არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

 

 ნოდარ გრიგალაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 38
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 EmptySun Feb 23, 2020 12:54 pm

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 57133751_2303725559915338_7277330579899547648_n.jpg?_nc_cat=111&_nc_ohc=vEYsHNm8gc4AX8R1BAM&_nc_ht=scontent.ftbs6-1


ნოდარ გრიგალაშვილი - რეზონანსული ამბების ერთერთი გამოკვეთილი მოთავე და ინსპირატორი

1978 წლის 14 აპრილი ერთ-ერთ საამაყო დღეა საქართველოს ისტორიაში. საამაყოა იმ პერიოდის ქართველი ახალგაზრდობის აქცია, თავისი საპროტესტო გამოსვლებით. გამოსვლების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მწერალი ნოდარ გრიგალაშვილი.

გთავაზობთ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ამირან არაბულის მოგონებიდან ამონარიდს, რომელიც დაბეჭდილია ნოდარ გრიგალაშვილის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ წიგნში - „მე ვგავდი ჩემი სამშობლოს წარსულს“.


***
„ნოდარ გრიგალაშვილი გახლდათ 1978 წლის 14 აპრილს-საქართველოს სახელმწიფო ენის დღის-რეზონანსული ამბების ერთერთი გამოკვეთილი მოთავე და ინსპირატორი. მისთვის და მისი თანამზრახველებისათვის მშობლიური ენის ოფიციალური სტატუსის უმტკივნეულესი საკითხი ეროვნული ყოფნა-არყოფნის უმწვავეს დილემასთან იყო გადაჯაჭვული. იმ სანიშანსვეტო დღემ გამოაჩინა მავნებლური პოლიტიკის მოძულეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა საქართველოში...

თანდათან მწიფდებოდა საბოლოოდ გრანდიოზულ დემონსტრაციაში გადაზრდილი სტუდენტური ამბოხი. აღმავალმა საპროტესტო მოძრაობამ უმაღლეს ნიშნულს 14 აპრილს მიაღწია. კონსტიტუციის 75-ე მუხლი, რომელიც ქართული ენის სტატუსს გაუქმებით ემუქრებოდა, საყოველთაო მღელვარებისა და უკმაყოფილების მიზეზად იქცა. თანამოაზრეების ძირითად ბირთვთან ერთად, ვინც ცენტრალურ კომიტეტში გასაგზავნი ტექსტის შედგენაში მონაწილეობდა, ნოდარ გრიგალაშვილი მეამბოხეთა წინა რიგებში იდგა და აბორგებულ ხალხს შექმნილ ვითარებასთან შეურიგებლობისაკენ მოუწოდებდა...

ერისა და ბერის ნება აღსრულდა და მოხდა ის, რამაც საბჭოთა ხელისუფლების მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი ნაცარად აქცია...

14 აპრილის მომდევნო დღეებში ნოდარიც დაიბარეს იქ, „სადაც ჯერ არს“, მაგრამ მას, როგორც ვიცი, ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან და დაკითხვის ბოლომდე თავისი პიროვნული მრწამსისა და მოქალაქეობრივი პოზიციის ერთგული დარჩა.

რას ნიშნავდა იმ წლებში ეროვნული ურჩობა თუ დაუმორჩილებლობა და რა საზღაურის გადახდა უწევდა თვითეულ პროტესტანტს, პირადად გამოვცადე 14 აპრილიდან სულ ცოტა ხანში, კონკრეტულად 1978 წლის აღდგომის ღამეს და, დარწმუნებული ვარ, ნოდარსაც იმავე მეთოდებით „ამუშავებდნენ“, როგორითაც თქვენს მონა-მორჩილს. მაგრამ ამაზე სხვა დროს. ეს კი უნდა ითქვას: მშობლიური ენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის ავანსცენაზე დღეს ისეთი ოდიოზური პერსონებიც გამოქევქევდებიან ხოლმე, იმ დღეებში უსაფრთხო ჩირგვებში რომ იმალებოდნენ, მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ზრუნავდნენ და შორიდან ადევნებდნენ თვალყურს დედაქალაქის შუაგულში დატრიალებულ საბედისწეროან მოვლენებს.“


14 აპრილი, 2019 11:31

* http://medianews.ge/

Arrow


Last edited by Abgal Me on Sun Feb 23, 2020 12:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 38
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 EmptySun Feb 23, 2020 12:55 pm

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 31841741_2068019446819285_1459017849493258240_n.jpg?_nc_cat=106&_nc_ohc=lmHooWyvgBwAX-JqyuO&_nc_ht=scontent.ftbs6-1

ამირან არაბული

ამონარიდი ნოდარ გრიგალაშვილის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ წიგნიდან „მე ვგავდი ჩემი სამშობლოს წარსულს.“


ნოდარ გრიგალაშვილი გახლდათ 1978 წლის 14 აპრილს-საქართველოს სახელმწიფო ენის დღის-რეზონანსული ამბების ერთერთი გამოკვეთილი მოთავე და ინსპირატორი. მისთვის და მისი თანამზრახველებისათვის მშობლიური ენის ოფიციალური სტატუსის უმტკივნეულესი საკითხი ეროვნული ყოფნა-არყოფნის უმწვავეს დილემასთან იყო გადაჯაჭვული. იმ სანიშანსვეტო დღემ გამოაჩინა მავნებლური პოლიტიკის მოძულეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა საქართველოში... თანდათან მწიფდებოდა საბოლოოდ გრანდიოზულ დემონსტრაციაში გადაზრდილი სტუდენტური ამბოხი. აღმავალმა საპროტესტო მოძრაობამ უმაღლეს ნიშნულს 14 აპრილს მიაღწია. კონსტიტუციის 75-ე მუხლი, რომელიც ქართული ენის სტატუსს გაუქმებით ემუქრებოდა, საყოველთაო მღელვარებისა და უკმაყოფილების მიზეზად იქცა. თანამოაზრეების ძირითად ბირთვთან ერთად, ვინც ცენტრალურ კომიტეტში გასაგზავნი ტექსტის შედგენაში მონაწილეობდა, ნოდარ გრიგალაშვილი მეამბოხეთა წინა რიგებში იდგა და აბორგებულ ხალხს შექმნილ ვითარებასთან შეურიგებლობისაკენ მოუწოდებდა... ერისა და ბერის ნება აღსრულდა და მოხდა ის, რამაც საბჭოთა ხელისუფლების მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი ნაცარად აქცია...
14 აპრილის მომდევნო დღეებში ნოდარიც დაიბარეს იქ, „სადაც ჯერ არს“, მაგრამ მას, როგორც ვიცი, ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან და დაკითხვის ბოლომდე თავისი პიროვნული მრწამსისა და მოქალაქეობრივი პოზიციის ერთგული დარჩა.
რას ნიშნავდა იმ წლებში ეროვნული ურჩობა თუ დაუმორჩილებლობა და რა საზღაურის გადახდა უწევდა თვითეულ პროტესტანტს, პირადად გამოვცადე 14 აპრილიდან სულ ცოტა ხანში, კონკრეტულად 1978 წლის აღდგომის ღამეს და, დარწმუნებული ვარ, ნოდარსაც იმავე მეთოდებით „ამუშავებდნენ“, როგორითაც თქვენს მონა-მორჩილს. მაგრამ ამაზე სხვა დროს. ეს კი უნდა ითქვას: მშობლიური ენის კონსტიტუციური უფლებების დაცვის ავანსცენაზე დღეს ისეთი ოდიოზური პერსონებიც გამოქევქევდებიან ხოლმე, იმ დღეებში უსაფრთხო ჩირგვებში რომ იმალებოდნენ, მხოლოდ საკუთარ კარიერაზე ზრუნავდნენ და შორიდან ადევნებდნენ თვალყურს დედაქალაქის შუაგულში დატრიალებულ საბედისწეროან მოვლენებს.

Arrow


Last edited by Abgal Me on Sun Feb 23, 2020 1:18 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 38
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 EmptySun Feb 23, 2020 1:00 pm

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 86698396_2549969325290959_3726296467615252480_n.jpg?_nc_cat=104&_nc_ohc=v24jtzBh_CkAX9PbYlw&_nc_ht=scontent.ftbs6-1

ამონარიდები, ნოდარ გრიგალაშვილის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ წიგნიდან - „მე ვგავდი ჩემი სამშობლოს წარსულს“. ბიოგრაფია გადმოცემული იმ ადამიანების მიერ ვინც მას იცნობდა.


"თბილისის ქუჩებში სიცოცხლით სავსე და გულგადაღეღილი დადიოდა ერთი ვეებერთელაგულიანი პოეტი, საქართველოზე და ყოველივე ქართულზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი, რომელიც ლიტერატორიც იყო და საზოგადო მოღვაწეც, პოლიტიკოსიც, ქრისტიანულად მიმტევებელიც და მკაცრი პოლემისტიც, მოქეიფეც და, თუ საჭირო იყო, დამრტყმელიც და სახელად ერქვა ნოდარ გრიგალაშვილი.
ის თუ მხოლოდ ლიტერატურითა და მწერლობით იქნებოდა დაკავებული, ილია ჭავჭავაძეზე რომ დაწერა წიგნი (ორი ტომი) "თანმდევი სული" ("ილია და მისი ეპოქა"), ისეთი არა ერთი ექნებოდა დაწერილი ჩვენს უკვდავ მამულიშვილებზე, მაგრამ იმხელა კეთილი შინაგანი ენერგია დაჰქონდა, რომ მხოლოდ ერთი საქმე არ ყოფნიდა მის დასახარჯად. სხვანაირად არ შეეძლო: სიტყვის მსახურიც უნდა ყოფილიყო და პარლამენტარიც, სოლიდური გაზეთის რედაქტორიც, მაღალი თანამდებობის პირიც, რადგან ასე უფრო ავლენდა თავისთავადობასა და თვითმყოფადობას.
თამადობა უყვარდა და, თუ სვამდა, არასოდეს ამბობდა უარს თამადობაზე, კარგადაც თამადობდა... საოცარი გულღიაობა და პირდაპირობა სჩვეოდა: თუ უყვარდა ადამიანი, მთელი გულით უყვარდა, და თუ არ უყვარდა, ოდნავადაც არ სძულდა. სამართლიანი იყო და სიმართლისთვის არავისთან დაიხევდა უკან, ფიზიკურად თავისზე ძლიერთანაც კი." .ბათუ შარელი
"გვიან გავიცანით მე და ნოდარმა ერთმანეთი. თუმცა ერთი ათწლეულიც საკმარისი აღმოჩნდა იმის გაცნობიერებისათვის თუ რა დიდ ქართველთან მქონდა საქმე. მისი მსგავსება დიდ ილიასთან მხოლოდ ფიზიკური მსგავსებით არ შემოიფარქლებოდა. მსოფლმხედველობის უდიდესი დიაპაზონი, უღრმესი ერუდიცია და უსაზღვრო სიყვარული სამშობლო საქართველოსი - აი ნოდარ გრიგალაშვილის ძირითადი მახასიათებლები ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ნოდარ გრიგალაშვილთან ვმეგობრობდი და ის ასეთად დარჩა ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ." სერგი კაკალაშვილი
„ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ბევრი მოასწრო. წერდა მადლიანი, შეურყვნელი ქართულით, დღეს, როდესაც დედა-ენას ასე ანაგვიანებენ `წერასატანილი~ მოკალმენი, ნოდარ გრიგალაშვილის დონის შემოქმედი და ჟურნალისტი კიდევ უფრო დასაფასებელია. ესეც ალბათ ბედი იყო მისი. ბედი, რომელიც თან სდევს მწერალს“. ერეკლე საღლიანი
"მრავალმხრივი შემოქმედი, პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, არაერთი წიგნის ავტორი; განსაკუთრებული აღიარება მოჰყვა მის ორტომეულს „თანამდევი სული~, რომელიც მიუძღვნა დიდი ილიას ცხოვრებასა და მის მკვლელობას და რომელმაც მის ავტორს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია მოუტანა. მას აგრეთვე მინიჭებული ჰქონდა საგურამოს ილიას დღეების პრემია, ჟურნალისტთა კავშირის ოქროს კალამი, ჩაღლარის მშვიდობის ელჩის საერთაშორისო პრემია; იყო ღირსების ორდენის კავალერი. ნოდარ გრიგალაშვილი _ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იმ პერიოდში ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებდა ჩვენი კულტურის, მწერლობის მოვლა-პატრონობისთვის. ბოლო წლებში ჟურნალ „ცისკრის~ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე იყო. სწორედ აქ, „ცისკარში~ წარმოჩინდა იგი, როგორც მწერლობის, უფროსი თუ ახალგაზრდა თაობის შემოქმედთა გულშემატკივარი და თანამდგომი, როგორც გამორჩეული პუბლიცისტი, ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის სულიერი და ზნეობრივი კავშირებისთვის მებრძოლი.". .ბაღათერ არაბული
"მისი ბორჯომში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათით, ზოგჯერ დღით ადრე ვრცელდებოდა რაიონში . ჩამოვიდოდა და ქალაქის ქუჩებში თუ სოფლის ოღრობეებში მოსიარულეს უკან შლეიფად დაყვებოდა მოსახლეობა, უხაროდეთ მისი გამოჩენა, ეიმედებოდათ. ძველი გამგეობის შენობაში მესამე სართულზე ერთად გვიწევდა მუშაობა. მახსოვს გაუთავებელი რიგები ბორჯომელებისა. მოლოდინად ქცეული ხალხი რიგს აყენებდა მისი ოთახის წინ, რომლის ბოლო ლამის პირველ სართულამდე ჩადიოდა. სანამ ყველას შეხვდებოდა, მანამ არსად გადიოდა, ხშირად შუაღემემდეც კი, მოთმინებით უსმენდა, ეხმარებოდა, პრობლემებს უგვარებდა, არავის უშვებდა უიმედოდ.
მქონდა ბედნიერება, მეგობრად და თანამოაზრედ ვგულებოდი ნოდარ გრიგალაშვილს-უზომოდ განათლებულ და ნიჭიერ პუბლიცისტს, შეუდარებელ ორატორს, დიდებულ მამულიშვილს, ადამიანებზე მოფიქრალ და მზრუნველ (ჩვენ დროში რომ იშვიათია) კაცს, ერთგულ მეგობარს.".. მაია შავიშვილი
"ძალიან ბედნიერი იყო, როცა 1999-ში ბორჯომის მაჟოროტარი გახდა. ,,სხვა ქალაქის მაჟორიტარი რომ ვიყო, ასე ამაყად ვერ ვიტყოდი, როგორც ახლა ვამბობ - მე ბორჯომის მაჟორტარი ვარო“. - ამბობდა ხოლმე" მარინა კუპატაძე
„ნოდარმა ბოლომდე გახსნა ფარდა ჩვენს გამოკეტილ ყოფაში და დღევანდელი ქართველი მკითხველის სულში კიდევ ერთხელ შემოუშვა ის თვალისმომჭრელი სინათლე, ქართული ლიტერატურის და სულიერების უმაღლეს განსხეულებას, დიდ ილიას რომ სდევს თან...ღრმად გვწამს, ნოდარ გრიგალაშვილის, როგორც კაცის, ქართველი კაცის და მოღვაწის განვლილი ცხოვრება, მისი, როგორც მწერლისა და პუბლიცისტის, ნააზრევი, წიგნებად აკინძული, მაგალითად და სახელმძღვანელოდ გამოადგება მომავლის საქართველოს...“ელზა მეტრეველი
„ერთი შეხედვით, ჯმუხი და შეუვალი ჩინოვნიკის შეხედულება ჰქონდა მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით... სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი იყო, ნამდვილი რომანტიკოსი.“ .ხათუნა უგულავა
"მოქმედების კაცი იყო. შეეძლო იდეების განხორციელებაზე ეზრუნა _ პირდაპირ, უშუალოდ, რისკიანად. მარცხის არ ეშინოდა. გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჰქონდა, ოღონდ მარცხის აღიარება არ ეძნელებოდა. ფიქრის კაცი იყო. რასაც ამბობდა, ყველაფერი ფიქრის ქურაში ჰქონდა გამოტარებული. კონცეპტუალურად აზროვნებდა. შეცდომას რომ უშვებდა, ისიც რაღაც სისტემური თვალსაზრისიდან გამომდინარეობდა. განცდის კაცი იყო. ემოციებით სავსე. გრძნობის ამყოლი. ადვილად ესმოდა შენი ფიქრი, შენი ტკივილი, შენი საწუხარი. ამავეს მოითხოვდა შენგან. აფასებდა ყურადღებასა და თანადგომას. სიყვარულის კაცი იყო. თუმცა სიყვარულზე ლაპარაკი არ უყვარდა. სიყვარულს უფრო საქმით, ერთგულებით გამოხატავდა. უყვარდა სამშობლო, უყვარდა ოჯახი, უყვარდა ადამიანი, უყვარდა სიცოცხლე. ლიტერატურის კაცი იყო, ანუ კალმის კაცი, როგორც ძველები იტყოდნენ. სიტყვას გრძნობდა, სიტყვის აზრი და მუსიკა ესმოდა. კალამი უჭრიდა. მიუხედავად იმისა, რომ წერის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა და შეეძლო თავისუფლად გაეტანა თავი, მუდმივად სწავლობდა, გამოხატვის ახალ ფორმებსა და საშუალებებს ეძებდა. ურთიერთობის კაცი იყო. მოყვასი უყვარდა. ბევრთან ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ სიძულვილი არ იცოდა. შეეძლო, სასაუბროდ მტერთანაც დამჯდარიყო. ქრისტიანულად ესმოდა ადამიანურ ურთიერთობათა პოეზია. საქმის კაცი იყო, დიდი ნებელობის მქონე. მისი ენერგია რამდენიმე კაცს ეყოფოდა. ძალებს არ ზოგავდა, ბოლოდე იხარჯებოდა. იყო ამ თავგანწირვაში რაღაც გიჟურიც და უაღრესად ვაჟკაცურიც. ხთონური ძალა იგრძნობოდა მის უხეშ მიმოხრაში, მიწაზე მყარად იდგა და ეტყობოდა, რომ მშობლიური მიწის ენერგიით იყო ნასაზრდოები. იდეის კაცი იყო, მიზანსწრაფული და ჯიუტი. რასაც ჩაიფიქრებდა, თავს მოიკლავდა და მაინც განახორციელებდა, თუ არადა, იდეას ისე წარმოადგენდა, ისე შეფუთავდა, რეალურობის სამსახურში ჩააყენებდა. სიცოცხლის კაცი იყო, ამქვეყნიური არსებობის მეხოტბე და სიხალისის შთამაგონებელი." ვანო ამირხანაშვილი
„ყვიბისიდან ჩიტი რომ გამოფრინდება ისიც კი ძალიან მიყვარსო. სოფლისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება ხომ ცნობილი იყო, მის მზრუნველობას და სიყვარულს მთელი ბორჯომი გრძნობდა. სიკეთის მთესველი _ ასე შეიძლება მოიხსენიო ბატონი ნოდარი. მე არა მარტო მსმენია მის მიერ გაკეთებულ კეთილი საქმეებზე, არამედ მხილველიც ვარ და მონაწილეც, მეც ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისთვისაც ბევრი კეთილი საქმეც გაუკეთებია, ბევრისთვის სიცოცხლე უჩუქებია, ბევრისთვის მატერიალური დახმარებ გაუწევია, ჩემთვის კი გზა უჩვენებია, გზაზე დავუყენებივარ და ამ გზას დღესაც ვადგავარ სწორედ ნოდარის დახმარებით და გვერდში დგომით“. თამარ რაზმაძე
„გზა ხსნისა“ რომ გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“, მაშინ მივხვდი, ნოდარ გრიგალაშვილის სახით პერსპექტიული და ძალზე საინტერესო ლიტერატურათმცოდნე ემატებოდა კვალიფიციურ მკვლევართა შეთხელებულ რიგებს. ხსენებული წერილი პოემა „განდეგილის“ მსოფმხედველობრივი საკითხების განხილვას ისახავდა მიზნად და ახლებურად, რამდენადმე განსხვავებული რაკურსით წარმოაჩენდა ილია ჭავჭავაძის მრავლისმომცველი მხატვრული ქმნილების მთელ რიგ თავისებურებებს...ეს გამართული, დახვეწილი, ღრმააზროვანი ოპუსი იმდენად მომეწონა, ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში, ესეც ვიფიქრე: ავტორმა, რომელიც თითქმის ყოველდღე ჩვენს წრეში, ჩვენს შორის ტრიალებს და მეგობრების თვალსაწიერიდან დროებით, მხოლოდ ცოტახნით იკარგება, როდის მოახერხა ამ სერიოზული, დასრულებული, კომპოზიციურად მტკიცედ შეკრული, ნუ მოგვერიდება ამის თქმა, საიმდროოდ, საეტაპო ნაშრომის შექმნა... მაშინ ვირწმუნე (და ახლაც ხშირად ვფიქრობ ამაზე): რაოდენ დიდი და თვალშისაცემი სხვაობაა ყოველი ჭეშმარიტი მწერლისა თუ მეცნიერის ნამდვილ რაობასა და მისი პიროვნული შესაძლებლობების ჩვენეულ წარმოდგენას შორის; არსებობს კარიბჭე, გნებავთ პირობითი, რომელშიც ის რიგითი, ჩვეულებრივი მოკვდავია, ხოლო ამ კარიბჭის მიღმა მისი მეორე მე იმალება, მე, რომელიც მარტოდმყოფობისას წვეული განწყობისა და შთაგონების მადლით და წყალობით თავის სრულფასოვან გამოკვლევებსა ანდა მხატვრულ ნარატივებს ქმნის.
ნოდარ გრიგალაშვილი გახლდათ 1978 წლის 14 აპრილს-საქართველოს სახელმწიფო ენის დღის-რეზონანსული ამბების ერთერთი გამოკვეთილი მოთავე და ინსპირატორი. საზოგადოების იერარქიის საფეხურზე ამაღლებული და საკანონმდებლ მოვალეობათა ბადეში „გახლართული “ დროის დეფიციტს უჩიოდა. მაინც ახერხებდა საძმაკაცოს შეკრებებსა თუ ლიტერატურულ თავყრილობებზე დასწრებას და თავისი სეფესიტყვის თქმას. „გადიდკაცება“ არასოდეს დასტყობია, არ ვინმესთვის თავისი სოციალური უპირატესობა უგრძნობინებია ." ამირან არაბული
"მაგარი კაცი იყო, თავისი საქმის პროფესიონალი, საქართველოს და ბორჯომის პატრიოტი, მეგობრების მოყვარული და მართალი სიტყვის პატრონი.". გიორგი ტალახაძე
"ნოდარ გრიგალაშვილის თავკაცობით, თითქმის სამი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერსო გაზეთ „საქართველოს“ გამოვცემდით.
დიახ, ნოდარ გრიგალაშვილი ერთსა და იმავე დროს იყო ჩვენი მეთაური, ჩვენი მეგობარი და ჩვენი მეხამრიდიც, როცა „სახალხო ფრონტის“ მავანი ფუნქციონერი გაზეთის დამოუკიდებლობაში ჩარევას გადაწყვეტდა. ნოდარი ასეთ შემთხვევებში სალი კლდესავით შეუპოვარი ხდებოდა და ამიტომ ყოფილა შემთხვევა, რომ მისი პრინციპული მიდგომის გამო, შეიარაღებულ „ფრონტელებს“ გაზეთის დაბეჭდვაც კი გაუჩერებიათ ხოშარაულის სტამბაში.
მართალია, შეიარაღებულ პირებს და მთავრობის ავყია წევრების თავდასხმებს გაზეთმა გაუძლო, მაგრამ მალე გზაზე ბევრად უფრო საშიში და ვერაგი მტერი გამოჩნდა. 1991-92 წლების თბილისის ომმა, სამოქალაქო ომმა დასავლეთ საქართველოში, სისხლისმღვრელმა სეპარატისტულმა კონფლიქტებმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში სრულიად დააუძლურა ქვეყნის ეკონომიკა; ფული უფასურდებოდა, ძნელი იყო ქაღალდის შოვნა, გაყიდული ტირაჟი კი ვერ ინაზღაურებდა გაზეთის დასაბეჭდად დახარჯულ ფულსა თუ სხვა სარედაქციო ხარჯებს. ასეთ რთულ ვითარებაში ნოდარი ახერხებდა სპონსორებისა და თანხების მოზიდვას, რათა გადაერჩინა გაზეთი „საქართველო“, დაერიგებინა თანამშრომლებისა და ავტორებისათვის ჰონორარი და კვირაში ერთხელ მისი ინიციატივით შევეკრიბეთ სუფრაზე, რათა ერთმანეთი გაგვემხნევებინა თბილი სიტყვით, ლექსითა თუ სადღეგრძელოთი. ჩემი მეგობრები დამეთანხმებიან, რომ ამ შეკრებებზეც ნოდარი უბადლო თამადა და თანამეინახე იყო". კობა ლიკლიკაძე
"წლების განმავლობაში ორივე რედაქციებში ვსაქმიანობდით; ის ჯერ გაზეთ „საქართველოს“, შემდეგ „ახალი საქართველოს“ რედაქტორი იყო, მე უცვლელად „ლიტერატურულ საქართველოში“ ვმუშაობდი და, ამდენად, ბევრი რამ გვაერთიანებდა კიდეც, და თან, გვაშორებდა- ცვალებადი პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. ამის მიუხედავად, ჩვენს ძმურ და გულწრფელ ურთიერთობას ჩრდილი არასდროს მისდგომია, საერთო ლხინი და ჭირი გვაერთიანებდა მუდამ.
ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში ნოდარმა ოპოზიციური ბანაკიდან სახელისუფლებო არენაზე გადაინაცვლა და ერთ-ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი გახდა." უჩა შერაზადიშვილი
"წიგნი „თანამდევი სული“ ვიდრე დღის სინათლეს იხილავდა, წამაკითხა. გაოცებული ვიყავი იმ გრანდიოზული ჩანაფიქრითა და იმ დიდი შრომით, რომელიც გამოჩენილი აქვს ნოდარს მასზე მუშაობისას. მით უფრო, რომ იგი არ იყო სხვა საქმეთაგან „მოცლილი“ ადამიანი. რა თქმა უნდა, არც მეგობრების წრეში ყოფნას იკლებდა და საერთოდაც არაფერსაც არ იკლებდა. ეს ხუმრობით. კარგი მთხრობელიც იყო - თითქმის არ გამოვკლებივარ მასთან ჩატარებულ შეხვედრებს. გასუსული შეჰყურებდა მას დარბაზი, ისე საინტერესოდ ყვებოდა ილიას ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს, ზოგჯერ უფრო ვრცლადაც და აქედან ჩანდა, რომ იგი წიგნის ახალი გამოცემისას აპირებდა მის განვრცობას, განსაკუთრებით კი ილიას მკვლელობის სრულიად ახალი თვალსაზრისისას: ილიას მკვლელობა გადაწყდა არა საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ უმაღლესი პარტიული „ბოსების“ მიერ და მკვლელობის განმახორციელებელი „ვინმე იმერელი“ იყო ილიკო იმერლიშვილი - ცივსისხლიანი წითელრაზმელი მკვლელი. ამ თეორიას მომხრეებიც ჰყავდა და სკეპტიკოსებიც, ამასთან დაკავშირებით ბროშურის გამოცემაც მოუწია. ნოდარი შესანიშნავი პოლემისტიც იყო და პოლემიკა წარმოადგენდა მისი სტიქიას. ვიდრე ილიაზე დაიწერება წიგნები, და ეს არასოდეს შეწყდება, ნოდარის სახელი ყოველთვის იტრიალებს ამ წიგნის მეშვეობით. ამ წიგნმა 2011 წელს მიიღო პრემია „საგურამო“ კრიტიკის ნომინაციაში. „თანამდევი სული“ იმ წელს გამოიცა". ანდრო ბედუკაძე
"გუშინდელი დღესავით მახსოვს ეროვნული მოძრაობის აზვირთების დღეები და, სტუდენტობიდან, სამშობლოს თავისუფლების იდეით ატაცებული ნოდარ გრიგალაშვილის ბედნიერი სახე. ჩვენი მეგობრობაც მაშინ დაიწყო 1988 წელს. ნოდარი განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული ადამიანი იყო და სხვადასხვა დროს სხვადასხვა გაზეთს ხელმძღვანელობდა. მისი რედაქტორობით გამოცემული გაზეთები კი ყოველთვის დახვეწილი, ინტელექტუალი ადამიანების საყვარელი საკითხავი იყო. ნოდარი თავად ბოლომდე იხარჯებოდა და იქ, სადაც თავისი სიმართლე ეგულებოდა, ბოლომდე იბრძოდა ამ სიმართლის დასამტკიცებლად...
განსაკუთრებით პატივს ვცემდი ერთი თვისების გამო. იგი არასოდეს შეურაცხყოფდა ოპონენტს და ყოველთვის ცდილობდა მეორე ადამიანის თვალსაზრისი, როგორი მიუღებელიც გინდა ყოფილიყო მისთვის, არასოდეს ექცია ქილიკის საგნად. მით უმეტეს თუ ეს ადამიანი მისი სამეგობრო წრიდან იყო
ნოდარი–მეგობარი. ეს კიდევ სულ სხვა ფენომენია და იშვიათად შემხვედრია ადამიანი, ვისაც ნოდარის მსგავსი მეგობრობა შეეძლოს. ბოლომდე იხარჯებოდა მეგობრისთვის, როგორც ფიგურალური, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. ამდენ უმუშევარ მეგობარს, ხელფასიანი დეპუტატი თავის ხელფასს გვინაწილებდა და არ ვიცი, რამე რჩებოდა თუ არა შინ მისატანად." .მარინა თექთუმანიძე
"ნოდარ გრიგალაშვილი... ამ სახელისა და გვარის გაგონებისას ჩემი პირველი რეაქციაა ყველას ხმამაღლა ვუთხრა: ეს იყო კაცი, რომლის დანიშნულება იყო ადამიანებისათვის სიხარული ეჩუქე ბინა...და როდესაც თუნდაც ერთ ადამიანს გაახარებდა , რწმენას მიანიჭებდა- თვითონ ყველზე ბედნიერი იყო. სამწუხაროდ სხვისი სიხარულით გახარება, დღეს ბევრს არ შეუძლია, ნოდარს კი ეს შეეძლო და თანაც არაჩვეულებრივად; ერთი შეხედვით მკაცრს და შეუვალს, საოცრად სათნო და თბილი გული ჰქონდა, ყველას გვაოცებდა წარმოუდგენლად დიდი მიტევების უნარით , ადამი- იანებისათვის დახმარების გაწევა და ბორჯომისათვის რაიმეს გაკეთება- მისი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო და ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ წინააღმდეგობას ჯიუტად ეჭიდებოდა; მიზანს ყოველთვის აღწევდა და აი მაშინ იყო ყველაზე ბედნიერი, რომანტიკული , არაჩვეულებრივი...ის ასეთი იყო, ჩვენი დიდი მეგობარი იყო.. მას ბორჯომი და ბორჯომელები განსაკუთრებულად უყვარდა, მათთვის არ უშინდებოდა არავის და არაფერს, მთელი მისი დეპუტატობის ვადა ბორჯომის კეთილდღეობისათვის ბრძოლაში, ბორჯომელთათვის უკეთესი ცხოვრებისათვის ბრძოლაში გაატარა...ნოდარი თუ ილიაზე დაიწყებდა საუბარს , ვერ ჩერდებოდა...ალბათ ასეთმა სიყვარულმა შექმნა მისი არაჩვეულებრივი ქმნილება“ თანამდევი სული“, ნოდარის თანამდევი სული კი მთელი სიცოცხლის მანძილზე- დიდი ილია იყო გამორჩეული თემაა ნოდარის დამოკიდებულება პედაგოგებთან. მასწავლებლად ნამუშევარს-ყველაზე კარგად ესმოდა მასწავლებლების ყველა ტკივილი და პრობლემა. თვეობით გაყინული ხელფასები მისი დეპუტატობის დროს დაიძრა და თვე თვეში ჩაჯდა, საქართველოში პირველმა გაგვიკეთა დანამატი მიზერულ ხელფასზე, ყველა დღესასწაულზე სიურპრიზებს გვიმზადებდა, სასწავლო წლის ბოლოს კი, ასობით ბორჯომელი პედაგოგი ექსკურსიაზე მივყავდით. დაპირებული იყო, ჯერ თორმეტ ასირიელ მამათა სავანეები უნდა განახვოთ, მერე კი ვმახოთო...რამდენიმეს მონახულება მოასწრო მხოლოდ...ის ერთი დღე- ყველა ბორჯომელი პედაგოგი მართლაც ბედნიერი იყო... ნოდარი კი მათზე ასმაგად ბედნიერი...მან იცოდა მასწავლებლის ფასი...ასეთი გულშემატკივარი ჩვენ არ გვყოლია...დღეს, იმ დღეების გადმოსახედიდან ხშირად მეძალება სურვილი ყველას გასაგონად ვიყვირო- მ ე მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ელ ი ვ ა რ დ ა მ ე ც ა დ ა მ ი ა ნ ი ვ ა რ !!!!!! ზუსტად ვიცი, ამ ფრაზის ტკივილიან შინაარს ნოდარის მსგავსად , ვერავინ გაიგებდა და გაიგებს... ნოდარი...კაცი, რომელიც სიხარულს უხვად და უანგარიდ ჩუქნიდა ადამიანებს! " ნანა ლორთქიფანიძე
"ჯერაც კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, სწავლის გადასახადს ვერ ვიხდიდი დროულად და ვთხოვე როინ მეტრეველთან გაეწია რეკომენდაცია, რომ გადასახადის გადაევადებინათ. როინ მეტრეველთან არ დარეკა. სწავლის გადასახადი გადმიხადა...ნოდარი ტრადიციულად თამადა იყო, თან შეუდარებელი. მისმა სადღეგრძელოებმა აღაფრთოვანა ლიანა ასათიანი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი, დღესაც მახსოვს ნუცას რეპლიკა „ისე მადღეგრძელეთ, ხუთი წუთით შემიყვარდით“... მე თუ შევძლებ, რომ ვინმემ ოდესმე ისე თბილად და სევდიანად გამიხსენოს, როგორც მე მახსენდება ნოდარ გრიგალაშვილი, ტყუილად არ მექნება ამ ქვეყნად ნაცხოვრები.." რეზო შატაკიშვილი
"ვამაყობ რომ ვიცნობდი და ვმეგობრობდი ნოდარ გრიგალაშვილთან" ჯაბა მაღლაკელიძე
"არასოდეს უხელმძღვანელია პრინციპით: „იცხოვრე უჩინრად!" ეს რომ შესძლებოდა, მისი ლიტერატურული ნაღვაწი გაცილებით უფრო აუწონავი იქნებოდა" იოსებ ჭუმბურიძე
"არ ვიცი დაუთვლია თუ არა ვინმეს, რამდენ ადამიანს ხვდება საშუალო სტატისტიკურად თითოეული ადამიანი სიცოცხლის მანძილზე, მაგრამ ისეთები, რომლებიც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ, შენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებაზე გავლენას ახდენენ და ერთგვარად გასაზღვრავენ კიდეც მას, არც ისე ბევრნი არიან. შეიძლება ითქვას ძალიან ცოტაც. თუმცა, ეს ის პარადოქსული შემთხვევაა, როცა ცოტა უფრო მეტია, ვიდრე ბევრი. ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ნოდარ გრიგალაშვილი ჩემს ცხოვრებაში სწორედ ასეთი ადამიანი იყო.საერთოდ ის ორი წელი, რაც მე ნოდარ გრიგალაშვილთან ერთად გავატარე გაზეთ „საქართველოში“, ჩემთვის სერიოზული პუბლიცისტური და პოლიტიკური გამოცდილების დაგროვების წლები იყო და არა მარტო ჩემთვის. მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვისაც ეს შეუძლია თქვას. არაერთი ადამიანის განსწავლისა და გაზაზე დაყენებაში აქვს ნოდარ გრიგალაშვილს სერიოზული როლი ნათამაშები.
და არა მარტო პოეტი და პუბლიცისტი. შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაფრის საწყისებთან იდგა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას ეხებოდა, იქნებოდა ეს ეროვნული მოძრაობა, სახალხო ფრონტის დაფუძნება თუ დამოუკიდებელი მედიის ფორმირება. ხოლო 1978 წლის 14 აპრილის ლეგენდარული აქციის ორგანიზებაში მისი წვლილი კი ცალკე მოსაყოლი ამბავია, რომელსაც ალბათ მისი მაშინდელი მეგობრები უკეთ შეძლებენ.
ნოდარს საერთოდ უყვარდა ნიჭიერი ხალხი. ის არასდროს აღიქვამდა მათ კონკურენტებად. მას არ ჭირდებოდა უნიჭო მლიქვნელთა ფონი საკუთარი თავის რეალიზაციისა და წარმოჩენისთვის. პირიქით, ყოველთვის გულწრფელად უხაროდა ნებისმიერი ნიჭიერი ადამიანის გამოჩენა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირად ცდილობდა მის ხელშეწყობას.
საერთოდ ის ორი წელი, რაც მე ნოდარ გრიგალაშვილთან ერთად გავატარე გაზეთ „საქართველოში“, ჩემთვის სერიოზული პუბლიცისტური და პოლიტიკური გამოცდილების დაგროვების წლები იყო და არა მარტო ჩემთვის. მე ნამდვილად არ ვარ ერთადერთი, ვისაც ეს შეუძლია თქვას. არაერთი ადამიანის განსწავლისა და გაზაზე დაყენებაში აქვს ნოდარ გრიგალაშვილს სერიოზული როლი ნათამაშები. ჩემი და ნოდარ გრიგალაშვილის ცხოვრების გზები გაზეთ „საქართველოს“ შემდეგ კიდევ არაერთხელ გადაიკვეთა. პოლიტიკურ ბატალიებშიც მოვყოლილვართ, ერთ მხარესაც ვყოფილვართ და საპირისპირო ბანაკებშიც, თანამოაზრეებიც ვყოფილვართ და ოპონენტებიც, მაგრამ არასდროს და არცერთხელ ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თუნდაც ცხელ გულზე ერთმანეთზე რაღაც უტაქტოდ ან მოუზომავად გვეთქვას. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც და ყველაზე მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების დროსაც ჩვენ მუდამ ვინარჩუნებდით ურთიერთპატივისცემას და კეთილგანწყობას. არ ყოფილა მომენტი, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა ლაღად და თავისუფლად არ შეგვძლებოდა. ნოდარ გრიგალაშვილი მარტო ჩემს მიმართ არ იყო ასე. ის საერთოდ ასეთი იყო. ეს იყო მისი შინაგანი კულტურის გამოხატულება და არა რაღაც ნასწავლი ჟესტი.
ჩვენ დღეს ძალიან გვაკლია ასეთი კულტურა ურთიერთობებში. ძალიან გვაკლია ნოდარ გრიგალაშვილი და არა მარტო მის მეგობრებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი უნარი პოლიტიკური და ადამიანური ურთიერთობებისა არის სწორედ ის, რაც აკლია დღეს მთელ ჩვენს ქვეყანას და რაც ხვალინდელ, ბედნიერ საქართველოში უკვე ყოველდღიური ყოფის წესი იქნება და არა გამონაკლისი." დავით ზურაბიშვილი
"კაცის სიცოცხლის ყველაზე დიდი და ღირებული ფასი სიკეთის ქმნაა. სიკეთის კაცი იყო ნოდარ გრიგალაშვილიც". მიხეილ ღანიშაშვილი
"ნოდარ გრიგალაშვილი იყო სამეგობროზე, თავის მშობლიურ ხეობასა და სრულიად საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული. ბაბუა ალუდაური.
თავიდანვე მიიქცია ყურადღება მისმა წერილებმა, ესეებმა, ... ახლა მისგან ნაჩუქარ წიგნებს დავყურებ ". .გიზო თავაძე
მეხსიერებას შემორჩა ბაკურიანის ახალგაზრდა მწერალთა და ხელოვანთა სიმპოზიუმის მონაწილე, იმხანად ჯერაც სტუდენტი ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ სემინარზე სიტყვით გამოვიდა და ყველანი გაგვაოცა დახვეწილი ქართულით, არტისტიზმით, ხატოვანი აზროვნებით, ისტორიისა და ლიტერატურის ღრმა ცოდნით. სიმპოზიუმის მონაწილენიც და ხელმძღვანელებიც აღფრთოვანებით წარმოთქვამდნენ მის სახელსა და გვარს _ ნოდარ გრიგალაშვილი..." მზია ხეთაგური
"დეპუტატის, საჯარო მოხელის, პატრიოტი ადამიანის, შეუპოვარი პიროვნების, დიდი შემოქმედის ისეთი სტანდარტის, დიახ, სტრანდარტის დამკვიდრება, რომელიც საწყაოდ, შეფასების კრიტერიუმად ქცეულა დღესაც, როდესაც ამომრჩევლები და ზოგადად ადამიანები თავიანთ რჩეულთ აფასებენ. არასოდეს მითქვამს მადლობა ბატონი ნოდარ გრიგალაშვილისთვის არც პირადად და არც საჯაროდ, რადგან ის ამას არავისგან ითხოვდა და არც ელოდა. და ახლა, როცა საუკუნო სასუფეველში გადაინაცვლეთ, ბატონო ნოდარ, მინდა გითხრათ მადლობა! მადლობა". ლევან დევიძე
"ამ დუნიაზე ბევრი როდი დაუტოვებს შთამომავლობას ისეთ სიმდიდრეს, როგორიც ბატონ ნოდარს დარჩა _ სახელი; სახელი დიდი ნამუსისა და კაცობისა. მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ ქართველს ურევია ხელი ჩემს განათლებაში" ბაკურ გელაშვილი
"შენც ერთი რჩეულთაგანი იყავი კაცთა შორის შენი ნიჭით, მეცნიერული ალღოთი და დიაპაზონით, პოეტური და მწერლური გენიით _ რამდენი რამ შეგეძლო კიდევ გაგეკეთებინა, მაგრამ ვაგლახ, რომ არ დაგცალდა" სერგო ჯანაშია
"ყველა უყვარდა. ყველას გვიყვარდა. ოღონდ ისე არა, როგორც დღეს `უყვართ~. მას მართლა უყვარდა ყველა. მაგრამ ფარულად, გულის სიღრმეში. ისე კი, მთასავით მკაცრი იყო და პრინციპული. ყველასგან განსხვავებული პრინციპები ჰქონდა, თავისი დაწერილი, და მათ საფუძველზე ააშენა საკუთარი ცხოვრება. ეს იყო ქვეყანაზე, ხალხზე, სიკეთეზე გაფაციცებული კაცი. გული მეტისკენ მიუწევდა, იცოდა, რაც უნდა ექნა. მისნაირების გარეშე ცხოვრება დაღონებულია. ქართული დღისა და ღამის სიბნელე სასოწარკვეთილებაში გვაგდებს, ის კი ყოველთვის თოკავდა სასოწარკვეთილებას, შემოგვიძახებდა, ერთად დაგვაყენებდა და წისქვილის დოლაბს დაატრიალებდა" . ნათელა გოგოლაძე
"მქონდა ბედნიერება, მეგობრად და თანამოაზრედ ვგულებოდი ნოდარ გრიგალაშვილს _ უზომოდ განათლებულ და ნიჭიერ პუბლიცისტს, შეუდარებელ ორატორს, დიდებულ მამულიშვილს, ადამიანებზე მოფიქრალ და მზრუნველ (ჩვენ დროში რომ იშვიათია) კაცს, ერთგულ მეგობარს... ეს ყველაფერი ერთი ადამიანისთვის ცოტა კი არა, მეტისმეტად ბევრიც არის. დანარჩენზე ისტორია იზრუნებს." მალხაზ ხულორდავა
"რამდენ საქვეყნო საქმეს აუღია სათავე შენს პიროვნებაში და განხორციელებულა კიდეც. რამდენი ადამიანისთვის დაგიბრუნებია რწმენა. იყვნენ ისეთნი, რომლებმაც ირწმუნეს და შემდეგ ნახეს, მაგრამ ურწმუნოთა მიმართაც არ დაგიკარგავს შემართება არასოდეს _ მათ ჯერ ანახე და შემდეგ არწმუნე. რამდენ ადამიანს აჩუქე ღიმილი, რამდენი ადამიანის სიცოცხლე იხსენი სიკვდილის დაუნდობელი მარწუხებისგან. სამშობლო შენს ოჯახად გაიხადე, მთელი ცხოვრება შენში გმირული სული აცხოვრე, შემთხვევით ხომ არ გითქვამს: „შენ მირჩევნიხარ, სიკვდილო, სოფლად ლაჩრულად გდებასა" მარიამ ლომიძე
"ნოდარი იმდენად კეთილი ადამიანი იყო, რომ მისი სითბო და ყურადღება ყველა მეგობარს გვყოფნიდა. გამორჩეულად ნიჭიერი, განსაკუთრებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ნებისმიერი თემისთვის საკმარისი იყო ერთი სიტყვა, მხოლოდ ერთი სიტყვა მიგეწოდებინა, სულ მოკლე დროში თემა, რომელსაც ვერც ერთი ფილოლოგი ვერ დაიწუნებდა, უკვე მზად იყო".
რიმა მამასტარშვილი
"დიდი სახელიც ჰქონდა. კალმით დამსახურებული." თენგიზ გოგოტიშვილი
"ნოდარ გრიგალაშვილის მაჟორიტარი დეპუტატობა ეს იყო ბრძოლა დრომოჭმულ მოქალაქეთა კავშირთან, კორუმპირებულ ხელისუფლებასთან და ბორჯომელთა ინტერესების შემლახავ პირებთან." ვალერი გრიგალაშვილი
"ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველო მუდამ იქნება! სანამ საქართველო იქნება, ილიას სახელიც დავიწყებას არ მიეცემა! სანამ ილიას სახელი არ დაგვავიწყდება, ნოდარ გრიგალაშვილის ამ შესანიშნავ წიგნსაც გაიხსენებენ და წაიკითხავენ" ჯემალ ქირია

„ყველაფერი გავიღე, რათა შემექმნა განახლებული ბორჯომი. მაგრამ მთავარი შევიძინე, ამდენი ადამიანის სიყვარული შევიძინე, საგძლად გამყვება აქაც და იქაც“ ნოდარ გრიგალაშვილი.

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 38
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 EmptySun Feb 23, 2020 1:05 pm

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Nodar_12

ნოდარ გრიგალაშვილი

ზარზმასთან ნაპოვნი ლექსი

დაიჟანგე, ხმალო, სტირი,
ხმალო, ამოსაპირო,
აღარა გყავს სერასკირი,
აღარც სასერასკირო.

ხმალო, ვადა ჩაგტეხია,
და მხედარიც გამქრალა...
ცოცხალს გული გასტეხია,
მკვდარიც უქმად ჩამკვდარა...

დაიჟანგე, ხმალო, სტირი,
ხმალო, ამოსაპირო,
აღარა გყავს სერასკირი,
აღარც სასერასკირო...

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 38
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 EmptySun Feb 23, 2020 1:14 pm


ბორჯომში ნოდარ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
•May 4, 2018
ტელეკომპანია ბორჯომი


ბორჯომში ნოდარ გრიგალაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა


ბორჯომში მწერალი,საზოგადო მოღვაწე,პუბლიცისტი და პოეტი ნოდარ გრიგალაშვილი გაიხსენეს.ბორჯომის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ,რომელიც ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 3 მაისს 60 წელი შეუსრულდებოდა,იგი 4 წლის წინ გარდაიცვალა.
ბორჯომში შეკრებილმა მეგობრებმა,მისი მოღვაწეობა გაიხსენეს.მათ იმ სასიკეთო საქმეებსა და მიღწევებზე ისაუბრეს, რაც ბორჯომში ნოდარ გრიგალაშვილის დეპუტატობის პერიოდს უკავშირდება .ღონისძიებაზე შედგა მისი წიგნის "თანამდევი სულის" პრეზენტაციაც,რომლის გამოქვეყნება და საზოგადოებისთვის გაცნობა ავტორმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო.წიგნი 19-ე საუკუნის ეპოქას,ილია ჭავჭავაძეს და მის მკვლელობასთან დაკავშირებულ იმ ფაქტებს მოიცავს,რაც საზოგადოებისთვის ცნობილი ნოდარ გრიგალაშვილის წიგნის საშუალებით გახდება.
იგი იყო პატრიოტი ადამიანი,რომლისთვისაც სამშობლოს სიყვარული ბორჯომიდან იწყებოდა,განაცხადეს მისმა მეგობრებმა და აღნიშნეს,რომ მისი გარდაცვალებით საქართველომ უნიჭიერესი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე დაკარგა.

04.05.2018

*

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Sponsored content




ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი - Page 2 Empty

Back to top Go down
 
ნოდარ გრიგალაშვილი
Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: