არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნათია ავსაჯანიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyTue Aug 05, 2014 9:42 am

ნათია ავსაჯანიშვილი Natia_13
Natia Avsajanishvili

ნათია ავსაჯანიშვილი

„თაობები“
-- რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ პასუხობთ და კითხვა, რომლის პასუხი ზუსტად იცით (რაღა თქმა უნდა, ლიტერატურულ კითხვებს ვგულისხმობ).

ნათია ავსაჯანიშვილი
-- იმის გათვალისწინებით, რომ ლიტერატურა ამოუწურავი დარგია, კითხვები ჩნდება, ოღონდ არა ისეთი _ პასუხი თავად ვერ გავცე. პრინციპში, ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველი ლიტერატურული ჟანრი, თემა, სტილი, იდეა, მეთოდი, მიმართულება და ა.შ. _ განურჩევლად ეპოქისა, როგორც ქვეყნის ისტორიული ძნელბედობის, ისე მისი სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ დაღმა და აღმავლობით პერიოდში შექმნილი _ გასაგებია. რამდენად ვიზიარებ ამა თუ იმ… _ ეგ, უკვე სხვა თემაა. რამდენადაც, ლიტერატურის ათვისება ხდება გონის საფეხურზე, შესაბამისად ლექსის რიტმი, ეპითეტი, თხრობა, მეტაფორა, სიტყვა, ემოციურობა და ა.შ. _ Mმიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი შესაფასებლად სრული აღქმისთვის თუ, ინტელექტუალური და სულიერი საწყისი არ ახლავს არსებულ მხატვრულ სინამდვილეს ან მეტყველებას. მიმიხვდით ალბათ, დაახლოებით რა დონის ლიტერატურაა ჩემთვის მისაღები…
რაც შეეხება კითხვას, რომლის პასუხიც ზუსტად ვიცი. ეს არის ის, რომ ვიცი როგორ იქმნება ჭეშმარიტი ლიტერატურა _ პოეზია, პროზა. მხოლოდ მოფრენილ მუზას შეუძლია ჩაგჩურჩულოს რაღაც ისეთი, რაც _ ტვინს აგირევს, აგაფორიაქებს, წარმოუდგენელს წარმოგადგენინებს, არდასაწერს დაგაწერინებს, გაგახალისებს, დაგაღონებს. გაუმხელელს გაგამხელინებს, აგატირებს, გაგანებივრებს და ეეე…, რომელი ერთი კიდევ… დიახ, ნადვილად ვიცი, რომ მხოლოდ ღმერთს ძალუძს მუზა მოუვლინოს თავის ამორჩეულს…

აპრილი 15, 2010


ბმულები
* http://taobebi.site.ge/wordpress/?p=1370
* https://www.facebook.com/natia.avsajanishvili.5
* http://old.radio1.ge/ge/videos/view/144201.html


ნათია ავსაჯანიშვილი - ლექსები - 2009
ნათია ავსაჯანიშვილი - ლექსები.
გამოქვეყნებულია: 2009 წლის 24 დეკემბერს.
„ლიტერატურული რადიოკაფე“, საქართველოს რადიო

* http://old.radio1.ge/ge/videos/view/1...

Natia Avsajanishvili - Verses, 2009

flower


Last edited by Admin on Wed May 15, 2019 11:15 am; edited 9 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyTue Aug 05, 2014 9:43 am

ნათია ავსაჯანიშვილი Natia_10

ნათია ავსაჯანიშვილი

სიზმარი

რა მოწყენილი ამინდია
ჰგავს დღეებს წასულს,
მუსიკის ჰანგებს გავურბივარ
მაგონებს წარსულს...
თვალებზე სიზმრის გუნდა გაწვა
წამწამზე დნება,
ოკეანეში ტივით გასულ
ფიფქებად ქრება...
ბურუსში მეხი დაენარცხა -
დააფრთხო შველი,
კორდზე ჭიხვინით მიჰქრის ჰუნე -
ჟინი აქვს მწველი...
ბინდი გამეფდა, უსასრულო
ჟამთ მოლოდინში...
მოიკალათა ნისლმა მშვიდად -
მთვარის ლოგინში.
ღაწვზე მოგორავს ციცქნა წვეთი -
ჩუმი ცრემლია,
ბაგე გაიპო სათქმელი აქვს,
მაგრამ სველია...
ძილ-ბურანიდან გამორკვევა
თურმე ძნელია,
უსაზღვრო სივრცის მარწუხებში
ტრფობის ველია...
ამინდი ისევ არ შეცვლილა,
მოწყენილია...
ვერც ეს ჰანგები მეტყვის ახალს,
მოსმენილია...!

study


Last edited by Admin on Wed May 15, 2019 10:26 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyTue Aug 05, 2014 9:46 am

ნათია ავსაჯანიშვილი Natia_12

ნათია ავსაჯანიშვილი

ცრემლი დამაკვდა თვალზედა!

შენ ჩემო ერო ბეჩავო!..
სახლს რად დამჯდარხარ
კვნესადო?! -
მამულს ტურები ჯიჯგნიან,
თავი აზიდე შველადო!
რუქამ - დამდაღა კანზედა,
გზანი დამიდის ტანზედა,
მდინარე სისხლად ჩუხჩუხებს
ქუშად დაძარღვულ
მკლავზედა!..
ხიჭვი შემესო თათშია,
ტკივილი ვიგრძენ წამშია -
ხორცი რომ გამომაგლიჯეს,
ცრემლნი წამომსკდა
თვალშია!..
რუქამ - დამდაღა კანზედა,
გზამ გზა იცვალა მხარზედა -
ხორცი, რომ გამომეგლიჯა
ცრემლი დამაკვდა
თვალზედა!..
შენ, ჩემო ერო ბეჩავო!
სახლს რად დამჯდარხარ
კვნესადო?! -
მამულს ტურები ჯიჯგნიან,
თავი აზიდე შველადო!
მამულს ტურები ჯიჯგნიან,
სახლს რად დამჯდარხარ
კვნესადო!.
შენ, ჩემო ერო ბეჩავო! -
თავი აზიდე შველადო!..
სატრფიალო
იქნებ მე ვარ - შენი სულის
სურნელება
გზის სინათლე, გაკაფული
ეკალ-ბარდი,
იქნებ მე ვარ - შენი გულის
ზედწარწერა
სიტკბოება, სააქაო
დარდიმანდი.
იქნებ, ჯერაც არ გაყრილან
ჩვენი გზები,
სადღაც ჩიხში ელოდება გულის
ნადებს,
იქნებ, ჯერაც არ დამშრალა
ნაკადული,
ორაგული ვერ გაექცეს
ნასროლ ბადეს.
იქნებ, შენმა სიმარტოვემ
ამაჩუყოს,
დაგიკოცნო ეგ თვალები -
ცრემლით სავსე,
იქნებ, შენ ხარ არნახული
დონ კიხოტი
მე კი შენი - დულსინეა
ტობოსელი.
იქნებ, ჩუმი სამდურავი
გამაგონე -
შეიცვალა ცამ ელფერი,
მზემაც მხარე,
იქნებ, ისხამს მარადმწვანე
ბუჩქი ყვავილს
და უსაზღვროდ იღიმება
სავსე მთვარე...
წინ - ბევრი
საფრენია...
დროს ვერ ვგრძნობდი -
გარბოდა
მგონი ივლისს ათოვდა,
ვითომ გული ხარობდა,
თურმე ღვინო მათრობდა...
დრო გარბოდა, მაგრამ სად.
რად არ მიცდის - ნეტავ რად.
გულმოსული ვიქეც ქვად,
მომისროლეს სადღაც გზად.
გზა გამოდგა ეული,
მიხვეულ-მოხვეული,
დაბურული, შვეული -
ჩემთვის არა ჩვეული.
უცებ მესმა ხმებია -
ეს მომავლის ზღვრებია,
ოცნებათა ძვრებია...
ესეც შენთვის - ფრთებია.
გაფრენილი წლებია,
დრო უკან დამრჩენია...
მშვენიერი ხედია,
წინ - ბევრი საფრენია...

study


Last edited by Admin on Wed May 15, 2019 10:28 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyTue Aug 05, 2014 11:45 am

ნათია ავსაჯანიშვილი Natia_11

პუბლიკაციები

* ავსაჯანიშვილი, ნათია
მისალოცი.-წვიმს.-უსამართლობა.-საიდუმლო.-ხვეული თმები.-ამავალ-ჩამავალი : ლექსები / ნათია ავსაჯანაშვილი // ლიტერატურული პალიტრა. - თბილისი, 2008. - ივნისი. - N6. - გვ.81-82[MFN: 9987]
UDC: 821.353.1-1
Subjects: ქართული პოეზია.

* ავსაჯანიშვილი, ნათია
როგორ მიყვარხართ, იცით?! : ინტერვიუ / ნათია ავსაჯანიშვილი ; ესაუბრა ეკა ეცატაძე // ლიახვის ხეობა / ქურთის მუნიციპალიტეტის ჟურნალი. - გორი, 2011. - ISSN 1512-438X. - ნოემბერი. - N10. - გვ.32[MFN: 107743]
UDC: 821.353.1(092)
• ეცატაძე, ეკა (კორესპ.);
Photos: ნათია ავსაჯანიშვილი
Person Name: ავსაჯანიშვილი ნათია (პოეტი).
Subjects: ქართველი პოეტები.

* ავსაჯანიშვილი, ნათია
სამძიმარი; ცრემლი დამაკვდა თვალზედა!; იცი?! : [ლექსები] / ნათია ავსაჯანიშვილი // ლიახვის ხეობა / ქურთის მუნიციპალიტეტის ჟურნალი. - გორი, 2011. - ISSN 1512-438X. - ნოემბერი. - N10. - გვ.37[MFN: 107806]
UDC: 821.353.1-1
Photos: ნათია ავსაჯანიშვილი
Person Name: ავსაჯანიშვილი ნათია (პოეტი).
Subjects: ქართული პოეზია.


წიგნები

* ავსაჯანიშვილი, ნათია
ლირიკა / ნათია ავსაჯანიშვილი ; [წინასიტყვ. ზაალ სამადაშვილი ; მხატვ. თაზო ღუდუშაური]. - თბ. : "მერანის" გამ-ბა და სტ., 2001. - 134გვ. : ნახ. ; 17სმ.. - ISBN 99928-34-34-X, 300ც.[MFN: 138163]
შინაარსი: ნეტავ გესმოდეს ამისა; ჩამძინებია; სერენადა თბილისზე; მაჯამა; თავისუფლება; არ არსებობს...!!!; სიზმარი; პალიმფსესტი; ღამით ცხადო მოლანდებავ; შრიალი თუ შრაშა-შრუში; რას არ გაიგებ; ცისკარზე; სანამ; ნეტავ-სად ხარ?!; მირეულ-მორეული; სატრფიალო; გულში; ნეტავი, ვის რაში არგია?!; ***მენტარება; რა მიხარია?! [და სხვ.]
UDC: 821.353.1-1
23
• ღუდუშაური, თაზო (მხატვ.); სამადაშვილი, ზაალ (წინასიტყვ.);
F 4.857/1 - საარქივო ფონდი

Smile
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyWed May 15, 2019 10:30 am

ნათია ავსაჯანიშვილი Natia_15

ნათია ავსაჯანიშვილი

სამშობლოვ ჩემო!

სამშობლოვ ჩემო! - დრო გადის და
ცვდება საქები,
მოწოლილ სევდას გულში ვიკლავ,
ვერც გეფერები,
დაფლეთილ სამოსს ვერ გიკერავ,
ვერ ვარ მეწაღე,
რომ დაგიბრუნო ცისარტყელას
ლაღი ფერები.
გთხოვ მაპატიო, თუ, ჯეროვნად
ვერ ვამბობ სათქმელს,
ყალბმა დროებამ დაანგრია
სიმართლის კერა...
ბეწვის ხიდზეა დაფენილი
ხამი სიშიშვლე,
არავინ იცის, ხელი - ვინ?! - სად?! -
„რას მოაწერა“!?...
შენი სინაზე, შენი სითბო
ისე მაკლია -
თითქოს სამყარო გამბუტვოდეს -
არც ვიცი რისთვის?!...
სამშობლოვ ჩემო! ერთადერთო -
გთხოვ მაპატიო,
შენი ნაღველი ყველას ნაცვლად -
ამდენი წლისთვის...!

study [/quote]
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyWed May 15, 2019 10:32 am

ნათია ავსაჯანიშვილი

მირეულ-მორეული

ოთახი მირეული,
ფიქრი არეული,
გრძნობა მორეული
და გადარეული.

ხელი ფერფლიანი,
გული ცრემლიანი,
თვალი სევდიანი
და სანდომიანი.

ხმები შორეული,
ახლოს მოწვეული,
თავზე მოხვეული
და გაორებული.

ირგვლივ სიჩუმეა
და ხმა ორეულის
კვლავაც შორს ბუტბუტებს
გამომწყვდეული...

ძილი მორეული,
ოთახი მირეული,
ფიქრი არეული და
გადარეული...

study


Last edited by Admin on Thu May 16, 2019 9:35 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyWed May 15, 2019 10:33 am

ნათია ავსაჯანიშვილი

***

რა არ არსებობს?!... -
როცა არსებობს
სიცოცხლე ლაღი
თავისუფალი...
როცა,
სიკვდილის კარი
არსებობს,
გარდაცვალება
გარდაუვალი...!
როცა, ცად მაღლა
ღმერთი არსებობს,
სული სიწმინდე
და ძე უფალი!...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyWed May 15, 2019 10:34 am

ნათია ავსაჯანიშვილი

უსათაუროდ

ნადღეგრძელები თასი
დაფშვნილი,
ნავსი ხარხარი
ურჩად თარეშობს...
სიძულვილს ერგო
ჯერი დიდების,
ლმობიერება
აღარ არსებობს.
ჩამოღვენთილი
ვერცხლის სასმისი,
ცხოვრება მიდის
თავისთვის ღრეობს -
გამეფებული
ცოდვის ბანაკში,
დრო სიყვარულის
აღარ არსებობს...

გაბმული სტვენით
გაჰკივის სტვირი,
ცუდი დუმილი
ბედთან პაექრობს
ჩანჩალა სულის
ამოსათრევად -
აღარაფერი
აღარ არსებობს...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5169
Registration date : 09.11.08

ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი EmptyWed May 15, 2019 10:36 am

ნათია ავსაჯანიშვილი Natia_14

ნათია ავსაჯანიშვილი

წვიმს...

მწყურვალი ვარ! - ეჰ, რამდენი ხნის!...
დრო გადის და უშენობა მწყინს,
გამაგონე მდუმარება ხმის
ახლაც ისე, როგორც მაშინ - წვიმს.

ვინ დამჩაგროს!? - როს შვილი ვარ კლდის,
მაგრამ შენთვის გული მუდამ თრთის,
შემიფარე ქვეშ ძლიერი ფრთის...
ახლაც ისე, როგორც მაშინ - წვიმს.

გეფიცები, რომ ლეკვი ვარ მგლის,
ასხმული ვარ ურჩად - ჯაჭვით მთის,
მხოლოდ შენთვის, ვარ მე ნუკრი შვლის...
ახლაც ისე, როგორც მაშინ - წვიმს.

მწყურვალიო?! - თან რამდენი ხნის,
დაიჯერე დრო ვერაფერს ცვლის,
დასრულდება ეს რომანი ქვის...
ახლაც ისე, როგორც მაშინ - წვიმს...

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




ნათია ავსაჯანიშვილი Empty
PostSubject: Re: ნათია ავსაჯანიშვილი   ნათია ავსაჯანიშვილი Empty

Back to top Go down
 
ნათია ავსაჯანიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: