არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ჟანა ოთხვანი

Go down 
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:20 pm

ჟანა ოთხვანი Jana_o11
Joana Otkhvani

ჟანა ოთხვანი

დაიბადა 1963 წლის 10 მაისს.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.
ჟანა ოთხვანის ლექსები და სამეცნიერო წერილები რამდენჯერმე გამოქვეყნდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში.

„ჩვენმა ლიტერატურულმა საზოგადოებამ თანდათან შეაჩვია ყური მის სახელს, მაგრამ მგონი არ იცის, რომ ჟანა ოთხვანის სახით ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ჰყავს, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ლიტერატურაში მეტად საინტერესო სამყარო შემოიტანა“ - თამაზ ჭილაძე.

ბმული:
* https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=344
* https://www.lit.ge/books/2-119190-zhana-otxvani/
* http://www.biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ოთხვანი%20ჟანა

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 3:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:21 pm

ჟანა ოთხვანი

ანარეკლი

ბილიკს მივყვები, სავსეს ნარ-ეკლით, -
ციცაბო კლდეზე რა ძალა მიცავს? -
ეს არც მთვარეა - მზის ანარეკლი,
არც მზე - ბრწყინვალე ხატება ღვთისა...
შორს, საოცარი სანახებისკენ,
ალმასდაფრქვეულ ბალახებისკენ,
ცოცხალი სიტყვით, ცოცხალი შუქით
ცივი წყვდიადის დამარცხებისკენ -
მთვარეულივით მივემართები...
რაღაც მინათებს გზას ნარ-ეკლიანს...
ღმერთია ყველგან, და ეს ნათელიც -
ცოცხალი შუქის ანარეკლია...

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 3:55 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:24 pm

ჟანა ოთხვანი

ღმერთო, გვიხსენი!

მტერმა აჩეხა ბაღიც, ვენახიც,
ღმერთო, დიადო, ნუ მიგვატოვებ,
ჩვენი პატრონი მხოლოდ შენა ხარ,
მხოლოდ შენა ხარ ჩვენი ბატონი.
გზანი დავკარგეთ თამარისანი -
სამეგობრონი, განა სამტრონი,
მზე აღარ გვათბობს თავისუფლების,
ღრუბელნი დიან დღეს საავდრონი.
იავარქმნილი, აოხრებული
კუთხე დავკარგეთ და მივატოვეთ, -
ნუ მიგვატოვებ მაინც, უფალო,
მამულში მტერს ნუ გაგვიბატონებ!

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 3:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:25 pm

ჟანა ოთხვანი

ფერფლი

ჩვენ თითქოს აღარ ვარსებობთ არსად...
მხოლოდ ქარია და ქარში - ძეწნა...
ვერ მივაგენით სინათლის კვალსაც
აქ, სხივჩამქრალი სიზმრების ქვეყნად...
სულ ამაოა სიტყვების ძებნა, -
ისინი ჩუმი ფერფლივით ცვივა
აქ, ნახანძრალი ოცნების ქვეყნად,
სად თვალხილულნიც ბრმებივით
მივალთ...

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 3:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:26 pm

ჟანა ოთხვანი

ჰამლეტი

მთვარით - უმწარეს ღვინით -
გადამთვრალს,
ცით - შეღამების ფერით - გალეშილს,
შესცივდა - თითქოს ლხინი დამთავრდა
ბედნიერების ნათელ მხარეში.
ან ცის საუნჯე ვინმემ გაძარცვა,
სხივთა საუნჯე, უბნელეს ხელით...
და... ოფელიას - გამქრალ პატარძალს -
პრინცი ნაპირზე ამაოდ ელის...

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 3:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:27 pm

ჟანა ოთხვანი

ბედის წიგნი

მე არ ვიცი, ბედისწერა გერქვა
თუ - „უთქმელი, უცნაური ღმერთი...“
ბეწვის ხიდზე დავდიოდით ერთად,
უხილავი, დამყვებოდი გვერდით.
წყალობასაც, სიმკაცრესაც ერთგვარს
თოვდი, როცა ჩემს ბედის წიგნს წერდი:
„დაებედოს, - თითქოს ასე გეთქვას, -
სიმართლისთვის განდევნილთა ხვედრი!..“

study


Last edited by Admin on Thu Feb 28, 2019 3:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:31 pm

ჟანა ოთხვანი

სტუდენტობა

ჩვენ ვჯერდებოდით: ჭიქა ყავას, ცოტა შოკოლადს,
ლექსებს, კარგ წიგნებს, ფიქრს, წერას და...
„ბითლზის“ კასეტას...
არც დღეს გვსურს მონის დიდებაზე ზღაპრის მოყოლა:
სამყაროსადმი სიყვარული დარჩა ასეთად.

1996

Exclamation


Last edited by Admin on Fri Mar 01, 2019 12:28 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6677
Registration date : 09.11.08

ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი EmptyThu Feb 28, 2019 3:41 pm

ჟანა ოთხვანი Jana_o10

წიგნის დასახელება - ჩაგრულთა ლოცვა
ავტორი - ჟანა ოთხვანი
ISBN 978-9941-440-94-6
კატეგორია - თანამედროვე ქართული პოეზია
გვერდები - 208
ფორმატი - 14x18
ყდა - რბილი
ფასი - 4.00


რწმენა სიკეთისა

„ამ ლექსების ავტორს რვეულისთვის მისამართიც კი არ მიუ­წერია. მის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ მასწავლებელია და ოჩამჩირეში ცხოვრობს, თუ, რა თქმა უნდა, ისიც ამჟამად ლტოლვილი არ არის...
წელიწადნახევარზე მეტია, რვეული ჩემს უჯრაში დევს და მეც ველოდები, როდის მოაკითხავს პატრონი. მაგრამ ახლა, როცა მისი გამოჩენის ყოველგვარი იმედი გადამეწურა, გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ეს წრფელი ლექსები, იქნებ ასე მაინც მივაწვდინო ხმა მათ ავტორს და მასთან ერთად აფხაზეთში ყველა ჩვენიანს ვუთხრა „მათი გულების მსგავსად რომ ფეთქავენ ჩვენი გულებიც“...
იმედია, ღმერთი მაპატიებს, ავტორის უნებართვოდ რომ ვაქვეყნებ ამ ლექსებს, მაგრამ, რატომღაც მგონია, სწორად ვიქ­ცევი, მით უმეტეს დღეს, როცა საქართველოს ამ უძვირფასეს კუთხეში უბედურება ტრიალებს. აფხაზეთი ჩვენთვის მარტო ქართული მიწის ნაწილი კი არა – სულის მდგომარეობაა. „აფხაზეთის წვიმა მიყვარს“-ო, თქვა გალაკტიონ ტაბიძემ და არ მეგულება ქართველი ადამიანი, ისიც კი, ვინც აფხაზეთში ერთხელაც არ ყოფილა, ამ ფრაზამ უცნაური ნეტარება არ მოჰგვაროს.
ეს, ერთი შეხედვით, წყნარი და მოკრძალებული ლექსები ფარული დრამატიზმითაა დამუხტული. მოულოდნელად მათი წიაღიდან ამოსხლტება ხოლმე ნათელხილვასავით სულისშემძვრელი ფრაზა: „ცა მსხვერპლი გახდა მერე ყაჩაღთა!“ რა არის ეს, თუ არა იმ იდუმალი ძალის ნიშანი, რასაც პოეზიას ვეძახით?..
რატომღაც მგონია, რომ უამლექსებოდ თითოეული ჩვენგანის სულს რაღაც დააკლდება, თუნდაც „მწველი სევდის უხმო წვეთი“...
ეს ლექსები, ტრადიციული ტერმინოლოგიით, ინტიმურ-მედიტაციურ ლირიკას განეკუთვნება და, ამავე დროს, სწორედ ეს ლექსები ერთხელ კიდევ ცხადყოფს ტრადიციული ტერმინოლოგიის უზუსტობას – ლირიკა არ შეიძლება დაიყოს „ინტიმურად“ და „სამოქალაქოდ“, ლირიკა თუ ინტიმური არ არის, არ ვარგა, ხოლო კარგი, ანუ ნამდვილი ლირიკა – უსათუოდ სამოქალაქოცაა!
ლირიკის მოთხოვნილება, ლირიზმი ყველა ადამიანის სულშია ღმერთისგან ჩანათებული. ზოგჯერ ის ზედაპირზე დევს, უმთავრესად კი თვალჩაუწვდომ სიღრმეებშია დანთქმული და ის, ვინც სიღრმეებიდან მის ამოტანას ცდილობს – არა აქვს მნიშვნელობა, აღწევს თუ არა მიზანს – პოეტია, დღესდღეისად ყველასგან დავიწყებული, მაგრამ, დე, ნურავის ეწყინება, ყველასთვის გაცილებით უფრო საჭირო, ვიდრე სხვა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. რაც უნდა დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ და ნარკოტიკად ქცეული ინფორმაციის ცვილით ამოვიგლისოთ ყურები, ჩვენს არსებამდე მაინც აღწევს ჭეშმარიტი პოეზიის ხმა, რომანტიკულ სანაპიროზე რომ გვიხმობს და სანამ ეს ხმა გვესმის, ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის...
მე იმედი მაქვს, საქართველო ისევ მიუბრუნდება პოეზიას. ბუნებით შემოქმედ ხალხს დიდხანს დუმილი არ შეუძლია...“
აი, ეს ზემოთ მოყვანილი პატარა წერილი და ჟანა ოთხვანის რვა ლექსი, ანუ ყველა, რაც იმ რვეულში იყო, სათაურით „იის სურნელი“ გამოვაქვეყნე „ლიტერატურულ საქართველოში“, 1993 წლის 5 თებერვლის ნომერში. გაიარა კიდევ რამდენიმე ხანმა, მგონი, მთელმა წელმაც და ჟანაც გამოჩნდა. ოჩამჩირიდან ლტოლვილს, სვანეთში წაუკითხავს გაზეთის ის ნომერი...
მერე მისი ლექსები რამდენჯერმე გამოქვეყნდა „მნათობში“, „ლიტერატურულ საქართველოში“, დაიბეჭდა მისი საინტერესო გამოკვლევა ქართულ სიმბოლიზმზე, აგრეთვე შესანიშნავი ესე კოლაუ ნადირაძის ცნობილ ლექსზე, საქართველოში რუსული წითელი ურდოს შემოჭრას რომ ეძღვნებოდა და რომლის შედეგიც, ბევრ სხვა უბედურებასთან ერთად, აფხაზეთის ტრაგედიაც იყო...
ჩვენმა ლიტერატურულმა საზოგადოებამ თანდათანობით შეაჩვია ყური მის სახელს, მაგრამ მგონი არ იცის, თუნდაც ჩვენს მწერლობაში ამჟამად გამეფებული სრული განუკითხაობის გამო, რომ ჟანა ოთხვანის სახით ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ჰყავს, რომელმაც ჩვენს თანამედროვე ლიტერატურაში მეტად საინტერესო სამყარო შემოიტანა.
ოჩამჩირიდან ლტოლვილი, სვანეთში გადასულა. ცოტა ხანს მშობლიურ ბუდეში მოუთქვამს სული. ჭრილობები, დაუნდობელმა დრომ სულზე რომ დაამჩნია, თითქოს მოშუშებია, თუკი საერთოდ შესაძლებელია ასეთი ჭრილობების მოშუშება, მაგრამ სამაგიეროდ, მისი საკუთარი, ფიქრითა და ოცნებით შემოზღუდული გალაქტიკა ტკივილს გაუთანგავს, რაც უკიდურესი სიცხადით გამომჟღავნდა კიდეც მის ლექსებში, ანუ ტკივილის ტკივილად – სასოწარკვეთადაც მოგვევლინა.
პირველივე ლექსები, რომლებიც ჟანას დაბრუნების შემდეგ წავიკითხე, თითქოს მისი არსების შებრუნებულ პროექციას ამხელდა, თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ავტორის სურვილისა. საიდუმლოს შესანახად ლექსი ნამდვილად არ გამოდგება, უსათუოდ გაგთქვამს, „გიღალატებს“, შენს ტკივილს საქვეყნოდ გამოააშკარავებს. მისი ახალი ლექსები გარესამყაროსადმი ავტორის აშკარად შეცვლილ, გამკაცრებულ, უფრო მეტიც – დანასავით წამახვილებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებდნენ, რაც, ამავე დროს, ძალზე ბუნებრივად ჟღერდა, რამდენადაც ამქვეყნად, თუნდაც, გასაძლებად აუცილებელი, სინამდვილესთან ჰარმონიული წონასწორობის დაკარგვის შედეგი იყო. სწორედ რეალური გარემო მოერღვა, ჩამოექცა უცებ, როგორც მიწისძვრის დროს – ჯებირი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს არსებობის საზღვარზე, თითქოს უფსკრულის პირას, გვიცავს გაურკვეველ უსაზღვროებისგან.
ეს იყო ომის ექო ...

„მე მორიგი მსხვერპლი ვარ მხოლოდ
იმ დაუნდობელ სინამდვილის, რომელშიც ვცხოვრობ“,

ეს სიტყვები ერთ-ერთი იმ პირველი ლექსიდანაა, რომელიც საკუთარ სამშობლოში ლტოვილად ქცეულმა პოეტმა დაწერა...

თამაზ ჭილაძე


ბმული:
* https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=344

Exclamation
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ჟანა ოთხვანი Empty
PostSubject: Re: ჟანა ოთხვანი   ჟანა ოთხვანი Empty

Back to top Go down
 
ჟანა ოთხვანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: