არმური Armuri
არმური
არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ზურაბ რთველიაშვილი

Go down 
2 posters
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyWed Apr 21, 2021 10:00 am


Georgisches Lesebuch: Zurab Rtveliashvili/ ზურაბ რთველიაშვილი
•Oct 10, 2018

(c) Větrné mlýny, Česká televize, Telewizja Polska, Rozhlas a televízia Slovenska
Regisseur: Adéla Komrzý (CZ)

Zurab Rtveliashvili lebt als experimenteller Dichter, Performance-Künstler und Menschenrechtsaktivist in Georgien und Schweden. Der studierte Jurist war sowohl in der antisowjetischen Opposition als auch in der Nationalen Befreiungsbewegung von Georgien aktiv. Seine Texte zum zivilen Ungehorsam dienten 2003 als Startschuss und Anstifter der friedlichen Rosenrevolution in Georgien. Seine ausgefallenen Performances brachten ihn in Georgien schon wiederholt in Konflikt mit den Behörden. Seit 2010 lebt er in Schweden.

ბმული:
* https://youtu.be/zAFI2g5JCNQ


ზურაბ რთველიაშვილი

მცირე პოეტური ონტოლოგია

ბიჟუტერია:

შინაგანი ქათმისთვის,
შინაგანი ღორისთვის,
შინაგანი მხეცისთვის.

აქტი I

გამოდის შინაგანი ქათამი.
გამოდის შინაგანი ღორი.
გამოდის შინაგანი მტაცებელი.

გამოდის შინაგანი ქათამი აღშფოთებულია.
გამოდის შინაგანი ღორი გაბრაზებულია.
გამოდის შინაგანი მხეცი განრისხდა.

შინაგანი ქათამი მარტივია.
შინაგანი ღორი მასიური.
შინაგანი მხეცი სახიფათო.

შინაგანი ქათამი ფარულად.
შინაგანი ღორი ფარულად.
შინაგანი მტაცებელი ფარულად.

ქალია(?) შინაგანი ქათამი,
ქალია(?) შინაგანი ღორი,
ქალია(?) შინაგანი მხეცი,

კაცია(?) შინაგანი მხეცი,
კაცია(?) შინაგანი ღორი,
კაცია(?) შინაგანი ქათამი.

ღვთის მოშიში ქათამი მარხვის დროს(!)
ღვთის მოშიში ღორი მარხვის დროს(!)
ღვთის მოშიში მტაცებელი მარხვის დროს(!)

შინაგან ქათამს – სძულს,
შინაგან ღორს – შურს,
შინაგან მხეცს – სწყურია.

ფინალური აქტი

შინაგანი ქათამი ურტყამს ნისკარტს!
შინაგანი ღორი ურტყამს დინგს!
შინაგანი მხეცი საშიშია(!!!)

შინაგან ქათამს დაკლავენ,
შინაგან ღორს დაკლავენ,
შინაგან მტაცებელს მოკლავენ...

(ფარდა)

study


Last edited by Admin on Wed Apr 21, 2021 10:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyWed Apr 21, 2021 10:02 am


ქართული დოკუმენტალისტიკა "მე, სამფეხა და ზურაბ რთველიაშვილი"
•Mar 5, 2014

4 მარტი, 2014
ავტორი: - ამირან დოლიძე
ფილმის გმირები - ეპატაჟური პოეტი ზურაბ რთველიაშვილი და ერთი რიგითი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი, იმყოფებიან ემირგაციაში, კერძოდ, შვედეთში და სხვადასხვა ხერხით ცდილობენ თავის გატანას. ერთი სახელოვნებო წრეში ტრილებს და ქართულ-ინგლისურ პერფორმანსებს მართავს, მეორე კი, თავის გადასარჩენად კრიმინალსაც არ ერიდება. როგორ ითარგმნება ლექსი და რატომ გავს ცხოვრება ნადირობას - ფილმის ორი მთავარი იდეა, 21-საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს დედაქალაქში.

სცენარის ავტორი და რეჟისორი: ამირან დოლიძე

ბმული:
* https://youtu.be/bbgC5RtuF2U

@

ზურაბ რთველიაშვილი

პოეზიის კოცონი

ჩემი ყველა უჯრედის
უმცირესი ატომი
არის გრძელი ნახტომი
და კამათის მიზეზი.

მძვინვარება მოვთოკე
ამბოხებით აღძრულმა
რომ არ გადაებუგა მოთმინების ტაძარი.
მე გუგუნით დავძარი
მჭახე სიტყვის მხედრობა,
რომ მეხილა ნაკრძალი
აკრძალული ლოცვების,
გააფთრებულ ხანძარში იბადება ეპოქა!
იბადება ცეცხლიდან - პოეზიის კოცონი!..

study


Last edited by Admin on Wed Apr 21, 2021 10:19 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyWed Apr 21, 2021 10:02 am

ზურაბ რთველიაშვილი

სახიფათო რეპუტაცია

უნდა შეიტყონ, როგორ ვჭრიდით დილის სანოვაგს,
სურთ შეამოწმონ სხვის გემოზე ჩვენი სადილი,
როცა ზომავენ უცხო სიბრტყეს ავტომატები,
რომ ფოლადისგან დაიცალოს მათი წადილი.

როცა იმრავლა, საუცხოომ სძლია სურვილმა,
ცხელ მისამართზე გაეგზავნა გრძელი წერილი -
თუ მობეზრდება, შიშველ ტანზე გადაუვლიან
ან რკინის ცხენით აბანოსთან დაეწევიან.


study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyWed Apr 21, 2021 10:04 am

ზურაბ რთველიაშვილი

მესა...

ყური დაუგდეთ გასტრონომის ალი-ლუ-იას,
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -
ვინც წებოვანი ვაგინის ქვეშ დადო კისერი,
ვინც ყველის დახლთან დაიოთხა სამყაროს დედა.

ყური დაუგდეთ ტავერნების ალი-ლუ-იას!
ძეხვით და ლუდით მონათლული თაობის მესას -
ჩვენ ვეძებთ მამას მტვრიანი და გრძელი ქუჩებით
და სიგიჟემდე გადაღლილებს ეს უნდა გვეთქვა.

ყური დაუგდეთ პანელების ალი-ლუ-იას!
უძლური ტემბრით ჩურჩულებენ მშიერი ხმები -
ცეცხლოვან ხმლებით მონათლული ჩვენი თაობა
კვლავ შეასრულებს თავის მესას უფალო შენთვის...


ზურაბ რთველიაშვილი რუბრიკაში „პირადი ნივთები“
•Jun 17, 2019

study


Last edited by Admin on Wed Apr 21, 2021 10:16 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyWed Apr 21, 2021 10:06 am

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 712

ზურაბ რთველიაშვილი

დალაქიდალამა

მათ ღამის დალაქს
უბრძანეს
დილით
და
სამართებელს უჩვენეს ლოყა,
იყოს ფოლადი მძიმე და გრილი,
წამში გაპარსავს ცხელ თავებს
მოკლედ.
მათ ღამის დალაქს
შეჰკივლეს ნაზად,
კეფიდან მზემდე აიღეს
გეზი...
დალაქი უმზერს გაპარსულ
ქალაქს
უმზერს და ტკბება
მელოტი ხედით...


study


Last edited by Admin on Thu Apr 22, 2021 10:56 am; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyWed Apr 21, 2021 10:07 am


პიკის საათი" 06.11.17 ზურაბ რთველიაშვილი სტუმრად „პიკის საათში“
•Nov 6, 2017


პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

აპრილი 20, 2021

ერთთვიანი ავადმყოფობის შემდეგ პოეტი და მულტიმედია არტისტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა.

ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებით და ლექსებით: „აპოკრიფი”, „მათი ნებაა…”, „მე ვარ ვენახი”, „მითხარი, როგორ არ მოგწონვარ?”, „ოდდა თავისუფლებას”, „ოდდა მის უდიდებულესობას სამოქალაქო საზოგადოებას”, „ტატჰაგატა”, „წმინდა მგლების ლოცვა” და სხვა.

2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის.

ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად.

2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.



ბმული:
* https://www.radiotavisupleba.ge/a/31213162.html


@


#დღისკოდი​ პოეზია და ეპატაჟი, სტუმარი: ზურაბ რთველიაშვილი - პოეტი, მწერალი
•Oct 1, 2020


გიორგი ლობჟანიძე

მეგობრის ხსოვნას


ზურა რთველიაშვილი აღარ არის!

ცის ჩამოქცევას ჰგავს ჩემთვის ამ ამბის გაგონება.

არ მინდა დავიჯერო ისევე ჯიუტად, როგორც შენი მძიმე სნეულების ამბავი არ მჯეროდა.

ვფიქრობდი, გადალახავს, აუცილებლად მოერევა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ასე აყვავების ხანაში დასრულდეს მისი ნიჭი, ასე უცებ და ძალიან ტრაგიკულად დამთავრდეს ეს დიდი სიყვარული, რომელიც ჩვენ თვალწინ კოცონივით აბრიალდა შენსა და ნინოს შორის, ზუსტად ისევე, როგორიც თვითონ იყავი: მოულოდნელი, ფეთქებადი, უშურველი და თავგამეტებული.

სწორედ ასეთივე იცოდი მეგობრობაც: არაფერი გწამდა შუალედური, ნაძალადევი, უღიმღამო.

შენ ირგვლივ მუდამ დღესასწაული ტრიალებდა და შენ ამ დღესასწაულის შუაგულში იდექი, როგორც ერთი მსახიობის თეატრი, უფრო სწორად: ერთი ჭეშმარიტი პოეტის თეატრი.

ესეც მაჟორული განწყობილებების, ინტელექტუალური გააზრებებით მართული იმ პოეტური პათეტიკის გამო, რომელიც ახასიათებს შენს პოეზიას, თორემ შინაგანად სწორედ ამ ლექსებივით ღრმა ადამიანი იყავი, მათსავით მუდამ უფსკრულის პირას მოცახცახე და მარტოსული.

ალბათ შენი სევდიანი ბავშვობის გამოც, იშვიათად მინახავს შენნაირად მზრუნველი და მოსიყვარულე მამა და ამ მამობრივი სინაზის მოწმე მე მაშინ გავხდი, როცა შენი და უკვე ჩემი რობი ერთხანს არაბულის შესასწავლად მომიყვანე. უცნაურია, რომ საბოლოოდ ჩვენ სწორედ რობის სიყვარულმა გაგვაერთიანა, რადგან შენს შვილთან ურთიერთობაში დავინახე დიდი პოეტი, რომლის შესამჩნევად მანამდე ხელს უამრავი რამ მიშლიდა, თუნდაც შენი გამუდმებული კარნავალური განწყობილებები: საბჭოთა წითელარმიელის ფორმები თუ კაზაკური ულვაშის აპრეხვანი.

რობისა და შენი ურთიერთობის შემხედვარემ კი გავიგე, რომ ამ ყველაფერს არც ზედაპირული თეატრალურობისა და არც მარტივი პიარის ჟინი არ წარმართავდა. ეს იყო ერთგვარი მეტაფიზკური, პოეტურ-შამანისტური კავშირი საკუთარ ბავშვობასთან, რომლიის პირველქმნილი სიწმინდითაც შენი დიდებული პოეზია საზრდოობდა.

„ყური დამიგდე! შენ კი არა, მე ვარ ვენახი!“ – ეს შენი ექსკლამატიური ფრაზა საუკუნეებს გადასწვდება, ისევე, როგორც ის საგალობელი, რომლის ანტითეზადაც ეს მშვენიერი სტრიქონი და, საერთოდაც, ლექსი გვევლინება.

ამ სტრიქონში კი მე გაცილებით დიდ აზრს ვხედავდი, რადგან შუა საუკუნეების აღმოსავლური პოეზიისათვის ვაზის თემა ძალზე ორგანულად გადადის იმ მისტიკურ სივცრეებში, რომელსაც შენ საკუთარ თავს, შენს ჭეშმარიტ ვინაობას მიაკუთვნებდი. რამდენჯერ გითქვამს ჩემთვის ფრაზა, რომელიც მე განსაკუთრებით მსიამოვნებდა და მახარებდა: „გიუშ, შე ხო სულ სხვანაირად გესმის ჩემი!“

და მართალიც იყავი: შენი ძალიან მკაფიოდ, გარკვევით მესმოდა. ვგრძნობდი,რომ სხვა იყავი, სხვანაირი და სხვანაირად მოსაფრთხილებელი.

ვაი, რომ ამის მიუხედავად, პირადად მე მაინც ვერ გაგიფრთხილდი! უფრო სწორად: ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ძალიან მალე ფიზიკურად აღარ იქნებოდი. მით უფრო წარმოუდგენელია ეს იმ დიდი სიყვარულის მერე, რაც მაშინ დავინახე, როცა შენი არაჩვეულებრივი მეუღლე ნინო ამირეჯიბი გავიცანი. თქვენგან წამოსული სახლში სიხარულით ვუზიარებდი ჩემი ოჯახის წევრებს თქვენს ასე უბრალო, მაგრამ ასე თვალისმომჭრელ ბედნიერებას: ერთმანეთის მიმართ გამჟღავნებულ ამხელა სიყვარულსა და მზრუნველობას.

არ ვიცი, რითი ვანუგეშო შენი ნინო, მაგრამ გპირდები, რომ თუ დამცალდა, პატარა გიორგისაც ისევე ვასწავლი არაბულს ან სპარსულს, როგორც ერთ დროს რობის ვასწავლიდი. გაკვეთილზე კი აუცილებლად ვეტყვი, როგორი განუმეორებელი მამა ჰყავდა: კაცი, რომელსაც ერთხელაც არ დაუშვია სინდისთან და სიტყვასთან კომპრომისი, რომელიც არამხოლოდ პოეზიით, არამედ საქმით იცავდა სიმართლეს და თუკი სადმე წასულა, მხოლოდ იმიტომ რომ უკან აუცილებლად დაბრუნებულიყო. უფრო მეტი და უფრო კაშკაშა სინათლით შემოსილი.

ამიტომაც მგონია, რომ ახლაც ცოტა ხნით მიდიხარ შვედეთში.

და მგონია, რომ საბოლოოდ მაინც სულ სხვაგვარად გამარჯვებული დაბრუნდები შენი პოეზიით.


17:22, 20 აპრილი, 2021

* https://publika.ge/article/megobris-khsovnas/


#დღისკოდი​ სჭირდება თუ არა ლიტერატურას კანონები? - სტუმარი: ზურაბ რთველიაშვილი, პოეტი
•Mar 11, 2021


@


Zurab Rtveliashvili - Uppsala 2011

* https://youtu.be/nZhTVWsdX5g


study


Last edited by Admin on Sun May 09, 2021 10:21 am; edited 1 time in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyFri Apr 23, 2021 12:06 pm


ზურაბ რთველიაშვილი - მე ვარ ვენახი
•Apr 21, 2021

მე ვარ ვენახი
© ზურაბ რთველიაშვილი
(კითხულობს ავტორი)
© ვიდეო - მიხო მოსულიშვილის, 2021

***

ზურაბ რთველიაშვილი

მე ვარ ვენახი

ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
ენისელი ვარ, რქაწითელი და კარდენახი,
ყურძნის ტევრი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული.
კარგად შემხედე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ზვრები გავცურე, რომ
დამედგა თავზე გვირგვინი.
სტროფებს ვაფეთქებ, როგორც
ნაღმებს ვისვრი ხელაღმა!
არ სცდება მიზანს
ცეცხლოვანი ჩემი სიტყვები.
ყური დამიგდე, შენ კი არა,
მე ვარ ვენახი!
ფოლადის მტევნებს ვაჩხრიალებ
მჩატე სხეულზე.
სისხლივით მძიმე საფერავი და კარდენახი –
ყუძნის ღმერთი ვარ,
საწნახელში გამომწყვდეული…


***
I'm a vineyard
The verse by Zurab Rtveliashvili (in Georgian)
This clip is made with: Quartet Cinderella-Gnossienne 1 (Erik Satie).
© This clip made by Mikho Mosulishvili, Tbilisi, Georgia, 2021


ბმული:
* https://youtu.be/EGiKWM-0G0U

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 1-0010

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 311

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 2-010

@ @ @

დიდი მადლობა „მთავარი არხის“ გადაცემა „ლიტერატურულ სამკუთხედს“ (წამყვანები: ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ტორესა მოსი), რომელმაც 2021 წლის 24 აპრილის გადაცემა დაიწყო ვიდეო-ლექსით: „ზურაბ რთველიაშვილი - მე ვარ ვენახი“.


#მთავარიარხი #მთავარი #mtavari
ლიტერატურული სამკუთხედი 24/04/2021
•Apr 24, 2021

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

მთავარი არხის ოფიციალური არხი YOUTUBE-ზე.

გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ და გააზიარეთ ვიდეო.

✅ Facebook ~ https://www.facebook.com/TvMtavari/​
✅ Website ~ https://mtavari.tv/​

ჩვენთან ერთად მოიპოვეთ თავისუფლება!

#მთავარიარხი​ #მთავარი​ #mtavari

ბმული:
* https://youtu.be/XF3A5QfnC6w

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin

Admin

Male
Number of posts : 6740
Registration date : 09.11.08

ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 EmptyTue Jul 13, 2021 7:03 am

ზურაბ რთველიაშვილი

განჩინების სუტრა

ხუთ პოლიციელს ბოთჰისატვას ღიმილი ჰქონდა
და ათი სილა მოხვდა პოეტს მწარედ სახეში,
არ იყო ძალა, სიძულვილი, არ იყო ბოღმა,
არ იყო ვნება, სინანული, სიტყვა ნუგეშის,
და ოქროს ფული მიფრინავდა დიდი სიჩქარით,
მილიარდობით დანთებული ვარსკვლავის მტვერში,
და არქიმანდრიტს ხელში ეპყრა ფართე ნიჩაბი
და სცემდა, სცემდა ამაყ პოეტს გაბღენძილ მკერდში...
პირველი სილა ღაღადებდა: არა ხარ ფორმა!
მეორე სილა კისკისებდა: არა ხარ ფერი!
მესამე სილამ: არ არსებობს არცერთი დოგმა!
მეოთხემ წამში გაუფანტა სურვილი წერის.
აჰა, შენ მუშტი! - მეხუთემ თქვა, - ყბაში რომ მოგხვდა,
ესაა სივრცე, რასაც ეძებ სტროფების მერე,
უმალ გაგივლის უძილობა და ყალბი შფოთვა,
დაჯექი ისევ, როგორც გინდა ბეჭდე და წერე!
არ არის ენა, სხვისი პირის რომ თარგმნოს გემო.
არ არის გემო, სხვის თარგმანით დაიტკბოს პირი.
არ არის ცხვირი, რომ დანესტროს მდედრმა ფუტკარმა,
მინდვრიდან სკაში რომ გადააქვს უცხო სურნელი.
არ არის ენა, რომ გაუყრი სხვას ნათარგმნ პირში,
არ არის ყური, შენი კვნესის შესწევდეს სმენა,
და ცელქი პირი უსასრულოდ აუღლებს მწკრივში,
მშიერ პირებში დაუნდობლად დაღეჭილ ენას...

study
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ზურაბ რთველიაშვილი   ზურაბ რთველიაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ზურაბ რთველიაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: