არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ლიტერატურული პრემია „ლიტერა“

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Empty
PostSubject: ლიტერატურული პრემია „ლიტერა“    ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  EmptyThu Apr 27, 2017 9:42 pm

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Litera10

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად ახალი ლიტერატურული პრემია „ლიტერა“2015 წელს დააარსა. პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.


Arrow


Last edited by Admin on Wed Mar 06, 2019 2:11 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Empty
PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია „ლიტერა“    ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  EmptyThu Apr 27, 2017 9:45 pm

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“

2017 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო დებიუტი
* თამარ თანდაშვილი, „სტაფილოსფერი ბაბუაწვერას ქარბუქი“. გამომცემლობა „სიესტა“
* ზურა აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
* გიორგი შონია, „ჰანს პრომველის „ფაბრიკაცია““. გამომცემლობა„ინტელექტი“
* ბექა ახალაია, „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.გამომცემლობა „ინტელექტი“
* თამარ სუბელიანი, „მდინარეს თევზები შეჭამენ“. გამომცემლობა „ წიგნები ბათუმში“

წლის საუკეთესო პოეტური კრებული
* ნუგზარ ზაზანაშვილი, „მექანიკური როიალი“.გამომცემლობა „დიოგენე“
* ეკა ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა“.გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“
* ლია ლიქოკელი, „გოგოობის კანონი“. ქარჩხაძის გამომცემლობა
* თემურ ჩხეტიანი, „ბალახის სიმაღლე“. გამომცემლობა „არტანუჯი“
* ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“. გამომცემლობა„ინტელექტი“
* ლია სტურუა, „მგლის საათი“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი“. გამომცემლობა„ინტელექტი“

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი
* ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“. გამომცემლობა „დიოგენე“
* ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“. გამომცემლობა „პალიტრა ლ“
* არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
* გურამ გეგეშიძე, „ნათლისქრობა“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* რეზო თაბუკაშვილი, „13 დღე“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* ტორესა მოსი, „იყო“. გამომცემლობა „ინტელექტი“

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
* როსტომ ჩხეიძე, „პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა“. გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“
* გივი ალხაზიშვილი, „დანაშაულით მკვდარი“. გამომცემლობა „კალმოსანი“
* ზაზა ბიბილაშვილი, „პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, დანარჩენი“. გამომცემლობა „საუნჯე“
* ზაალ სამადაშვილი, „კალამს მიდევნებით დაწერილი“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* გია ბუღაძე, „200 ამბავი მხატვრობაზე“. გამომცემლობა „არტანუჯი“
* გაგა ნახუცრიშვილი, „ბარნოვის 122“. გამომცელობა „ინტელექტი“
* დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* ბელა ჩეკურიშვილი, „რაინისპირა ამბები“. გამომცემლობა „ინტელექტი“
* დიანა ანფიმიადი, „წინასწარმეტყველება მურაბით“. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

დიზაინი – წლის საუკეთესო წიგნის გარეკანის (ყდის)
* დენიელ კიზი, „ყვავილები ელჯერნონისთვის“. დიზაინი: ნატალია ავალიანი.
* დიბისი პიერი, „ვერნონ გენიოს ლითლი“. დიზაინი: გიორგი მაღრაძე.
* ხალიდ ჰოსეინი, „ფრანით მორბენალი“. დიზაინი: თეონა ჭანიშვილი.
* ფრენკ ჰერბერტი, „დიუნი“. დიზაინი: ნატალია ავალიანი და ნათია ზარანდია.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა ახალი ლიტერატურული პრემია „ლიტერა“.

“პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. სხვა ლიტერატურულ პრემიებთან ერთად ამგვარი კონკურსის არსებობა ხელს შეუწყობს ავტორების მოტივაციას წერისა და განვითარებისათვის”

კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2016 წელს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. საკონკურსოდ შემოსული 98 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 33 .

პრემია „ლიტერას“ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 5000 ლარი.

პრემიის გამარჯვებულები 27 აპრილს საზეიმოდ გამოცხადდება მწერალთა სახლში.

Arrow

27 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2017 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

* წლის საუკეთესო დებიუტი: გიორგი შონია “ჰანს პრონველის ფაბრიკაცია”
* წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ვახტანგ ჯავახაძე “ელეგია და სხვა”
* წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი: არჩილ ქიქოძე “სამხრეთული სპილო”
* წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა: როსტომ ჩხეიძე “პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა”
* საუკეთესო გარეკანის დიზაინი: ნატალია ავალიანი “ყვავილები ელჯერნონისთვის”

ჟიური:
ბელა წიფურია, ანა კორძაია-სამადაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, პაატა შამუგია, გიორგი ლობჟანიძე

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5217
Registration date : 09.11.08

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Empty
PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია „ლიტერა“    ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  EmptyThu Jun 07, 2018 9:47 pm

2018 წლის ფინალისტები არიან

წლის საუკეთესო რომანი
1. ნაირა გელაშვილი, „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“

2. ლაშა ბუღაძე, „პატარა ქვეყანა“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

3. ლაშა იმედაშვილი, „ზორო“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

4. დავით გაბუნია, „დაშლა“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

5. გაგა ნახუცრიშვილი, „ზამთრის ზღვა“ გამომცემლობა „ინტელექტი“

6. გურამ ბათიაშვილი, „ელიგულა და კავა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

7. ნატო დავითაშვილი „მთვარის შვილობილები“, ქარჩხაძის გამომცემლობა



წლის საუკეთესო პროზაული კრებული
1.თეონა დოლენჯაშვილი, „პერსონალური ქრისტე“, გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ბექა ქურხული, „სკანდარა და სხვა მოთხრობები“, გამომცემლობა „ინტელექტი“

3. მაკა ჯოხაძე, „ფიჭვები უდაბნოში“, გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ნათია როსტიაშვილი, „სუნთქვის შემგროვებელი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

5. ლადო კილასონია, „სილვერი“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

6. ვანო ჩხიკვაძე „კუტი“, გამომცემლობა „გრიფონი“



წლის საუკეთესო პოეტური კრებული
1. ზურაბ რთველიაშვილი, „პოეზიის დიქტატურა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ლელა სამნიაშვილი, „37“, გამომცემლობა „ინტელექტი“

3. სოსო მეშველიანი, Arboles Altos, გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ბელა ჩეკურიშვილი, „სიშიშვლის დეტექტორი“, გამომცემლობა „ინტელექტი“

5. ნანა გასვიანი, „რაც მზის წინ იყო“, გამომცემლობა „ინტელექტი“

6. პაატა შამუგია, „დედა ენა“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

7. ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „მოწითალო და მოშავო“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“



წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
1. გელა ჩარკვიანი, „ნაგერალა 2“, გამომცემლობა „ინტელექტი“

2. თამთა მელაშვილი, „თქმული და უთქმელი ისტორიები – გერმანელები საქართველოში, გამომცემლობა „ინტელექტი“

3. ირაკლი კაკაბაძე, „სიყვარულის დოქტრინა“, გამომცემლობა „ინტელექტი“

4. ნინო ლეჟავა, „კალენდულა და ლურჯი ღილი“, სოვლაბი

5. გიორგი კალანდია, „სამი ქართული ამბავი“, გამომცემლობა „პალიტრა L“

6. ირმა ტაველიძე, „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“, გამომცემლობა „დიოგენე“

7. გიგი ხორნაული, „ჩემი საწუთრო-სამზეო“, გამომცემლობა „არტანუჯი“



წლის საუკეთესო დებიუტი
1. ბაკურ გაბუნია, „Vita Brevis“, გამომცემლობა „ინტელექტი“

2. ქეთევან მეფარიძე, „მეზობლად“, გამომცემლობა „ინტელექტი“

3. გურამ მაცხონაშვილი, „გლდანი“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

4. ელის დოჯსონი „რაფლეზია“, გამომცემლობა „პალიტრა L“

5. შორენა ხუხუა, „შემოვალ ეტლით“, გამომცემლობა „პალიტრა L“



წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი
1. მაქსიმე მაჩაიძე, ია მახათაძე, ზურა ჯიშკარიანის „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

2. რუსლან ბერიძე, მაქს ფრიშის „Homo Faber”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

3. ხატია ჩიტორელიძე, თამარ თანდაშვილის „მატერიკონი“, გამომცემლობა „სიესტა“

4. ნინო ლეჟავა, თორნიკე ლორთქიფანიძე, „კალენდულა და ლურჯი ღილი“, გამომცემლობა „სოვლაბი“

5. თეონა ჭანიშვილი, „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში“, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი




ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულების დაჯილდოება

07 ივნისი 2018
"
"მწერალთა სახლში" გაიმართა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს "მწერალთა სახლის" ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების საღამო.
„ლიტერას’ პრიზი და სიგელები გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, მწერალთა სახლის დირექტორმა ნატა ლომოურმა და ჟიურის წევრებმა გადასცეს.

ჟიურის წევრები იყვნენ:
ლევან ბრეგაძე,
დავით წერედიანი,
ლევან ცაგარელი,
ნინო სადღობელაშვილი,
ირაკლი ლომოური.

ჟიურის გადაწყვეტილებით 2018 წლის ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო პოეტური კრებული - სოსო მეშველიანი “Arboles Altos” , გამომცემლობა ინტელექტი და ლელა სამნიაშვილი “37”, გამომცემლობა "ინტელექტი";

წლის საუკეთესო დებიუტი - შორენა ხუხუა, “შემოვალ ეტლით”, გამომცემლობა "პალიტრა L";

წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა - გიგი ხორნაული, „ჩემი საწუთრო-სამზეო“, გამომცემლობა „არტანუჯი“;

წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ბექა ქურხული, „სკანდარა და სხვა მოთხრობები“, გამომცემლობა "ინტელექტი";

წლის საუკეთესო რომანი - ნაირა გელაშვილი, „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე“, გამომცემლობა „კავკასიური სახლი“;

წლის საუკეთესო წიგნის ყდის დიზაინი - მაქსიმე მაჩაიძე, „საღეჭი განთიადები უშაქროდ“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად 2015 წელს დააარსა და მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 2017 წელს საქართველოში წიგნად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. საკონკურსოდ შემოსული 134 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე გავიდა 38.

პრემია „ლიტერას“ საპრიზო თანხაა 5000 ლარი.

* http://writershouse.ge/geo/new/1119

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 380
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Empty
PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია „ლიტერა“    ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  EmptyMon Mar 11, 2019 8:23 pm

გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი "ლიტერა"

05 მარტი 2019

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად აცხადებს ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს 6 ნომინაციაში:

წლის საუკეთესო პროზაული კრებული
წლის საუკეთესო რომანი
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
წლის საუკეთესო დებიუტი
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.


ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2018 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი.

კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ივნისის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 25/27ივნისს.

გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლის მისამართზე (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:

- განაცხადი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით, მწერალთა სახლის დირექტორის ნატალია ლომოურის სახელზე; განაცხადის ფორმა იხ. დანართი 1.

- საკონკურსოდ შერჩეული წიგნები (3 ეგზემპლარად);

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით info@writershouse.ge

ტელ: +99532 297 41 01; 297 41 02

* http://writershouse.ge/geo/new/1280

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Empty
PostSubject: Re: ლიტერატურული პრემია „ლიტერა“    ლიტერატურული პრემია „ლიტერა“  Empty

Back to top Go down
 
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: