არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili Empty
PostSubject: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili   ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili EmptyFri Mar 20, 2015 2:38 pm

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili Vakho10
Vakhtang Kuntsev-Gabashvili

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი

დაიბადა თელავში, 1973 წლის 10 დეკემბერს, ცნობილი ხმის რეჟისორის, გარი კუნცევის ოჯახში.
1996 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). მისი სადიპლო,ო ნამუშევარი, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დილის რომანსი“ არის გრან-პრის მფლობელი (სტრასბურგი, თურქეთი) და თერთმეტი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი.
1997 - 2003 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში, საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი).
2003 - 2005 წლებში თანამშრომლობდა ლუდის კომპანიასთან „ვარშტაინერი“ Warsteiner, მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი Jambo Kenia! (Günter Gratius-თან), აგრეთვე მუსიკალური კლიპები. - https://www.youtube.com/watch?v=UIm4TuMapKU
2003 წელს დააარსა ქართულ-გერმნაული სტუდია „აკრობატი“.
ამჟამად ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში. მუშობს კინოსტუდია „სანგუკოში“.
1998 წლიდან არის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.
არის საქართელოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ფილმოგრაფია

რეჟისორი
* ჩემი კინო (2014) - დოკუმენტური, 54 წუთი, ეძღვნება გარი კუნცევს. - https://www.youtube.com/watch?v=ltiDMPj3gyc
* ოცნება (2009) - დოკუმენტური. - https://www.youtube.com/watch?v=JUsWECA7sPY
* ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკ.
* დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006) - დოკ.
* სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002) - დოკუმნეტური, 42 წუთი, გარი დავთიანის თოჯინები. - https://www.youtube.com/watch?v=3WHRfFHrX7A
* დილის რომანსი (1996) - მხატვრული.

სცენარის ავტორი
* ოცნება (2009) - დოკუმენტური.
* ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკ.
* დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006) - დოკ.
* დილის რომანსი (1996) - მხატვრული.

პროდიუსერი
* ოცნება (2009) - დოკუმენტური.
* ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკ.
* დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006) - დოკ.
* სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002) - დოკ.

ოპერატორი
* ოცნება (2009) - დოკუმენტური.
* ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკ.
* დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006) - დოკ.
* სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002) - დოკ.
* ქვა (1996) - მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

ხმის რეჟისორი
* ოცნება (2009) - დოკუმენტური.
* ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკ.
* დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006) - დოკ.
* როკვით განფენილნი (2005) - დოკ.

მონტაჟი
* ოცნება (2009) - დოკუმენტური.
* ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკ.
* დავიწყებული პორტრეტი ინტერირერში (2006) - დოკ.

ბმულები
* https://ka.wikipedia.org/wiki/ვახტანგ_კუნცევ-გაბაშვილი
* https://www.facebook.com/vakhtang.kuntsevgabashvili
* http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=336
* http://www.imdb.com/name/nm2331909/
* http://www.dokweb.net/en/documentary-network/professionals/kuntsev-gabashvili-vakhtang-9466/
* https://www.youtube.com/user/vakhtangify

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili Vakho-10
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili Empty
PostSubject: Re: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili   ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili EmptyMon Mar 23, 2015 11:48 am

ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili Abresh10

„აბრეშუმის გზის მონები“ (დოკუმენტური), რეჟისორი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი, 2015

გთხოვთ მობრძანდეთ ფილმის პრეზენტაციაზე 2015 წლის 24 მარტს 17:30 წუთზე სასტუმრო თბილისი მარიოტში.
გვინდა გაცნობოთ, რომ ორგანიზაციის „ადამიანის ჰარმონიული განვითარების“ ინიციატივითა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით მომზადდა შემეცნებითი ფილმი საქართველოში არსებული ადამიანებით ვაჭრობის - ტრეფიკინგის პრობლემებზე სახელწოდებით „აბრეშუმის გზის მონები“.
ფილმის ობიექტივში მოხვედრილია საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ყველაზე აქტიური რეგიონი, აჭარა და მისი დაფარული ცხოვრების ათეულობით მსხვერპლი უზბეკი გოგონა. ავტორთა ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული სახლემწიფოს კონტრ-ტრეფიკინგული პოლიტიკის ნაკლოვანებებს, რასაც თან სდევს სამართალდამცავი ორგანოების მოდუნება და უმეტესწილად უმოქმედობაც. შედეგად, როგორც ფილმის საფუძვლად დადებული კვლევებიც აჩვენებს, ვიღებთ ადგილობრივ გარემოს, რომელიც სავსებით ტოლერანტულია ტრეფიკინგისადმი, მიუხედავად მისი თანმდევი ფატალური შედეგებისა.

ბმულები
* https://www.facebook.com/photo.php?fbid=10206594758374402&set=a.3582422845969.2164661.1435158967&type=1&theater
* https://youtu.be/XYgwSniE6Y4

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი - Vakhtang Kuntsev-Gabashvili
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მზერის გადანაცვლება :: კინო არმურზე: კამერითაც ცხონდების კაცი-
Jump to: