არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 თამარ ჟურული

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

თამარ ჟურული Empty
PostSubject: თამარ ჟურული   თამარ ჟურული EmptySat Feb 09, 2019 11:50 pm

თამარ ჟურული

ბმული:
* https://www.facebook.com/tako.juruli





Arrow

Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

თამარ ჟურული Empty
PostSubject: Re: თამარ ჟურული   თამარ ჟურული EmptySat Feb 09, 2019 11:50 pm

თამარ ჟურული Poster15

საჩუქრები მკითხველს

„დიდი ძუ დათვი“ (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით) - ასე ჰქვია მიხო მოსულიშვილის წიგნს, რომელიც „საუნჯემ“ ახლახანს გამოსცა. გამოცემას თან ერთვის დისკი, რომელზეც ავტორის წაკითხული ნაწარმოებია ჩაწერილი. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა მწერალთა სახლში. ბატონ მიხოს ახალი რომანის გამოსვლა მიულოცეს მეგობრებმა, ახლობლებმა, ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა.
როგორც მწერალმა თქვა, პირადად არავინ მოუწვევია პრეზენტაციაზე და გულითადი მადლობა გადაუხადა მწერალთა სახლს და იმ ადამიანებს - მეგობრებს, მკითხველს, ჟურნალისტებს, ვინც მწერალთა სახლის ინტერნეტ-გვერდზე განთავსებულ მიწვევას გამოეხმაურა და ახალი წიგნის წარდგინებაზე დასასწრებად მივიდა. მადლობა გადაუხადა გამომცემლობა „საუნჯესა“ და არასამეწარმეო კავშირს „ჩვენი ფშავი“ - ღონისძიების მხარდამჭერს. შემდეგ განმარტა კიდეც, თუ რატომ არ არის ხალხმრავალი ლიტერატურული პრეზენტაციების მომხრე: „ნაწარმოები უნდა უსწრებდეს მწერალს, მის სახელს. დღეს, ევროპული ინდუსტრია მწერლისგან ქმნის სახეს, ნაწარმოებს გაზვიადებულად აქებს და ასე ყიდის მილიონიან ტირაჟბს, არადა, პირიქით უნდა იყოს. მაგალითად, „სამმა მუშკეტერმა“ ალექსანდრე დიუმას სახელს გაუსწრო, თუმცა დიუმა თავადაც პოპულარული, ცნობილი პიროვნება გახლდათ. ჩვენთან, საქართველოში მთაში შეიძლება შეხვდეთ მწყემსს, რომელიც ზეპირად მოგიყვებათ „ალუდა ქეთელაურს“, მაგრამ ვაჟას ფოტო რომ აჩვენოთ, იქნებ ვერც გითხრათ, ვინ არის. წიგნმა სახელი თვითონ უნდა მოიპოვოს, თავის თავს მოუაროს, იმოგზაუროს, შეარჩიოს მკითხველი“.
საღამოს დასაწყისში სტუმრებმა მოისმინეს ნაწყვეტი აუდიოჩანაწერიდან და იხილეს ფოტოკოლაჟი. ფოტოებსა და თხობაშიც აისახებოდა ის სივრცე, რომელშიც იშვა ნაწარმოების შექმნის იდეა, აისახებოდა საქართველოს მთა, გეოლოგიური ექსპედიცია, ადგილობრივი ფშავლები, სახეები, ბუნება, ძველი, მაგრამ დღემდე ცოცხალი ლეგენდა-ამბები. და საღმოს განმავლობაში ბატონი მიხოს საოცარი თხრობით მონუსხული დარბაზის თვალწინ თითქოს ის რეალური თუ ნახევრადმითიური სახეები წიგნის გმირებად იქცნენ, კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებლებად, შემდეგ საიდანღაც, ნისლიდან გამოჩნდა დიდი ძუ დათვი, გაუნადგურა მათ სიმინდის ყანები, დაუმტვრია სკები, დაერია ცხვარ-ძროხას... დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა ადამიანსა და ბუნებას შორის. მსმენელის წინაშე სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, სოფლის მცხოვრებთა დახმარებით შეეცადა ძუ დათვის მოკვლას, მისგან გათვისუფლებას, თუმცა წარსულის აჩრდილს აბა, ვინ გაჰქცევია.
საღამოს განმავლობაში არაერთი ლიტერატორი გამოვიდა, მათ საინტერესოდ ისაუბრეს მიხო მოსულიშვილის ახალ წიგნზე, ზოგადად, მის ნაწერებზე, თუმცა თავად მწერლის მოსმენა, მაინც, ყველაზე სასურველი იყო, რადგან ბატონი მიხო მსმენელის თვალწინ აცოცხლებდა პერსონაჟბს, მთას, გატაცებით გვიხატავდა მათი მოქმედების არეალს, ნათლად და ხელშესახებად წარმოაჩენდა რომანში დასმულ პრობლემას, თემატიკას, საუბრობდა მისი, როგორც გეოლოგის ცხრაწლიან თავგადასავლზე ფშავში, იქაურ სულზე, იქურ ყოფაზე, იქაურ მეტყველებაზე, „მარადიულ ქართულ მეტყველებაზე“.
„დიდი ძუ დათვი“ კინო-რომანივითაა. კითხვაზე, თუ რატომ მისცა ნაწარმოებს კინო-რომანის სახე, ავტორის პახუსი ამგვარი იყო: „მივიჩნევ, რომ თანამედროვე რომანი უნდა იყოს მოკლე, სხარტი და რაც შეიძლება ახლოს მისული დღევანდელ ნერვიულ, აჩქარებულ დროში მცხოვრებ ადამიანთან. ვისურვებდი, რომ მომავალში, ჩემნაირად მოფიქრალი ადამიანების რომანი ფილმთან ერთად გამოდიოდეს და პრეზენტაციაზე მარტო მწერალი კი არა, რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები, მხატვრები ისხდნენ, ლაპარაკობდნენ წიგნზე, ფილმზე, როგორც ერთიან პროდუქტზე“.
საღამო გვიანობამდე გაგრძელდა. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა ფოლკლორულმა ჯგუფმა „დები ნაყეურები“.


მოამზადა თამარ ჟურულმა

„ლიტერატურული გაზეთი“, 20 მარტი - 10 აპრილი, 2014

ბმული - http://borbalo.blogspot.com/2014/03/blog-post_28.html


თამარ ჟურული Datvi_11


Arrow
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
 
თამარ ჟურული
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: