არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ტიციან ტაბიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ტიციან ტაბიძე Empty
PostSubject: ტიციან ტაბიძე   ტიციან ტაბიძე EmptyThu Nov 30, 2017 7:16 pm

ტიციან ტაბიძე 430px-Irakli_Gamrekeli._Portrait_of_Titsian_Tabidze
Irakli Gamrekeli (1894–1943). Portrait of Titsian Tabidze.

ტიციან ტაბიძე

(დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი], 1895 — გ. 16 დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ამჟ. ვანის მუნიციპალიტეტი). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.

ვიკიციტატა
„მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“
– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.

1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.

1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „კოლხიდაში“, „სახალხო გაზეთში“, „ერში“, „თეატრი და ცხოვრებაში“.

სტუდენტური წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა ალეკსანდრ პუშკინის, ი. ბუნინის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ლ. არაგონისა და სხვათა თხზულებები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

მსხვერპლი
მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ,,საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ დასოციალურ მოვლენებს.

სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

1920 წელს ტიციან ტაბიძე დაქორწინდა ნინა მაყაშვილზე (დ. 1902 — გ. 1965), რომელიც განათლებით ექიმი იყო, მოგვიანებით მემუარების ავტორი, ჰყავდათ ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ტიციან_ტაბიძე

Arrow


Last edited by Admin on Mon Mar 04, 2019 10:27 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ტიციან ტაბიძე Empty
PostSubject: Re: ტიციან ტაბიძე   ტიციან ტაბიძე EmptyThu Nov 30, 2017 7:18 pm

ტიციან ტაბიძე

სერგეი ესენინს

გაუხედნავი კვიცი იყავი
და სისხლიანი როგორც ჩაღატარ.
დარჩები ლექსში გაურიყავი,
ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.

მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების
და მოატანე დარიალამდე.
სული სულს როგორ დაემალება?!
ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.

განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?..
ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..

გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი,
მოურჩენელი გულის იარა.
თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი
და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.

გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში
ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო.
ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში,
სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.

და გულში სტირის შენი ანდერძი:
სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.
წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი
წამოიზრდები სისხლის ტომარად.

ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი,
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,
სული დააპეს და მერე ძორი...
ძორიც ძერებმა გამოათავეს.

ასე უჭირდა ალბათ ამირანს
რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი...
შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს -
პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.

ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ,
შენზე ღრიალით გასკდა არღანი.
საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ,
რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...

სამწუხაროა ყველა ესენი
და უფრო მწარე კიდევ ის არი,
ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ!
ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..

ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,
ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში
ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..


28 თებერვალი, 1926 წ.

ტფილისი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ტიციან ტაბიძე Empty
PostSubject: Re: ტიციან ტაბიძე   ტიციან ტაბიძე EmptyThu Apr 25, 2019 11:17 am

ტიციან ტაბიძე

მეარღნეები და პოეტები

... და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.

სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.

მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ არაგვიდან,
რაც იყოს იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.

ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?..

- ნინა, ნინა, ჩემო ნინა
გათხოვება, ხომ არ გინდა?
- გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა?

ასე მეარღნე, დაამტვრიე,
დასცხე, გეთაყვა,
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი!

რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ეხლაც ჯამბაზი.

- “შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?”

ტყვილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო!

ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...

ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე!

რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ
ხელით წასული,
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!

ვიცი გიყვარვარ, ასე მწარედ
მიტირებ არღანს,
ვიცი გიყვარვარ, რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.

შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.

ცდები, მეარღნევ, გათხოვდება
ეგ შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.

ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის
თავის მალამოს.

უბრალოდ ვკვდებით მეარღნები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება...

1927


მეარღნეები და პოეტები
Published on Mar 16, 2010

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ტიციან ტაბიძე Empty
PostSubject: Re: ტიციან ტაბიძე   ტიციან ტაბიძე Empty

Back to top Go down
 
ტიციან ტაბიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: