არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნოდარ გრიგალაშვილი

Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptyTue Apr 01, 2014 8:47 pm

ნოდარ გრიგალაშვილი Nodar_11
Nodar Grigalashvili

***
აიყრებიან ყვიბისიდან ძველი დოსტები,
ბორჯომის მთებზე გაიფატრავს ღრუბელი მუცელს,
არღანი მღერის რესტორნებში სხვაგვარ ნოტებით,
მემთვრალეებმა ღვინით დარდებს გამოულოცეს...

სალაღაიავ, გადაბერდა შენი არღანი,
ეს ამფსონებიც შენთვის რაღაც უცხოს ჩმახავენ,
ახალუხლები სულს და სიფათს გაგილახავენ
და არაფერი არ შეგრჩება გასალახავი.

მეც ამფსონი ვარ, პაპაჩემი იყო მეტივე,
მე სმა მიყვარდა, იმას მოსმა ორთაყვირების.
იყო ერთგული მღვრიე მტკვარის ბებერ კენტივით,
და რომ დაიხრჩო, შეეხათრა ალბათ ყვირილი.

მეტყევე ტყეში, მებადური მოკვდება წყალში,
თუ დაკვეთაა, მაშ, სიკვდილიც იყოს დაკვეთით,
მე ხეტიალი მიყვარს მარტო, უცხო ამქარში
და ხეტიალში სადმე ჩავკვდები...


ნოდარ გრიგალაშვილი
(3 მაისი, 1958 - 31 მარტი, 2014)

ნოდარ გრიგალაშვილი დაიბადა 1958 წლის 3 მაისს, ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი 1980 წელს.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და I საშუალო სკოლის პედაგოგი; 1984-1988 წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998 წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი"(1987), ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების "სამწუხარო პარალელები"(1988).
ნოდარ გრიგალაშვილი გარდაიცვალა 2014 სლის 31 მარტს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი:
* გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია, წევრი (1994-1998)
* საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1972-)
* საქართველოს პარლამენტი, წევრი
* სახალხო ფრონტი, წევრი (1988-1994)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
*1994 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია

ბიბლიოგრაფია:
* კონკურენცია ქართულად ანუ რამდენიმე სურათი და ეპიზოდი ყაჩაღების ცხოვრებიდან : პიესა 5 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 2000. - 80გვ.
* სკოლაში შესასწავლი ქართველი მწერლები : სახელმძღვანელო XI კლასის მოსწ. და აბიტურიენტთათვის (ავტორი). - თბილისი, ფარნავაზი, 1997. - 416გვ.
* ნიკო ლორთქიფანიძე : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, ფოლიანტი, 1992. - 56გვ.
სამწუხარო პარალელები ; აი, ვინ გვარცხვენს! ; კეისარს კეისრისა. (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირის სტ., 1990. - 331გვ.
* ზრუნვის საგანი : ლიტ.-კრიტ. წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 175გვ.
აღსავლის კართან : ლექსები. - თბილისი, მერანი, 1987. - 55გვ.

ბმული:
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000550/
* https://www.facebook.com/nodar.grigalashvili
* https://www.lit.ge/books/2-10073-nodar-grigalashvili/

Idea


Last edited by Admin on Sun Feb 23, 2020 2:18 pm; edited 5 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptyTue Apr 01, 2014 8:48 pm

ნოდარ გრიგალაშვილი


* * *
წაქცეული ვარ გამშრალ თივაში,
თავქვე მიგორავს ჩემი მათარა,
წაქცეული ვარ მე შენს წინაშე,
ღრუბელმა დარდი გარდამატარა.

სულო, ოცნების გზებზე მიმიშვებ
და ქარიშხლიან სივრცეს დაივლი,
ჩემი ტანი კი ეგდება ცის ქვეშ
მიტოვებული ნასაყდრალივით...

და თუ ამყვება მიწით უჟმური,
გამომილოცავს ჩემი გადია,
ცა არის მშვიდი და გარუჯული,
და ვარსკვლავები ჩუმად ჩადიან.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySat Aug 05, 2017 1:15 pm

ნოდარ გრიგალაშვილი Nodar_10

ნოდარ გრიგალაშვილი

დედა
(მინაწერი ოთარ ჩხეიძის ეტიუდზე „დედა“)

ჩვენი სიშორით რარიგ გაწამებთ
ჩუმად ჩურჩულებ ჩუმი დარდებით,
- შვილებო, ნეტავ სულ არ გესწავლათ
და მეხრეებად დამეზარდენით...

ყველა შინ არის , თავის ბუდეში,
ღამდება, წვება სოფლის სიჩუმე,
დედა მარტოა და უნუგეშო,
ჩუმად ტირის და ჩუმად ჩურჩულებს.

- დედა მოგიკვდეთ, ვის კარზე გძინავთ,
ვისი ჭერის ქვეშ შეიხიზნენით,
ნუთუ გავალებთ დედის განწირვას
ამაღლებული თქვენი მიზნები.

ცივა, ქვა ტყდება გარეთ სიცივით,
ჩემო შვილებო, ჩემო ურჩებო,
დედა მოგიკვდეთ, გადახდა იცით,
ვინ ამოგიგებთ საბანს უჩემოდ.

მერე მოძებნის დანას და ნახშირს,
(შორს თრიალეთის ქედები მოსჩანს),
დედა ჩურჩულებს ცარიელ სახლში
და როგორც წერილს, გვიგზავნის ლოცვას...

Arrow


Last edited by Admin on Sun Feb 23, 2020 2:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySat Aug 05, 2017 1:19 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

ლოთებს

ლოთებო, ჭიქებს არ მოგვიშივდეს,
ვიდრე მოვკვდებით და ავმტვერდებით;
დღეს მოვიმტერებთ ჩვენსავ სიმშვიდეს,
დავთვრებით, სხვისას დავემტერებით!..

ვიდრე სიკვდილი მოვა ტიალი
და ჩვენს ცხოვრებას გახდის საცილოს;
სამყაროს გზებზე სახეტიალოდ,
ლოთებო, ლხენა გავიმანძილოთ.

ასე სარდაფში გვესვას მეფურად,
თვითონ ღმერთებმა დასცეს დასტური;
ვაჭრულ ღიმილით მოაქვს ჩოფურას,
ჩაფები, სავსე ალადასტურით.

ლოთებმა ღვინით დარდი ავცელეთ,
ვით გადამხმარი დიდი სათივე;
მერე ხორხოცით და ღრიანცელით,
ქუჩებში ღამე შემოვათიეთ.

Arrow


Last edited by Admin on Sun Feb 23, 2020 2:12 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySat Aug 05, 2017 1:22 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

თქვენ რომ იცოდეთ, ყველაფერი რა ამაოა,
როცა ქარონის ნავი მოდის ნისლით ნაფერი...
როცა იგრძნობ, რომ ეს მზე შენთვის აღარ ამოვა,
რა ამაოა, თურმე, მერმე ეს ყველაფერი.

თქვენ რომ იცოდეთ, ყველაფერი რა ამაოა,
როცა ნისლივით მოგადგება ნავი სულეთის...
როცა თითებზე ითვლი ცაზე მზე რომ ამოვა,
როცა გრძნობ, ერთი ნაბიჯია დასასრულამდე.

თქვენ რომ იცოდეთ ის, რაც ადრე არც მე ვუწყოდი....

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySat Aug 05, 2017 1:25 pm

ნოდარ გრიგალაშვილი Nodar_10
გაზეთი "საქართველო", 1992 წელი - ნოდარ გრიგალაშვილი (რედაქტორი), მიხო მოსულიშვილი, თენგო გოგოტიშვილი, კობა ლიკლიკაძე, ფელიქსი კოჟრიაშვილი, სერგო ჯანაშია.


ნოდარ გრიგალაშვილი

თქვენ ხომ სიცოცხლეს თავიდან იწყებთ

ასე უეცრად ცა რამ შეშალა,
რამ გადარია ასე ტაროსი,
წვიმის წვეთები, ციდან ეშვებით,
ცაზე კი რჩება ცისარტყელა,
ცის ავგაროზი.
დიდთა მდინარეთ ჩუმად მიჰყვებით,
თქვენი ტირილით ქარი ერთობა,
მღვრიე ტალღები დაგიბრიყვებენ,
ჩემი საბრალო წვიმის წვეთებო.
სიზმრებს შერჩებათ თქვენი სიწმინდე,
იმღერებთ სხვისი ყალბი ჰანგებით,
ჭუჭყსა და ტალახს დაწინდულები,
კარგებო, რარიგ ნაგვიანდებით.
თუმც ნაადრევად ნუ დაღონდებით,
თქვენ ხომ სიცოცხლეს თავიდან იწყებთ,
ზეცისკენ ლურჯად გაიბონდებით
და ნება–ნება აჰყვებით ნისლებს.
წვიმის წვეთივით მეც ამ ქალაქში
მომყვა სიწმინდე და აღტაცება,
„ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი“,
მის სულს უმანკოს წარიტაცებენ...
იქნებ ეწეროს სიზმრებს ახდენა,
იქნებ ამქვეყნად კვლავაც მოვიდეთ,
ვესწრაფვი ამგვარ გარდასახლებას,
სიკვდილო,
ჩემო კარის მორიგევ...

1977

Arrow


Last edited by Admin on Sun Feb 23, 2020 12:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptyFri Mar 15, 2019 9:16 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

მეზობელი

ღმერთო, მაღალო, მიშველე
ჩემს ბანზე მტრები მღეროდნენ,
ოჯახში საზღვარს მიშენებს
ახალი დროის ჰეროდე.
ვერ მოვიშუშე ტაო და
ვერ მოვიშუშე ჰერეთი
და ახალ სასაფლაოდა
მექცა მოქვი და მერეთი.
ცრემლი უკუღმა გადამდის,
დარდი კარგამოკეტილა,
სადამდის, გულო, სადამდის,
უფლის პატარა ჭედილავ...
რა ვქნა, არ ვამბობ ყასიდად,
რა ვქნა, მკერდს გულით ვასკდები,
არ მოთრეულან მარსიდან
ეს ბოსიაკი ყასბები, –
ვინც დამიგლიჯა ქვეყანა,
მზე დამიბინდა ბურუსით,
რაღა მე გადამეყარა
ეს ბარბაროსი ურუსი !
ცრემლი უკუღმა გადამდის,
დარდი კარგამოკეტილა,
სადამდის, გულო, სადამდის,
უფლის ტარიგო ჭედილავ..

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5703
Registration date : 09.11.08

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptyThu Dec 12, 2019 12:32 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

ილია

სამშობლოვ ჩემო,
მაშინ, როცა,
შენ სულს ღაფავდი,
ხოლო შვილები ტაშ-ფანდურით
იკლებდნენ არეს,…
ზურნის კივილი,
კაცის ტყორცნა,
დოლის ბრაგუნი,
აქეთ მეტეხი,
ნარიყალა იქით მწუხარე!...

სამშობლოვ ჩემო,
მაშინ, როცა, გვყავდი ყიამეთს.
როცა ოთხივე კარი შეგხსნეს,
მოგიღიავეს!...
როცა შვილები დარდიმანდები,
ყელზე ბაფთებით, გულზე ვარდებით,
ცუდი კართულით, ქართვლის წუნითა
თავს იწონებდნენ ფრანციცულითა...

როცა მუნდირში გაცვალეს ღმერთი,
როცა კავკასის ლეწეს დირენი,
როცა სკვითიას მიუგდეს ფერხთით
ივერი, როგორც ნანადირევი...

მოვიდა მაშინ შვილი მაშვრალი
შენს სასთუმალთან დაიჩოქა,
ცრემლი დაღვარა.
შეხეთ, სტირისო,
რად არ მღერის!
შეხეთ, სტირისო!
აიძაგრნენ და აიშალნენ
მესიმღერენი!

მესიმღერეთა იყო ქართვლიც,
ქართვლის გზა-შარაც...

როცა ტყეს ჭრიან
არ იციან მუხის დანდობა
და წიწამური აქამომდე იმგვარად გოდებს,
კაცი, რომელიც, ყაჩაღისთვის ითხოვს შენდობას,
იმ ყაჩაღებმა,
ყაჩაღივით
შარაზე მოჰკლეს!..

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 10:51 am

ნოდარ გრიგალაშვილი Tanamd10

ვალერი გრიგალაშვილი


ნოდარ გრიგალაშვილის ორტომეული „თანამდევი სული“ და ლიტერატურული პრემია „საბა“...


ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. მისი დამფუძნებელია თიბისი.

2012 წელს ლიტერატურული პრემია ”საბა” გაიცა ცხრა ნომინაციაში, მათ შორის „წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა“. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, თიბისი ბანკისგან გადაეცათ ფულადი პრემიები. კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგებოდა. ჟიურის წევრები იყვნენ:

1. ზურაბ კიკნაძე
2. გიგა ზედანია
3. ანდრო ბუაჩიძე
4. თეონა დოლენჯაშვილი
5. ბიძინა მაყაშვილი

გამარჯვებულის გამოვლენა მოხდა დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად. ფინალში წარდგებილი იყო ორი ნომინანტი:

1. ნოდარ გრიგალაშვილის ორტომეული „თანამდევი სული“, რომლის თიოეული ტომი შედგება 550 გვერდისგან, ორივე ერთად 1050 გვერდისგან. ამ ნაშრომს ავტორი მთელი ცხოვრება წერდა. ’’თანამდევი სული’’ ახალი სიტყვაა ქართულ დოკუმენტურ-ესეისტურ პროზაში. „თანამდევი სული, ანუ ილია და მისი ეპოქა“, არის გამორჩეული ორტომეული იმ თვალსაზრისით, რომ ავტორი სრულიად ახლებურად გაიაზრებს მე-19 და მე-20 საუკუნეების მოვლენებს და, რაც მთავარია, გვთავაზობს ისეთ დოკუმენტურ წყაროებს, რომელნიც დღემდე უცნობი იყო თვით სპეციალისტებისთვისაც კი. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ ილიას მკვლელობიდან 104 წლის შემდეგ ავტორმა ახალი წყაროების მოძიებით დაადგინა სრული სიმართლე მკვლელობის დღემდე უცნობ საკითხებთან დაკავშირებით. ამ წიგნით მკითხველი იგებს, კონკრეტულად ვინ იყო მკვლელთა ბანდის მეთაური ’’უცნობი იმერელი’’; ვინ იყო შემკვეთი და რომელმა პარტიამ ჩაიდინა საუკუნის დანაშაული. ეს არის სამაგიდო წიგნი ყველასთვის, ვისაც ილია და მისი ეპოქა აინტერესებს’’, ეს არის ეპოქალური ნაშრომი ილიაზე.

2 გიორგი მაისურაძის „ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ 7 ესეს აერთიანება. შედგება სულ 150 გვერდისაგან. ასევე მას გამოქვეყნებული აქვს წიგნები „სქესები და ცივილიზაცია“, „აპოკალიპტური მხეცი“, „დაკარგული კონტექსტები”. ამ უკანასკნელისთვის 2013 წელს დაეუფლა საბას პრემიას, ხოლო 2012 წელს ასევე მიიჩნია ჟიურიმ, რომ მის ნაწარმოებს უნდა გაემარჯვა.

მოხდა უცნაური ფაქტი. 1150 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც მაშინვე ქართველ მეცნიერ-კრიტიკოსების მიერ მიჩნეული იქნა ახალ სიტყვად ქართულ დოკუმენტურ-ესეისტურ პროზაში. როგორც ჩანს არ იქნა წაკითხული 5 კაციანი ჟიურის მიერ. მე სხვა ახსნას ჯერჯერობით ვერ ვპოულობ, რის გამოც გამარჯვებულად გამოცხადდა გიორგი მაისურაძის 150 გვერდიანი 7 ესე. მე წავიკითხე ეს ესეები, თუმცა მგონია რომ იქ არაფერი ღირებული არ დაფიქსირებულა და მხოლოდ მაკულატურად შეიძლება გამოდგეს, ისევე როგორც 2013 წელს, ამავე მწერლის ამავე ნომინაციაში, გამარჯვებული მცირე ზომის წიგნი.

ნ. გრიგალაშვილის „თანამდევ სული“ ვინც წაიკითხა თითქმის ყველა მათგანმა არ დაიშურა საქებარი სიტყვები ამ სოლოდური ნაშრომის მიმართ. მათ შორისაა ბ-ნი ქირია რომელიც წერდა:

„ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: საქართველო მუდამ იქნება! სანამ საქართველო იქნება, ილიას სახელიც დავიწყებას არ მიეცემა! სანამ ილიას სახელი არ დაგვავიწყდება, ნოდარ გრიგალაშვილის ამ შესანიშნავ წიგნსაც გაიხსენებენ და წაიკითხავენ“.

ჟიურის გადაწყვეტილება კი სამარცხვინოა და შავ ლაქად დარჩება ქართულ ლიტერატურის ისტორიაში.

23.02.2020

ბმული:
* https://www.facebook.com/photo.php?fbid=2554485734839318&set=a.1405702506384319&type=3&theater

ნოდარ გრიგალაშვილი 56970983_2301038193517408_4596749075654639616_n.jpg?_nc_cat=101&_nc_ohc=EPuZWApAkzIAX_Dwa0f&_nc_ht=scontent.ftbs6-1

ვალერი გრიგალაშვილი: 1989 წელს ჩვენი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ვიყავი. იმ პერიოდში ვერავინ წარმოიდგენდა რომ ხუხულასავით დაინგრეოდა მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადაჭიმული საბჭოთა კავშირი და ზუსტად ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს ხელმოწერილი იქნებოდა ქართველისათვის ყველაზე სანუკვარი დოკუმენტი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 9 აპრილმა, პირველი ბზარი გაუჩინა საბჭოთა სახელმწიფოს საფუძვლებს. იმ ღამით საკუთარი თვალებით დავინახე საბჭოთა ჯარების „ჰუმანურობა“. დილით ყველასთვის ცნობილი გახდა მათი სისასტიკე და დაუნდობლობა.
იმ პერიოდში მობილური და სხვა თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები არ არსებობდა. სახლის ტელეფონიც არ გვქონდა, ჩემი ძმა ნოდარი ჩემ საძებრად წამოსულა, ერთმანეთს გზაში ავცდით. მხოლოდ საღამოს მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. ნოდარი ისე გადამეხვია თითქოს ომიდან ვიყავი დაბრუნებული. არც იყო გასაკვირი მისი განცდები, ვინაიდან ჩემ ძებნაში შემოუვლია თბილისის ყველა საავადმყოფო და მორგი. თავისი თვალით ნახა ყველა დაჭრილ- დახოცილი. ეს სურათი იმ ტრაგიკულ ადგილის ახლოს, პარლამენტის შენობაშია გადაღებული 15 წლის შემდეგ.

***


თანამდევი სული
•May 6, 2012

ტელეკომპანია ბორჯომი
ბორჯომის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ნოდარ გრიგალაშვილის ახალი წიგნი ,,თანამდევი სული" გადაეცა

Arrow


Last edited by Abgal Me on Sun Feb 23, 2020 1:04 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:01 pm

ნოდარ გრიგალაშვილი: 104 წლის შემდეგ გახსნილი ილიას მკვლელობის საიდუმლო



ნოდარ გრიგალაშვილი - 01.
•May 13, 2011

TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
"104 წლის შემდეგ გახსნილი ილიას მკვლელობის საიდუმლო."



ნოდარ გრიგალაშვილი - 02.
•May 13, 2011

TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
"104 წლის შემდეგ გახსნილი ილიას მკვლელობის საიდუმლო."



ნოდარ გრიგალაშვილი - 02.
•May 13, 2011

TSU Ivane Javakhishvili Tbilisi State University
"104 წლის შემდეგ გახსნილი ილიას მკვლელობის საიდუმლო."

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:02 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

ჩემი ასაკი,
ქალბატონო,
ოცდაერთია
მიახლოვდება წელიწადი ოცდამეორე,
და რა თქმა უნდა, შეცდომები უფრო
მეტია,
მე ამ შეცდომებს
შეუცდომლად გავიმეორებ...

ღამე ილევა,
განთიადი ყელზე ადნება,
და მდინარეზე მთვარის შუქი
გაიბონდება,
მე მომავალი სიყვარული
მომელანდება,
თქვენ გარდასული მოგაგონდებათ...

ჩემი ასაკი,
ქალბატონო,
ჩემი ასაკი,
მე გიპასუხეთ ნიშნისმოგებით,
მზერაში რაღაც ბინდისფერი
გადაგესარკათ
და ლამაზ თვალებს
შეეპარა ქალური შიში.

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:06 pm



მწერალ ნოდარ გრიგალაშვილის გახსენება – ფილოლოგიის დოქტორი ივანე ამირხანაშვილი
126 views•May 25, 2016

TV old
მწერალ ნოდარ გრიგალაშვილის გახსენება – ფილოლოგიის დოქტორი ივანე ამირხანაშვილი



***

ივანე ამირხანაშვილი

ნოდარ გრიგალაშვილზე

მოქმედების კაცი იყო. შეეძლო იდეების განხორციელებაზე ეზრუნა _ პირდაპირ, უშუალოდ, რისკიანად. მარცხის არ ეშინოდა. გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჰქონდა, ოღონდ მარცხის აღიარება არ ეძნელებოდა.
ფიქრის კაცი იყო. რასაც ამბობდა, ყველაფერი ფიქრის ქურაში ჰქონდა გამოტარებული. კონცეპტუალურად აზროვნებდა. შეცდომას რომ უშვებდა, ისიც რაღაც სისტემური თვალსაზრისიდან გამომდინარეობდა.
განცდის კაცი იყო. ემოციებით სავსე. გრძნობის ამყოლი. ადვილად ესმოდა შენი ფიქრი, შენი ტკივილი, შენი საწუხარი. ამავეს მოითხოვდა შენგან. აფასებდა ყურადღებასა და თანადგომას.
სიყვარულის კაცი იყო. თუმცა სიყვარულზე ლაპარაკი არ უყვარდა. სიყვარულს უფრო საქმით, ერთგულებით გამოხატავდა. უყვარდა სამშობლო, უყვარდა ოჯახი, უყვარდა ადამიანი, უყვარდა სიცოცხლე.
ლიტერატურის კაცი იყო, ანუ კალმის კაცი, როგორც ძველები იტყოდნენ. სიტყვას გრძნობდა, სიტყვის აზრი და მუსიკა ესმოდა. კალამი უჭრიდა. მიუხედავად იმისა, რომ წერის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონდა და შეეძლო თავისუფლად გაეტანა თავი, მუდმივად სწავლობდა, გამოხატვის ახალ ფორმებსა და საშუალებებს ეძებდა.
ურთიერთობის კაცი იყო. მოყვასი უყვარდა. ბევრთან ჰქონდა კონფლიქტი, მაგრამ სიძულვილი არ იცოდა. შეეძლო სასაუბროდ მტერთანაც დამჯდარიყო. ქრისტიანულად ესმოდა ადამიანურ ურთიერთობათა პოეზია.
საქმის კაცი იყო, დიდი ნებელობის მქონე. მისი ენერგია რამდენიმე კაცს ეყოფოდა. ძალებს არ ზოგავდა, ბოლომდე იხარჯებოდა. იყო ამ თავგანწირვაში რაღაც გიჟურიც და უაღრესად ვაჟკაცურიც. ხთონური ძალა იგრძნობოდა მის უხეშ მიმოხვრაში, მიწაზე მყარად იდგა და ეტყობოდა, რომ მშობლიური მიწის ენერგიით იყო ნასაზრდოები.
იდეის კაცი იყო, მიზანსწრაფული და ჯიუტი. რასაც ჩაიფიქრებდა, თავს მოიკლავდა და მაინც განახორციელებდა, თუ არა და, იდეას ისე წარმოადგენდა, ისე შეფუთავდა, რეალურობის სამსახურში ჩააყენებდა.
სიცოცხლის კაცი იყო, ამქვეყნიური არსებობის მეხოტბე და სიხალისის შთამაგონებელი. ამიტომ დაგვაკლდა. ამიტომ გვგონია, რომ ისევ ჩვენთან არის.


ამონარიდი, ნოდარ გრიგალაშვილის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წიგნიდან - „მე ვგავდი ჩემი სამშობლოს წარსულს“.



Arrow


Last edited by Abgal Me on Sun Feb 23, 2020 12:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:08 pm



" ხაზის რადიო" 04.05.16 ნოდარ გრიგალაშვილის გახსენება
•May 4, 2016

Georgian Public Radio
სტუმრები: ამირან გომართელი, ივაენ ამირხანაშვილი და კარლო ბარდაველიძე.
წამყვანები: ივანე ჯაფარიძე და ეკა ტალახაძე.


Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:13 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

ეს იყო სიზმრის ლამაზი ბოლო,
სოფელში უხვად თოვდა და თოვდა,
ამოდიოდა ბუხრიდან ბოლი
და შენი სუნთქვა თან ამოჰქონდა.

ეს იყო სიზმრის ლამაზი ბოლო,
ჩვენს შორის ჩანდა თოვლის კედელი,
და როგორც მკერდში დამფრთხალი გული,
იყავი სახლში გამოკეტილი...

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:14 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

მირანდა

თუ წარმავალი არი სოფელი,
თუ ეს სოფელი არი სასტუმრო,
წარმავალობის უარმყოფელი
და უკვდავების სული შენი არის დასტური.

ძველი დრო იყოს, ათენგენობას,
გადმოივლიდნენ ვაჟნი თარეშით,
გზაზედ შემოყრილ ქართვლის დედოფალს,
შურს მოსწველავდი ლამაზ თვალებში.

მეფეთა ამაყ გულებს დასერდი,
შენ აგირჩევდნენ ათას ქალიდან,
გაუმაძღარი შაჰაბასები,
აიყრებოდნენ ისპაჰანიდან.

წარსული გიკრთის თვალთა გუგებში,
აწმყოს შვილი ხარ, ჩემო მირანდავ,
შენი აქ ყოფნა არის ნუგეში,
ქვეყნად მოსვლა რომ დამიგვიანდა...

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:15 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

„სამშობლო, ეროვნება და სქესი ჩვენი არჩევანი კი არა, ჩვენი ბედისწერაა, რაც წერა-მწერალმა ჩვენს გაჩენამდე მოგვაკუთვნა. ვინც აქ არჩევანს აკეთებს, ის ბუნების წინააღმდეგ მიდის, რისი საფუძველიც ამა თუ იმ სახის კომპლექსი, გინა თუ ავადმყოფობაა.“

08/21/2013


Arrow



Last edited by Abgal Me on Sun Feb 23, 2020 1:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:17 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

აიყრებიან ყვიბისიდან ძველი დოსტები,
ბორჯომის მთებზე გაიფატრავს ღრუბელი მუცელს,
არღანი მღერის რესტორნებში სხვაგვარ ნოტებით,
მემთვრალეებმა ღვინით დარდებს გამოულოცეს...

სალაღაიავ, გადაბერდა შენი არღანი,
ეს ამფსონებიც შენთვის რაღაც უცხოს ჩმახავენ,
ახალუხლები სულს და სიფათს გაგილახავენ
და არაფერი არ შეგრჩება გასალახავი.

მეც ამფსონი ვარ, პაპაჩემი იყო მეტივე,
მე სმა მიყვარდა, იმას მოსმა ორთაყვირების.
იყო ერთგული მღვრიე მტკვარის ბებერ კენტივით,
და რომ დაიხრჩო, შეეხათრა ალბათ ყვირილი.

მეტყევე ტყეში, მებადური მოკვდება წყალში,
თუ დაკვეთაა, მაშ, სიკვდილიც იყოს დაკვეთით,
მე ხეტიალი მიყვარს მარტო, უცხო ამქარში
და ხეტიალში სადმე ჩავკვდები...

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:17 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

ჩინარი თეთრი ტრიალ მინდორში
ჰკიდია ღამეს, როგორც საყურე.
ჩემი სამშობლოს ძველი სადროშო
თავის მოგლეჯილ მხარეს გაჰყურებს.

ბაიათები ტანის დამზრობი,
წმინდა ტაძარი იქცა სასტუმროდ,
ტირიფი ტირის, ცის მონაზონი,
თავდახრილი და უთავსასთუმლო.

რამ დააწყნარა აქ ალაზანი,
როდესაც ასე ახლოა მთებთან,
წერილს კი არა, მე გულს ვაგზავნი,
მე გულს ვაგზავნი დაკარგულ ძმებთან...

შორით უდაბნო არის გაშლილი,
ყორღანებივით ყრია ბორცვები,
ასე უბრალოდ ჩვენ გაგაშვილეთ
და სხვის მეჩეთშიც ვერ ილოცებით.

კლდეთა ტინებთან მთვარე ატირდა,
არღნის ღრიალი ქარებს მოჰქონდა,
უნდა წახვიდე და განაპირდე
და შენც ღრიალით გასკდე გოდოლთან!

ციხის ნანგრევებს ცის ბოძალივით
დაეფენება მთვარის თუნუქი,
დგას საქართველო ამორძალივით,
ალაზანს გაღმა მოჭრილ ძუძუთი!

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:18 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

მესიზმრა: ლაშქარში ვიყავ,
აბჯარი მესხა ტანსაო,
მზის შუქი დასციალებდა,
ხალიბის ნაჭედ ხმალსაო,

მტერს ვჩეხდი, ვაწყევლინებდი,
გაჩენის დღეს და თავსაო,
მივსდიე, გადავირეკე
დარი – ალანის კარსაო!

თავისუფლების სიმღერა
მოჰქონდა ზენა ქარსაო,
ღვთისმშობლის ნათელი ადგა
სამშობლოს მთა და ბარსაო!

„ე, მაგის მალექსებელი
ვიქარვებ გულის დარდსაო!

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:20 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

***

ეს სოფელი ასე არი დარს მოსდევს ავდარია,
ამოვარდა თუკი ქარი,ბედი შენი არია,_

რაც არ უნდა იყო მტკიცე, მკერდი გქონდეს რკინისა,
თუ იმ მკერდში ალალ გიცემს დიდი ბავშვის თილისმა,

რაც არ უნდა იყო მყარი, თუ სუფთა ხარ ბუნებით,
მოგერევა სულსაპყარი ჭორის აბულბულებით...

გული შფოთვის ყმა ყოფილა ნებსითა თუ უნებლად,
რა იოლი რამ ყოფილა გესლით განადგურება.

სიზმარში ხარ, თუ ხარ ცხადში, დაცხრები თუ არ ცხრები,
დანავარდობ თუკი ცაში მიწას დაენარცხები...

რომ გგონია, რომ გაწმინდე იფქლისაგან ეს ყანა,
სწორედ მაშინ გაგაწბილებს, ზურგს შეგაქცევს ქვეყანა.

რომ გგონია, რომ ააგე შენი სვეტიცხოველი,
დაგიგია შურის ბადე, ამას აღარ მოელი...

მაგრამ ზარმა შეიძლება უარესმაც ჩამოჰკრას,
"რატომ კარგი აგიგია" და მარჯვენა ჩამოგჭრან...


2008 წ. აპრილი

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:22 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

დოდაშვილის მონოლოგი

მიტოვებული სამშობლოს უბე
და შეწირული ხალხი ერკემლად,
ჩვენ ვგავართ სეტყვით დაცურულ ღრუბლებს,
ქარი რომ შიშით მიერეკება.

აქ წელიწადებს ცივათ თოვაში,
აქ ყოველი დღე სიცივედ მათოვს,
არავის ახსოვს დღეს დოდაშვილი
უსახლკარო და უმისამართო.

სხივი გამოკრთა, თბება, აღარ თოვს
და სულში მაინც ცივი თოვლია,
გაზაფხულის მზე ვეღარ დამათრობს,
სამზეო ჩემი ადრე მოვლიე.

ჭლექიან ხორცზე სიცივე ბასრობს,
ბედმან სულ ბოლო წამიც მიირწყა,
მე ვგავარ ჩემი სამშობლოს წარსულს,
რომელიც ყველამ გადაივიწყა.

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:23 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

და-ძმა

ბავშვობაში,
ჩვენს ოჯახში,
მამა იყო, დედა იყო,
ძმა იყო და. და იყო და
მე ვიყავი,
ღმერთმა მამა წაგგვარა და
ბედმა ამით დაგვიბრიყვა,
თავი დაგვით გავიტანეთ,
ერთი თხილი გავიყავით.
ბავშვობაში, ჩვენს ოჯახში,
შემობრძანდნენ ბატონები,
გულწითელა ჩიტებივით
შემობრძანდნენ ბატონები,
შინ არ ვიყავ,
არც და იყო,
დედაც ყანას წასულიყო,
ძმა იპოვეს მხოლოდ სახლში,
მათგან დასაპატრონები.

მოუოხეთ, ბატონებო,
მოუოხეთ პატარასა,
უგალობდა დედაჩვენი,
დაჭრილ გულს იოხებდა.
და ობლობა გვასწავლიდა
ძმობასა და გატანასა,
ობლის კვერი კვერად იქცა,
ღმერთმა
ჩვენც გადმოგვხედა.

ზღაპარ იყო,
ზღაპარ იყო,
ყველაფერი ზღაპარ იყო...
აღარ ვჩივი
ბოგანობას,
ობლობით სიჩაუქეს.
დაილოცოს,
ღმერთო, შენი
განაჩენი-
(არ გამრიყე)
და-ძმით დამასაჩუქრე!

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:24 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

ვალი

ვაჟებო, ვისაც გაქვთ გული
და გულში ლავა ხმიანობს...
ვალია ჩვენი მამული,
რომ ჩვენვე გავამთლიანოთ.

არწივო, ღონემიხდილო,
არ დაჰყვე ყორნის ნებასა,
შენ მირჩევნიხარ, სიკვდილო,
სოფლად ლაჩრულად გდებასა...

Arrow


Last edited by Abgal Me on Sun Feb 23, 2020 12:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:39 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

საქართველოზე ბედნიერს...

უკვე ამ წვიმის არიას
საკუთარ ჭერქვეშ ვხვდები,
მოწყენილები არიან
ჩვენი მოყვარე მტრები.
ოცდამეათე ზაფხული
საკუთარ კართან ფეთქავს,
თუმცა რითმით ვარ გართული...
სხვა რამ მინდოდა მეთქვა:
შენ ხომ ორასი წელია
წამოხდილი გაქვს ჭერხო.
საქართველოზე ბედნიერს
ქართველს ნუ გახდი ღმერთო...

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Abgal Me
Admin
Admin
Abgal Me

Male
Number of posts : 32
Age : 37
Location : Tbilisi
Job/hobbies : Literature
Humor : :)
Registration date : 14.07.19

ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი EmptySun Feb 23, 2020 12:42 pm

ნოდარ გრიგალაშვილი

ძველი სიზმარი

"არ გამოვფხიზლდე რომ აღარ ვგრძნობდე..."
გრ. ორბელიანი

მეგობრის ღალატი მოგონილი
მეგონა, ვაი!
მეგობარი უბარი მოგონილი მეგონა,
ვაი!
ავი ლაპარაკი მეგონა, ვაი!
ავი საუბარი მეგონა, ვაი!
შური და ლიქნი მოგონილი მეგონა,
ვაი!
ზაკვა და ზვაობა მოგონილი მეგონა,
ვაი!
სიყვარული მართლა უკვდავი მეგონა,
ვაი!
სამშობლო მართლა ბედნიერი მეგონა,
ვაი!
ღმერთო მაღალო, ვმღერი სიმწარით,
ვმღერი ავაით და სულთქმა უშით,
ან ამიცხადე ძველი სიზმარი,
ან არ მაქვს წილი შენს სიყვარულში...

Arrow
Back to top Go down
https://es.wikipedia.org/wiki/Abgal
Sponsored content




ნოდარ გრიგალაშვილი Empty
PostSubject: Re: ნოდარ გრიგალაშვილი   ნოდარ გრიგალაშვილი Empty

Back to top Go down
 
ნოდარ გრიგალაშვილი
Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: