არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 დიანა ანფიმიადი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: დიანა ანფიმიადი   Sun Jan 06, 2019 11:21 am




დიანა ანფიმიადი

პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი დიანა ანფიმიადი დაიბადა 1982 წელს თბილისში. არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი, ასევე ელექტრონული ბიბლიოთეკის, “ლიბ.გე”–ს ერთ-ერთი რედაქტორი.

წიგნები:
* “შოკოლადი” (2008)
* “პირადი კულინარია” (2013)

ჯილდოები და პრემიები:
* ლიტერატურული კონკურსის — “წერო” გამარჯვებული (2008)
* ლიტერატურული კონკურსების “საბა” და “გალა” ნომინანტი (2008)
* პრემია “საბას” გამარჯვებული ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი” (2009)

:::

Diana Anphimiadi

Born in 1982, Diana is a poet, linguist, editor and translator. Currently she is a doctoral student at the Linguistic Institute of Tbilisi State University. Anphimiadi is the author of number of scholarly articles and publications and is the holder of Ilia Chavchavadze scholarship for young researchers. Diana Anphimiadi has published five collections of poetry, two prose and one children’s book. Anphimiadi researches Georgian gastronomy, gastro-linguistic, culinary and its links with ethnography. She also works in educational field and is the author of numerous articles about inclusive education.

Her literary works are translated into ten languages. Anphimiadi was awarded several literary awards including SABA.

ბმულები:
* http://rights.sulakauri.ge/portfolio/diana-anphimiadi/
* http://dirk-skiba-fotografie.de/autoren-a-z/a/diana-anfimiadi
* http://mastsavlebeli.ge/?tag=დიანა-ანფიმიადი

Arrow


Last edited by Admin on Sun Jan 06, 2019 11:29 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დიანა ანფიმიადი   Sun Jan 06, 2019 11:23 am

დიანა ანფიმიადი

მედეა

ის, ვინც საკუთარ გამონაბოლქვ სუნთქვას გაჰყვება
უცხო მხარეში –
გასაქცევად დაეძებს მიზეზს,
რადგან ერთ დღესაც
აივსება ყველა ბეღელი
და მოხარშული ხორბალიც კი აბიბინდება.
ის, ვინც ღრუბლიდან
შუა ზღვაში გადავარდება -
გასაქცევად დაეძებს მიზეზს,
რადგან ვერცერთი,
თუნდაც შავი,
ზღვა ვერ დაგახრჩობს
თუკი შენი სახელი ჰქვია.
ის, ვინც საკუთარ ტყავს გაიხდის,
დარაჯს მიუჩენს -
გასაქცევად დაეძებს მიზეზს
რადგან ერთხელაც
ეძინება ყველა გველეშაპს
ყველა სიფრთხილე და სიფხიზლე
დასაძლევია.
ის, ვინც მინდორში კბილებს დათესს -
მოიმკის შიმშილს
- გასაქცევად საჭირო მიზეზს,
რადგან მიწიდან ამოწვერილ
ყველა გოლიათს
ფესვებს მაინც მახრა შეუჭამს.
ის, ვინც უცხოელს შეიყვარებს
(სწრაფმავალ ხომალდს )
გასაქცევად დაეძებს მიზეზს,
რადგანაც ყველა იმ მდინარის პირას ბრუნდება,
სადაც ცალი სანდალი დარჩა.


შენ ვინც საკუთარ თავს დაეძებ,
ნუ მოხვალ ახლოს,
ღამე მინდორში გაათენე,
დიდი ხანია მდინარეებს არ მოაქვთ ოქრო
მხოლოდ თევზები ანათებენ,
და სიტყვებს შორის მანძილები
მიჩირქდება,
მიმიზეზდება...
გზები რომ არა,
დაგტოვებდი,
მოგიბეზრებდი...

და ისე მშვიდად,
როგორც ნიმფა ტანზე რძეს ივლებს, –
მეც გასაქცევად დავეძებ მიზეზს –
ვხოცავ ჩვენს შვილებს…

ბმულები:
* http://poetry.ge/poets/diana-anpimiadi/poems/zczoz-medea-is-vinc-sakutar-gamonabolqv-suntqvas-gahyveba

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დიანა ანფიმიადი   Sun Jan 06, 2019 11:25 am

დიანა ანფიმიადი

სხვა მედეა

რა შეიძლება მომხდარიყო ან როგორ უნდა მომხდარიყო
ან რატომ უნდა მომხდარიყო ასე
ბავშვებს ისეთი მოვლა უნდათ რომ უფრო მკვეთრად შემოხაზონ
ამ დავალების ყველა სიტყვა და ასო.
კვებავ ნახერხით მშიერ ჩვილებს - ყანაში ქურდი მაჩვებივით -
ძუძუზე მგლები - ათი, ორმოცი, ასი
მგზავრი ხარ - გზების მასპინძელი
უცხო - ისევე ახლობელი
როგორც ქათამი
ქვისთვის - კრუხად რომ დასვა.

ოპალს სველი ბრინჯით გამოკვებავ
ქრიზოლიტს - მზისფერი წიწილებით,
ლალს - სისხლით,
მარგალიტს - პურის ფქვილით,
ბროლს - წყალგარეული ღამე უნდა,
ლოცვებს შეუთვისე ამეთვისტო,
ქარვა, საფირონი, ბრილიანტი
ხარ ერთი ხარ
ხან მილიარდი.

ზაფრანა, კამა, დარიჩინი რაც გაქვს ყველაფერი დანარჩენი:
ვანილი, ილი, ანისული, ( როგორც შენი შვილის კანის სუნი)
წიწაკა, პიტნა, ბაზილიკი - ერთად, სულ მცირე ნაწილიც კი -
კვალზე მიაფრქვიე - დანაგეში ძაღლის შვილს
ჯობდა, რომ დანა გეშვა..

ჟანგის შესაჭმელად დატოვებდი.

გახსენი შენი საგანძური
ქარები- ალმასები - გახარებულ
თვალებს მიაგებე დედის სითბო,
და შენი ბარტყები
( ბახალები იმისთვის)
გულში მაგრად ჩაიხუტე
ისე ჩაიხუტე,
ჩაიხუთონ...

ბმულები:
* http://poetry.ge/poets/diana-anpimiadi/poems/9728.sxva-medea.htm

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დიანა ანფიმიადი   Sun Jan 06, 2019 11:27 am

დიანა ანფიმიადი

მედუზა-გორგონა

როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი,
უბრალოდ მოგატყუე
ხდება, ყოველდღე ხდება
ხიდები,ხედები…
რადგან სიყვარულს დავმორჩილდი
დავდივარ , ვისთვის – თავმოჭრილი
ვისთვის კი სარკე – შეხედვისას
ქვავდები,
ხევდები.

როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი,
უბრალოდ დამავიწყდა. იმ დღიდან
ყველა ცხენოსანი, ანდა ქვეითი
ჩემს სახელს,
(სახელს თავმოჭრილის)
ატარებს ფარად…
თუ ქვას მესვრიან
იბრუნებენ პასუხს ქვებითვე…

რომ გითხარი, არაფერი ხდება–მეთქი, უბრალოდ მოგატყუე,
არაფერიც კი აღარ ხდება, ვსუნთქავ, ვარსებობ,
გული – მხუთავი სიმსივნეა მკერდში, ძუძუსთან,
მელოდიები ამოვჭერი, მუსიკის ავი თვისებები, მეტასტაზები,
რომელთაც მოაქვთ დაკარგული დღეების ხმები
გული – ქრისტესისხლას ბუჩქია,
ხმება.
ეჰ, ღირდეს მაინც – ღამით კისერს ჰკიდია ბეწვით
თავი – დილით კი მორჩენილი ჭრილობა მეწვის,
მერე, თავიდან…

ბმულები:
* http://poetry.ge/poets/diana-anpimiadi/poems/9732.meduza-gorgona.htm

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 4972
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დიანა ანფიმიადი   Sun Jan 06, 2019 11:34 am

დიანა ანფიმიადი

არიადნე

ლაბირინთია გასავლელი,
მე კართან ვდგავარ,
ქიტონის კალთა და ქამარი
ზღურბლთან ეთრევა,
თმა – შავი კვამლი ვულკანიდან
და ცხელი ლავა,
აორთქლდა სუნთქვა
თუ ვარდისგან ეთერზეთები.

ლაბირინთია გასავლელი
არ გატან გორგალს,
არგაჩენილი ჩვენი ბავშვის
ნერწყვი გაწელე,
არც მახვილს გატან,
საკმარისად გტკივა და ბორგავ
დაბოლოება ყველა აზრის –
ნერვი, სამწვერა.

ლაბირინთია გასავლელი
საკუთარ ეჭვებს
უნდა წვდე რქებში,
ცალი ხელით, მერე დახრჩობა.
( მე გველებივით მეხვევიან
ჩემივე თმები
და ამ ნაწნავთა დასაფრთხობად,
გოგირდს ვახრჩოლებ).

უნდა გაბედო,
შავი აფრა თეთრით
შეცვალო,
რადგან დავღვინდი –
ანუ დროა
რომ ღმერთს ვეცოლო.....
ლაბირინთია გასავლელი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: დიანა ანფიმიადი   

Back to top Go down
 
დიანა ანფიმიადი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: