არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 წერილები: ბ.ჩ.

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

წერილები: ბ.ჩ. Empty
PostSubject: წერილები: ბ.ჩ.   წერილები: ბ.ჩ. EmptySat Feb 09, 2019 11:32 pm



ბელა ჩეკურიშვილი

ჰე­ლე­სა - ამ­ბა­ვი ლა­ზებ­ზე

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი­სა და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სხვა ავ­ტო­რებ­თან ერ­თად აპო­ლო­ნი­ოს რო­დო­სე­ლიც წერ­და თა­ვის "არ­გო­ნავ­ტიკ­ში".

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ კოლ­ხე­თის დაბ­ლობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა "ჰე­კა­ტეს ბა­ღი", სა­დაც 40-ზე მე­ტი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე მოჰ­ყავ­დათ. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვად სიტყ­ვა "მე­დი­ცი­ნა" მომ­დი­ნა­რე­ობს კოლ­ხ­თა მე­ფე აიეტის ქა­ლიშ­ვი­ლის, მკურ­ნა­ლი მე­დე­ას სა­ხე­ლი­დან. უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის წი­აღ­ში, მკურ­ნალ­თა არა­ერ­თი საგ­ვა­რე­უ­ლო შტო იშ­ვა, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი წა­მა­ლი შექ­მ­ნეს. ამის მა­გა­ლი­თია თურ­მა­ნი­ძის, ას­კუ­რა­ვე­ბის, ბე­რუ­ლა­ვე­ბის, ნაჭყე­ბი­ე­ბის მა­ლა­მო­ე­ბი თუ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის საზღ­ვაო კი­ნო­რო­მა­ნი "ჰე­ლე­სა", რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა "უს­ტარ­მა", სწო­რედ ქარ­თ­ველ­თა ამ უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­ით არის ინ­ს­პი­რი­რე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს, რო­გორც წიგ­ნის სა­თა­უ­რი­დან ვი­გებთ, ტექ­ს­ტი წარ­მოდ­გე­ნი­ლია ფე­ლუ­კა "კირ­ბი­შის" ბო­ლო მოგ­ზა­უ­რო­ბის ქრო­ნი­კე­ბად, ან­და თუ გნე­ბავთ, ლა­ზი მხატ­ვ­რის ჰა­სან ჰე­ლი­მი­შის გა­ცოცხ­ლე­ბულ ნა­ხა­ტე­ბად.

წიგნს თან ერ­თ­ვის სი­ნოფ­სი­სი თურ­ქულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე, რაც ემ­სა­ხუ­რე­ბა მის პრე­ზენ­ტა­ცი­ას უცხო­ე­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი­სათ­ვის. მსგავ­სი და­ნარ­თე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა და­სავ­ლეთ­ში, რა­საც გა­მომ­ცემ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით მი­მარ­თა­ვენ სა­რეკ­ლა­მოდ და საც­ნო­ბა­როდ. რომ გა­დავ­ხე­დოთ სი­ნოფსს, ერ­თი ფრა­ზით გა­ვი­გებთ ნა­წარ­მო­ე­ბის ში­ნა­არსს.

რო­მა­ნის იდეა აიეტის მი­თი­დან იღებს სა­თა­ვეს და მის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. კირ­ბიშ­თა გვა­რი წამ­ლის დამ­ზა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ფლობს, ისი­ნი ამ სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ნა­ხად ზღვა­ში გა­დი­ან ფე­ლუ­კა­თი და იქ, ქოთ­ნებ­ში მოჰ­ყავთ ბა­ლა­ხი, სა­ი­და­ნაც წა­მალს ამ­ზა­დე­ბენ. მი­თის მი­ხედ­ვით, რო­დე­საც იაზონ­მა და მე­დე­ამ, მე­დე­ას ძმა აფ­რის­ტე მოკ­ლეს, მი­სი ნეშ­ტი სამ ად­გი­ლას და­ა­საფ­ლა­ვეს: მაკ­რი­ალ­ში (დღეს თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა), პეტ­რას­თან და რუ­მი­ნეთ­ში, პორტ კონ­ს­ტან­ცას მახ­ლობ­ლად, სა­დაც დღე­საც არ­სე­ბობს სო­ფე­ლი ლა­ზუ. კირ­ბი­შებ­მა სა­მი­ვე ად­გი­ლას უნ­და ილო­ცონ აფ­რის­ტეს სა­ხელ­ზე, რა­თა მის­ტი­კუ­რი ძა­ლა წა­მო­ი­ღონ.

წიგ­ნის სა­თა­უ­რი "ჰე­ლე­სა" ლა­ზუ­რი სიმ­ღე­რის სა­ხე­ლია. "ლე­სა" ის მოწ­ნუ­ლი გი­დე­ლია, რო­მელ­საც ლა­ზე­ბი მდი­ნა­რე­ში ჩა­კი­დე­ბენ ხოლ­მე თევ­ზის და­სა­ჭე­რად. ზოგ­ჯერ ლე­სა ძა­ლი­ან დი­დი იყო და შიგ იმ­დე­ნი თევ­ზი გროვ­დე­ბო­და, რომ მის ამო­სა­ზი­დად მთე­ლი სო­ფე­ლი იკ­რი­ბე­ბო­და. "ჰეი ლე­სა" - ასე­თი იყო შე­ძა­ხი­ლი.

"ეს მის­ტი­კუ­რი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც ჩვენს წი­ნაპ­რებ­თან - ლა­ზებ­თან გვაბ­რუ­ნებს. ისი­ნი, ვინც ჩვე­ნი გა­ნა­ყო­ფია და მე-16 სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აღარ უცხოვ­რი­ათ"- ამ­ბობს მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი.

სა­თა­ურ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი "კი­ნო­რო­მა­ნი" , ნა­წარ­მო­ე­ბის სტუქ­ტუ­რულ აგე­ბუ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნავს. ეს მო­დერ­ნის­ტუ­ლი ტექ­ს­ტია, რო­მე­ლიც ავ­ტორ­მა კო­ნოს ხერ­ხებ­ზე ააწყო. ნა­წარ­მო­ე­ბი და­ყო­ფი­ლია ეპი­ზო­დე­ბად - სულ 105 ეპი­ზო­დია, რო­მელ­თაც აქვთ ახ­ლო, შო­რი და სა­შუ­ა­ლო ხე­დი.

"ვცდი­ლობ­დი, რო­გორც კა­მე­რა მოძ­რა­ობს და გა­და­ად­გილ­დე­ბა, ისე ემოძ­რა­ვა თხრო­ბას. ამას აბ­ზა­ცე­ბით ვქმნი­დი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ქა­ლის ხელს აღ­ვ­წერ, ამას ახ­ლო ხე­დის ეფექ­ტი აქვს, რო­ცა ხე­ლი ჰა­ერ­ში იწე­ვა, ან­და რო­ცა და­ნას ის­ვ­რის კა­მე­რა შორ­დე­ბა ეკ­რანს. ვცდი­ლობ­დი, ეპი­ზო­დე­ბი ისე ამე­გო, რო­გორც ააგებ­და რე­ჟი­სო­რი. თხრო­ბის ეს ფორ­მა თვი­თონ ამ­ბავ­მა მო­ითხო­ვა. ეს არის ძა­ლი­ან ცოცხა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და დი­ნა­მი­უ­რი ტექ­ს­ტი. რომ­ლის მო­ყო­ლა ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხე­ბით არ გა­მო­მი­ვი­დო­და. ემო­ცია და­მე­კარ­გე­ბო­და" - გან­მარ­ტავს მწე­რა­ლი.

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ლა­ზე­ბი არი­ან. ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე, რო­მელ­მაც მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იმოგ­ზა­უ­რა ლა­ზურ სოფ­ლებ­ში, წერ­და: ლა­ზე­ბის ცხოვ­რე­ბა ზღვის ტალ­ღებ­ზე და­ირ­წაო. არ­სე­ბობს ამ­გ­ვა­რი ან­და­ზაც - "ლა­ზის ბა­ღი ზღვააო". რაც მი­უ­თი­თებს ამ ხალ­ხის ზღვა­ოს­ნურ ტრა­დი­ცი­ა­ზე. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ თურ­ქე­თის ფლოტ­ში უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ლა­ზე­ბი არი­ან. კო­მუ­ნის­ტე­ბის ხა­ნა­ში და დღე­საც ხში­რად გა­ვი­გებთ გა­მო­ნათ­ქ­ვამს, რომ ქარ­თ­ვე­ლებს ზღვას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­დათ და ვი­ვიწყებთ ლა­ზებს, რო­მელ­თა ფე­ლუ­კე­ბი უს­წ­რა­ფე­სად დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ ზღვა­ზე.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: "გი­ორ­გი კა­ლან­დი­ას ფილ­მ­ში არის ეპი­ზო­დი, რო­დე­საც ლა­ზე­ბი გა­დი­ან ზღვა­ში და უმ­ღე­რი­ან მას, რომ ზღვამ თევ­ზი მის­ცეს. ეს არ არის სხვა ერი, ეს ქარ­თუ­ლი ტო­მია, ის­ტო­რი­ის გა­მო ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას მოწყ­ვე­ტი­ლი. რო­მან­ში აღ­წე­რილს მოქ­მე­დე­ბებს - დელ­ფინ­ზე ნა­დი­რო­ბას, ბა­დის გა­დაგ­დე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბას, ზღვის ჩი­რაღ­დ­ნე­ბით გა­ნა­თე­ბას, შეხ­ვ­დე­ბით მხატ­ვარ ჰა­სან ჰე­ლი­მი­შის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. მის ნა­ხა­ტებ­ში შეგ­ვიძ­ლია ვნა­ხოთ ამ რო­მან­ში აღ­წე­რი­ლი ბევ­რი სცე­ნა. ეს ხო­ფა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლა­ზი მხატ­ვა­რია, რო­მელ­მაც კარ­გად იცო­და თა­ვი­სი ხალ­ხის ტრა­დი­ცი­ე­ბი. რო­მა­ნის შექ­მ­ნამ­დე, წლე­ბის მან­ძილ­ზე ვსწავ­ლობ­დი ლა­ზე­ბის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რას, ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე ფიქ­რი ჯერ კი­დევ 80 იანი წლე­ბის და­საწყის­ში და­ვიწყე, რო­დე­საც ფრი­დონ ხალ­ვა­ში მიყ­ვე­ბო­და თურ­ქეთ­ში დარ­ჩე­ნილ თა­ვის ნა­თე­სა­ვებ­ზე. იმი­სათ­ვის რომ მა­მი­და ენა­ხა, იგი მოს­კოვ­ში ჩა­დი­ო­და და იქი­დან მიფ­რი­ნავ­და სტამ­ბოლ­ში, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ სოფ­ლ­ში უნ­და წა­სუ­ლი­ყო. ასე­თი იყო მა­შინ­დე­ლი რე­ა­ლო­ბა. გა­ვე­ცა­ნი იაშა თან­დი­ლა­ვას ნაშ­რომს "ლა­ზე­თი", ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია ლა­ზუ­რი პო­ე­ზია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მო­ი­ცა 100 ლა­ზუ­რი ლექ­სი. რო­ცა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, ლა­ზებ­მა ისე­თი­ვე კა­ფი­ო­ბა იცი­ან, რო­გორც ფშავ­ლებ­მა, გა­მიკ­ვირ­და, ეს ორი გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად და­შო­რე­ბუ­ლი კუთხე რო­გორ სა­ოც­რად ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს. წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნი ქე­თი გი­გაია, სტამ­ბოლ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის სტამ­ბის დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც მითხ­რა, რომ თურ­ქეთ­ში 15 მი­ლი­ო­ნი ლა­ზი ცხოვ­რობს. თუ ამას და­ვა­მა­ტებთ მეს­ხებ­საც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­ხე­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოა დარ­ჩე­ნი­ლი იქით. რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თან და რო­გო­რი პა­სი­უ­რია ეს კონ­ტაქ­ტე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად რე­ლი­გი­ის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბი­სა, რო­დე­საც კულ­ტუ­რუ­ლი და ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი არ გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა ამ ფეს­ვე­ბის და გრძნო­ბე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბა მოხ­დეს".

ჰე­ლე­სა­ში მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბის მი­ხედ­ვით, რო­გორც იაზო­ნი შე­უყ­ვარ­დე­ბა მე­დე­ას და ოქ­როს საწ­მისს გა­ა­ტანს მას, ასე­ვე მეი კირ­ბიშს შე­უყ­ვარ­დე­ბა იაშარ ბა­დი­ში და გა­უმ­ხელს მას სა­კუ­თა­რი საგ­ვა­რე­უ­ლო წამ­ლის სა­ი­დუმ­ლოს. თა­ვის მხრივ ბა­დი­ში იყე­ნებს ამ სიყ­ვა­რულს, რა­თა წამ­ლის სა­ი­დუმ­ლო უცხო­ე­ლებს მიჰ­ყი­დოს და ფუ­ლი იშო­ვოს. მაგ­რამ უფ­ლის რის­ხ­ვა მშფოთ­ვა­რე ზღვის სა­ხით თავს და­ატყ­დე­ბა მათ. წიგ­ნის ავ­ტო­რი ავი­თა­რებს იდე­ას, რომ სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც შე­ნი სუ­ლის ნა­წი­ლია და შენს იდენ­ტო­ბას გა­მო­ხა­ტავს, სხვას არ უნ­და მის­ცე. გე­მი იღუ­პე­ბა, ხო­ლო გა­დარ­ჩე­ნი­ლი მეი კირ­ბი­ში იწყებს ფიქრს - რა შე­ე­შა­ლა. მას ეღუ­პე­ბა მა­მა და ძმა. ფი­ნალ­ში იგი მარ­ტო გა­დის ზღვა­ში თა­ვი­სი ფე­ლუ­კით. ავ­ტორ­მა შეც­ვა­ლა მე­დე­ას მი­თი. მეი ფიქ­რობს იმა­ზე, რომ არ­სე­ბობს რა­ღაც, რაც არც იყი­დე­ბა და არც გა­ი­ცე­მა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნი კარ­გავს სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბას. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც მთა­ვარ სა­კითხად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბის გა­დარ­ჩე­ნა დგას, ავ­ტო­რის მე­სი­ჯი გა­სა­გე­ბია, თუმ­ცა, ეს სა­კითხი არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო მე­დე­ას დროს. მი­თის მი­ხედ­ვით, ოქ­როს საწ­მი­სის გა­ცე­მის სა­ნაც­ვ­ლოდ მე­დე­ამ ყვე­ლა ის ნი­ჭი და უნა­რი და­კარ­გა, რაც მას სამ­შობ­ლო­ში ჰქონ­და. შე­სა­ბა­მი­სად, უსარ­გებ­ლო ადა­მი­ა­ნად იქ­ცა იაზო­ნის­თ­ვის.

ამა­ვე დროს ახა­ლი რო­მა­ნით, მწე­რა­ლი ცდი­ლობს, გა­მო­ხა­ტოს ის სათ­ქ­მე­ლი, რის ჩვე­ნე­ბა­საც ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ცდი­ლობ­და "შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბი­დან" მო­ყო­ლე­ბუ­ლი: რაც უნ­და გა­რე ზე­წო­ლა გქონ­დეს, მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის გა­დარ­ჩე­ნაა. "ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძეს აქვს ნათ­ქ­ვა­მი, ქარ­თ­ვე­ლე­ბი არაფ­რით გა­მორ­ჩე­ულ­ნი არ ვართ და ძა­ლი­ან ად­ვი­ლია გავ­ქ­რეთ, მაგ­რამ ამით ქვეყ­ნი­ე­რე­ბის ჭრელ ხა­ლი­ჩას ერ­თი ფე­რი მო­აკ­ლ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან საწყე­ნიაო. ვთვლი, რომ ამ ხა­ლი­ჩა­ზე სა­კუ­თა­რი ფე­რის გა­დარ­ჩე­ნაა მთა­ვა­რი"- ამ­ბობს იგი.

რო­მან­ში მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი მი­მარ­თავს ლე­გენ­დას წმინ­და ფო­კა სი­ნო­პელ­ზე, შე­მოჰ­ყავს ევ­რო­პუ­ლი საზღ­ვაო მი­თო­ლო­გი­ის გმი­რი კლა­ბა­უ­ტერ­მა­ნი და ა.შ. რი­თაც მწე­რა­ლი ცდი­ლობს, ქარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი ერ­თი­ან ევ­რო­პულ კულ­ტუ­რულ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ი­აზ­როს. მწერ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბა ხომ ისი­ცაა, რომ ელა­პა­რა­კოს მთელ დე­და­მი­წას და არა ერთ კონ­კ­რე­ტულ ერს.

კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­როს ფო­რუმ დი­ა­ლოგ­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და თურ­ქი გა­მომ­ცე­მე­ლი ბილ­გე სან­სი. ეს ფო­რუ­მი იმი­თაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ სტუმ­რე­ბი ეც­ნო­ბი­ან რო­გორც ქვე­ყა­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რას, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ ავ­ტო­რებს. რო­დე­საც ბილ­გე სან­ს­მა "ჰე­ლე­სას" სი­ნოფ­სი­სი ნა­ხა, მწე­რალს შეს­თა­ვა­ზა, თურ­ქულ ენა­ზე ერ­თი თა­ვი ეთარ­გ­მ­ნა და საჩ­ვე­ნებ­ლად გა­და­ეგ­ზავ­ნა. გა­მომ­ცე­ლო­ბა "უს­ტარ­ში", სა­დაც ეს წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და, შექ­მ­ნი­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ა­გენ­ტო, სწო­რედ მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის თარ­გ­მ­ნი­სა და უცხო­ელ გა­მომ­ცემ­ლებ­თა და­კავ­ში­რე­ბის მიზ­ნით. "ჰელ­სა­დან" საც­დე­ლი ნაწყ­ვე­ტის თარ­გ­მ­ნაც აქ კეთ­დე­ბა, რო­მე­ლიც თურქ გა­მომ­ცე­მელ­თან გა­იგ­ზავ­ნე­ბა. თუ­კი მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის რო­მა­ნი თურ­ქულ ენა­ზე გა­მო­ი­ცე­მა, ეს ის შემ­თხ­ვე­ვა იქ­ნე­ბა, რო­ცა წიგ­ნი თა­ვის მკითხ­ველს ზუს­ტად მი­აგ­ნებს - ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკითხ­ვე­ლის გარ­და წიგ­ნი ხომ ლა­ზე­ბის­თ­ვი­სა­ცაა გან­კუთ­ვ­ბ­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც მას მხო­ლოდ თუქ­რულ ენა­ზე წა­ი­კითხა­ვენ.

რო­მანს აქვს ავ­ტო­რის მი­ნა­წე­რი, სა­დაც აღ­ნიშ­ნავ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ვალ­შია ლა­ზე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც ჩვენს გა­რე­შე იცხოვ­რეს. ეს სა­კითხი კო­მუ­ნის­ტე­ბამ­დეც მწვა­ვედ იდ­გა და ალ­ბათ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა იყო სა­ჭი­რო, რომ ეს ქარ­თუ­ლი ტო­მი ცალ­კე არ დაგ­ვ­რ­ჩე­ნო­და. "მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი მხრი­დან ყო­ვე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ნა­ბი­ჯი ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ამ ხალ­ხ­ში აღორ­ძინ­დეს ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, შე­ვახ­სე­ნოთ, ვი­სი გო­რი­სა­ნი არი­ან, რა­ტომ აქვთ ბორ­ჯღა­ლი ხე­ებ­ზე, ჩუ­ქურ­თ­მი­ა­ნი ოდა სახ­ლე­ბი და თუნ­დაც ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი"- ამ­ბობს მწე­რა­ლი.

„24 საათი“, 01.06.12
სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/2012-06-01/29298.html

Arrow

ბელა ჩეკურიშვილი

კრე­ბუ­ლი ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბე­ბით

24 საათი 03.10.12


მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი “არ­სა­ი­დან არ­სა­ით­კენ”, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­მოს­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა “სა­უნ­ჯემ”, აერ­თი­ა­ნებს 38 “ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბას” და ერ­თ­საც დიდს - რო­გორც წიგ­ნის სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დი გვამ­ც­ნობს.

ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბე­ბი პა­ტა­რა პო­ე­ტუ­რი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბია, რომ­ლის წე­რის ტექ­ნი­კაც, შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ იაპო­ნელ ძენ-ბუ­დის­ტ­თა სა­ტორს - რა­ი­მე­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და ჩაღ­რ­მა­ვე­ბის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი გას­ხი­ვოს­ნე­ბის ეფექტს, რო­მე­ლიც მწერ­ლის მი­ერ სიტყ­ვად ით­ქ­მე­ბა ხოლ­მე. “მე ძენ-ბუ­დის­ტი არა ვარ, უბ­რა­ლოდ ვაკ­ვირ­დე­ბი და დაგ­რო­ვი­ლი სათ­ქ­მე­ლი მთა­ვარ ამ­ბად კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა, მის ჩა­წე­რას ვცდი­ლობ”- ამ­ბობს მწე­რა­ლი. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სკო­ლაა, მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი იმ გზით სი­ა­რულს ცდი­ლობს, “მთა­ნი მაღ­ლ­ნი”, “ფეს­ვე­ბი”, თუ “ქუ­ჩი” რომ იწე­რე­ბო­და, სა­დაც ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი აზ­რის, სუ­რა­თი­სა, თუ პერ­სო­ნა­ჟის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს ამ­ბა­ვი და რა­საც ნო­ვე­ლას ვერ უწო­დებ, უფ­რო ფი­ლო­სო­ფი­უ­რი-ლი­რი­კუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბია. მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ამ ტექ­ნი­კას თუ სტილს არა­ერ­თი მწე­რა­ლი მი­მარ­თავს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თა­ვი­სე­ბუ­რად, ეროვ­ნუ­ლი მწერ­ლო­ბის ტრა­დი­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის “ერ­თი ცი­და მოთხ­რო­ბებს” პირ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ჰყავ­და, რო­მელ­თა კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ხედ­ვით მწე­რა­ლი ხვდე­ბო­და, რამ­დე­ნად იყო მი­სა­ღე­ბი თხრო­ბის ამ­გ­ვა­რი სტი­ლი მათ­თ­ვის, თუმ­ცა, სტილს ალ­ბათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არც აქვს, რო­ცა სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლილ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს კითხუ­ლობ.

დი­დი მოთხ­რო­ბა კი, სა­თა­უ­რით “ცეკ­ვა მკვდრე­ბით”, ევ­რო­პუ­ლი ნო­ვე­ლის ფორ­მა­ტის მოთხ­რო­ბას წარ­მო­ად­გენს, რა­საც რუ­სე­ბი “პო­ვესტს” ეძა­ხი­ან, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცი­რე რო­მა­ნის სა­ხე­ლით მკვიდ­რ­დე­ბა.

მწე­რა­ლი ქვე­სა­თა­ურ­ში გვი­წერს, რომ ეს დე­ტექ­ტი­ვია, თა­ნაც კავ­კა­სი­უ­რი და იმ წლე­ბის ამ­ბავ­ზეა აგე­ბუ­ლი, რო­ცა ერ­თი ტო­მა­რა ფქვი­ლი ერთ გრამ ჰე­რო­ინ­ში იც­ვ­ლე­ბო­და. ამ­ბა­ვი კი, წყვი­ლე­ბის ის­ტო­რიაა, რომ­ლებ­მაც გუ­და­ურ­თან ახ­ლოს იქი­რა­ვეს სას­ტუმ­რო და ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ე­ლებ­თან ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კრი­მი­ნა­ლურ ვაჭ­რო­ბას. ყვე­ლა­ფე­რი იმით მთავ­რ­დე­ბა, რომ უდა­ნა­შუ­ლო წყვი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის პარ­ტ­ნი­ო­რებს ხო­ცა­ვენ, გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი კი ერ­თად იწყე­ბენ იგი­ვე საქ­მის კე­თე­ბას. ამ ამ­ბავ­ში, დე­ტექ­ტი­ვის გარ­და, შა­ვი იუმო­რიც დევს ბე­დის ირო­ნი­ა­ზე. მწე­რა­ლი კი სი­ტუ­ა­ცი­ას იყე­ნებს იმი­სათ­ვის, რომ პერ­სო­ნაჟ­თა ხა­სი­ა­თი გახ­ს­ნას და მა­თი ადა­მი­ა­ნუ­რი სა­ხე გვაჩ­ვე­ნოს.

მოთხ­რო­ბას ეპიგ­რა­ფად უძღ­ვის ამო­ნა­რი­დი ადოლ­ფო ბიოი კა­სა­რე­სის ნო­ვე­ლი­დან “რო­გორ გა­ვითხა­როთ საფ­ლა­ვი” - სა­დაც სწო­რედ ადა­მი­ა­ნებ­ზე ბე­დის­წე­რის თა­მა­შია ნაჩ­ვე­ნე­ბი: “თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად მი­დი­ო­და, რომ ახ­ლა, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად წა­ვი­და, ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, თით­ქოს გან­რის­ხე­ბულ­მა ბედ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უ­დოთ ფე­ხი”.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: “რო­ცა წა­ვი­კითხე ეს ნო­ვე­ლა, დავ­ფიქ­რ­დი, ჩვენ­თან რომ მსგავ­სი რამ მომ­ხ­და­რი­ყო, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და-მეთ­ქი და გა­მახ­სენ­და, ის დრო, რო­ცა ფქვი­ლი ჰე­რო­ინ­ზე იც­ვ­ლე­ბო­და. ამ მოთხ­რო­ბა­ში ბევ­რი რა­მეა სი­ნამ­დ­ვი­ლი­დან აღე­ბუ­ლი. არ მიყ­ვარს ისე­თი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ა­ნაა გა­მიჯ­ნუ­ლი რე­ა­ლო­ბის­გან. რო­დე­საც ვწერ, ვცდი­ლობ, ეს ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბი იყოს ყვე­ლა­სათ­ვის, მათ შო­რის უცხო­ე­ლი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც. ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში იყო ტენ­დენ­ცია, რო­ცა მო­წო­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ: რო­გო­რი კო­ლო­რი­ტუ­ლი მწე­რა­ლია, რო­გორ კო­ლო­რი­ტუ­ლად ამ­ბობ­სო. ამ­გ­ვარ კო­ლო­რი­ტებ­ზე აწყო­ბი­ლი ტექ­ს­ტი კი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა თარ­გ­მ­ნის დროს. ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი თვი­სე­ბა ყვე­ლას გა­სა­გე­ბად მო­ყო­ლი­ლი ამ­ბა­ვი უნ­და იყოს, სა­დაც ხელ­შე­სა­ხე­ბი პე­სო­ნა­ჟე­ბი და ხა­სი­ა­თე­ბი იკ­ვე­თე­ბა. რო­ცა უცხო­ელ რე­დაქ­ტო­რებ­თან თუ კო­ლე­გებ­თან ვსა­უბ­რობ, ხში­რად ვაწყ­დე­ბი მათ გაკ­ვირ­ვე­ბას იმ თე­მებ­ზე, რა­საც ვიწ­როდ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ეწო­დე­ბა. თუმ­ცა, არც მთლად ამ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბის­გან გა­ძარ­ც­ვა წა­ად­გე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას”.

კრე­ბუ­ლი “არ­სა­ი­დან არ­სა­ით­კენ” მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მე­ო­რე წიგ­ნია წელს, კი­ნო­რო­მან “ჰე­ლე­სას” შემ­დეგ. ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს კი, მე­სა­მე წიგ­ნ­საც მი­ვი­ღებთ, ეს 12 მოთხ­რო­ბი­სა­გან შემ­დ­გა­რი კრე­ბუ­ლია, სა­ხელ­წო­დე­ბით “სუ­ლის მდი­ნა­რე”. რო­მა­ნი “ჰე­ლე­სა” ამ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ამე­რი­კა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე MEA (SUMMIT INTERNATIONAL AWARDS) ვერ­ცხ­ლის მედ­ლით და­ჯილ­დოვ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში “ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვ­ლა”, რო­გორც ნი­მუ­ში იმი­სა, რო­გორ შეძ­ლე­ბა მცი­რე ბი­უ­ჯე­ტით გა­მოს­ცე ხა­რის­ხი­ა­ნი და ფარ­თო მკითხ­ველ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი წელს 50 წლის ხდე­ბა, სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ “ჰე­ლე­სას” წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად მას წელს კი­დევ ერ­თი სი­ურ­პ­რი­ზი ელის, ეს იაპო­ნურ ენა­ზე გა­მო­მა­ვა­ლი ქარ­თუ­ლი ან­თო­ლო­გიაა, რო­მე­ლიც დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს იქ­ნე­ბა მზად. ან­თო­ლო­გია სა­მი სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის მწე­რალს აერ­თი­ა­ნებს: ოტია იოსე­ლი­ანს, მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვილს და გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვილს. მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი ამ კრე­ბულ­ში შე­სუ­ლია მოთხ­რო­ბე­ბით “ტყის კა­ცი”, “დი­დი ძუ დათ­ვი” და “ზამ­თარ­მა მო­იქ­ნია კუ­დი”. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მოთხ­რო­ბე­ბი წიგ­ნის იაპო­ნელ­მა რე­დაქ­ტო­რებ­მა თა­ვად შე­არ­ჩი­ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ იმ ეს­თე­ტი­კი­თა და იდე­უ­რი ქვე­ტექ­ს­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რაც მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და იაპო­ნე­ლი მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის. ვფიქ­რობთ, ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა უცხო­ე­ნო­ვა­ნი ან­თო­ლო­გი­ის გა­მო­ცე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ­კი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­რეთ გა­ტა­ნა გვსურს.

study

ბელა ჩეკურიშვილი

თოვ­ლი­დან - ონ­ლა­ინ­სივ­რ­ცე­ში
(მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბი lit.ge-ს მა­ღა­ზი­ა­ში)

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის კრე­ბუ­ლი “გე­დე­ბი თოვ­ლ­ქ­ვეშ” რამ­დე­ნი­მე დღის წინ ელექ­ტ­რო­ნულ მა­ღა­ზია lit.ge-ს სა­იტ­ზე გა­მოჩ­ნ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია წიგ­ნის გად­მო­წე­რა და მი­სი რო­გორც პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე, ასე­ვე ქარ­თულ “რი­დერ­ში” წა­კითხ­ვა, რო­მე­ლიც “იოტა რი­დე­რის” სა­ხე­ლით გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­მო­ვი­და ქარ­თულ ბა­ზარ­ზე.

“გე­დე­ბი თოვ­ლ­ქ­ვეშ” ბეჭ­დუ­რი სა­ხით 2004 წელს გა­მო­ი­ცა, ავ­ტორ­მა მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამ­ჟა­მად 77-მდე გა­ზარ­და და მა­თი გავ­რ­ცე­ლე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ სივ­რ­ცეს მი­ან­დო. ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის ცნე­ბა “ელექ­ტ­რო­ნუ­ლი წიგ­ნი” საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე მო­მენ­ტია, ით­ვ­ლე­ბა, რომ ამ­გ­ვა­რი გა­მო­ცე­მე­ბი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის სურ­ნელს აქ­რობს, მკითხ­ველს კი­დევ უფ­რო აშო­რებს წიგ­ნ­თან, ხო­ლო ისე­დაც ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გატყორ­ც­ნილ ახალ­გაზ­რ­დებს რე­ა­ლო­ბას­თან შე­ხე­ბას აკარ­გ­ვი­ნებს და ა.შ. თუმ­ცა კი, მე­ო­რეს მხრივ, არა­ვი­ნაა წი­ნა­აღ­მ­დე­გი, მი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი, პრო­ზა­უ­ლი იქ­ნე­ბა ის თუ პო­ე­ტუ­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ მკითხ­ველ­თან მი­ვი­დეს. მით უფ­რო, რომ ინ­ლა­ინ­მა­ღა­ზია lit.ge ქარ­თუ­ლე­ნო­ვან პრო­დუქ­ცი­ა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რის­თ­ვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი რი­დე­რიც კი შე­მო­ი­ტა­ნა.

მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რამ­დე ადა­მი­ა­ნია გა­სუ­ლი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ მწერ­ლო­ბას ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ეც­ნო­ბი­ან. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 300-იანი ტი­რა­ჟით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი (რაც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში სტან­დარ­ტუ­ლი ტი­რა­ჟია) ვე­რას­დ­როს მი­აღ­წევს ქარ­თ­ველ ემიგ­რან­ტე­ბამ­დე.
მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: “წიგ­ნის ამ­გ­ვა­რად გავ­რ­ცე­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის უდი­დე­სი მოვ­ლე­ნაა და მად­ლო­ბა უნ­და ვუთხ­რათ მის შემ­ქ­ნე­ლებს. მარ­თა­ლია, ჩვენ­თან არც ეს ბა­ზა­რი იქ­ნე­ბა დი­დი, მაგ­რამ გა­ყიდ­ვე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლებს მა­ინც და­ეხ­მა­რე­ბათ. სწო­რედ ამი­ტომ მი­ვე­ცი ამ მა­ღა­ზი­ას ცო­ტა ხნის წინ ჩე­მი რო­მა­ნიც “ფრე­ნა უკას­როდ”, რო­მე­ლიც 2001 წელს გა­მოს­ცა სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ, შარ­შან კი გა­ი­მე­ო­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბა “გუმ­ბა­თი-2007”-მა.

“ფრე­ნა უკას­როდ” თბი­ლი­სუ­რი ჟარ­გო­ნით გვიყ­ვე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე და რად­გან ჟარ­გონს ვამ­ბობთ, ბუ­ნებ­რი­ვია, მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბის წეს­საც წარ­მო­იდ­გენთ. ეს ამ­ბა­ვი იმა­ზეა, რო­გორ ცდი­ლო­ბენ თა­ვის გა­ტა­ნას გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ნი­გე­რი­ე­ლე­ბი და ქარ­თ­ვე­ლე­ბი. სა­უ­კუ­ნის მიჯ­ნა­ზე მდგომ ქარ­თ­ველ­თა დაბ­ნე­უ­ლო­ბა და ამა­ვე დრო­ის ნი­გე­რი­ელ­თა თავ­და­ჯე­რე­ბა, რომ­ლებ­მაც გერ­მა­ნი­ა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის ამ­ბა­ვი საგ­მი­რო ამ­ბად უნ­და ჩა­ი­ტა­ნონ ნი­გე­რი­ა­ში, რო­მელ­საც უკ­ვე ვინ­მე მა­თი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე მწე­რა­ლი და­წერს. ეს ირო­ნი­ი­თა და სარ­კაზ­მით და­წე­რი­ლი ოპუ­სია მე­სა­მე სამ­ყა­როს უბე­დუ­რე­ბა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ნი­გე­რი­ის მა­გა­ლი­თე­ბით.

“ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი - ეს არის ზა­რი.
ჩვენ ვკითხუ­ლობთ ტეტსტს - ზა­რი კი რე­კავს.
და­ვამ­თავ­რებთ კითხ­ვას და ზარ­ში, თით­ქოს იმ რეკ­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბად, რჩე­ბა ყრუ გუ­გუ­ნი.
და მე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ყრუ გუ­გუ­ნის გა­რე­შე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი არ არ­სე­ბობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იცის თუ არა ავ­ტორ­მა ეს,”

- ამ­ბობს მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლი წი­ნათ­ქ­მა­ში, რო­მე­ლიც მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის კრე­ბულს “გე­დე­ბი თოვ­ლ­ქ­ვეშ” ახ­ლავს.

მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის ჟან­რი პო­ე­ზი­ას­თან უფ­რო ახ­ლო დგას, ვიდ­რე პრო­ზას­თან, თუმ­ცა კი, მას არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო ე.წ. რიტ­მულ პრო­ზას­თან, რომ­ლის ნი­მუ­შე­ბიც არა­ერ­თია ქარ­თ­ველ კლა­სი­კოს­თა შე­მოქ­მე­დე­ბა­ში და, ცო­ტა არ იყოს, ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ელ­ფე­რი დაჰ­კ­რავს. მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, ძენ-ბუ­დიზ­მ­ში ცნო­ბი­ლი “გა­ნა­თე­ბის” ეფექ­ტის არ იყოს, დიდ­ხანს ფიქ­რი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის შე­დე­გად შექ­მ­ნი­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია. ამ მე­თო­დით წერ­და ჯე­იმს ჯო­ი­სი, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნულ სწავ­ლე­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბო­და, ვა­ჟა ფშა­ვე­ლა, რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლი. ეს მოკ­ლე, სხარ­ტად და ლა­კო­ნუ­რად ნათ­ქ­ვა­მი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბია ადა­მი­ა­ნებ­სა თუ მოვ­ლე­ნებ­ზე, რო­მე­ლიც პო­ე­ზი­ას უახ­ლოვ­დე­ბა არა ფორ­მით, არა­მედ მე­თო­დით, რაც ამ­ბის თა­ვი­სე­ბურ მო­ყო­ლა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამ­გ­ვა­რი მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ტექ­ს­ტობ­რი­ვი სიმ­ცი­რი­სა, ერ­თი დაჯ­დო­მით არ იწე­რე­ბა. პი­რი­ქით, მას­ზე დიდ­ხანს ფიქ­რო­ბენ, ვიდ­რე ამ­ბა­ვი ისე არ და­ი­წუ­რე­ბა, რომ მას­ში მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლის აკუ­მუ­ლი­რე­ბა და შემ­დეგ ერ­თი­ა­ნი ამოფ­რ­ქ­ვე­ვა მოხ­დეს.

და მა­ინც, რა­ზე გვიყ­ვე­ბი­ან მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბი? ამის ასახ­ს­ნე­ლად მის­სა­ვე მი­ნი­ა­ტუ­რას მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: “რა­ზე აღარ ისა­უბ­რე­ბენ: სიტყ­ვებ­ზე, ყვე­ლა­ფე­რი რომ და­იწყეს და და­ამ­თავ­რე­ბენ კი­დე­ვაც; წიგ­ნებ­ზე, მხო­ლოდ კარგ წიგ­ნებ­ზე, იმი­სი პერ­სო­ნა­ჟე­ბი რომ აგე­დევ­ნე­ბი­ან და აღარ მო­გას­ვე­ნე­ბენ; სამ­შობ­ლო­ზე, რომ­ლის მი­ტო­ვე­ბას სიკ­ვ­დი­ლი სჯობს; თე­ატ­რ­ზე, ნამ­დ­ვილ თე­ატ­რ­ზე, შენ­შიც რომ ჩნდე­ბა და რჩე­ბა; ნი­კო ფი­როს­მა­ნაშ­ვი­ლის მსგავს მხატ­ვ­რებ­ზე - უკე­თე­სად რომ და­ხა­ტეს თა­ვი­სი დარ­დი თუ სი­ხა­რუ­ლი; კარგ კომ­პო­ზი­ტო­რებ­ზე. და იმას­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ყო­ველ­თ­ვის რეჩხს უზამს გუ­ლი - იმი­ტომ, რომ ადა­მი­ან­თან კი არა აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ფიქ­რ­თან, თა­ვის­სა­ვე ფიქ­რ­თან”...

და თუ თოვ­ლ­ქ­ვეშ აღ­მო­ჩე­ნი­ლი გე­დე­ბის ხილ­ვა ოდეს­მე თქვენც აგა­ფო­რი­ა­ქებთ, მა­შინ იქ­ნებ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, სა­ი­დან მო­დი­ან სიტყ­ვე­ბი, რომ­ლი­თაც ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბებს მა­ვან­ნი და­უ­ვიწყარ ტექ­ს­ტე­ბად ალა­გე­ბენ.

13 იანვარი, 2012, გაზეთი „24 საათი“


ბმული -
* http://www.24saati.ge/news/story/23856-tovlidan-onlainsivrtseshi
* http://lit.ge/book/307-gedebi-tovlqvesh-mixo-mosulishvili/
* https://saba.com.ge/books/details/907/გედები-თოვლქვეშ
* http://www.bu.org.ge/x3097?lang=geo გედები თოვლქვეშ

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
წერილები: ბ.ჩ.
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: