაზე ერთ-ერთი საკუთარი სახლი მიმითითა, რომლის პირველ სართულზე ქალბატონს მოპარული ხაზი ჰქონდა და საზღვარს აქეთ დარჩენილი მოსახლეობა, კავშირით მართლაც ნახევარ ფასში სარგებლობდა.
მოსაცდელი, საბჭოთა პერიოდის სასტუმროს ფოიეს ჰგავდა. სკამები, სავარძლები და ჟურნალის მაგიდა. იმ პერიოდში ორი უბნის რამდენიმე სახლი თბებოდა მხოლოდ.
ატენის ეს სახლიც ერთ-ერთი მათგანი გახლდათ. ქალბატონები და მამაკაცები, ახალგაზრდები... ერთი სიტყვით, ყველა, ვისაც საზღვარგარეთ დარეკვა სურდა.
მოულოდნელად, ჩემგან მარცხნივ კარი გაიღო. შუახნის ქალმა თავი გამოყო და დაიძახა: ამერიკები მოგვიანებით, გერმანია შემოვიდესო, – ეს იყო მასპინძელ-კომუტატორი ნანიკო, 40-ს გადაცილებული, ხვეული თმითა და კოხტად ჩაცმული.
პირველი დღე, ალბათ, ყველას შემთხვევაში მძიმეა. ხალხის სიმრავლე უხერხულობას გიქმნის. მეც მერიდებოდა მეკითხა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. და უეცრად, ორმა მამაკაცმა სავარძელზე მიმითითა, დაბრძანდითო.
ამოვისუნთქე. დავჯექი და ნეიტრალურ წერტილში დავიწყე ცქერა.
– წყლის მეშინია, – თქვა ერთ-ერთმა და გამომხედა. დაბნეულმა გავუღიმე.
– მეც, კამერის გარეშე ზღვაში ვერ შევდივარ, – გამოელაპარაკა მეორე.
მივხვდი, ახლობლები იყვნენ, 40 წლამდე, მოდურად ჩაცმული, კომუნიკაბელური მამაკაცები. ერთს მოგრძო თმა ჰქონდა.
– თან, მე ხო მხრების ქრონიკული ამოვარდნა მაქვს, – საუბარი განაგრძო პირველმა.
– ხო, შენ ხო... გახსოვს, ერთხელ რომ დააცემინე და მხრებიდან რომ ამოვარდი?..... – და ორივე სიცილისაგან ჩაბჟირდა.
აქ უკვე რაღაც არაჯანმრთელი მენიშნა. მერე გამიღიმეს, ჯერ ერთმა გამომიწოდა ხელი: ირაკლი, მერე მეორემ: მე დუდა ვარო.
მიჭირს უცხოებთან კონტაქტში შესვლა.
ამიტომ უხერხულად ვიღიმოდი. ერთადერთი სურვილი მქონდა, იმ ტექნოლოგიაში გავრკვეულიყავი, რითაც "იქ" დავრეკავდი.
ერთ სავარძელში ჩაკვეტებული ირაკლი და დუდა, მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ორ ქალბატონს ესაუბრებოდნენ.
– ახლა, ჩვენ ნახევრადსიზმრისეულ მდგომარეობაში ვართ და ძირეული ცვლილებებისთვის ვემზადებით, – თქვა ირაკლიმ მტკიცედ და თავდაჯერებულად. თან თვალი მოავლო საზოგადოებას. მე ცოტა ნერვები ამეშალა; ვიფიქრე, ახლა ესენი პოლიტიკაზე საუბარს თუ შეუყვნენ, როგორ ჩავაკვეხო ერთი მარტივი კითხვა: როგორ ჩავეწერო რიგში?
ტწ, ტწ, ტწ, – გაისმა ქალების ბაგეებიდან. ზოგმა მარჯვნივ გადაისროლა თავი, ზოგმა მარცხნივ. რაღაც მიუზიკლის ესთეტიკის პლასტიკას ჰქონდა ადგილი.
– შენ მეტისმეტად დარწმუნებული ხარ ხოლმე საკუთარ თავში, – შეეპასუხა დუდა ირაკლის და თან ალმაცერად გახედა.
ირაკლიმ საპასუხოდ თმაში ხელი შეუყო და, ვითარცა სოკრატე ფედონს, მხრებზე ჩამოშლილ ვარჯებს მიეფერა. თან ჩაილაპარაკა: ოდესმე შევმცდარვარ?
– ჰერაკლიტეც ამტკიცებდა, სამყაროს ხანძარი შთანთქავსო, მაგრამ თვითონ წყალმანკით მოკვდა, – არც კი ვიცი, საიდან აღმომხდა, – ეს რომ ჩემი სიტყვები იყო, მაშინ მივხვდი, როცა ყველას მზერა ერთდროულად მომევლო.
წამოვწითლდი. ირაკლიმ და დუდამ, გაოგნებული თვალებით, შიგ გულში ჩამხედეს და, ერთი სიტყვით, მათ ჯგუფში გავწევრიანდი.


დღე მეორე

ვიღლებით. ღუმელს ვანთებთ, წყალს ვაცხელებთ, ეზოს ვთიბავთ. ხილს და ჭურჭელს მოშორებით, წყაროზე, ვრეცხავთ.
მოკლედ, დაიწყო დისკოს ტრიალი. პირველივე დღეს დამაკვალიანეს, როგორ და რანაირად ხდება. რადგან გარეთ სიცივე, სიბნელე და დაყაჩაღების ალბათობა იყო, უბნების მიხედვით, ერთად, ჯგუფურად მივუყვებოდით ხოლმე სახლებს.
ასეთები კი აღმოვჩნდით: მე, დუდა, ირაკლი, თამრიკო და მაია დეიდა.
თამრიკო თავის შვილებს ურეკავს ხოლმე ინგლისში. ორი ბიჭი ჰყავს. სულ მათზე ლაპარაკობს:
უმცროსი ბავშვობიდან თავის სამყაროში იყო შეკეტილი. მუსიკას უსმენდა გამუდმებით. ბაბუამისმა ბაბინებიანი მაგნიტოფონი რომ უყიდა, საერთოდ ვეღარ ვხედავდით. რაღაც არაბულენოვან რადიოს, "მონტე კარლოს" უსმენდა, რომელსაც ბეირუთიდან გადასცემდნენ. კვირაში ერთხელ ჰიტ-პარადები იყო.
"როვესტნიკის" გამო, – ხო გახსოვს ჟურნალი, – ყველას დაგვხოცავდა. თავისებურია, იცი, მაგრამ მაინც რბილი და დამჯერე. აბა, უფროსი?! გამაწამა. ჯარის ასაკი რომ მოვიდა, რა დღეში ვიქნებოდით, ხო წარმოგიდგენია. ჩვენდა ბედად, მიცკევიჩის კომისარიატი დაიწვა, უამრავი საბუთი განადგურდა და, შესაბამისად, აღარც ჩემი ბაკური გახსენებია ვინმეს. გავიხარეთ. მაგრამ რა მოხდა, თუ იცი?! ამ იდიოტმა თავის შეყვარებულთან იჩხუბა და, იმის ჯინაზე, თავისი ნებით წავიდა ჯარში.
ეჰ, რა ვინერვიულე, რა გზებზე იარა! თურქმენეთი, უზბეკეთი, თავისი სამარყანდებით და ბუხარებით. უფრო დასერიოზულდა. მაგრამ დაბრუნდა თუ არა, მოულოდნელად ძმებმა ერთმანეთს გაუგეს. ორივემ მუსიკა და გიტარების გლეჯა გადაწყვიტა.
მსუქან და მოხდენილად ჩაცმულ თამრიკოს პერიოდულად ცრემლი ერეოდა ხოლმე, ოღონდ არ იმჩნევდა, სახეს მალავდა. ჩანთას გახსნიდა და შოკოლადებით გვიმასპინძლდებოდა.
ამასობაში დუდა გადაწყვეტდა შემსუბუქებას:
– მაგათ რაღაც როკ-ასოციაციაც ჰქონდათ ხო, დეიდა თამრიკო?
– უფ, რა არ ჰქონდათ! ხან კლუბში მივდივართ, ხან ქალაქგარეთ... ერთხელ მოტოციკლეტით შემხვდნენ, ზვიადთან ავდივართ, კოლხურ კოშკში დაგვიბარა, ქართულ როკს მხარში უნდა ამოვუდგეთო. ვიფიქრე, ყველა გადავიდა ჭკუიდან-მეთქი.
ირაკლის მუხლებზე სამი წლის შვილი ეჯდა.
ცოლი, დუდას მეუღლესთან ერთად, ამერიკაში წასულა სამუშაოდ. ეს უცნაური წყვილ-მეგობარი გამუდმებით ხუმრობდა და თან, რაღაც თავიანთი თამაშის წესებით ხელმძღვანელობდა. ბავშვს რომ მივეფერე და კაბა მოვუწონე, ირაკლიმ თქვა: ნახე, რაებს უგზავნის დედამისი!
– ალბათ ფიქრობს, რომ ძალიან დიდია უკვე, – თქვა დუდამ.
– ხო ფიქრობს, რომ დიდია და გოიმი, – სასტიკად უპასუხა ირაკლიმ.
– კაი რა! – შემეცოდა ბავშვი.
– აბა რა არის ეს? – და გაკვირვებული გოგონას კაბაზე მიგვითითა.


დღე მესამე

აქ ცხოვრებისთვის ბევრი შრომაა საჭირო.
ადრე ვიძინებთ.
კომუტატორის ოთახიდან მაია გამოვიდა. სათვალეები მოიხსნა, ცრემლი მოიწმინდა და შემოგვიერთდა.
– რაო, რა თქვა? – ჰკითხა თამრიკომ.
– უნახავს ის კაცი და უკვე მუშაობა დაუწყია... კარგი თეატრია...
დარაჯი იქნება. ამ ეტაპზე ასეა, – გაწონასწორებულად ყვებოდა მაია, რომელიც ზედმეტად ემოციური იყო. სულ იმაზე იცინოდა, ბავშვებს ოთახში რომ ვერ მოვკრავ თვალს, სამზარეულოში და აბაზანაში კი არ ვამოწმებ, ეგრევე აივანზე გავრბივარ კივილითო. მეუღლეზე უსაზღვროდ შეყვარებული, სულ მის მიღწევებს გვიყვებოდა: როგორ მოიარა მამუკამ მსოფლიო, თავის დროზე. კუბაშიც იყო და ფიდელ კასტროსაც კი ჩამოართვა ხელი. კენია, იორდანია... აი, იორდანიაზე გიჟდება, – იქ თურმე ტაქსის მძღოლებიც არ იტყუებიან, ხალხზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ბავშვობიდან ბიოლოგიით იყო გატაცებული. გეფიცები, თამრიკო, დედამისი მიყვებოდა ხოლმე, პატარა რომ იყო ჭიანჭველას აიცოცებდა ხელზე და საათობით აკვირდებოდაო. მერე დაინტერესდა როგორ არის მოწყობილი სიცოცხლე. რო აიჩემა საქართველოში ლეოპარდი ნამდვილად არისო, ამ თემაზე კამათის გამო, ერთხელ სტუმრები გაყარა სახლიდან.
– რამდენი წლის არის ახლა? – ირაკლი ჩაება საუბარში.
– სორაკ შესწ, – თქვა მაიამ და კევი წინა კბილებით, ოღონდ გვერდულად ჩაღეჭა.
მე ვდუმდი და სისულელეებზე ვფიქრობდი. მაგალითად: რატომ ამბობენ ასაკს, ტელეფონის ნომრებს და ფეხბურთის ანგარიშს რუსულად და, ვთქვათ, კალათბურთის ანგარიშს ქართულად?!
– მაია, რა თქვი? ნანტი...თუ
– ნანსი! ნანსიშია ახლა. მამუკამ ეს კაცი, ეს ტოჯმანი, ვინც თეატრ "მანუფაქტურის" დირექტორია, ადრე რაღაც კონფერენციაზე გაიცნო საფრანგეთში და სულ კონტაქტობდა, მეგობრობდნენ. ვობშემ, მაგან გაუკეთა.
რა ვიცი, თამრიკო, რაღაცა იქნება...
დილით ფაბრიკა, საღამოს ცვლაში თეატრს უდარაჯებს. რა ვქნა, თვითონ აიჩემა.
– ახლა ამანაც რომ "პატარა პრინცი" ამოიღოს... – ჩაილაპარაკა დუდამ, ოთახში შემოსული სტუდენტი გოგონას დანახვაზე.
– რატო? – ვიკითხე.
– მე და ირაკლიმ აქ სტატისტიკური მონაცემები დავაგროვეთ, სამი თვე რა გვეკეთებია, აბა?! ხოდა გაირკვა, რომ ყოველ მეოთხე შემომსვლელზე "პატარა პრინცი" მოდის, რუსული თარგმანი.
– იქნებ პრინცესების ქვეყანაა და იმიტომ, – ღიმილი მომერია.
– კაია, თუ კითხულობენ, – თქვა მაიამ, – სხვათა შორის, საფრანგეთში ეგზიუპერის მუზეუმი არ არის, მაშინ როცა ეგზიუპერის მუზეუმს ტოკიოში წელიწადში მილიონამდე დამთვალიერებელი ჰყავს. ეს მამუკასგან ვიცი.
– ხო, იაპონელებს განსაკუთრებულად უყვართ ეგზიუპერი, – ჩაერთო დუდა.
– რატომ?
– ნუ, მაინც სამურაების ქვეყანაა და ანტუანშიც მებრძოლს ხედავენ.
– ნაღდი ილუსტრაციები რომ დაკარგულია, თუ იცით?... ხო, მამუკამ ადრე ეგზიუპერის დის შვილიშვილი გაიცნო, ვისაც მთელი ეს საავტორო უფლებები აბარია. ოლივიე ჰქვია, მგონი. ხოდა, მაგან უთხრა, სავარაუდოდ, ამერიკაში გვეგულებაო.
– რა ხამები არიან ეს ამერიკელები, – თამრიკო გაბრაზდა.
– ოლივიეს უთქვამს, 120-მა ქვეყანამ თარგმნა ეს წიგნი, და გამოდის, რომ პატარა პრინცი ფრანგი სულაც არ არისო.
ირაკლი და დუდა ჩურჩულებდნენ.
ბავშვი ტიროდა.


დღე მეოთხე

ჰამაკში ვწევართ, ვკითხულობთ... ღია ცის ქვეშ ვბანაობთ, ბიჭების მოწყობილ აბაზანაში. სასიამოვნოა... ეეეე! ნახე! პარნასუს აპოლო! ეს ხომ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში გავრცელებული პეპელაა! რაჭაშიც დაფრინავს თურმე.
California Express-ში SALE-ია. მე და დუდა წავედით. ორივემ ქურთუკები შევიძინეთ. მე წითელი, დუდამ – ყავისფერი.
naf naf-ის. დუდასთან დავმეგობრდი. უცნაური იყო, მე ხომ მიჭირს ამგვარი კონტაქტი. მაგრამ მაინც ვერ ამომათქმევინა, თუ ვის ვურეკავ "იქ". იცოდა, რომ 16 წლის ვარ და რომ არ ვეწევი სიგარეტს (ტვინი წაიღო: თუ ეწევი, ჩემთან არ გაგიტყდესო).
– მე ხომ ჩვევა მაქვს, მწეველებს სულ ვაკვირდები და რა უცნაურია, შესანიშნავად მახსოვს, როგორ ურტყამენ ნაფაზს და ვერ ვიხსენებ ხოლმე, ბოლს როგორ უშვებენ, – თან პირზე ხელი აიფარა დუდამ. არ ვიცი, ამ ჟესტით სათქმელი გაამძაფრა თუ რა! საერთოდ ვერ გავიგე, რა კატეგორიას მიეკუთვნებიან დუდა და ირაკლი. ძმაკაცები არიან, ცოლები მეგობრობენ და ამერიკაში მუშაობენ.
თვითონ ერთ სავარძელში ეკვეხებიან...
გზად საჩუქრებიც ვიყიდეთ, ახალი წელი ახლოვდებოდა და ჩვენი ფსევდოფოსტის დაახლოებული პირებისთვის სამახსოვრო სუვენირები შევიძინეთ.
– თამრიკო გეცოდება, ხო? – მკითხა მოულოდნელად დუდამ, – ისე უყურებ ხოლმე...
– ხოო, – ამით შემოვიფარგლე.
– მე მაია უფრო მეცოდება, როგორ უყვარს ქმარი, სულ "ჩემი მამუკა"-ს იძახის. თან, თავმოყვარეა მაია. ასეთები უფრო მეცოდებიან, უტეხები.
– შენ არ ხარ ცოდო? – პირდაპირი ვიყავი.
დუდამ თავი დახარა, ნაფაზი დაარტყა და ბოლი ცხვირიდან გამოუშვა. მეც ვისწავლე დაკვირვება და არასოდეს დამავიწყდება ის ბოლი, რომელმაც დუდას მთლიანად დაუფარა სახე... სადღაც დაკარგულს, რომელიც ვერაფრით შეეგუა ასაკის მომატებას და ისევ პატარა ბიჭივით ჩაცმული, თავისზე ბევრად უმცროსთან საერთოს პოვნას ცდილობდა.


დღე მეხუთე

მთელი ღამე სინდიოფალებს და ღამურებს ვიგერიებდით.
ნანიკოს ჟურნალის მაგიდაზე გოზინაყები და შამპანური დაეწყო. იყო ხვევნა და კოცნა. მილოცვა.
საჩუქრების გადაცემა. 1-ის დილას ყველა საყვარელი, გამოუძინებელი და ბედნიერია.
თამრიკოს სასმელი მოკიდებოდა და რას იზამდა, ისევ ბიჭებზე ყვებოდა. ~ორი მეგობარი ლივერპულში რომ წავიდა, იმწამსვე მივხვდი, რომ ესენიც ატყდებოდნენ. მაგრამ საიდან? მე ფული არ მქონდა, რომ ბილეთი ამეღო. მერე იქ რას იზამდნენ? ერთ დღეს მეზობელი შემოვიდა, რაღაც ლატარიას ტელერეკლამა უნდა, თან ფულს იხდიან და გაუკეთეთო. ეს რეკლამა ჩემმა ბიჭებმა გადაიღეს, იმათ მოეწონათ, მაგრამ ჰონორარი იგვიანებს".
– ვერ ცემეს მერე? – ჩაერია ირაკლი.
– მეც მაგის მეშინოდა... მოკლედ, დაადგნენ ოფისში და სცენა: ლატარიის თანამშრომლები ლაგდებიან და მიდიააან!
– სად? – იმ დღეს ერთი შეკითხვა დავსვი.
– ტყდებიან, რა!
– მერე?!
– მოკლედ, იმათ იფიქრეს, რამე შარში არ გაგვხვიონ და წასვლა არ შეფერხდესო.
გამოუტანეს დიდი ხურჯინი: აქ იმაზე ბევრად მეტია, რასაც დაგპირდით, მაგრამ წაიღეთო.
– დაუჯერებელი ამბავია, – თქვა ირაკლიმ და შამპანური ჩამოასხა.
– გეფიცები... ფული იმდენი იყო, რომ ჩემებს და კიდევ ოთხ მათ მეგობარს ბილეთებზე ხო ეყო, კიდევ ზემოდან 500-500 დოლარი გამოუვიდათ.
ამასობაში, მაია გამოვიდა კომუტატორის ოთახიდან და იქიდანვე დაიძახა. ტოჯმას მამუკა პარიზში დაუპატიჟებია, ახალი წელი რესტორანში უნდა აღნიშნონ.
მატარებლით წასულა. ისეთი გზა არის თურმე, სულ ყვითელი ყვავილები... ეს აგარაკები, აღმოსავლეთ საფრანგეთის სახლუშკები გზად... თან, მაგიდას მოუახლოვდა მაია, ნერვიულად ცქმუტავდა.
ირაკლიმ შამპანურის ჭიქა გაუწოდა და სასმელით შეუვსო.
– ამერიკა!!! ვისია? – ნანიკომ ოთახიდან დაიძახა.
– დუდა, შენი რიგია, – ირაკლიმ ხელი გაკრა მეგობარს.
– შენ შედი, გითმობ, – დუდამ გამიღიმა.
ამ ადამიანში რაღაც დადებითი იყო. იმ დროს მეგონა, რომ სადმე კიდევ უნდა შევხვედროდი ამ კაცს.
თან ტელეფონის ოთახში შევდიოდი და თან მესმოდა, როგორ იწყებოდა სიყვარულის სადღეგრძელო. მაგიდასთან ნანიკოსაც იხმობდნენ. და მხოლოდ იმ დღეს, პირველად, მარტო დავრჩი მისტიკურ ოთახში. აპარატი ცენტრში იდგა. მე თამამად ვკოცნიდი მიკროტელეფონს.


დღე მეექვსე

ვჩხუბობთ...
ნერვებს ვერ ვთოკავთ. მთა მაინც მოქმედებს ცუდად მყოფ ადამიანზე.
ატენის ეს სახლი ნელ-ნელა სევდას მგვრიდა. ცოტა მომწყინდა იმის მოსმენა, თუ როგორ უკრავენ ქუჩაში თამრიკოს შვილები და შეგროვილი 9 ფუნტით 4 კილო კარტოფილს ყიდულობენ, დილით მრგვლად ჭრიან, შუადღეს კი წვრილად, რომ საკვები მრავალფეროვანი იყოს.
მაიას და მამუკას რომანტიკული ისტორიებიც მომბეზრდა, ქორწინების პირველ ხანებში, ლოგინში წოლისას, მოსახვევში შემოსული მანქანის ფარების შუქზე რომ კაიფობდნენ: ნახე, ნახე, როგორ აირეკლა! ახლა ფეხზე გაქვს! ახლა სახეზე – ეს ნაღდად მერსედესი იქნებოდა.
მომწყინდა ირაკლის და დუდას ლატენტური ტრფობის სცენის ყურება და მამის მიერ უგემოვნოდ გამოპრანჭული 3 წლის ბავშვის დამცირება. ამიტომ, მივიდოდი თუ არა, ჟურნალის მაგიდაზე მიმოფანტულ წიგნებში რაც ხელში მომხვდებოდა, ავიღებდი და კითხვას ვიწყებდი.
ერთი ასეთი წავლება და, რატომღაც, ხელში თიანეთის სატელეფონო ცნობარი აღმომაჩნდა. 1993 წელს გამოცემულ ცნობარში დიდი ასოებით იყო მითითებული:
დაუშვებელია:
1 კაკუნი ბერკეტზე
...........................................
4 დისკოს ტრიალი ფანქრით ან სხვა საგნით
5 დისკოს უკუბრუნვის შენელება ან დაჩქარება
ამის შემდეგ, დაბა თიანეთის სატელეფონო ქსელის აბონენტთა სიას ჩავაყოლე თვალი: დამამახსოვრდა:
პირქუშაშვილი დავით; კბილცეცხლაშვილი მურად; ნაბიჯაშვილი ვალიკო; პარასკევოვი თემურ; ხისფეხაშვილი სეზონა.
წარმართულ ფიქრებში ვიყავი, როცა უეცრად, ატირებული მაია კომუტატორის ოთახიდან გამოვარდა. სათვალემოხსნილს უფრო დატყობოდა სიელმე.
იდგა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
დასვეს, დაამშვიდეს. კარგს ვინ იფიქრებდა... ხო არ მოკვდა, – გავიფიქრე მამუკაზე... მაგრამ, ალბათ, მაის მოღალატე მამუკას ნამდვილად მკვდარი მამუკა ერჩივნა. ტელეფონი რუსის ქალს აუღია: Я его любовница-ო.
მაია შინ ირაკლიმ გააცილა. თამრიკოს რიგიც მოვიდა და ტელეფონზე სასაუბროდ ოთახში შევიდა. მე და დუდა დავრჩით.
– ირაკლის ცოლი რას აკეთებს ამერიკაში? – ვკითხე დუდას.
– პოლიციაში მუშაობს მთარგმნელად.
– რას თარგმნის? – გამიკვირდა.
– აი, ქართველებს რომ იჭერენ ხოლმე, თარჯიმნად მუშაობს...
– ე.ი. რაც მეტ ქართველს დაიჭერენ, მით უკეთესი ირაკლის ცოლისთვის?
– ხო, მით მეტი გოიმური კაბები პატარა ანას, – ორივეს გაგვეცინა.
– და შენი ცოლი?
– 1969 წლის ~მის ნიუ ორლეანის~ მძღოლია, ოღონდ მართლა, – თან ჩაეცინა.
– მისი ძველი ჰიპია?
– არა, ეგენი ხომ მალევე შეიცვალნენ... ჰიპები.
– კი შეიცვალნენ, მაგრამ განწყობა ხომ მაინც ახალგაზრდული აქვთ?!
– ახლა რა გამახსენდა, იცი? სკოლა რომ დავამთავრეთ, ბიჭები ბულგარეთში წავედით. იქ, დისკოთეკის გვერდით, ერთი ატრაქციონი იყო, ასე დგებოდი, ხელებს ადებდი და კომპიუტერი შენი განწყობიდან გამომდინარე ასაკს გიფიქსირებდა, ანუ სულით რამდენი წლის ხარ.
– მერე?
– ჩვენ ყველას 60-დან 70-მდე გვიჩვენა.
– რატო, მოშლილი იყო?
– არა, დანარჩენ ტურისტებზე 20-25. ასეთი მაჩვენებელი იყო.
დუდა დიდხანს მიყურებდა თვალებში და ცოტა დავიბენი. ისიც.
– კლიპი გადაუღიათ და რომელიღაც სტუდიას ძალიან მოწონებია, – მოულოდნელად თამრიკო გამოგვეცხადა.
– ბიჭებს? – უხერხულად ჩაეკითხა დაბნეული დუდა.
– ხო, კიდევ, ერთ-ერთ ცნობილ მომღერალთან უმცროსს ინტერვიუ ჩაუწერია და ძვირად გაყიდეს. უფროსი უნივერსიტეტში აბარებს თურმე...
– თამრიკოს ნელ-ნელა ხმა აუკანკალდა, ჩანთას ხელი დაავლო და წავიდა.
– აუუფ, – დუდამ ამოიოხრა.
გზად, შინისაკენ, თითქმის არ გვისაუბრია. არ ვიცი, რას ფიქრობდა უნებლიედ მხრებიდან ამოვარდნილი დუდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი: აღარც თამრიკოს ბიჭები დაბრუნდებოდნენ, აღარც მაიას ქმარი მამუკა, აღარც დუდას და ირაკლის ცოლები და, საერთოდ, არავინ. სახლთან ახლოს ცრემლი მომერია. გამოცდილება არ მყოფნიდა, რომ ამ ყოფის აუტანელი სიმსუბუქე შემეგრძნო.
აღარ მინდოდა იმის ყურება, თუ როგორ ინგრეოდა და იგრიხებოდა ათობით ბედი, ჩემს თვალწინ, ქალაქში ერთადერთი თბილი სახლის პირველ სართულზე, ფსევდოფოსტაში. აღარც ბერკეტზე კაკუნი და დისკოს ტრიალი მინდოდა... არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ ამ გულდაწყვეტილი ადამიანების ხარჯზე, ახალი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი დოლარების წყალობით, ქვეყანაში ფული ტრიალს იწყებდა. არ მინდოდა! და ეს სურვილი ისეთი ძლიერი იყო, რომ...
რომ მოვმკვდარიყავი, მკვდარსაც ეს სურვილი მექნებოდა, რადგან ყველაზე დიდი ტკივილი ხომ მაინც მე მივიღე! მხოლოდ მე მქონდა ნამდვილი სასიყვარულო ისტორია, ილუზიებით და ალუზიებით, რომელიც პარნასუს პეპელასავით ჩამაკვდა ხელში, უცებ და მალე. იმან რა ხანია შეიცვალა ტელეფონის ნომერი ისე, რომ ახალი არ უთქვამს. მე კი მაინც დავდიოდი ფსევდოფოსტაში, რომ რამე არ ეფიქრათ დუდას, ირაკლის, თამრიკოს, მაიას და ნანიკოს. და მომინდა, რომ ქოლერა შემყროდა, ან ეთერ მგალობლიშვილის კონცერტზე ვმჯდარიყავი; მომესმინა ნიდერლანდურ-ფრანგული საორღანო მუსიკა; რომ ადრე, ძალიან ადრე, უეცრად დავბერებულიყავი. აი, ეს მომინდა! მომინდა, დანგრეულიყო ატენის ქუჩა #.... დანგრეულიყო ეს ისედაც დამხობილი ინდუსტრია. და საკუთარი ფეხით მივედი არაყიშვილზე, პოლიციაში და დავწერე: ატენის ქუჩაზე, ამა და ამ ნომერში, მოპარული ხაზია გაყვანილი.
დაისვენა ყველამ! და გასრულდა ეს დაუსრულებელი მონოტონური ამბავი!


დღე მეშვიდე

საღამოა. როგორც ბევრი ჩემი კოლეგა იტყოდა, რაჭული საღამო. ჩაის მივირთმევთ. ახლა მივხვდი: ჩეხოვის პიესების ინტერიერს ჰგავს ეს სახლიც და თითოეული ჩვენგანის სივრცეში განლაგებაც ძალიან ჰგავს ქართულ სცენაზე გადატანილ ჩეხოვის პიესას: დაძაბული ზურგები, უტრირებული შეფასებები.
მე – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, ბევრი ჩითის კაბა მექნებოდა.
თომა – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, მონადირე ვიქნებოდი.
რეზიკო – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, მნძრეველი ვიქნებოდი.
ტუსია – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, სოფლის მკითხავი ვიქნებოდი.
თიკა – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, სოფლის ბოზი ვიქნებოდი.
სანდრო – მე რომ სოფელში ვცხოვრობდე, საცხოვრებლად თბილისში ჩავიდოდი.
ამის მერეც გავიდა დრო. დღის 12 საათია, ლოგინში ვნებივრობ და სრული სერიოზულობით ვფიქრობ: მე – ლათოია... რეალურად კი ამ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის 90%, თავს მაიკლ ჯექსონის იმ ოთხი ძმის მსგავსად გრძნობს, რომელთა შესახებ, აგერ უკვე რა ხანია, არავის არაფერი სმენია.
ერთ დროს, ისინიც ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ რა?

2005


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 3:00 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan11

ნესტან ნენე კვინიკაძე

ოთხი გიაც იყო და ორგიაც…

ოთხი გიაც იყო და ორგიაც... ტრანსავანგარდულმინაბული კლოუნიზმიც და გვიანანტიკური იუდაიზმიც. რისი თქმა მინდა ამით?! ქრისტიანულ აღმოსავლეთში დაბადებულ, იბერიული და კოლხური კულტურების გადაკვეთაზე ჩამოყალიბებულ; კავკასიური გავლენების; ხიდით გაყოფილი ორი უბნის გზაჯვარედინზე დალექილი იდეოლოგიის, შინაგანად კი მებრძოლი საზოგადოების წევრს?!
თქმა არა, დაწერა მინდა! რამე ადვილის, ვთქვათ, სასიყვარულო წერილის, რადგან ესაა ყველაზე მარტივი ეპისტოლარული ჟანრი, რისთვისაც მხოლოდ სიყვარულია საჭირო.
გამარჯობა ლი! გწერ ესა და ეს.
სიმართლე ვთქვა, არ მიყვარხარ, უბრალოდ, ამ ჟანრში მინდა მოგწერო. ისედაც ვაპირებდი, როგორც ჩემს ქვეყანაში სტუმრად ჩამოსულისთვის, როგორც პირველი ავსტარლიელისთვის, რომელსაც შევხვდი; როგორც ინგლისურის მასწავლებლისთვის და როგორც იმ იშვიათი გამონაკლისი უცხოელისთვის, რომელსაც ასე ძალიან არ მოეწონა საქართველო.
ლი, მაშინ 2 ივლისი იდგა. გახსოვს, საშუალო ზომის ოთახში თორმეტ სკამზე ექვსი გოგო და ექვსი ბიჭი რომ გადანაწილებულიყო? იქ კიდევ ერთი სკამი იდგა, იმ თორმეტისგან ოდნავ განსხვავებული, - ეს შენი სკამი იყო, ლი! კედელზე დაფა ეკიდა, კიდევ განცხადება, კერძო გაკვეთილების შესახებ და დიდი ფურცელი, რომელზეც ის აუცილებელი სიტყვები იყო ჩამოწერილი, გაკვეთილის დროს სავარაუდოდ რომ დაგჭირდებოდა, ასე მაგალითად: I am sorry; Sorry I am late; I-ve not done my homework and so on...
კარი გაიღო და ოთახში მომხიბვლელი ყმაწვილი შემოვიდა, ცისფერი მაისურით, ჯინსებით, ქერა, უკან შეკრული თმით, ღიმილით, რძით და ალერსით.
My name is Lee – თქვი შენ. იცი რა გავიფიქრე: ღმერთო, ოღონდ ამერიკელი არ იყოს-მეთქი. I am from Austarlia". აქედან დაიწყო. დილ-დილაობით 10-დან 12-მდე, შესვენების ჩათვლით, ჩვენ, ჯგუფის წევრები ერთმანეთში ინფორმაციებსაც ვცვლიდით გაკვეთილების პარალელურად.
ნელ-ნელა იკვეთებოდა შენი პიროვნება, სახე-ობრაზი, რაღა. შევიტყვე, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე ბოსნიასა და ჩეხეთში ცხოვრობდი, და რომ აქედან უკრაინაში გეგმავ გამგზავრებას. როგორც შენ ამბობ, ოთხი წელია, არ ყოფილხარ ავსტრალიაში. კი ბატონო, ბევრია სხვისთვის, მაგრამ ავსტრალიელისთვის არამგონია. იქიდან ცოტა ხნით ვერსად წახვალ. ამაზე ხომ შევთანხმდით.
მოკლედ, ნახევრად კანიბალური სამყაროს შვილი, ოთხი თვით საქართველოს ეწვია. ლი, გახსოვს ჯგუფელები, შენი მოსწავლეები? მათი შემხედვარე სულ ვფიქრობდი: კი, ეს მართლაც არის კიჩურ-ავანგარდული შემთხვევა, ლოგიკას მოკლებული უცნაური ქცევა.
შენ რიგს მოუყვებოდი და თან პროფესიულ მიღწევებზე გვეკითხებოდი.
– რაზეა შენი წიგნი, – გახსოვს, მკითხე.
– Every book is about love, – გიპასუხე და შენც გაგეღიმა.
ამის შემდეგ აშკარა იყო შენი სიმპათია ჩემდამი.
კომპლიმენტები შესვენებებზე და ხშირად, გაკვეთილის პროცესში. ორშაბათი შენი საყვარელი დღე იყო, რადგან უფლება გქონდა, გეკითხა, როგორი იყო ჩვენი უიქენდი; სად ვიყავით, რა გავაკეთეთ. და მეც გიყვებოდი, თუ რა გადამხდა თავს. თვალებში მიყურებდი და შენთვის ფიქრობდი.
ლი, გახსოვს, ცენტრალურ ქუჩაზე რომ ვსეირნობდით და ყველა სადარბაზოსა თუ მაღაზიის შესახებ კომენტარები მქონდა? აი, აქ 60-იან წლებში პირველად, თბილისის ისტორიაში დიდი ვიტრინები ჩასვეს, რამდენი ადამიანი დაზარალდა ამის შედეგად! მიუჩვეველნი და გამოუცდელნი შიგ ვიტრინაში გადიოდნენ კაფეში შესასვლელად. შენ გეცინებოდა, რაღაც სიდნეური უცხოობით, იქ თქვენთან ხომ მტვერის ფერიც ხომ უცხო და უჩვეულოა, - წითელი... მთები ყოფილა წითელი და ქარიც, შესაბამისად, ამავე ფერის მტვერს ატრიალებს ჰაერში. გზაში მოულოდნელად სახე შეგეცვალა, ხელზე დამქაჩე და მითხარი:
– რა ჭირს ამას...
ქალია?... მათხოვარია?
– არა, ეს ქალაქის ცნობილი ბომჟია...
– ქალია?
– ხო.
– აბა, წვერი რატომ აქვს?
– დარღვეული აქვს ფუნქციები... ალბათ.
– ნაგავს ჭამს? – არ მეშვებოდი.
– არა, სადღაც ნაგავსაყრელზე მიაქვს, რო კითხო, რად გინდა ეს ნაგავი, გიპასუხებს, ქალაქს ვალაგებო.
შენ თვალები გაგიდიდდა და მკითხე: რა აზრი აქვს ამის ცხოვრებასო.
– არ ვიცი – მეთქი.
ლონდონში ტერაქტი მოხდა. ტელევიზორის ყურებისას შენ გამახსენდი: ნათქვამი გქონდა, რომ შენი ძმები ლონდონში ცხოვრობენ. ამიტომ გაკვეთილზე შემოვედი თუ არა, გკითხე, შენ ძმებს თუ ესაუბრე – მეთქი. გახსოვს, მადლობა მითხარი და თქვი, რომ კარგად არიან. უფროსი ძმა, რომელიც “ჰილტონის" მენეჯერია, მთელი დღის მანძილზე დაჭრილებს და დასახიჩრებულებს სასტუმროს ფოიეში ათავსებდა.
მერე ეს თემა განივრცო, ხან ესპანეთს მივადექით, ხან ამერიკას. მე სიტყვა ავიღე და ვთქვი, რომ იქამდე, სანამ ეს ტერაქტები ერთი მუჭა ფანატიკოსების სახელით საღდება, მოსვენება არ იქნება-მეთქი.
ყველა მოსწავლე გეპრანჭებოდა. შესვენებების დროს, ჩვენს აუდიტორიასთან გოგონების მთელი გუნდი დგებოდა, ხაზგასმული ჩურჩულითა და დაუფარავი კეკლუცობით ყველა შენი ყურადღების მიქცევას ცდილობდა. მე არა! მე სულ სხვა რამ მინდოდა, უფრო ზუსტად, შენი თვალით დანახული ჩემი ქვეყანა მაინტერესებდა, და ამიტომ ყურადღებით შემოგყურებდი პირში, შენს ყოველ სიტყვას ჰაერში ვიჭერდი აქაურობის შესახებ:
– ჩვენი საჭმელი მოგწონთ, – გეკითხებოდნენ ხოლმე ჩემი ჯგუფელები.
– ზოგიერთი რამ – პასუხობდი თავშეკავებულად.
– რა არ მოგწონთ?
– ბევრი რამ, – თან მიმზიდველად ჩაიცინებდი.
ლოგიკურია, ლი, შენ ოთხი თვის მანძილზე არ გყოლია მასპინძელი, რომელიც მცხეთაზე უკეთეს ადგილს განახებდა და ყველაზე გემრიელ სადილს გაგიმართავდა. უეცრად, ერთ დღესაც შენს სიდნეურ განწყობაში, სრულიად შემთხვევით გავჩნდი მე, ვინც ბევრი ვერაფერი შევცვალე.
– იცი, ღამით, მოთხრობა დავწერე, მინდა წაგაკითხო. რა უცნაურია, პირველად დავწერე მოთხრობა, – გამომიტყდი.
– რა მაგარია! როდის მომცემ?
– ხვალ.
– აუ, ძალიან გთხოვ, არ გადაიფიქრო.
– არა... დღეს ძალიან ლამაზი ხარ...Very beautiful......
– გმადლობ, ლი.
"The 2/nd coming", ასე ერქვა შენს მოთხრობას, ასატანი ტექსტი იყო, თუმცა დეპრესიულ აქცენტებზე პროეცირებული, ზომიერად მძიმე, და მე მივხვდი, შენ ძალიან ცუდად იყავი.
ამის მიხვედრა ადვილი იყო, ტექსტი ცუდად მყოფი ადამიანის განწყობით იყო სავსე. რა დამავიწყდებს შენს სახეს,
როცა გითხარი: ლი, შესანიშნავი ნაწერია, შენ უნდა გააგრძელო წერა, თან სამსახურიც ხელს გიწყობს, მოგზაურობ საინტერესო ქვეყნებში. მაგრამ, ლი, შენ აქ ცუდად ხარ... ძალიან ცუდად!
– საიდან მიხვდი? – შოკში ჩავარდი.
– ვიგრძენი.
– რაა!!! ნუ მაგიჟებ, მოთხრობიდან ჩემ განწყობას როგორ მიხვდი?
– ეს ჩემი პროფესიაა, – შევიფერე.
– მასწავლე, გთხოვ, – გაოგნებული მიყურებდი.
გაკვეთილის მანძილზე რამდენჯერმე მიუბრუნდი ამ მისტიკას: არა, რა! ვერ ვგებულობ, საიდან მიხვდი. მე მეღიმებოდა.
თანდათან დავუახლოვდით ერთმანეთს.
იმ საღამოს ჩემი მეგობრების კლუბის გამოსამშვიდობებელ საღამოზე დაგპატიჟე. გახსოვს რამდენი ლუდი დავლიეთ? ეს იყო ჩვენი პირველი დათრობა ერთად.
ისე, დასაჭერები ვიყავით, მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ღამის კლუბში. რა უბედურებაა, არა?
მალე მივხვდი, რომ ალკოჰოლი არც ისე კარგად მოქმედებს შენზე. მართმადიდებელი ხარო, მკითხე, მე თავი დაგიქნიე და ჯვარი ამოვიცურე საჩვენებლად. მერე ხელი შენი კისრისკენ წამოვიღე, რომ ძეწკვს შევხებოდი. შემაჩერე და მითხარი, სექტანტი ვარო...
ჯერ შემეშინდა. კლუბში ნახევრად სიბნელე იყო და რაღაც პლასტმასის მუსიკა უკრავდა.
მერე ვიფიქრე, ალბათ, ინგლისურად ვერ ვარჩევ რას მეუბნება–მეთქი. ჩაგაცივდი და, სანამ არ გაგეცინა, მჯეროდა, რომ სექტანტის გვერდით ვიჯექი. ასეც ხომ ხდება ხოლმე?
კლუბში ორი უფროსი მეგობარი მახლდა. ორივეს ნინო ერქვა და ორივე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. მეოთხე ბოთლი ლუდის შემდეგ, შენ მათთან ერთად ენერგიულად აცეკვდი. მერე მაგიდასთან დაბრუნდი, თვალებში ჩამაშტერდი და მკითხე: რატომ იკეტება დღეს კლუბიო.
– იმიტომ, რომ ზაფხული იწყება, არავინ ივლის.
– კი, მაგრამ ეს ხომ დედაქალაქია?! არ შეიძლება დედაქალაქში ერთი კლუბი იყოს და ისიც იკეტებიდეს.
– კი, მაგრამ, ლი, ჩვენ ჯერ არ გავმართულვართ მხრებში. ჯერ ისევ ვრჩებით პოტენციურად შესაძლებელ ხელუხლებელ ლანდშაფტად.
– ნაწყენმა გიპასუხე.
გაგეღიმა.
ჩემზე ძალიან ვის შეიძლება სძულდეს აქ ცხოვრება?! მაგრამ შენმა თავხედობამ თვალები დამიბნელა... სტუმარ-მასპინძლობის ხათრით, თორემ პირში მოგახლიდი იმას, რასაც მთელი 20 წუთის მანძილზე გულში ვფიქრობდი:
შე საცოდავო! შე ინგლისის კოლონიის შვილო! მრავალსაუკუნოვან მარტოობაში, სამყაროს მოწყვეტილო კუნძულო! მორჩილად რომ შერიგებიხარ დედოფლის კაპრიზებს. ჯერ კიდევ რომ ვერ გაიაზრე შენი ქვეყნის ხიბლი; ოკეანე და წითელი მტვერი, ჩვეულებად ქცეული ეგზოტიკა; სადილად კენგურუ, ვახშმად კი კიბორჩხალა. მონავ! ინგლისელის მონავ! მარტოობა რომ მოგწყინდა, 1996–97 წლებში დიდი ემიგრაციის კარი გახსენი, მთელი მსოფლიო შენთან დაპატიჟე, შენს მეზობელ კანიბალს რომ არ დამსგავსებოდი. ხომ ასეა?
ყბამოქცეული ვიჯექი კლუბში, ირგვლივ ყველა მხიარულობდა... შენ ალბათ იფიქრე – რაღაც ვაწყენინეო, და სიტუაციის გამოსასწორებლად ჩამეხუტე – ქართველი გოგონებისგან როგორი განსხვავებული ხარო, - გეგონა, კომპლიმენტი მითხარი. თუ არის კიდეც კომპლიმენტი?! არ ვიცი.
მალე ავდექით და ერთი ნინოს მიპატიჟებით, მეორე ნინოსთან სახლში წავედით.
მეორე ნინო საჭესთან იჯდა, სადღაც ფილარმონიასთან დაამუხრუჭა და გკითხა: გინდა, საჭესთან დაგსვა? PLEASE, – იყო შენი პასუხი, რაღაც პარანორმალური ჟღერადობის და მე მივხვდი, რომ ძალიან სწრაფად ივლიდი.
ასეც მოხდა, ვიფრინეთ. როგორც შენივე ნათქვამიდან გაირკვა, ერთი წელია საჭესთან არ მჯდარხარ.
ლილ! ლიუშკი! ელ! – მინდა შენი სახელი უფრო შევამოკლო და შევამსუბუქო, მაგრამ ამაზე მეტი კნინობა რა შეიძლება მოვუგონო შენს სახელს? არც არაფერი, ლი.
ჩაი გვესიამოვნა. ხომ ასეა? მეორე ნინო სურათებს გათვალიერებინებდა: აი მე და ჩემი შეყვარებულიო, აი, ჩემი შეყვარებული ავტომატითო... განგსტერიაო...
მერე პირველმა ნინომ გადაწყვიტა, შენთვის გული გადაეხსნა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ მეგობრებს უკვე მობეზრებული ჰქონდათ დაუსრულებელი სიყვარულის ისტორია.
– რამდენი წელია გიყვარს?
– სამი.
– იმას?
– იმას არ ვიცი... მე ისევ... ამერიკაში სწავლობს, რეჟისორია.
– ახლა სადაა?
– დღეს ჩამოდის, ხვალ ალბათ, ეკლესიაში ვნახავ, – პირველმა ნინომ ამოიხვნეშა.
– ორივენი მორწმუნეები ხართ? – ღიმილით ჩაეკითხე, გახსოვს?
– ხო...
– მეც, და ჩვენ საერთოდ, ყველანი მორწმუნეები ვართ – მოულოდნელად მეორე ნინო საუბარში ჩაერთო.
– ვა, რა უცნაურია – ჩაგეღიმა.
– რა არის უცნაური, – ჩაგაცივდა პირველი ნინო, – რელიგიურობა?
– არა, მე, უბრალოდ, მიკვირს, როგორ არის, რომ ხარ მართმადიდებელი, რეჟისორი და პლიუს ამერიკაში ცხოვრობ.
მეორე ნინოს სასმელი მორეოდა და ფოტოების აფიშირებას აგრძელებდა: აი, აქ რა საყვარელია, – ისევ თავის განგსტერ შეყვარებულზე მიგითითა.
– ხო ცოცხალია? – გაიხუმრე.
ჩვენ გაგვეცინა.
– კი... ძალიან მიყვარს.
– იმას არ უყვარხარ, თუ რა?
– იმასაც ვუყვარვარ, მაგრამ...
– რა მაგრამ, - უმალ ყური ცქვიტე.
– ცოლი ყავს.
შენ ადგილიდან წამოხტი:
– ნინო, შენ ახლა ხუმრობ?
– არა!
– როგორ გიყვარს ცოლიანი კაცი? საერთოდ, მერამდენე მსგავსი შემთხვევა მესმის? თქვენთან მგონი წესია, მამაკაცს რომ საყვარელი ყავდეს...
– ასე მოხდა...
– ასე არ ხდება. ეგ ხომ შენ ხელშია! შეცვლა შეგიძლია.
– ხშირად არა, - მეორე ნინოს სევდა მოერია, პირველ ნინოსაც.
– თქვენ რაღაც რელიგიურობაზე და ეკლესიებზე აღმატებული ტონით საუბრობთ და ცოლიან კაცთან სიარული რომ ცოდვაა, ამას არ აღიარებთ!
– კი, როგორ არ ვაღიარებ... მე ხშირად თავის მოკვლაზე ვფიქრობ! – თვალები აუცრემლიანდა მეორე ნინოს.
– რატომ ფიქრობ თვითმკვლელობაზე და არა იმის ცოლის მოკვლაზე, ასეთ შემთხვევაში ხომ ბედნიერები იქნებით? – არ ჩერდებოდი.
– რას ამბობ? – მეორე ნინო გაგიჟდა, – კაცის კვლა?
– რა იყო, თავის მოკვლაზე დიდი ცოდვა არ უნდა იყოს თქვენი რელიგიის მიხედვით.
– შენ გიფიქრია ადამიანის მოკვლაზე, – ჩაერია პირველი ნინო.
– კი, – დინჯად უპასუხე.
– ვისი?
– ქმრიანი ქალი მიყვარდა, და მინდოდა, ის კაცი მომეკლა, საწამლავი ჩამეყარა ჩაიში...
– მერე რა ქენი?
– ვერ შევძელი...
სიჩუმე ჩამოვარდა. მე ყურადღებით ვიმახსოვრებდი ყველა სიტყვას, თან ფიქრებში ვიყავი წასული, ამიტომ პირველ ჯერზე ვერ გავიგე, თურმე მე მეუბნებოდით ახლა შენ მოყევი სასიყვარულო ისტორიებიო. პასუხის ღირსადაც არ ჩაგაგდეთ. ასე ვიცი ხოლმე, მაშინ როცა ძილი მომერევა და სიგარეტის კვამლი მაღიზიანებს.
იმ დღეს წვიმდა. მეორე ნინოს ბიძაშვილმა მანქანა გამიჩერა და გაკვეთილზე მომიყვანა (სულ გეცინებოდა ბიძაშვილების, მამიდაშვილების და დეიდაშვილების ხსენებაზე, რამდენი ხართო, კითხულობდი).
მანქანა ნელა მიდიოდა, ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით:
– გუშინ მთელი დღე მანქანის ხელოსანთან ვიყავი, წვიმაში ბევრი ხომ არ იარე? საერთოდ გეტყობა სისწრაფე გიყვარსო, – მიყვებოდა მეორე ნინოს ბიძაშვილი ნატა.
– კი მარა, შენ მანქანის ხელოსანთან იყავი თუ მკითხავთან? სამ პერიოდში გზიდან ბედნაცვალი კაცი მოვაო, არ უთქვამს? – ორივეს სიცილი აგვიტყდა.
დამთხვევა იყო.
დაწყებულ გაკვეთილზე შემოსულმა აღმოვაჩინე, რომ თქვენც მკითხავებზე საუბრობდით.
– ჩვენში ძალიან პოპულარულია, – თინათინი ამბობდა.
– მე ვიცი უცნაური მკითხავები–მეთქი.
– როგორები, რაზე მკითხაობენ, – მკითხე.
– ერთი ვიცი, ლობიოზე მკითხაობს, მოაყრის ასე მაგიდაზე და უბერავს: "კაზიონიი დომები" და "გ"-ზე ვინმე ბიჭი. მეორე ვიცი, ჩონგურზე უკრავს და ისე მკითხაობს, აშუღივით სულ სიმღერ-სიმღერით გიყვება: ხვააალ, შუაააადღისსს გზაააზე სასიიიიხარუულოო ამბააავიაააა... და მესამე, ეს მართლა "დისქავერის" ამბავია: დები არიან. ერთი იძინებს და გაურკვეველ ენაზე ბოდავს, მეორეს ერთი ხელი მის მკლავზე უდევს, მეორე ხელის თითით თმას იხვევს და ბავშვის ხმით ლაპარაკობს, ბავშვივით ტირის, იცინის და ამბობს, ვთქვათ: ბედნასვალი ქაბატონი გამსვიდებს.
შენ სიცილით კვდებოდი, სხვებიც კვდებოდნენ... ლი, იცი რა მეწყინა ძაან, რესტორანში რომ დაგპატიჟე, რამე ქართული კერძი ვჭამოთ-თქო და შენ "ბივსტროგანოვი" რომ შეუკვეთე. რა წესი იყო?! მე თავი არ გავიბანძე და "ცეზარის სალათს" შევუდექი.
სამაგიეროდ, საღამოს ჩემი მეგობრის სახელოსნოში სულ ძალით გასხი ქართული ლუდი, რომელიც ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნებულს სულ არ გსიამოვნებდა. გახსოვს, მაგ დღეს როგორ გავერთეთ? მარიხუანაც მოწიე, და შუა საუბარში აღმოჩნდა: ლი ნარკომანია! "არა, თქვენში გავრცელებული ჰეროინი არა, მაგრამ სხვა ყველაფერი მიღებული მაქვს, ჰალუცინატორებიც კი, ჭარბად", – ამბობდი. მერე თვალი გაგიშტერდა.
– რა გჭირს, – გკითხე.
– რაღაც საშინელება გავიფიქრე.
– რა?
– ვერ გეტყვი...
– ლი, ჩვენში საშინელებას მოტყვნას ან მოკვლას ეძახიან, რომელი გაიფიქრე?
– არც ერთი, – სიცილი აგიტყდა.
აბა, ქართველი მეფეები და მთაში ადათ-წესები; 200 მებრძოლით მოგებული ათასიანი ბრძოლები; აბა, ზეპირსიტყვიერებაში შენახული მარგალიტები; ლეგენდები და გენიალურობის გამო უთარგმნელად დარჩენილი ქართული ტექსტები; მერე აქეთ – გეორგიევსკის ტრაქტატი, მოკლედ, ყველაფერი, რაც იყო – ყოველი დილა გაკვეთილზე ასე იწყებოდა, გაწონებდით ჩვენ ქვეყანას.
– გამოცდა მკაცრი იქნება? – ჩემმა ჯგუფელმა ბიჭმა გკითხა, რომელიც გოგონებს ყოველ დღე გვეკითხებოდა, თმაშეშლილები როდის მოხვალთ, მიყვარს თმაშეშლილი გოგოებიო (თმაშეშლილი იგივე ყოფილა, რაც თმაგაშლილი).
– გამოცდა არ გექნებათ. ისე, ზეპირად გადავწყვეტ, ვინ გადავა შემდეგ კურსზე და ვინ არა, – გამოაცხადე.
რა უცნაური პასუხია 26 წლის ყოფილი ნარკომანი ავსტრალიელისთვის, რაღაც მოულოდნელად მკაცრი და არაადეკვატური. არა?
ლი! რატომღაც ავიჩემე, რომ შენნაირებს სიყვარული არ შეუძლიათ. ასე რომ არ იყოს, მოკალათდებოდი სიდნეიში, ოკეანის პირას, კამბერელ, გრძელთმიან გოგონასთან ერთად და დედოფლის კაპრიზებს აყოლილს, ინგლისურ მოდაზე ჩაცმულს შეუხსნიდი კაბას და ჩაუგორგოლავებდი გეტრებს, the body shop-ის ზეთებით დანამულ სხეულს დაუკოცნიდი და ტანგას, რომელზეც პრინცესა დიანას ფოტოა გამოსახული, თითებზე წამოიცვამდი და მერე ორივენი ერთად ტანგით იმას ითამაშებდით, თითებზე თოკს რომ ჭიმავენ, დაუშლელად რომ უნდა გადავიდეს ხელიდან ხელში.
მაგრამ შენ სხვა ცხოვრება არჩიე, ხეტიალი, ხეტიალი და კიდევ ერთხელ ხეტიალი. და ამიტომ აღარ იცი, როგორი მოდა და ტენდენციაა დღევანდელ ავსტრალიაში. ნიკ ქეივი; კალი მინოუგი და მელ გიბსონი, აი, სულ ესა ხართ.
ივლისის ბოლო იყო. Last გაკვეთილი თუ გამოცდა უნდა გვქონოდა. შენ გამოაცხადე, რომ ყველას ჩათვლას გვიწერ და შემდეგ ლეველზე გადავედით. ესეც მოულოდნელი იყო. ამ დროისთვის მე უკვე დაკარგული მქონდა შენდამი ინტერესი.
დერეფანში ვიდექი და ვეწეოდი, რომ მომიახლოვდი: ოდესაში გემით მინდა წასვლა და როგორ უნდა წავიდეო. შენდამი დამოკიდებულება დაკარგულს მაინც აღმომაჩნდა ძალა ბოლომდე დაგხმარებოდი, რადგან მალე საქართველოს დატოვებდი და მჯერა არასოდეს ჩამოხვალ ისევ.
ამიტომ ფოთშიც გაგამგზავრე, ნათესავებსაც ჩაგაბარე: ელარჯი; პორტში ოსმალური ყავა; თევზის რესტორანი; გრეიჰფუტის ტყე, ძილი, სრული იდილია, როგორც ამბობდი, მერე თურმე ბილეთიც აგიღეს და ნავსაყუდელში ხელიც დიდხანს გიქნიეს და გემიც ოდესისკენ დაიძრა.
თანდათან მივხვდი, რატომაც დავკარგე შენდამი ინტერესი. რატომაც არ შემიყვარდი, – პოტენციურად შესაძლებელი ხელუხლებელი ლანდშაფტი?! იმიტომ, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან არ მოსწონს შენი სამშობლო.
ლი! რომელიმე ქვეყნის სიძულვილის უფლება, მხოლოდ მისსავე მოქალაქეს აქვს. მერე კიდევ ვიფიქრე და მივხვდი: გახსოვს იმ წვეროსან ბომჟ ქალზე რომ მკითხე, რა აზრი აქვს ამის ცხოვრებასო... ლი, მე ვიცი, რა აზრიც აქვს: რომ ერთ დღესაც საკუთარ თავში ის სათნოება იპოვნო, რომელიც შეგაძლებინებს იმ ბომჟთან მიხვიდე და ხელი მოჰკიდო... მაგრამ, ლი, მე ჩემში ეს სათნოება ვერ აღმოვაჩინე. თუმცა ყველაზე ხშირად ვიმეორებ, რომ ქრისტიანულ აღმოსავლეთში დავიბადე! რომ მიმზიდველად სენსუალური რასის წარმომადგენელი ვარ... რომ საიდუმლო ლოჟები და ორდენები, მსოფლიოში საშინელების სინდრომს თესავენ, და რომ გადის დრო, ძალიან დიდი დრო და რომ "მშვენიერი – ძნელია"...

P. S.
უი, ლი! იცი ნატომ, მეორე ნინოს ბიძაშვილმა, რომელ მკითხავთან მიმიყვანა, ერთი ხელი დის მკლავზე რომ უდევს, მეორე ხელის თითზე თმას რომ იხვევს და ბავშვის ხმით რომ ლაპარაკობს. იცი რა მითხრა: თუ წელილი ცუდი გამოვიდა, მქოლოდ იმიტო, ლო, ამ მალტივი ეპიცტოლალული ზანლის ტექსტისთვის მთავალი ალ იკო, - სიკვალული ალ იკოო...
Reply! Please!


2005. 9 აგვისტო.



study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 3:02 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan19

ნესტან ნენე კვინიკაძე

ამერიკა
(პიესა ორ მოქმედებად)

ეს პიესა საქართველოში არსებული ორი მნიშვნელოვანი პრობლემით არის ინსპირირებული.
ერთმანეთის მიყოლებით მომხდარმა ორმა ომმა (სამოქალაქო ომი/აფხაზეთის ომი), იმ ხანად, ჩემს ქვეყანაში სამუშაოს გარეშე დატოვა მოსახლეობის დიდი ნაწილი.
გადარჩენის მიზნით, ერთნი ყიდნენ ყველაფერს რაც სახლში ჰქონდათ – ანტიკვარული ვაზებით დაწყებული – საკუთარი სამეცნიერო ნაშრომებით დამთავრებული.
ეს პროცესი, ახლაც გრძელდება და უკვე ბიზნესად იქცა. დღეისთვის არსებობს ყოველკვირეული გაზეთი `სიტყვა და საქმე~, სადაც ყველანაირი ნივთის ყიდვა-გაყიდვის შესახებ იბეჭდება განცხადებები. სწორედ ამ გაზეთზე დაყრდნობით მოვაწყვე ჩემი პიესის ინტერიერი.
ზემოთხსენებული, გადარჩენის მიზნით, - საზოგადოების მეორე ნაწილმა, უფრო ზუსტად კი ქალბატონებმა, ხსნა შორეულ ამერიკაში ნახეს, სადაც მოხუცებისა და ინვალიდების მომვლელებად იქცნენ, - დატოვებულ საკუთარ ოჯახებში გამოგზავნილმა დოლარებმა კი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს გადაარჩინა. 100 ათასამდე ქალმა, საკუთარი ძალისხმევის და ოფლის ხარჯზე, საქართველოს, ურთულეს პერიოდში, ეკონომიკა შეუნარჩუნა.
პიესის მოტივი ზემოთ ხსენებული ორი პრობლემის ლატენტური ანარეკლია, - სწორედ ამერიკაში მომსახურე ერთ-ერთი ასეთი ქალბატონის შვილი, რომელიც დედასთან წასასვლელად ემზადება და ყველაფერს ყიდის, ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდება.
ხომ შეიძლება ასეც ყოფილიყო?
ხშირად ჩვინსავე სოციალურ ფონში ისე ღრმად ვეხვევით ხოლმე, რომ პრობლემასთან გაუცხოებას ვერ ვახერხებთ, არადა ყველგან სადაც თვალი წვდება მზა ფაბულებიც იქვეა...
ჯერ ისევ ყიდიან ადამინები ძვირფას ნივთებს გადასარჩენად, და ჯერ კიდევ შრომობენ საკუთარ ოჯახებს მოწყვეტილი ქალები, შორეულ ამერიკაში (და არა მხოლოდ) ლუკმა პურის შოვნისთვის.
ჩვენ კი გამუდმებით გვიმეორებენ, რომ რეფორმების დროში ვცხოვრობთ და ყველაფერი ცუდი წარსულშია.



მოქმედი პირნი:
გოგონა
ქალი
კაცი
ძაღლი



I მოქმედება

კედელზე გრაფიკულად გამოსახულია ოთხოთახიანი ბინა. რამდენიმე საგანი და ნივთი უტრირებულია.

სცენაზე დგას მაგიდა და სავარძელი. მარცხენა მხარეს შუშაბანდი კვეთს სცენის ნახევარს. შუშაბანდს ფანჯრები აქვს.
გოგონა ოთახის შუაგულში, სავარძელში, ფეხმორთხმული ზის და ტელეფონით საუბრობს, თან თმას თითით იხვევს, პერიოდულად ფრჩხილებსაც იკვნეტს. ფეხით სათამაშო ძაღლს ეფერება, რომელიც თოკით იმართება ზემოდან და ცოცხალ არსებად აღიქმება.


გოგონა – (ტელეფონზე საუბრობს) და მაგნიტოფონი რომ მივადო და ისე ჩავიწერო?... ნუ, ისეთი ცუდი ჩანაწერი რა იქნება... (იცინის) რაა?... ორ დღეში...

ხო... (კარზე ზარია) კაი, კაი... წავედი (დგება). ვიცი, რამდენჯერ უნდა მითხრა?! კაი რა, ნუ ნერვიულობ, ვერ მომატყუებს ვერავინ! ზარია, მოვიდნენ მგონი... წავედი, გკოცნიიიი.

გოგონა თვალს მოავლებს ბინას, მაგიდაზე წაქცეულ ჭიქას გაასწორებს, საფერფლეს ნამწვავებისგან დაცლის. კარს მიუახლოვდება. ძაღლი ყეფს.

გოგონა აჩუმებს. კარს აღებს.

გოგონა – მობრძანდით.

ოთახში შუახნის, მაღალი და მსუქანი ქალი შემოდის, ჯინსებით და კედებით, დიდი ზომის მაისურით, დიდი ჩანთით. ხელში ფურცლების შეკვრა უჭირავს, პერიოდულად სახეს ინიავებს. უკან გამხდარი და დაბალი მამაკაცი მოყვება, თხელი წვერით. შარვალი წელს ზემოთ ასდის. ცნობისმოყვარე მზერა და მიხვრა-მოხვრა აქვს.
შემოდიან სცენის შუაგულში.

ტრიალებენ.

ქალი – კიბე ჭრიალებს, მოაჯირი ტლანქია. დიზაინი მოძველებული...

გოგონა უხერხულად უღიმის უცნობებს.

გოგონა – ყავას მოგართმევთ.
ქალი – მუშაობის პროცესში? არა, გმადლობთ.

გოგონა კიდევ უფრო უხერხულად უკან იხევს და ძაღლს ეფერება.

ქალი – (ძაღლს დახედავს) თეთრი, თანაც ყავისფერლაქებიანი კურცჰაარი ახლოდან არასოდეს მინახავს...

კაცი კედელზე მიხატულ ოთახებს ათვალიერებს.

ქალი – მეტყვი რამეს?
გოგონა – (დაბნეული) ფრინველზე მონადირეა... (ქალს უხერხულად გაუღიმებს.)
ქალი – შენ არ გეკითხები.
კაცი – იატაკი მოწესრიგებულია, სამი პირი ლაქი, ბამბუკის პარკეტი.
ხის კარ-ფანჯარა, საკეტებით.

ქალი ჩანთას სავარძელზე მიაგდებს.

ქალი – (პაუზის შემდეგ) მდაა... წვიმის, ქარის და მტვრისგან ვინ დამიცავს ნეტა? (გოგონას ჩააცივდება თვალებში.)
გოგონა – ხო, ვეღარ გავარემონტეთ, ასე მოხდა. მამა დაიღუპა, დედა წავიდა და ფული არ მეყო.
ქალი – რა ისტორიას მიყვები? საერთოდ ვერ ვხვდები... კედელზე ნახატებს და ფოტოებს აკვირდება.
ქალი – ეს ვინ არის?!
გოგონა – სოფი ლორენი.
ქალი – (გაბრაზებით) ეს კი არა, აი ეს!
გოგონა – (ჩაიცინებს) ა... ეგ დედაჩემი...


კაცი _ (შორიდან, სცენაზე აღარ ჩანს) საიმპერატორო მასიური ბრინჯაოს ჭაღია, ექვსი პლაფონით და ერთი ცისფერი ბურთულით, სამი ნათურა, ანუ სულ ცხრა.
ქალი – რა ფერის ბურთულიით?
კაცი – ცისფერი.
ქალი – ტელევიზორი?
კაცი – `გრუნდიგი~, 86 სმ. დიაგონალით.
გოგონა – საერთოდ არ ვრთავ ტელევიზორს... ასე რომ, უხმარია.
ქალი – რატომ? აბა რას აკეთებ?
გოგონა – ვკითხულობ, ან კომპიუტერში...
ქალი – (ხმამაღლა) წიგნები შეგხვდა?
კაცი – აქ ცოტაა: “ერთხელ ამერიკაში”, “ნათლია”, “საუზმე ტიფანისთან”, “ქალის სურნელი”.

ქალი გოგონას მიუბრუნდება.

ქალი – (ნიშნისმოგებით) ეს არის შენი ბიბლიოთეკა?

გოგონას ეცინება.

გოგონა – ეგ ნოტებია.
ქალი – (ხმამაღლა) აზრიანად მანდ!
კაცი – ფრანგული წიგნები, 1910 წელს გამოცემული. დამხმარე ფონდების და გარანტიების გამცემი...
გოგონა – (აწყვეტინებს) გრანტების.
კაცი – გამცემი ორგანიზაციების ცნობარი; საფრანგეთში გამოცემული ფრანგული ენის სახელმძღვანელო “მოჟე”, 5 ტომი; პარჩევსკის “ფრანგული ენა ყველასთვის”; სინელნიკოვის ატლასის ოთხტომეული... და ლექსიკონები.
ქალი – ფრანგული იცი?
გოგონა – არა, დედა...
ქალი – სად არის დედა, საფრანგეთში?
გოგონა – არა.
(ქალი ისევ აგრძელებს კედლების თვალიერებას.)
ქალი – სად არის თამრი?

გოგონა ფითრდება.

გოგონა – თქვენ იცნობთ დედაჩემს? (ფრჩხილებს იკვნეტს.)
ქალი – (ალმაცერად იღიმის) დამშვიდდი, რამ აგაფორიაქა? აქ ამოვიკითხე, ეს ხომ შენი ბავშვობისდროინდელი ნახატია.
(გოგონა ქალს მიშტერებია.)
ქალი – მე და დედიკო თამრი.

(ქალი ნახატზე გამოსახულ წარწერას გააყოლებს თითს.)
კაცი – (ექო) პიანინო “როინიში”, “ტიულპანის” ფეხებზე; არა აქვს კლავიშები, სამი ოქროს მედლით, ტალღისებური დაფით.
ქალი – ვინ გააკეთა?
გოგონა – მამა უკრავდა.
ქალი _ (სავარძელში ჩაჯდება.

უხეშად ამოისუნთქავს) ასეთ სახლებში როგორ ცხოვრობთ?!
გოგონა – როგორ...
ქალი – გერმანული, იატაკზე დასადგამი საათი; რუმინული გარდერობი;
ინგლისური სამეული, ფრანგული მუხის კაბინეტი, რესტავრირებული; ლომისთავებიანი სკამებით; ვენური ხის სკამები; ორადგილიანი არაბული ტახტი. ეს ახლა ნორმალურია? შენ აცნობიერებ, რამდენი რამე ტრიალებს ამ სახლში?! ერთხელ მაინც ამაზე თუ გიფიქრია?! როგორ იძინებთ, ამხელა კულტურულ ომში?!
გოგონა – ეს ხომ... ჩემს სახლს სხვანაირად მოვაწყობ! (შეშინებულია).
ქალი – აბა ახლა ვისთან ვართ? არა დედა, არა მამა. შენი განცხადება არ იყო გაზეთში? (ქალი სავარძელიდან წამოიწევა. გოგონა ჩაკუზულია და ძაღლს აღარ შორდება.) შენ არ ამბობდი, ყველაფრიანად ვყიდი სახლსო?!
გოგონა – (შეშინებული სახე აქვს) დიახ.

რეკავს ტელეფონი.
გოგონა ძაღლიანად ტელეფონის აპარატთან მიდის.

გოგონა – ერთ საათში დამირეკე... გთხოვ...

მეეც.
კაცი: (ექო) გასაბერი რეზინის ნავი, 2-ადგილიანი, რუსეთის, სანადირო- სათევზაო. ამერიკულ კოსტიუმთან ერთად.
ქალი – ჩაიცვი, გაბერე, გამოიტანე! დამენახე და მანახე. (გოგონას მიუბრუნდება.)
ქალი – რამდენი თევზია? (თან აკვარიუმზე უთითებს.)
გოგონა – 45. ოქროსი.
ქალი – ძაღლი არ ერჩის?
გოგონა – ძაღლს არ ვყიდი.
ქალი – (ნერვიულად დაუმარცვლავს სიტყვებს) ძაღ-ლი არ ერ-ჩისს???!!!
გოგონა – არა, ეს ფრინველებზე ნადირობს...
ქალი – თან მიგყავს?
გოგონა – დიახ...
ქალი – ეგ როგორ? (წამოდგა და ძაღლისკენ გაწია ხელი. ძაღლი უღრენს.)
ქალი – ეგ როგორ ხდება?

გოგონა უკან იხევს.
ისმის ხმაური. კაცი გაბერილი ნავით და ამერიკული კოსტიუმით გამოდის.
ქალი სერიოზული სახით ათვალიერებს ნავს. წრეს ურტყამს.


კაცი ჭურჭლის კარადას ითვისებს.

კაცი _ ინგლისური სადილის სერვიზი... ტააკ... ფაიფურებიც...
ძველებური "მადონას" ჩაის სერვიზი ოქროს გირჩებით... (თან თავი ახლოს მიაქვს ნახატებთან, რომ კარგად გაარჩიოს). ჩეხური ბროლის, ხელით ნაკეთი `კრუშონიცა~, დიდი მრგვალი და-სა-დგა-მიიით.
ქალი – ერთი წუთით გაჩუმდი. (ხელებს ზემოთ ასწევს, ნავს აკვირდება...) _ რაღაც გამახსენა ამ ნავმა. რაღაც შეგრძნება მაქვს.
კაცი _ (შეშინებული): ცუდად ხომ არ ხართ?

ქალი თითქოს ასტრალში გადის.

მერე სავარძელში ბრუნდება, ჯდება.

ქალი: მცივა...
კაცი: წაულას ქურქს მოგიტანთ, ზუსტად თქვენი ზომაა.

გოგონა ჭიქას უწვდის.

ქალი _ (ხელის ქნევით უარს ამბობს.) მხოლოდ გამჭვირვალე ჭიქით...

გოგონა ჭიქას გამოცვლის. ამასობაში მამაკაცი ქურქით ხელში გამორბის და ქალს ახურავს. ჭიქის იმიტაციაა გათამაშებული.

ქალი – (ძალაგამოცლილი) ერთხელ მარტო დამტოვეს ნავში...

სიჩუმეა.

ქალი (კაცს) _ კარგად გროვდება?
კაცი – კი, იქ კიდევ ელექტრო გიტარაა, თხილამურები, საკერავი მანქანა.
ქალი (სევდიანად) – რომელი ელექტრო გიტარა?
კაცი _ კორეის გამოშვების, "WASHBURN", 24 ლადით და ჰამბაკერით, შავი, ახალი, შალითა და სადენი მოყვება.
ქალი – კაია.

გოგონა გაოგნებული დგას. სახეზე სინანული ეტყობა.

კაცი _ მაცივარია მუშა მდგომარეობაში. კიდე ახალი ნოუთბუქი (ერთმანეთს მიაყრის), პენტიუმ 4, ცენტრინოტოშიბასატელაიტიმ55ს325პ-მ-740 ჩანთით. შენ რომ გიყვარს... (თან ეფერება) ყველაფერი არის...

შენ მაგიტო თუ ნევრიულობ...

გოგონა ძაღლს დასვამს და კუთხეში მიიკუჭება. შუშაბანდთან. ცრემლი ერევა.
ნაწყეტ-ნაწყვეტ ესმის კაცის რეპლიკები: ოვალური... 11 ჭიქით... მელქიორის ბოკალები შამპანურისთვის... ყინულის... “ვიქტორია”...

ლეიბები... მუხის ფეხებზე... ფუმფულა ბალიშები... სამფრთიანი სარკე...
ვერც გრძნობს, შუშაბანდის ფანჯრიდან როგორ გამოუყვია ქალს თავი, ზემოდან დასცქერის. გოგონა მოულოდნელად წამოიძახებს:

გოგონა _ არა! აღარაფერს ვყიდი!
ქალი _ (სინანულით აქნევს თავს) რა თავქარიანები ხართ ამ ასაკში!... ყველაფრიანად უნდა ვიყიდო. სამოსის და კბილის ჯაგრისის გარდა! ასეთი იყო განცხადების პირობა.

ეს ჩემი სამსახურია. მე დრო დავხარჯე.

ხმაში სიბრაზე ერევა. ჩანთას ხსნის. გოგონას ცრემლები მოსდის. ქალი ჩანთიდან ბლოკნოტს იღებს. ტელეფონთან მიდის. მოულოდნელად გოგონა მკლავში ეცემა.

გოგონა _ (სასოწარკვეთილი) ეგ არ იყიდება!
ქალი _ რაა? (გარდაისახება...

კივის). მე აქ ყველაფერი უნდა ვიყიდო!!! ასეთი იყო განცხადება! ვინმემ დაგაძალა?!
გოგონა – (ტირილით) არა!

გოგონა ტელეფონს გადაეფარება. ქალი კაცს ეძახის.

ქალი – მოდი აქ!!!

კაცი გამოვა. მიზანმიმართული სვლით გოგონას მიაუხლოვდება და ხელს სახეში გაარტყამს. გოგონა გაოგნებული უყურებს.

გოგონა _ (გამწარებული) წადით აქედან!!! არაფერს არ მოგყიდით!!! თუ არ წახვალთ, პოლიციას დავურეკავ.
ქალი – ტელეფონი შენი აღარ არის... გაიგე! თინეიჯერო!!!

გოგონა ღრიალებს, ძაღლი ყეფს.

კაცი – სამზარეულოში თეთრი ბუფეტია, ხის ტახტით...
ქალი (კაცს) _ კაი, გაიხადე ეგ. (მშვიდად)

კაცი იქით ოთახში გადის.
გოგონა ეცემა ქალს, ხელს კრავს და ნავში ჩააგდებს.


გოგონა _ (კრიჭაშეკრული) შენ არ არსებობ! გაიგე! შენ არ ხარ!

გოგონა ძაღლს კიდებს ხელს, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფს იღებს და გარბის.



II მოქმედება

კედელზე შეცვლილია დეკორაცია. სცენის შუაში დგას მაგიდა. მაგიდაზე დგას ლამპა და მხოლოდ ამ ლამპის განათებით ვხედავთ მაგიდასთან შემომსხდარ ქალს და მამაკაცს. თეთრებში გამოწყობილები ყავას მიირთმევენ. ერთ წერტილს მისჩერებიან _ ტელევიზორს უყურებენ, რომელიც გრაფიკული დეკორაციის ნაწილია. რეკავს ტელეფონი. ქალი და კაცი ტელეფონს გამოხედავენ, მაგრამ არ იღებენ.

ირთვება ავტომოპასუხე.

ქალის ხმა _ სად ხარ დედი?... ავად ხო არ ხარ? ამდენი ხანია ვრეკავ. მომისმინე, ყველაფერი გავარკვიე, რა დროს ჩამოდიხარ. ახლა აიღე კალმისტარი და ფურცელი და ჩაინიშნე... მოკლედ... მომისმინე, როგორც კი გამოხვალ, ავტობუსები ცენტრისკენ მოდის, ჩაჯდები, გზად დიდი სასაფლაოებია. არ შეგეშინდეს, მკვდრები არიან მხოლოდ (დაბალ ხმაზე ელექტრონული მუსიკა ისმის), ემოციებს არ აყვე, რო იცი ხოლმე! სივრცემ არ დაგთრგუნოს, არც ხალხმა.

ჩვეულებრივად იყავი. რამე შეკითხვა თუ გექნება, თამამად იკითხე. ყველა გიპასუხებს. არ დაიკარგები! ბევრნაირ ადამიანს ნახავ... აქ ყველა მხრიდან მოდიან; ქალები, კაცები, აყვავებული პროვინციების შვილები და მარტოხელა მოხუცები... (მუსიკის ხმა მატულობს)... იცოდე, რომ მე აქ ვარ, გხვდები და ნუ გეშინია.

იმწამსვე მიცნობ... ცოტათი შევიცვალე. დედიკო, მოკლედ, გამაგებინე პასუხი.... ხო, ჩემი გამოგზავნილი პალტო ჩაიცვი, აქ აცივდა.

ვიცი, არ მოგწონს და დიდი გაქვს. რა ვქნა, უკვე აღარ ვიცი რა მოგწონს. მოკლედ, კიდევ დავრეკავ, შეიძლება მანდ გვიანი იყოს, მაგრამ მაინც დავრეკავ.

ხმა წყდება.

მხოლოდ მუსიკა ისმის. ხმამაღლა. უფრო მატულობს. ქალი და კაცი ტელევიზორს უყურებენ.


ფარდა

2006, ივნისი.

ბმული:
* http://www.bu.org.ge/x376?lang=geo

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Jun 09, 2021 12:24 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Mar 06, 2019 3:05 pm


მძიმე კაცთან - ნენე კვინიკაძე

TabulaTelevision
Published on Jun 12, 2017
მწერალი და სცენარისტი ნენე კვინიკაძე სტუმრად დავით კოვზირიძის საავტორო გადაცემაში მძიმე კაცთან

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyThu Apr 18, 2019 5:11 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan13

მარიამ ცეცხლაძე

იყო ერთი გოგო – ნესტან ნენე კვინიკაძე


მწერალმა და კინომცოდნემ ნესტან ნენე კვინიკაძემ მოთხრობების პირველი კრებული 18 წლის ასაკში გამოსცა. მას შემდეგ წერს რომანებს, პიესებს, კინოსცენარებს, სტატიებს. მალე მისი ახალი წიგნიც გამოვა, რომელიც “ისპაჰანის ბულბულების” და “იაგუარების ტექნოს” კვლევით საკითხებს დაასრულებს და რის შემდეგაც ნენეს პროზაულ ცხოვრებაში ახალი თავი დაიწყება.
11 მარტს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 63-ე სესიაზე, როგორც საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნენემ სიტყვა წარმოთქვა, რომელიც დაიწყო კითხვით – “რატომ გვჯერა ზღაპრების?”. შემდეგი 6 წუთის განმავლობაში ნენე ჩვენთვის ბევრ ნაცნობ და მტკივნეულ თემას შეეხო.
გთავაზობთ ინტერვიუს მწერალთან.



- როგორი იყავი ბავშვობაში?
- ბავშვობაში სასაცილო ვიყავი, ტანსაცმელს ხშირად ვიცვლიდი და ვიპრანჭებოდი. ჩაცმული და მოკაზმული ვიძინებდი.

- როგორი ადამიანები არიან შენი მშობლები? შენი აზრით, რა თვისებები შეიძინე მათგან და რა მოგინდებოდა, რომ შენს შვილებს შეეძინათ შენგან?
- ჩემი მშობლები ჩემივე გამოგონილი სამყაროს მხარდამჭერები იყვნენ ყველა ეტაპზე. პატივს სცემდნენ მას. იმისთვის რომ სამყაროს ენდო, სიყვარული გჭირდება. მშობლებისგან ეს უხვად მქონდა.

- წერა როდის დაიწყე?
- როგორც ყველა ჩვენგანი, ბავშვობაში დღიურებს და ე.წ. თავისუფალ თემებს ვწერდი. ყველას ისტორია ალბათ მეტ-ნაკლებად იდენტურია.
18 წლის ვიყავი, როცა მოთხრობების პირველი კრებული გამოვეცი მეგობრის ლექსებთან ერთად. ალბათ თავხედობა იყო, მაგრამ რაღაცას ვამტკიცებდი. ინსტიტუტში, სადაც ვსწავლობდით, ყველა საკუთარ თავს და შინაგან სამყაროს რაღაც ფორმით გამოხატავდა. ჩემს შემთხვევაში ეს ფორმა წერა იყო.

- “ისპაჰანის ბულბულებზე” თქვი, იმიტო დავწერე, რომ საკუთარი თავი დამეცვაო. შეგიძლია ამაზე მოგვიყვე?
- როცა ჩემი ხედვა და წარმოდგენა ფორმირდებოდა, რთული დრო იყო. ერთი მხრივ, რუსული ესტრადა გიტევდა, მეორე მხრივ, საშინელი ტენდენცია, რაც ადრეულ ასაკში გათხოვებას, მოტაცებას, “გაპარვას” გულისხმობდა… ეს გარემო ძალიან მძიმე და ქაოსური იყო.
წერა ერთგვარი ნავსაყუდელი აღმოჩნდა ჩემთვის, მას თავი შევაფარე. მაშინ ლიტერატურულ სცენაზე მწერალი ქალების სიმრავლე არ იყო. ამიტომ, ეს ორიგინალური მდგომარეობაც მომწონდა და ფორმაც, რომლითაც საკუთარ თავს ვიმკვიდრებდი. შეიძლება სტერეოტიპულად, მაგრამ მეგონა, რომ ამ დაცულ ტერიტორიაზე ადვილად ვერავინ შემოიჭრებოდა.

- “ისპაჰანის ბულბულებში” და “იაგუარების ტექნოშიც” ერთ-ერთი მთავარი თემა ემიგრაციაა. შენი აზრით, შეუძლია ადამიანს ბოლომდე კომფორტულად იგრძნოს თავი სხვის ქვეყანაში?
- ორივე რომანში ემიგრაცია, ჩვენი ტრანსფორმირების კვლევაა… ჩვენი მდგომარეობა. როგორები ვართ და როგორ ვიცვლებით, როდესაც მოცემულობები, ქალაქები, რაღაც სიტუაციები და ადამიანები იცვლებიან ჩვენ ირგვლივ. ემიგრაცია ჩემი გამოცდილება არ ყოფილა. უბრალოდ, ემიგრანტებთან ახლო ურთიერთობა მქონდა და მათთან ინტერვიუებიც დამიგროვდა.
მესამე რომანით, რომელიც მალე გამოვა, დასრულდება ზოგადად, თინეიჯერის, მოზარდის კვლევა ჩემს სამუშაო მაგიდაზე.

- ტრილოგია იქნება?
- ასე გამოდის.

- ერთხელ ახსენე, რომ როდესაც შენი ადრინდელი ნაწერები გადაიკითხე, რაღაც დეტალები არ მოგეწონა…
- ბოლო დროს ვფიქრობ, რომ ტექსტები ძალიან გვანან მცენარეებს, რომლებმაც შეიძლება სახე იცვალონ, გაიზარდონ ან პირიქით – გახმნენ, ან რაღაც ახალი კვირტი გაჩნდეს… სხვა მცენარეს გადაეხვიოს.
იმ დეტალებში ერთი უცნაური ამბავი ვიგულისხმე, ძალიან უცნაური. ვფიქრობდი, ამის შესახებ პატარა ბლოგიც დამეწერა. 2005 წელს მოთხრობა დავწერე – “დისკოს ტრიალი, პარნასუს აპოლოები და ჯექსონები”, რომელიც ასე იწყებოდა: მთელი გასული კვირის მანძილზე თავს ლათოია ჯექსონივით ვგრძნობდი, – პედოფილი ძმა რომ ჰყავს, უნიჭო დამ კი სამუდამოდ ჩაუკლა 80-იანების სულისკვეთება. რაღაც დროის შემდეგ, საშინლად შემაწუხა გრძნობამ, რომ მაიკლ ჯექსონს პედოფილი ვუწოდე. მინდოდა ამის შესახებ მეთქვა კიდეც. როდესაც ამ კრებულის რედაქცია გაკეთდა ახალი გამოცემისთვის, სიტყვა პედოფილი ჩავანაცვლე სუპერსტარით. ახლა რა ხდება? ჯექსონის ბოლოდროინდელი ამბები რომ დაიწყო, ეს ჩემი მოთხრობა გამახსენდა. თავის დროზე უხერხულობა ვიგრძენი და პედოფილი სუპერსტარით შევცვალე. ახლა, მოთხრობაში დარჩა სუპერსტარი ჯექსონი. რაღაცა ცოცხალია ამ ტექსტში, ამიტომ არ ვიცი შემდეგ რედაქციაში რას ვიზამ.

- არსებობს რამე საწყისი აზრი ან თემა, რომელსაც ყოველთვის უბრუნდები ყველანაირ ნამუშევარში, ან რის გარშემოც ერთიანდება ყველა ნაწერი?
- ჩემი პერსონაჟები სულ ძიებაში არიან – რასაც ეძებენ და რისკენაც მიდიან, ეს სიყვარულია. არ აქვს მნიშვნელობა ვის შორისაა ეს სიყვარული. ბოლოს მოკლე მოთხრობა დავწერე, სადაც სქესი მთლიანად წაშლილი და გაბლარულია.

- პირველად გახსოვს როდის შეგიყვარდა ვინმე?
- უფრო აღფრთოვანებები მახსოვს. განცდები. ეიფორია. ბევრჯერ იყო ეს აღფრთოვანება და ამ აღფრთოვანებებთან ერთად ვიზრდებოდი.

- ამბობ, რომ ფემინისტი ხარ…
- გაეროში გამოსვლის შემდეგ სულ მეკითხებიან ამის შესახებ. ჩვენ ძალიან რთულ მოცემულობაში ვართ, ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩემ თაობას. ეკატერინე გაბაშვილი შეგვიძლია ავიღოთ, რომელიც ძალიან გულწრფელი წერილით ამბობს, რომ საკუთარი ოთახი არა აქვს, უფრო სწორად, აქვს ოთხი ოთახი, მაგრამ ეს ოთახები სავსეა ბავშვებით და მათი ნივთებით და მას არ აქვს მყუდრო გარემო იმისთვის, რომ დაჯდეს და წეროს. ვირჯინია ვულფიც ხომ ამას ამბობს. მერე ამ ხაზს რომ მიუყვები, ხვდები, რომ დისბალანსია ზოგადად მთელ მსოფლიოში, არსებობს უამრავი კაცი ავტორი, მაგრამ ბევრად ნაკლები ქალი ავტორი. საქართველოც ამის გამოძახილია, ცხადია. წარმოუდგენლია, რომ ბევრ ქალს არ ეწერა. ჩვენი თავიც რომ გავიხსენოთ, გოგოები ხომ უფრო მეტს წერენ, მაგალითად, სკოლაში, ვიდრე მათი ბიჭი კლასელები. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ არავინ არ არის ბიძგის მომცემი, ხელშემწყობი. შესაბამისად, მგონია, რომ ყველა ქალმა, ვინც საქართველოში წერა გაბედა, ყველა ფემინისტია, ან ფემინიზმის მხარდამჭერი. მეც ამ რიგებში ვიქნები.

- ხარ ფემინისტი და მწერალი. არსებობს მოსაზრება, რომ მარგინალიზებულ ჯგუფებს თავიანთი ცხოვრების ეს დიდი პრობლემა ზღუდავთ ნამუშევრების შექმნისასო. ხშირად ქალ ხელოვანებს ნებისმიერ ჟანრში ფემინისტურ ჭრილში განიხილავენ… რას ფიქრობ ამის შესახებ?
- ჩვენთან ხშირად სტერეოტიპებთან ბრძოლაში ახალი სტერეოტიპები იქმნება ხოლმე. მე არ მაქვს აკვიატებული თემები, არ მაქვს ჩარჩოები, აკრძალვები საკუთარი თავისთვის.
არასოდეს არ ვიწყებ წერას იმაზე ფიქრით, რომ მე ვარ ქალი და შესაბამისად, ჩემი გმირი აუცილებლად დაჩაგრული ქალი უნდა იყოს. ვწერ ამბავს, რომელიც მაინტერესებს, რომელიც ისედაც მოიყოლებს ქვეცნობიერად დალექილს. ბუნებრივად ხდები დაჩაგრულთა ხმა.

- წიგნი, რომელიც ყველა მოზარდმა გოგომ უნდა წაიკითხოს…
- “რომეო და ჯულიეტა” 13 წლისამ წავიკითხე და გადავირიე. სიყვარული და სიკვდილი ისე ახლოს იყო ერთმანეთთან… თანაბრად განვიცადე შიშიც და სიხარულიც. რაღაც საიდუმლო გაჩნდა მაშინ, რომელიც ერთგულად შევინახე დღემდე.

- ასევე ხარ დრამატურგი…
- სამი ბავშვის გამო დროებითი ლიტერატურული პაუზა კინოსცენარებმა შეავსო. დიტო ცინცაძის ფილმისთვის სრულმეტრაჟიანი კინოსცენარი დავწერე. ალექსა ქვირიასთან ერთად კი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე ვიმუშავე.

- კრებულში “იყო ერთი გოგო“ შენი მოთხრობის მთავარი გმირია ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე. რატომ აირჩიე ის?
- იმ ვრცელი სიიდან, სადაც შესანიშნავი ქართველი ქალების სახელები იყო ჩამოწერილი, სასურველი გმირი უნდა შეგვერჩია და მათი, როგორც პერსონაჟების ამბავი ზღაპრის ფორმაში მოგვექცია. შევარჩიე ბარბარე ჯორჯაძე, რადგან მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალია ჩვენი ლიტერატურის და არა მხოლოდ ლიტერატურის ისტორიაში. მეორე მხრივ, მქონდა პრაქტიკული იდეაც, მისი კულინარიული რეცეპტებით და ინგრედიენტებით ზღაპრის ექსტერიერს საინტერესოდ მოვაწყობდი.

- შეგიძლია მოგვიყვე გაეროში გაკეთებული მანიფესტის შესახებ? როგორი გამოცდილება იყო ეს?
- გაეროს ამბავი იყო ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და დიდი ამბავი ჩემს ცხოვრებაში. არასოდეს მიოცნებია იქ მოხვედრაზე. არც მიფიქრია, არც ვიცოდი, რომ ოდესმე იქ სიტყვის თქმის საშუალება მომეცემოდა. საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, წავსულიყავი თუ არა, თან ცოცხალი აუდიტორია ჩემთვის ძალიან საშიშია. ეს შიში დავძლიე. ემოციები უკან გადავწიე და ჩემი მხრივ, გულწრფელად ვთქვი ის, რაც მინდოდა მეთქვა. დადებითი გამოხმაურების მასშტაბმა დამაფიქრა.
დასაწყისში არ მქონდა პასუხი, თუ რატომ შეაღწია ამ ტექსტმა ამდენი ადამიანის გულში. შემდეგ ასეთი ვერსია გაჩნდა, რომ რეალურად ჩვენ ქვეყანაში ხალხი ძალიან დათრგუნულია. მათ ყოველ დღე ეუბნებიან, რომ დაკარგულები არიან, რომ არაფერი გამოუვათ. იქ კი, წარსულში ბევრი საყრდენი წერტილი აღმოაჩინეს, შესაბამისად, რაღაც პერსპექტივა დაინახეს მომავალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

- საყვარელი სიტყვა გაქვს?
- საყვარელი სიტყვა ქართულში?

- თუ გინდა, არ იყოს ქართული…
- რა ვიცი, აი, ბავშვებს რომ ასე მივმართავ, “დეე”, ალბათ ეგ.

- დედობამ, შენი აზრით, იმოქმედა შენს შემოქმედებითობაზე?
- თუ იმოქმედა, მხოლოდ დადებითად. თავიდან მეც, როგორც ყველას, მეშინოდა, რომ რაღაცას ვერ მოვასწრებდი. ძალიან დიდი რესურსი მიაქვს, ცხადია, მაგრამ არ მომწონს ის, როცა ცხოვრების მხოლოდ ერთი მიმართულებაა მოწესრიგებული. მინდა არც საქმეს მოვწყდე და თან ბავშვებთანაც ვიყო. ამიტომ, ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ ბალანსი შევინარჩუნო. საინტერესო ცხოვრება თუ არა გაქვს, ბავშვისთვისაც უინტერესო ხარ. არ ვფიქრობ, რომ ქალს ერთი როლი უნდა ჰქონდეს – მხოლოდ დედა იყოს, ან მხოლოდ კარგი თანამშრომელი სამსახურში. ვფიქრობ, ამის შეთავსება შეიძლება, ოღონდ აუცილებლად ხელს უნდა გიწყობდეს გარემოცვა. მე ბავშვები მხოლოდ დამეხმარნენ.

- შენს პირად სტილზე მოგვიყევი…
- ბაშვობიდან მიყვარდა ტანსაცმლით თამაში. დედაჩემი ძალიან ლამაზი იყო და სულ ლამაზად ეცვა. ზოგადად, ამ ამბავს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. თამაშივითაა. უბრალოდ მომწონს ლამაზი ტანსაცმელი, ესაა და ეს.

- წიგნი, ფილმი ან მუსიკა რეკომენდაციისთვის…
- რთულია ვეებერთელა კოლექციებიდან მხოლოდ სამი რამის შერჩევა, მაგრამ თუ მტკიცედ ასეა, მაშინ ისევ “ჰამლეტი”, ისევ აკი კაურისმიაკის “გოგონა ასანთის ქარხნიდან”.
ვფიქრობ, არაფერი რომ აღარ დარჩება, დარჩება ბითლზი და დავასახელებ ასეთ სიმღერას, You never give me your money. თუ არის ვინმე, ვისაც არ მოუსმენია, მიხვდება, რომ ეს სიმღერა სჭირდებოდა.

- სამომავლო გეგმები…
- ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. მალე დავასრულებ ახალ რომანზე მუშაობას. ვამზადებ რამდენიმე ლექციას. მომდევნო ორი თვე უკვე გაწერილია. იმედია, თავს გავართმევ.


აპრილი 17, 2019


ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan12

ფოტო: მაკა კუკულავა


ბმული:
* https://www.helloblog.ge/story/5458945

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyThu Apr 18, 2019 5:14 pm


ნესტან კვინიკაძე გაეროში / Nestan Kvinikadze at the UN

The Movement TV
Published on Mar 13, 2019
მწერალ ნესტან ნენე კვინიკაძის გამოსვლა გაეროში გენდერული თანასწორობის შესახებ / Writer Nestan Nene Kvinikadze gives a speech about gender equality at the UN

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyThu Apr 18, 2019 5:19 pm


ნესტან ნენე კვინიკაძე / Nestan Nene Kvinikadze

The Movement TV
Published on Dec 25, 2017
The Movement TV presents young Georgian writer Nestan Nene Kvinikadze. Her novel "Nightingales of Isfahan" was translated into german and presented on Frankfurt book fair 2017. This is the first time, when writer shows places in Tbilisi which are the main scenes in the book. She also tells her own story how did she got inspired to write.

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyThu Apr 02, 2020 1:33 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nene10

ნესტან ნენე კვინიკაძე

დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა


“მიეთოვოს, მოეთოვოს

კედლებს ფარშავანგები”

– მომატებული გალაკტიონი



ყოველთვის, სხვა ქვეყანაში ფეხის დაბიჯებისას შეთქმულივით გულში ვამბობ – “მიყვარს შენი სახელის უცხოეთში ხსენება”. ვამბობ იმ ქალაქებში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე არასოდეს ყოფილა.

სიმინდის ყანებში ჩაფლულ პატარა სოფელში დაბადებულს არ დასჭირდა შორი მოგზაურობები იმისთვის, რომ ყველგან დაგვხვედროდა, სადაც მოგვიანებით ჩვენ, იღბლიანები აღმოვჩნდით.

ამიტომაც, ის იყო სტოკჰოლმშიც აულა მაგნასთან დილის შვიდ საათზე, ის იყო მატარებელშიც ოსტრავადან-კოშიცემდე, ნიცა-ვენტიმილიამდე, ის იყო ძველი და ახალი სასტუმროების დილის საუზმეებზე, აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმებშიცაა, ნიუ იორკშიცაა და ამბობს – ამერიკისა იმგვარ სცემს გული. ის სხვის და ჩვენ წიგნებშია.

შესაძლოა, საქართვველოში არც დიდი მეფეების ღვაწლის, არც მნიშვნელოვანი რეფორმების, გადამწყვეტი ბრძოლების თუ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ იცოდეს ადამიანმა, დიდად არც გეოგრაფიული მდებარეობის არსს წვდებოდეს, მაგრამ გალაკტიონი უყვართ. თავისებურად, მგზნებარედ, სიგიჟემდე, ჩვეულებრივად, ფორმალურად მაგრამ უყვართ.

ყველას თავისი მანძილი აქვს გალაკტიონის ცქერის.
სასკოლო ქრესტომატიამ ჩვენში ბევრს შეაძულა ვეფხისტყაოსანიც და ალექსანდრე ყაზბეგიც. გალაკტიონი ვერა. რატომაა ის ჩვენთვის მთავარი საყრდენი წერტილი?


გალაკტიონია ის, ვინც ადამიანები სიყვარულზე დამოკიდებულები გახადა. ვინც პრაქტიკულად დაგვაჯერა, რომ უსიყვარულობა უბრალოდ, გოიმობაა. ამ პოეზიამ, ამ დაგეროტიპებმა და პერფორმანსმა – ჩვენ უკეთესები გაგვხადა.

ვინ იცის როგორ იცავდა თავის ტერიტორიას? ყველგან ნაღმი დადო: საწერ მაგიდაზე თაიგულები, თაროზე ივლისისფერი ყინვის თასები,კართან ლურჯა ცხენები დააყენა. მიხაკისფერი შეშლილობით, მელნით კი არა გულის სისხლით დაწერილი ლექსებით. ჩვენ ამ დაცულ ტერიტორიაზე შევცვივდით და რაც ჩაგვეტია ჯიბეში ჩავიწყვეთ.

ის ჩვენ ორგანიზმშია ჰემოგლობინივით, ხან იმატებს ხან იკლებს. გალაკტიონი ჩვენი აკვიატებული ფიქრია. ყოველ ჯერზე ხელთათმანის ჩაცმისას, ვამბობ: ლურჯო მონტევიდეო, ვიწრო ხელთათმანებით. ვკითხულობ განცხადებას, იყიდება აგარაკი, გულში ვამბობ – აგარაკები, აგარაკები. მეშინია იტყვის ვიღაც, მე წიფის გვირაბს ვიგონებ. უმიზეზოდ ტირი – ვანიშნებ ბავშვს და მახსენდება რომ ორქიდეები უმიზეზოდ ჩნდებიან. როცა რაღაც მიხარია ხმამაღლა ვამბობ – მიეთოვოს, მოეთოვოს კედლებს ფარშავანგები. და ალუჩა, და თოვლი და ცხენები და ედგარი მესამედ და ფრთები და კიდევ ფრთები რომ გინდა და უსასრულოა, სერფინგია, კოსმოსია და ტანზე სუროსავითაა აცოცებული გალაკტიონი.

რატომ?
იმიტომ, რომ ეს ჭყვიშელი ბიჭი ჩვენი პრინცია, სერ!


17/11/2019

ბმული:
* https://at.ge/2019/11/17/galaktioni-2/?fbclid=IwAR23OeHTO9VgiTIWejhhy-RubJM9Sykx8nC9xhOoJsUA4PN022iSyq1VaQ4


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyThu Sep 24, 2020 7:43 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan20

ლიტერატურული სამკუთხედი 20/09/2020
20 სექ, 13:16



📕ახალგაზრდა სტალინი - საიმონ სებაგ მონტეფიორე
📕მოგონებები - მიხეილ ჭაბაშვილი
📕ნაწყვდიადევს - ჰარუკი მურაკამი
📕მე, კოსმო -ქარლი სოროსიაკი
📕დეტექტივი სკალდაგერი - დერეკ ლენდი

ბმული:
* https://mtavari.tv/literaturuli/16424?fbclid=IwAR2Mvr0cOBU1hb3OgYkBMO8l3xN1pgP5ny2lILV9PCa4K0CqRxtqeeE5E8U


study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Jun 09, 2021 12:30 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptySat Apr 10, 2021 8:51 pm


Měsíc autorského čtení / Authors’ Reading Month 2017 : Nene Kvinikadze / ნენე კვინიკაძე (Brno)
•Streamed live on Jul 12, 2017

(c) Větrné mlýny, 2011 (12. 07. 2017)
(c) Authors’ Reading Month, 2017
Měsíc autorského čtení je největší středoevropský literární festival, který probíhá v Brně, Košicích, Ostravě, Lvově a Wroclawi www.autorskecteni.cz/www.authorsreading.eu

Nene Kvinikadze:
Narozena 1980, spisovatelka, scénáristka a novinářka. Absolvovala Státní filmovou a divadelní univerzitu Šoty Rustaveliho, kde studovala na fakultě filmové žurnalistiky. První povídkovou sbírku, Jednohlasně, vydala v osmnácti letech. Od té doby napsala celou řadu scénářů a divadelních her, dále vydala i několik sbírek prózy a tři romány. Její eseje a články se pravidelně objevují v populárním časopise Anabechdi. V roce 2012 byl úryvek jejího románu Jaguáří techno zařazen do německé antologie současných gruzínských spisovatelek a celá antologie po něm byla pojmenována. V současnosti působí autorka jako producentka každodenní talk show Druhé poledne na televizním kanálu Rustavi 2, spravuje tbiliský kulturní průvodce Tbilisi Out, stará se o děti a nadále aktivně tvoří. Expresivní povaha a mimořádné charisma jí vynesly role v pěti filmech.

Nene Kvinikadze:
Born in 1980, Kvinikadze is a Georgian writer, scriptwriter and journalist. She graduated from the Shota Rustaveli State University of Film and Theatre (faculty of Cinema-Journalism). In 1998, at the age of 18, she published the first volume of her short story collection Unanimously. Since then, she has written a number of film scripts and plays. Nestan Kvinikadze has also published several prose collections, as well as three novels, and her essays and articles are regularly published in the popular magazine Anabechdi. In 2012, an extract from her novel Techno of Jaguars was translated into German and included in the anthology of contemporary Georgian women authors, Techno der Jaguare, published by Frankfurter Verlagsanstalt. The title of the anthology was that of Kvinikadze’s novel. The writer currently works as the producer of the daily talk show The Other Noon on TV channel Rustavi 2, edits the Tbilisi cultural guide Tbilisi Out, is a mother and actively continues creating. Being an expressive character with exceptional charisma, Nene has acted in five movies.

ნესტან (ნენე) კვინიკაძე:
ჟურნალისტი, სცენარისტი და მწერალი ნესტან (ნენე) კვინიკაძე 1980 წელს დაიბადა. ნენემ დაამთავრა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წელს, 18 წლის ასაკში, ავტორმა მოთხრობების პირველი კრებული „ერთსულად“ გამოსცა. მას შემდეგ წერდა კინოსცენარებს და პიესებს. ნესტანს ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პროზაული კრებული და სამი რომანი. მისი ესეები და სტატიები რეგულარულად იბეჭდებოდა ჟურნალ „ანაბეჭდში“. 2012 წელს ნაწყვეტი მისი რომანიდან „იაგუარების ტექნო“ გერმანულად ითარგმნა, გამომცემლობამ Frankfurter Verlagsanstalt ტექსტი ქართველი თანამედროვე ქალი ავტორების ანთოლოგიაში შეიტანა. ანთოლოგიის სახელად სწორედ ნენე კვინიკაძის რომანის სათაური შეირჩა - Techno der Jaguare.
ამჟამად ნესტან კვინიკაძე ტელევიზია რუსთავი 2-ში ტელეწამყვანად მუშაობს და თბილისის კულტურული გზამკვლევის Tbilisi Out რედაქტორია. ნენეს სამსახიობო გამოცდილებაც აქვს, შესრულებული აქვს როლები ხუთ სხვადასხვა ფილმში.

ბმული:
* https://youtu.be/6Vx4U4Nb8F0

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 7:54 am


ქართული კითხვა./Gruzínská čítanka: Nene Kvinikadze/ ნესტან (ნენე) კვინიკაძე
•Aug 11, 2018

VĚTRNÉ MLÝNY

Nene Kvinikadze: Jednohlasně
Narozena 1980, spisovatelka, scénáristka a novinářka. Absolvovala Státní filmovou a divadelní univerzitu Šoty Rustaveliho, kde studovala na fakultě filmové žurnalistiky. První povídkovou sbírku, Jednohlasně, vydala v osmnácti letech. Od té doby napsala celou řadu scénářů a divadelních her, dále vydala i několik sbírek prózy a tři romány. Její eseje a články se pravidelně objevují v populárním časopise Anabechdi. V roce 2012 byl úryvek jejího románu Jaguáří techno zařazen do německé antologie současných gruzínských spisovatelek a celá antologie po něm byla pojmenována. V současnosti působí autorka jako producentka každodenní talk show Druhé poledne na televizním kanálu Rustavi 2, spravuje tbiliský kulturní průvodce Tbilisi Out, stará se o děti a nadále aktivně tvoří. Expresivní povaha a mimořádné charisma jí vynesly role v pěti filmech.

ნესტან (ნენე) კვინიკაძე: ერთსულად
ჟურნალისტი, სცენარისტი და მწერალი ნესტან (ნენე) კვინიკაძე 1980 წელს დაიბადა. ნენემ დაამთავრა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1998 წელს, 18 წლის ასაკში, ავტორმა მოთხრობების პირველი კრებული „ერთსულად“ გამოსცა. მას შემდეგ წერდა კინოსცენარებს და პიესებს. ნესტანს ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პროზაული კრებული და სამი რომანი. მისი ესეები და სტატიები რეგულარულად იბეჭდებოდა ჟურნალ „ანაბეჭდში“. 2012 წელს ნაწყვეტი მისი რომანიდან „იაგუარების ტექნო“ გერმანულად ითარგმნა, გამომცემლობამ Frankfurter Verlagsanstalt ტექსტი ქართველი თანამედროვე ქალი ავტორების ანთოლოგიაში შეიტანა. ანთოლოგიის სახელად სწორედ ნენე კვინიკაძის რომანის სათაური შეირჩა - Techno der Jaguare.

ამჟამად ნესტან კვინიკაძე ტელევიზია რუსთავი 2-ში ტელეწამყვანად მუშაობს და თბილისის კულტურული გზამკვლევის Tbilisi Out რედაქტორია. ნენეს სამსახიობო გამოცდილებაც აქვს, შესრულებული აქვს როლები ხუთ სხვადასხვა ფილმში.

ბმული:
* https://youtu.be/5xRS39JQoo4

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 8:05 am


ნესტან ნენე კვინიკაძე - „38 44“ - წიგნის პრეზენტაცია
•Aug 5, 2020

Artareatv

ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის – „38 44“ წარდგენა Stamba Books-ში.

ბმული:
* https://youtu.be/169y6KpWABs

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 8:09 am


რატომ გვჯერა მხატვრული ლიტერატურის? - ნენე კვინიკაძე
•May 21, 2020

Intercultural Dialogues

ლიტერატურული თერაპია
- როგორია სამყაროს მხატვრული დაუფლების ცდა?
- რა წესებით თამაშობს ლიტერატურა და ვინ არღვევს ამ წესებს?
- რატომ გვჯერა მხატვრული ლიტერატურის?
- “სინუჰეს ამბავი”, პო, ხულიო კორტასარი, ვიტოლდ გომბროვიჩი და სხვები.

ბმული:
* https://youtu.be/WNdWKqwwZAM

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 8:35 am


Beka Elbakidze - Shekhvedrebi Kalakurshi (Nestan Kvinikadze)

Beka Elbakidze (Imedis Dila) Episode 26 (26.06.2012)


ბმული:
* https://youtu.be/XqsKzVTn3ug

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 12:12 pm


ID - ნესტან ნენე კვინიკაძე / Nestan Nene Kvinikadze
•Dec 9, 2020

Artareatv

„ჩემი თავი მიყვარს ჩემი საიდუმლოებებიანად და საერთოდ ვფიქრობ, ადამიანი საიდუმლოს გარეშე თითქოს დაუსრულებელია“

ნესტან ნენე კვინიკაძე Artarea/Tv2.0-სა და AT.ge-ს საერთო პროექტში ID


ბმული:
* https://youtu.be/M7AXnD8UK2k

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Jun 09, 2021 1:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 12:42 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan21

ნესტან ნენე კვინიკაძე

განათლება როგორც რეფლექსი

ნესტან ნენე კვინიკაძე გადაცემა „სხვა შუადღის” პროდიუსერი, მწერალი და კინომცოდნეა. წლების განმავლობაში იყო ჟურნალ „ფოკუსის” მთავარი რედაქტორი, კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა ბეჭდურ პროდუქტს. გამოირჩევა კრეატიულობით, ენერგიულობით, მაღალი სამოქალაქო აქტივობით, რეალური დროის მოთხოვნების ადეკვატური აღქმით. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს უოცნებია მასწავლებლობაზე, ბოლო ხანს ბევრს ფიქრობს ქართული საგანმანათლებლო სისტემის მართებულობაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში მისი სამი ვაჟიშვილიც უნდა მოერგოს.

- თქვენი მოწაფეობის წლები ოთხმოცდაათიანების ქარტეხილებს დაემთხვა. როგორ მოახერხეთ ისეთი განათლების მიღება, რომელმაც მომავლის მყარი ბაზისი შეგიქმნათ?
- ჩემს დროს სასურველი იყო, ბავშვს უბნის სკოლაში ესწავლა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. სახლთან ყველაზე ახლოს 53-ე სკოლა იყო, ამიტომ მშობლებმა იქ შემიყვანეს. მანამდე ერთი წელი მჟავანაძის ბაღთან არსებულ გახანგრძლივებული ტიპის პირველ კლასში ვსწავლობდი. ასეთი გახანგრძლივებულები, სადაც ბაღისა და სკოლის სისტემაა შემიქსული, მოხერხებული და დღესაც პოპულარულია. მისი ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ ბავშვი სტრესისგანაა დაცული, პირდაპირ არ ეჯახება დიდი სკოლის უცხო გარემოს.
კარგად მახსოვს ჩვენი სკოლის ეზოში დამწვარი პიონერული ყელსახვევების სუნი, რაც იმას ნიშნავდა, რომ 9 აპრილის ტალღამ ჩვენამდეც მოაღწია. პროტესტს ჩემებურად გამოვხატავდი – მეცვა ის, რაც მინდოდა და ვიკეთებდი საყურეს. არც მასწავლებლები გვიწევდნენ წინააღმდეგობას. თუმცა, ძვირად დამჯდარი თავისუფლებისა და სილაღის განცდის შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დაღმავალი ხაზიც დაიწყო და ეს ყველაზე თვალსაჩინოდ სკოლებზე აისახა – გაითიშა ცენტრალური გათბობა და მასთან ერთად მოიშალა სწავლების სისტემაც. კონტროლდაკარგულმა სივრცემ თავხედობის საშუალებაც მოგვცა: გაკვეთილზე შეუსვლელობის, მეცადინეობის მიშვების, ხშირი გაცდენის… ამ პერიოდს ომიც ახლდა და ხშირად შინიდან არც კი გვიშვებდნენ.
იმხანად დაუწერელი კანონი იყო უმაღლესისთვის რეპეტიტორებთან მომზადება. ამისთვის მეტი დრო რომ მქონოდა, სპორტულ სკოლაში გადამიყვანეს. იქ მოსწავლეებისგან აქტიურ დასწრებას არავინ ითხოვდა. ჩვენს მშობლებსაც არაფრის ფული არ ჰქონდათ, მაგრამ რეპეტიტორებისთვის საჭირო თანხას სადაღაც მაინც შოულობდნენ… პირველივე წელს თეატრალურში, კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა დამთავრების შემდეგ კინომცოდნის დიპლომი მომცეს – მისი გაცემის პროცესი ისე გაჭიანურდა ხან ფურცლების უქონლობისა და ხან სხვა მიზეზების გამო, რომ ამასობაში თეატრალურ ინსტიტუტს ჩამოერთვა უფლება, გაეცა დიპლომი ნებისმიერ სპეციალობაში, რომელშიც სიტყვა „ჟურნალისტიკა” ერია.

- როგორი იყო პირველი დამრიგებელი და, საზოგადოდ, იგრძნობოდა თუ არა საბჭოთა სკოლებში მასწავლებლის ავტორიტეტით გამოწვეული ძალადობა?
- ჩემი პირველი დამრიგებელი ლუიზა ქარჩავა გახლდათ, საოცრად შემოქმედებითი და ამ მხრივ დასაფასებელი ადამიანი. ერთხელ რამდენიმე ბავშვი შეარჩია და სკოლის კედლები მოახატვინა. ყოველ წელიწადს დგამდა კონცერტებს, სპექტაკლებს, გვაწერინებდა დღიურებს, გვახატვინებდა წიგნების ილუსტრაციებს… ფანატიკურად გვიყვარდა, თუმცა მახსოვს ეპიზოდიც, როდესაც სისასტიკე გამოიჩინა – ერთხელ ჩემ გვერდით მჯდომი მეგობარი თამამად შეეპასუხა და მასწავლებელი მთელი კლასის თვალწინ ქვედაკაბის გახდით დაემუქრა. მუქარა არ აუსრულებია, მაგრამ ეს ამბავი სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩვენს მეხსიერებაში… უფროს კლასებში ჩვენი დამრიგებელი მაია თავაძე გახდა. ახალგაზრდა ქალი იყო, გათხოვდა და ქორწილში მთელი კლასი დაგვპატიჟა. ამ არაფორმალურმა სიტუაციამ ძალიან დაგვამეგობრა და შთამბეჭდავი ემოციებით დაგვტვირთა.
რაც შეეხება სკოლაში ძალადობას, განსაკუთრებული არაფერი მაგონდება, გარდა იმისა, რომ ჩემი თანაკლასელი სკოლიდან გააგდეს. ალბათ, რთული მოზარდი იყო, მაგრამ, ჩემი, აზრით, მასწავლებლებს მეტი მოთმინება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინათ. დღეს ასეთ შემთხვევას ჰიპერაქტიურობის ცნებას მოვარგებდით. ამ გადასახედიდან, შესაძლოა, ჩემს კლასში აუტისტებიც იყვნენ, მაგრამ იმ პერიოდში ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა და „ძნელად აღსაზრდელები” ერქვათ.

- გაიხსენეთ რომელიმე კოლორიტული მასწავლებელი.
- ერთი მათგანი იყო მათემატიკის მასწავლებელი კოტე ჯაფარიძე. სწავლის დღე რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს თუ დაემთხვეოდა, მათემატიკის გაკვეთილი კლასიკურ ჩარჩოებს სცდებოდა და ჩვენი მასწავლებელი 40 წუთის განმავლობაში გატაცებით გვესაუბრებოდა რელიგიაზე. ხშირად ბავშვები სარგებლობდნენ კოტე მასწავლებლის გატაცებით, გაკვეთილზე საგანგებოდ ისროდნენ რეპლიკებს, რათა მასწავლებელი რელიგიის თემაზე გადართულიყო.

- იყო თუ არა სკოლა ადგილი, სადაც ხალისით მიდიოდით?
- ამას ხალისს ვერ დავარქმევდი. კარგი იქნებოდა, სკოლა უფრო ხალისიანი ყოფილიყო, გაკვეთილზე გაძახებას არ გამოეწვია გულის აჩქარება, არ გვქონოდა შეფასების დამთრგუნველი კოეფიციენტი.
სკოლის მიმართ ყოველთვის პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება მქონდა. ვიცოდი, რომ სწავლა სავალდებულო იყო და ვმეცადინეობდი, მაგრამ ისეთ სახლში ვცხოვრობდი, ისეთ დღესასწაულებს გვიწყობდნენ ჩვენი მშობლები, რომ სკოლის გარემო ვერასოდეს აჯობებდა. ჩვენს ოთხსართულიან სახლში უამრავი ბავშვი იყო. ოჯახისა და დიდი სამეზობლო-სამეგობროს წყალობით ყველაფერს ვიყავით ნაზიარები. წარმოიდგინეთ, ჩემი მეზობელი იყო პირველი ჩელისტი თამარა გაბარაშვილი, იქვე ლამარა ჭყონია რეპეტიციობდა, მეორე სართულიდან კი ირაკლი კირცხალია თანამედროვე ვიდეოთი გვამარაგებდა… იმას, რაც სკოლაში დამატებითი საგნების სახით უნდა აგვეთვისებინა, სახლში ვიღებდით.

- რა კრიტერიუმებით შეარჩევთ სკოლას პირველკლასელი შვილისთვის?
- იდეალური სკოლა ალბათ არ არსებობს. ამერიკელები პარალელს ავლებენ სკოლის შერჩევასა და სახლის შერჩევას შორის. სკოლაც სახლივითაა, სადაც დიდხანს უნდა იცხოვრო და როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ყოველთვის შეიძლება დაუწუნო რაღაც: ფანჯარა, რომელიც სხვა მხარეს გადის ან კიბე, რომელსაც მზე კარგად არ ეცემა.
სკოლის არჩევისას უმთავრესად იმით ვხელმძღვანელობ, რას შეველევი. ვთქვათ, სკოლის აუზს, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ბავშვი ბავშვად დარჩება, მასწავლებელი გააკონტროლებს მოსწავლეთა შორის ჯანსაღ ურთიერთობებს, ბავშვები ერთმანეთს არ დასცინებენ და არ შეურაცხყოფენ. ჩემი მეგობრის შვილები ძვირად ღირებულ სკოლებში დადიან, მაგრამ დაცინვის გამო თუ სხვა მიზეზით დროდადრო ისეთ სტრესს იღებენ, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ.
თავად მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი. ურთულესი პროფესიაა, დიდ ენერგიას მოითხოვს. სამი შვილი მყავს და ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაცაა ბავშვებთან ურთიერთობა. თანაც, ჩვენი განათლების სისტემა თავიდან არის ასაწყობი. მასწავლებელსაც ჯერ არ გააჩნია შესაბამისი სტატუსი.

- სწავლების როგორი სისტემაა თქვენთვის მისაღები?
- ბედმა გამიღიმა და ყოველწლიურად ჩავდივარ გერმანიაში. ამ ქვეყანაში პირველიდან მეოთხე კლასამდე სწავლის მიმართ საკმაოდ ლიოალური მიდგომაა, ბავშვები ბევრ რამეს თამაშ-თამაშით სწავლობენ. ეს ძალიან მომწონს. პირველკლასელი, რომელიც ახლახან გამოვიდა სათამაშო მოედნიდან, სტრესული შეჯიბრის ატმოსფეროში არ უნდა ჩააგდო.
ერთხელ ბერლინში პარკში ვიჯექი. დავინახე მასწავლებელი, რომელმაც 3-4 წლის ბავშვები სასეირნოდ გამოიყვანა. ვიდრე მასწავლებელი პატარებს მეთვალყურეობდა, ჩემ გვერდით, სკამზე, აკინძული სახელმძღვანელო დადო. ძალიან დავინტერესდი, ვერ მოვითმინე და ჩავიხედე. აღმოჩნდა, რომ ამ ეტაპზე მასწავლებელი ბავშვებს საგზაო მოძრაობის წესებს ასწავლიდა. ფურცლებზე შუქნიშნები, ველოსიპედები, გზები ეხატა. ბავშვებს ამას სულ მცირე ასაკიდან ასწავლიან, მერე კი ისინი ისეთ ადამიანებად იზრდებიან, როგორიც ქართველებს გვხიბლავს. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საუკუნის წინ გერმანია სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა, სულ სხვა სისასტიკით აავსო ისტორიის ფურცლები. იმის თქმა მინდა, რომ მათთვის განათლებითა და კანონმორჩილებით იწყება ყველაფერი, მათთვის ეს ბუნებრივია, რეფლექსია.
მაგალითად გერმანიაში მშობელს ბავშვი აუზზე რომ დაჰყავს, 2,5 ევროს იხდის. ეს არის თანხა, რომელიც თითოეული ბავშვისთვის გაზსა თუ ელექტროენერგიაში იხარჯება. საქართველოში აუზი ფუფუნებაა. გერმანიასა და საქართველოს არ ვადარებ, მაგრამ თუ მაგალითად მოვიყვანთ კერძო სკოლების ბუმს და საკმაოდ სოლიდურ გადასახადებს, მაშინ უნდა გვქონდეს ამბიცია, მეტი მოვითხოვოთ. ეს ალბათ მშობლებზეა დამოკიდებული, მათთვის სკოლის ღირებულებები გამოკვეთილი უნდა იყოს.

- სწავლება უფრო ხარისხიანი რომ გახდეს, რას შეცვლიდით?
- სკოლაში მეტად უნდა დაინერგოს სამოქალაქო კულტურა. ჩვენს ყოველდღიურ თოქშოუში შემოსული სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ ამ ქვეყნის კონტექსტს. მერწმუნეთ, სიტუაცია მძიმეა. სამწუხაროდ, ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ საკუთარ ეზოსთან ტერიტორიის დასუფთავებაზე, რადგან არ ესმით, რომ ეს მთელ ქალაქზე აისახება.
ჩვენ არადეკვატურები ვართ ნაციონალურ ემოციებთან, პატრიოტიზმის გაგებასა და ქართულ ლიტერატურასთან მიმართებით. ვაჟა-ფშაველა საზეპიროებით არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს, თუნდაც იმიტომ, რომ კოსმოსთან გვაქვს საქმე.
მე მაინც ადვილი მგონია, მოიკითხო მსოფლიოში უკვე არსებული წარმატებული მოდელები, შემდეგ იშრომო მათი ადაპტირებისთვის და თუ ეს ვერ მოახერხე, გაიხსენო, რომ შენ გარშემოც ცხოვრობენ საინტერესო ადამიანები, შეკრიბო ისინი და რჩევა ჰკითხო.

9 თებერვალი, 2015

ბმული:
* http://mastsavlebeli.ge/?p=2601

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 12:51 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan18

ნესტან ნენე კვინიკაძე

შეყვარებულები და მორიდებული ქალი

არ ვიცი, ამდენი წლის შემდეგ თავად თუ მიცნო. მე მაინც წამსვე ვიცანი, – ყაჯარული ფერწერის შედევრების წინ მდგარი და, სავარაუდოდ, შემდეგზე დაფიქრებული: – კი მაგრამ, იმ დროს მსოფლიო ომებით და გარდატეხებით არ ზანზარებდა?! ჰოდა, როგორ მოხდა, რომ ამ ნამუშევრებში ქალები დაირით და თუთიყუშებით იწონებენ თავს, ყმაწვილს შევარდენი ჰყავს, შეყვარებულები ერთმანეთს ეხვევიან, ვარდები ყვავის, სავარცხლებს ლექსები აწერია და მოცეკვავეები ინით შეღებილ ტერფებს გვიჩვენებენ?! საიდან ეს ფერადოვანი ფაქტურა? საიდან სექსუალობის ასეთი ხედვა? საიდან სილამაზის ეს სტანდარტი?

ეს ის დრო იყო, თბილისში ყველა ბუჩქის უკან ანანისტი ბიჭი რომ იდგა. სასქესო ორგანო ხელში ეჭირა და შენი ყურადღების მისაქცევად რაღაცას მოგაძახებდა ხოლმე. თუ დაუყვირებდი, გაიქცეოდა. თუ შეშინდებოდი, უკან გამოგყვებოდა. თბილისში სამოქალაქო ომი ახალი დასრულებული იყო. ქვეყნის ყველაზე ლამაზი ზღვისპირა მხარე კი ახალ ომში ჩასართველად ემზადებოდა.

ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ცხოვრებას: ვსწავლობდით, ვკითხულობდით, ელექტროენერგია როცა გვქონდა, ორკასეტიანი მაგნიტოფონის საშუალებით სასურველ კრებულს ვამზადებდით და მუსიკას ვუსმენდით. ჩვენი ქუჩის ბოლოს, ჩიხში, თბილისურ ეზოში ნონას კოსმეტოლოგიური კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი. ელექტრომანქანით, რომელიც ფეხის პედალზე მუშაობდა, ნონა ეპილაციას აკეთებდა. ნონას მოცლილობა და დენი ერთმანეთს თუ ემთხვეოდა, გოგონები მასთან მივდიოდით, რომ სასტიკად მწარე პროცედურა, ნემსის ეპილაცია, გაგვეკეთებინა. ზოგი ხელზე მუქი ფერის თმას უჩიოდა, ზოგი – ღაწვების ღინღლს. ზოგიც ტუჩზე დაფენილ ბალანს იშორებდა.

ნონას ორი თინეიჯერი ბიჭი ჰყავდა. ვცდილობდით, ისე შევსულიყავით და გამოვსულიყავით კაბინეტიდან, მათ არ დავენახეთ. გვერიდებოდა.

ისაა ეს. უფროსი ძმა. მახსოვს, ქართულ ცეკვაზე დადიოდა. მინდა, მივიდე და გამოვეცნაურო, დედა მოვიკითხო, მაგრამ მერიდება.

ვიცი, ჩემნაირი მორიდებულები ნორმალურები არ არიან. ბაგა-ბაღში სიმორცხვისაგან ხშირად გული მერეოდა. არც მოზრდილობაში გავთამამებულვარ. 1990 წლის 12 ოქტომბერს დეიდაჩემის დაბადების დღიდან რომ წამოვედით, ამჟამინდელი პაოლო იაშვილის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩისკენ გავედით. აქეთ-იქით მდგარი დედა და მამა ერთდროულად დაეცნენ ტროტუარზე და ორივემ გონება დაკარგა. ყვირილი მომერიდა მაშინ, როცა ბოლო ხმაზე უნდა მეყვირა. უცხო ხალხი მოგვეხვია, სასწრაფო მოვიდა და ყველანი საავადმყოფოში გავცვივდით.

მე შემეშინდა ჩემი მორიდებულობის. მერე კი ჩემი მშობლებისთვის დასმული დიაგნოზის: თითქმის ნახევარი წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული 9 აპრილის დემონსტრაციის დროს, რუსულმა ჯარმა მხოლოდ ნიჩბებით კი არ დახოცა გოგონები და ბიჭები, დემონსტრანტთა დასარბევად აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებაც გამოიყენა. უმეტესობა იმ დღეებშივე აღმოჩნდა საავადმყოფოში. ზოგი რამდენიმე თვის შემდეგ. ჩემს მშობლებსაც ასე დაემართათ.

მამა მალევე გარდაიცვალა საავადმყოფოში. დედა ოთხი თვის შემდეგ.

თოთხმეტი წლის ვიყავი. სკოლაშიც მხოლოდ ამ ამბის გამო დავამახსოვრე თავი კლასელებს. დეიდასთან მიკედლებულმა ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე უნივერსიტეტში. იქაც აუდიტორიიდან აუდიტორიაში ბუმბულივით შეუმჩნევლად მიმოვდიოდი.

არ ვიცი, მაქვს თუ არა იუმორის გრძნობა. სხვის კარგ ხუმრობაზე კი ვიცინი. მაგრამ ჩემი ხუმრობა არ მახსენდება.

აი, ორმოცი წლის რომ გავხდი, ეგ მეგონა ჩემი ხუმრობა. ვერაფრით შევეგუე ამ ასაკის მოახლოებას.

ა, კიდევ ერთხელ რუს მუშტარს გავეხუმრე. ჩემი პირველი სამსახური ხალიჩების მაღაზია იყო. არც ისე დიდი სივრცე კავკასიურ ყაიდაზე ნაქსოვი ნამუშევრების გარდა, ახლოაღმოსავლურ ხალიჩებსაც ეკავათ. ხის თაროებზე გვეწყო თუშური, კახური, სვანური ხალიჩები. ასევე, აზერბაიჯანული, დაღესტნური, ირანული. გვქონდა ფარდაგები და სუზანები. ჰოდა, ასეთი არჩევანის მქონე მაღაზიაში, რუსმა კაცმა ყველა ხალიჩა და ფარდაგი რომ გამაშლევინა, ყველას ისტორია რომ გამომკითხა და არცერთი არ იყიდა, გავბრაზდი. მაღაზიიდან გასულს გავეკიდე, მოვატრიალე და ვუთხარი, ერთი ხალიჩის ჩვენება დამავიწყდა-მეთქი. კაცმა ზრდილობიანად მომიშორა, არა, ახლა მეჩქარება, სხვა დროს იყოსო. ასეთი ხალიჩა არსად აღარ შეგხვდებათ-მეთქი, არ მოვეშვი. რატოო? თითქოს ინტერესი დაეტყო. მე კი სიბრაზისგან პირგამშრალმა სასტიკი ირონიით მივახალე, იმიტომ რომ მფრინავია ის ხალიჩა-მეთქი. გატრიალდა და სწრაფად გამეცალა.

ამის შემდეგ ცოტა ხანს ბოტანიკურ ბაღში ბილეთების გამყიდველად ვმუშაობდი. მიყვარდა გზა ჩემს ჯიხურამდე. აღმართი. სხვების სახლების ფანჯრებში შეხედვა. წელგამწყდარ ჭიქებში ჩაის რომ სვამდნენ თხელი აღნაგობის ფეხმორთხმული თათარი კაცები. მუსლიმანთა სასაფლაოს თვალის მოვლება მიყვარდა. ამ ადგილს გორხანას უწოდებდნენ. აქ მარხავდნენ ყველა თბილისელ მუსლიმანს. საბჭოთა პერიოდში საფლავთა უმეტესობა ტრაქტორებით მოასწორეს და გორხანაზე მხოლოდ რამდენიმე გამოჩენილი მუსლიმანი მოღვაწის საფლავი დატოვეს.

ჯიხურში მარტო ვიყავი. ჩემს გემოზე მქონდა მოწყობილი იქაურობა. სივრცე მყოფნიდა. მთელი ბავშვობა ვოცნებობდი ასეთ ჯიხურში ცხოვრებაზე. ელექტრორადიატორზე პლედი მქონდა გადაფარებული და ზამთარში ფეხებს ასე ვითბობდი. ელექტრომადუღარაც მქონდა, ყავაც და ორცხობილა ჯემით. თხილი მქონდა. უბრალოდ, გატეხვა მერიდებოდა. მრცხვენია მონოტონური მოძრაობების. ეგ კი არა, სიარულისას ტემპს ვცვლი ხოლმე.

არ ვიცი, იმ დამპალი ძაღლის გამო, ერთ-ერთ მისვლაზე ზუსტად ჩემს ჯიხურთან რომ გამომიხტა, მეცა ბარძაყში და ხორცი გამომგლიჯა თუ რაიმე სხვა მიზეზით, ფაქტია, რომ მკურნალობის და აცრის შემდეგ იქ დაბრუნება აღარ მიფიქრია.

ძაღლების შიშს დიდხანს ვებრძოლე. თუმცა, მალე დეიდაჩემი გარდაიცვალა და ძაღლის კი არა, ტელეფონის ზარის ხმისაც მეშინოდა. სრულიად მარტო დავრჩი დიდ, აივნიან, ძველ სახლში, რომელსაც მაღალი ჭერი და გერმანელების აშენებული გულისგამაჩერებელი სილამაზის ბუხარი ჰქონდა. ვეებერთელა ფანჯრებიდან მზე იღვრებოდა. მზე ამ სახლში სულ იყო. წელიწადის ყველა დროს. მაგრამ მაინც ძალიან დავიბენი, დეიდაჩემისთვის შეკვეთილი კუბო რომ მოიტანეს და ოთახში შემოსულმა ჩვეულებრივზე მეტად დაბალმა კაცმა, საოცრად სწრაფად რომ მოძრაობდა, სხარტად მკითხა – დაიკო, აქ მზე საიდან ამოდისო.

არა, ასეთი განწირულიც არ ყოფილა ჩვენი ოჯახი, პანაშვიდზე მარტო მჯდომი რომ წარმომიდგინოთ. დეიდას დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. ორმოცი წლის მანძილზე მუშაობდა კინოსტუდიაში მხატვრის ასისტენტად და ეპოქის შემქმნელი მხატვრების გვერდით გაატარა ნახევარი ცხოვრება. ბავშვობაში მის ოთახში ნანახი 1930-40-50-იანი წლების გულისმომკუჭველი ესკიზები ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მინდოდა, ხელი შემეყო ამ ერთდროულად დამაჯერებელ და გროტესკულ სამყაროში, ფეხით დავმდგარიყავი მრგვალ მაგიდაზე. ისე ჩამეცვა, როგორც დიდთვალება გოგონებს ეცვათ. მათსავით მეტირა. მეც მეძებნა მარილი მთაში. მაგრამ მერიდებოდა. მხოლოდ დაკვირვება შემეძლო. ჰოდა, ვაკვირდებოდი ყველაფერს, რაც მომწონდა. შემდეგ სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩენილმა დეიდამ თავად არ მოისურვა კინოსტუდიაში გაჩერება, სადაც ყველასგან ალმაცერ მზერას გრძნობდა. სამსახური შეიცვალა და ავლაბრის სტამბის დირექტორის მოადგილე გახდა. მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ამ სტამბას ბოლშევიკური სიტყვის ფაბრიკასაც ეძახდნენ.

ქართველ ბოლშევიკთა ავლაბრის კონსპირაციულ სტამბას უზარმაზარი ჭა აქვს, რომლის ფარულ გასასვლელს მიწისქვეშეთში, იდუმალებით სავსე შავბნელ ტერიტორიამდე მივყავართ.

1903 წლიდან 1906 წლამდე ამ უჩვეულო ლაბირინთის საშუალებით ბოლშევიკებმა ათასობით სამენოვანი (ქართული, რუსული, სომხური) პროკლამაცია-ბროშურა დაბეჭდეს და გაავრცელეს როგორც კავკასიის, ისე ევროპისა და რუსეთის მასშტაბით.

ბევრჯერ შემომთავაზეს იმ ჭაში ჩასვლა, მაგრამ მერიდებოდა.

სამაგიეროდ, არ მომრიდებია ეროვნულ მუზეუმში გასაუბრებაზე მისვლა – საგამოფენო სივრცის მეთვალყურეს ეძებდნენ.

საკუთარი თავის პრეზენტაცია გამიჭირდა, მაგრამ სამსახურში მაინც ამიყვანეს. ეჭვი მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი პასუხი შეკითხვაზე – რა გგონია საქართველოს ღირსება დანარჩენი მსოფლიოსთვისო – მათთვის ძალიან მოსაწონი აღმოჩნდა. ვთქვი, საუკუნეების განმავლობაში რა გაჭირვებაც გაიარა საქართველომ, მეტწილად მარტომ, ყველასგან მივიწყებულმა. მთელი მსოფლიოსთვის უნიკალური საგანძურის შენახვა მაინც შეძლო-მეთქი.

სიჩუმე ჩამოვარდა. მეორე დღეს შევიტყვე, რომ სამსახურში ამიყვანეს.

მალე კი ყაჯარული კოლექცია მოიტანეს და სწორედ ყაჯარული კოლექციის მეთვალყურეობა დამავალეს.

კარგი თანამშრომლები მყავს. იციან, უცნაური და მორიდებული რომ ვარ, მაგრამ მაინც ყოველთვის მპატიჟებენ ჩვენებურ ქეიფებზე, რომლებიც რიგრიგობით ერთმანეთის სახლებში ეწყობა. ასეთ დროს თვრამეტივე, ყველანი ერთად ვიყრით თავს: მცხეთის გათხრები, ხატები, ოკუპაცია, ყაჯარები, – ასე ვეძახით ერთმანეთს. ვიკრიბებით, ყველა ილხენს, მე ჭამაც მერიდება. მერიდება, დამეტყოს, რომ ძალიან მეძვირფასება ეს ხალხი. მერიდება და უხერხულობისგან ტუჩებს ვიჭამ.

მიყვარს ჩემი სამსახური, სადაც ათასი დაუდევარი და უცნაური დამთვალიერებლის დევნა მიწევს. ერთხელ ერთი გოგო თან ექსპონატებს ათვალიერებდა და თან აცეტონით ლაქს იშორებდა. თავზე დავადექი, შენიშვნა მივეცი და აქეთ გამლანძღა, შენ, გეტყობა, სექსი დიდი ხანია, არ გქონიაო. მთელი დღე ვფიქრობდი, რა შუაში იყო სექსი აცეტონთან?

ერთხელ ისიც მახსოვს, დარბაზის შუაგულში ერთი შეხედვით მშვიდად მდგარმა ქმარმა ცოლს რომ სახეში ხელი გაარტყა. მიზეზი არ ვიცი. დაცვა მოვარდა და ორივე გაიყვანეს მუზეუმიდან.

სული მელევა ჩემს წარბგადაბმულ, ოდნავ ბალნიან გოგო-ბიჭებზე, მკერდმოღებულები შიგ თვალებში რომ მიყურებენ და რაღაც საიდუმლოს შენახვას მთხოვენ. მე ზოგჯერ მომერიდება და თვალს ავარიდებ. მერე ვბრაზობ საკუთარ თავზე.

ახლაც ვბრაზობ, მიდი რა, რა გერიდება?! გამოელაპარაკე ეპილაციის ნონას უფროს ვაჟს, რომელიც ცეკვაზე დადიოდა და ჰკითხე, როგორაა ნონა.

ამასობაში ბიჭი ეცლება შედევრებს და გადის დარბაზიდან.

საღამოვდება. სამუშაო დრო დასრულდა. გასვლის წინ ტრადიციულ რიტუალს ვატარებ, ჩემს ნივთებს თავს ვუყრი და ჩანთით ხელში ნამუშევრებს მოვავლებ თვალს. მოულოდნელად, აბსოლუტური სიცხადით ვგრძნობ, რომ ცივი წყალი გადამესხა. გავხედე ნახატს, რომელსაც ამდენი წელია ვუყურებ, ვუყურებ და რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს. გავხედე სხვა ექსპონატებს. სხვების შემხედვარე ვერაფერს ვამჩნევ უჩვეულოს. ისევ შეყვარებულებს და მოახლეს ვუყურებ, ახლოს მივდივარ. რა ხდება მანდ? ვეკითხები მათაც და იმ სამყაროსაც, რომელსაც საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ. ვიცნობ ქერიმ ხანის კარზე მოღვაწე მთელი პლეადიანად, ფათჰ-ალი შაჰის თამაშებიანად, ქაშმირის შალის სარტყლებიანად, სწორედ ფათჰ-ალი შაჰი რომ კრძალავდა ადგილობრივი ქირმინისთვის ხელშესაწყობად, რუსეთ-ირანის ომის შემდეგ საქართველოში გამოქცეული ბევრი საინტერესო ადამიანის ჩათვლით.

საცავში ვინახავ ილხანთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ნიმუშის დოქს. სამკითხაო თასებს. „შაჰნამეს“ ილუსტრაციებს. მე-18 საუკუნის ირანის ყაჯარული ფერწერა მინიატურიდან დაზგურამდე სრულფასოვნად ვიცი. არაფერი შემეშლება. ჰოდა, სადაა ერთი ვარდი, შეყვარებულს ხელში რომ ეჭირა???

სკამს მოვათრევ, ექსპონატის წინ ვდგამ. ცოტაც და გული ამომივარდება. ჯიბიდან სათვალეს ვიღებ. სკამზე ვჯდები და დაჟინებული ვუყურებ, რა მოხდება. არც არაფერი მოხდა საათების მანძილზე. ვარდი არ ჩანს.

დაცვამ მკითხა, არ მიდიხარო? წამოვხტი და შენობიდან გავედი. სახლისკენ ფეხით გავუყევი. ჩემს უბანს მივუახლოვდი თუ არა, აზიურ ხუმრობაზე გაბრაზებულმა, „ყაჯარი ხულიგნების“ ოთახს გუნებაში ნიშნის მოგებით გავხედე.

დიახ, XIX საუკუნეში სოლოლაკი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და „ევროპულ“ რაიონად მიიჩნეოდა, რადგან აქ ადგილობრივი სტატუსიანი ინტელიგენცია და მეწარმეები სახლობდნენ. დიახ, იაშვილის ქუჩა, ჩემი ქუჩა თავისი ეზო-ჭიშკრებით, „კავკასიური პარიზის“ განუყოფელი ნაწილი იყო. დღესაც ასეა. დღესაც ინარჩუნებს ძველთბილისურ ატმოსფეროს და გასული საუკუნეებისთვის დამახასიათებელ კოსმოპოლიტურ არქიტექტურას. ფიქრებში ასე ვსჯიდი წარბგადაბმულ ყაჯარებს.

ლუკმა არ გადამივიდა პირში. თვალი ვერ მოვხუჭე. მეგონა, რომ ჩემი გრძელი კიდურები ვეღარ ეტეოდა ლოგინში. მეჩვენებოდა, რომ მეზობლის კატა ფანჯრიდან შემოძრომას ცდილობდა. მეგონა, რომ მესაფლავისთვის ფულის მიცემა დავაგვიანე და დედის, მამის და დეიდის საფლავები მოუვლელი დამხვდება. რა ვქნა ახლა? დირექტორს ვერ ვეტყვი, მერიდება. ისედაც უცნაური ვგონივარ და გამუდმებით თვალს მარიდებს. მაგრამ ოდესმე სხვა თუ შენიშნავს, მე მომკითხავენ პასუხს, რატომ ვერ შეამჩნიე, რატომ არ გვითხარიო... ვერ ვხვდები, რა ვქნა?! რა ჯობია?

ლოგინიდან ვდგები. ჩაის ვადუღებ. ფორთოხლის ჯემს ქილის თავსახურზე ვდებ და ისე ვჭამ. კროსვორდების წიგნს მექანიკურად ვათვალიერებ, – მთლიანად შევსებული მაქვს, ამიტომ ვხატავ თავისუფალ მონაკვეთზე. ვხატავ ლომს.

ვიცი, რასაც ვიზამ! განათდა გონება. შემდეგ ქეიფს ჩემს სახლში გავმართავ, ჩემთან ხომ არასოდეს მომიწვევია თანამშრომლები. სუფრას გავშლი. თავს მოვიწონებ დეიდაჩემის ნახატების კოლექციით, ძველი ჭურჭლის სერვიზით და მზით გატენილი დიდი ოთახებით. ღომს დავადგამ, სულგუნს ვიყიდი. ეკლერს გამოვაცხობ. ლიქიორიც მაქვს და ღვინოც. მეტყვიან, აქამდე რატომ არ დაგვიძახეო. რა უსიტყვო ხარო. ჰოდა, ჩემთან რომ მოვლენ, რომ მიირთმევენ, დალევენ და გიული და თათო სიმღერას რომ დაასრულებენ, გულს რომ იჯერებენ, მაშინ სიტყვას ვითხოვ. ფეხზე წამოვდგები და ვიტყვი: გოგოებო, ვიცი, გაგიჭირდებათ დაჯერება, მაგრამ შეყვარებული წყვილის ერთი ვარდი გამქრალია. ვიტყვი აუცილებლად. ვიტყვი, თუ ბოლო წუთს არ მომერიდა.

და თუ სიტყვით გამოსვლისას სადღაც შუაში მივხვდი, რომ ყელში მეჩხირება სათქმელი, მაშინ გადავაკეთებ, ვითომ სულ სხვა რამეს ვამბობდი. იმას, თუ როგორ მიყვარს ეს ერთგული და ვაჟკაცი ხალხი. საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე, მილიონიანი ექსპონატების დამცველი ჩვიდმეტი ქალღმერთი.

მოთხრობა დაიწერა საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის პროექტისათვის „საქართველო. ლიტერატურული მოგზაურობანი“, რომელიც განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების“ ფარგლებში.

2017 წლის ოქტომბერი, თბილისი

© ინდიგო, 2017

ბმული:
* https://indigo.com.ge/articles/seyvarebulebi-da-mordebuli-qali/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 12:54 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nene10

ნესტან ნენე კვინიკაძე

გამარჯვებულო, გამოდი

არ მახსოვს, საიდან და როგორ, მაგრამ 1990 წელს მუყაოს ფაქტურის, რაღაც უცხოური ორგანიზაციის ანკეტის შაბლონი ვიშოვნე და ჩემივე ხელით, დოკუმენტი მოვამზადე: “ნე. კვინიკაძეს ეძლევა ვიზა, რითაც მას შეუძლია მსოფლიოს ყველა კუთხეში წასვლა”...

ათი წლის ასაკში დამზადებულ დოკუმენტს, მეტი დამაჯერებლობისთვის ოთხი წლის ასაკში გადაღებული ფოტო ერთვის თან.

ეს საბუთი მახსენებს, როგორც ჩანს, ვოცნებობდი ყველაფრის შემძლე დოკუმენტზე, რომელიც “მსოფლიოს ყველა კუთხეში” შეღწევის საშუალებას მომცემდა.

წლების შემდეგ ნამდვილი საბუთი მართლა გაჩნდა და არ ყოფილა ძალიან უცხო ვენა, ამსტერდამი, საბერძნეთის ზღვისპირა ქალაქები, პარიზი, ციურიხი, ტოკიო და ნიუ იორკი. მთავარი კი ამის გააზრება გახლდათ, - ყველგან, სადაც უნდა ვიყო, შემიძლია პიტნის საწუწნი კანფეტივით ჩუმად და შეუმჩნევლად ენის წვერზე მქონდეს ჩემი ქვეყნის კონტექსტი, რომელსაც, ახლა უკვე, არა გორელი დიქტატორით, არამედ თანამედროვე არტისტებით ცნობენ.

სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში, მიზანიც ის აღმოჩნდა, რომ იმ ძვირფას ქვეყნებში ხიზანი კი არ ვყოფილიყავით, - იქ გაგვეყიდა წიგნები და ფილმები, იქაური დიდი ტრიბუნებიდან და სცენებიდან გვეთქვა ჩვენი სათქმელი. ჩვენ არ გვდომებია სხვაგან ცხოვრება (ჩვენ მძიმე ყოფას იძულებითი ემიგრანტებიც ყოფნის) იმიტომ, რომ გვიყვარს ჩვენი ცოცხლებიც და მკვდრებიც. ჩვენი იმედგაცრუებებიც და წარმატებებიც.


ჩვენ სხვაგან ცხოვრება არც გუშინწინ გვდომებია, როცა ნავთის ქურებით ვთბებოდით. არც გუშინ, ნაციონალურმა მოძრაობამ ძლივს მოპოვებული “კომპასი” რომ დაკარგა და არც დღეს, როდესაც “ქართული ოცნება” ყველა “ჰოს” “არას” აგებებს.

და მაინც, რა გვწყინს მრავალ ტკივილგადატანილ აქ დარჩენილებს? გვითხრეს, წნეხისგან გათავისუფლებულებს, უსამართლობას არ გვაკადრებდნენ, - შეგვრჩა დემურ სტურუას წერილი დედას. გვითხრეს ახალი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური აღმასვლა გვექნებოდა - შეგვრჩა სიღარიბე. განათლების სისტემა გაძლიერდება - ხელში ვაშლი დაგვაჭერინეს.

მერე ისე მოხდა, ნაქსოვი კაბა რომ შემოირღვევა და აღარ ვარგა. აჭარბებთ - იყო პასუხი. არადა, ჯიუტ ფაქტად გვედო არჩილ ტატუნაშვილის ამბავი, ფემიციდის სტატისტიკა, მშენებლობებზე დაღუპული მუშების სახელები, დასამარებული ეროვნული ვალუტა, ქვეყანაში შემოპარებული გავრილოვი, 20 ივნისი, დაპირებები და ისევ ტყუილი.

მსოფლიოსთვის ქვეყანა ფოკუსიდან ქრება. არა, არ ქრება.

პოლიტიკური კრიზისი დგას. არა, არ დგას.

ბოლოს, ოლიგარქს ნერვებმა უმტყუნა და გვითხრა აქედან წადითო. იაფი ფრენები ხომ გაჩუქეთ, მეგონა, აქამდე მიხვდებოდითო.

ოლიგარქს და მის ჯამბაზებს არ უყვართ წიგნის კითხვა, თორემ ეცოდინებოდათ, რომ კონტროლის დასაბრუნებლად საჭიროა, დაცემის მიმართულებით მიაბრუნო საჭე. არ უყვართ კინო, ამიტომაც არ ჯერათ, რომ ყველაზე ღარიბ ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს დიდი გრძნობა.

ჩვენს შესახებ წარმოდგენა იმდენად ზედაპირულია, რომ ჰგონიათ, 40 ევროიანი ავია-ბილეთები ბედნიერებისთვის საკმარისია. არ ჯერათ - ჩვენ საქართველოში ცხოვრება გვინდა.

ოლიგარქისთვის ეს თავშესაფარია და არა სამშობლო, ამიტომაც ვერ ხვდება, რატომ შეიძლება ასე გიყვარდეს ის. ოლიგარქი ჩვენ მზეზე თბება და გულში თავისას იფიცებს. თავშესაფარში სიმშვიდე უნდა. ყველაფერს იკადრებს ხმაურის ჩასახშობად, რადგან ეშინია. რისი? თურქეთი და ამერიკა საქართველოს არ დაიპყობს. სანამ ისაა მმართველი, ვეჭვობ, დიდად არც რუსეთი “გაანაწყენებს”. აბა რისი ეშინია? - საქართველოში გულწრფელად შეყვარებული ადამიანების. იმ ახალგაზრდების, ილია ჭავჭავაძე მხოლოდ სასკოლო სავალდებულო საკითხავად რომ არ მოუაზრებიათ. თბილისიდან მაღალმთიან სოფლებში გადაცხოვრებული მასწავლებლების, ორი და სამი მოსწავლის გამო კილომეტრებს რომ გადიან და ქაღალდის ფიფქებით მორთულ სამასწავლებლოში ზარს რეკავენ. მათი, ვინც იცის, რა უთხრა გიორგი შერვაშიძემ მამია გურიელს - მოდი, არ გავუწოდოთ ხელი არც ერთ ქართველს, რომლებიც სამშობლოს განუდგაო (მამიას პასუხი სხვა დროს იყოს). ეშინია იმ ხალხის, ვინც ეჭვობს, რომ გენეტიკურად მხოლოდ დაავადებები კი არ მეორდება, შესაძლოა დღესასწაულიც გამეორდეს. მაგალითად, დამოუკიდებელი რესპუბლიკის სამი, მაგრამ ბრწყინვალე წელი. მას ეშინია ამ დამახსოვრებული წარსულის - 20-ე საუკუნის ევროპული ტიპის, ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოსი. იმ დროის ადამიანთა თავგანწირვა უკვირს, თავგანწირვა, რომელმაც სასამართლო რეფორმა, ადგილობრივი მართვის ორგანოები, პროფესიული კავშირები, რესპუბლიკის კონსტიტუცია დაბადა. კინოპრემიერა მოაწყო და “ქიმერიონი” მოხატა. “არტისტული ყვავილები” დასტამბა. ჯანდაცვის სახელმწიფო დონეზე ორგანიზება, მართვა, დაფინანსება, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადება მოახერხა… წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ოლიგარქის და მისი ჯამბაზების ღამის კოშმარია.

შეთანხმდნენ, რომ ჩვენთვის, დასავლეთით მონუსხულთათვის, პატრიოტიზმი გოიმობა და ორღობული გაგებაა, რომ ფსევდო-ტრადიციებით სულშეხუთულებს, დიდ ქორწილებთან ერთად, “დევების ქორწილიც” გვეზედმეტება და რომ პოსტერ-პოსტერ გადამრავლებული ფიროსმანიც გაცვდა ჩვენ გულებში.

მგონი, ჩვენც მოვახერხეთ ოლიგარქის და მისი ჯამბაზების მოტყუება. მათსავე წარმოდგენებში დავიმალეთ, ვეღარ გვპოულობენ, ჰოდა სანამ მთელ ხმაზე არ დაიძახებენ, “გამარჯვებულო, გამოდი”, მანამდე დატანჯავთ ფიქრი - რამ შეგვაყვარა ეს დაფლეთილი, ჭუჭყიანზღვიანი, ხეებდაგლეჯილი ქვეყანა. ეგონათ, ქვეყნის სიყვარული ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ გვასწავლა, შესაბამისად, მშვიდად იყვნენ,- დაავიწყდებათ სკოლაში ნასწავლი ლექსებივით.

ოლიგარქს არ უყვარს დოკუმენტური პროზა, თორემ ეცოდინებოდა, რომ ჩვენი ისტორია კი არა, ლიტერატურის თავგადასავალიც თრილერივითაა. ყველაფერი ძალიან რთულად გვეძლევა. მაგრამ “კის” და “არას” ციმციმში ვცდილობთ არ გავტყდეთ. მაშინაც კი, როცა არაფრის იმედი აღარ გვაქვს.

ჩვენ საერთოს ვეღარ გამოვნახავთ კარის ჯამბაზებთან, რომლებიც “ქენდი ქრაშს” თამაშობენ კანონპროექტის განხილვისას, რომლებიც ჩვენი გადასახადებით მდიდრდებიან და წლიდან წლამდე ხმას არ იღებენ პარლამენტში (ან რა უნდა თქვან?!), რომლებიც გულგრილნი არიან ყველაფრის მიმართ, რაც ჩვენთვის ძვირფასია.

ალბათ ფიქრობს ოლიგარქი, კიდევ როგორ გავაუგემურო ყოფა, მალე რომ წავიდნენო. მაგრამ, სამშობლო არც სკოლაა, მარტივად რომ შეიცვალო, არც დამსაქმებელი, სამუშაო ადგილიდან წასასვლელად მხოლოდ განცხადების დაწერა რომ კმაროდეს.

ოლიგარქს მგონი, არც კანფეტი უყვარს, თორემ თეორიულად მაინც ეცოდინებოდა, რას ნიშნავს პიტნის საწუწნი კანფეტივით რომ ინახავ შენი ქვეყნის სიყვარულს, რომელიც თუ დადნა, გემო მაინც შეინახება მეხსიერებაში. ის რაც მეხსიერებაშია, გულთან ახლოსაა. რაც გულთან ახლოსაა - ძვირფასია. ძვირფასისთვის სიკვდილიც შეიძლება.

02.12.2019

© ინდიგო, 2019

ბმული:
* https://indigo.com.ge/articles/gamarjvebulo-gamodi/

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan22

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 490
Age : 30
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyWed Jun 09, 2021 12:59 pm

ნესტან ნენე კვინიკაძე Nestan15

38, 44
ნესტან ნენე კვინიკაძე
ISBN 978-9941-31-042-3
კატეგორია: თანამედროვე ქართული პროზა
გვერდები: 150
ფორმატი: A5
ყდა: მაგარი
ფასი: 16.95

1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისი. ლექსო კინომცოდნეობას სწავლობს, მაია – სტომატოლოგიას; ლექსო „დისიდენტობანას“ თამაშობს, მაია – მკვდრების ისტორიებს თხზავს.

მაია ლექსოს თამაშში აღმოჩნდება. ერთმანეთის პარალელურად ვითარდება ორი ხაზი – რეალური, სადაც სტუდენტები სწავლობენ, თამბაქოს გამონაბოლქვში ფილმებს უყურებენ, ერთმანეთის სხეულებს შეიცნობენ, სექსუალობას იკვლევენ, და მეორე – „დისიდენტობანას“ თამაში: პროკლამაციების გავრცელების გეგმა, ადევნებები, ჩხრეკა, დაჭერები...

ნესტან ნენე კვინიკაძის „38, 44“ ქვეყნის უახლესი ისტორიის არაორდინარული შეჯამებაა, დრამატიზმით, იუმორით, ტრავმებითა და გაუხარჯავი ენერგიით დამუხტული წიგნი, სადაც ცოცხლებიც და მკვდრებიც საკუთარ თავს ეძებენ.


@


38, 44 — ნესტან ნენე კვინიკაძის ბოლო წიგნი პოსტ თინეიჯერული პერიოდის ტრილოგიდან

დღეს, საღამოს 19:00 საათზე, სტამბის წიგნებში ნესტან ნენე კვინიკაძის ახალი რომანის “38, 44” პრეზენტაცია გაიმართება.

“ლიტერატურა ჩემთვის ყოველთვის თამაში იყო. მე, აქ სათამაშოდ მოვედი, ამიტომ “ვითომ” – მთავარი სიტყვაა ტექსტში”, – ამბობს მწერალი.

პირველი, რაც ამ წიგნის შესახებ ადამიანებს აინტერესებთ, მისი უცნაური სათაურია. ავტორის თქმით, “38, 44” არის წიგნი მათთვის, ვისაც თამაში უნდა.

“38, 44 ფეხის ზომებს გულისხმობს. ჩვენი და არამხოლოდ ჩვენი ისტორია, ერთგვარი ნომრების და ციფრების ისტორიაა – დანომრილი სიკვდილმისჯილები, თუ დათვლილი მომიტინგეები. დავიწყებული მთავარი ამბები… სამაგიეროდ, ცნობილი ზედაპირული ცნობები… 38, 44 – იმიტომ, რომ პერსონაჟებს გამუდმებით უთვალთვალებენ და ყველაფერი იციან მათ შესახებ. კიდევ იმიტომ, რომ ერთ მთავარ სცენაში, ჩვენთვის ძალიან ტრაგიკულ დღეს ქვეყნის მთავარ მოედანზე ათიათასობით ადამიანი კარგავს ფეხსაცმელს. კიდევ იმიტომ, რომ სათაურიც სათამაშო იყოს.

38, 44 – ესაა ერთგვარი წიგნი-ინსტალაცია. 1990-იანი წლების ბოლოდან 2000-ში გარდამავალი თბილისის მდგომარეობის ჩემებური ვერსია. ციტატებით და ალუზიებით უფრო ადრინდელი წლებიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან თუ სოფლებიდან. საარქივო მასალების, კვლევების, რეალური სახელების და მოგონილი პერსონაჟების თამაში”, – ამბობს ნენე კვინიკაძე.


© თ ო რ მ ე ტ ი, 29.10.2019

ბმული:
* https://intelekti.ge/book_ge.php?id=753
* https://tormeti.com/2019/10/29/38-44-ნესტან-ნენე-კვინიკაძის/

study

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin

Admin

Male
Number of posts : 6738
Registration date : 09.11.08

ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე EmptyThu Jul 08, 2021 9:05 am

ნესტან ნენე კვინიკაძე

კინოფესტივალი პირბადით — თბილისის მოვლენებზე ფოკუსით და საუკეთესო საკონკურსო პროგრამით კანის 74-ე ფესტივალი გაიხსნა


საგანგებო პირობებში დიდი ღონისძიების ჩასატარებლად კანის ფესტივალმა საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის მოამზადა: საფრანგეთის მთავრობის დადგენილებაზე დაფუძნებული საზღვარზე წარსადგენი მოწვევის სპეციალური წერილები; პსრ ტესტების გასაკეთებლად, ფესტივალის სასახლის მახლობლად პარტნიორი ლაბორატორია მოაწყო; სპეციალური ფილტრებით აღჭურვა კონდიციონერები; გაგვაცნო გეგმა — რომელი ხსნარით რამდენ ხანში ერთხელ დამუშავდება დარბაზები და პრეს-ოთახები; პირობა დადეს, უსაფრთხოებას მაქსიმალურად დაიცავენ, სანაცვლოდ, კი სტუმრებს სამედიცინო პირბადის ტარება სთხოვეს.

კანის კინოფესტივალი სიმდიდრედ და წარმატებად, მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფიულ დაპყობას გულისხმობს, ასეთია ფილმების სელექციის და ჟიურის შედგენის პრინციპიც.

74-ე ფესტივალის ჟიურის ამერიკელი რეჟისორი და პროდუსერი სპაიკ ლი ხელმძღვანელობს. მის გუნდს კი სენეგალელი მატი დიოპი, საფრანგეთსა და კანადაში მოღვაწე მომღერალი მილენ ფარმერი, მსახიობი მეგი ჯილენჰოლი, ავსტრიელი რეჟისორი ჯესიკა ჰაუსნერი, ჯესიკა მელანი ლორენი, თაჰარ რაჰიმი, სონგ კანგ ჰო და ბრაზილიელი კლებერ მენდოსა ფილიო წარმოადგენენ.

ხმაურით და ძალადობის დაგმობით დაიწყო კანის 74-ე ფესტივალი, ფესტივალის გამხსნელ პრესკონფერენციაზე, Movement-ის ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ, თბილისში მიმდინარე მძიმე ამბების მიმოხილვის შემდეგ, ჟიურის წევრებს გამოცდილების გაზიარება სთხოვა, რაზეც სპაიკ ლიმ უპასუხა:

"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ინფორმაციის მოწოდებისთვის, ვფიქრობ, ერთადერთი არ ვარ, ვინც არ იცის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ სამყაროს განგსტერები მართავენ. "ნარინჯისფერი აგენტი"(რეჟისორმა დონალდ ტრამპი იგულისხმა), ის ბრაზილიელი ტიპი და პუტინი. ისინი განგსტერები არიან. აკეთებენ იმას, რაც სურთ. მათ არ გააჩნიათ მორალი, სინდისი და აკეთებენ იმას, რაც სურთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ავაზაკების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, ვიცი, რომ ვმეორდები, მაგრამ აქ ერთადერთი არ ვარ, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცის. ახლა ჟურნალისტების ვალდებულებაა, სამყაროს მიაწვდინონ ხმა. თქვენ გაიგეთ ამბავი, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია და დაწერეთ. კანი მხოლოდ ფილმების კრიტიკა არ არის, თქვენ ავაზაკებიც უნდა აკრიტიკოთ".

პრესკოფერენციის დასრულებიდან ერთი საათის განმავლობაში მსოფლიოს წამყვან გამოცემებს უკვე გავრცელებული ჰქონდათ ეს ინფორმაცია – The Guardian, The Hollywood Reporter, The Playlist, France24 და სხვა ცნობილი გამოცემები საქართველოში მიმდინარე ამბების შესახებ სწორედ კანის ფესტივალის პრესკონფერენციის კონტექსტში წერდნენ.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კანის ფესტივალის გახსნის ღონისძიება ტრადიციულად ლამაზი დეკორაციით და უჩვეულო სიჩუმით მიმდინარეობდა. არავის ეცინებოდა წამყვანის. დორია თილიერის ხუმრობებზე, ყველას გული აუჩუყა პედრო ალმოდოვარის სიტყვამ, რომლითაც მან 74-ე ფესტივალის საპატიო სტუმარს, ჯოდი ფოსტერს მიმართა.

ღონისძიების შემდეგ გახსნისთვის შერჩეული ფილმი ლეო კარაქსის პოპ-ოპერა "ანეტი" უჩვენეს.

წლევანდელი ოქროს პალმისთვის ბრძოლაში, რეჟისორების მეტისმეტად საინტერესო შემადგენლობაა: პოლ ვერჰოვენი, შონ პენი, კირილ სერებრენიკოვი, ვეს ანდერსონი, ნანი მორეტი, ფრანცუა ოზონო, აფგან ფარადი, ჯოაშიმ ტრიერი, ჟაკ ოდიარი, აპიჩატპონგ ვირასეტაკული, ბრუნო დუმონი.

არასაკონკურსო პროგრამას თავიანთი კინოსურათებით ოლივერ სტოუნი, გასპარ ნოე და შარლოტ გინსბურგი ამაგრებენ.

საქართველო მხოლოდ კანის კლასიკის სექციაში მონაწილეობს. თენგიზ აბულაძის მონანიებას 9 ივლისს უჩვენებენ.


© on.ge, 08.07.2019

ბმული:
* http://go.on.ge/2bti

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნესტან ნენე კვინიკაძე Empty
PostSubject: Re: ნესტან ნენე კვინიკაძე   ნესტან ნენე კვინიკაძე Empty

Back to top Go down
 
ნესტან ნენე კვინიკაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: