არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მუხრან მაჭავარიანი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptyTue Mar 07, 2017 12:20 pm

მუხრან მაჭავარიანი Mukhran_Machavariani
Mukhran Machavariani

მუხრან მაჭავარიანი

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერი"-ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

ბმული
* https://ka.wikipedia.org/wiki/მუხრან_მაჭავარიანი
* https://en.wikipedia.org/wiki/Mukhran_Machavariani


მუხრან მაჭავარიანი
Published on May 17, 2010

study


Last edited by Admin on Wed Apr 03, 2019 7:22 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptyTue Mar 07, 2017 12:23 pm

მუხრან მაჭავარიანი

***
ქალი მყავდა მშვენიერი, შავთვალწარბა, კაოსანი,
გავათხოვე, გავატანე ჩემი „ვეფხისტყაოსანი“.
წაეკითხათ, ვერ გაეგოთ, თურმე იყვნენ ვიროსანნი,
ისევ უკან წამოვიღე ჩემი „ვეფხისტყაოსანი“.

Smile


Last edited by Admin on Fri Mar 10, 2017 9:49 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptyTue Mar 07, 2017 12:45 pm

მუხრან მაჭავარიანი

ანდუყაფარო...

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;
ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ, ახლახან გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ -
თუნდა ჩამქოლონ...…
ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს -
ფრთები მასხია
თქვენგნით...
მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ.

Smile


Last edited by Admin on Wed Apr 03, 2019 7:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptyTue Mar 07, 2017 12:46 pm

მუხრან მაჭავარიანი

საბა

ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, _
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
_ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! _ თქვა და თითქოს კიდეც ინანა.
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა, _ ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
_ წვიმა არ არი! _
საბას კაბა დაუსველა რამ?!
_ თოვლი არ არი! _
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
_ ყინვა არ არი! _
სულხან-საბას აკანკალებს რა?
_ რამ დაასველა?!
_ რამ დაათეთრა?!
_ რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!...
...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა სულხან-საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, _
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, _
სტამბოლში შვილი დედას სტირის, _ ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, _ მუხლზე დაცემულს).
_ რამდენს აფასებ მაგ პატარას? _ ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
_ უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! _
წარმოსთქვა ბალღმა, _ ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
_ არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
_ უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?...
საბას ცრემლები მოეძალა, _ ატირდა კაცი, _
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი, _ საქართველოც, _ ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, _ სასაცილოა! _
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევსდა...
_ მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! _
გულს ნუ გაიტეხ! _ მუხა კვლავაც შეიმოსება!

Smile


Last edited by Admin on Wed Apr 03, 2019 7:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptySun Oct 01, 2017 1:28 pm

მუხრან მაჭავარიანი

***
არა, გიორგი
ჯერ კიდევ არი,
ისეთი კაცი ჯერ კიდევ არი,
რასაც ის დაწერს, -
ვერ დაწერს სხვაი,
ვერ დაწერს, -
თუგინდ მოიკლას თავი.

არა, გიორგი
ჯერ კიდევ არი,
ისეთი კაცი ჯერ კიდევ არი, -
და თუ არ არი ,,შესანიშნავი“,
ეს იმიტომ, რომ
არ არი მკვდარი.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptyWed Apr 03, 2019 7:26 pm

მუხრან მაჭავარიანი

შენ, სისხლო ჩემო

შენ –
სისხლო ჩემო –
სად არ დაღვრილო –
შენ –
სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს,
რამ გაგაკვირვოს, –
ნადიდგორალი,
ნაშამქორალი.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი ღვაწლია,
რამაც აქამდეც კი მოაღწია:
სვეტიცხოველი.
ხანძთა.
ვარძია
და ისიც, –
რაც მტერს წარუტაცნია.
შენ –
სისხლო ჩემო –
შენი დინება
ვეფხისტყაოსნით ხშირად მიგრძვნია.
სიტყვა,
რომელიც გეჩოთირება,
ვცდილობ, გაშორო,
რაც შემიძლია.
შენ –
სისხლო ჩემო –
სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცანურო.
საბედნიეროდ,
საბედნიეროდ, –
ჰაი, ჰაი, რომ
კიდევ ხმაურობ.


მუხრან მაჭავარიანი -- შენ სისხლო ჩემო
Published on Apr 17, 2014
მუხრან მაჭავარიანი 1929--2010

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptyFri Jun 21, 2019 1:42 pm

მუხრან მაჭავარიანი

***

საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
- დამჩაგრეს,ბატონო, მიშველეთ უდედ-მამოს! -
თხოვდა ხან საფრანგეთს და ხან რუსეთს.

ლექსი იციო?! - ჰკითხეს საქართველოს,
პატარა საქართველოს, პატარას,- თვალცრემლიანს....
- ვიციო! - უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა:
პატარა საქართველოს პალე-როიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

ყოჩაღ! - მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა, -
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს, როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო, ობოლი საქართველო,
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაეპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო.

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5168
Registration date : 09.11.08

მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი EmptySat Jun 22, 2019 9:18 am

მუხრან მაჭავარიანი

***
გასივდა გული,
გული გასივდა,
ქართველობამან
მომკლა ყასიდმა!

1994


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მუხრან მაჭავარიანი Empty
PostSubject: Re: მუხრან მაჭავარიანი   მუხრან მაჭავარიანი Empty

Back to top Go down
 
მუხრან მაჭავარიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: