არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ირაკლი გოგოლაური

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 11:39 am

ირაკლი გოგოლაური Irakli12
Irakli Gogolauri

ირაკლი გოგოლაური

(1927-2003)

საზოგადო მოღვაწე და მრავალმხრივი შემოქმედი, ღირსების მედლისა და ორდენის მფლობელი, რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი და არაერთი სკოლის ხელმძღვანელი. ინიციატორი და ორგანიზატორი მრავალი მამულიშვილური საქმისა, მათ შორის: ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორად მუშაობის პერიოდში ჩარგალში ეთნოგრაფიულ-საისტორიო მემორიალური კომპლექსის მშნებლობისა და აღორძინების სულისჩამდგმელი და განმახორცილებელი (1984-1999), მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ლიტერატურული ალმანახ „პირიმზის“ დამაარსებელი და მისი მთავარი რედატორი (1993-2002), ფხოვის თავხატის - ლაშარისჯვრის მიწიერი საბრძანისის ჩამოქცეულ შენობათა კომპლექსის აღდგენა-რესტავრირების თავკაცი და უშუალო მონაწილე (1999-2002).
პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი. ფილოლოგიურ მეცნიერებათ დოქტორი, აღმოსავლეთ საქართველოს მთის ეთნოლოგიისა და ფოლკლორის შემკრები და მკვლევარი.

პოეტური კრებულები:
* „არწივის ცრემლი“, 1977
* „პირიმზის ღიმილი“, 1984“,
* „წვიმის წინ“, 1988
* „დამლია სენმა სურვილმა“, 1989
* „მამული პირიმზიანი“, 1997
* „ლომის ცრემლები“, 2002

საბავშვო წიგნები:
* „მთები და ლუხუმი“, 1978
* „ჩემო თვალსამოთხისავ, 2002

სამეცნიერო-კრიტიკული ნაშრომები, მონოგრაფიები:
* „მთიბლური ტრადიციისავის ფშავში“, 1971
* „საგვრინავ მთიბლურთა მეტრი და ქართული კლასიკური ლექსი“, 1974
* „ხმითნატირალთა ტრადიციისათვის ქათულ ხალხურ პოეზიაში“, 1975
* „მთიბლური და ხმით ნატირალი ლექსების ტრადიცია ქართულ ხალხურ პოეზიაში“, 1981
* „პოეტური ტრადიცია ფშავში“, 1982
* „ქართული ხალხური მითოლოგიური პოეზია“, 1989
* „ვაჟასდროინდელი ფშაველი მოლექსეები“, 1992

შემდგენელი ფოლკლორული კრებულებისა:
* „ხვარამზე - ვერცხლის თასადამც მაქცია“, 1976
* „ხმითნატირლები“, 1984
* „ფოთოლად მერცხალაი ვარ“, 2004
* „ფშაური პოეზია“, 2001

ავტორი წიგნებისა:
* „თედო რაზიკაშვილი - თავისფლების მომღერალი“, 1974
* „დუშეთის თეატრი“, 1983
* „დუშეთის თეატრალური ცხოვრების მატიანე“, 1997
* „ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო სახლ-მუზეუმის გზამკვლევი მატიანე“, 2006

ირაკლი გოგოლაურის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ნაშრომები ხუთ წიგნად:
1. „ფრაგმენტები დღიურებიდან“ (ფოლკლორული ჩანაწერები), 600 გვერდი;
2. „ფშაური პოეტური ფოლკლორი“, 570 გვერდი;
3. „ფშაური ხმით ნატირლები და მთიბლურები“, 425 გვერდი;
4. „წერილები ფშავზე“, 650 გვერდი;
5. „ფშავი - პოეზიის აკვანი“, გამოსაცემად უკვე მზადაა და მიმდინარე 2019 წელს წარედგინება მკითხველს.

ბმული -
* http://kids.ge/authors?author=ირაკლი-გოგოლაური

ირაკლი გოგოლაური Xvaramze-1-1
აი, ესაა 1976 წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მიერ ირაკლი გოგოლაურის წინათქმით გამოცემული ხვარამზეს ლექსების წიგნი.

study


Last edited by Admin on Sat Feb 16, 2019 9:09 pm; edited 9 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 11:43 am

ირაკლი გოგოლაური

ხევისბერი

ხმელ გორზე ლივლივებს თეთრი საკადრისი,
ღამეს აგვიგვინებს შუქი სასანთლისი,
ცისაკენ აწვართულ ხემხვივნებს ამთქნარებს,
ქარები ქრიან და რა უნდა აქ ქარებს.

ზეციდან დამმზერის ცხრა მზე და ცხრა მთვარე,
იგივე ტრაპეზი, იგივე საჯარე,
იგივე ზარნიში, ზედ მთვარის ზარ-ნიში,
მაგრამ ხმას გამოსცემს საოცრად სხვანაირს.

სადღაა ხევისბერი, ან მთები - მთების ფერი,
თასებზე დადიდება, გასერვა სეფისკვერის,
ლაშარის დიდება ფერხისას სიმღერე,
დროშა სასწაული, მლოცავის სიბევრე.

ლაშარის მუხაზე არწივი ისვენებს,
ლამაზ ფრთებს ცის ნამით იმწყაზრავს, ისველებს,
სხვაგვარად მოადგა მზის სხივი მთის სერებს,
სხვაგვარად თენდება ლაშარში ისევე.


დები ნაყეურები - ხევისბერი

AraGviani
Published on Apr 2, 2013

My Amazon Page ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani
Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
დები ნაყეურები - ხევისბერი.
ლექსი: ირაკლი გოგოლაურის; მუსიკა: ლელა ნაყეურის.
ასრულებენ: ნინო, ლელა და მანანა ნაყეურები.
ეროვნული მედიაპროექტი "ეტალონი".
2013 წლის 9 მარტის გადაცემა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი.

Sisters Nakeuri - Khevisberi (The Mountain Leader).
Music by: Lela Nakeuri
Lyrics by: Irakli Gogolauri
Live @ Etaloni, March 9, 2013.

Sisters' FB page: https://www.facebook.com/DebiNayeurebi

ბმული -
* https://youtu.be/5Y-NeDtFEiQ

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 1:23 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 11:44 am

ირაკლი გოგოლაური G-77710

წიგნის დასახელება – „ფრაგმენტები დღიურებიდან“ (ფოლკლორული ჩანაწერები, წიგნი 1)
ავტორი - ირაკლი გოგოლაური
რედაქტორი, შემდგენელი - თამილა გოგოლაური
რედაქტორ-კონსულტანტი - ვანო ბერიძიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - კახაბერ რუსიძე
დამკაბადონებელი - დავით გოგლიძე
გამომცემლობა - „მერიდიანი“
ISBN 978-9941-25-241-9
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2017
გვერდების რაოდენობა – 590

ირაკლი გოგოლაური Img_7710

ანოტაცია -
„... თუ ჩემი ნაფეხური მაინც შემორჩა არაგვის ჭალას, გაუვლიაო, თუკი იტყვის ჩუმად მავანი... მზისთვის ტყუილად არ მიცქერია...“ - ირაკლი გოგოლაური.


"ხაზის რადიო" 29.03.17ირაკლი გოგოლაური - ,,ფრაგმენტები დღიურებიდან"

Georgian Public Radio
Published on Mar 29, 2017

ირაკლი გოგოლაურის ფოლკლორული ჩანაწერების "ფრაგმენტები დღიურებიდან" პირველი წიგნის რადიოპრეზენტაცია. წიგნს მკითხველი 4 აპრილს, 18:30 სთ-ზე, მწერლის სახლში გაეცნობა.
სტუმრები: თამილა გოგოლაური - წიგნის შემდგენელი, ირაკლი გოგოლაურის ქალიშვილი, ვანო ბერიძიაშვილი - წიგნის რედაქტორ-კონსულტანტი, მარიამ ხუცურაული /სანათა/ - პოეტი.
წამყვანები: ივანე ჯაფარიძე და ეკა ტალახაძე.

ბმული:
* https://youtu.be/oXmhw3uFayE

study


Last edited by Admin on Sat Feb 16, 2019 10:47 am; edited 3 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 11:45 am

ირაკლი გოგოლაური

***
არ ვიცი, ვისმა სიცოცხლემ,
მინდობილმ ღვთისა ძალასა,
ავი და კარგი ამ ქვეყნის
რარიგად დააბალანსა?
მე კი ვერ მოვრჩი ვერაფრით
ჭირსა და ხათაბალასა!
ისე ვარ, ეხლა ვსწავლობდე
ცხოვრების ანა-ბანასა.


Arrow


Last edited by Admin on Thu May 11, 2017 12:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 11:50 am

ირაკლი გოგოლაური

***
დღისით მზე მახლავს მეგზურად,
ღამით ნათება მთვარის,
უბან და უბან დავდივარ,
ვით უცხო მხარის მგზავრი -
გავიგო: რა როგორ ფასობს,
ან რას ყიდულობს ხალხი,
უპირველესად ყოვლისა,
შენი ღიმილი რა ღირს?
ან მომხიბლავი ილეთი
დაბლა წამწამთა დახრის,
ან წამი შენთან საუბრის -
კარი სამოთხის ბაღის,
გავიყიდები ერთიან,
ოღონდ გავიგო რა ღირს!


Arrow


Last edited by Admin on Thu May 11, 2017 12:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 12:08 pm

ირაკლი გოგოლაური

***
გულო ჩემო, მანამდე
ტრფობის ალით გიზგიზებ,
მანამდე ხარ ცოცხალი!
დაე, დაუსრულებლად
მაგ ხანძარით იწვოდე,
ვიდრე იყო სამზეოს
ფუტურო და უგრძნობი!
სულო, ცისკენ დაიძარ
შენი მიწის სურნელით...
დე, ალალი სიმღერა
ლამპრად მიგიძღვებოდეს...
სიჭაბუკე არასდროს
იზომება ასაკით,
რადგან არის მთავარი
სიჭაბუკე სულისა!
თუკი ტრფობის მირონი
თავსებული თავმადის
დახვალ დედამიწაზე
ზღაპრულ მზეჭაბუკივით
საქმიანი სიტყვითა,
სიტყვიანი საქმითა,
აზრით თავისთავადით,-
მაშინა ხარ ცოცხალი,
მაშინა ხარ თავადი!..
სანამ გიყვარს, სანამ გძულს,
არა გიშავს მანამდის!


Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 2:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 12:11 pm

ირაკლი გოგოლაური

***
ვენდო?
ვის ვენდო, არ ვიცი
რომ ვენდე, მაშინ დამინდო?!
ჰე, კაცო, კაცო, გულჭრელო,
საწუთროვ - მარტის ამინდო!
შენ შხამს მიწოდებ სანაცვლოდ,
მე გთხოვე ყურძნის აკიდო!
შენი ძღვენი და ნაქშერი
რომელ დარბაზში გავკიდო ?
ერთხელ არ იტყვი: „ ცოტა ხნით
აბა, მეც მივიამინდო!
მე თუ მენდობა ეს ხალხი,
აბა, მეც ვინმე დავინდო!“
მე კი, თეთრ კბილს რომ მაჩვენებ,
ალბათ, ვბრიყვდები ამიტომ...
შენს „ოხტში“ მაინც ვერ მოვალ,
სული რომ ცხრაჯერ გავყიდო!

1995-23-1

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 2:43 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 12:16 pm

ირაკლი გოგოლაური

***
მაღწალას შვენის შურთხის ყივილი
კერას - თვალები ნაღვერდალისა,
სიცოცხლეს - ლხინი,
სიკვდილს - ტირილი,
ლხინს კი - ღიმილი ტურფა ქალისა!
- რაა სიცოცხლე? - ფიქრი, ტკივილი.
ერთი კივილი ჯონგა ხარისა,
ერთი გაფრენა ცაში შევარდნის,
ერთი გადავლა მთაზე ქარისა.
სულ მოლოდინით თენდებ - ღამდება,
გულში იმედი მუდამ ხვალისა,
თანაც არ იცი, ეშმას ეკუთვნი
თუ ანგელოზმა დაგითავისა.
მაინც ადიდე ადგილის დედა,
მაინც დალოცე გზაი მგზავრისა.
ერთი წამია კაცის სიცოცხლე, -
ერთი კივილი ჯონგა ხარისა!

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 2:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 12:18 pm

ირაკლი გოგოლაური Irakli11

ირაკლი გოგოლაური

შენ არ ბერდები

„შენ არ ბერდები“ - მეუბნებიან,
არ ვიცი, რად სურთ ჩემი ბერობა?
ჯერ ოცნებები მზეზე თბებიან...
ისეც ვიფერებ „ხევისბერობას“...
სანამდე ტრფობა გულში ცეცხლს მინთებს
და შენი ხატი ალად გიზგიზებს,
რა დამაბერებს, ისიც შემინდე,
ვერ გეფერები, როგორც დილის მზეს,
სიკვდილი თუკი შემომეტოტა,
სამარესთან ხომ მოხვალ ტირილზე?
შენი ალალი ცრემლი მეყოფა
სულეთის საგზლად და სათილისმედ!

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 1:10 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyThu May 11, 2017 12:19 pm

ირაკლი გოგოლაური

***
თუ კი მთებს კვლავ ამშვენებ, იავ, აისე
როგორც დილის მზე ცისფერ აისებს...
თუკი სიყვარულს ვერ მოუვლიდი,
მაშ რაისადღა გაითავისე?!

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 2:43 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyMon Jun 26, 2017 2:36 pm

ირაკლი გოგოლაური Ig-77710

წიგნის დასახელება – „ფშაური პოეტური ფოლკლორი“ (წიგნი 2 - პოეტური ტრადიცია ფშავში, ნაწილი 1)
ავტორი - ირაკლი გოგოლაური
რედაქტორი, შემდგენელი - თამილა გოგოლაური
რედაქტორ-კონსულტანტი - ვანო ბერიძიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - კახაბერ რუსიძე
დამკაბადონებელი - დავით გოგლიძე
გამომცემლობა - „მერიდიანი“
ISBN 978-9941-25-329-4
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2017
გვერდების რაოდენობა – 566

ანოტაცია -
ირაკლი გოგოლაურის წინამდებარე წიგნი პირველი სერიოზული ცდაა მდიდარი და მრავალფეროვანი ფშაური პოეტური ფოლკლორის მონოგრაფიული შესწავლისა.
„ფშაური პოეტური ფოლკლორი“ - იბეჭდება ორ წიგნად: პოეტური ტრადიცია ფშავში, 2. მთიბლურთა და ხმითნატირალთა ტრადიცია.
წიგნში საილუსტრაციოდ მოყვანილი ფშაური ხალხური პოეზიის ნიმუშების დიდი ნაწილი თვით ავტორის მიერაა მოძიებული და შეკრებილი წლების მანძილზე.

***
- ჩემიმც ძაღლი გქნა, ხოხაო,
დამები ბაკის ახლოსა...
სამ დღეში ერთხელ გაჭმევდი,
ცივ წყალსა-დ ასდის ქატოსა.
რა ყეფა მოგწყინდებოდა,
შამინახავდი საქონსა.
- ერთხელ ხო დავზეზდებოდი,
ცოლს დაუგლეჯდი პატრონსა!

ირაკლი გოგოლაურის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჩანაწერები და ნაშრომები გამოდის ოთხ წიგნად:
1. ფრაგმენტები დღიურებიდან (ფოლკლორული ჩანაწერები)
2. ფშაური პოეტური ფოლკლორი
3. მთიბლურთა და ხმითნატირლათა ტრადიცია
4. წერილები, ფშაველი მოლექსეები


"ფშაური პოეტური ფოლკლორი"- მარიამ ხუცურაული, თამილა გოგოლაური, ვანო ბერიძიშვილი

TV ertsulovneba
Published on Jul 4, 2017

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyTue Feb 12, 2019 2:23 pm

ირაკლი გოგოლაური

საბავშვო ლექსები

გათვლა


ფავორიტებში დამატება
ერთი, ერთი, ერთი,
ლუწია თუ კენტი?
ორი, ორი, ორი...
წიწილა და ქორი.
სამი,
სამი,
სამი...
მაგიდა და სკამი.
ოთხი,
ოთხი,
ოთხი...
ნიჩაბი და ფოცხი.
ხუთი,
ხუთი,
ხუთი...
ტოროლების გუნდი...


სამშობლო

ფავორიტებში დამატება
დაიხსომე კარგად
წინაპართა თქმული:
„მუხას ვერასოდეს
მოერევა მუმლი,
თუ სამშობლო მუდამ
გეყვარებათ გულით!“


წიწილა

ფავორიტებში დამატება
რატომ
წივი,
წიწილაო,
წყალი გიდგა ცხვირწინაო.
თუ გწყურია წიწინაო,
წყალს რადა ღვრი წინწინაო?
წაბლამა და კაწიკუწამ
ყველამ შენზე იცინაო.


მამულეთი

ფავორიტებში დამატება
აი, ჩემი მამულეთი,
ზურმუხტისფერმთებიანი,
იები და ზამბახები,
ცა - ფირუზისფერიანი.
ბარად - შველი,
მთას - ირემი,
კოხტა, ოქროსრქებიანი.
ჭალა-ჭალა ხოხბის გუნდი,
ველ-მინდორი ზვრებიანი.
ყანები და ყანის პირი,
ხეობები გზებიანი,
ცივციველა წტაროები,
იალაღი ცხვრებიანი.
ყვავილები დილდილობით
ალმასისფერცვრებიანი,
ჩემი ტკბილი მამულეთი,
ირგვლივ ყველა ჩემიანი...
გავიზრდები,
ავაყვავებ,
მაშ, რას ვიზამ,
ჩემი არი!


ფალავნები

ფავორიტებში დამატება
დაჰკრეს ზურნა,
დაფაცურდა
ორი მსაჯი: ნოშე, გივი...
მოედანზე ფალავნები
აიქოჩრნენ ყოჩებივით.
დადგა მტვერი,
დადგა ბუქი,
მკერდებს გააქვს ბაგაბუგი.
სარმას უდებს ბოიგარი,
ზურა ყვირის: განი, განი!
ხან გვერდული,
ხან კისრული
და ტორტმანობს ზურგი მიწის.
ვინ ძირსა და ვინ ზევითა,
ჯერჯეობით არვინ იცის.
არა ფანდი
აღარ გადის,
დაეფლითათ ტალავარი.
ისევ რჩება გამოცანად,
რომელია ფალავანი...
დასძახიან,
აქეზებენ:
„შუასარმა“, „გორულიო“...
წააქციეს ერთმანეთი,
დაიძახეს: „სწორულიო!“
წამოცვივდნენ
ისე სწრაფად,
რომ განცვიფრდა ფიჭვიანი,
დადგნენ კუშტად,
იმათ შორის
მხოლოდ ერთი
ბიჯი არი.
ორივ ფიქრობს: „ვერ ვაჯობე,
მართლა კარგი ბიჭი არის!“
დგანან უხმოდ,
ადგილიდან
აღარ იძვრის აღარც ერთი,
მერე ზურამ გაიღიმა
ამოუდგა ძმობილს გვერდით...
და შესძახეს:
„ტოლები ვართ!“
გადაკოცნეს ერთმანეთი.


ბმული:
* http://kids.ge/poesy-verse?id=770

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyTue Feb 12, 2019 2:39 pm

ირაკლი გოგოლაური

თუ კი

მთებს კვლავ ამშვენებ, იავ, აისე
როგორც დილის მზე ცისფერ აისებს...
თუკი სიყვარულს ვერ მოუვლიდი,
მაშ რაისადღა გაითავისე?!


გემუდარებით

რად მომეჩვენა
თავდაყირა დამდგარი მთები,
გზა ჩახერგილი
ათასგვარი შურით და გესლით?
იუდას ცეკვას
აქ რა უნდა ფეხის ცერებზე?!
მე მაგან მომკლა,
მაგის სახელს ნუ გამიხსენებთ!
თუმცა ტკბილია
და მთენთავი მისი სიმღერა!
დგას კულისებში
ცვლა ნიღბების, ნოტთა და ჰანგთა...
რას შევესწარი,
რა უტიფარ სახეებს ვხედავ! -
მაცილთ ენაზე
დღეს რქმევია ღამე უშკმური,
ხოლო არაკაცს
კაი კაცი, კაცს - არაკაცი!..
უნდოა მზერა,
სიტყვაც უნდო და არა მკაცრი
ჭიუხის ლაშში
ქარი კუნჭავს აბურძგნულ მაცილს...
ლაშარით ისმის
გრძელი რეკვა დედოზარების:
„ნუ იზამთ უკადრისს!
ნუო...
ნუო...
გემუდარებით!
ეშმაკის ცეკვს
არ აუწყოთ ჩანგის ლარები!“


რა სიცოხლეა

ჩამოცოტავდა ბუხარში შეშა,
და მოსდებია ნაღვერდლებს დაკვლი,
სხვის ნაკლის მძებნელ ადამიანებს
თავად საერთო გვაქვს დიდი ნაკლი:
ცოცხალს სალამსაც დავანატრულებთ
როცა მოკვდება, ფლავს უკან ვაყრით...
მოგეცა ლხენა, მერე გაჩნდება
შემნანებელიც, წამქცევიც ბაკლის...
სხვისა გვიკვირს და ჩვენსას ვერ ვხედავთ,
ავსაც და კარგსაც ვზომთ ერთი ადლით,
აბა, მითხარი რა სიცოცხლეა,
თუ მას ღვთიური აკლია მადლი!


სანამ გიყვარს

გულო ჩემო, მანამდე
ტრფობის ალით გიზგიზებ,
მანამდე ხარ ცოცხალი!
დაე, დაუსრულებლად
მაგ ხანძარით იწვოდე,
ვიდრე იყო სამზეოს
ფუტურო და უგრძნობი!
სულო, ცისკენ დაიძარ
შენი მიწის სურნელით...
დე, ალალი სიმღერა
ლამპრად მიგიძღვებოდეს...
სიჭაბუკე არასდროს
იზომება ასაკით,
რადგან არის მთავარი
სიჭაბუკე სულისა!
თუკი ტრფობის მირონით
ავსებული თავამდის
დახვალ დედამიწაზე
ზღაპრულ მზეჭაბუკივით
საქმიანი სიტყვითა,
სიტყვიანი საქმითა,
აზრით თავისთავადით,
მაშინა ხარ ცოცხალი,
მაშინა ხარ თავადი!..
სანამ გიყვარს,სანამ გძულს,
არა გიშავს მანამდის!


***
ვინ გაკურთხა, გრძნობავ ფარულო,
კიდეც გაარჩევს, ვის ვინ უყვარდა...
ის კი ცხადია, უსიყვარულოდ,
ვერავინ მივა მამაუფალთან!
ვინ უნდა იყოს გრძნობაჩაკლული,
რომ ვერ იცოდეს -- ისე მზებნელი,
რომ არის მხოლოდ ღვთის სიყვარული
შემძლებინები შეუძლებელის...
დასანანია, ვინც ვერ მოესწრო,
მის ტკბილ-მწარისთვის ესინჯა გემო,
რაც უნდ მოერგო, ძამიკო, ემ დროს,
ტრფობის გარეშე ვერ ახვალ ზემოთ,
სადაც ღმერთების არის სავანე,
სად ზის უფალი თავის ტახტზეო...
უსიყვარულოდ არის სამარე
შენი სიცოცხლე, შენი სამზეო!


ბმული:
* https://ok.ru/irakligogo/topic/199539256399

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 2:55 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyTue Feb 12, 2019 2:42 pm

ირაკლი გოგოლაური

შენ რომ
(სამი მუხლედი)

*
შენ რომ
მართლა ჩემი ერთგული იყო,
და ჩემი არსებობა
მზის ქვეშეთში რამედ მიგაჩნდეს და
გეხარბებოდეს,
ხომ კიდეც გამიფრთხილდებოდი და
დამარცხებულის იარლიყით
სამზეოზე სასიარულოდ არ გამიმეტებდი,

*
შენ რომ
გულისხმიერებაში „ორი“ არ გეწეროს,
ხომ შენისთანა მაღალნიშნიან
დიპლომს ვერავინ დაიჩემებდა,
თუნდაც მთელი საქალეთი
ერთმანეთში მოხვედრილიყო და
მარშიყ-მაღრიბეთი
სულ ფეხზე წამომდგარიყო.

*
შენ რომ
იცოდე, შენი გულგრილობით
რამდენს სცოდავ, ხომ დაფიქრდებოდი
და შენს მომავალს -
შენს შვილ-შვილიშვილებს
გაუფრთხილდებოდი, -
შენმა ნაჭამმა ტყემალმა
კბილი არ მოსჭრას და
სათითოოდ ტკბილი სიცოცხლე
არ გაუმწაროს.

21-10-2000

Arrow


Last edited by Admin on Tue Feb 12, 2019 2:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyTue Feb 12, 2019 2:51 pm

ირაკლი გოგოლაური

საგვრინავი

ტიალო სამარისკარო,
მიახლოვდები თანდათან...
კაცისთვის ჟამი სამზეო
წამი ყოფილა პატარა...
დამრია სხვათა ავთვალმაც:
სად არ მიყელა, სად - არა!
ჩემმა ბედმა და იღბალმაც
სულ კინჭუხებზე მატარა,
სიტკბო - სიმწარით გამკვება,
სანელად შხამიც ატანა.
გავუძლებ, თუმცა გაძნელდა
გაუძლებელის ატანა.
მაინც ვერ გამათახსირა,
მაინც ვერ გამაკანტალა...
ერთთავად ლაშარის მლოცველს
ვერას გამომრჩა სატანა.
მაინც შევძელი პირიმზის
აღქმის ღმერთამდე ატანა...
და ახლა ვდგევართ პირისპირ
უფლის საუფლოს კართანა!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyWed Feb 20, 2019 3:26 pm

ირაკლი გოგოლაური Khmitn10

წიგნის დასახელება – „ფშაური ხმით ნატირლები და მთიბლურები“ (წიგნი 3)
ავტორი - ირაკლი გოგოლაური
რედაქტორი, შემდგენელი - თამილა გოგოლაური
რედაქტორ-კონსულტანტი - ვანო ბერიძიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - კახაბერ რუსიძე
დამკაბადონებელი - დავით გოგლიძე
გამომცემლობა - „მერიდიანი“
ISBN 978-9941-25-381-2
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2017
გვერდების რაოდენობა – 424

ანოტაცია -
ირაკლი გოგოლაურის წინამდებარე წიგნი პირველი სერიოზული ცდაა მდიდარი და მრავალფეროვანი ფშაური პოეტური ფოლკლორის მონოგრაფიული შესწავლისა.
წიგნში საილუსტრაციოდ მოყვანილი ფშაური ხალხური პოეზიის ნიმუშების დიდი ნაწილი თვით ავტორის მიერაა მოძიებული და შეკრებილი წლების მანძილზე.

Exclamation

„ფშაველთა რწმენით, მიცვალებულს რომ მიწას მიაბარებდნენ, მესამე დღეს გველი ესტუმრებოდა. გველი შერაცხულია ანგელოზის ბრძანებით მოარულადაც. მაგალითად, სახლის ფუძეში დაბუდებულ გველს „ფუძის ანგელოზს“ ეძახიან და მისი მოკვლა არ შეიძლება, ოჯახის უბედურებას გამოიწვევსო. დედამ ვეღარ გაუძლო შვილის უნახაობას, საფლავი ამოთხარა და შვილი მოინახულა, მაგრამ შეძრწუნებულს ნანახის დაჯერება არ უნდა. იგი ან მოჩვენება ჰგონია, ან ღვთის განგებით მოვლენილი.

მზეო, დედასთან მიმავალო...

მზეო, დედასთან მიმავალო,
ღმერთი რო შაგხვდეს, შამახვეწე,
ჩემ შვილ უკვენავ გამოგზავნოს...
ვაჰ, შენ დედასა, გატყუებენ, -
გველისა ბოლოს გაწუებენ,
გველი რო ბოლოს მაიბრუნებს,
შენ დედის ძუძუ გეგონება!..


ტექსტი შეტანილია კრებულში „ხმით ნატირლები“ (ი. გოგოლაური, 1981, გვ. 16-17).
მთქმელი: მზექალი ჩიტოშვილი-ციგროშვილი, სოფელი არახიჯა“.

ირაკლი გოგოლაური - „ფშაური ხმით ნატირლები და მთიბლურები“, გვერდი 267.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Wed Feb 20, 2019 9:17 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 381
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyWed Feb 20, 2019 3:37 pm

ირაკლი გოგოლაური Ir_gog11

წიგნის დასახელება – „წერილები ფშავზე“ (წიგნი 4)
ავტორი - ირაკლი გოგოლაური
რედაქტორი, შემდგენელი - თამილა გოგოლაური
რედაქტორ-კონსულტანტი - ვანო ბერიძიაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - კახაბერ რუსიძე
დამკაბადონებელი - დავით გოგლიძე
გამომცემლობა - „მერიდიანი“
ISBN 978-9941-25-474-1
ყდა – მაგარი
გამოცემის წელი – 2018
გვერდების რაოდენობა – 648

ანოტაცია -
ირაკლი გოგოლაურის წინამდებარე წიგნი პირველი სერიოზული ცდაა მდიდარი და მრავალფეროვანი ფშაური პოეტური ფოლკლორის მონოგრაფიული შესწავლისა.
წიგნში საილუსტრაციოდ მოყვანილი ფშაური ხალხური პოეზიის ნიმუშების დიდი ნაწილი თვით ავტორის მიერაა მოძიებული და შეკრებილი წლების მანძილზე.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5267
Registration date : 09.11.08

ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური EmptyWed Sep 11, 2019 12:46 pm

ირაკლი გოგოლაური

***
...ჩაღმა ჩაჰყეფდა ჩარგლულა,
თქორი შორით ნისლს მოჰგავდა
და ტალღა აღმა არაგვის
სველ ლოდის ლოყას ლოკავდა.
წვიმდა და წვეთი წვრილ-წვრილად
ფესვებს უპოხდა ცალ მუხას,
ლეგა ძერაი მთის ძირას
უვლიდა დევთა ნამუხლარს...
ქარაფი ნამტირალევი
სადღაც შორს მზერას სტყორცნიდა,
წყაროსთან იდგა ირემი,
კი არა სვამდა, ჰკოცნიდა...


Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ირაკლი გოგოლაური Empty
PostSubject: Re: ირაკლი გოგოლაური   ირაკლი გოგოლაური Empty

Back to top Go down
 
ირაკლი გოგოლაური
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: