არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მაია მელანაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

მაია მელანაშვილი Empty
PostSubject: მაია მელანაშვილი   მაია მელანაშვილი EmptySat Feb 02, 2019 11:27 am

მაია მელანაშვილი

პიკარესკა ХХ საუკუნის ქართული მწერლობის კონტექსტში: პრობლემატიკა, პოეტიკა, ტიპოლოგია
თბილისი, 2017

* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/249270
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5698
Registration date : 09.11.08

მაია მელანაშვილი Empty
PostSubject: Re: მაია მელანაშვილი   მაია მელანაშვილი EmptySat Feb 02, 2019 11:29 am

მაია მელანაშვილი

პიკარესკა ХХ საუკუნის ქართული მწერლობის კონტექსტში: პრობლემატიკა, პოეტიკა, ტიპოლოგია
თბილისი, 2017, გვერდები 71-72


„1990-იანი წლებიდან პიკარესკული პროზის რეაქტუალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემხატვრული და შიდალიტერატურული ფაქტორების კომპლექსი ჩამოყალიბდა, რომელიც ზემოთ განვიხილეთ. სსრკ-ს დაშლამ გამოიწვია სოციალური კატაკლიზმები, მასობრივი გაღატაკება და გადარჩენის პრობლემის აქტუალიზაცია. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას მოჰყვა კომერციული ავანტიურიზმის აქტივიზაციის პროვოცირება. პირველი პოსტ-საბჭოთა ათწლეული ხასიათდებოდა სოციალიზმის იდეალებისა და სალოცავების - ბელადების კულტის - კარნავალური დამხობით.
კულტურის საერთო დემოკრატიზაციამ და ვესტერნიზაციამ გამოიწვია პარალიტერატურისა და პიკარესკას ელემენტების მქონე სკანდალური ეპატაჟური ნაწარმოებების გამოჩენა რუსულ ლიტერატურაში (მაგ., დ. ბიკოვის რომანი „Правда“
(2005), რომლის გმირი-პიკარო ვ. ლენინია; იმავე წელს მას სპეციალური კვლევა მიუძღვნა სომეხმა ისტორიკოსმა ლ. აბრამიანმა „ლენინი, როგორც ტრიკსტერი“ (2005) - (Абрамян Л.А. Ленин как трикстер // Современная российская мифология/ Сост.: М.В. Ахметова. – М.:Изд-во РГГУ, 2005. – გვ. 38-56.)
რუსულ ლიტერატურულ სინამდვილეში აღნიშნული პერიოდის ტენდენციად ცალკე უნდა გამოიყოს ილფისა და პეტროვის საკულტო დილოგიის ახალი ვერსიების გამოჩენა (მაგ., ბ. ლეონტიევის „დიადი კომბინატორის ტრიუმფი, ანუ ოსტაპ ბენდერის დაბრუნება“ – 2004, ა. მიტროფანოვის „თორმეტი სავარძელი“ -2005); გაჩნდა კვლევები ოსტაპ ბენდერის ქცევათა ფსიქოლოგიაზე (მაგ., ვ. მორდაჩევის „ავანტიურისტის სახელმძღვანელო: ოსტაპ ბენდერის სკოლა“ – 2004) და სხვ.
პოსტსაბჭოურ პერიოდში ქართულ სალიტერატურო სივრცეში გამოქვეყნებული ავანტიურულ-სათავგადასავლო რომანებისა და მოთხრობების რაოდენობა შთამბეჭდავად გამოიყურება; მათში გადმოცემულია იმ ქართველების ცხოვრება და
თავგადასავლები, რომლებმაც საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდგომ საქართველოდან გაქცევით უშველეს თავს და მოხერხებისა თუ მარიფათიანობის (ზოგჯერ კი თაღლითობის) წყალობით დამკვიდრდნენ სხვადასხვა ქვეყნებში (ზოგჯერ ქვეყნის სახელწოდებაც არ არის მითითებული, უბრალოდ „დასავლეთში“). მართალია, ზემოაღნიშნული ნაწარმოებების ჟანრული სიწმინდე (ანუ, მათი მიკუთვნება პიკარესკას ჟანრისადმი) და ზოგჯერ მხატვრული ღირებულებაც საკამათოა, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებელი ადასტურებს, ერთი მხრივ, ჟანრის პოპულარობასა და აქტუალობას და, მეორე მხრივ, მის კომერციულ წარმატებას, რაც თანამედროვე მარკეტინგული ინდუსტრიის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.
მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით ზემოაღნიშნულ ლიტერატურაში გამოვარჩევდით მიხო მოსულიშვილის რომანს „ფრენა უკასროდ“ (2001), რომელიც კრიტიკოსმა ანდრო ენუქიძემ გააანალიზა წერილში „როგორ დაფრინავენ გერმანიაში?"
და ცალსახად პიკარესკულ ჟანრს მიაკუთვნა [ენუქიძე, 2009 (ელექტრონული ვერსია)].
სავსებით გასაზიარებელია ა. ენუქიძის შენიშვნა: „რომანის სათაური გოეთეს „ფაუსტის“ პერიფრაზია; დოქტორ ფაუსტს ცაში გასაფრენად აუერბახის სარდაფის ღვინის კასრი სჭირდებოდა, ჩვენს გმირებს კი ასეთივე გაფრენისთვის მარიხუანით შეკეთებული ამერიკული „ჯოინტიც” ყოფნით“ [ენუქიძე, 2009 (ელექტრონული ვერსია)].
რომანში ასახულია სამი ქართველი ემიგრანტის - დიტო ქინქლაძის, პუპა კოღუაშვილისა და კახა ბურნაძის - არალეგალური ყოფა-ცხოვრება და თავგადასავლები გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც ისინი მათივე ყაიდის ადამიანებთან - გერმანელ და
ნიგერიელ ქურდბაბცაცებთან და ნარკოდილერებთან დაიჭერენ საქმეს. ავტორი თავის რომანს ირონიულად „სახელმძღვანელოდ“ მოიხსენიებს, რადგან იგი მართლაც, ერთგვარი გზამკვლევია მათთვის, ვის წარმოდგენაშიც “დასავლეთი - სამოთხეა“ და ამ სამოთხეში თავის დამკვიდრებას კვლავაც იმ წესებით აპირებენ, რომლითაც
საქართველოში ცხოვრობდნენ.
პოსტმოდერნისტული ირონია გამოსჭვივის ავტორის თხრობაში, როდესაც იგი აღწერს თავისი გმირების თავგადასავალს და ყველა იმ პრობლემას (განვითარებული და მესამე ქვეყნების ანტაგონიზმი, გლობალიზმი და ანტიგლობალიზმი, სექსუალური უმცირესობისა და უმრავლესობის თანაარსებობა და სხვ.) რომელსაც ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეები ცივილიზებულ ევროპაში აწყდებიან. და მაინც, რომანში აღწერილი ავანტიურისტული თავგადასავლების მიუხედავად, ჩვენ ვერ მივაკუთვნებთ აღნიშნულ ნაწარმოებს პიკარესკულ ჟანრს, რადგან მას არ ახასიათებს ის მარკერები, რომელზეც დაწვრილებით ზემოთ ვიმსჯელეთ.

* http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/249270

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
მაია მელანაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: