არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები   Mon Apr 23, 2018 9:07 am



Shota Rustaveli Prize, Vazha Pshavela Prize and Georgian National Prize

შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები


11.04.2018
შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისია აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 11 აპრილის N11/04/02 განკარგულებით დამტკიცებული შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისია 2018 წლის 11 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
ინფორმაცია პრემიის მინიჭების პირობების, კანდიდატთა წარდგენის წესის, ნაწარმოების წარდგენისათვის დადგენილი პირობების, კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის, ასევე საკონკურსო განაცხადისა, და თანდართული მასალის მიღების ვადისა და ადგილის შესახებ, მითითებულია პრესრელიზზე თანდართულ დოკუმენტში.

ბმული:
* https://www.president.gov.ge/ka-GE/pressamsakhuri/siakhleebi/shota-rustavelis-sakhelobisa-da-vaja-fshavelas-sak.aspx
* https://www.facebook.com/vazhapshavelaprize/

study


Last edited by Admin on Mon Apr 23, 2018 1:16 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები   Mon Apr 23, 2018 9:10 am

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება


N 104 2018 წლის 23 მარტი ქ. თბილისი

შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების თანდართული წესი.
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2018 წლის 26 მარტიდან.


გიორგი მარგველაშვილი


დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის
2018 წლის 23 მარტის
№ 104 ბრძანებულებით

შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების გაცემის მიზნით კონკურსის ჩატარების წესი

მუხლი 1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მინიჭების პირობები
1. შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
2. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
მუხლი 2. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების პირობები
1. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.
2. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
მუხლი 3. საქართველოს ეროვნული პრემიის მინიჭების პირობები
1. საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
2. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, მიენიჭება საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
მუხლი 4. შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია/კომისიები
1. ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების დარგებში შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების (შემდეგში - პრემია) მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განაცხადების მიღებისა და განხილვის, პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით იქმნება შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების კომისია/კომისიები (შემდეგში - კომისია).
2. კომისიის 9-წევრიან შემადგენლობას (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს) სამეცნიერო, სახელოვნებო და/ან სალიტერატურო სფეროს აღიარებული, საზოგადოებისათვის ცნობილი წარმომადგენლებისაგან განსაზღვრავს და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ ბრძანებულებით დადგენილი წესით ლაურეატთა სიის გამოქვეყნებისთანავე.
5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტი.
მუხლი 5. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი
1. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი, როგორც წესი, ცხადდება ყოველი საკონკურსო წლის მარტში.
2. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან არა უმეტეს 2 თვის განმავლობაში. საკონკურსო დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს კომისია.
3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
4. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნების, მეცნიერების ან/და ლიტერატურის სფეროში.
5. პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი ნაწარმოების/სამეცნიერო ნაშრომისათვის.
6. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი პირი იმავდროულად არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.
7. ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.
8. მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მას შემდეგ, რაც მას გაეცნობა ფართო საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესის, რადიოს თუ ტელევიზიის საშუალებით.
9. არქიტექტურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
10. მეცნიერების დარგში პრემიის მისანიჭებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.
11. ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.
12. დაუშვებელია ერთი და იმავე ნაწარმოების/ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები/ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.
13. პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ შემოქმედს, მეცნიერს ან/და ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაწარმოები/ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ პირობებს.
მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება 7 წევრი მაინც.
2. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს ნაწარმოების/ნაშრომის შეფასების მეთოდიკა.
3. კომისია უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესწავლის, ასევე წარდგენილი ნამუშევრების (ნაწარმოებების) რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, შექმნას შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შემდგარი ქვეკომისია/ქვეკომისიები.
4. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატს თავდაპირველად განიხილავს ქვეკომისია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც კომისიისათვის წარსადგენად ამზადებს საექსპერტო დასკვნას. ქვეკომისია დასკვნას ამტკიცებს წევრთა უბრალო უმრავლესობით.
5. დასაშვებია გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში.
6. ავტორთა ჯგუფისათვის/თანაავტორებისათვის პრემიის მინიჭებისას ერთდროული ფულადი გასაცემელი ნაწილდება თანაბრად.
7. კომისიის გადაწყვეტილება ლაურეატობის კანდიდატების შერჩევისა და პრემიის მინიჭების შესახებ მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით.
8. კომისია გადაწყვეტილებას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად.
9. პირის ნაყოფიერი მოღვაწეობისა ან/და საყოველთაო აღიარების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პრემიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ წესით დადგენილი პროცედურების დაუცველად.
მუხლი 7. კონკურსის შედეგების დამტკიცება და გამოქვეყნება
1. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებსა და პრემიის ლაურეატთა სიებს ამტკიცებს განკარგულებით.
2. პრემიის ლაურეატთათვის გადასაცემი სამკერდე ნიშნების აღწერილობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
3. კონკურსის შედეგები ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

study


Last edited by Admin on Mon Apr 23, 2018 9:16 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები   Mon Apr 23, 2018 9:12 am

შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისია 2018 წლის 11 აპრილიდან აცხადებს კონკურსს შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების მოსაპოვებლად

პრემიის მინიჭების პირობები:

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიას, მიენიჭება შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია პირს ენიჭება ლიტერატურის დარგში (პროზა, პოეზია, პუბლიცისტიკა) უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებ(ებ)ისათვის, რომელიც მხატვრულ ღირსებათა გამო საერთო ეროვნულ აღიარებას მოიპოვებს და განმსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია გაიცემა 2 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ერთისა, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიას, მიენიჭება ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.

კანდიდატთა წარდგენის წესი/ნაწარმოების წარდგენისათვის
დადგენილი პირობები:

• საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
• პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნების ან/და ლიტერატურის სფეროში.
• პრემიის მოსაპოვებლად შესაძლოა წარდგენილი იყოს ავტორთა ჯგუფი/თანაავტორები.
• პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი ნაწარმოებისათვის.
• პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ შემოქმედს ან/და ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაწარმოები გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.
• ლიტერატურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.
• მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მას შემდეგ, რაც მას გაეცნობა ფართო საზოგადოება კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, პრესის, რადიოს თუ ტელევიზიის საშუალებით.
• არქიტექტურული ნაწარმოების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.
• ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მისანიჭებლად საკონკურსოდ დაიშვება საკონკურსო წლამდე 5 წლის განმავლობაში ქართულ ენაზე გამოქვეყნებული ორიგინალური ნაწარმოები.
• დაუშვებელია ერთი და იმავე ნაწარმოების განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:

• წარდგინება ნაწარმოების აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებული ღირსებების აღნიშვნით, რომლებიც გახდა ავტორის შოთა რუსთაველის სახელობის/ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის საფუძველი. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.
• საკონკურსო ნაწარმოების შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები, აუდიო, ვიდეო, ფოტო და სხვა მასალა ნაწარმოებზე წარმოდგენის შესაქმნელად.
• ლიტერატურული ნაწარმოები - 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც), სიმფონიური ნაწარმოების პარტიტურა - 1 ეგზემპლარად, კამერული მუსიკალური ნაწარმოების კლავირი - 3 ეგზემპლარად, აუდიო/ვიდეო ჩანაწერები.
• არქიტექტურული ნაწარმოების შემთხვევაში - ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
• კანდიდატის ბიოგრაფია (CV).
• კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.

საკონკურსო განაცხადისა და თანდართული მასალის მიღების ვადა და ადგილი:

პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2018 წლის პირველი მაისის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: მ. აბდუშელიშვილის ქ. N1), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, სამუშაო დღის 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.


study


Last edited by Admin on Mon Apr 23, 2018 11:23 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები   Mon Apr 23, 2018 9:15 am

20.04.2018
შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიების მოსაპოვებლად მიმდინარეობს განაცხადების მიღება
კონკურსი გამოცხადდა 2018 წლის 11 აპრილს. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 1 მაისის ჩათვლით

შოთა რუსთაველის სახელობისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიების კომისიის შემადგენლობა:
* ნინო გედევანიშვილი - ხელოვნებათმცოდნე, კომისიის თავმჯდო-მარე
* მანანა ბერიკაშვილი - საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
* მანანა კორძაია - მუსიკოსი
* დავით ანდრიაძე - ფილოსოფოსი
* გოგი გვახარია - ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი
* დავით ბუხრიკიძე - ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი
* მანანა დოიჯაშვილი - მუსიკათმცოდნე
* ზურაბ კიკნაძე - ფილოლოგი, პროფესორი
* ზაალ ჩხეიძე - ლიტერატურათმცოდნე.


საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის შემადგენლობა:
* ქეთევან ერემაძე - იურისტი, კომისიის თავმჯდომარე
* ალექსანდრე თევზაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
* გიორგი ზვიადაძე - სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე
* გიორგი კვესიტაძე - სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი
* დავით ყოლბაია - ორიენტალისტი
* რომან შაქარიშვილი - ნევროლოგი
* ვახტანგ ლიჩელი - არქეოლოგი
* გიორგი ღაღანიძე - ეკონომისტი
* თემურ ნანეიშვილი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.

ბმული:
* https://www.president.gov.ge/ka-GE/pressamsakhuri/siakhleebi/shota-rustavelis-sakhelobis,-vaja-fshavelas-sakhel.aspx

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4620
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები   Thu May 24, 2018 8:46 pm



ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიით მწერალი გურამ დოჩანაშვილი დააჯილდოვა. გურამ დოჩანაშვილს ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭა რომანისათვის „ბრმადყოფილზე. და… “ ასევე, მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის.

24 მაისი, 2018 წელი



ბმული:
* https://www.ipress.ge/new/112790-prezidentma-guram-dochanashvili-daajildova
* https://saba.com.ge/books/details/3777/ბრმადყოფილზე-და

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები   

Back to top Go down
 
შოთა რუსთაველის სახელობის, ვაჟა-ფშაველას სახელობისა და საქართველოს ეროვნული პრემიები
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: