არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 
 ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center   Fri Mar 24, 2017 2:09 pm

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი

შეიქმნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ. ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ცენტრზე განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

ცენტრი ემსახურება ქართული წიგნისა და ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, კერძოდ, ქართული ლიტერატურის და უცხოური ლიტერატურის თარგმნის პროცესის განვითარებას, ლიტერატურის მეშვეობით კულტურათშორისო დიალოგის გაღრმავებას და საერთაშორისო ლიტერატურულ და საგამომცემლო სივრცეში საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ინტელექტუალური რესურსის წარმოჩენას.

პრიორიტეტები:
* ქართული ლიტერატურის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პუპულარიზაციის სტრატეგიის განსაზღვრა და ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
* უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობა;
* ქართული და უცხოური ლიტერატურის მხატვრული თარგმანების ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიის შემუშავება და ლიტერატურის მთარგმნელებისათვის სპეციალური სემინარების, კონფერენციების მოწყობა და მოკლევადიანი სარეზიდენტო პროგრამების შეთავაზება;
* საქართველოში საგამომცემლო სექტორის განვითარების მიმართულებით სპეციალური პროფესიული სემინარების, კონფერენციების და ფორუმების ორგანიზება;
* საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე ქართველი გამომცემლების მონაწილეობის უზრუნველყოფა და საქართველოს ეროვნულო სტენდების ორგანიზება.

სამეთვალყურეო საბჭო:
* ივანე ამირხანაშვილი - კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
* ლევან ბრეგაძე - ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
* ლაშა ბაქრაძე - ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი
* ანი კოპალიანი - მთარგმნელი, თარგმანმცოდნე, თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი
* გაგა ლომიძე - ლიტერატურათმცოდნე, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
* გაგა ნახუცრიშვილი - პოეტი
* ირაკლი ჯავახაძე - მწერალი, "ლიტერატურული გაზეთის" მთავარი რედაქტორი

2015-2018 წლებში ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის კოორდინირება.

ბმული -
* http://book.gov.ge/ka/about/gnbc
* https://www.facebook.com/georgiannationalbookcenter/

Arrow

Last edited by Admin on Fri Mar 24, 2017 2:24 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center   Fri Mar 24, 2017 2:18 pm

20/03/2017

მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“, მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში, 21 პროექტი დაფინანსდება

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 21 საერთაშორისო პროექტი:

გერმანია

* ბესიკ ხარანაული, ნატო ინგოროყვა, გიორგი ლობჟანიძე, ლელა ცუცქირიძე, თემურ ჩხეტიანი, რუსუდან კაიშაური - პოეზიის ანთოლოგია - CorvinusPresse
* ზურაბ ქარუმიძე - „Dagny or a Love Feast“ - Weidle Verlag
* ავთანდილ კვასხვაძე - „სიკვდილ სიცოცხლის როკვა“ - Dr. Ludwig Reichert Verlag
* თამაზ ვარვარიძე, სოფია კინწურაშვილი, ნანა ჭურღულია - ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა - ისტორია და თანამედროვეობა - Helmut Buske Verlag
* ნესტან (ნენე) კვინიკაძე - „ისპაჰანის ბულბულები“ - Orlanda Verlag GmbH
* მიხო მოსულიშვილი - „გედები თოვლქვეშ“ - Traian POP Verlag
* მიკა ალექსიძე - „სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“ - Traian POP Verlag
* გრიგოლ რობაქიძე - “კავკასიური ნოველები“ - Arco Verlag GmbH
* ნიკოლოზ ბარათაშვილი - პოეზიის კრებული - Arco Verlag GmbH
* სალომე ბენიძე - „ქალაქი წყალზე“ - Aviva Britta Jürgs GmbH

ავსტრია

* შოთა დვალიშვილი - „ქართული სამზარეულო. 90 რეცეპტი“ - Leopold Stocker Verlag GmbH
* რეზო გაჩეჩილაძე - „საქართველო მსოფლიო კონტექსტში“ - Wieser Verlag GmbH
* დიანა ანფიმიადი - „წინასწარმეტყველება მურაბით“ - Wieser Verlag GmbH

საფრანგეთი

* ბასა ჯანიკაშვილი - „Angry Birds” - Maisond’europe et d’Orient

თურქეთი

* ნაირა გელაშვილი - „მე ის ვარ“ - BenceAjans Basin YayinDagitimEgitimBilisim
* გურამ დოჩანაშვილი, მაკა ლდოკონენი, გურამ ოდიშარია, მიხო მოსულიშვილი, ირაკლი სამსონაძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, ზვიად კვარაცხელია, ინა არჩუაშვილი, თეა თოფურია, კოტე ჯანდიერი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი ლომოური, თამრი ფხაკაძე, ცოტნე ცხვედიანი, ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო ხვედელიძე, ანა-კორძაია სამადაშვილი, ლუკა ბაქანიძე - მოთხრობების ანთოლოგია - Kalem KulturDernegi
* ერლომ ახვლედიანი - „ვანო და ნიკო“ - DedalusOrganisation Publishing Ltd Co
* ერლომ ახვლედიანი - სხვადასხვა ამბები - DedalusOrganisation Publishing Ltd Co

აზერბაიჯანი

* გიორგი კეკელიძე - „ორი თავგადასავალი“ - ADK Publishing House
* არჩილ ქიქოძე - „სამხრეთული სპილო“ - Qanun Publishing House

უკრაინა

შოთა იათაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, გიორგი ლობჟანიძე, დათო ყანჭაშვილი, კატო ჯავახიშვილი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, თეონა ბექიშვილი, რუსუდან კაიშაური, პაატა შამუგია, ელა გოჩიაშვილი, სოსო მეშველიანი, გურამ ოდიშარია, მარიამ წიკლაური, ამირან სვიმონიშვილი, დავით რობაქიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი - პოეზიის ანთოლოგია - Publishing House Prdruchnyky I Posibnyky

study

20/03/2017

21 international projects will be supported by GNBC within the second application period of the program “Georgian literature in translation”

In the framework of the 2nd Application Period of the program “Georgian Literature in Translation” 2017, based on the Supervisory Board decision 21 projects will be supported by Georgian National Book Center:

Germany

* Besik Kharanauli, Nato Ingorokva, Giorgi Lobzhanidze, Lela Tsutskiridze, Temur Chkhetiani, Rusudan Kaishauri - Poetry Anthology - Corvinus Presse
* Zurab Karumidze – Dagny or a Love Feast - Weidle Verlag
* Avtandil Kvaskhvadze - Dance of Death and Life - Dr. Ludwig Reichert Verlag
* Tamaz Varvaridze, Sophia Kintsurashvili, Nana Churgulia - Georgian Script & Typography - Helmut Buske Verlag
* Nestan (Nene) kvinikadze - The Nightingales of Isfahan - Orlanda Verlag GmbH
* Mikho Mosulishvili – Swans Under Snow - Traian POP
* Mika Aleksidze – They Do not Talk about Death - Traian POP
* Grigol Robakidze – The Caucasian Novellas - Arco Verlag GmbH
* Nikoloz Baratashvili – Poetry Collection - Arco Verlag GmbH
* Salome Benidze – The City on The Water - Aviva Britta Jürgs GmbH

Austria

* Shota Dvalishvili – Georgian Cuisine. 90 Recipes - Leopold Stocker Verlag GmbH
* Rezo Gachechiladze – Georgia in World Context - Wieser Verlag GmbH
* Diana Anphimiadi – Prediction with Jam - Wieser Verlag GmbH

France

* Basa Janikashvili - Angry Bird - Maison d’europe et d’Orient

Turkey

* Naira Gelashvili – This Is Me - Bence Ajans Basin Yayin Dagitim Egitim Bilisim
* Guram Dochanashvili, Maka Ldokonen, Guram Odisharia, Mikho Mosulishvili, Irakli Samsonadze, Beka Kurkhuli, Gela Chkvanava, Zviad Kvaratskhelia, Ina Archuashvili, Tea Topuria, Kote Jandieri, Bela Chekurishvili, Irakli Lomouri, Tamri Phkhakadze, Tsotne Tskhvediani, Zurab Lezhava, Teona Dolenjashvili, Beso Khvedelidze, Ana Kordzaia- Samadashvili, Luka Bakanidze – Short Story Anthology - Kalem Kultur Dernegi
* Erlom Akhvlediani – Vano and Niko - Dedalus Organisation Publishing Ltd Co
* Erlom Akhvlediani – Stories - Dedalus Organisation Publishing Ltd Co

Azerbaijan

* Giorgi Kekelidze – Two Adventures - ADK Publishing House
* Archil Kikodze – The Southern Elephant - Qanun Publishing House

Ukraine

* Shota Iatashvili, Andro Buachidze, Giorgi Lobzhanidze, Dato Kanchashvili, Kato Javakhishvili, Lela Samniashvili, Maia Sarishvili, Nika Jorjaneli, Zviad Ratiani, Teona Bekishvili, Rusudan Kaishauri, Paata Shamugia, Ela Gochiashvili, Soso Meshveliani, Guram Odisharia, Mariam Tsiklauri, Amiran Svimonishvili, Davit Robakidze, Gaga Nakhutsrishvili,, Zurab Rtveliashvili – Poetry Anthology - Publishing House Prdruchnyky I Posibnyky

Supervisory Board
* Ivane Amirkhanashvili - Literary critic, Doctor of philology of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Philology Sciences
* Levan Bregadze - Critic, Doctor of philology Professor, Shota Rustaveli Institute of Georgian Literature
* Lasha Bakradze - Doctor of philosophy of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of philosophy; Professor of Ilia State University, Director of George Leonidze State Museum of Georgian Literature
* Ani Kopaliani - Translator, Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of humanities; East European University, Faculty of humanities
* Gaga Lomidze - Literary Critic, Shota Rustaveli Institute of Georgian Literature, Chairman of the Scientific Board
* Gaga Nakhutsrishvili - Poet
* Irakli Javakhadze - Writer, Editor in Cheef of "Literary Newspaper"

ბმული -
* http://book.gov.ge/ka/main/news/detailed/121/mtargmnelobiti-programis-qartuli-literatura-targmanebshi-meore-saaplikacio-periodis-farglebshi--proeqti-dafinansdeba-/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center   Tue Dec 19, 2017 7:34 pm

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს

წერილი

19/12/2017

2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანა იქნება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქართული კულტურის სფეროში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ღონისძიება არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის, არამედ მთლიანი ქართულიკულტურის წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წლიდან მიმდინარეობს და უკვე 2014 წელს, კულტურის სამინისტროს მიერ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც ქართულმა მხარემ პასუხისმგებლობა აიღო ამ ღონისძიების სათანადო დონეზე და შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებაზე. 2014 წელს, ამ პროექტის ფარგლებში,კულტურის სამინისტროს მიერ შეიქმნა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა და დღემდე ახორციელებს, როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ეფექტურ და წარმატებულ მართვას. მიგვაჩნია, რომ ცენტრის დაარსება და მისი ხელშეწყობა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო უკანასკნელი წლების განმავლობაში. არასდროს საქართველოს ისტორიაში არ თარგმნილა და გამოცემულა იმდენი ქართველი ავტორის წიგნი უცხო ენებზე, რამდენიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. საქართველოსადმი ყურადღება და ინტერესი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონტექსტში წარმოუდგენლად გაზრდილია. ამას, დიდ წილად, სწორედ წიგნის ეროვნული ცენტრის საქმიანობამ და გერმანიაში ქართული ლიტერატურის და ავტორების ცნობადობის გაზრდამ შეუწყო ხელი.
სამწუხაროდ, ბოლო ეტაპზე, როდესაც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვეც არ არის დარჩენილი, ჩვენთვის - კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წიგნის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის - ცნობილი გახდა პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი კომპეტენციების განაწილების თაობაზე. ჩვენი აზრით, ეს ცვლილებები და ცენტრის დირექტორის, მედეა მეტრეველის გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების შესახებ მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის მაღალ დონეზე განხორციელებას.
წიგნის ცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, დღემდე, ცენტრის ძირითად საქმიანობასთან ერთად, წარმატებულად უხელმძღვანელეს ამ პროექტს. მათ მუშაობას აქვს მაღალი შეფასებადა ნდობა უცხოელი პარტნიორების და ქართული სალიტერატურო და საგამომცემლო სფეროს მხრიდან. შესაბამისად, დარჩენილ მოკლე პერიოდში, ნებისმიერი რყევები და მენეჯმენტის ცვლილება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს წიგნის ცენტრის გუნდის დაშლა, მიგვაჩნია, დააზარალებს პროექტის შესაბამისი სტანდარტების და შეზღუდული ვადების დაცვით წარმართვას.
პროექტის მაღალსახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არსებული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, ხელი უნდა შევუწყოთ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს, გააგრძელონ მუშაობა პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის.

პატივისცემით,

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:

ივანე ამირხანაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე)
ლიტერატურის კრიტიკოსი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი

ლევან ბრეგაძე
ლიტერატურის კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

ლაშა ბაქრაძე
საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი

ანი კოპალიანი
თარგმანმცოდნე,მთარგმნელი

გაგა ლომიძე
შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე

გაგა ნახუცრიშვილი
პოეტი, ლიტერატორი

ბმული -
* https://www.facebook.com/amirkhanashvili/posts/1913174212089248

მარიამ ბოგვერაძე - 19.12.2017

გიორგაძე: იძულებული ვიქნები დავაკმაყოფილო წიგნის ცენტრის დირექტორის განცხადება გადადგომაზე

საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, თუ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გუნდი პოზიციას არ შეიცვლის, ის იძულებული იქნება ცენტრის ხელმძღვანელის განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე დააკმაყოფილოს.

მიხეილ გიორგაძის თქმით, პირობა, რომ ცენტრს მოსცილდეს ყველა ფუნქცია და ვალდებულება გარდა ლიტერატურული პროგრამისა მისთვის მიუღებელია:

“დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები არ არის. ეროვნული წიგნის ცენტრის ხელმძღვანელმა შემოიტანა განცხადება, სადაც ის მომმართავს მე და აყენებს გარკვეულ პირობებს, რათა განაგრძოს მუშაობა ამ თანამდებობაზე. მე მქონდა შეხვედრა როგორც მასთან პირადად ასევე წიგნის ცენტრის მთელ გუნდდთან, სადაც ჩვენ-ჩვენი პოზიციები გავცვალეთ და მე პირდაპირ ვთქვი, რომ ამ პირობების დაკმაყოფილება არ მგონია იყოს სწორი.

საუბარია რაზე, რომ წიგნის ცენტრს მოსცილდეს ყველა ფუნქცია და ყველა ვალდებულება, რაც მას გააჩნია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვისმ ომზადებასთან დაკავსირებით. რომ მას დარჩეს მხოლოდ თარგმანები და ლიტერატურული პროგრამა, რაც არის აბსოლუტურად შეუძლებელი. მით უმეტეს ახლა, როდესაც სხვადასხვა შინაარსობრივ და საკონტრაქტო ურთიერტობებში არის შესული წიგნის ცენტრი და მე ამის შესახებ პირდაპირ ვთქვი” – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

მინისტრის თქმით, მან სთხოვა წიგნის ცენტრის გუნდს კიდევ ერთხელ გადახედოს საკუთარ პოზიციას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრი იძულებული იქნება ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას გადადგომის თაობაზე ხელი მოაწეროს:

“ვთხოვე როგორც ხელმძღვანელს ისე გუნდს ცენტრის, რომ კიდევ ერთხელ გადეხედათ თავისი პოზიციისთვის, რადგან თუ ისინი ამ პოზიციას არ შეიცვლიან მე ვიქნები იძულებული განცხადება გათავისუფლების თაობაზე დავაკმაყოფილო, თუმცა ამის გაკეთება არ მინდა, მიმაჩნია, ამ ადამიანების გუნდი თავის საქმეს კარგად აკეთებს. თუმცა, ამ პირობის სანაცვლოდ მუშაობის გაგრძელება ჩემთვის მიუღებელია” – ამბობს გიორგაძე.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭო წერილს აქვეყნებს. საბჭოს წევრების განცხადებით, კულტურის სამინისტრო პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. საბჭოს წევრების აზრით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე 9 თვით ადრე, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით უნდა წარდგეს, მსგავსი გადაწყვეტილებები პროექტის წარმატებით განხორციელებას უქმნის საფრთხეს.

ბმული - http://netgazeti.ge/news/241547/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4602
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center   Tue Dec 19, 2017 8:16 pm

Dea Metreveli

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყველა გულშემატკივარს!

ბევრჯერ მითქვამს და განვმეორდები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ცხოვრების პროექტი არის და ასე იქნება ბოლომდე. ამ საქმეს დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით ვაკეთებდით. მე, როგორც ცენტრის დირექტორს და პროექტის ყოფილ ხელმძღვანელს, სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც ამ მასშტაბური პროექტის ღირსეულად განხორციელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა... ეს კი ქართული ლიტერატურის და ქართველი ავტორების - პროექტის მთავარი გმირების - ღირსეულად წარმოჩენაა.

პროექტის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სამუშაო ჯგუფის მენეჯმენტში განხორციელდა ცვლილებები. შეიცვალა პროექტის ხელმძღვანელი და ცენტრს აღარ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უფლება მთლიანი პროექტის ადმინისტრირებაზე, ხარისხიან და დროულ შესრულებაზე.

ახალმა გარემოებებმა, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ახალი რეალობის წინაშე დამაყენა და მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პროექტის ინტერესებს ემსახურება - პროექტის ფარგლებში ცენტრმა უზრუნველყოს უშუალოდ ქართული ლიტერატურული და საგამომცემლო პროგრამის განხორციელება და ლიტერატურული თარგმანების მომზადება. რაც შეეხება მთლიანი პროექტის სხვა საკვანძო საორგანიზაციო მიმართულებებს, რომლებიც დიდი თანხების მართვასთან არის დაკავშირებული (პავილიონი, პიარ კამპანია გერმანიაში, სრული პროექტის ლოჯისტიკა, კულინარიული პროგრამა და სხვა), მიზანშეწონილია, გადავიდეს იმ უწყების მართვაში, რომელიც, როგორც გადაწყვეტილების მიმღები, უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი, როგორც შინაარსობრივ, ასევე ფინანსურ მართვაზე და შესრულებაზე.

აღნიშნული თხოვნით, მივმართე კულტურის სამინისტროს. იმედს ვიტოვებ, მოგვეცემა საშუალება ჩვენ მიერ დაგეგმილი პროექტის ლიტერატურული პროგრამა წარმატებულად განვახორციელოთ.

ბმული:
* https://www.facebook.com/dea.metreveli.9/posts/10213738222066594?hc_location=ufi

დაპირისპირება, რომელსაც შესაძლოა საქართველოსთვის უდიდესი ლიტერატურული პროექტი შეეწიროს-ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადება შეჩერებულია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე მზადების პროცესი გაყინულია. პრობლემას პროექტის ერთდროულად სამი ხელმძღვანელის არსებობა ქმნის.
საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა.
გრანდიოზული ლიტერატურული პროექტის მოსამზადებლად შეიქმნა წიგნის ეროვნული ცენტრი. ამ დაწესებულების მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შემდეგ კი დასკვნით ეტაპზე პროექტს ახალი ხელმძღვანელი დაენიშნა. კომისარი სალომე ზურაბიშვილი მინისტრის აღწერის მიხედვით ფრანკფურტში ჩვენი რეპრეზენტორი იქნება, ერთგვარი სიმბოლური ხელმძღვანელი. არსებობს კიდევ ერთი პასუხისმგებელი პირი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მესამე, წიგნის ცენტრის დირექტორი.
წიგნის ცენტრში უარს ამბობენ გადაწყვეტილება სხვამ მიიღოს, მათ კი პასუხისმგებლობა დაეკისროს, მათშორის ფინანსურიც, რაც საკმაოდ დიდია. პროექტისთვის გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი.

წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი რაიმე კომპრომისს გამორიცხავს. ის მზად არის გუნდთან ერთად, ცენტრი დატოვოს.
უშედეგოდ დამთავრდა ცენტრის თანამშრომლების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა. მიშა გიორგაძე პირობების წაყენებას მართებულად არ მიიჩნევს.

ავტორი: მაია ლომიძე

მიშა მეფარიშვილი - 22.12.2017

მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა – გვანცა ჯობავა

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ჩამოშორდა, – ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” გვანცა ჯობავამ, წიგნის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენელმა მიაწოდა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

დღეს, 16:00 საათზე, დაიწყო კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან მწერლებისა და გამომცემლების შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და 19:00 საათზე დასრულდა.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებთა ასოციაციის დირექტორის მოადგილემ, გვანცა ჯობავამ გვითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მანანა ბერიკაშვილმა დაინახა მათი პოზიცია, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პროექტს მთალიანად ჩამოშორდეს.

ჯობავას თქმით, კულტურის მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ მომავალი კვირის დასაწყისში მათთან ერთად შეხვდება დეა მეტრეველს და ისაუბრებენ იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რასაც მეტრეველი მუშაობის დროს აწყდება.

“ემოციური შეხვედრა იყო . გვიხარია, რომ სამინისტროც წავიდა დათმობაზე, მინისტრი დაგვპირდა, რომ გაიმართება დეა მეტრეველთან შეხვედრა, სადაც ვთხოვეთ, რომ კონკრეტული ადამიანები დავესწროთ ამ შეხვერდას, სადაც იქნება საუბარი იმაზე, რა მოთხოვნა აქვს სისტემასთან დაკავშირებით დეას, რომ შეძლოს მუშაობის გაგრძელება, რომ გადარჩეს პროექტი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია”, – გვითხრა გვანცა ჯობავამ.

შეხვედრის შემდეგ მწერლები აცხადებენ, რომ მანანა ბერიკაშვილი ჩამოშორდება პროექტს. მწერლებისა და გამომცემლების განაწყენება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რომ მანანა ბერიკაშვილი ერეოდა მის საქმიანობაში.

დეა მეტრეველმა კულტურის მინისტრს მიმართა, რომ წიგნის ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას, მხოლოდ ლიტერატურული ნაწილი დაუტოვონ, ხოლო ტექნიკური ნაწილები კულტურის სამინისტრომ გადაიბაროს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში იმართება, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ამ პროგრამისთვის მზადება წიგნის ცენტრს აქვს ჩაბარებული 2014 წლიდან, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი მართავს ყველაფერს, რამაც წიგნის ცენტრსა და კულტურის სამინისტროს დაპირისპირება გამოიწვია.

თავდაპირველად მიხეილ გიორგაძე უარს აცხადებდა, რომ დეა მეტრეველის წინადადება გაეთვალისწინებინა. მწერლები შიშობდნენ, რომ მანანა ბერიკაშვილის ჩართულობით, შესაძლოა ნაკლები ყურადღება დათმობოდა წიგნებს და ლიტერატურას და მეტი ყურადღება- თანმდევ კულტურულ ღონისძიებებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს

26 დეკემბერი. 2017. 17:29

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კულტურის სამინისტროში მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრაზე თავად მიხეილ გიორგაძემ გაახმოვანა.
როგორც მწერალმა ლაშა ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
– თვითონ მინისტრი იღებს პასუხისმგებლობას და თავად გაუძღვება ამ საქმეს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და შექმნილ სიტუაციაში გამოსავალი, – განაცხადა მწერალმა ლაშა ბაქრაძემ.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ არაჯანსაღი მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეებში, მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის ყველა მიმართულებას თავად უხელმძღვანელოს.

„ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გადაუჭარბებლად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ არაჯანსაღი აჟიოტაჟისა და მითქმა-მოთქმიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს გავრცელდა, როგორც მედიაში ასევე სოციალურ ქსელებში, მივიღე გადაწყვეტილება, რომ პირადად ვუხელმძღვანელო ამ პროექტს და არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხელმძღვანელობას ვგულისხმობ, არამედ თითოეული მიმართულების ოპერაციულ ხელმძღვანელობას. მე პირადად ვუხელმძღვანელებ თითოეულ მიმართულებას, ოპერაციული და ტექნიკური საკითხების ჩათვლით", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან გუშინ პროექტი დატოვა.

ბმული:
* http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=61197
* http://netgazeti.ge/news/242473/
* http://rustavi2.ge/ka/news/92583
* https://youtu.be/hkVc5Gfaq8o
* https://www.radiotavisupleba.ge/a/vin-tsava-frankfurtshi/28928460.html
* http://netgazeti.ge/news/242272/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.georgianforum.com
Sponsored content

PostSubject: Re: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center   

Back to top Go down
 
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი The Georgian National Book Center
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: