არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ქეთევან დუმბაძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptyFri Feb 23, 2018 8:06 pm

ქეთევან დუმბაძე Keteva10
Ketevan Dumbadze

ქეთევან დუმბაძე
მთარგმნელი
კულტურის მინისტრის მრჩეველი და ნოდარ დუმბაძის შვილი

ქეთევან ნოდარის ასული დუმბაძე დაიბდა თბილისში, 1961 წლის 11 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.


ბმული:
* https://www.facebook.com/kndumbadze


@


თამრი ფხაკაძის გადაცემა „მწერლის დრო“ (ნაწილი 1) - მანანა და ქეთევან დუმბაძეები


თამრი ფხაკაძის გადაცემა „მწერლის დრო“ (ნაწილი 2) - მანანა და ქეთევან დუმბაძეები
DRO TV
Published on May 18, 2015


study


Last edited by Admin on Thu Mar 26, 2020 10:57 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptyFri Feb 23, 2018 8:15 pm

ქეთევან დუმბაძე Keteva23
Ketevan Dumbadze, March 30, 2017

ლეონარდო და ვინჩი

ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

თარგმნა ქეთევან დუმბაძემ, 2011 წელი


ქაღალდი და მელანი

საწერ მაგიდაზე დასტად ელაგა სუფთა ერთნაირი ფურცლები. მაგრამ, ერთ დღეს, ერთ-ერთი მათგანი მარყუჟებით, ხაზებით, კაურებითა და წერტილებით სულ მთლად გადაჭრელდა. ეტყობა, ვიღაცას კალამი აეღო, მელანში ჩაეწო, ფურცელზე სიტყვები დაეწერა და ნახატებითაც მოეხატა.
_ რატომ, რისთვის მომაყენე ასეთი შეურაცხყოფა? – ჰკითხა სამელნეს გულნატკენმა ქაღალდმა, - შენმა მოუშორებელმა მელანმა დაალაქავა ჩემი ქათქათა სხეული და სამუდამოდ გააფუჭა იგი! ვის რაღად ვჭირდები ასეთი?
_ ნუ ღელავ! – ალერსით მიუგო სამელნემ, - შენი დამცირება და დათხვრა არც უფიქრიათ, მხოლოდ საჭირო რამ ჩაინიშნეს, ამიერიდან ქაღალდის უბრალო ნაგლეჯი კი არა, არამედ უსტარი ხარ. დღეიდან ადამიანის ნააზრევს იცავ და სწორედ ეს არის შენი პირდაპირი დანიშნულებაც და ფასიც.
კეთილი სამელნე მართალი გამოდგა. ერთ დღეს ადამიანი საწერ მაგიდაზე უწესრიგოდ მიმობნეულ ძველ, გაყვითლებულ ფურცლებს ალაგებდა. ყველას ერთად თავი მოუყარა და, როცა მათ აგიზგიზებულ ბუხარში შეყრა დაუპირა, უეცრად სწორედ ის "დალაქავებული” ფურცელი შენიშნა. ადამიანმა დამტვერილი, უვარგისი ფურცლები ბუხარში შეყარა, ის ფურცელი კი სათუთად შეინახა მაგიდის უჯრაში, როგორც გონების ეპისტოლე.


ტალი და კვესი

ერთ დღეს ტალს ისეთი მოხვდა კვესისაგან, რომ აღშფოთებულმა ჰკითხა:
_ რას მერჩოდი მხეცივით რომ მეცი? არ გიცნობ და არც მინდა გიცნობდე. შენ, ალბათ, ვიღაცაში გეშლები. თუ შეიძლება, თავი დაანებე ჩემს გვერდებს, მე ხომ არაფერს გიშავებ.
_ ტყუილად ნუ ბრაზობ, მეგობარო, - ღიმილით მიუგო კვესმა, - ცოტაც და ნახავ რა სასწაულსაც მოვახდენ შენი წყალობით.
დამშვიდდა ტალი და მოთმინებით იტანდა კვესის დარტყმებს. და ბოლოს, ტალიდან სასწაულმოქმედი ცეცხლი გამოკრთა. აი, ასე ღირსეულად დაფასდა ტალის მოთმინება.
ზღაპარი იმათთვის მოვყევი, ვინც სწავლაში არც ისე ყოჩაღია, მაგრამ თუ მოთმინებას იქონიებს და სიბეჯითეს გამოიჩენს, დათესილი თესლი აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებაო, - ნათქვამია.


ენა და კბილები

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, რომელსაც უმძიმესი სენი სჭირდა - ეს სენი უფროსებსაც ხშირად ემართებათ ხოლმე – იგი უზომოდ ბევრს ლაპარაკობდა.
_ რა ღვთის რისხვაა! – ჯაჯღანებდნენ კბილები, - როდისღა დაწყნარდება და გაჩუმდება ენა?
_ რა გინდათ ჩემგან? – თავხედურად პასუხობდა ენა, - ღეჭეთ, ღმერთმა შეგარგოთ, რასაც მოგართმევთ და ხმა გაკმინდეთ. მორჩა და გათავდა, რა მაქვს თქვენთან საერთო, არავის მივცემ ნებას ცხვირი ჩაყოს ჩემს პირად საქმეში, და მით უმეტეს სულელური რჩევა დარიგებებით წამიღოს ტვინი!
და ბიჭი განუწყვეტლივ ლაქლაქებდა, დილიდან საღამომდე, უდროო დროსაც კი. დროდადრო ლაპარაკში ისეთ გაუგებარ სიტყვებს გამოურევდა, რომელთა შინაარსიც თავად არ ესმოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ბიჭი ისე გაიტაცა ლაპარაკმა, რომ თავისდაუნებურად ხათაბალაში გაება. მერე კი იმისთვის, რომ როგორმე თავი დაეღწია უხერხულობიდან, ენას უფლება მისცა გაუგონარი ტყუილი ეთქვა. მაშინ კი ვეღარ მოითმინეს კბილებმა, - აივსო მათი მოთმინების ფიალა და გამეტებით უკბინეს თავგასულ ცრუპენტელას.
ენა სისხლისაგან გაწითლდა, ბიჭი კი სირცხვილისაგან და სიმწირისაგან ატირდა.
მას შემდეგ ენა წინდახედულად, ფრთხილად იქცევა, ბიჭიც, სანამ კრინტს დასძრავს, ასჯერ წონის ხოლმე სათქმელს.


სამართებელი

ერთ დალაქს არაჩვეულებრივად ლამაზი სამართებელი ჰქონდა, რომელსაც არც საქმესი ჰყავდა ბადალი.ერთ დღეს, როცა სადალაქოშიარავინ იყო და დალაქიც სადღაც წასულიყო, სამართებელს ჭკუაში დაუჯდა ქვეყნისათვის შეეხედა და თავიც ეჩვენებინა. ქარქაშიდან ამოსრიალდა, ბასრი პირი დაშნასავით გამოშალა ბუდიდან და გაზაფხულის იმ მშვენიერ დღეს ამაყად დოინჯშემოყრილი სასეირნოდ გაეშურა.
ზღურბლზე გადაბიჯებაც კი ვერ მოასწრო, რომ ფოლადის გაპრიალებულ პირზე მზე აუთამაშდა, სახლების კედლებზე კი მხიარულად აცეკვდნენ ათინათები.
არნახული სანახაობით რეტდასხმული სამართებელი ენით აუწერელმა აღტაცებამ შეიპყრო და მაშინვე გაიბღინძა.
_ ნუთუ ამის შემდეგ სადალაქოში უნდა დავბრუნდე? – ესძახა სამართებელმა. – არავიტარ შემთხვევაში! სიგიჟეა, რისთვის უნდა გავიმწარო სიცოცხლე, რისთვის უნდა ვპარსო ვიღაც ხეპრეების გასაპნული ლოყები და ნიკაპი. განა ჩემი ადგილი წვერიპარსიასთანაა? სულაც არა! ისე დავემალები, ვერსად მომაგნოს!
გადიოდა ხანი, დადგა წვიმიანი შემოდგომა. მოწყენილმა მარტოსულმა სუფთა ჰაერზე გასეირნება გადაწყვიტა. მან ფრთხილად გაშალა სამართებელი ბუდიდან და ამაყად მიხედ-მოიხედა.
მაგრამ, აი საშინელება! ნეტავ რა მოხდა? ოდესღაც ნაზი პირი გაუხეშებოდა, ჟანგიან ხერხს დამსგავსებოდა და მზის სხივებს აღარ ირეკლავდა.
სამართებელი მიხვდა, რომ შეცდა და მწარედ ატირდა:
_ რატომ ავყევი ცდუნებას? როგორ მივლიდა და მელოლიავებოდა დალაქი! როგორ ხარობდა ჩემი შღომით! ღმერთო ჩემო, ახლა კი, რა დღეში ჩავვარდი – პირი გამშავებია, დავკბილულვარ და საშინელი ჟანგი მომდებია. დავიღუპე, რაღა მეშველება!
სწორედ ასეთი სამწუხარო ხვედრი ელის ყველას, ვინც ნიჭიერია, მაგრამ იმის მაგივრად, რომ თავისი ნიჭი განავითაროს და სრულყოს, ამაყდება და თვითკმაყოფილი უსაქმურობას ეძლევა. ასეთი ადამიანი, ამ სამართელივით, თანდათან კარგავს ნათელი და მახვილი აზროვნების უნარს, იფიტება, ზარმაცდება და ბოლოს მის სულსა და ხორცს უვიცობის ჟანგი ჭამს.


ალი

მინის საბერ სახელოსნოში თვეზე მეტხანს დუღდა სამუშაო, უზარმაზარ ღუმელში კი დღე და ღამე არ ნელდებოდა ცეცხლი. ბევრი მშვენიერი ნაკეთობა შექმნეს ოსტატების მარჯვე ხელებმა, რომლებიც ჩაბერვით საოცარ ფორმებს აძლევდნენ გამდნარი მინის მასას.
ერთ დღეს ღუმელში მძვინვარე ცეცხლმა, მასიურ ბრინჯაოს შანდალში ჩასმული, რომელიღაც ოსტატის დატოვებული ანთებული სანთელი შენიშნა და მაშინვე სანთლის სუსტი ალის შთანთქვის დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო.
და აი მუგუზლიდან გუგუნით ამოვარდა ლურჯი ალი, კვამლსადენს თავი აარიდა, მოხერხებულად გაძვრა ღუმელის კარის ვიწრო ჭუჭრუტანაში, იქვე მდგომ სანთელს გადაევლო და ხარბად შეუდგა მის შთანთქვას.
გაუმაძღარმა ალმა წამში მოუღო ბოლო სანთელს. მერე კი მასთან ერთად რომ არ დაღუპულოყო, შეეცადა მშობლიურ სტიქიას დაბრუნებოდა. რას არ ეცადა სასიკვდილოდ განწირული ალი, რამდენჯერ მოუხმო დასახმარებლად ანთებულ ღუმელში დარჩენილ თანამოძმეებს, როგორ არ იკლაკნებოდა, იკრუნჩხებოდა, მაგრამ ვერა და ვერ დააღწია თავი გამდნარი სანთლის თითებს, ასე მჭიდროდ რომ მოხვეოდნენ მას.
ყვიროდა, ტიროდა და გაბოროტებული შიშინებდა ალი, ბოლოს კი მახრჩობელა კვამლად გადაქცეული თავისივე კვამლმა გაგუდა.
ღუმელში კიდევ დიდხანს ტკაცუნებდა მხიარულად შეშა და ფერად - ფერად ნაპერწკლებს ისროდა. ცეცხლის ენები კი შეხმატკლილებულად ცეკვავდნენ.


წყალი

წყალი ჩვეული განცხრომით ლივლივებდა მშობლიური ზღვის სტიქიაში.
მაგრამ ერთ დღეს სულელური აზრი აეკვიატა – როგორმე ცას მიწვდომოდა.
წყალმა დახმარებისთვის ცეცხლს მიმართა, რომელმაც თავისი მცხუნვარე ალით იგი ჰაერზე მსუბუქ, ორთქლის ერთიციდა წვეთებად აქცია.
ორთქლი მაშინვე ზეცაში აიჭრა. იგი ჰაერის ყველაზე მაღალი და ცივი ფენებისკენ მიიწევდა.
როცა ორთქლის წვეთები ღრუბლებს მიღმა აღმოჩნდნენ, ისე შესცივდათ, რომ კანკალმა აიტანა. ცოტა რომ გამთბარიყვნენ, ერთმანეთს ჩაეხუტნენ, მერე კი ჰაერზე უფრო დამძიმდნენ და იმწამსვე ჩვეულებრივი წვიმასავით უკან მიწაზე ჩამოცვივდნენ.
პატივმოყვარეობის სენით შეპყრობილლი წყალი ზეცაში კი აიჭრა, მაგრამ იქიდან გამოაძევეს. მწყურვალმა დედამიწამ უკანასკნელ წვეთამდე შთანთქა იგი და წყალი კიდევ დიდხანს იხდიდა სასჯელს ნიადაგში, სანამ შეძლო ზღვის სივრცეს დაბრუნებოდა.



სურო

მაღალი ღობის უკან სურო მჭიდროდ შემოხვეოდა კუნელის ტანსა და ტოტებს.
ერთ მშვენიერ დღეს სურომ კუნელის კენწერომდე მიაღწია, მიხედ-მოიხედა და გზის მეორე მხარეს ღობე დაინახა.
_ როგორ მინდა იქ გადავძვრე! – წამოიძახა სურომ – როდემდე უნდა ვიჯდე ერთ ადგილას, რაც არ უნდა თქვა, ის ღობე ბევრად უფრო ლამაზიცაა და მაღალიც.
მას შემდეგ შურიანმა მცენარემ საბოლოოდ დაკარგა მოსვენება. იგი თანდათან აგრძელებდა ღეროებს და დღითიდღე უახლოვდებოდა სანუკვარ მიზანს. და აი, დადგა ნანატრი წამი! კიდევ ერთხელ გაიწია სურომ, მეზობელ ღობესთან ტოტს მისწვდა და მჭიდროდ ჩაებღაუჭა მას. მოპოვებული გამარჯვების სიხარული და სიამაყე დაეუფლა.
მაგრამ საღამო ჟამს დაგვიანებული გამვლელი გამოჩნდა და როცა მოულოდნელი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, სუროს მწვანე ყვავილწნული ჩამოგლიჯა და იმის გამო, რომ არავის სჭირდებოდა იქვე გზასთან თხრილში ჩააგდო.


მთვარე და ხამანწკა

ხამანწკას გაგიჟებით უყვარდა მთვარე. შეყვარებული თვალებით, მოჯადოებულივით საათობით შესცქეროდა ღამის მნათობს.
თავშესაფარში შემძვრალ ღორმუცელა კიბორჩხალას შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ ყოველთვის, როცა ღრუბლებიდან მთვარე გამოიხედავდა ხოლმე, თავდავიწყებული ხამანწკა ნიჟარის დარაბებს აღებდა. ჰოდა, კიბორჩხალამ მისი შეჭმა გადაწყვიტა.
ერთხელ ღამით, როცა მთვარე ახალი ამოსული იყო და ხამანწკა ჩვეულებისამებრ პირდაღებული მიშტერებოდა, კიბორჩხალამ თავისი მარწუხებით კენჭი აიღო და ისე მოხერხებულად შეაგდო ნიჟარაში. მთვარის შუქის მოტრფიალე ხამანწკა ბევრს ეცადა თავისი სადაფის სახლის დარაბები მიეხურა, მაგრამ გვიანღა იყო, - კენჭმა ხელი შეუშალა.
ასეთი განსაცდელი ელის ყველას, ვისაც თავისი გრძნობების დაფარვა არ შეუძლია. სხვისი საიდუმლოს გასაგონად დაცქვეტილი ყურები და დასანახად დაჭყეტილი თვალები კი ყოველთვის მოიძებნება.


ობობა საკლიტეში

შიგნით და გარეთ, მთელი სახლი რომ კარგად დაზვერა, ობობას ყველაზე უფრო საკლიტე მოეწონა და იქ დარჩენა გადაწყვიტა.
რა მოხერხებული და საიმედო თავშესაფარია. აქ ვერავინ ვერ მიაგნებს ობობას. ის კი, თავშესაფარიდან თავს გამოყოფს და მშვიდად, ყოველგვარი საფრთხის გარეშე უთვალთვალებს რა ხდება ქვეყანაზე.
_ ქვის ზღურბლთან ბუზებისთვის გავბლანდავ ქსელს, - ოცნებას მიეცა კმაყოფილი ობობა, - კიბის საფეხურზე სულ სხვა ქსელს მოვქსოვ მსუქანი მუხლუხებისთვის, კარის ჭუჭრუტანებს შორის კი ეშმაკურ ხაფანგს დავუგებ კოღოებს.…
ბედნიერებისა და ნათელი მომავლის იმედით გაცისკროვნებული ობობა ცაში დაფრინავდა, რკინით მოჭედილი საკლიტე დაუძლეველ ციხესიმაგრედ ეჩვენებოდა და ეგონა, რომ უფრო უსაფრთხო თავშესაფარი არც არსებობდა.
სანამ ობობა ოცნებას მისცემოდა და მომავლის მაცდურ გეგმებს აწყობდა, მის მახვილ სმენას ნაბიჯების ხმა მოესმა, რომელიც სულ უფრო ახლოვდებოდა. ბუნებით ფრთხილი ობობა იმწამსვე თავისი თავშესაფარის სიღრმეში შეძვრა.
შინ დაბრუნებულმა სახლის პატრონმა გასაღების აცმა ააჩხაკუნა, ერთ-ერთი შეარჩია, საკლიტეში შეყო, გადაატრიალა და… მეოცნებე გასრისა.


მუხლუხო

ფოთოლზე მიკრული მუხლუხო ინტერესით ადევნებდა ტვალყურს როგორ ცეკვავდნენ და მღეროდნენ, ასკინკილათი დახტოდნენ, გასწრებაზე დარბოდნენ და როგორ ფრინავდნენ მწერები.… გარშემო ყველაფერი მოძრაობდა. მას კი, საბრალოს, მხოლოდ მას არ შეეძლო არც სიმღერა, არც სირბილი და არც ფრენა. მუხლუხოს მხოლოდ ხოხვა შეეძლო და ისიც დიდი გაჭირვებით. სანამ მუხლოხო ერთი ფოთლიდან მეორეზე გადახოხდებოდა ხოლმე, ასე ეგონა, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.
მიუხედავად ამისა იგი ბედს მაინც არ უჩიოდა, არავსი არ შურდა, რადგან ესმოდა, რომ ყველა თავის საქმეს უნდა აკეთებდეს.
და აი, მუხლუხოსაც უნდა ესწავლა აბრეშუმის თხელი ძაფის დართვა, რათა მისგან სახლი – პარკი მოექსოვა. მუხლუხო ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, გულმოდგინედ შეუდგა მუშაობას და ზუსტად დათქმულ ვადაში თბილ პარკში გახვეული აღმოჩნდა.
_ ამის მერე რაღა უნდა მოხდეს? – იკითხა თავის თავშესაფარში გამოხვეულმა ქვეყნიერებას მოწყვეტილმა მუხლუხომ.
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, – მოესმა პასუხად – ცოტაც მოითმინე და შენი თვალით ნახავ!
როცა მუხლუხოს გამოღვიძების დრო დადგა და გამოფხიზლდა, იგი უწინდელივით მოუქნელი მუხლუხო აღარ იყო. პარკიდან მარჯვედ გამომძვრალმა, გაოგნებულმა შენიშნა, რომ ათასფერადი ფერებით მოხატული ფრთები ამოსვლოდა. მან მხიარულად აიქნია ფრთები, ბუმბულივით მსუბუქად აფრინდა ფოთლიდან და ცისფერ ნისლში გაუჩინარდა.


სამართლიანობა

_ არა, ქვეყანაზე სამართალი არ არის! – გულსაკლავად დაიწრიპინა თრითინას კლანჭებიდან სასწაულით გადარჩენილმა თაგვმა.
_ როდემდე უნდა ვითმინო უსამართლობა?! – შესძახა აღშფოთებულმა თრითინამ, რომელმაც ძლივს შეასწრო კატას ვიწრო ფუღუროში.
_ ბოლო აღარ უჩანს თვითნებობას! – დაიკნავლა კატამ, შეახტა მაღალ ღობეს და შიშით გადმოხედა დაბლა მოყიალე ქოფაკს.
_ დამშვიდდით, მეგობრებო! - თქვა გლეხკაცის ეზოში, გალიაში გამომწყვდეულმა ბრძენმა ბუმ. – თქვენი ჩივილი ცხოვრებაზე სწორია, მაგრამ განა სიმართლე რომელიმე თქვენგანის მხარეზეა?
ამ სიტყვების გამგონე თაგუნამ სოროდან გამოიხედა, თრითინამ ფუღუროდან გამოყო ცხვირი, კატა ღობეზე მოკალათდა, ძარლი კი უკანა თათებზე ჩამოჯდა.
_ სამართლიანობა, - განაგრძობდა ბუ, - ბუნების კანონია, რომლის მიხედვითაც დედამიწის ყველა ბინადარს შორის გააზრებული თანხმობა მყარდება. ამ ბრძნული კანონს ემორჩილება ყველა ცხოველი, ფრინველი, თევზი და მწერიც კი. აბა, ნახეთ როგორ შეხმატკბილებული ცხოვრობენ ფუტკრები.
მართალი იყო ბუ. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ფუტკრების სკა, მან იცის, რომ იქ ერთპიროვნულად ბატონობს დედა ფუტკარი, ნათელი გონებით ხელმძღვანელობს ყველას და ყველაფერს, ფუტკრების მრავალრიცხოვან ოჯახში სამართლიანად ანაწილებს მოვალეობებს. ზოგიერთი მათგანის მოვალეობა – ყვავილებიდან ნექტარის მოგროვებაა, ერთნი ფიჭაზე მუშაობენ, მეორენი მომაბეზრებელი ბზიკებისაგან იცავენ სკას, ზოგიც სისუფთავეს იცავს. არიან ისეთი ფუტკრებიც, რომელთა მოვალეობაა დედა ფუტკარს ემსახურონ - ერთ ნაბიჯზეც კი არ მოშორდნენ მას.
როცა მბრძანებელი მოხუცდება, ყველაზე ღონიერი ფუტკრები ზურგზე შეისვავენ მას და სათუთად დაატარებენ, ყველაზე ჭკვიანი და გამოცდილები კი ათასნაირი შინაური მალამოებით წამლობენ, და თუ ერთი ფუტკარი მაინც გაბედავს არ შეასრულოს თავისი მოვალეობა, მას საშინელი სასჯელი ელის.
ბუნებაში ყველაფერი გონივრულადაა გააზრებული და მოწყობილი. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს. სწორედ ამ სიბრძნეშია ცხოვრების ჭეშმარიტი სამართლიანობა.


დაფნა, მურტი და მსხალი

ერთ დღეს ბებერ, ტოტებგაშლილ მსხალთან ორი ქამარში ნაჯახგაყრილი გლეხი გაჩერდა.
_ ჰეი, მსხალო! – გასძახა დაფნამ – დახვდი სტუმრებს!
ამასობაში გლეხებმა ხელებზე დაიფურთხეს, მკლავები დაიკაპიწეს, ნაჯახები მოიმარჯვეს და ზედ ძირში შეუდგნენ ხის ჭრას.
_ რისთვის შეურიგდი მწარე ხვედრს? – ნიშნის მოგებით ჰკითხა მურტმა, - სად გაქრა შენი უწინდელი სიამაყე?
_ აღსასრულის დღე დაგიდგა, მსხალო, არ ცხრებოდა დაფნა, - შენი ფოთლები ვეღარ დაგვიჩრდილავენ მზეს.
სასიკვდილოდ დაჭრილმა მსხალმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და წაილუღლუღა.
- ვგრძნობ, რომ აღსასრულის დღე დამიდგა, მაგრამ თქვენ ტყუილად ღვარძლიანობთ. რა იცით, თქვე უვიცებო, რომ გლეხები სახელოსნოში წამიღებენ მეჩუქურთმესთან და ხელმარჯვე ოსტატი ჩემი მყარი სხეულიდან არაჩვეულებრივ ქანდაკებას გამოთლის.
მსხალი არ შემცდარა – ქანდაკება, მართლაც, რომ მშვენიერი გამოვიდა. მისი სილამაზით აღტაცებული ხალხი ოსტატის და პატივისცემის ნიშნად დაფნის გვირგვინებითა და მურტის ყვავილწნულებით ამკობდნენ მას. ასეთია დაფნისა და მურტის ხვედრი, - მუდამ დამტვრეული ტოტებით იცხოვრონ, რათა მათი ტოტებით ადამიანის ქმნილება შეამკონ.


ობობა და ბზიკი

ობობა, როგორღაც, ბუზების საყვარელ თავშეყრის ადგილას აღმოჩნდა და დაუყოვნებლივ შეუდგა მათთვის ხაფანგის ქსოვას. საყრდენად ორი ტოტი ამოარჩია და მათ შორის სიგრძე-სიგანეზე უწვრილესი ვერცხლისფერი ძაფების წვნა დაიწყო.
მანამ წნა, სანამ უხილავი ქსელი არ მოქსოვა. საქმეს რომ მორჩა, ფოთლის უკან დაიმალა.
დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. ქსელში გაბმული მოფართხალე მსხვერპლი რომ შენიშნა, ობობა იმწამსვე თავშესაფარიდან გამოძვრა და ხელი სტაცა მსხვერპლს.
იქვე, შორი-ახლოს ყვავილის გვირგვინზე ბზიკი ჩამომჯდარიყო, რომელმაც ობობას მზაკვრობა შენიშნა. მისმა პატიოსანმა და კეთილშობილმა გულმა ვერ აიტანა ამგვარი ვერაგობა. ფრთები ააფრიალა, მრისხანედ დაიბზუილა, თავს დააცხრა დაუნდობელ ბოროტმოქმედს და თავისი სასიკვდილო ნესტარი ჩაასო მას.
საბრალო ბუზები კი გადარჩნენ.


წაბლი და ლეღვი

ერთ დღეს წაბლის ხემ მეზობელ ლეღვის ხეზე ამძვრალი ადამიანი დაინახა, რომელიც ტოტებს ზნექდა, მერე კი ნაყოფს კრეფდა და ძალიან გაუკვირდა. როგორც ჩანს ადამიანს ძალიან მოეწონა ლეღვის გემო და მაშინვე საქმეს შეუდგა – პირი ნაყოფით გამოიტენა და ყბები აამუშავა.
_ მომისმინე, მეზობელო! მიმართა წაბლმა ლეღვს, თან უკმაყოფილოდ გააქნია თავი, - ამის ფასი რა ცოდვა გაქვს ჩადენილი დედაბუნების წინაშე, ასე რომ გაგწირა? შეხედე, რა კარგად ვარ მოწყობილი! ხედავ, რა საიმედოდაა დამალული და დაცულია ჩემი გემრიელი ნაყოფი, შენგან განსხვავებით ბუნებას მათზე ზრუნვისთვის ძალღონე არ დაუშურებია, - თვითკმაყოფილმა სიყვარულით დახედა თავის ნაყოფს და განაგრძო, - ბუნებამ მათ თხელი პერანგები ჩააცვა, გარედან კი აბრეშუმივით ნაზ სარჩულიან კომზოლში გამოაწყო. ეგ კიდევ არაფერი, ზემოდან ეკლიან ნაჭუჭ-ჯავშანში მყავს დამალული, ასე რომ ადამიანი, ისე ვერ იხილავს ჩემს ნაყოფს, როგორც საკუთარ ყურებს.
ამ სიტყვების გამგონე ლეღვმა თავი ვეღარ შეიკავა, ახარხარდა და როცა სიცილით გული იჯერა, წაბლს უპასუხა:
_ შენ, ეტყობა, ცუდად იცნობ ადამიანს, მეგობარო, თორემ ასე დაუფიქრებლად არ იმსჯელებდი, ზოგი ადამიანი იმდენად ჭკვიანი და მოხერხებულია, რომ მაინც მისწვდება საგულდაგულოდ დამალულ ნაყოფს. ჭოკებით, ჯოხებით და ქვებით შეიარაღებული სულს ამოგხდის და წაბლს ჩამობერტყავს და როცა ისინი მიწაზე დაცვივდებიან, ადამიანი ქვებით შეუდგება მათ სრესას და ჭყლეტას ისე, რომ შენი ნაქები ლამაზმანები დამდუღრულებივით გამოცვივდებიან თავიანთი ეკლიანი ნაჭუჭებიდან.
მერე ლეღვი წამით დაფიქრდა და დაუმატა:
_ ცოდვას როგორ ჩავიდენ, ბუნებაზე როგორ გავნაწყენდები, როცა ყველა ალერსითა და კეთილად მეპყრობა, ჩემს გემრიელ ნაყოფს კი მხოლოდ ხელებით კრეფენ, ცდილობენ არ გასრისონ, არ გაჭყლიტონ იგი და ამიტომ არც მე მინდა ვინმეს ვალში დავრჩე, პირიქით მადლობის ნიშნად მსურს ადამიანები ჩემი გემრიელი ნაყოფით დავაჯილდოვო.




ფარვანა და ალი

საღამოს ბინდში მოფარფატე და სიგრილით დამტკბარმა კოხტა ფარვანამ შორს მოციმციმე ალი შენიშნა. მაშინვე იქით გაეშურა, საიდანაც შუქი მოდიოდა და როცა მის ახლოს აღმოჩნდა, დაინახა, რომ ფანჯარაზე ლამპარი იდგა. ფარვანამ მის გარშემო დაიწყო ფრენა, გაოცებული ათვალიერებდა და თავის თავს ეკითხებოდა ნეტევ ვინ არის ეს უცნობიო.
გარშემო ტრიალით გული რომ იჯერა, ფარვანამ გადაწყვიტა ახლოს გაცნობოდა კაშკაშა ცეცხლს და ზუსტად ისე ეთამაშა მასთან, როგორც ბაღში ერთობოდა ხოლმე ყვავილებთან ერთად – მათ გვირგვინებზე ჩამომჯდარი რომ ქანაობდა, როგორც საქანელაზე.
ფარვანამ უკან დაიხია, მერე მკვეთრად აიჭრა ზემოთ, გაქანდა და ისე გადაუფრინა ცეცხლის ყვითელ ალს, თითქმის შეეხო, გეგონებოდა იწვევსო. უეცრად რაღაცამ მტკივნეულად უჩხვლიტა და ზემოთ აისროლა. ლამპარის გვერდით ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარმა ფარვანამ გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ცალი თათი დაჰკარგვოდა და ფრთების ბოლოებიც შეტრუსვოდა.
_ როგორ შეიძლებოდა, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო? – საკუთარ თავს ეკითხებოდა საგონებელში ჩავარდნილი ფარვანა და პასუხს ვერ პოულობდა. ვერაფრით იჯერებდა, რომ ასეთ საოცარ, უწყინარ ალს შეეძლო ბოროტება ჩაედინა ან ზიანი მიეყენებინა მისთვის. ცოტა ხნის შემდეგ ოდნავ გონს მოსულმა ფარვანამ ისევ გაშალა ფრთები და აფრინდა. ანთებულ ლამპარს ისევ რამდენჯერმე შემოუფრინა და მშვიდად გაეშურა პირდაპირ ალისკენ, მასზე ქანაობა სურდა, მაგრამ იმწამსვე ზეთში ჩავარდა, რომლითაც მზაკვარი ალი იკვებებოდა.
_ ო, რა ულმობელი ხარ, _ ჩაილუღლუღა ფარვანამ, თან უკანასკნელი ძალა ეცლებოდა, _ მე შენში მეგობარს ვეძებდი და სიკვდილი ვიპოვე, ძალიან გვიან მივხვდი, რა ბოროტი და საშიში ყოფილხარ! ძვირად დამიჯდა შენთან თამაშის სულელური განზრახვა!
_ საბრალო ფარვანა! – უპასუხა ღამის ლამპარმა, - რა ჩემი ბრალია, თუ შენი გულუბრყვილო ოცნების საგანი – მთვარის შუქით განათებული ყვავილი არ ვარ? ჩემი დანიშნულებაა ღამე გავუნათო ადამიანებს. ის კი ვინს ცეცხლთან ფრთხილი მოპყრობა არ იცის, აუცილებლად დაიწვება.

study


Last edited by Admin on Mon Mar 30, 2020 1:07 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptyFri Feb 23, 2018 8:16 pm

ლეონარდო და ვინჩი


ზღაპრები, ლეგენდები, იგავები

თარგმნა ქეთევან დუმბაძემ, 2011 წელი


ვაზი და ბებერი ხე

ერთ დღეს, თავი რომ უფრო ლაღად და იმედიანად ეგრძნო, ვაზმა გადაწყვიტა ბებერ ხეს ტანზე შემოხვეოდა. მეგობრებმა, რომლებიც, როგორც წესი და რიგია, ვენახში გლეხის ჩარჭობილ სარებზე დაყრდნობილები იზრდებოდნენ, გაოცებულებმა ჰკითხეს:
_ რა ხეირია ამ ბებერ ხესთან ყოფნა? მას ხომ ერთი ამოსუნთქვაღა დარჩენია, ვაითუ გადატყდეს და წაიქცეს, მაშინ რაღა გეშველება?
_ ნუ დარდობთ, როგორმე გავძლებ თქვენი რჩევა-დარიგებების გარეშე!
უხეშად უპასუხა თავის სიმართლეში დარწმუნებულმა ვაზმა. იგი უფრო მჭიდროდ ეხვეოდა ხეს და თავს იმით იმშვიდებდა, რომ ჭკუით აჯობა დანარჩენებს _ ეგონა, უფრო მაღლა, მზისკენ თუ აზიდავდა თავის მწვანე ლერწებს, ამით სიცოცხლეს გაიხანგრძლივებდა. მაგრამ ვაზის რჩეული იმდენი ხნის იყო, რომ ფეხზე ძლივსღა იდგა. ტოტები გახმობოდა, ფუტურო, ნახევრად დამპალ ტანზე კი ქარის ყოველ დაბერვაზე ჟრუანტელი უვლიდა.
ერთ დღეს ხემ მძიმედ ამოიოხრა და წაიქცა. წინდაუხედავი ვაზი კი დამხობილი გოლიათის ქვეშ მოყვა და დაიღუპა.



შროშანი

მდინარე ტიჩინოს ნაპირზე, რომელიც ლომბარდიის მინდვრებსა და ველებზე მოედინება, მშვენიერი შროშანი ყვაოდა. დანარჩენი მინდვრის ყვავილები მოწიწებით უხრიდნენ თავს შროშანს და ცდილობდნენ მზე არ დაეჩრდილათ მისი ბრწყინვალებისთვის. ის კი იდგა აშოლტილი, მხიარულად ირხეოდა ქარისგან და დაუღალავად ტკბებოდა მდინარეში თავისი ანარეკლით. ენითაუწერელი სილამაზით მოჯადოებულმა ტალღებმა გადაწყვიტეს ყვავილი მოეტაცათ.
მალე ვნებისა და დაუოკებელი ჟინისგან აფორიაქდა მდინარე. ტალღები სულ უფრო და უფრო აღელდნენ. მდინარის შხეფებისგან დასველებული შროშანი კი ისევ ყელყელაობდა, ამაყად იდგა თავის ღეროზე და თავს იწონებდა.
მაშინ ტალღებმა იმატეს, უფრო ხშირ-ხშირად ასკდებოდნენ ნაპირს, ზედ უვლიდნენ და თავზე ევლებოდნენ შროშანს, სანამ ნაპირი არ ჩამოიქცა და აქაფებულ მორევში არ ჩაიყოლა თავმომწონე ეული მზეთუნახავი.


კაკალი და სამრეკლო

ერთ დღეს ყვავმა სადღაც კაკალი იშოვნა და სამრეკლოზე გაფრინდა. მოკალათდა და გემრიელი ლებნის ხელში ჩასაგდებად ფეხებში მომწყვდეულ ნადავლზე ნისკარტით გამეტებით შეუდგა კაკაუნს. არ ვიცი, დარტყმა აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, თუ ყვავს უმუხთლა ბედმა, კაკალი კლანჭებიდან გაუსხლტა, ქვევით ჩაგორდა და კედლის ნაპრალში მიიმალა.
_ ო, კეთილო ქომაგო-კედელო! – შეევედრა ყვავის ნისკარტის დარტყმებისაგან ოდნავ გონს მოსული კაკალი, თან თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე – ნუ დამღუპავ, შემიბრალე! შენ ისეთი მყარი და დიდებული ხარ, ისეთი მშვენიერი სამრეკლო გაქვს. ნუ გამაგდებ, შემიფარე!
ზარები ყრუდ და გამკიცხავად აგუგუნდნენ, _ კედელს აფრთხილებდნენ, თავს საფრთხეში ნუ ჩაიგდებ, კაკალს არ ენდოო.
_ ნუ მიმატოვებ ობოლს გაჭირვებაში! _ ისევ ევედრებოდა კაკალი, ცდილობდა ზარების გაბრაზებულ გუგუნში ხმა მიეწვდინა კედლისთვის, _ ის იყო მშობლიური ტოტი უნდა მიმეტოვებინა და ტენიან ნიადაგზე ჩამოვვარდნილიყავი, რომ ბოროტი ავაზაკი თავს დამაცხრა და როცა გაუმაძღარი ყვავის ნისკარტში აღმოვჩნდი, დავიფიცე – თუ სიკვდილს გადავურჩი, სიცოცხლის ბოლომდე რომელიმე ორმოში გავიტრუნები, წყნარად და მშვიდად გავატარებ მეთქი დარჩენილ დღეებს.
კაკლის ვედრებამ გული აუჩუყა და ააცრემლა ბებერი კედელი, ზარების გაფრთხილების მიუხედავად, კედელმა გადაწყვიტა, მასპინძლობა გაეწია კაკლისათვის და თავის ნაპრალში დაეტოვებინა.
დროთა განმავლობაში კაკალს შიშმა გადაუარა, მოშინაურდა, გათამამდა და ფესვები გაუშვა. ფესვები სტუმართმოყვარე კედელში მიძვრებოდნენ. სულ მალე კედლის ნაპრალიდან პირველმა ყლორტებმა გამოხეთქეს. ისინი ერთად მიიწევდნენ წინ და ძალას იკრებდნენ. კიდევ ცოტა ხანმა განვლო და კაკლის ნორჩი ყლორტები ამაყად დაჰყურებდნენ თვით სამრეკლოსაც კი. ყველაზე მეტად კი ფესვებისაგან კედელი დაზარალდა, რადან იცინი სულ უფრო იტოტებოდნენ, არყევდნენ და ანგრევდნენ ძველ ნაგებს და უმოწყალოდ ფანტავდნენ აგურებსა და ქვებს.
ძალიან გვიან მიხვდა კედელი, რამდენად ცბიერი აღმოჩნდა შეუხედავი, საწყალი კაკალი, რომელიც მშვიდ ცხოვრებას ჰპირდებოდა მასპინძელს.
ნდობისათვის მწარე სინანულის და თავის გაკიცხვის მეტი რაღა დარჩენოდა კედელს, მან ხომ ბრძენი ზარების გაფრთხილება არ შეისმინა.
კაკლის ხე გულგრილი სიამაყით იზრდებოდა, სამრეკლო კი სულ უფრო და უფრო ინგრეოდა.



ცეცხლი და ქვაბი

თბილ ნაცარში ძლივს შესამჩნევად კიდევ ღვიოდა ნაკვერჩხალი. დიდი სიფრთხილითა და მომჭირნეობით ხარჯავდა უკანასკნელ ძალებს, რათა საბოლოოდ არ ჩამქრალიყო და არ გაგუდულიყო ნაცრისფერ ნაცარში.
ვახშმის დრო მოვიდა და თითქმის გაციებულ ღადარში ვიღაცამ ერთი აღება შეშა და გამომშრალი ფიჩხი შეუკეთა. მერე შეშებს შორის, რომლებზეც შეჭამანდით სავსე ქვაბი ეკიდა, ცეცხლის ალი ამოძვრა. ხმელი შეშით გალაღებული ცეცხლი ნელ-ნელა ღვივდებოდა და ღუმელიდან დამდგარ ჰაერს დევნიდა. მორებთან თამაშითა და ცელქობით გართული ცეცხლი ხან ქვემოდან ამოყოფდა თავს, ხან გვერდიდან, ხანაც ზემოთ ამოხტებოდა და სულ უფრო და უფრო მატულობდა.
ცეცხლი დაჟინებით მიძვრებოდა მორებს შორის. მისი ენები ტკაცანით ისროდნენ ნაპერწკლებს.… მუქი ჩრდილები სამზარეულოს მოედნენ, მხიარულად აცეკვდნენ კედლებზე და კუთხეებისაკენ გაიქცნენ.
მოუსვენარი ცეცხლი სულ გაგიჟდა, არხეინად დაიფრუტუნა და ჯიუტად სცადა ღუმელის საფარს გასცდენოდა. სულ მალე ღუმელიც აგუგუნდა და ათასნაირ ხმაზე ამღერდა. ხან რიხიანად სტვენდა, ხან კი საბრალოდ ზმუოდა. სამზარულოში განათდა და დათბა.
როცა ცეცხლმა დაინახა, რომ შეშა საბოლოოდ დაიმორჩილა, სულ მთლად გავიდა თავს, გაჭირვეულდა და გათავხედდა.
ცეცხლს ღუმელი უკვე ევიწროვებოდა - მუქარით აშიშინდა, ატკაცუნდა და ნაპერწკლების სროლა დაიწყო. ენები ზემოთ ატყორცნა და გადაწყვითა ზეცაში აჭრილიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად… კვამლით გარუჯული ქვაბის ძირს დაეჯახა.



ალვის ხე

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ალვის ხე, სხვა მრავალ ხესთან შედარებით, ყველაზე სწრაფად იზრდება. მისი ყლორტები თვალსა და ხელს შუა მიიწევენ ზევით და მთელს არემარეზე ყველას უსწრებენ სიმაღლეში.
ერთ დღეს ახალგაზრდა ალვის ხემ გადაწყვიტა ცხოვრების თანამგზავრი გაეჩინა და არჩევანი ვაზზე შეაჩერა.
_ რა უცნაური ახირებაა! – ებუზღუნებოდნენ თანამოძმეები, - ნახავ რა დღეშიც ჩაგაგდებს ეგ ლამაზმანი! რად გინდა? თავი დაანებე! ჩვენი საქმე სიმაღლეში ზრდაა, ეს არის ჩვენი ხვედრი.
მაგრამ ჯიუტმა ხემ თავისი გაიტანა. შეყვარებული ალვა ახალგაზრდა ვაზთან შეუღლდა და ნება დართო მჭიდროდ შემოხვეოდა, თან ძლიერ ხარობდა.
ვაზმა რომ მყარი საყრდენი დაიგულა, სწრაფად გაიზარდა და ნაყოფიც უხვად მოისხა. როცა გონიერმა გლეხმა შენიშნა, რომ ალვის ხის ტოტზე შემოხვეული ვაზი კარგად ხარობდა, გაზაფხულზე ალვას ტოტები დააჭრა, რათა ვაზი თან არ აჰყოლოდა სიმაღლეში და შემოდგომაზე მწიფე ყურძნის მტევნების კრეფა არ გასჭირვებოდა.
სად გაქრა ალვის ხის ტანადობა? განში გავიდა, უწინდებური სიხალისეც დაკარგა და ბედს შეურიგდა.
დგას ახლა თავისთვის ჯირკივით დაბალი, ტოტებდაჭრილი და თავის ნაყოფიერ სატრფოს საყრდენად ემსახურება.
მისი თანამოძმეები კი აშოლტილან და უდარდელად აშრიალებენ ფოთლებს.


ჭიანჭველა და ხორბლის მარცვალი

მკა დამთავრდა. მინდორში დარჩენილი ხორბლის მარცვალი მოუთმენლად ელოდა წვიმას, ყინვების დადგომამდე რღმად რომ ჩამძვრალიყო ნესტიან ნიადაგში.
ხორბლის მარცვალს გვერდზე ჭიანჭველამ ჩაურბინა. შენიშნა, გაიხარა და დიდხანს არ დაუყოვნებია, მძიმე ნადავლი ზურგზე წამოიკიდა და ქოშინ-ქოშინით წაბობღდა ჭიანჭველების ბუდისკენ.
შინ რომ გათენებამდე მიეღწია, ჭიანჭველა გაუჩერებლად მიცოცავდა, ტვირთი კი სულ უფრო მძიმდებოდა და ზურგზე აწვებოდა სიქაგამძვრალ ჭიანჭველას.
_ რას იწყვეტ წელლს? აქ დამაგდე! – შეევედრა ხორბლის მარცვალი.
_ რომ გადაგაგდო, ზამთარში საკვების გარეშე დავრჩებით, ჩვენ ბევრნი
ვართ და ყოველი ჩვენგანი ვალდებულია რაიმე იშოვნოს ჭიანჭველების ბუდის მარაგის გასამრავლებლად – რიდით უთხრა ჭიანჭველამ.
მაშინ დაფიქრდა მარცვალი და უთხრა:
_ მესმის შენი, ასე უნდა იქცეოდეს ყველა პატიოსანი მშრომელი, მაგრამ შენს უნდა გამიგო, ყურადღებით მომისმინე, ჭკვიანო ჭიანჭველა!
იმით კმაყოფილმა ჭიანჭველამ, რომ შესვენების საშუალეა მიეცა, მძიმე ტვირთი ზურგიგან ჩამოაგდო და დასასვენებლად ჩამოჯდა.
_ იცოდე, - თქვა მარცვალმა, - ჩემში დიადი ცხოველმყოფელი ძალაა, ჩემი დანიშნულება ახალი სიცოცხლის წარმოშობაა. მოდი ერთ საქმეზე მოვილაპარაკოთ.
_ რაზე?
_ აი, რაზე, თუ ჭიანჭველის ბუდეში არ წამათრევ და აქ, ჩემს მშობლიურ მინდორში დამტოვებ, მაშინ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, სამაგიეროდ ას, ზუსტად ჩემნაირ მარცვალს მიიღებ.
გაოცებულმა ჭიანჭველამ უნდობლად გაიქნია თავი.
_ დამიჯერე, კეთილო ჭიანჭველა, რასაც გეუბნები სრული ჭეშმარიტებაა, თუ შენ ახლა უარს იტყვი ჩემზე და მოიცდი, მაშინ მე ასმაგად დავაჯილდოებ შენს მოთმინებას და არც შენი ჭიანჭველების ბუდე დაზარალდება.
ჭიანჭველამ კეფა მოიფხანა და გაიფიქრა – "ასი მარცვალი ერთის სანაცვლოდ? ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში ხდება”
_ როგორ გააკეთებ ამას? – ჰკითხა ჭიანჭველამ, - ცნობისმოყვარეობა კლავდა, მაგრამ ჯერ მაინც არ სჯეროდა.
_ მენდე! – უთხრა მარცვალმა, _ ეს ცხოვრების ყველაზე დიდი სადუმლოებაა. ახლა კი ამოთხარე პატარა ორმო, ჩამმარხე, ზაფხულში კი ისევ დაბრუნდი.
ჭიანჭველა დანიშნულ დროს მინდორში დაბრუნდა.
ხორბლის მარცვალმა დანაპირები შეუსრულა.


ფუტკარი და მუქთახორები

_ წესი და კანონი არ არსებობს თქვენთვის თქვე უსაქმურებო!? – ვეღარ მოითმინა ერთ დღეს მუშა ფუტკარმა, როცა ვერაფერი შეასმინა მუქთახორა მამალ ფუტკრებს, რომლებიც უსაქმოდ დაფრინავდნენ სკის გარშემო, _ ოღონდ არ იმუშაოთ! შეგრცხვეთ მაინც! საითაც არ გაიხედავ ყველა შრომობს, ყველა ზამთრის მარაგს აგროვებს. თუნდაც ერთიციდა ჭიანჭველას შეხედეთ, პატარაა, მაგრამ ბეჯითი. მთელი ზაფხული წელში წყდება, შრომობს, ცდილობს არცერთი დღე არ გამოტოვოს, ზამთარი ხომ კარზეა მომდგარი!
_ შენც ნახე რა მისაბაძი კაცი! - შეუღრინა ერთ-ერთმა მამალმა ფუტკარმა მუშა ფუტკარს, რომელმაც ტვინი წაუღო თავისი რჩევა-დარიგებებით, _ შენი ნაქები ჭიანჭველა ყოველ მოსავალზე მარცვლებს ანადგურებს, და კიდევ, ეგ წუწურაქი, ყველანაირ ნაგავს სახლში მიათრევს.
მუქთახორას ნუ აჭმევ და სალაპარაკო მიეციო ნათქვამია. არც სხვის ლაფში ამოსვრას მოერიდება, თავად კი ყოველთვის მონახავს თავისი უსაქმურობის გასასამართლებელს.


ჩიტბატონა

ჩიტბატონამ ჭიაყელა მოინადირა, გახარებული თავის ბუდესთან მიფრინდა, მაგრამ ბარტყები შიგ არ დაუხვდა. სანამ იგი ნადირობდა, ბოროტმოქმედებს მოუტაციათ ისინი.
ტირილითა და გოდებით დაეძებდა ჩიტბატონა დაკარგულ ბარტყებს. მთელ ტყეს მოედო მისი კვნესა და მოთქმა, მაგრამ პასუხი არსაიდან ისმოდა.
მეორე დღეს საბრალო მშობელს სკვინჩა შემოხვდა, რომელმაც ამცნო, შენი ბარტყები ერთ-ერთი გლეხის სახლში ჯერ კიდევ გუშინ ვნახეო.
სიხარულისგან თავგზააბნეული ჩიტბატონა, გამალებით მიფრინავდა სოფლისაკენ და სულ მალე იმ სახლთან აღმოჩნდა, რომელზეც სკვინჩამ მიუთითა.
ჩიტბატონა სახლის სახურავის კიდეზე ჩამოჯდა, მიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მერე კალოზე ჩამოფრინდა, არც იქ იყო არავინ. მაგრამ, როცა საბრალო ჩიტბატონამ თავი ასწია, ფანჯარაზე ჩამოკიდებული გალია დაინახა, რომელშიც მისი დატყვევებული ბარტყები ისხდნენ. ჩიტბატონა მათკენ გაქანდა.
მამა რომ დაინახეს, ბარტყები ერთხმად, საბრალოდ აჭყიპინდნენ, ევედრებოდნენ ჩქარა დაგვიხსენი ტყვეობიდანო. რა არ იღონა ჩიტბატონამ, კლანჭებითა და ნისკარტით გალიის წნელის გაწევას შეეცადა, მაგრამ ამაოდ. მაშინ მწარედ აქვითინებულმა მიატოვა გალია.
გამწარებული ჩიტბატონა მეორე დღეს ისევ მიფრინდა გალიასთან, სადაც მისი ბარტყები იტანჯებოდნენ. დიდხანს უყურა მათ სიყვარულით სავსე თვალებით. მერე კი პირდაფჩენილ ბარტყებს სათითაოდ ფრთხილად ჩაუდო რაღაც პირში.
მშობელს შხამიანი ბალახი მოეტანა ნისკარტით და ამიტომ ბარტყებმა მაშინვე გაფშიკეს ფეხები.
_ ტყვეობაში ტანჯვას სიკვდილი სჯობს! – მწარედ ამოიოხრა ამაყმა ჩიტბატონამ და ტყეს დაუბრუნდა.


ფიჭვი

ერთ ბაღში ფიჭვი ხარობდა. სწრაფად იზრდებოდა, სულ უფრო მაღლდებოდა და ლამაზდებოდა. მისი ფაფუკი კენწერო მეფურიად გადაჰყურებდა და ჩრდილავდა სხვა ხეებს. სიმაღლესთან ერთად იზრდებოდა მისი ამპარტავნებაც. ზიზღით და ქედმაღლურად უცქერდა ყველას, ერთ მშვენიერ დღეს კი მბრძანებლურად შესძახა:
_ მომაშორეთ ეს გასაცოდაცებული თხილის ბუჩქი! – და ხე ძირში მოჩეხეს.
_ მიხსენით ამ აუტანელი ლეღვის მეზობლობისაგან! თავს მაბეზრებს თავისი სულელური გამომეტყველებით, _ ბრძანა მეორედ ახირებულმა ფიჭვმა და ლეღვსაც იგივე ბედი ეწია.
თვითკმაყოფილი, ლამაზი ფიჭვი მედიდურად არხევდა ტოტებს და არ ცხრებოდა, _ ეს ბებერი ვაშლები აღარ დავინახო ჩემს ირგვლივ! – და ხეები შეშად აქციეს.
ასე მბრძანებლობდა დაუოკებელი ფიჭვი. ერთი მეორეზე მიყოლებით აჩეხიებდა ხეებს. ასე გახდა იგი ერთპიროვნული მბრძანებელი ბაღისა, რომლის წარსული სილამაზიდან მხოლოდ კუნძებიღა დარჩენილიყო. მაგრამ ერთ დღეს ქარბუქი ამოვარდა, ფიჭვი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა მას, ფესვებით მაგრად ებღაუჭებოდა მიწას, ქარი კი, რომელსაც გზად აღარცერთი ხე აღარ შეხვედრია, დაუბრკოლებლად აწყდებოდა მარტოხელა ლამაზმანს, უმოწყალოდ ამტვრევდა მას და მიწამდე ზნექდა.
ბოლოს და ბოლოს დალეწილმა ფიჭვმა ვეღარ გაუძლო მძვინვარე ქარბუქის დარტყმებს, გაიპო და მიწაზე დაემხო.


ხვიარა და ხვლიკი

ძალზედ გაზრდილმა ხვიარამ ზევით ასწია მზეზე მოელვარე ნაზი, ზურმუხტისფერი ფოთლები. მერე, საკუთარი სილამაზით დამტკბარი ისე გათავხედდა, რომ სხვა მცენარეების მეზობლობას ვეღარ იტანდა. განსაკუთრებით გვერდზე მდგომი ბებერი, გამხმარი ხე აღიზიანებდა თავისი უშფოთველობით.
_ ყური მიგდე, ბერიკაცო! – მიმართა ერთ დღეს ხვიარამ, რას მედები ფეხებში, დროა აიკრიფო გუდა-ნაბადი და მომწყდე თავიდან!
ბებერმა ღერომ წაიყრუა, ვითომ ვერც გაიგო უხეში ხვიარას სიტყვები და ფიქრებში გართულს ხმა არ გაუცია. მაშინ დაუოკებელი ხვიარა მის გარშემო მდგომ ხშირ, კედლად აღმართულ კვრინჩხს გადაწვდა.
_ ეი, შენ, კვრინჩხი ხარ თუ ვიღაცა ხარ! შენგან საშველი აღარ არის, ძმაო, ყელში ამომიხვედი შენი აუტანელი ეკლებიანად. იქით მიაბრუნე ეგ შენი ტოტები, ვერ ხვდები რომ მზეს მიჩრდილავ?
მაგრამ თავისი საქმით გართულმა კვრინჩხმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა ახირებული მეზობელი და არაფერი უთქვამს.
მცხუნვარე მზეს მიფიცხებულმა ბებერმა ხვლიკმა ვეღარ მოითმინა და საყვედურით Mმიუგო ხვიარას:
_ რამდენი ხანია გიყურებ და შენი გამიკვირვებია! ნუთუ ისეთი სულელი ხარ, რომ ვერაფერს ხვდები, შენ ხომ ამ ბებერ ღეროს უნდა უმადლოდე, რომ მასზე შემოხვეული იზრდები და ზემოთ მიიწევ, ნუთუ ვერც იმას ხვდები, რომ კვრინჩხის ეკლიანი ბარდი რომ არა, შენისთანა მახინჯს, დიდი ხნის წინ გატკეპნიდნენ დაუპატიჟებელი სტუმრები.
აღშფოთებულ ხვიარას შეპასუხება უნდოდა, მაგრამ ხვლიკმა ხმა არ ამოაღებინა.
_ შენი დანახვაც კი აღარ მინდა! და საერთოდ, დიდგულობასა და უაზროდ ყელყელაობას გირჩევნია, მეზობლებისაგან ჭკუა ისწავლო!



ქვა და გზა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ლამაზი ქვა. ნაკადულს, რომელიც მის გვერდით მორაკრაკებდა, ისე გაეპრიალებინა მისი გვერდები, რომ მზის შუქზე ლაპლაპი გაჰქონდა.
მაგრამ გავიდა ხანი და ნაკადული დაშრა, ქვა კი ისევ იწვა გორაკზე, გარშემო კი მაღალი ბალახებისა და ჭრელ-ჭრელი მინდვრის ყვავილებით მოჩითული სივრცე გაშლილიყო.
ქვა ზემოდან დაჰყურებდა დაკლაკნილ მოკირწყლულ გზას. გზის პირას, აქეთ-იქით, კენჭები და რიყის ქვები ეყარა.
ნაკადულის ჩვეულ რაკრაკს მოკლებული, ეულად დარჩენილი ქვა, სევდიანი თვალებით სულ უფრო ხშირად გაჰყურებდა გზას, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. ერთ დღეს ისე მოსწყინდა, რომ ვეღარ მოითმინა და შესძახა:
_ როდემდე უნდა ვეგდო ასე მარტოდმარტო? რაში მარგია ბალახები და ყვავილები, ჭკუას ვიზამ თუ ჩემი თანამოძმეებთან ერთად ვიცხოვრებ სავალ გზაზე, იქ, სადაც სიცოცხლე დუღს და გადადუღს. თქვა თუ არა ეს, ადგილიდან დაიძრა, დაღმართზე დაეშვა და გზაზე, მის მსგავს ქვებს შორის აღმოჩნდა.
ვინღა არ დადიოდა ამ გზაზე, დროგის რკინით მოჭედილი ბორბლები, ცხენების, ძროხების, თხების, ცხვრების ჩლიქები, კოხტა ჩექმები და ლურსმნით დაჭედილი უხეში გლეხური ფეხსაცმელები.
ქვამ დიდ ალიაქოთში ამოჰყო თავი. აქ მას ხან გულგრილად ჰკრავდნენ მუჯლუგუნს, ხან ქელავდნენ, ამტვრევდნენ, ეჯახებოდნენ, ტალახში თხვრიდნენ, ზოგჯერ საქონლის ფუნაშიც კი ამოგანგლულა.
სად წავიდა, სად გაქრა მისი სილამაზე! ახლა ქვა სევდიანად გასცქეროდა გორაკს, სადაც ოდესღაც მშვიდად იწვა სურნელოვან ყვავილებს შორის.
დაკარგულ სიმშვიდეზე ამაო ოცნების მეტი რაღა დარჩენოდა ქვას, ტყუილად როდი უთქვამთ: სანამ რამე გვაქვს, არ ვაფასებთ, აღარ გვაქვს და მივტირითო.
ეს ამბავი იმათ ეხება, ვინც დაუფიქრებლად ტოვებს მიყრუებულ სოფლებს და ხალხმრავალი, ხმაურიანი ქალაქებისაკენ მიილტვის, იქ, სადაც მაშინვე ამაო ფუსფუსში, გაუთავებელ სირთულეებსა და უსიამოვნებებში ებმება.



თხილის ბუჩქი

დიდ ბაღში, ღობის მიღმა შეხმატკბილებული, მშვიდობიანად ცხოვრობდა ხეხილი, რომელიც გაზაფხულობით ვარდისფრად ფეთქდებოდა, ზაფხულის დამლევს კი მწიფე ნაყოფით დამძიმებული წელში იზნიქებოდა.
სრულიად შემთხვევით ამ მეგობრულ, მშრომელ ოჯახში თხილის ბუჩქი შეეჩხირა, რომელიც ძალიან მალე გაიბადრა და გადიდგულდა.
_ როდემდე უნდა ვეგდო აქ, ღობის უკან, - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა თხილი, - სულაც არ ვაპირებ განდგომილივით ცხოვრებას, ჩემს ტოტებს ღობიდან გადავყოფ, რომ ყველამ გაიგოს რა არაჩვეულებრივი ნაყოფი მაქვს!
და თხილის ბუჩქი მთელი ძალ-ღონით შეუდგა მაღალი ღობის დაძლევას, რათა გამვლელ-გამომვლელის წინაშე მთელი თავისი სილამაზით წარმსდგარიყო.
როცა დრო დადგა და მისი ტოტები თხილით დაიხუნძლა, ყველა, ამვლელი თუ ჩამვლელი, კრეფდა მათ. ვინც ხელით ვერ წვდებოდა ჯოხებსა და ქვებს იშველიებდა.
სულ მალე დაბეგვილმა და დალეწილმა თხილის ბუჩქმა მარტო ნაყოფი კი არა, ფოთლებიც დაკარგა. მისი დასახიჩრებული ტოტები მათრახებივით ეკიდა ღობეზე, ბაღის სიმწვანეში კი არომატული წვენით დატენილი ვაშლები, მსხლები და ატმები იწონებდნენ თავს.



რწყილი და ცხვრის ტყავი

უწყინარი ეზოს ძაღლის ბეწვში უდარდელად ცხოვრობდა რწყილი და ბედს არ უჩიოდა.
მაგრამ ერთ დღეს ძვირფასი, სუფთა შალის საამო სურნელი შეიგრძნო.
_ ნეტავ რა უნდა იყოს? – დაინტერესდა რწყილი, ისკუპა და რას ხედავს, მისი ერთგული ძაღლი ცხვრის ტყავზე წამოწოლილა და ტკბილად სძინავს.
_ ოჰ, როგორ ვოცნებობდი ასეთ ძვირფას ქურქზე! – შესძახა აღფრთოვანებულმა რწყილმა, თან ცხვრის ტყავს თვალს არ აშორებდა. - გაცილებით უფრო ხშირი, ფაფუკი და ლამაზია, და რაც მთავარია, საიმედო. ამაში ხომ აღარც ძაღლის კბილების შიში მექნება და აღარც ბრჭყალების. ჩემი ძაღლი, პირდაპირ, აუტანელი გახდა, სულ დაკარგა ზრდილობა, განუწყვეტლივ იქექება და დამეძებს. როგორ მომბეზრდა გაუთავებელი კუკუ - დამალობანას თამაში! ცხვრის ტყავი ნამდვილად ძაღლის ტყავზე ნაზი და უსაფრთხოა.
რწყილს ბევრი აღარ უფიქრია და ბედნიერი შემთხვევა ხელიდან რომ არ გაეშვა, ძალ-ღონე მოიკრიბა, სკუპი ქნა და ძაღლის ტყავიდან ცხვრის ტყავში გადახტა. მაგრამ რწყილს მოლოდინი და იმედი გაუცრუვდა. ძაღლის ტყავთან შედარებით ცხვრის ტყავი იმდენად ხშირი და უხეში აღმოჩნდა, რომ ფეხებით ბეწვის გაწევ-გამოსაწევად და გზის გასაკვლევად რწყილს დიდი ჯაფა დაადგა.
ეჰ, რამდენი წინააღმდეგობა გადალახა რწყილმა, როგორც იქნა ნანატრ მიზანსაც მიაღწია, მაგრამ, ვაი, რომ დამუშავებული ცხვრის ტყავი ქვასავით მაგარი აღმოჩნდა.
რა არ გააკეთა, როგორ არ ეცადა, მაგრამ ეს გემრიელი ლუკმა მისი საკბილო არ აღმოჩნდა.
სიქაგამძვრალმა, დაუძლურებულმა, ოფლში გახვითქულმა და იმედგაცრუებულმა რწყილმა გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის განზრახვაზე და უკან დასაბრუნებლად გაუდგა გზას. ერთი სული ჰქონდა ჩვეულ გარემოს _ ძაღლის ბეწვს დაბრუნებოდა და ისევ ძველი ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ძაღლს ცხვრის ტყავზე აღარ ეძინა, უგზო-უკვლოდ გამქრალიყო.
მთელი დღეები განუწყვეტლივ ტიროდა საბრალო რწყილი, თვალზე ცრემლი არ შეშრობია, თავს ვერ პატიობდა მიუტევებელ წინდაუხედაობას, სანამ ხშირ ბეწვში საბოლოოდ გზააბნეული, შიმშილისა და დარდისაგან არ მოკვდა.




ნაკადული

ერთმა დაუდევარმა ნაკადულმა დაივიწყა, რომ არსებობას წვიმას უნდა უმადლოდეს. კოკისპირული წვიმის შემდეგ ისე გაიბღინძა, რომ ყოველგვარი მორიდება დაკარგა და წყალუხვ მდინარედ გადაქცევა განიზრახა.
კალაპოტის გასაფართოებლად, აბობოქრებულმა ნაკადულმა, ნაპირს მოშლა დაუწყო _ მიწას რეცხავდა და ქვებს ანგრევდა.
მაგრამ აი, ქარმა ღრუბლები განდევნა და კვლავ მზემ გამოანათა. ჯიუტი ნაკადული ვერც კი მიხვდა, ისე აღმოჩნდა თავისივე ხელით მოწყობილ მახეში. საგუბარში გამომწყვდეული ჭუჭყიან წუმპედ რომ არ ქცეულიყო და მზის გულზე არ დამშრალიყო, ნაკადულს დიდი ჯაფა დაადგა. დიდხანს დაძრწოდა აქეთ - იქით მიმოფანტულ ქვებს შორის სანამ ხეობაში დაშვება მოახერხა, რათა თავისი წყალი კანონიერი პატრონისთვის – მდინარისთვის დაებრუნებინა.


ატმის ხე

ერთ ბაღში, თხილის ბუჩქის გვერდით, ატმის ხე იდგა და შურით შესცქეროდა მეზობლის თხილით დახუნძლულ ტოტებს.
_ რატომ ასხია ჩემზე მეტი ნაყოფი? – განუწყვეტლივ ბუზღუნებდა უგუნური ხე, _ აბა, ეს არის სამართელი? ნეტავ, მეც ამდენი ატამი მესხას! რითი მჯობს!
_ ნუ გშურს სხვისი! – უთხრა ერთხელ მის გვერდით მდგომმა ქლიავის ხემ, - ნუთუ ვერ ხედავ, რომ თხილს შენზე ძლიერი ტანი და მოქნილი ტოტები აქვს? ტყულად ჯუჯღუნსა და შურს ჯობს იმაზე იზრუნო, რომ უკეთესი ატმები მოისხა.
_ მაგრამ შავი შურით დაბრმავებულმა ატამმა არ მოინდომა ქლიავის კეთილ რჩევას დაჰყოლოდა და არც არანაირმა ლაპარაკმა არ გაჭრა.
ატამმა მაშინვე უბრძანა თავის ფესვებს, უფრო ღრმად ჩამძვრალიყვნენ მიწაში, მაგრად ჩასჭიდებოდნენ, მეტი სასიცოცხლო წვენი და ტენი გამოეწოვათ მისგან. ტოტებს უბრძანა კვირტები ემრავლებინათ, ხოლო ყვავილებს ნაყოფად ქცეულიყვნენ.
როცა ყვავილობამ ჩაიარა, ხე თავიდან ბოლომდე მწიფე ნაყოფით დაიხუნძლა.
წვნიანი ატმები დღითიდღე მძიმდებოდნენ, ისე, რომ ტოტებს მათი დაჭერა უმძიმდათ.
და აი, ერთ დღეს ატმის ხემ სიმძიმისაგან დაიკვნესა და ჭახანით გადატყდა. მწიფე ატმები კი მიწაზე ჩამოცვივდა და უშფოთველი თხილის ძირში დალპა.


ლომი

ლომის ბოკვერებს ჯერ თვალებიც კი არ ახელიათ. ბრმები, უმწეოდ დაბორიალებენ დედა ლომის თათებს შორის. გემრიელ რძეს დაეძებენ, დრუნჩებით ეტაკებიან დედის თბილ მუცელს და არანაირ სხვა ძახილს ყურს არ უგდებენ.
ამაყი მამა ლომი გვერდზე დგას, ცდილობს ხელი არ შეუშალოს დედა ლომს ლეკვების მოვლაში და თან ყურადღებით ადევნებს თვალყურს თავის ნაგრამს.
უცებ ლომმა მეფური ფაფარი გააქნია და მძლავრად დაიღრიალა. ბოკვერებს მაშინვე აეხილათ თვალები, ხოლო სავანის დანარჩენი ბინადარნი თავზარდაცემულნი მიმოიფანტნენ.
ლომის მრისხანე ღრიალის მსგავსად, რომელიც ცხოვრებაზე თვალს უხელს ბოკვერებს, გონიერი მშობლების სამართლიანი ქება და დასჯა სათნოებას უღვივებს მოზარდებს. ამით მშობლები სწავლის სურვილსა და კეთილშობილებას უნერგავენ ბავშვებს და ყოველგვარ სიმახინჯესა და უკეთურობას დევნიან მათგან.


ბმული:
* http://findout.ucoz.com/news/zghap'rebi_legendebi_igavebi_leonardo_da_vinchi/2011-06-02-125


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptySat Jan 11, 2020 9:39 am

ქეთევან დუმბაძე Kd_2n10
ქეთევან დუმბაძე


რა­ტომ უც­რემ­ლი­ან­დე­ბათ თვა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნებს ნო­დარ დუმ­ბა­ძის ხსე­ნე­ბი­სას?

"დე­და­ჩემს ის ახ­ლაც ჩვენ­ზე მე­ტად უყ­ვარს"..
"მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან უკ­ვე 32 წე­ლი გა­ვი­და. ადა­მი­ა­ნებს მის ხსე­ნე­ბა­ზე თვალ­ზე ცრემ­ლი ად­გე­ბათ. ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, თუ რა­ტომ ხდე­ბა ეს. მივ­ხ­ვ­დი, რომ ადა­მი­ა­ნებს სი­კე­თე ენატ­რე­ბათ"...- ამ­ბობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტ­რის მრჩე­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხ­რით, ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე. ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თი მი­იჩ­ნევს, რომ მი­სი უპირ­ვე­ლე­სი "სტა­ტუ­სი"- ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლო­ბაა. მა­რი­კა დარ­ჩი­ას გა­და­ცე­მა "ჩე­მი გზა" ქე­თის გზი­სა და მი­სი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ნო­დარ დუმ­ბა­ძის შე­სა­ხებ გვიყ­ვე­ბა.

ქე­თე­ვან დუმ­ბა­ძე:
- მა­ნა­ნა, ჩე­მი და ძა­ლი­ან ამა­ყობს, რომ ერ­თა­დერ­თი ბავ­შ­ვი იყო, ვი­საც მა­მამ პო­ე­მა და­უ­წე­რა. გავ­ჩ­ნ­დი მე და წა­მო­ვი­და უკ­ვე ჩემ მი­მართ მოძღ­ვ­ნი­ლი ლექ­სე­ბი. შემ­დეგ იყო შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი ლექ­სე­ბი... ამ ლექ­სებს გვი­კითხავ­და და რო­მელ­ზეც ვე­უბ­ნე­ბო­დით, - მა­მა, კი­დევ წაგ­ვი­კითხე-თქო, - მე­ო­რე დღეს გა­ზეთ­შიც ვპო­უ­ლობ­დით, მაგ­რამ რო­მელ­ზეც რე­აქ­ცია ნაკ­ლე­ბი გვქონ­და, იმას ხევ­და და აგ­დებ­და. გა­მო­დის, ჩვენ მი­სი ცენ­ზო­რე­ბი ვი­ყა­ვით. მახ­სენ­დე­ბა, მი­სი ოთა­ხის კა­რი ყო­ველ­თ­ვის უნ­და მიგ­ვე­ხუ­რა და რო­ცა დაგ­ვა­ვიწყ­დე­ბო­და ამის გა­კე­თე­ბა, გა­მოგ­ვ­ძა­ხებ­და: მა­მა, კა­რი მი­ხუ­რე, ხომ იცი, რომ მზეს ვაგ­რო­ვე­ბო. მი­სი ოთა­ხი "ჭავ­ჭა­ვა­ძის" მხა­რეს გა­მო­დის და მთე­ლი დღე მზე ედ­გა. თვი­თონ ამას სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვე­ბის და­ა­ვა­დე­ბით, გუ­ლის ინ­ფარ­ქ­ტით ხსნი­და - სულ მცი­ვა­ნა გახ­და და ამ­ბობ­და, სით­ბო მსი­ა­მოვ­ნებ­სო. სა­გუ­რა­მო­შიც ერ­თი ად­გი­ლი ჰქონ­და, სა­დაც ყო­ველ­თ­ვის მზე იდ­გა და იქ ეფიცხე­ბო­და ხოლ­მე.
- რო­ცა სკო­ლას ამ­თავ­რებ­დი, პრო­ფე­სია უნ­და აგერ­ჩია. რო­გორ ხვდე­ბო­და შენს გა­ტა­ცე­ბებს?
- სკო­ლის პე­რი­ო­დი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო: ქი­მი­ა­ში ერთ-ერთ მე­ოთხედ­ში გა­მომ­ყ­ვა ორი­ა­ნი. მა­მას გაბ­რა­ზე­ბულ­მა დე­დამ უთხ­რა, - შენს შვილს ორი­ა­ნი გა­მოჰ­ყ­ვა ქი­მი­ა­შიო. მა­მა, მო­დი აქო, - და­მი­ძა­ხა და მითხ­რა: "კარ­გად თუ არ ის­წავ­ლი, მეცხ­რე კლა­სის მე­რე "ფე­ზე­უ­ში" (პროფ­ტექ­ნი­კუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლი. - რედ.) გაგ­გ­ზავ­ნიო. მე­ა­თე­ში ვარ უკ­ვე-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე (ი­ცი­ნის)... რაც შე­ე­ხე­ბა გა­ტა­ცე­ბებს, მე­ა­თე კლას­ში ძა­ლი­ან ჩა­ვერ­თე ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში და იმ­დე­ნად მო­მინ­და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­ბა­რე­ბა, რომ სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მი­ის კურ­სებ­ზე გაკ­ვე­თი­ლე­ბის მე­რე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ვეს­წ­რე­ბო­დი ლექ­ცი­ებს. მე­რე უცებ გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ რე­ჟი­სო­რო­ბა მინ­დო­და. რო­ცა სახ­ლ­ში ეს ვთქვი, ნო­დარ­მა მი­პა­სუ­ხა: კი, მა­მა, რო­გორც გინ­და, მაგ­რამ ჩემს არ­ქივს ვინ მი­ხე­დავ­სო? - ბო­ლოს თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა... დავ­ფიქ­რ­დი და მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ბუ­თე­ბი ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე უნ­და შე­მე­ტა­ნა და მი­სი არ­ქი­ვის­თ­ვის მი­მე­ხე­და.
- ე.ი. ახ­ლა მი­სი არ­ქი­ვის მცვე­ლი ხარ?
- არ­ქი­ვის მცვე­ლი ვარ, მაგ­რამ მი­სი შემ­ქ­მ­ნე­ლი დე­და­ჩე­მია. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, მას შე­ნა­ხუ­ლი აქვს ყვე­ლა­ფე­რი, ჯერ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი მი­მო­წე­რა - ყო­ველ­დღე უგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს; ასე­ვე შე­ნა­ხუ­ლია ცი­ხი­დან მო­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი, შემ­დეგ უკ­ვე ნო­და­რის, რო­გორც მწერ­ლის­თ­ვის, გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი. ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით 50 შეკ­ვ­რაა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი აქვს, ჩაკ­რუ­ლი. თუ­კი რა­მეს შე­ხე­ბია მა­მა, რაც კი გა­დარ­ჩა, ყვე­ლა ნივ­თი და ტან­საც­მე­ლი დღე­საც სახ­ლ­შია. მი­სი უჯ­რა, სა­დაც მი­სი ნივ­თე­ბი დევს, ახ­ლაც "ცოცხა­ლი­ა". დე­და დღე­საც გვე­უბ­ნე­ბა, - მკვდა­რი რო­მაა, მა­ინც თქვენ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­სო... ჩვენ ეს არ გვწყინს და არც გვიკ­ვირს, რად­გან ბავ­შ­ვო­ბი­დან გვეს­მის.
- თქვი, რომ შე­ნი მთა­ვა­რი "სტა­ტუ­სი" - ნო­დარ დუმ­ბა­ძის შვი­ლო­ბაა...
- და ეს არის პრო­ფე­სი­აც. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შვი­ლო­ბა, სა­ერ­თოდ, პრო­ფე­სიაა, რად­გან ძა­ლი­ან რთუ­ლია, რო­ცა არ გე­კად­რე­ბა, რა­მე შე­გე­შა­ლოს, არას­წო­რად გა­ა­კე­თო, არ იყო შე­ნი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი... ბავ­შ­ვო­ბი­დან ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და, რო­ცა ამ­ბობ­დ­ნენ, - რო­გორ არ გრცხვე­ნია? ნო­და­რის შვილს ქი­მი­ა­ში ორი­ა­ნი რო­გორ უნ­და გყავ­დე­სო?!. ანუ პრინ­ციპ­ში, რა შუ­ა­ში იყო ჩემ­თან ქი­მია? მოვ­დი­ო­დი სახ­ლ­ში და არ მე­ში­ნო­და, რად­გან არ მეს­მო­და ეს ქი­მია, ვერ ვსწავ­ლობ­დი და რა მექ­ნა, მაგ­რამ ეს არ იყო პრობ­ლე­მა. ვერ ვიტყ­ვი, თით­ქოს ვინ­მეს უხა­რო­და, მაგ­რამ ამის გა­მო არც ვის­ჯე­ბო­დი.
- 32 წე­ლი გა­ვი­და ნო­და­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რა იქ­ნე­ბო­და ისე­თი, რა­საც მა­მას სი­ა­მა­ყით მო­უყ­ვე­ბო­დი?
- სულ მქონ­და წე­რის სურ­ვი­ლი და მცდე­ლო­ბაც - იქ­ნე­ბო­და ეს ლექ­სი, მოთხ­რო­ბა თუ სხვა, - მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, ვე­რას­დ­როს გავ­ბე­დე, არ­სე­ბუ­ლი ფო­ნის გა­მო. რო­ცა პირ­ველ კურ­ს­ზე მოს­ვ­ლი­სას გა­ვი­გე, რომ შე­მეძ­ლო, მთარ­გ­მ­ნე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან მექ­ნე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მე­თარ­გ­მ­ნა, თარ­გ­მ­ნის დროს კი მწე­რა­ლიც ხარ... მა­მის­თ­ვის ამის ჩვე­ნე­ბა არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გან თან ერ­ქ­ვა, რომ ჩე­მი არ იყო, თან - ჩე­მიც იყო...
- ის პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ახ­ლა აკე­თებ, წიგ­ნებს ეხე­ბა. იქ­ნებ გვითხ­რა მის შე­სა­ხებ?
- ეს პრო­ექ­ტი "ცოცხა­ლი წიგ­ნე­ბი­ა". რო­ცა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტ­რო­ში მი­ვე­დი სა­მუ­შა­ოდ და გა­დაწყ­და, რომ მრჩე­ვე­ლი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გ­ში, გად­მო­მე­ცა მწერ­ლე­ბის უამ­რა­ვი წე­რი­ლი და პრო­ექ­ტი. მათ გა­ვე­ცა­ნი - ეს იყო ერ­თი უზარ­მა­ზა­რი დას­ტა, რო­მე­ლიც თავს უყ­რი­და უამ­რავ თხოვ­ნა­სა და პრობ­ლე­მას. მათ სა­თი­თა­ოდ ვერ მივ­ყ­ვე­ბო­დით - ყვე­ლა იმ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, რა­საც ავ­ტო­რე­ბი ითხოვ­დ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლია; მას ბი­უ­ჯე­ტი ვერ გას­წ­ვ­დე­ბო­და. შემ­დეგ, 17 მარტს, გა­ლაკ­ტი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, მო­ვი­და წე­რი­ლი, რო­მელ­საც ხელს ასი მწე­რა­ლი აწერ­და. ეს წე­რი­ლი პო­ეტ­მა მა­რი­ამ წიკ­ლა­ურ­მა მო­მი­ტა­ნა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე არ ვიც­ნობ­დი. ის მთე­ლი დას­ტა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გითხა­რით, უკ­ვე ორ ფურ­ცელ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი. წე­რილ­მა ისე შემ­ძ­რა, რომ მა­რი­ამს ვუთხა­რი, - წა­მო­დი ჩემ­თან, მა­მას სახ­ლ­ში, და ვი­სა­უბ­როთ-მეთ­ქი. მა­მას სახ­ლ­ში სხვა ატ­მოს­ფე­როა, ფიქ­რ­ში მეხ­მა­რე­ბა... მა­რი­ამ­თან ერ­თად კი­დევ სა­მი ადა­მი­ა­ნი იყო. უცებ მო­მი­ვი­და აზ­რი, რომ რა­ი­მე ისე­თი გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რი­თაც ჩვენ თვი­თონ გა­ვი­დო­დით ხალ­ხ­ში. პო­ე­ტებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ იც­ნო­ბენ, რაც უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რით აიხ­ს­ნე­ბა. რო­გო­რო, მკითხეს? მახ­სოვს, "მზი­ურ­ში" რო­ცა დი­რექ­ტო­რი ვი­ყა­ვი, ჩე­მი მე­გობ­რე­ბი იქ პო­ე­ზი­ის სა­ღა­მო­ებს აწყობ­დ­ნენ. ვე­ლო­სი­პე­დი კი არ გა­მოგ­ვი­გო­ნე­ბია, უბ­რა­ლოდ ვთქვით, რომ ადა­მი­ა­ნებს ჩვენ თვი­თონ უნ­და ჩა­ვა­კითხოთ რე­გი­ო­ნებ­შიც. რაც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, ამ მწერ­ლებს ეს სა­მუ­შა­ოდ ეთ­ვ­ლე­ბათ და ხელ­ფასს მი­ი­ღე­ბენ. რო­ცა მი­შა გი­ორ­გა­ძე მი­ნის­ტ­რად მო­ვი­და, სა­მი პრო­ექ­ტი განვახორციელეთ: ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ "ა­რი­ლი", "ა­ხა­ლი სა­უნ­ჯე" და "დი­ლა" - და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღეს; მე­ო­რე - ნახ­სე­ნე­ბი "ცოცხა­ლი წიგ­ნე­ბი", ხო­ლო მე­სა­მე - ყო­ველ­წ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია 5 ნო­მი­ნა­ცი­ით. რაც შე­ე­ხე­ბა "ცოცხალ წიგ­ნებს": იქ 75 მწე­რა­ლია, კო­ორ­დი­ნა­ტო­რი მა­რი­ა­მია, ხო­ლო პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი - მე. რე­გუ­ლა­რუ­ლად დავ­დი­ვართ 15 ოქ­ტომ­ბ­რამ­დე, ხო­ლო 15 ოქ­ტომ­ბერს პრო­ექტს და­ვას­რუ­ლებთ. რე­გი­ო­ნებ­ში გას­ვ­ლებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­თან ერ­თად ვგეგ­მავთ.
- "მზი­უ­რი" ახ­სე­ნე... ის ყო­ველ­თ­ვის იყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის დი­დი სი­ხა­რუ­ლი, მაგ­რამ ბო­ლო დროს სულ პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბო­და, ხან იქ­ვე რა­ღა­ცის აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ხან ეს­ტა­კა­და­ზე და ა.შ. "მზის ფეს­ტი­ვა­ლის" შემ­დეგ მა­ლე­ვე, "მზი­უ­რი" და­იტ­ბო­რა და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი წარ­მოგ­ვიდ­გა. რა­ზე იოც­ნე­ბებ­დი და რა­ზე იოც­ნე­ბებ­და მა­მა, რომ "მზი­ურ­ში" ყო­ფი­ლი­ყო?
- ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­ყა­ვი "მზი­ურ­ში". მა­შინ მძი­მე წლე­ბი იყო, წლი­უ­რი ბი­უ­ჯე­ტი 43.000 ლა­რი გვქონ­და. იმ ნა­გავ­საყ­რე­ლი­დან, რაც "მზი­ურ­ში" იყო, სა­შუ­ა­ლო დო­ნის პარ­კად მა­ინც ვაქ­ცი­ეთ, და­ვა­ლა­გეთ. მეტს ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დით. აღ­ვ­ნიშ­ნავ­დით ბავ­შ­ვ­თა დღე­სას­წა­ულს პირ­ველ ივ­ნისს და ძა­ლი­ან ცო­ტა სხვა თა­რიღს. მა­მა კი ისევ იმა­ზე იოც­ნე­ბებ­და "მზი­ურ­თან" და­კავ­ში­რე­ბით - აიღონ მა­მას წე­რი­ლი "ოც­ნე­ბას კა­ცი არ მო­უკ­ლავს", წა­ი­კითხონ და ზუს­ტად მას მიჰ­ყ­ვ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა, სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა იმუ­შა­ონ, მაგ­რამ იდეა სა­უცხო­ოდ სწო­რი და დახ­ვე­წი­ლია. მა­ში­ნაც იყო ზო­ო­პარ­კის ქა­ლა­ქი­დან გა­და­ტა­ნა­ზე სა­უ­ბა­რი, "მზი­უ­რი" კი გმირ­თა მო­ედ­ნი­დან ბე­თა­ნი­ამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბო­და. 15 წე­ლი ვი­ყა­ვი "მზი­ურ­ში", ეს მდი­ნა­რე ყო­ველ გა­ზაფხულს გად­მო­დი­ო­და, მაგ­რამ ამო­სა­ტუმ­ბი მან­ქა­ნის მოყ­ვა­ნაც კი არ დამ­ჭირ­ვე­ბია... დღე­საც ავ­დი­ვარ ხოლ­მე და ვუყ­ვე­ბი მა­მას რა­ღა­ცებს, ხან­და­ხან ვე­კითხე­ბი. მე ხომ ნო­დარ დუმ­ბა­ძე არ მო­მიკ­ვ­და, მე მა­მა გარ­და­მეც­ვა­ლა. პირ­ვე­ლად, რო­ცა "მზი­ურ­თან" გა­ვი­ა­რე და და­ვი­ნა­ხე ქვა, სა­დაც ეწე­რა, რომ ამ ად­გი­ლას ნო­დარ დუმ­ბა­ძის ძეგ­ლი და­იდ­გ­მე­ბო­და, მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­ო­რე­ბა მოხ­და. ის მწე­რა­ლი ნო­დარ დუმ­ბა­ძე იყო, ხო­ლო ქვე­მოთ, 50 მეტ­რ­ში, მა­მა­ჩე­მი ეს­ვე­ნა. მე­რე ძა­ლი­ან დი­დი დრო დამ­ჭირ­და, რომ რა­ღა­ცე­ბის­თ­ვის ბრძო­ლა და­მეწყო, მა­მას სა­ხე­ლი­თაც და მა­მას­თ­ვი­საც რა­ღა­ცე­ბი მე­კე­თე­ბი­ნა, თუნ­დაც "მზი­უ­რის" საქ­მე­ე­ბი. არ მინ­დო­და, ვინ­მეს ეთ­ქ­ვა, რა გაგ­ვიწყა­ლა ამ მა­მა­მი­სით გუ­ლიო! მაგ­რამ დად­გა პე­რი­ო­დი, რო­ცა ეს წა­ი­შა­ლა და ახ­ლაც ასეა - მხო­ლოდ და­დე­ბი­თი და კე­თილ­გან­წყო­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე მი­სი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბას, რა­მაც ეს ბა­რი­ე­რი გა­აქ­რო. ალ­ბათ რამ­დენ რა­მეს ჩავ­წერ­დით, აქ­ტი­ურ ხმა­რე­ბა­ში რომ გვქო­ნო­და ვი­დე­ო­კა­მე­რა - ის დოს­ტო­ევ­ს­კის რუ­სუ­ლად, მე­ო­რე პირ­ში ელა­პა­რა­კე­ბო­და: "მინ­და, შე­გე­კა­მა­თო, თით­ქოს სი­ლა­მა­ზე გა­და­არ­ჩენს მსოფ­ლი­ოს. რა თქმა უნ­და, ჩე­მი აღ­მო­ჩე­ნა შენ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ ჩე­მი ფორ­მუ­ლა ასე­თია: სამ­ყა­როს გა­და­არ­ჩენს სი­ლა­მა­ზე და სათ­ნო­ე­ბა"...

ავტორი: ეკა აბა­ში­ძე
30.07.2015, ჟურნალი „გზა“

ბმული:
* http://gza.kvirispalitra.ge/sakhe/2508-rastom-ucsremslisansdesbath-thvaslesbi-adasmisasnebs-nosdar-dumsbasdzis-khsesnesbissas.html

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptyThu Mar 26, 2020 11:03 pm

ქეთევან დუმბაძე Nodar


ქეთევან დუმბაძე: _ მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს


ქალბატონ ქეთევანს შევხვდებოდი, ცოტა ლოდინი მომიწია. ასეც სჯობდა. სახლ-მუზეუმთან ახლოსაა "მზიური". რამდენიმე წუთში ჩემთვის საყვარელი პერსონაჟების ქანდაკებები ვნახე. პარკში უფრო მეტად შეყვარებულ წყვილებს შეხვდებით. ახალი თაობა პარკის ხშირი სტუმარია და ყველაში ხატიას, ზურიკელას, სოსოიას და მერის ამოიცნობ. უფრო მეტად "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" გმირების ქანდაკებასთან ჩერდებიან და იქვე იხსენებენ მათთვის საყვარელ ოლღა ბებიას, ილარიონ შევარდნაძეს, ილიკო ჩიგოგიძისა და ზურიკელას ისტორიას. შორს წასვლა ვერ მოვასწარი. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა... ქალბატონი ქეთევანი მომესალმა და გზა მწერლის სამყაროში განვაგრძეთ.



მზით აღვსილი ოთახი

პირველად ის ოთახი ვნახე, რომელიც ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა. ოთახი, როგორც წლების უკან, ახლაც მზის სხივებით იყო მოფენილი, სითბო იგრძნობოდა...

ქეთევან დუმბაძე: _ მამას სამუშაო ოთახი ჭავჭავაძის პროსპექტს გადაჰყურებს. მას მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას. მამა გადაწევდა ხოლმე ფარდებს, მზეს შემოუშვებდა, დაჯდებოდა სავარძელში მზეზე და კითხულობდა ან ფიქრობდა ... კარს რომ შევუღებდით, ასე გვეუბნებოდა: "ჩქარა მიხურე, მამა, ხომ იცი მზეს ვაგროვებო". მამას ოთახში დღესაც განსაკუთრებული სითბოა, რადგანაც მიზიდულობის ძალა აქვს, სულ გინდა, რომ აქ იყო. მის საწერ მაგიდასთან ვმეცადინეობდით ჯერ მანანა, მერე _ მე. მამა ღამე მუშაობდა, ხელნაწერებს არასდროს მალავდა, მაგიდაზე ტოვებდა და მათ კითხულობდა დედა, მანანა და მეც.

თავად ნოდარ დუმბაძე ამბობდა _ "მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო _ ცაში წავიდე.

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები _ ცდომილები. შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი, რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი, იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.



ნატვრა _ ნოდარ დუმბაძის უბის წიგნაკიდან

_ ჩემი სტუდენტობის დროს გიორგი ლეონიძესთან გვქონდა შეხვედრა უნივერსიტეტში. სხვებთან ერთად, მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ ბატონ გოგლას. მახსოვს, არჩილმა ასე დაამთავრა თავისი ლექსი: "მე როგორ უნდა დაგლოცო, დალოცვას შენგან მოველიო," _ ეს ნათქვამი იმდენად მოულოდნელი იყო, ბატონმა გოგლამ არჩილი გულში ჩაიკრა და დიდხანს კოცნიდა. ლოცავდა, ალბათ.

ისეა ახლა ჩემი საქმეც. მე როგორ უნდა დაგლოცო, ჩემო მამულო, როდესაც ლოცვასაც და კურთხევასაც შენგან მოველი. განა არ იცი, შენი დარი ჩემი დარია, შენი ავდარი ჩემი ავდარია, შენი სიმრავლე ჩემი სიმრავლეა, შენი სავსე ბეღელი ჩემი სავსე ბეღელია, შენი უკვდავება კი ჩემი უკვდავებაა. ასე რომ, შენი მოზიარე ვარ ყველაფერში და განა ძალით, არამედ ნებით, რადგან ასე გაგვაჩინა ბუნებამ. მე და შენ ერთი სხეული ვართ, ჩემო მამულო,

უფრო სწორად, მე ერთი პატარა უჯრედი ვარ შენი ჯანსაღი სხეულისა...

და რადგან გასული წელი დიდი აკაკის წელიწადიც იყო, ამიტომ მისებრ მუხლმოდრეკილი გევედრები: _ ვიდრე ცოცხალი ვარ, მკურნალად შემეყარე, შენი მზისა და მთვარის, მოკაშკაშ-მოელვარე ვარსკვლავთა ღიმილი არ მომიშალო, შენს ფირუზის ცას ნუ გამომაკერებ,

ზურმუხტის ხმელეთს ნუ მომწყვეტ და როდესაც მოვკვდები, შენს მიწას მიმაბარე.

აბა, სხვა სათხოვარი და სანატრელი რომელ ქართველს ჰქონია, მე რომ მქონდეს.

ამისრულე ეს ნატვრა, ჩემო მამულო.



"სევდიანი, ცელქი ბიჭი"

ქეთევან დუმბაძე: _ მამაჩემზე ახალს და უცნაურს ვერაფერს გეტყვით, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც არაფერი არ ყოფილა ცხოვრებაში ისეთი მშვენიერი, სითბოთი, სიყვარულით და მზით სავსე, როგორიც ბავშვობა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა, რადგან ჩემს გვერდით იყო მამა, რომელიც ქმნიდა ამ საოცარ გარემოს ჴ მზიანს, ხალისიანს, ბედნიერს, დაცულს.

მამა ჩემი მეგობარი იყო. დავყავდი ყველგან, სადაც დადიოდა, მეგობრებთან ერთად საქეიფოდაც კი. მასწავლიდა ყველაფერს, ცურვას, ველოსიპედის ტარებას, თევზაობას, ნიჩბის მოსმას, უამრავ თამაშს და რაც მთავარია, ადამიანობას. მან არ იცოდა ჭკუის დარიგება, შენიშვნების მოცემა. მას არ ბეზრდებოდა ტვინისწამღებ მილიონ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომლებსაც ვუსვამდი. ის ჩემთან ერთად ხტუნავდა სახტუნაოზე, ისმენდა სკოლის ამბებს, მიყვებოდა თავისას. იგი საინტერესო მთხრობელი და მოსაუბრე იყო და რაც მთავარია, იცოდა მოსმენა.

ის მაგალითი იყო ყველაფერში, იყო საოცრად ალერსიანი, მე მიყვარდა და მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მას უყვარდა. მე ვხედავდი, ვგრძნობდი, როგორ უყვარდა მას ადამიანები, მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს.

არასდროს მინახავს გაბრაზებული, მოჩხუბარი მამა, მას არასდროს უთქვამს აუგი ვინმეზე, ყოველ შემთხვევაში, შვილების თანდასწრებით. მაგრამ ამგვარი სიახლოვე არ ბადებდა ფამილარობას, ჩვენ მისი დიდი რიდი გვქონდა, ჩვენ ვიცოდით, რომ არ უნდა მოვქცეულიყავით ისე, რომ მამას გული სტკენოდა... ის საოცრად ჰგავდა თავის გმირებს, მამა ერთდროულად ზურიკელაც იყო და ბაჩანაც _ სევდიანი, ცელქი ბიჭი. თვალებიც ასეთივე ჰქონდა _ მომღიმარი და ცრემლიანი ერთდროულად.

არ იფიქროთ, რომ მკაცრი და მომთხოვნი არ იყო და ჩვენ ყველაფრის ნებას გვაძლევდა, პირიქით, დღესაც ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობ, მოეწონებოდა თუ არა ეს მამას. ჩვენ ვიცოდით იმ თავისუფლების ფასი, რომელსაც მამა გვანიჭებდა _ ეს იყო ნდობა და ჩვენ ეს ნდობა უნდა გაგვემართლებინა.

მე ვხედავდი როგორ უყვარდათ დედას და მამას ერთმანეთი, არასდროს მინახავს მათი ჩხუბი, დედაჩემს ბოლო თხუთმეტი წელი არ უძინია, თხუთმეტი წელი მისი მაჯა ეჭირა ხელში და მის გულისცემას უსმენდა... როცა დედა ავადმყოფობდა და მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა, ღამით უცნაურმა ხმამ გამაღვიძა, მამა ხატების წინ დაჩოქილი ღვთისმშობელს ავედრებდა დედას... 32 წელია გათხოვილი ვარ და ქმართან კონფლიქტი არ მქონია. მე ვცდილობ, ასეთივე ურთიერთობა მქონდეს შვილებთან და თუ მეასედი მაინც შევძელი, ბედნიერი ვიქნები. რაც შეეხება სითბოს და სიყვარულს, მამამ იმდენი დატოვა, მე კი არა, მთელ დუნიას ეყოფა. ის ხომ თქვენიცაა, ის ხომ თქვენამდეც აღწევს.

მარტი 20, 2011


ბმული:
* http://www.gurianews.com/article/21-s-kvevit/797

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptyThu Mar 26, 2020 11:08 pm


გადაცემა "ერთ მერხთან". ქეთევან დუმბაძე. 1.05.2017
•May 9, 2017

გადაცემის სტუმარი - ჟურნალისტი, ნოდარ დუმბაძის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქეთი დუმბაძე

ქართული ლიტერატურის დღევანდელობა.
ნოდარ დუმბაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის იდეა. ლიტ. აგენტების განვითარების ხელშეწყობა და ქეთი დუმბაძის მიერ დაფუძნებული გამომცემლობა.

▶ ქეთი დუმბაძის რეკომენდაცია:
1. გიორგი შონია - საგანძური
2. არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო
3. თეა თოფურია - ლექსები
4. ალეკო შუღლაძე - გადამალვა



© რადიო შოკოლადი


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5788
Registration date : 09.11.08

ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე EmptyThu Mar 26, 2020 11:33 pm


მოგონებები მამაზე - ქეთევან დუმბაძე
•Jan 20, 2020

Telex. ge

ნოდარ დუმბაძის ქალიშვილის საინტერესო მოგონებები მამაზე


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ქეთევან დუმბაძე Empty
PostSubject: Re: ქეთევან დუმბაძე   ქეთევან დუმბაძე Empty

Back to top Go down
 
ქეთევან დუმბაძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: