არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 თამარ მეტრეველი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4649
Registration date : 09.11.08

PostSubject: თამარ მეტრეველი   Sat May 05, 2018 11:47 am


Tamar Metreveli

თამარ მეტრეველი
დაიბადა 1974 წლის 3 ივნისს. ცხოვრობს ნიქოზში.
გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის წევრი.


ბმული:
* https://www.facebook.com/tamriko.metreveli.10



Arrow


Last edited by Admin on Sat May 05, 2018 12:27 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4649
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამარ მეტრეველი   Sat May 05, 2018 11:59 am

თამარ მეტრეველი

უ ქ მ ე ...

დილის ცვრით პირდაბანილ ბალახს ქარი ეთამაშებოდა, როცა თედო პაპა, გუთნეულით მიადგა ახასხასებულ მინდორს, მეხრედ შვილიშვილი წამოეყვანა.
თედომ, ცას ახედა, პირჯვარი გადაიწერა, უფლისაგან კურთხევა აიღო და შვილიშვილს ნიშანი მისცა. პატარა ერეკლემ დიდკაცურად შემოუძახა ხარებს.
-როგორა ყოჩაღობს, პაპი, აღდგომელაი, უსწრებს ნიშასა.
- ღონიერია და იმიტომა... აღდგომა დღეს გაჩნდა, ვენაცვალეი იმ დღის მადლსა...
ამოწვერილი მზის სხივები, ლიახვის ტალღებში ჩაჭყაპუნდნენ და სოფელს სველი ფეხებით თავს გადაევლნენ. ნახევრად მოხნული ჰქონდათ, როდესაც მინდვრიდან მოულოდნელად განწირულმა ხმამ მოაწია
-ა დ ა მ ი ა ნ ი მ ო კ ვ დ ა ა ა ა ა.....
-ადამიანი მოკვდა?!
თედომ, დაკოჟრილ ხელით შუბლიდან სიმწრის ოფლი ჩამოიწურა და ახლადამობრუნებულ ბელტზე ცრემლად დააწვიმა. მერე მივიდა და გუთნიდან ხარები გაათავისუფლა.
-რას შვები პაპა?!
-კაცი მომკვდარა შვილო, აღარ შეიძლება ხვნაი აღარა...
ყრუდ ამოთქვა თედომ.

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4649
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამარ მეტრეველი   Sat May 05, 2018 12:01 pm

თამარ მეტრეველი

***
მე ცოდვილი ვარ, მაგრამ მაინც ვილოცებ შენთვის,
ჩემმა ცრემლებმა თხოვნას იქნებ ძალა შემატოს,
ჩვენ ხომ ყველანი სანთლები ვართ უფალი-ღმერთის,
ნელ-ნელა ვიწვით და სიცოცხლეც მისით გვემართოს.

შენ ნუშის თვალებს, შეეხიზნა თვალებში განცდა,
ვიცი, ჩაივლის ეს ტკივილიც მჯერა, მერწმუნე,
ცის კაბადონზე იდუმალი მნათობი გაჩნდა
და ვარსკვლავებიც მთვარის შუქზე, ზღვაში შეცურდნენ.

ეჰ, მაცოდინა, რა ფერი აქვს თვალები გრძნობას,
იქნებ, სიცოცხლეც გაგიცვალო - ასე მწადია,
როდემდე შევძლებ ვმალო ჩემში ეს აპრილის მზე,
რადგან უშენოდ არაფერი არ მიხარია...

2017

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4649
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამარ მეტრეველი   Sat May 05, 2018 12:02 pm

თამარ მეტრეველი

მითხარ, როგორია სიცოცხლე...

მითხარ, როგორია სიცოცხლე,
როცა დასასრული ახლოა,
როცა, ბინდჩაწოლილ თვალებში,
ცრემლების სამოსახლოა,
როცა, აღარ არის სხვა შანსი
თითქოს, ცოცხალი ხარ, თან არ ხარ,
მინდა, იმ იმედმა მაცოცხლოს,
პეშვით, რომ მიზოგავ ხანდახან,
დარდი ჩამომაჯენს ყორეზე,
ხავსი მოსდებიათ ბებერ ქვებს,
როგორც წუხანდელ თოვლს,
დილის მზე,
შენი თავნებობა ისე მვნებს,
ნუთუ, ადვილია სიცოცხლე,
სისხლში ტკივილები გიჩქეფდეს,
მოდი, ბინდჩაწოლილ თვალებით,
ისევ ხელმეორედ მკითხე ეს...

2017

Arrow


Last edited by Admin on Sat May 05, 2018 12:22 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4649
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: თამარ მეტრეველი   Sat May 05, 2018 12:21 pm

თამარ მეტრეველი

ისევ სამაჩაბლოს...

„მასუნთქეთ, ჩემი სამშობლოს სურნელი, ხურდა არ მინდა, სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად...“
ოთარ ჭილაძე


ატირდა ზეცა და ნაღალატევს
უფალო, ისევ სამშობლოს გვედრი,
რომ დაჩოქილი ცალ მუხლზე მყავხარ
და ნაისრალი გაწუხებს ფერდი...

ლიახვო, მდორედ, რომ ჩამოივლი
დარდისგან ლაღად აღარ მოცეკვავ,
იქ, მაჩაბლების ეზოში ცოტნე
სატრფოსთვის ყვავილს როდის მოწყვიტავს?!

რანი ვართ მაშინ, რისთვის მოვსულვართ
თუ ტკივილები არ შეხორცდება,
დღეს საქართველო დედას მაგონებს,
მკერდზე შვილები რომ ეხოცება.

ვის მიწას ფლობენ უფალო, შენსას?!
ქვეყნად შენია თითო მტკაველიც,
ვინ მიაკუთვნათ, ვინ მისცათ ნეტავ,
ან რატომ გაყვეს, ოსი, ქართველი...

წადით, ჩიტებო, განვლეთ საზღვარი,
მე მოლოდინმა გამინაპირა,
ჩვენ დავბრუნდებით მანამდე თქვენ კი,
იასამნებზე დაიდეთ ბინა...

2017

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: თამარ მეტრეველი   

Back to top Go down
 
თამარ მეტრეველი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: