არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ეკა კვიციანი

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 3:54 pm

ეკა კვიციანი Ekvic-10
Eka Kvitsiani

ეკა კვიციანი

Studied at ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Lives in Tbilisi, Georgia
Birthday - April 20

ბმული:
* https://www.facebook.com/eka.kviciani.52?lst=100002035099487%3A100004090591064%3A1509710145


რადიო ივერია. საუბრები სტუდიაში. ნინია სადღობელაშვილის გადაცემის სტუმარი _ ეკა კვიციანი
KHOMLI STUDIO
Published on Nov 8, 2018

Arrow


Last edited by Admin on Wed Aug 07, 2019 8:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 4:00 pm

ეკა კვიციანი

***

უკურნებელი სახადისგან მიხსენი, მთაო,
ჩააქრე ცეცხლი!
გულზე ეჭვის ნემსების როკვა!
არც მწვავს ბოლომდე,
ვეღარც მისი
ალებით ვთბები,
ათასი გველი შხამიანი ენებით მლოკავს...
ნუ მასმენინებ მდუმარების შემზარავ ექოს,
ნუ გამაბრუნებ სალოცავად წამოსულს, გზიდან,
ნუ დამაჯერებ, რომ ეს წყევლა სასჯელად მერგო
და ბოლო წამის ჩამოკვრამდეც მე უნდა ვზიდო...
შენ დგახარ უტყვი,
მოღუშული და გათოშილი,
თითქოს, მიმზადებ კიდევ უფრო მძიმე განაჩენს,
მითხარი, მთაო, რომ სპეტაკი თოვლით მოსილი
საკურნებელად გრძნეულ თითებს სულზე დამამჩნევ..
თორემ, როდესაც ძველებურად თავხედი ვნებით
გადაირბენენ ამ ნახანძრალ გულზე ალები,
სულისშემძვრელი სიცხადით და ტკივილით ვხვდები,
სასოწარკვეთას
მომაკვდავი ჭლექიანების,
შენს ცივ უბეში
განკურნების იმედით რომ
თავს აფარებდნენ
და მეშინია....

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 4:01 pm

ეკა კვიციანი

***

მოაქვთ ღამეებს უთვალავი თოვლის ფანტელი,
სველი ფიქრების სუსხიანი კორიანტელი.
ვდგავარ ყინვაში გამხელილი, შეუმოსავი,
და მეშინია, შენი ქოხი ისე შორს არი,
სადაც ვგზავნიდი აღსარებებს, ცრემლის ბარათებს,
რომ მიდიოდნენ არსად, ანდა სხვა მისამართზე,
ახლაც არ ვიცი, შეუცვალათ გეზი რა ქარმა,
დღეს მხოლოდ ერთს გთხოვ, ვიდრე ეჭვის ზვავი დამფარავს -
ცეცხლის ალები იმ თვალების და იმ ტუჩების,
ტკივილად მენთოს, ნურასოდეს გამიყუჩდები...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 4:02 pm

ეკა კვიციანი

***

არასდროს წამოგცდეს ეს სიტყვა: -
"სიყვარული!" -
მოვლენ,
ცივ ხელებზე თეთრ ხელთათმანებს მოირგებენ,
გულში ღრმა ორმოს ამოგითხრიან,
მათი ზომის ორმოს.
შიგნით სიცარიელეს ჩაასვენებენ და წავლენ..
ქვასავით მძიმე იქნება,
ნისლივით ცივი და სველი იქნება,
გაუთენებელი წყვდიადი იქნება და
შენ მოგიწევს მისი ტარება მაშინაც,
საკუთარი თავიდან თუ გაიქცევი...
დაწყევლილია ეს სიტყვა: -"სიყვარული".
მოჯადოებულია ეს სიტყვა:- "სიყვარული"
ვერავინ აგხსნის,
ვერავინ გამოგილოცავს,
თუ შეგეყარა.
არასდროს წამოგცდეს!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:45 pm

ეკა კვიციანი

***

წავიდა ყველა,
მეორდება ისევ იგივე...
გარეთ თოვლია,
შელახული და გათელილი.
სხეულზე ყინვაშემოცმული
ეჭვის სიგრილე,
დილაადრიან
მოსრიალდა სულში გველივით.

და მინაკუწებს წუხანდელი
სიზმრის ნარჩენებს...

ყელზე კი არა,
სადღაც შიგნით,
სიღრმეში მიჭერს,
ისე ვიწროა
მარტოობის მჭიდრო ქამარი...
დავკარგე გეზი
და სინათლის დანახვის ნიჭი.
წავიდა ყველა,
ჯერ მომსვლელიც,
არ ჩანს არავინ.

ამ გვირაბიდან გამოსაღწევ
გზას ვინც მაჩვენებს...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:46 pm

ეკა კვიციანი

***

ნურასდროს იტყვი,
რომ შეძელი,
რომ კარგად მიცნობ,
თვალახვეული ნუ ენდობი
მოლიპულ ვიწრობს,
ნუ იმახსოვრებ ღამეების
უმწეო ცახცახს,
მატყუარაა სხივჩამდგარი
დღეების ასხმაც...
თვალებში ბევრჯერ ნაპერწკლები
ავად რომ ელავს,
ნუ გაიოცებ, დამერწმუნე,
დღეს ესეც მე ვარ!
მე შემიძლია უმოწყალოდ
ყველაფრის ნგრევა!
შორიდან რაც ჩანს, ტყუილია,
პოზაა, ფარსი,
სხვა ყველაფერმა
დიდი ხნის წინ
დაკარგა ფასი...
ნურასდროს მეტყვი, რომ შეძელი
წაკითხვა წვიმის,
ან ცრემლი წყლისგან გაარჩიე -
ნუ მომგვრი ღიმილს....
რომ ისე მიცნობ, შეგიძლია
ბრმასავით მენდო,
რომ დაკარგული ვერ იქნება
ვერაფრით ეს დრო...
მოურჩენელი ხდება ხშირად
და მძიმე ჭირი -
აუხილავად დარჩენილი
თვალების ჭრილი...
ჩემი დანახვა დამერწმუნე,
შეგაკრთობს მხოლოდ,
და სანამ კიდევ ამოივლი
საფეხურს ბოლო
გეტყვი:- ყინულის სასახლეა,
სადაც მე ვსახლობ-
ნუ მოხვალ ახლოს!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:47 pm

ეკა კვიციანი

***

ამაოდ ბზუიან კრაზანები,
ნექტარი უკვე ჩაწურულია
დუმილის სკაში.
– გამოგადგება,
წვეთ სიტკბოს როცა დაუწყებ ძებნას,
სასიცოცხლოდ აუცილებელს....

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:48 pm

ეკა კვიციანი

***

როცა კითხულობ -
ის, ვინც ათასი წლის წინ
შენი ლექსის ბინადრად იქცა,
რა სიფაქიზით და განცდით წერს
ვიღაცის გრძელ და მოქნილ თითებზე...
შენ
გახსენდება მხარბეჭიანი, მაღალი და ტლუ კაცი,
რომელიც აგერ, საუკუნეა,
გულმოდგინედ ცდილობს,
მთელი მისი ღირსება -
გაშლილი მხრები და
კუნთებად ასხმული ხორცის ნაჭრები დაგანახოს...
შენ კი ვერასდროს შეძელი,
ამ ათლეტური მონდომების სანაცვლოდ,
ერთი სტრიქონი მაინც გადაგეხადა...
გახსენდება და საკუთარ,
სიმწრით დაკვნეტილ თითებს უბრაზდები,
რომლებიც
ღმერთზე,
ტკივილზე,
არარსებულ სიღრმეებსა და სიმაღლეებზე
და ( უკაცრვად!)
მიფურთხებულ
სიყვარულზე წერაში გაცვდნენ....

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:49 pm

ეკა კვიციანი

***

გამოლევამდე გზის, რომელსაც
სიცოცხლე ჰქვია,
საკუთარ ჩრდილებს გავურბივართ,
ანდა – გარს ვუვლით....
ყველა ჭრილობა პირს იკრავსო,
ადრე თუ გვიან,
ადრე თუ გვიან ყველაფერი
ხდება წარსული...
მაგრამ მე ისე გადავები
სულის ფესვებით,
ტკივილთან-
ალბათ, ვეღარ შევძლებ,
გზაში დავტოვო...
იქნებ, მირჩიო,
ცრემლგამშრალი ჩემი ლექსების,
არათუ მხოლოდ ადრესატო -
თანაავტორო –
თუ გეგულება ხავსზე უფრო
მყარი საგანი,
ხელჩასაჭიდად,
შევაჩერებ მასზე არჩევანს...
მაგრამ თუ ჯერაც არ არსებობს
რამე, სხვაგვარი
ხსნა,
ამ ლექსებში მოგესაჯოს
მაშინ, დარჩენა...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:50 pm

ეკა კვიციანი

***

ასეთი არის ჩემი გული, მას ვინ გამოცვლის -
მდინარეების აზვირთება და დაგუბება.
გულდიდობისას ერთ პატარა წვეთად წამოსცდი,
და ახლა, როცა კალაპოტში შფოთვით ბრუნდება,
ამბობს, რომ არ ხარ, საგულეში ჩაატევს ვისაც,
ანუ ვინც ხსოვნის პალიტრაზე სილურჯედ შრება,
არყოფნიდანაც, თუკი მხოლოდ სიყალბე გიჩანს,
მარადისობას სამახსოვროდ რა დარჩეს შენგან? -
- აღარაფერი! - ახლა მხოლოდ სიტყვად მინდიხად,
მანამდე უნდა გიმეორო, გწერო და გშალო,
ვიდრე დაშრები, დახურული გულისშიგნიდან
ჩაგუბებულო ტკივილო და ლექსების შხამო...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:51 pm

ეკა კვიციანი

***

მივდივარ ჩუმად,
უხმაუროდ,
სვენებ - სვენებით,
ნუღარ ეცდები,
დღეს ვერაფრით
შემეშველები...
უკან რჩებიან
ზამთრებიც და
გაზაფხულებიც,
შხამნასვამები,
დაღლილები,
დაზაფრულები...
დავტოვე სახლი,
სავსე ხმებით,
სავსე ჩრდილებით,
დაწერილია,
ბედის მწერალს
ვემორჩილები...
გაფრინდა სული,
გარდაცვლილებს
მიწა მიელის....
სხეული მიმაქვს
და სიმძიმე
სიცარიელის...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Nov 03, 2017 7:51 pm

ეკა კვიციანი

***

სულ ერთი წვეთი იყავი, თითქოს
და მერე ასე რამ აგადიდა,
როგორ გაბევრდი ან რატომ ითხოვ,
აქ გუბდებოდე, დასაბამიდან...
შორს არის ჯერაც, გაამინდება -
მზე ქარიშხლების ყელში გაჩრილა,
სულში უძრავად დგას გარინდება,
და შიში - სისხლის ლურჯი დაჩრდილვა
ძარღვებში წევს და ორკაპა ენით
კედლებს შიგნიდან ეკვრის და ლოკავს,
ჩემში ვიღაცა მწუხრისას მღერის,
თუ გამომთვრალი ტკივილი როკავს...
რამდენჯერ, ისევ, ელდისგან ვკრთები,
ხსოვნის წვეთიდან როცა ზღვაურობ,
და მეძახიან დაჭრილი ფრთები,
შენს სივრცეებში სამოგზაუროდ.
როგორც წყევლამ და როგორც ამინმა,
ჩამოიარა ერთხელ შენმა ხმამ,
სულში ის ერთი წვეთი ჩამიდგა
და ამოუშლელ ლაქად შემახმა.
ვინ მეტყვის, ასე რამ აგადიდა,
აზვირთებულო წვეთიდან, თითქოს,
ავად ბობოქრობ, დასაბამიდან
და შენს მორევში ჩავიხრჩო, - ითხოვ!
დაე, აღსრულდეს! მხოლოდ მანამდე,
მოდი, წამით კვლავ დაგემდურები,
იქნებ, დუმილის შხამში გაზავდეს,
ჩემი ხმამკვდარი საყვედურები...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyWed Nov 08, 2017 10:52 am

ეკა კვიციანი

***

ეს იყო გუშინ...მთანგავდი, მწვავდი,
ვეღარ ვიხსენებ იმ ძველ ნათებას,
გულში ვიმარხავ ერთ სიტყვას:-"წადი!"
მკვდარი დღეების გასამართლებლად.

ახლა ნეტავ, რა მალაპარაკებს,
ან ნეტავ, უკვე რა დროს ლექსია...
აღარ ამძიმებს ცისფერ ბარათებს
არც სათქმელი და არც პოეზია...

გაფენილი მაქვს მთების უბეში,
თეთრი ნისლების თეთრი კარავი,
გზააბნეული მგზავრის ნუგეში,
დუმილით სავსე და შემზარავი.

ვიღაც კი სისხლში მაპარებს ავ სენს -
სიყვარულს -
შხამით მიწერს ეპილოგს...
მაგრამ მე გული მკვდრებით მაქვს სავსე,
უფრო როგორღა უნდა მეტკინოს?..

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyWed Nov 08, 2017 10:53 am

ეკა კვიციანი

***

შენ უკვე იცი, გულდიდობებს მერე რა მოჰყვა
და ახლა ჩემმა გარინდებამ რომ არ შეგზაროს,
გეტყვი, რომ გულის მორევიდან მკვდრები ამომყავს,
ანუ - ვთევზაობ...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyThu Nov 09, 2017 9:30 am

ეკა კვიციანი

***

ისე თქვი, თითქოს მამშვიდებდი კიდეც, სიცხიანს,
რომ ამ ამინდში, თუ გაფინე, სულიც გაშრება,
მერე კი თვალი ამარიდე, როგორც იციან,
სარკის წინ მდგარმა,დაბნეულმა, დიდმა ბავშვებმა.

და ვიდრე მთვარე გულისპირზე მეჯდა ღილივით
(არ ვიცი, ალბათ, გულისცემას თუ მისინჯანდა)
შემოგეშველა, უხერხული შენი ღიმილი
სულმოუთქმელად გამოცალა ყავის ფინჯანმა...

მერე ცდილობდი, გესაუბრა მშვიდად და დინჯად....
როცა ჩამომწყდა მკერდიდან და ღია ვერანდას
დაუწყო მთვარემ მოჭუტული თვალებით სინჯვა,
და მთელი ღამე მსტოვარივით, ფრთხილად გვზვერავდა...

ღამე კი იდგა, უმოძრაოდ იდგა და დუმილს
ახამხამებდა მილულული თვალის გიშრიდან,
ჩვენ ვერ მივუხვდით, დახუჭული და გარინდული,
რომ ერთმანეთის დანახვაში ხელს არ გვიშლიდა...

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptySat Nov 25, 2017 1:59 pm

ეკა კვიციანი

***

შენ ახლა რატომ უნდა მახსოვდე,
ამ მთების ჩრდილში, ამ ცის თაღთან, ღრუბლებთან ახლოს...
შენ, ვინც ჩამომწყდი დიდი ხნის წინ გულის კედლიდან,
ვინც წახვედი და ვინც მიწაზე დგახარ და სახლობ...

მე ახლა მაინც შენზე რატომ უნდა ვფიქრობდე,
ასე უცხოზე, ასე შორზე და ასე სხვაზე,
თუკი გამოგცდი, თუ შორიდან აღარც კი ჩანხარ
და გულშიც თუკი იღვენთება და წვეთავს სხვა მზე...

შენ ახლა ჩემგან
აღარც შორს და
აღარც ახლოს ხარ...
მაგრამ მახსოვხარ!..

2017

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyThu Jan 25, 2018 2:36 pm

ეკა კვიციანი

***

სხეულში სახლობს
ბატონი დაღლა,
შენ - აქვე, ახლოს,
თუ სადღაც -გაღმა...
დადუმდა ქარი,
ყინული გალღვა,
და ახლა უკვე,
და მაინც, უკვე,
სულ ერთი არის,
ყურე თუ სრუტე,
სულ ერთი არის,
სად წავა ნავი,
სულ ერთი არის,
აღმა თუ დაღმა,
შენ - ჩემთან ახლოს,
თუ სადღაც - გაღმა..
თავისას არ თმობს,
სუფევს და სახლობს -
ბატონი დაღლა,
ბატონი დაღლა ...

2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptySat Jan 27, 2018 8:46 pm

ეკა კვიციანი

წაუკითხავი ლექსების სევდა

ეს იყო წინათ,
უფრო მეტიც - დიდი ხნის წინათ,
დიდთოვლობამდე
ქარიც იყო, ცეცხლიც და წვიმაც...
მაშინ თვალებში მკვდარი მზე და
მიწა მესვენა,
მაგრამ მჯეროდა, მოხვიდოდი
გზიდან, ერთხელაც,
და ყველა სათქმელს,
რასაც ვწერდი, რასაც ვითმენდი -
წაგაკითხებდი...
რამდენმა მგზავრმა ჩაიარა,
გზაზე ჩრდილებად,
არცერთი სიტყვა, ემოცია
და აჩვილება...
ყველასთვის უცხო, გაუგებარ
წესებს ვიცავდი,
მერე მოხვედი, დაგიხარე
თავი მიწამდი....
ბგერაში ტკივილს აწვეთებდა
ვინმე მგოსანი,
მეც, ჩემი სული შევაგებე,
შეუმოსავი...
გადავივიწყე, რომ გელოდი
სულ სხვა მიზეზით
და უყოყმანოდ, შენს მსმენელად
გადავიქეცი...
ეს იყო წინათ, როგორც მახსოვს,
დიდი ხნის წინათ,
ახლა კი თოვლქვეშ,
დაღლილ გზებსაც
ღრმა ძილით სძინავთ...
მგზავრი მგზავრია, შეისვენებს,
გაჰყვება მერე
სხვისთვის უხილავ სიმებსა და
იდუმალ ბგერებს...
არც ვდარდობ რამეს, არც რაიმე
შვებას დავეძებ,
სინანულებსაც ვაბინავებ -
დროის ხარვეზებს...
მაგრამ ბოლოჯერ,
მხოლოდ ერთი
რამე მითხარი: -
ვინ წაიკითხავს,
რაც მე დამრჩა
წაუკითხავი...

2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyThu Feb 22, 2018 11:10 am

ეკა კვიციანი

***

თავაწყვეტილი მიედინება
თავდაღმართებში.
რა შეაჩერებს...
გაქვავებულ ამბებს ფქვავს გზადაგზა.
ზღაპრების ნაშალს წამოიყოლებს,
კალმახების დასაოკებლად,
ჯიუტად რომ მიიწევენ სათავეებისკენ,
მკერდებს შეხლილი დინების საპირისპიროდ.
ოქროს თევზებმა ფაფუკ ხელებში უნდა ისხმარტალონ,
რა ესაქმებათ მთის მდინარეში.
შენ ფერადი აკვარიუმიდან გადმოღვრილ წყალს შემთხვევით გადმოჰყევი,
და გაჰყვიროდი - "ვინ მომისაჯა!"
(ტყუილია თევზის დუმილი).
მკლავებიდან უსხლტებოდი ქაფქაფა ზვირთებს,
ვნების მორევში ჩათრევით რომ გემუქრებოდნენ...
მთის მდინარეს დაგუბება არ შეუძლია,
ჩაივლის და უკან არ ბრუნდება...
მერე ინატრე:- "წყალი!"
ხავსიანი ქვები ამოგხედავენ
მისი დამშრალი კალაპოტიდან ...

2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyFri Dec 07, 2018 7:30 pm

ეკა კვიციანი Eka_kv10


ნინო სადღობელაშვილი

ეკა კვიციანის „სხვისი სახლის“ ბოლოთქმა

„დრომ ბევრი სიმაღლე ჩამოანგრია, პათეტიკა კი, ბუშტივით ჩაფუშული, სასაცილო ნიღბად აქცია ადამიანურ წარმოდგენაზე. ამის მიუხედავად, მაინც დარჩა სამყაროში თეთრი ხვრელები, საიდანაც წმინდა ხსენივით ჟონავს სინამდვილე და სხვას არაფერს არ ირევს, არ იკარებს.
პოეზიის გარდა. ამ მინერალურ პოეზიას კი, აუცილებლად გამოარჩევთ, იგრძნობთ, უფრო სწორედ, ის თვითონ პოულობს თავის მკითხველს, პოულობს და ისადგურებს მასში.

ეკა კვიციანის ლექსების კრებული პოეზიის ამ „სახეობაზე“ მაფიქრებს. საგულისხმოა, რომ ეს პოეტის პირველი კრებულია, დიდი ხნის ნაფიქრის და ნაცხოვრების მხატვრული გამოცდილება – უკიდურესი პასუხისმგებლობით, თვითკრიტიკული რეფლექსიით, პოეზიასა და მკითხველთან განდობილი სულიერი ვნებებით. ბევრი წერს სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული და პოეტი იშვიათად ცვლიან როლებს. ეს მხოლოდ მაშინ, როცა პოეტები რაიმე მსხვერპლზე მიდიან, როცა ეს გარდასახვა რაღაცის ფასად ხდება. ეკა კვიციანის პოეზიაც, უფრო სიყვარულის მონოლოგია პოეტის მიმართ, პირველ პირში სწორედ სიყვარული ლაპარაკობს და არა პოეტი.

ამგვარი გრადაციები დიდ შინაგან ძალისხმევას მოითხოვს. ხოლო თუკი სულის ფესვებს რაღაც გიმაგრებს, მაგალითად – მთა!.. მაშინ, „იღბლიან თავგანწირვასაც“ შეესწრება მკითხველი. ეკას სვანური წარმომავლობა მისსავე პოეზიას განსაკუთრებულ ბეჭედს ასვამს და დიდი წინაპრების კულტურის, ტრადიციების, სულიერი ცხოვრების გამგრძელებლად გვევლინება.
ვისაც ნამდვილი ათინათებისთვის, ჭრილობებისთვის ან უფრო მძაფრი რამეებისთვის თვალის გასწორება უყვარს, ამ კრებულსაც შეიყვარებს.“


▪️ რედაქტორი: თაკო ლონდარიძე / Tako Rafaela Londaridze
▪️ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე / Lika Skhirtladze
▪️ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი / Teona Chanishvili

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptySun Jan 20, 2019 12:04 pm

ეკა კვიციანი

***
თენდება. ნისლი. ჩრდილები მრუდე.
ფითრდება. ცვდება. ილევა ღამე.
სიჩუმის ობი. დუმილის გუბე.
თვალებს მომსკდარი ლოცვების ღვარი.
კედელი. ბზარი. ახდილი ჭერი.
ქარი თესავდეს და ქარი მკიდეს.
ბოლოჯერ კიდევ: - სავსე ვარ შენით -
თავხედი ფიქრი და ხრამის კიდე.
ხელები ჩემი - ცივი და სველი.
მუჭები ჩემი - ყინულით სავსე.
მიცურავს ეჭვი - ჩხრიალა გველი...
მშვიდობით.
დაგთმე.
- წერტილი დავსვი...

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyMon Feb 18, 2019 2:17 pm

ეკა კვიციანი Sxvisi11

ბაილ ილბა, ილბა ბაილ...
(მოკლე ჩანაწერი ეკა კვიციანის ლექსების წიგნის „სხვისი სახლის“ შესახებ)

„ბაილ, აშ ხოსკინა თვეთნამ კვიცრას,
ბაილ ილბა, ილბა ბაილ“.
სვანური საფერხულო სიმღერიდან: „ბეთგილ“ (ქართულად: „ბაილ, გამომხტარა თეთრი შუნი,/ბაილ ილბა, ილბა ბაილ“).

საფერხულო წრეში, სადაც დიდი მონადირე ბეთქილი ჟაბეშელებთან ერთად ფერხულს უვლის, თეთრი შუნი, იგივე ჯიხვი შემოხტება, კლდეებში გაიტყუებს, მერე ქალღმერთ დალიდ გადაიქცევა და თავის ნაჩუქარ მძივს მოსთხოვს მონადირეს. ბეთქილს კიდევ ის მძივი თავისი საცოლისთვის, თამარისთვის უჩუქებია. განრისხებული ქალღმერთი კლდის ქიმზე დაკიდებულ ბეთქილს მიატოვებს და იქაურები ვეღარ უშველიან, ბეთქილი უფსკრულში გადაიჩეხება და ასე დაიღუპება, რადგან ძნელია ქალღმერთის სიყვარული...
რას იფიქრებდა, როგორ განწყობაზე დარჩებოდა ბეთქილის შეყვარებული თამარი, რანაირი იქნებოდა მისი განცდები დაკარგული სიყვარულის გამო? - აი, ამაზეა ეკა კვიციანის ეს კრებული, როგორც მე მგონია და თუნდაც თანამედროვე ურბანულ გარემოში, ნერვიული და დაძაბული რიტმით იწერებოდეს მისი ლექსები, მცირეოდენი გრადაციებით მაინც გამოიკვეთება ხოლმე მითოლოგიური სამკუთხედი: „დალი-ბეთქილი-თამარი“.
თუნდაც აქ:

„შენ უკვე იცი, გულდიდობებს მერე რა მოჰყვა
და ახლა ჩემმა გარინდებამ რომ არ შეგზაროს,
გეტყვი, რომ გულის მორევიდან მკვდრები ამომყავს,
ანუ - ვთევზაობ...“

მითოლოგემა: „დალი-ბეთქილი-თამარი“ და ამ წიგნში შესული ლექსები სწორედ ამ თამარის ნაგრძნობი და განცდილია მეთქი, მოგახსენეთ და საიდან ვიფიქრე ეს?
საიდან და, იქიდან, რომ ეკა კვიციანის პოეტური კრებულის „სხვისი სახლის“ ერთგვარ გასაღებად მე ის ლექსი მესახება, რომელსაც აქვე დავიმოწმებ:

ბაილ!

როცა შენზე შემომწყრალი წამოვყევი ბარში ქარებს,
გზა ან მეწყერს ჩაეკეტა, ანდა ნამქერს ჩავეტანე.

ან ხმაურით დაძრულიყო შუა გზაზე სადმე ზვავი.
დამწეოდა შენი რისხვა, დამწეოდა მთების ზარი...

რა მინდოდა ბარში, ბაილ, ბეთქილ, ბარში რა მინდოდა,
ნეტავ, მართლა შემძლებოდა მოთმენა და შენი ნდობა...

აქ ჭუჭყი და მტვერი მახრჩობს, სული დამაქვს ნაწვალები,
ჩამქრალი მაქვს თვალში შუქი, დაჭრილი მაქვს ნაწნავები...

ჩემი თოვლისფერი კაბა ვერ აიტანს ნათითურებს,
თოვლისფერის რიდი, ბაილ, არ ჰქონიათ ბარში, თურმე.

ჩემთან ჭუნირის ხმა აღწევს - მოთქმით სტირის მირანგულას,
აქ ვერავის ვუერთგულე, მეც ვერავინ მიერთგულა.

ქარის ხმაზე დატირება, ნეტავ, მართლა, არ მახსოვდეს,
ან შემეძლოს დავიწყება, ან ყინულის გული მქონდეს.

გულით შენი თვალთა ცეცხლი თან დამქონდეს, როგორც წყევლა.
მხრებით დარდი ვზიდე, ბაილ, სწორედ ჩვენი მთებისხელა.

მაინც როგორ აუყევი ჩემს გარეშე უშბის კიდეს,
მარტო როგორ გამომიშვი, როგორ არ გამომეკიდე...

რა უნდათო ბარში დალებს - თეთნულდს ცრემლი შეჰყინვოდა,
მომყვებოდა თეთრი შუნი, ორბი ზეცას შეჰყიოდა...

ნეტავ, ახლაც თოგორაზე მთვარე ვერცხლის კარავს ქსოვდეს,
იქ გელოდე, არ გავიდე ამ კარვიდან არასოდეს...

ბაილ, მთისკენ გამირბიან ეს თვალები, დანისლული,
ველოდები, მთიდან როდის ჩამომძახებს თეთრი შუნი...

როცა შენგან მოვდიოდი, მოვყვებოდი ბარში ქარებს,
გზად თუ არ დამეწეოდი, ნეტავ, ზვავებს ჩავეტანე...

მინაწერი:
„ბაილ ილბა“ რას ნიშნავსო, -- არა მკითხოთ, -- ეგ მარტო მე კი არა, არც არვინ იცის... ასემანტიკური რიტმული შესიტყვებააო და ჯერაც იკვლევენ მეცნიერები, -- ნეტავი, რას უნდა ნიშნავდესო.
„კვიცრა“ რომ ჯიხვია სვანურად, ალბათ, ჩემსავით მიხვდებოდით და ეკას გვარზეც იეჭვებდით, -- ქართულად რომ „კვიცი“ გვგონია, აგერ, ბატონო, სვანურად „ჯიხვი“ ყოფილაო...
და ამ მოკლე ჩანაწერის გაცნობის შემდეგ თუკი ეკა კვიციანის პოეტური კრებულის წაკითხვა მაინც არ მოგინდებათ, მაშინ მე ხომ ამაოდ დავმშვრალვარ და შენდობას ნუ მეტყვით, მაგრამ არწამკითავი რასაც დაკარგავს, ის საკუთარ თავს დააბრალოს...

პატივიცემით,
მიხო მოსულიშვილი

07.12.2018

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptySat Apr 20, 2019 7:14 pm

ეკა კვიციანი

გულის ელეგია

თუ წასვლას ითხოვ, დავიწყების სიმშვიდეს ითხოვ,
რა აღიღინებს ჩემ სხეულში ამ დილის სისხამს,
თუ ისევ გხედავ, როგორც ხილულს, ...ყინულის სითბოს
ცოტაც და კიდეც შეგეხები, ხელს გადაგისვამ

ცისფერ სხეულზე - დავიწყებულ ფორიაქს ჰგავდე,
დასაბამს ჰგავდე, დასასრულმა რადგან დამტოვა,
ყველა პირობის კვლავდარღვევის პირობა დავდე,
ჩემშია ყველა, ყველგან ვცხოვრობ, მაინც მარტო ვარ.

გამოგიგონე ან გიპოვე შემთხვევით, ისევ,
მიყვარდეს მინდა, უამრავჯერ ვინც მიღალატა,
ხსოვნა მყიფეა, უხეშია, ხისტი და მქისე,
მე შემიძლია, დავიჯერო, რომ ის არა ხარ

ვინც გაიბზარა, ან წვიმაში გაშრობა შეძლო,
ან გამიხადა, შეცდომების თოკზე გამფინა,
რომ სუნთქვა მეღრძო, სული მეღრძო, სიცოცხლე მეღრძო...
ვინც არ ელოდა ამ სიმღერას, ამ წამს, ამ ფინალს.

შემოდგომიდან დაიჩეკა სხეულში ყველა
ჭუპრი და ყველა საზეპირო გამექცა გვერდზე,
უბინადრებო ნიჟარებით სავსე რიყე ვარ
ან კალაპოტი და საკუთარ სიღრმეში ვერ ვძლებ.

წარსულს ვღიღინებ, იმ გარდასულს, ცა რომ მეთხელა
და თუ ოდესმე საკუთარ თავს ისე არ ვყავდე,
უჩემოდ მყოფმა სიძულვილი შეძლოს ერთხელაც...
ან ზიზღი შეძლოს, არ ახსოვდე ან არ უყვარდე.

დრო რომ გავიდეს, გაიპაროს (ან როგორც არის),
ჩემგან და მერე ჩემს გარეთ რომ თვალი დახუჭოს,
გამოვუხურო ერთხელ, თუნდაც, შემთხვევით, კარი -
მეხსიერებებს, წარმოსახვებს, ხსოვნის პარკუჭებს...

და როგორც ვცოცხლობ, როგორც ვფიქრობ და როგორც ვსუნთქავ,
ყველაფერი რომ შეიცვალოს, უცებ და მკვეთრად...
აქ თვალებს ვხუჭავ, სუნთქვას ვხუჭავ და დუმილს ვუთქვამ
და დახუჭული სიცოცხლიდან სივრცეებს ვკვეთავ.

და სივრცის მიღმა- ჩემი გული - მზეების ფეთქვა,
ამ სიტყვებს გირწევს, სინანულის სიმღერას გირწევს.
და ხმები ჩემი და სიჩუმე, რომ უნდა მეთქვა,
დრო ვიდრე მოვა, ვიდრე წამშლის, ვიდრე მომიწევს

გაქრობა. ვიდრე ასი თვალით სიბრმავე მერქვას,
ვიდრე ცდუნებით ცამ დამაშროს, მიწა განქარდეს
სიმღერად დასცდეს სიყვარული ამ გულის მერქანს
და არასოდეს, არასოდეს აღარ დამთავრდეს,

რაც არ მითხრეს ან უკვე თქვეს და ვერ მოვისმინე,
რაც დამანახა დახუჭული თვალების შვებამ...
როგორც ფრესკიდან ჩამოღვრილი ცრემლის სისველე,
სულის ფსკერში რომ გუბდება და არასდროს შრება.

რადგან მე შევძლებ, ისევ შევძლებ, თავიდან შევძლებ,
მიტევებიდან, სინათლიდან, სულში ჩახედვას,
და მხოლოდ იმას ვიღიღინებ ჭის ფსკერშიც, შენზე
საკუთარ თავში დაბრუნებამ რაც მიმახვედრა...

2016

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyWed Aug 07, 2019 8:16 pm


ნაწვიმარი ალუბლები - ეკა კვიციანი

sdasu TV
Published on Feb 14, 2017
გადაცემა "ნაწვიმარი ალუბლები",
სტუმარი პოეტი ეკა კვიციანი.
SDASUtv 2017 თებერვალი

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი EmptyWed Aug 07, 2019 8:18 pm


ქალების დროა თეონა ჭალიძესთან ერთად: სტუმარი - ეკა კვიციანი

editori.ge
Published on Jun 9, 2015

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ეკა კვიციანი Empty
PostSubject: Re: ეკა კვიციანი   ეკა კვიციანი Empty

Back to top Go down
 
ეკა კვიციანი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: