არმური Armuri
არმური
არმური Armuri
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 არმური - ნისლი მთათა ზედა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptySun Nov 09, 2008 4:16 pm

არმური - ნისლი მთათა ზედა Armuri

ნისლი -
(17, 10 ფსლმუნი)
მზის სიმხურვალე წყალთა და ქვეყანათა ნოტიოთაგან და ცვართა ორთქლთა აღკრებს და შეიქმნების ნისლად, უკეთუ მრავალნი აღიღო მისგან, იქმნება წვიმანი და თუცა მცირენი აღიღო, მანანად შეიქმნების. ნისლნიცა ესრეთ განიყოფიან: მცირესა და თხელ ნისლს ეწოდების ფოშფოში; და არიან ნისლი ხმელი, მსგავსი მტვერთა, ეწოდების ბორიაყი; ხოლო ნისლსა ნოტიოსა ბორი და ნისლსა მონათოვსა ბუერი და ნისლსა ზრქელსა და ძლიერად მქროლელსა, რომელი შეკრბება თავთა ზედა მთათასა, არმური.

სულხან-საბა ორბელიანი - "ლექსიკონი ქართული".


Last edited by გამრიგე on Tue Jan 04, 2011 10:49 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Dec 25, 2008 8:03 pm



მე ნისლებ მიყვარან...

დგანან მაღალ ახადზე თუ ცაბაურთაზედ, კარატის წვერზე ჰხვივიან თუ მათურაზე სევდიანობენ...
ნელი-ნელ მიიწელებიან ბორბალოსკენ... რომ მერე ხევსურეთისკენ თუ მთიულეთისკენ გადავიდნენ...
ანდა არაგვსა თუ იორს დაუყვებიან დაბლა, ბარისკენ - ჩამოიღრუბლებიან ქვემოთ-ქვემოთ და ტირიან ხოლმე, ეთხოვებიან ამ მაინც ლამაზ სამზეოს.
ბარისკენ ჩამოღრუბლული ნისლები მედარდება ხოლმე და ამას შევჩივლებ ხოლმე სანათას, ვისაც ნისლებისა მარტო ინჩი-ბინჩი კი არა, ბევრად მეტი გაეგება... შევჩივლებ და თან ვბრაზობ ხოლმე - იქ, მაღლა არიან ნისლები, თორემ აქ ხომ სულ ღრუბლებად ჩამოდიან...
აგერ, გომბორ-გომბორ ბაკურციხემდის ჩასულებს ისე უტირიათ, მეწყერი მოუწყვეტიათ გუშინა და ყურყურაზე ისე გადაუკეტიათ თბილისისკენ მიმავალი შარაგზა, რომ ვეჯინამდე დაუყენებიათ მანქანების რიგი - ეგეთა დიდი ძალა აქვს ნისლების ტირილსა...
აქეთ მხარეზე ხო სულ დიდი ვაჟაის მამულებია და იმას უთქვამს - დამიტირებენ ჩემი წაწლნი, იანიო... ისიც ხომ უთქვამს და უთქვამს, რომ ნისლი ფიქრია მთებისაო.
მე კიდევ იმას ვინატრებდი და იმას შევთხოვდი პატრონსა, რომ იმის ღირსი გავეხადე - ჩემ წაწლებს - ნისლებს - მთების ფიქრებს დავეტირებინე...
სხვა არც არა მინდა რა...

წავალ ახლა და სანამ ობოლი ცრემლი ჩამომიგორდება, კიდევ ერთ სანათაურა ლექსს დაგიდებთ აქა, ისიც "ნისლების ციკლიდან" არისა:


მათურის ნისლო
(ციკლიდან "ნისლები")

1.
მათურის ნისლო, სადაროვ,
ჩემ ოცნებებად დართულო,
რაად არ ჩემკე სწუხდები,
რაად მწვერვალთა ჰნატრულობ?!
ვერ გამიბედავ, მაგხელო,
უმზეო დღეთა იელო,
ჩემ უძილობის სახელო,
მათურის ნისლო, ტიელო...


2.
მთადამთა მზემდე ვიარდი,
ერთ თავზე ხელი ამეღო,
ცოლად მაინც არ ვივარგებ,
ბარში ვერ გავილაღებო...
მთაში შენ არ გამასდგები,
ჩემ წაწალს ვერ სადარებო,
მეტ რაღა გინდა დამმართო,
ქალ-ნისლ რო შეგიყვარებო...


Last edited by Admin on Tue Feb 26, 2019 11:14 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Dec 25, 2008 8:17 pm

არმური - ნისლი მთათა ზედა Hpim2212udw0
ეს ზამთრის მუცო არის.

Shocked
ვაი სირცხვილო და, - მე იმდენი კი ვიცი, ნისლები როგორ იქცევიან გაზაფხულზე, ზაფხულში ხო ვიცი და ვიცი, და შემოდგომაზეც ეგრევე...

აი, ზამთარში როგორ იქცევიან ნისლები მთაში, - აეს არ ვიცი მე კარგად. ალბათ, სულ დაჯანღულ-ჩამობურულები არიან, არა?
ერთხელ ვერ დავრჩი მთაში ისე, რომ ერთად მოვხვედრილიყავით იქა მე და ზამთარი...

ჰოდა, ვინც იცით ზამთრის მთა - აი, ეს მოგვიყევით აქა. გაგონილი და ტელევიზორის ყუთით ნანახი, არ მინდა, - ეგრევე შევატყობ.
ნამდვილ ზამთარზე მომიყევით, ნამდვილ მთის ნამდვილ ზამთარზედა... და როგორ იქცევიან მაშინ ნისლები...
აბა, ვის შეუძლია?

Idea
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
არგანი
Into Armury
Into Armury
არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Dec 25, 2008 8:50 pm

ზამთარში, მთაში შემოდგომა - გაზაფხულის ნისლს რა უნდა, ბიჯოუ!
ზამთარში ბური იცის. მხოლოდდამხოლოდ ბ უ რ ი. დაიბურება (ბური-თოვლიანი ნისლი-საბა)და მოთოვს ან მოჰყინავს და მოაკაშკაშებს დღისითაც და ღამითაც ცას .
ამიტომ არასწორია, როდესაც ვამბობთ, დაბურული ტყეო და ვგულისხმობთ, უღრან, ხშირფოთლიან (მზის სხივი რომ ვერ აღწევს) ტყეს.
რა თქმა უნდა, თუ მხატვრულ სახედ არ ჩავთვლით. Wink
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyFri Dec 26, 2008 9:00 am

არგანის შენიშვნა მართალია.
ხშირსა და გაუვალ ტყეს ქართულად საოცარი სახელი ჰქვია_"ტევრი".
ასეა ეს, ჩემო ძმაო და ბიჯოუ,
ვინც ამას არ დაგვიჯერებს,
უნდა ვუძახოთ:"ბრინჯოუუუუუ!"
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyFri Dec 26, 2008 10:56 am

არგანი wrote:
ზამთარში, მთაში შემოდგომა - გაზაფხულის ნისლს რა უნდა, ბიჯოუ!
ზამთარში ბური იცის. მხოლოდდამხოლოდ ბ უ რ ი. დაიბურება (ბური-თოვლიანი ნისლი-საბა)და მოთოვს ან მოჰყინავს და მოაკაშკაშებს დღისითაც და ღამითაც ცას .
ამიტომ არასწორია, როდესაც ვამბობთ, დაბურული ტყეო და ვგულისხმობთ, უღრან, ხშირფოთლიან (მზის სხივი რომ ვერ აღწევს) ტყეს.
რა თქმა უნდა, თუ მხატვრულ სახედ არ ჩავთვლით. Wink

drunken

"ეს ამბავი დიდს, შავს, დაბურულს ტყეში მოჰხდა, სოფლებზე და ქალაქებზე ძლიერ დაშორებით. რა ამბავიო? იკითხავთ. ჩხიკვთა ქორწილზე მოგახსენებთ..."
ვაჟა-ფშაველა, "ჩხიკვთა ქორწილი".


ვაჟა-ფშაველას პროზა იმითაც არის გამორჩეული, რომ ძალიან ზუსტად წერდა...

და როგორ მოვიქცეთ ეხლა, ვაჟიკა კაწალხეველმა მე და ვაჟა-ფშაველას უნდა გვეძახოს - თქვე "ბრინჯებო" თქვენაო?!

Wink
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyFri Dec 26, 2008 6:49 pm

მთელი ყურადღება იმაზე მქონდა გადატანილი,რომ ხშირ ტყეს ტევრი ჰქვია.ამ ლამაზმა სიტყვამ დაჩრდილა დანარჩენი და პასუხიც ზედაპირული გამომივიდა...

ბობოც,ვაჟაც და არგანიც
ვართ მქუხარე ბიჭებიო.
ვინც ამას არ დაიჯერებს,
იქნებიან ბრინჯებიო!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
არგანი

Male
Number of posts : 293
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyFri Dec 26, 2008 7:41 pm

მე მახსოვდა, "ეს ამბავი დიდ დაბურულ ტყეში, რომ მოხდა...",თუ ეს "დაბურული" მხატვრული სახე არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაჟა-ფშაველამ მთლად ზუსტად ვერ დაახასიათა უსიერი ტევრი...
რა მოხდა, შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია.
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyFri Dec 26, 2008 8:39 pm

ვაჟიკა კაწალხეველმა
ექსპრომტად შამოთვალაო:
"ზოგჯერ არ უნდა ამოხსნა
ლამაზი გამოცანაო...

კარგია დაბურულ ხევში
ქეიფი წყაროსთანაო!"
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyFri Dec 26, 2008 9:47 pm

და კიდევ "ხმელი წიფელი":
"...საამურია,გაყინული ხეები გაზაფხულის სითბოთი ზოგნი რომ გაიფოთლებიან და სხვანი აყვავდებიან.მიბუნდულს,უღრანს,ბნელს,დაბურულს ტყეს ხომ რა შეედრება!..."

Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
ვაჟა ხორნაული

Male
Number of posts : 1344
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptySat Dec 27, 2008 8:39 am

არგანი wrote:
მე მახსოვდა, "ეს ამბავი დიდ დაბურულ ტყეში, რომ მოხდა...",თუ ეს "დაბურული" მხატვრული სახე არ არის, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაჟა-ფშაველამ მთლად ზუსტად ვერ დაახასიათა უსიერი ტევრი...
რა მოხდა, შეუმცდარი მხო

არგანო,ძმაო მაგარო,
თუნდა მარჯვენა მომჭერა,_
ვაჟა-ფშაველა ზედიზედ
არ შესცდებოდა ორჯერა!
Back to top Go down
http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მათე
Way at Armury
Way at Armury
მათე

Female
Number of posts : 28
Age : 56
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Jul 28, 2011 12:54 am

არმური - ნისლი მთათა ზედა 68279_178125605550150_100000581353268_543463_1022340_n

ნათლის ბატონმა, მზისფერმა,
ბნელეთის ბატონს სძლიაო.....
გაიღიმილა პირიმზემ,
უფალმა მომიხილაო......
Back to top Go down
მათე
Way at Armury
Way at Armury
მათე

Female
Number of posts : 28
Age : 56
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Jul 28, 2011 1:02 am

კიდევ მაქვს ორი კარგი ფოტო ამ თემაზე, მაგრამ ქ გახსნილად რომ ჩანდეს, ვერ გავიგე, როგორ ავტვირთო და გავჩერდი. Very Happy
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 6075
Registration date : 09.11.08

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Jul 28, 2011 1:59 am

მათე wrote:
კიდევ მაქვს ორი კარგი ფოტო ამ თემაზე, მაგრამ ქ გახსნილად რომ ჩანდეს, ვერ გავიგე, როგორ ავტვირთო და გავჩერდი. Very Happy

https://armuri.georgianforum.com/t130-topic – ჯერ ეს უნდა ნახო და ატვირთავ.
Back to top Go down
https://armuri.georgianforum.com
მათე
Way at Armury
Way at Armury
მათე

Female
Number of posts : 28
Age : 56
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Jul 28, 2011 2:23 am

არმური - ნისლი მთათა ზედა 47656_178124255550285_100000581353268_543454_6354627_n

მთაო, შემინახე, მზის ეს იდუმალი ნაქარგები, ნისლი აფარე....
Back to top Go down
მათე
Way at Armury
Way at Armury
მათე

Female
Number of posts : 28
Age : 56
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა EmptyThu Jul 28, 2011 2:26 am

არმური - ნისლი მთათა ზედა 154887_174619225900788_100000581353268_518658_8115320_n

ანგელოზთა კარი.....
Back to top Go down
Sponsored content




არმური - ნისლი მთათა ზედა Empty
PostSubject: Re: არმური - ნისლი მთათა ზედა   არმური - ნისლი მთათა ზედა Empty

Back to top Go down
 
არმური - ნისლი მთათა ზედა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: