Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: მარიამ ხუცურაული Mon Nov 10, 2008 3:46 pm
Mariam Khutsurauli
მარიამ ხუცურაული
მარიამ ხუცურაული (სანათა) დაიბადა 1960 წლის 15 იანვარს, თელავში. პოეტი და პროზაიკოსი. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983 წლიდან მუშაობდა იურისტად სხვადსხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებში. მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „ლიტერატურლი პალიტრის“ 2009 წლის მეექვსე ნომერში და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: * „სანათას წიგნი“ (თბილისი, გამომცემლობა „საარი“, 2009); * „სანათა“ (სამწიგნედი: „სანათას წიგნი“ (ლექსები), „სანათას სახლი“ (ლექსები), „სანათას სკივრი“ (ჩანაწერები), - თბილისი, გამომცემლობა „საუნჯე“, 2012); * „სანათაი ვარ“ (სამწიგნედი: „ცეცხლისფრად მცინარი ყვავილი“ (ლექსები), „ცისპირ მთიბავები“ (ჩანაწერები), „ალმასთა სხივითა“ (ლექსების აუდიოჩანაწერები, კითხულობს ავტორი, სტუდია „არაგვიანი“) – თბილისი, გამომცემლობა „საუნჯე“, 2016). მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დაარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი.
მარიამ ხუცურაული - „ვაჟიკას ცოლის ლექსი“ Published on Dec 20, 2016
Last edited by Admin on Thu Mar 11, 2021 11:57 am; edited 18 times in total
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Nov 13, 2008 5:27 pm
Published on Nov 26, 2012 ვ ი დ ე ო ა ნ ო ნ ს ი თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა "ხმა უცნაურის" თანხლებით
წიგნის დასახელება -"სანათა" (სამწიგნეული) ავტორი მარიამ ხუცურაული რედაქტორი მიხო მოსულიშვილი მხატვარი ლევან ხარანაული გამომცემელი ვაჟა წოწკოლაური გამომცემლობა "საუნჯე" 2012 წელი
ეს გახლავთ მარიამ ხუცურაულის ნაწარმოებების სამწიგნედი, რომელიც გამოცემულია საერთო სახელით "სანათა" და შედგება ერთი პროზაული კრებულისაგან "სანათას სკივრი" და ასევე ლექსების ორი კრებულისაგან: "სანათას წიგნი" და "სანათას სახლი". წიგნებში შესულია ლექსები, რომლებზეც ავტორი 2009-2011 წლებში მუშაობდა, ხოლო პროზაული კრებული წარმოადგენს ავტორის მიერ სხვადასხვა დროს დაწერილი მინიატურების, ჩანახატების და მოთხრობების ნაკრებს.
სანათას სკივრი: ISBN: 978-9941-9260-6-8 გვერდები: 130 ყდა: მაგარი
სანათას წიგნი: ISBN: 978-9941-9260-8-2 გვერდები: 158 ყდა: მაგარი
სანათას სახლი: ISBN: 978-9941-9260-9-9 გვერდები: 140 ყდა: მაგარი
ერთი ლექსი: მარიამ ხუცურაული
ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს
უძილაურთას მავლივა, ცის პირს მაცქერნა გახსნილსა, გაღმე გორს, თხილიანაში ტყემლებ აჩირთა აპრილსა. კარატეს ნადნობ თოვლებსა აგიჟებინა არაგვი, უბით მაზიდნა წაწლისად დამბალხაჭო და კარაქი. აგრე აწვიმა მთელ კვირა, ღმერთი წურავდეს ღრუბლებსა, ერთ ლექსისსწორა სიცოცხლეს რა გვავლევს უფერ-უბრებსა?
2012
ღმერთმა არა ჰქნას
ღმერთმა არა ჰქნას, აქ ზამთარი აღარ მოვიდეს და პირველ თოვლზე, მეფეხურის გაბედულებით, დეკემბრის ბოლოს, ციდან მადლის ფიფქად თოვის დღეს, სულს არ დააჩნდეს ჩვილი უფლის ნაფეხურები... ღმერთმა არა ჰქნას, მარტიც მისხლით ცოდვებს წონიდეს, არ დაგვიბედოს სააპრილო მზე და განწყობა, ჩვენს ნაზამთრალ და ნამარხულევ სულებს ოდითვე და მონეტარეთ არ ეღირსოთ უფლის აღდგომა.
ღმერთმა არა ჰქნას, ასე წვიმდეს გიორგობისთვე, ღმერთმა არა ჰქნას, ქრისტეშობა აღარ მოვიდეს.
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Nov 13, 2008 5:50 pm
წვიმს შუაფხოში AraGviani Published on Aug 18, 2012
მარიამ ხუცურუალი
წვიმს შუაფხოში
წვიმს შუაფხოში, წვიმს და ისევ შენ მენატრები, შვიდ წელიწადში ერთხელ უნდა აყვავდეს სევდაც, ცეცხლისპირ ნელა ფიცხდებიან ჩემი დარდები, მენატრები და ისევ შენზე ოცნებას ვბედავ... წვიმს შუაფხოში. მოღრიალებს ფშავის არაგვი, წვიმს, მაგრამ ვიცი, გადიდარებს შუაღამისთვის, მომნატრებია შენთან ყოფნა და ლაპარაკი, მომნატრებია... ბუმბერაზო მთაო, გადმიშვი. მომნატრებიხარ! ფხოვის ზეცა ტკივილს დამაწვიმს, ეს ტკივილებიც გვირილებად ვინძლო აყვავდნენ, მომნატრებიხარ, როგორ გავძლო ასე ხვალამდის, მომნატრებიხარ... რა იქნება, ახლა აქ მყავდე...
shorena chologauri (შორენა ჩოლოგაური - წვიმს შუაფხოში) Published on Jul 5, 2013 შორენა ჩოლოგაურის საღამო 27.06.2013 ტექსტის ავტორი:მარიამ ხუცურაული, მუსიკის ავტორი:შორენა ჩოლოგაური
Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 7:40 pm; edited 2 times in total
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Nov 13, 2008 6:06 pm
სასწაულო
სულში ლექსია და გულის სისხლად აპრილის არაგვი დახმაურობს, გაუნელებელი წყურვილი ხარ, ჩემი სიყმაწვილის სასწაულო. მთები - სანავარდო არწივების, სოსანმორეული ყანის კიდე, დილის ნისლი - დედის ნამზითვები, მზისკენ მიმავალს რომ თვალი ვკიდე; შენი ღამეები ვარსკვლაფჭორფლა, ატმის ყვავილებად გაცისკრება, რაკი შენად ყოფნით მეწყალობა და მიწყივ სრულდება უფლის ნება - დავთმობ ნატვრებს გულში ჩარჩენილებს, ჯავრი არ მექნება არცა რისი, ოღონდ ერთი ლექსი მათქმევინე, შენი ცის და მიწის საკადრისი.
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Fri Dec 05, 2008 4:57 pm
ციკლიდან: “ფითრები”
ფითრი
უფლის ჩიტებს ნისკარტით რომ გადავქონდი, ხიდან ხეზე ციდა, მარგალიტისდარი, თვალღიას და ფიქრღიას და ცასამომმზირს ჩაგებუდე, ჩაგემუდმე, ჩაგეკარი...
თოვს თუ, ჰქრის თუ, ტყეებს თოშავს დეკემბერი, თუ ივლისის ცეცხლი ტუსავს შორიახლო, უნატიფეს სამკაულად აკინძული შენს მკლავებში ნებიერად ვკოპწიაობ...
უფლის ჩიტი თავს დაგვფრენს და საღმრთოს გალობს, დაგვიბედეს - სულით მკვებო, ხორცით მზიდო; ვფითრდები და ვხვივი: ვყვავი-ვმსხმოიარობ, შენით ვცოცხლობ, შენს ბრგე ტანზე ვპარაზიტობ!
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sat Dec 06, 2008 9:10 am
ჭალაში ცეცხლივით ანთია ასკილი - მიბინდავს მზერასა, მე შენს სიყვარულზე ათასაგზის აცრილი, ვავადობ ხელახლა... ჩვენს შორის ჩამდგარა წლები და ჭორები, პატარა წყენაცა... ჩემი ლექსების და სიზმრების რაინდი აქამდე შენა ხარ... გავთელე წლები და დეკემბრის არაგვი ფეხდაფეხ გავტოპე, უშენოდ არ მინდა ამ ქვეყნად არავინ, ზეიმობ... მაჯობე... მე მეტი მერგუნა ტკივილი, ცრემლებიც ალმასთა სხივითა, ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა... ხანდახან გნახავ და რითმებს ვწნავ დილამდე, ლექსებით ვხმიანობ... შენს პერანგს შემწყდარი სადაფის ღილივით ბუჩქებში ვკიაფობ... მთის წვერებს საავდრო ნისლები თქორავენ, ხვალ-ზეგ თოვლს გთავაზობ... მე შენს სიყვარულზე ათასგზის აცრილი, კვლავ და კვლავ ვავადობ...
ქეთი დორეული ალმასთა სხივითა ♪ Published on Oct 17, 2013 ტექსტი -- მარიამ ხუცურაული. მუსიკა -- თეონა ქუმსიაშვილი. შესრულება -- ქეთი დორეული.
Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 7:48 pm; edited 1 time in total
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Wed Dec 10, 2008 10:32 am
მარიამ ხუცურაული
არაგვივით იხმიანებ!..
სადღეობო სალაღობო მიხოსა
ბესო თუ ზის, ჯარჯი თუ ზის, ომარიც თუ იქ ტრიალებს, თუ ფშაველი ტომურ საჭმელს - “დამბალხაჭოს” გიზიარებს, ჟებოტაურ არყის ცეცხლი თუ ლექსებად მიგთქრიალებს, თენებისას ვერ იყუჩებ, არაგვივით იხმიანებ!..
სერ მიხო და მთლად აქაურო კარო-კედელო, დიდ-პატარავ, შინაურ-გარეულო, კაცო და დედაკაცო, გილოცავთ მიხოსერობა-არჩანდობასა და გისურვებთ მრავალჯერ მოსწრებას და მილოცვის დასწრებასა გულის სინათლით და ჯანის სიმრთელით!
Last edited by Admin on Sat Mar 09, 2019 9:05 pm; edited 4 times in total
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sat Dec 13, 2008 7:16 pm
პეშვით შეგასმევ არაგვს და გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა. ისეთებს გეტყვი, მარჩიო საარაგვოზე ცხრა ქალსა. ბნელში ისეთათ აგინთებ ავარსკვლავებულ თვალებსა, დაგვთხევდნენ ფხიზელაები, ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც... გაგატეხინებ ღამეს და მოგწევ ამოსვლას მზისასა, მიდი და მერე გაბრაზდი, მერე გამიშვი სხვისასა...
ეს ლექსი ახლა ასე უფრო მომწონს... წიგნშიც რომ შევცვალოთ, ძალიან პრეტენზიული ავტორი ვიქნები? ოღონდ სათაური ვერ მოვიფიქრე ჯერ.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sat Dec 13, 2008 7:26 pm
ამბავი რაზიკაანთ ლუკასი - მარიამ ხუცურაული
AraGviani Published on Jul 14, 2012
ქალაქს მიმავალი ლუკას ფიქრები - მარიამ ხუცურაული
AraGviani Published on Jul 15, 2012
მარიამ ხუცურაული - „ლხინი ძმებისა“
AraGviani Published on Aug 4, 2012
Last edited by Admin on Sun Mar 17, 2019 8:03 pm; edited 3 times in total
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sat Dec 13, 2008 7:49 pm
მერე გამიშვი სხვისასა...
პეშვით შეგასმევ არაგვს და გაჭმევ უმწიფარ მაყვალსა. ისეთებს გეტყვი, მარჩიო საარაგვოზე ცხრა ქალსა. ბნელში ისეთას აგინთებ ავარსკვლავებულ თვალებსა, მე, შენ, მთვარეს და თეთრ არაგვს ძილი გაგვიფრთხეს მთვრალებსაც... გაგატეხინებ ღამეს და მოგწევ ამოსვლას მზისასა, მიდი და მერე გაბრაზდი, მერე გამიშვი სხვისასა...
წიგნის ვარიანტი!
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Mon Dec 15, 2008 1:59 pm
ვაჟა
ლუკად მონათლეს! იზრდებოდა ჩარგლის ცა-მზე-ღრუბლის შემყურედ, (ფშავში წლები ლაღად დიოდა)... ორთვალ ხურჯინში ჩაიდებდა ერბო-კარაქს, ქადებს ხავიწის პეტრებურგამდე ჯერ ადრეა და... (ლიშო-არტანზე, თიანეთზე, კვეტერაზე, მერე მატანზე) წიგნის სასწავლად თელავამდე ჩამოდიოდა, მონეტარე ისევ ჩარგლის, ისევ ფშავის მთის...
თერგდალეული გლეხი ლუკა თიბავდა, ხნავდა, თესავდა და იმკიდა მცირეს_ მწირი იყო მიწა ფშაური... მის ბედობაზე (თითქოს ჯინზე)ბევრჯერ წვიმდა, ბევრჯერ გვალვავდა ისე, როგორც სჩვევია დრო-ჟამს... დაუდიოდნენ ლექსებით მთვრალს სტუმრად ლანდები ალუდას და ზვიადაურის (ხელცარიელი...) შიოდა ოჯახს...
უკვე ცალთვალის, ჯანგამტყდარის, ფილტვებდახრულის და მონეტარის არაგვის წყლის, დეკის, პირიმზის, აგონიაში მარტოსული სული კიოდა... მაისის ბოლოს (თუ კიდევაც ზღვარზე ივნისის) კვდებოდა ლუკა ჩარგლიდან შორს, ცის ქვეშ თბილისის, კვდებოდა ლუკა... ვაჟა ფშაველას ლექსი სტკიოდა!
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Dec 23, 2008 3:49 pm
მარგალიტი ფითრის?!
მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,
მეუბნები – მოთოვს...
პანტის ხეზე, ფითრებში, ჩხართვი გადამთიელი
ხტის და დაქოთქოთობს...
სტვენით აკონწიალებს ყინვით გადაკენჭებულ
მარგალიტებს ფითრის,
მითვლის შავშუაღამეთ, ვეღარ გადათეთრებულთ,
სადაგ დღეებს მითვლის.
ლუკმა უგემურდება, ცრემლი გადამლაშდება,
მიწყალდება სისხლი,
დარდი ოხერ-ტიალი, როგორც ჩხართვი თავნება,
ჩემ მტირალ გულს ძიძგნის...
ხმაშიც შემოგვპარვია ნაადრევი ზამთარი,
ოცნებებზე ჭირხლს ჰყრის.
ცრემლი როგორ გისაგზლო – ჩემს თვალებში ჩამლღვალი
მარგალიტი ფითრის?!
ჟამი იჟამრიელებს, უწყალოთ და დალხენილთ
ლუწ და კენტზე გაგვთვლის,
ფითრზე ერთადერთი და, ალბათ, უკანასკნელი
ღმერთს შესჩივის ჩხართვიც...
მრუმედ იისფერდება ჩემი თვალსაწიერი,
მეუბნები – მოთოვს...
ჰოდა, ასეთ თოვაში დღემდეც ჩემით მშიერი,
როგორ შეგაშფოთო?!
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Wed Dec 24, 2008 1:27 am
გინდა ქალი-ფითრი?
ნუღარ შემომირიგებ, სულამც გაფითრებულან ვაშლები და მსხლები; ამ წყაროსკენ ბილიკებს დღეის ამას იქითა (ალბათ, აღარასოდეს) აღარ ჩამოვყვები. ჰქრის და ბებერ პანტის ქვეშ ქრისტეშობის ცისკარი უმოწყალოდ სჭირხლავს; ვიდრე მომინაკლისებ ელვით გულგახეთქილს და ეჭვით სასოწრკვეთილს, ვიდრე მომიკითხავ... ვიდრე გადატკეპნიდე, რკინის ხელარგნიანი, ნამეწყრალზე გზათა; ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ დროც მაქვს, გულიც მერჩის და ინტრიგებსაც ვხლართავ. ვიდრე ქრის და ქირსლავს და ბუხარს მიმყუდროებულს დრო გაქვს ცდის და ფიქრის; ვიდრე ჯერ არ გიყვარვარ - გინდა ცეცხლთან თამაში, გინდა ქალი-ფითრი?
"პიკის საათი" 21.08.15 ,,ხვარამზეობის" მოლოდინში
Georgian Public Radio Published on Aug 21, 2015
ა(ა)იპ კავშირი “ჩვენი ფშავი”, შპს "სანათას სახლი", ა(ა)იპ "პოეზიის მეგობართა კლუბი" და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აწყობენ ფოლკლორის ზეიმს და სახალხო დღესასწაულს “ხვარამზეობა”.
სტუმარი: მარიამ ხუცურაული /სანათა/ - პოეტი; ფესტივალის ორგანიზატორი.
სატელეფონო ჩართვა: ნადია ხიზანაშვილი - პედაგოგი; სოფ. კვერნაული.
გადაცემის პროდიუსერი და წამყვანი: ეკა ტალახაძე.
nino kadagidze
Number of posts : 53 Registration date : 29.12.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Dec 30, 2008 12:23 am
სანათას ლექსებს მოწყურებული ვიყავი
აი, წიგნის შესახებ კი არც რა ვიცოდიო გილოცავ , ეს ერთი და მრავალი წიგნი ჩვენს გასახარებლად
სანათას პოეტურ-ქალური ფენომენი
18 ივნისი, 2012907
მაგალითს რომ დიდი ძალა აქვს, ამის სათქმელად ფსიქოლოგები და იურისტები არ გვჭირდება, ყოველდღიური ცხოვრება თავისთავად გვარწმუნებს.
ხოლო როცა პრეცედენტი შედგება, ნებისმიერ სფეროში ის ერთდროულად კიდეც გვამხნევებს და კიდეც გვაავადებს.დაალოებით ამგვარი რაღაცა მოხდა ქართულ მწერლობაში, როცა აკა მორჩილაძემ რომანი ყუთში ჩადო და ისე შემოგვთავაზა წასაკითხად. მერე ჩანთაში ჩადებული წიგნებიც გამოჩნდა და თავიდან თუ ეს მავანთ მორჩილაძის ნიუჰაუ ეგონათ, მერე მიხვდნენ, რომ მსგავსი ფორმატები სავსებით მიღებული ფორმა ყოფილა ჯერ კიდევ დასავლეთში და ჯერ კიდევ ათწლეულების წინ.
ასე მოხდა თუ ისე, ბოლო წლებში თანდათან გამოჩნდა წიგნი-ყუთები, წიგნი-სკივრები, წიგნი - ბოღჩები, წიგნი-თეფშებიც კი. ამ ყველაფერს არტის სახე აქვს, ჯერჯერობით საინტერესოა და აკადამიურ გამოცემებს მიჩვეული მკითხველიც აღარ აპროტესტებს.
რამდენიმე დღის წინ ნოდარ დუმბაძის თეატრში თავმოყრილმა პოეზიის მოყვარულებს მარიამ ხუცურაულმა მორიგი ყუთი - "სანათა" შესთავაზა, სადაც სამი კრებული იდო - "სანათას სახლი", "სანათას სკივრი" და "სანათას წიგნი".
სანათა - მარიამ ხუცურაულის ლირიკული "მე" - ზოგადად ქართველი ქალის სახე-სიმბოლოა, რომელიც ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველამ შემოიყვანა. სანათას ფენომენის გასააზრებლად ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი" უნდა გავიხსენოთ - ქალი, რომელიც, ფაქტობრივად, აკრძალულსა და შეუძლებელს ახერხებს. ახერხებს დარჩეს პიროვნებად, ქალად, სრულად რეალიზდეს. სანათა დღესაც აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში, ეს ფენომენი დღემდე ცოცხლობს, მეტიც, თუ რამ ჯანსაღია და კარგი ჩვენში - ქალში, ეს სანათაა.
"როცა დღევანდელი დახეულჯინსებიანი გოგოები, რომელთაც თითქოს არ ადარდებთ ძველი ტრადიციები, მეკითხებიან, სანათა რატომ გქვიაო და ამაზე ფიქრს იწყებენ, ეს უკვე ერის გადარჩენად მიმაჩნია. ეს ქალი ყველაზე მეტად მისაბაძია დღეს - როცა ქალები საკუთარი თავის რეალიზებას ვცდილობთ. როცა 2009 წელს პირველი კრებული გამოვიდა, სპონტანურად დავარქვი ეს სახელი. არ მიფიქრია, ეს წიგნის გარშემო ხმაურს თუ გამოიწვევდა, არც კომეციული გათვლა გვქონია. მაგრამ რეზონანსი გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი" - ამბობს მარიამ ხუცურაული.
თუმცა კი, სანათას ფენომენი დღემდე არ არის ბოლომდე გააზრებული, ზოგისთვის ის ფშავლის ქალად რჩება, ვაჟას პოემის გმირად.
"სანათას" წიგნების მხატრობა ლევან ხარანაულს ეკუთვნის, მისივე ნახატის ფონი ადევს ყუთსაც, სადაც ისინია მოთავსებული. გამომცემელ ვაჟა წოწკოლაურის იდეით კი მუყაოს ყუთი ძველი კანაფის თოკით შეიკერა. ამ ყუთმა ითავა ფუნქცია ყოფილიყო სკივრიც და სახლიც - რის შესახებაც პოეტი ქალი თავის ლექსებსა და მინიატურებში გვიყვება. კრებულებში თავმოყრილია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები და პროზაული მინიატურები. კრებულთა სახელწოდებები და თვითონ ყუთიც, გარდა პოეტური არიტისა, ერთგვარი მინიშნებაცაა იმაზე, როგორ შეიძლება მოახერხოს ქალმა -პოეტმა საკუთარი თავის განხორციელება - იყოს ოჯახის დედა, იურისტი, არასამთავრობო კავშირის "ჩვენი ფშავის" ერთ-ერთი მოთავე, პოეტური კონკურსის -"ხვარამზეობის" დამაარსებელი და ამავე პოეზიის სკივრიდან საკუთარი ამბების ამომლაგებელი.
მარიამ ხუცურაულის მთავარი ამბავი და სათქმელი კი, როგორც ადამიანის, ქალის, საზოგადოების ერთ-ერთი წევრის საწუხარია იმაზე, რომ ადამიანები იშვიათად არიან საჭირო დროს საჭირო ადგილზე, ობიექტური მიზეზების გამო და რომ ამ ადგილზე ხშირად სრულიად სხვა ადამიანებს ვხვდებით, რომ არ არის ინდივიდების ერთიანობა, რომლებიც გათითოკაცებულები ვეღარ ქაჩავენ იმ საქმეს, რაზედაც გული შესტკივათ. მკითხველი არ მინდა დაიბნეს და ეგონოს, რომ ამ წიგნების გადაშლისას პარტიოტული ლირიკის ცეცხლში მოუწევს გადაშვება, საუკუნეების მანძილზე რომ ალმურით სწვავს ქართულ პოეზიას. მარიამ ხუცურაულთან სათქმელი ისეთივე ფერადოვან ხალიჩად ქცეულა, როგორც ფშაური ფარდაგია, ფშაური მდელოები და რაც მთავარია, ზეპირსიტყვიერება - გამორჩეულად ლაღი და მსუბუქი.
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Jan 13, 2009 12:21 am
რაც გინდა ძველებური ეძახონ, ჩემთვის შენი ლექსები ნამდვილი პოეზიაა... ეს ფითრებიც როგორ მომწონს...
მონატრებული ფშაური ფოლკლორი
ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილეს მიეძღვნა პროფკავშირების კულტურის სასახლეში გამართული ფშაური ფოლკლორის საღამო. თბილისს ესტუმრნენ ფშავში მცხოვრები მოლექსეები და ფშაველი შემსრულებლები. ფოიეში ხელმარჯვე ოსტატთა ნამუშევრები და ფერწერული ტილოები გამოიფინა, გაიყიდა წიგნები. საღამოს, რომელიც "ფშავის აღორძინება-განვითარების" კავშირის ინიციატივით გაიმართა, უძღვებოდნენ პოეტი მარიამ ხუცურაული (სანათა) და ლიტერატორი ვანო ბერიძიაშვილი. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი საღამო, სადაც ფშავის ფოლკლორი სრულყოფილად წარმოჩინდებოდა, ბოლო 30 წლის მანძილზე თბილისში არ ჩატარებულა. ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ იუნესკომ 2011 წელი ვაჟა-ფშაველას წლად გამოაცხადა. დარბაზი ოვაციით შეხვდა უხუცეს მონაწილეს, სახალხო მთქმელს გაბრიელ გარაშვილს. სამი საათის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ თიანელი, დუშელი, ახმეტელი, პანკისელი ფშაველი მოლექსეები და მომღერლები, მოცეკვავეები.
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jan 15, 2009 12:02 pm
მარიამ ხუცურაული
15 იანვარი - ბედობა
ადრიანად თოვლი მომილოცავს, უპირველეს, ლამაზ იანვრის დღეს და სათუთი, როგორც შენი კოცნა, სევდას და ტკივილებს მიმავიწყებს... „ჩემი ბედნიერი იანვარი“ (ასე შენ დაარქვი, მეღიმება) სხვა არა, ისევ შენ მოასწარი, უღლად მომივლინე შენი ნება... ეს სხივჩაუმქრალი „მარტის მთვარე“, დღემდის სხვისთვის რომ ვერ გამიმეტე, კვლავაც შენს სიმაღლეს შემაფარე, მოდი, სიხარული დამიბედე... შენვე მაწყენინე, წყენა თუა, სხვას რა უფლება აქვს ან რა ხელი, მოდი, თორემ ეჭვის გველაძუა ქირქილებს, ქრებაო ყველაფერი... შენ, შენ მოდი, ჩემო უღლისცალო, „თოვლივით სხვა“ ბევრს არ მაცდევინებს, ჩემო უეჭველო ტყუპისცალო, მოდი და ჯანდაბას, მაწყენინე...
ეს ლექსი ძალიან მიყვარს და დღეს კიდევ ერთხელ... სიკეთე, სიხარული და მშვიდობა დაგბედებოდეთ!!!
keso
Number of posts : 95 Registration date : 28.12.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Jan 15, 2009 12:28 pm
მარიამ ხუცურაული კაფიის ფესტივალზე
Published on May 26, 2015
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Mon Jan 19, 2009 9:40 pm
სანათა ხო ხვარამზეს ციკლის ლექსებს უტრიალებს სულა და... ეს აეხლა მომივიდა მობილზე თელავიდანა და მინდა, სხვებმაც ნახონ...
სანათა
ხვარამზეს ლექსი
საჯარეს დიაცთა თვალ იყავ, ქალთამზე, ქვეშით მაღირებდი მწველ თვალებს, ღამისფერს. მეც გულს უწადინოდ ვმღეროდი წაწალზე, თვალდათვალ გზომავდი ამდენხნის სამიზნეს. გნახე და მიწყნარდა ეჭვების გრიგალი, ფერები დააჩნდათ ღრუბლების ფარტენებს; შენა ხარ რჩეული, შენა ხარ ის ქალი, მის მზეს იფიცებ და მის მკერდზე ათენებ... სხვა ან რა შემხარბდეს, რა ცა-ვარსკვლავეთი, საქონ-საყოლელით მეტი ვარ ასწილი; რა საყურ-ბეჭედი, სახე, ძუძუ-მკერდი, ტუჩ-კბილი, თვალები ირიბად აჭრილი; რა მამისახლი ან რა ლიშო-ბაჩალი, ივრის ცაცხვები და წნორები ლიტები... ჩემ ყისმათს შენატრის საფშავლოს ქალ-რძალი, მრავალი მრავლდება ცხვარი ნამზითვები. ან ქმარი - ქვეყნად რო ტოლ-ფერი ცოტა ჰყავს, ელვას ჰგავს კლდით-კლდეზე იმისი ნაფრენი, მტერ-ნადირთ დაჰკვალავს ხევ-ხევ და გორმაღალს, ლეკ-ქისტთა მრავალი უკიდავ მარჯვენი. ჩვენს ბედზე განგების ზეობა გაცხადდა: არც ჩემდენ წვრილშვილი გაკიდავ კალთაზე, არცა ოჯახ-სტუმართ აპურებ აქა და არც ძვირფას ნაბიჯებს მოჰღობავ სხვა ცაზე. გნახე და შენი რა შემხარბდეს, რა ცა-მზე, ამაოდ ნუღარცა სხვა იჭვებს მამისევ. ვაჟიკას ცოლობით მეტ იყავ აქამდეც, ქვეშით ნუ მაღირებ მაგ თვალებს ღამისფერთ.
Last edited by არჩანდა on Thu Jan 22, 2009 2:23 pm; edited 2 times in total
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Tue Jan 20, 2009 1:38 pm
ცოლის ლექსი
სერზე ამასჩნდი, ამაჰხე, აჟღერებ ვერცხლის ფულ-მძივთა, მე კერის ცეცხლთან ვშავდები, მესამე აკვანს ვუზივარ. გულლაღად მოანავარდებ მინდორზე ლურჯა იაბოს, სამ-ოთხ მთიბავთა თვალებში შენზე ოცნება კიაფობს. მოხვალ და ნაბილიკებზე გიყვავილდება პირიმზე, გიკოცნის თვალებს-ცისთვალებს ქედს აცდენილი დილის მზე. აეძრახები მღიმარი, ცა-მნათობთ რას დაეხსნები, წინავ ვაჟიკაც შავისწარ, მღერალი შენი ლექსებით... ბევრხელ გავბედე, გეჯიბრე, ნისლებ დავქსელე რითმებად, შენ გახსენების ღიმილით ერთ მეც მამხედოს იქნება. იორს ამასდევ წყალდაწყალ, ლექსად აჟღერებ ფულ-ღილთა, ვინა ხარ, ქალავ, ჩემ ქმარს რო მთელ საქალეთად უღირხარ? მოხველ ქალბნელი, დაგიხვდი ქალთარაფერა, ქალმიწა, ვერცა ქალობით, ვერც თმენით ხვარამზეობით გამისწარ.
Admin
Number of posts : 7095 Registration date : 09.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sat Jan 31, 2009 10:57 am
...ეკატერინე?
აქ ჩავიმუხლავ, შესურულან ბერი ვერხვები. მარტოსული და მატოკაცი შენს ბაღს ვესტუმრე, ვერც საჩუქარი რამ მოგართვი, მხოლოდ ლექსები. ბედის ვიცი და არც თქვენ სწყალობთ, თურმე, ერთგულებს... ალაზნის ველზე უფალს მადლი ჩამოუბერტყავს. გულს ოცნებებზე სამდურავი ვერ ვათქმევინე. ძველ სამრეკლოში მიმწუხრისას რეკენ ზარები, სად ხარ ჩემო... წვიმას აპირებს, სანატრელო, წვიმას აპირებს, ვინძლო ჩამიქროს ზმანებები, დროს აცდენილი – ცივ-გომბორიდან დაძრულ ნისლებს გაიმანდილებ, სახეს გილანძავს ლექსით სავსე ჩემი წერილი. ნამალავ ცრემლებს გულის-გულში გაინაპირებ. ეგ თბილი სევდაც ჩემი ლექსის ბრალი მგონია. დუმს როიალი. ეძალება მრუმე მაქმანებს. ვარდნარში შაშვი სიყვარულის სტვენს სიმფონიას... მაგრამ საჩემო, რა ხანია, ჩაქრა სანთელი. გულს ოცნებებზე სამდურავი ვერ ვათქმევინე. ძველ სამრეკლოში მიმწუხრისას რეკენ ზარები, სად ხარ ჩემო...
არაბული
Number of posts : 182 Age : 31 Location : Job/hobbies : Humor : Registration date : 27.12.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Thu Feb 12, 2009 1:51 pm
ეგება
ფშავს მივალ, ავცდი შარახევს, მზესთან სიტყვა მაქვს დარისა, მუქოს მელიან სწორები, სული წინ მიიჩქარისა...
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sun Mar 01, 2009 11:48 am
გ ი ლ ო ც ა ა ა ვ თ !
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sun Mar 01, 2009 11:59 am
მარტი?
“მარტი გიჟია და სულელია,” დილიდან უღმერთოდ თოვს, ჩანს, ჩვენს გაჩენაში ღმერთი ურევია, ვიღაცა სიყვარულს გვთხოვს... მარტი? გადარეულია ეჭვისაგან, გაბრაზებულ გოგოს ჰგავს, ის ვიღაც ჩვენც თუ შეგვიყვარდა, მერე შენს მტერსა და ავს... მარტი? შლეგია და შეშლილია, ცოტა ჭორიკანაც თან, სხვებზე უფრო თავის გვეშინია, გულმა არ გვაცდუნოს ხვალ... მარტი? ცოდვილია, ქარაფშუტა, ურევს მზის სხივსა და თოვლს, ძველი მოლოდინიც არ დასრულდა, ვიღაც სხვაც სიყვარულს გვთხოვს...
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sun Mar 01, 2009 12:22 pm
დღეს დილას, ადრე, ჩემმა 20-25 წლის უნახავმა თანაკლასელმა დამირეკა და გაზაფხული მომილოცა ლექსით, რომლის ავტორიც თურმე მე ვყოფილვარ და არ კი მახსოვდა.არც არსად მეწერა და არც გამახსენდებოდა, რომ არ ქეთევანი. აი, გახსენებული ლექსი...
* * * რაღაც უჩვეულოს ველოდი, მოხდა კი სრულიად უბრალოდ, ჩვეული ღიმილით შემომხვდი, თვალები კი გქონდა უბადლო... მაგრამ მე სხვა თვალებს ველოდი, ცეცხლივით რომლებიც დამწვავდა, ვაი, რა უბრალოდ შემომხვდი, ოცნებაც რა მალე დამთავრდა... იქნებ შენც სხვა თვალებს ელოდი, სხვა ღიმილს და ახლა შენც იცდი. იქნებ მეც უბრალოდ შემოგხვდი, ვინ იცის?! მაინც რა უბრალოდ შემომხვდი?!
სანათა
Number of posts : 328 Age : 62 Registration date : 10.11.08
Subject: Re: მარიამ ხუცურაული Sun Mar 01, 2009 12:46 pm
მარტივით ლამაზი ქალები
გათოვდა, ჩემს მარტში გათოვდა, ამივსო სული და თვალები, სავსეა ქუჩები მარტით და მარტივით ლამაზი ქალებით. თოვს და თოვას, აავსო თბილისი, ნეტავ, თუ გამოიამინდებს, ვიცი, მეც მარტს ვგავარ შარიანს, რა მინდა, კაცი ვერ გამიგებს... მარტის ამინდივით ვიცვლები, ნიღაბზე კვლავ ნიღაბს ვიკეთებ, ძლივს მიძლებ, ძლივს მიძლებ და მაინც სხვისთვის ფიქრადაც ვერ მიმეტებ... თოვს, მარტი ან როგორ გაივლის, ჩვეულად არ გამოურიოს, ჩემშიც ხომ ის ქალი გაგიჟებს, ფიქრს რომ არ გაკლებს და კურიოზს... თოვს და თოვს, ტაროსი გაგიჟდა, დაგვწამლა მზისაგან მთვრალები, მე ვიცი, რად გიყვარს მარტი და მარტივით "შეშლილი" ქალები!