არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გურამ ჯახუტაშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:43 pm


Guram Jakhutashvili

გურამ ჯახუტაშვილი

გურამ ჯახუტაშვილი,
იურისტი, პოეტი-მთარგმნელი

დაიბადა 1983 წლის 5 ივნისს ქ.თბილისში
2000 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 155-ე საშუალო სკოლა
2005 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება:
2005-2007 - თიბისი ბანკი - საკრედიტო ექსპერტი
2007-2008 - საქართველოს ბანკი - საკრედიტოს უფროსი
2008-2013 - საქართელოს ბანკის იპოთეკური სესხების ცენტრის დირექტორი

ლიტერატურული მოღვაწეობა

ლექსების წერა დაიწყო 14 წლის ასაკში.
1998-2002 წლებში მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში - „ცისკარი“ „ლიტერატურული საქართველო“ „ საქართველოს რესპუბლიკა“ „ახალი ეპოქა„ (ჩვენი მწერლობა) გაზეთი „ბათუმი“ „სარკმელი საქართველოსი“ „უნივერსიტეტის გაზეთი”.
2000 წელს გამოიცა კრებული, რომელშიც თავმოყრილია იოჰან ვოლფგან გოეთეს ლექსის „მგზავრის ღამეული სიმღერა“-ს ქართველ ავტორთა თარგმანები. აღნიშნულ წიგნში შესულია გურამ ჯახუტაშვილი ორი თარგმანი.
2012 ლიტერატურულმა გაერთიანებამ „ლიტერატურული კლუბი“ გამოსცა პოეტური კრებული „თავფურცელი“ რომელშიც გაერთიანდა ლიტერატურულ კლუბის საიტის თავფუცელზე გასული ლექსები. აღნიშნულ წიგნში შესულია გურამ ჯახუტაშვილის სამი ლექსი.
1998-2013 წლების ავტორის შემოქმედება მოიცავს 400 მდე ლექსს, მიკრო პოემას, პროზაულ ჩანახატებს და თარგმანებს. კერძოდ, ჰერმან ჰესეს, ჰაინრხ ჰაინეს, რაინერ მარია რილკეს,იოჰან ვოლფგან გოეთეს, ემილი დიკენსონის პოეზიის თარგმანებს.
2013 წელს შედგა გურამ ჯახუტაშვილის დებიუტი. გამომცემლობა სიესტამ გამოსცა მისი პოეტური კრებული სახელწოდებით - „თევზის ოთახი“.
დაიბადა 1983 წელს, თბილისში. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის განხრით.
წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 1998-2002 წლებში მისი ლექსები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 2000 წელს გამოიცა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ერთი ლექსის თარგმანების კრებული, სადაც ორი თარგმანი გურამ ჯახუტაშვილს ეკუთვნის. გარდა ამისა, 1998 - 2013 წლებში მან თარგმნა ჰერმან ჰესეს, ჰაინრიხ ჰაინეს, რაინერ მარია რილკესა და ემილი დიკინსონის შემოქმედება.


ბმული:
* http://poetry.ge/poets/guram-jaxutashvili/poems
* https://youtu.be/f7O58P0n124
* https://saba.com.ge/books/details/1578
* https://www.facebook.com/SiestaBooks/photos/gm.597173120365346/670679846322274/?type=1&theater
* https://www.facebook.com/guram.jakhutashvili?viewer_id=100002035099487

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 3:06 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:44 pm

გურამ ჯახუტაშვილი

პოეზია

რა გითხრა,
ხვდები,
ბოლო დროა,
მე თითქმის არსად
არ მიწევს ყოფნა,
არ დავდივარ,
არ ვცნობ კალენდარს,
და მხოლოდ ლურჯი პოეზია მარტყია გარსად,
სულში კი არა,
შესამჩნევად, უკვე გარედან.
რადგანაც სული
დიდი ხნის წინ გამევსო კვამლით
და სანამ სადმე შეგხვდებოდე,
თითებზე ვითვლი
წუთებს,
რომ სხვისთვის უხილავი გვირაბის გავლით,
შენამდე ფრთხილად მოვიტანო ყოველი რითმა,
ყოველი სიტყვა,
პოეზიის ყოველი გრამი,
არ ვიცი,
რაც კი გულისპირებს შიგნიდან აკრავს,
ეს არის ჩემთვის პოეზია-
ქარაფიც, ხრამიც
და სიმაღლიდან გადავარდნის შეგრძნებაც,
მაგრამ...
რა გითხრა,
ხვდები,
ბოლო დროა,
მე თითქმის არსად
არ მიწევს ყოფნა,
არ დავდივარ,
არ ვცნობ კალენდარს,
და მხოლოდ ლურჯი პოეზია მარტყია გარსად,
სულში კი არა-
შესამჩნევად,
ტანზე,
გარედან.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:46 pm

გურამ ჯახუტაშვილი

***
ღამეა!
ისევ პირზე ვარ ხრამის,
მრჩება ნაბიჯი ან ქარი ხისტი,
მგლები კი ზუსტად იმ ვენას ხრავენ,
გადამალული რომ მქონდა სხვისთვის -
ვინც წააგებდა ბრძოლას ღამესთან,
ვინც დაკარგავდა საკუთარ მზის სხივს,
რომ შევწეოდი და გადამესხა
სისხლი!



* * *
ჩერდები. ფიქრობ. გეღიმება. მიდიხარ. უცებ
გათოვს და თოვლში არც კი იცი, ფიქრი ვის ანდო...
ვისკენ მიმართო არსებობის გრილი გლისანდო,
რა ჩასჩურჩულო აკაციის შებერილ მუცელს,
რომელსაც თოვლი გადანერგილ გულივით უცემს
და ცდილობს, ქვაზე ხელმეორედ ამოიზარდოს.
ყველა იყავი - ცა, მაგნიტი, ტალღა, სათითე,
მსურველებიდან ერთადერთი დარჩი ღმერთადღა
და როცა სახლში მობეზრებულ თავთან ერთად ხარ,
ცოცხლდები, შიშის სამახსოვროდ სურათს ადიდებ
თუ გაურბიხარ მტრებს - სიცოცხლეს იწყებ მათითვე
და ნალურსმევის დასაფარად იცვამ ხელთათმანს.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:47 pm



მზის ჩრდილი
გურამ ჯახუტაშვილი
ISBN:978-9941-470-87-5კატეგორია:თანამედროვე ქართული პოეზიაგვერდები:ინფორმაცია არ არისფორმატი:ინფორმაცია არ არისყდა:რბილიფასი:0.00

„გურამ ჯახუტაშვილის ლექსებში კიდევ ერთხელ ვხდებით იმის მოწმენი, რომ ტრადიციული საზომი, ფორმა თავისთავად სიახლის ბიძგია, თუკი, რასაკვირველია, შენ თვითონა ხარ ახლის სათქმელად მოწოდებული.
ისევე, როგორც მდინარეს – კალაპოტი, ემოციას, პოეტურ ენერგიას ჭირდება ერთგვარად შემზღუდავი ფორმა, წესრიგი. ამისთვის უამრავი ყალიბი მოიგონეს კიდეც პოეტებმა საუკუნეების მანძილზე – სონეტი, ტერცინა, ტრიოლეტი... რაც ლექსს წარმოგვიდგენს, როგორც მკაცრად ორგანიზებულ ფენომენს, რომელიც, მიუხედავად შემზღუდავი ფორმისა (შეიძლება ამის გამოც!), სწორედ განცდათა ბუნებრიობას ამძაფრებს, რამდენადაც უკვე აზრად ქცეული ემოცია იწყებს თავის აქტიურ მოქმედებას...“ (თამაზ ჭილაძის წინასიტყვაობიდან).

ბმული:
* https://www.intelekti.ge/book_ge.php?id=625

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 3:08 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:48 pm

გურამ ჯახუტაშვილი

***
არ ვიცი...
თქმითაც, სამწუხაროდ, თავიდან მიწევს,
გაგიმეორო,
გაგაგონო,
გითხრა იგივე,
რომ ბოლო წლები ვეღარაფრით ვეჩვევი მიწას
და ვიცელები წინა ხაზზე მდგარი რიგივით.
თუ გაიხსენებ,
გაჭირვებით გამოვლილ დროთა
მონაკვეთებში
არაერთი თავი მოვთალე
ფანქრის
და გულში გაცრეცილად დავატყვე ოთახს,
ჩემი ნაფიქრი, ნააზრევი და ნაბოლთარი.
მიყვარდი კიდეც,
რა დროსია...
მაგრამ გამხელას,
არავითარი, დამიჯერე, არ ჰქონდა აზრი,
არც მაშინ,
როცა ერთმანეთში ვცვლიდით სახელებს,
მით უფრო ახლა,
როცა ასე დავშორდით ტაძრებს.
დღეს, საბოლოოდ, გაუვიდა ყავლი ოცნებას,
და სანამ წყალზე, გამოთლილი მთვარისგან, ნავი,
ჩემს წასაყვანად სრუტეებში ფრთხილად მოძვრება,
მინდა,
ჯერ კიდევ ხმელეთიდან გაგანდო თავად:
რომ მე წავედი,
აღარ დავრჩი,
იცი, რატომაც,
რაც იყო ჩემი,
თუნდაც მტვერი, თუნდაც ნაჭუჭი,
წავიღე ჩემთვის,
მაგრამ ვიდრე სახლი დავტოვე,
მოურიდებლად,
ნაწილ -ნაწილ,
თვალებდახუჭულს,
გაკოცე ოჯერ!
ერთი,
რადგან ყოველ მხარეში,
იცხოვრე ჩემთან უფანჯრებოდ და უკრამიტოდ,
და ყოველგვარი, ყოველგვარი ვნების გარეშე,
დაუსრულებლად რომ გიყვარდი,
ერთიც,
ამიტომ...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:49 pm



გურამ ჯახუტაშვილი

***
რა შეიძლება
შეცვალოს თოვლმა?
დღეს რას ცვლის,
გუშინ ვის რას უცვლიდა,
როდესაც ზამთარს აძლევდა ფორმას,
იწყებდა დილას სუფთა ფურცლიდან.
ფარავდა მიწას,
რომ სისხლის კვალი
არ დასტყობოდა ცოდვიან ლითონს,
მერე კი დიდხანს ებრძოდა მარილს
და ბრძოლის შემდეგ დნებოდა თვითონ.
ვიცოდით!
თოვლი ჩვენს მახსოვრობას,
აძლევდა ნიშანს ფიფქების ცარცით,
რომ ყველა კეთილ კაცში ცხოვრობდა
არასწორ გზაზე წამსვლელი კაცი..
და ჩვენც
ახალი თოვლით ვნიღბავდით,
რაც კი რამ გულით დაგვქონდა ხისტი,
და თოვლი იყო ჩვენთვის იღბალი,
და თოვლი იყო იღბალი სხვისთვის!
ახლაც თოვს!
თეთრი ჭიანჭველების
ვერტიკალური ეშვება რიგი,
ვგრძნობ გათოშილი ღმერთის ხველებას
სიცოცხლისა და სიკვდილის იქით.
ზამთრის თითები დილას ბეჭდავენ,
სახლის შემთხვევით შეღებულ კართან,
რას ვნახავთ თოვლზე უშთამბეჭდავესს,
რას ვნახავთ ახალ ფიფქებზე მართალს.
თოვს,
როგორც ადრე,
ყველა კუთხიდან
და ზამთრის ხელი ათეთრებს ქიმებს,
არ შეიძლება არ გავუფრთხილდეთ
ჩვენში თოვლივით გაჩენილ იმედს.
ან ვის სჭირდება
არ თქვას ნისლებთან,
რასაც ჯიუტად მალავდა დღემდე,
რაც რომ ისედაც ამოიხსნება,
მიწაზე თოვლის გადნობის შემდეგ.
თოვს!


***
მითხრეს - მოხვედი!
რომ გარეთ მიცდი, რომ დერეფანში,
ის თოვლი დნება, შენ რომ შემოგყვა.
მეც გავიხადე ხელთათმანები და გამოვედი პოეზიიდან,
გამოვდექი, როგორც ექიმი საოპერაციო ბლოკიდან,
პაციენტის ახლობლების დასამშვიდებლად.
გადარჩება? - არ მეკითხები, რადგან შენ იცი,
საოპერაციოში ექიმიც და პაციენტიც მე ვარ,
პოეზიის ღია ჭრილობით,
რომელი ჭრილობაც არ იკერება.


***
ადამიანებზე, ქარზე საუბარი ოდესღაც,
იცვლება დუმილით. ქარები რჩებიან ფონადვე,
მწიფდება სიჩუმე. სიჩუმის ხმები და გროტესკი,
გახსენებს ყველაფერს - ნაჩხუბარს, ნაომარს, მონათმენს..
ირგვლივ აზიაა, თითისწვერებია ციკლონის.
მთვარე იქით იყოს, რა გადააგორებს ნამთვარევს,
როცა ამიკრძალეს ვინმე რეალურად ვიგლოვო,
როცა მომთაბარე სინოპტიკოსებმა - გამთვალეს..
ზეცა მესიზმრება - მისი უნებლიე პიგმენტი.
რთული არაფერი, ვხედავ დახუჭული მზერითაც,
ვიდრე მაჯებზე და ვიდრე ხელისგულზე ვიკბენდე,
ტალღის ინერცია ბოთლსაც მომიტანს და წერილსაც.
სულ რომ სხვანაირად იგრძნო, განგიმარტონ, მოგესმას -
იმედს ცოდნა უნდა! უიმედობას კი - კადრება,
წერილს? - რა აზრი აქვს, ბოთლში ვინ ჩააგდებს - ოდესმე
კუთვნილ სიკვდილივით მაინც ჩაგბარდება - ადრესატს.


Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 2:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:50 pm

გურამ ჯახუტაშვილი

***
ეს შენი მძაფრი არსებობაა,
რომელიც უცებ დამემართა, განმივითარდა
და ჩემი სულის ვიწრო ტიხარზე სუროს ძაფივით ამომაცოცდნენ
ბედნიერების მეტასტაზები.
დასრულდა ჩემში ამ ორი სიტყვის თანაცხოვრების შეუძლებლობა,
შეუძლებლობა შენს გვერდზე ყოფნის.
განვიარაღდი.
აღარაფერი დავიტოვე თავწამახული...
იმპლანტი ნეკნი, უბარლო ჯაყვა თუ ბედისწერის უხეში კბილი,
ჯიბეებიდან მაგიდაზე გადმოვალაგე
და ჩემი წელზე მობმული თოკის
მეორე ბოლო საზეიმოდ ჩაგბარდა ხელში!
განვიარაღდი,
საბოლოოდ გავტეხე ნავსი!
და ახლა მხოლოდ იმას ვდარდობ - მოფერებისას,
ხელისგულები არ გაგეჭრას ნავსის ნასხვრევზე.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:51 pm

გურამ ჯახუტაშვილი

მზის ჩრდილი

(ნინიას)

არ ვიცი,
ვინ გამიწია რეკომენდაცია..
ბავშვი ჩამაბარეს - ამეცადინეო,
საშემოდგომო გამოუყოლებიათ...
ჩრდილს ვერ იპოვითო - ესეც დააზუსტეს და წავიდნენ.
ქუჩაში გასულებს, ყველა ჩრდილი დაკავებული დაგვხვდა,
ჭაიანჭველის ჩრდილშიც კი კაცი იდგა,
საკუთარს ზოგავდა მომდევნო მზისთვის.
მზის დაკვრას მივიღებთ? - მეკითხება ბავშვი,
მზის დაკვრას მოვისმენთ! - მეღიმება.
ყველა ჩრდილი დაკავებულია, - ტირის..
არ არის ყველა ჩრდილი დაკავებული! - ვამშვიდებ,
დაკავებულია! -ტირის.
არ არის! - ვიცინი.
და ჩვენ მივდივართ ჩემი ბავშვობის თავშესაფარში,
ერთადერთ ჩრდილში, სადაც მხოლოდ მე ვარ ნამყოფი.
ეს მზის ჩრდილია, უზარმაზარი რგოლი,
ჩემი არსებობის ტემპერატურა,
რომელშიც არაერთხელ ჩავდგარვარ,
არაერთხელ მიმიდევნებია თვალი ჩრდილის ჩასვლისთვის.
არაერთხელ მიმეცადიანია,
საშომოდგომოგამოყოლებულს, -
ფოთოლცვენაში!
არ ვიცი, ვინ გამიწია რეკომენდაცია.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:52 pm

გურამ ჯახუტაშვილი

ელექტრონული მიმოწერა

რაო,
როგორიაო ელენ,
თარაზოზე
გასწორებული სიყვარულის განმარტება?
იკვლევენ გრძნობების გამომწვევ პარაზიტებს
თუ უცოდინრობას შიშებით ამართლებენ?
რა ხდება
ძველი თბილისისკენ? -
მოყოლამდე
გააანალიზე - ვინ არის ადრესატი-
დაბადებიდან მოწამლული - ჯოყოლათი,
ტანინიანად გაჟღენთილი - ადესათი.
ჩემსკენ?
ამას თუ კითხვა უნდა...
ვოფლიანობ -
ალესილ გილიოტინასთან მისულივით,
წამოუდგენლად მენატრება ჭორფლიანი
თბილისის ყველა აბსურდი და სისულელე...

პ.ს,
ორი სიტყვით-
რა ხდება მიტინგებზე?
მიაგნეს ბოლო-ბოლო მკლავებს მილოსელის?
დაყვყარეთ საბოლოოდ ბეჭზე ვიკინგები?
მოვუწყვეთ აფხაზეთს ახალი ჰიროსიმა?
აბჯრებს
იკერავენო
ჩვენი მეფეები -
თუ არ მატყუებენ ცნობები ინტერნეტის...
ეს ტელეფონიც ხო, არ ვიცი, იტენება
და ამ წერილებით ამიტომ გეფერები.
ვერ გადავეჩვიე თავი,
ნამთვრალევზე
რომ არ მოვუკითხო რადიოაქტიურად
მცდარი აზროვნება ტიპებს
და ფაქტიურად
არ გავალოკინო თბილისის ნაპრალები.
ელენ, მაპატიე რა,
თუმცა მოყოლამდე,
გააანალიზე - ვინ არის ადრესატი,
დაბადებიდან მოწამლული - ჯოყოლათი
ტანინიანად გაჟღენთილი - ადესათი.



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:53 pm

გურამ ჯახუტაშვილი

მუხები

მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა,
საბედისწეროდ გამწვავებულ შემოდგომაში
ფესვისწვერებით აიარეს აღმართი ტყისკენ,
შეუჩერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩიტებიანად...
რამაც დამწვარი ბალახების და ტყის პირების
გულებში რწმენის ალბათობა განაპირობა...
უბრუნდებოდნენ უხუცესი ხეები ტყეებს,
აუწონელი სიმსუბუქით და მღელვარებით
და უმძიმესი შემოდგომის მიუხედავად,
მაინც, კბილებით იმაგრებდნენ ტოტებზე ფოთლებს,
რომ მთელი ძალით ეშრიალათ გულში ბუნების,
აღსანიშნავად - გადარჩენის და დაბრუნების.


***
სანამ თოვლი და მშვიდი ბაღია
და სითეთრეში სუნქავს ბუნება,
მე ვემზადები, ჯერაც თვალღია,
ძილის დილამდე შესაბრუნებლად.

ვესაუბრები კედლებს მიმიკით
და ვაკვირდები, მძიმე ლოდებთან
აღმოჩენილი ბზარის ბილიკი
როგორ ეშვება და ფართოვდება.

მზერა გადამაქვს ფანჯრის მინაზე,
თითქოს სინათლე გამყავს კარვიდან,
და განუწყვეტლივ ვფიქრობ იმაზე,
რომ არაფერზე ფიქრი არ მინდა.

Arrow


Last edited by Admin on Sun Mar 11, 2018 3:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:54 pm

გურამ ჯახუტაშვილი

***
რა უნდა გითხრა,
რაც წარსულში არ თქმულა, ანდა,
ხვალ არ ითქმება – უნებლიეთ, ნებსით, კინაღამ...
ლექსებიანად ავბარგდები და წავალ. ფარდა!
გადავიწყების კულისებში გადამინახავს.
ცოტა სხვა თვალით რომ შეხედო, ემოციების
და სურვილების წინააღმდეგ წამსვლელმა კაცმა,
ვეჭვობ, ბოლომდე დაუღეჭოს შემომცილებლებს,
რას ნიშნავს ასეთ ულურსმებო ყოფაში - ჯვარცმა.
ეს ყველფერიც აბსურდია - დუმილი. ცენზი.
ალოგიკური შედარება - ბზიფი, სანტროპე.
რამდენი უნდა ვესაუბრო, მითხარი, შენზე,
ბედნიერებას გადაჩვეულ პითეკანტროფებს.
მორჩა! დასრულდა! პოეზია იქცა დანართად...
ჩემი სიტყვები აკრძალული ხიდან მოკრიფეს,
და სულ ამაოდ მაქეზებენ - თავი გავართვა,
გარესამყაროს ქარგაუმტარ იეროგლიფებს.
ერთი რაც ვიცი, არ ჩამითვლი წასვლას ღალატად,
დაგრჩება ჩემგან - აკრძალული ლექსები ქოთნის,
და ვერ დაიტევს შემოდგომის ბოლოს - კალათა,
წამოცდენილი სიტყვებივით მშიშარა ფოთლებს.
მორჩა! შენ უნდა დაივიწყო ჩემი მსგავსება,
ან თუნდაც მცირე განსხვავება - ბედთან ისაკის,
და გაიაზრო, რას მიზამდნენ, რომ მეარსება...
როდესაც ასე გამაწამეს - არყოფნისათვის.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:56 pm

გურამ ჯახუტაშვილი

***
მიყვარდი, მაგრამ ჩემს გარშემო თოვლი მოვიდა .
ვერ შეამაგრა ნაადრევი ყინვა ჯავშანმა,
წელს რა განწყობაც დამიტოვა ღამემ - თოვიდან,
ისეთნაირად მომაბეზრა თოვლი შარშანაც.

ჩვენ ავხდით, მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდა,
დამთავრდა ის, რაც არასოდეს არ დაგვიწყია,
ვერ გამოვძებნეთ სასაუბრო ენა - ზამთართან,
ვეღარ შევძელი მოგხვეოდი თოვლში სიცხიანს.

უცებ დავკარგე გადარჩენის ყველა რეცეპტი...
დღეს ნაფლეთებად გადაქცეულ რუკას მივტირი,
რომლითაც ქუჩებს ავღნიშნავდი და ტურისტივით,
შენი ოთახის აღმოსაჩენ გვირაბს ვეძებდი.

მიყვარდი, მაგრამ არასოდეს არ შეგსწრებივარ,
არც მიფიქრია, შეგხვედროდი სადმე - ფერმიხდილს,
მიყვარდი, მაგრამ ამ სიყვარულს თავად ვერ მივხვდი,
და უშენობის ანაბარა ვცხოვრობ წლებია.

არ მიკვირს, თუ კი ვერ შევავსე გრძნობის ასლებით
შენი უწყვეტი არსებობის ვრცელი არქივი,
წავედი, ვითომც არ ვყოფილვარ და გასასვლელში
შეგროვებული სიყვარული დამრჩა ბარგივით

და მაინც, შენი შეყვარება ისე მინდება,
როგორც ნახატში გაშეშებულ პეპლებს - აკრილი,
მინდა ვისმენდე - შენს სიჩუმეს და გარინდებას,
და არ ვმალავდე მარადიულ გრძნობას ნაკლივით.

მიყვარდე მინდა! თეთრი ფიფქის თითო ნამცეცით,
მინდოდე მინდა! გათოვების ყველა გრანულით,
სულს არ მიჭამდეს არც ტკივილი, არც სინანული,
ამხელა თოვლით შეფხიზლებულს და თმებგაწეწილს.

წადი! და სიტყვაც არ წამოგცდეს ჩემზე, ოღონდაც...
ოღონდაც არ თქვა, რომ გესმოდა ჩემი აქცენტი...
არ თქვა, რომ შენთვის უდაბნოში წყალი მომქონდა
და ვიდრე პირთან მოგიტანდი ჭიქას - ვაქცევდი.

წადი და რიცხვი ჩაინიშნე, რადგან რიცხვია -
ის, რაც ოდესმე მიგაბრუნებს სულის დავთართან,
მერე დამთავრდეს - რაც არასოდეს არ დაგვიწყია,
ანუ რაც ჩვენგან უკითხავად - უკვე დამთავრდა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   Sun Mar 11, 2018 2:56 pm

გურამ ჯახუტაშვილი

***
ამოიწურა ჭაში წყალი, ფიქრში ხავერდი,
ჩემი ღიმილი დაემსგავსა ყოფნას ყოფნისთვის.
გეძებდი, მაგრამ ამ ძებნაში ისე გავერთე,
ვეღარც შენამდე მოვაღწიე, ვერც გამოვფხიზლდი.

თეთრი დეკემბრით შეგილოცე და შავტარიან
დანებით სწრაფად აგარიდე თოვლის დესანტი
და მიგახვედრე, რომ სამყარო ბნელი კარია,
ღმერთი კი კართან ატუზული ჩრდილი მესანთლის.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




PostSubject: Re: გურამ ჯახუტაშვილი   

Back to top Go down
 
გურამ ჯახუტაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: