არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 პაკო სვიმონიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 12:38 am

პაკო სვიმონიშვილი Pako10

Amiran (Pako) Svimonishvili

ამირან (პაკო) სვიმონიშვილი (03.01.1974 - 05.02.2014) - პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი და პედაგოგი

What a Face

„პატარა უფლისწული, თოლიაც და ქარის წისქვილებთან მეომარი რაინდიც, ბევრის წარმოდგენით - არამიწიერი, საოცრად ქარიზმატული... პაკო - პოეტი, მთარგმნელი და პედაგოგი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ქართული სიტყვით, პოეზიის ძალით ებრძოდა სიკვდილს.

"გარდავალ მშვიდი, ვით შემოდგომა,
მზეო, სიკვდილს ნუ შეუშინდები,
ლომისკარელზე მსურს შემოდგომა,
მთვარის შუქით და თეთრი შინდებით."

პაკო (ამირან) სვიმონიშვილი 5 თებერვალს აღესრულა. სამთავროში, გოდერძი ჩოხელის გვერდით დაიკრძალა. ასე გადაუწყვეტია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს...
პაკომ ლექსების პირველი კრებული 15 წლისამ გამოსცა, რატომღაც "მოვსულვარ ლანდი" დაარქვა...
თექვსმეტი წლისა ოჯახთან ერთად მიემგზავრებოდა შვეიცარიაში. უცებ გამოუცხადებია, აღარ მოვდივარ, შვეიცარიელი ალპინისტი ჩამოვიდა, შხარაზე უნდა ავიდეთო. არადა, მანამდე მთაზე არასდროს ასულა. წლების შემდეგ ის ალპინისტი მოუყვება დედას: პაკომ გადაგვარჩინა. შხარაზე წამოვიდა დელგმა და სამი გამოცდილი ალპინისტი კლდეს გავეკარით. მთელი ღამე ასე გავატარეთ. სახეში წვიმა გვასხამდა. შუაღამისას პაკომ ლექსების კითხვა დაიწყო. ლექსებით გაგვათენებინა და გაგვაძლებინაო.
პოეზიისა და მასწავლებლობისთვის ცხოვრობდა, თუმცა, ბევრს მიაჩნია: უწინარეს პოეტი იყო. მე-6 საავტორო სკოლის მე-12 კლასელები ფილმს მიუძღვნიან "პაკო მას"-ს და მასში ყველაფერს ჩატევენ ბავშვები, რომელთა თავისუფალ ადამიანებად აღზრდაზეც ოცნებობდა მათი დიდი მეგობარი.
პაკოს ერთი მოსწავლის ოჯახს ძალიან უჭირდა. ამის გამო ბავშვი ცუდად სწავლობდა და ყოფაქცევითაც არ იყო ნაქები. ერთ დღეს ბიჭს ხელი მოჰკიდა და საცხოვრებლად თავისთან გადაიყვანა... ყველაზე მძიმე წლებში მის ოჯახში თვეობით ცხოვრობდნენ მისი ხევსური და ქისტი ძმადნაფიცები. პაკო ერთნაირად კარგად გრძნობდა თავს ევროპის ფეშენებელურ სასტუმროში და მთის ქოხში.
როცა ექიმებმა საშინელი დიაგნოზი გაუმხილეს, გამოწვევას ვაჟკაცურად შეხვდა. მხოლოდ რამდენიმე თვე იავადმყოფა... როცა თურქეთში მკურნალობდა, ცოლ-შვილი, მეგობრები და მისი მოსწავლეები საავადმყოფოში თავთან ესხდნენ მონაცვლეობით. მისი დაკრძალვის დღეს ყველა თაობის ადამიანმა მოიყარა თავი თბილისში...“

ბმულები:
* https://www.kvirispalitra.ge/public/21896-qpako-masq.html
* http://radio1.ge/media-view-old-audio/1102
* http://lit.ge/წიგნი/ამირან_სვიმონიშვილი/სამკვიდრო/818
* https://www.youtube.com/channel/UCC-xnCx0LI2A5qUT2F1YQ6w
* https://www.facebook.com/pako.svimonishvili/


პაკო სვიმონიშვილი - მოვწყდი შენს კალთას, სინანული დამჩემდა მწარი

Published on Nov 1, 2014

What a Face


Last edited by Admin on Tue Mar 05, 2019 8:05 pm; edited 6 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 12:41 am

პაკო სვიმონიშვილი

მესხეთი

თაკარა მზეში შლის სამხრეთი სივრცეთა ხალისს,
ველზე შეიხდენს ცხელი ზეცის კრიალს სოსანი
და სინანულში დამწვავს გზნება მარად ახალის,
ცივ მდინარეზე გადაივლის გვირგვინოსანი.
და სიღრმეებში მიმოიძვრის სული კალმახი,
შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს,
თუ ღამეების წყვდიადს ფრთხილი კალამი ახლე,
ის ხელთუქმნელი ვარსკვლავების ოქროს დაიფრქვევს.
ისევ ჩამღერალ ჩქერალს ჩავჭრი ბასრი ფარფლებით,
ბედს დავუსხლტები, იოლ ფონს არ დავეშურები,
სიტყვა ლითონის ცეცხლით სხმაში დანაფერფლები,
წამლეკავს თვალის ისრიმი და ბუდეშურები.

Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 12, 2014 1:18 am; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 12:46 am

პაკო სვიმონიშვილი


მოგზაურის სიმღერა

თუთას

შორი ვარსკვლავი აამღერე უდაბნოს გზაზე,
ცა და ქვეყანა მოიკმიე შენი საკმევლით,
ნახე, სისხლი სდის ირმის რქასთან
მყეფარე ნაგაზს,
მიეწურება მწვანე შუქი - სულის სარკმელი.

წყალჩამღერებით მიილევა შენი ზაფხული,
ყოველ მარცვალში გაორდები თვალმოგიზგიზე
და შემოდგები ცისკარივით გადაზაფრული,
როცა ქალწული მწიფე თავთავს
დააწვენს სხივზე.
თანაზიარი სიხარულით ნათლობს ცისკიდე,
შენკენ მომავალს აღარ უხმობს სხვა საესავი,
შავი ხარებით მზის სახლიდან მზითვი გიზიდე,
რადგან თვითონ ხარ ერთადერთი
გზა და მგეზავი.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 12:48 am

პაკო სვიმონიშვილი

სამკვიდრო

მოვწყდი შენს კალთას, სინანული დამჩემდა მწარი,
გაშლილი ნისლი, მზესასუნთქი, ნახნავს სდიოდა,
თავს გადაევლო ეზოს სული, ბინდის ციცარი,
ახალდადებულ კვერცხის სითბოს ინახავს ოდა.

აფითრებს თითებს ღამეული ცის ამაღლება,
შორი ვარსკვლავი შლის ცეკვაში ლერწმების მოხრას,
ცრემლის სინათლით მინანქარი ოქროს ალღვება
და ცა-მწვერვალი გააღვიძებს სხეულს ნაოხარს.

ღამით მთვარე ხარ, დღით მზე, სუროს ჩრდილით ბურვილი,
დაუთქვამ საზღვარს ცოდვილ სხეულს, სახევ მარადო.
ქრისტეს გზასავით ძნელი არის შენი სურვილი,
ცეცხლიან მახვილს დაგხვდი უნდო, უმუზარადო.

ახლა კი ვეღარ დააოკებს ხვაშიადს რული,
დაწუნებული სამარეშიც ჩამაგდეს ცერად,
ვვლე ანგელოზთა მდუმარების ქვაში სხმა სრული,
რომ შენი წელი ყვითლიკვერით შემომეწერა.

მომყვება კვამლის და გამშრალი სიმინდის სუნი,
მიწა მიმზადებს ოქროს ლოგინს, კალთაგრძნეული,
დაგიბრუნდები, არ ვარ შენი ავის მოსურნე
და ზღაპარივით გასრულდება ათასწლეული.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 12:51 am

რაინერ მარია რილკე

შემოდგომის დღე

დროა, უფალო,
მიიწურა ზაფხულის ჟამი.
ჩრდილით მონიშნე მზის საათი,
რომ ველზე ქარმა
დარჩენილი მოცელოს წამი.
ბრძანე, სიმწიფით ამოივსოს ბუნებამ პირი
და სამხრეთული მიუძღვენი მზიანი ვნება,
ჩაწურე მასში.
მძიმე ღვინით მოვინადიროთ
ნაგვიანევი შემოდგომის დღის სიტკბოება,
დღეს უბინაოს მიატოვებს სახლ–კარზე ფიქრი,
მარტოსული კი მარტოობას თავს ვერ დააღწევს,
მუდამ იფხიზლებს,
წაიკითხავს,ვცრელ ბარათს დაწერს,
იხეტიალებს ხეივნებში აქეთ და იქით,
სულაწეწილი როცა ქარი ფოთლებს დაარწევს.


გერმანულიდან თარგმნა პაკო სვიმონიშვილმა.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 1:02 am

პაკო სვიმონიშვილი

მონადირე და თხა ნიალა

ნანგა ნიალა, ნანგა ნიალა,
ქვიან ბილიკზე გადაიალა...
მეც ქვად ვიქეცი, ნანგა ნიალა,
ცა მოწმენდილი, იალკიალა...
ნანგა ნიალა, ნანგა ნიალა,
მზის სამყოფელში განგან იარა,
მეც მზედ ვიქეცი, გახსნილ იარად.
შემომიბრუნდა ნანგა ნიალა,
დააპირქვავა მთვარის ფიალა,
დიდი თვალები დააბრიალა,
მითხრა, - შეჩერდი, ადამიანო,
სჯობს ნასესხები შუქით იარო.

Arrow


Last edited by Admin on Wed Feb 12, 2014 1:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyWed Feb 12, 2014 1:20 am

პაკო სვიმონიშვილი

კატა

ნაბიჯი ტყდება ხავერდის ზოლში,
უახლოვდება ვნებიან ყურებს
და აბრეშუმის დახვეულ ბოლში
მიუალერსებს ცივ ფაიფურებს.

ზანტი ზმორებით აშიშვლებს ბრჭყალებს,
გრძნობს სიზარმაცეს აწეულ მხრებში
და მწვანე თვალი გაიბრჭყვიალებს
ბილიკზე დაყრილ ოქროს ნაფშხვენში.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyThu Jan 04, 2018 1:34 am


პაკო სვიმონიშვილი - სენა. ბნელი გრუნტი

Published on Nov 1, 2014


პაკო სვიმონიშვილი

ორშაბათი ვენაში

ვკითხულობ მაღალ გვამთა ხასიათს
ქანდაკებების გაყინულ პა-ში,
ცა გაძაგრული ბინდის ხაზია
ერთი მძიმე და გრძელი ნაფაზი.
ორშაბათია, ცისფერი კაბით
ვერ ისეირნებს დღეს გრაფინია,
ვენური ყავა, გაზეთი, კაფე,
ვიტრინას უყეფს ჯიბის ფინია.
იქ გრაფინია, აქ გრაფინია,
არყის ჭიქების ბროლი და ბოლი,
კელნერს ლოთები დაუფრენია
აპრეხილი აქვს ულვაშის ბოლო.
უკრავს შავ-თეთრი დღის ალეგრია
მექანიკური საათის კოშკთან
და შეეყრება მზის ალერგია
გზაჯვარედინზე ოსკარ კოკოშკას.

Arrow


Last edited by Admin on Tue Mar 05, 2019 7:55 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 7:45 pm


პაკო სვიმონიშვილი - სამი მაჯამა

Published on Nov 1, 2014


Arrow


Last edited by Admin on Tue Mar 05, 2019 7:56 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 7:53 pm

პაკო სვიმონიშვილი Pakos_10

წიგნი: სამკვიდრო
ავტორი: სვიმონიშვილი ამირან
გამომცემლობა: სიესტა
გამომცემლობის თარიღი: 2010
ყდის ტიპი: მაგარი
ყდის ზომა: 155X205
გვ. რაოდენობა: 56
ISBN: 978-9941-414-16-9

შინაარსი: ***მოვწყდი შენს კალთას; ღამე თვალებში ჰპოვებს ტყუპისცალს; ***მიწვდა ძახილი ცივი ზღვიდან; ***მზე იძირება მღვიმეწითელი; ***ბავშვი ღიღინით შეიმოკლებს გზას; ***ქვეყანა, ზღვიდან ამომსხლტარი ლურჯი ვეშაპი; დიდ მწვანე ველზე გასრულდება შენი ნადიმი; ***მკვდარი ფორმები შეაშრება ბაგეზე მთვარეს; ***სხვა ძალას ამხელს; ***და ვიდრე გივნე სიკვდილიდან სიბრძნის ჯავარი; ***ვაშლის ყვავილებს ცეცხლით, მარილით; ***მოდიხარ, ლომის რბილი ნაბიჯი; შენი; ***შენი ბინაა ბრმა წერტილში ნაპოვნი სიტყვა; ***ნაკვერჩხლიანი სიმღერაა მღვიძარი მეხრის; ***შორი მთებიდან ქუხილი ისმის; ***ალვა ამოსულა; იჩქერია; ისფაჰანი; სპარსული მინიატურა [და სხვ.]


“ცა დაიფერფლა მოლხენილი
ღრუბლის აუზთან
და შემოდგომას
ნეკერჩხალზე ფეხი დაუცდა”.

ამირან სვიმონიშვილმა პოეზიის მოყვარულთ ახალი პოეტური კრებული შესთავაზა. “სამკვიდრო” – ასე ეწოდება წიგნს, რომელიც მისი შემოქმედების ერთგვარი რეზიუმეა. კრებულში პოეტის ძველი და ახალი ლექსები შევიდა, ბავშვობისდროინდელიც და სიმწიფის ასაკში დაწერილიც, ყველაფერი, რაც ავტორს უყვარს და მკითხველისთვის გაზიარების ღირსად მიაჩნია. აქ ვერ შეხვდებით თარიღებს, რადგან ამირან სვიმონიშვილისთვის ლექსი ლექსია, იმის მიუხედავად, როდის დაიწერა იგი. “სამკვიდრო – მამული და საცხოვრებელი ადგილი” – ვკითხულობთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, და მართლაც, ავტორის ლექსები მისი სამკვიდროს სურნელითაა გაჟღენთილი, მისი მამულის ფერებით შეფერადებული. ეს მისი სამყაროა, პოეტური სამყარო, რომელშიც თავად ცხოვრობს და რომლის წიაღშიც გამძაფრებული წარმოსახვისა და მუსიკალური სმენის მკითხველს ეპატიჟება.

პაკო სვიმონიშვილი Nasesx10

წიგნი: ნასესხები შუქი
მთარგმნელი: ამირან სვიმონიშვილი
გამომცემელი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 978-9941-15-977-0
ფორმატი: 15x20.5
გვერდები: 118
გარეკანი: მაგარი
გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია: კრებულში შესულია იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ფრიდრიხ ჰოელდერლინის, ქლემენს ბრენტანოს, ედუარდ მიორიქეს, გოთფრიდ ქელლერის, ქონრად ფერდინანდ მაიერის, რაინერ მარია რილკეს, გოტფრიდ ბენის, გეორგ თრაქლის, იონას ლინიაუსკასის, ნატალია ტროხიმის, ნახტა მანცევიჩის და აჰმედ თელის ლექსები.

წავიკითხოთ აქ - http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/27035/1/Nasesxebi_Shuqi.pdf

ბმულები:
* http://radio1.ge/media-view-old-audio/1102
* http://lit.ge/წიგნი/ამირან_სვიმონიშვილი/სამკვიდრო/818



პაკო სვიმონიშვილი - იჩქერია

Published on Nov 1, 2014

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი EmptyTue Mar 05, 2019 7:57 pm

გიორგი ლობჟანიძე

სამკვიდრო ნასესხებ შუქში

ბოლო ხანს ამირან (პაკო) სვიმონიშვილის ორი ნამუშევარი გამოიცა: ერთი - ავტორის ორიგინალური ლექსების წიგნი ,,სამკვიდრო“ და მეორე - მისი თარგმანების კრებული ,,ნასესხები შუქი“.
ამირან სვიმონიშვილი ბევრს მუშაობდა და ერთ-ერთი საინტერესო ხელწერის შემოქმედიც იყო თავის თაობაში, მაგრამ ნაწერების გამოქვეყნება დიდად არ უყვარდა და, უმთავრესად, თავისთვის იტოვებდა ხოლმე იმას, რასაც ქმნიდა.
ამჯერად კი ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა“ და ,,სიესტას“ საგამომცემლო ჯგუფი, როგორც ჩანს, ძალიან დაეშურა საქმეს, რათა ავტორს თავისი ნაღვაწის ნახვის საშუალება მისცემოდა.
პაკო წიგნების დასტამბვიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა, სრულიად ახალგაზრდა, და ამით პირადად ჩემთვის დაიხურა ერთი ულამაზესი სარკმელი, საიდანაც მუდამ სიკეთის, სიახლის, ადამიანური კეთილშობილებისა და დიდი ნიჭიერების სხივი ეცემოდა.
ამირან სვიმონიშვილი უაღრესად განათლებული კაცი იყო, ბრწყინვალედ იცოდა გერმანული და თავის ცოდნას შესანიშნავად იყენებდა რამდენიმე თვალსაზრისით.
ერთი მიმართულება სწორედ თარგმანი, მთარგმნელობითი საქმიანობა გახლდათ, რასაც ამირან სვიმონიშვილი დიდი ხალისითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა და, შედეგად, ქართველ მკითხველს არაერთი უცხოელი პოეტის ბრწყინვალედ გადმოქართულებული ლექსები დაუტოვა.
კრებულში, რომლისთვისაც მთარგმნელს მარჯვედ შეურჩევია სათაური - ,,ნასესხები შუქი“, სხვადასხვა თაობისა და ლიტერატურული მიმართულების გერმანელ და ავსტრიელ პოეტებთან ერთად, წარმოდგენილია ლიტველი, თურქი, ბელორუსი პოეტების თარგმანებიც. სარჩევისთვის უბრალო თვალის გადავლებაც კი დაგვიდასტურებს, რამდენად მრავალმხრივი იყო პაკო სვიმონიშვილის პოეტური ინტერესები.
მისთვის ფასეული იყო პოეზია თავისთავად და მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ ენაზე დაიწერებოდა ნამდვილი ლექსი, მთავარია, ის ქართული ენის სტიქიაში შემოეტანა და მშობლიური ლიტერატურის ნაწილად ექცია.
გერმანისტმა და ლიტერატურათმცოდნემ კონსტანტინე ბრეგაძემ ამირან სვიმონიშვილის თარგმანებზე საუბრისას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა:
,,ის არჩევდა გერმანული პოეზიიდან იმ ავტორებს და იმ ტექსტებს, რაც წარმოადგენდა ღირებულ პოეზიას. კონკრეტულად, პაკოს მთარგმნელობით სივრცეში ჩვენ გვაქვს თარგმანები ისეთი დიდი ფიგურებისა გერმანული ლიტერატურიდან, როგორებიც არიან იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიჰ ჰოლდერლინი; შემდგომ, რომანტიკოსი პოეტები: კლემენს ბრენტანო, ედუარდ ნოლიკე; ასევე გვაქვს რეალისტი ავტორებიც, მაგალითად, გოტფრიდ კელერის პოეზიიდან არის ნიმუშები, აგრეთვე კონრად ფერდინარდ მაიერი და, რაც მთავარია, შემდგომ უკვე მოდერნისტი ავტორები: რაინერ მარია რილკე, გოტფრიდ ბენი, გეორგ თრაქლი. აი, ეს არის ის სპექტრი გერმანული პოეზიისა, რაც, ფაქტობრივად, ქმნის არა მარტო გერმანულ, არამედ (გოეთეს დავესესხები და მის თეზისს ე. წ. მსოფლიო ლიტერატურის შესახებ, რაც დაახლოებით ორასი წლის წინ გახაზა) სწორედ ეს ფიგურები არიან, რომლებიც წარმოადგენენ არა მხოლოდ გერმანულ ლიტერატურას, არამედ მსოფლიო პოეტები არიან და მათი პოეზიაც არის სწორედ მსოფლიო საგანძურის კუთვნილება. ასე რომ, პაკოს მთარგმნელობით საქმიანობაში, აი, ეს ასპექტია მთავარი - შერჩევის, მასალის შერჩევის ასპექტი - და ის უმაღლეს დონეზეა აყვანილი“.
სწორედ ზემოაღნიშნული ასპექტის, ანუ მასალის გემოვნებით, სწორად შერჩევის გამო, კრებულში არ იგრძნობა ის ფრაგმენტულობა, რაც ამ ტიპის წიგნებს ზოგადად ახასიათებს ხოლმე, როცა ცალკეული პოეტური ნიმუშები, შესაძლოა, კარგია, მაგრამ ერთად თავმოყრილი ერთმანეთისგან გაუცხოებულად და ერთმანეთთან დაუკავშირებლად გამოიყურება.
ამირან სვიმონიშვილის ამ კრებულში პირიქითაა: ყველა ნიმუში რაღაცნაირად ავსებს და ამკვეთრებს ერთმანეთს და ხელშესახებად წარმოგვიდგენს პოეზიის უმთავრეს დანიშნულებას ყველა ერსა და ეპოქაში: დაეხმაროს ადამიანს, მშვენიერების გზით დაუბრუნდეს თავის მარადიულ თაურსაწყისს.
ამირან სვიმონიშვილი ბუნებით ესთეტი ადამიანი იყო და ამიტომაც მის მიერ თარგმნილ ლექსებსაც სწორედ ესთეტიზმის გამძაფრებული შეგრძნება გამოარჩევს. ეს შეგრძნება არა მხოლოდ ორიგინალის სულში, არამედ თარგმანის ენაშიც სრულიად მკაფიოა. მთარგმნელი თითქოს ეფერება სიტყვებს, საგანგებოდ არჩევს მათ და ფერად-ფერად ყვავილწნულებად კრავს, რაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმ ანტიკურ თეზას, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტება, იმავდროულად, არ იყოს მშვენიერი.
ამ თვალსაზრისით, პაკოს თარგმანები რელიგიური პრაქტიკის მნიშვნელობას იძენს. ეს თითქოს ერთგვარი სულიერი, შინაგანი დიალოგია ღმერთთან, სხვადასხვა ადამიანების ხმითა და ინტონაციით, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმული მადლიერებით ადამიანური ყოფიერების გამო, იმისთვის, რომ სიცოცხლისა და, ამდენად, ერთმანეთთან თანაზიარობის უნიკალური შესაძლებლობა მოგვენიჭა.
ამიტომაც, ეს კრებული იმედიანი წიგნია. ხიდი, რომლისთვისაც არ არსებობს აქეთა და იქითა მხარე, სააქაო და საიქიო, რადგან სწორედ სიტყვა აერთებს ამ ორივე სინამდვილეს და ლექსი, პოეზია მათ ერთ სიბრტყეში, მარადიულ დროში განფენილ ჭეშმარიტებად წარმოგვიდგენს.

„აქ ყველა ავტორს, გოეთე იქნება, იგივე რომანტიკოსები იქნებიან თუ მოდერნისტი ავტორები - ყველას შენარჩუნებული აქვს თავისი პოეტური სტილი. გარდა ამისა, რაც უნდა გამოვყოთ პაკოს თარგმანებში, ეს არის მისი ქართულის საოცარი ბუნებრიობა. ეს არ არის ხელოვნური და ნაწვალები თარგმანი...“ - კონსტანტინე ბრეგაძე

ეს რაც შეეხება მასალის სელექციის მეტაფიზიკურ მხარეს, პროფესიული თვალსაზრისით კი, რასაკვირველია, თითოეული თარგმნილი ნიმუშის მიღმა იგულისხმება დიდი გემოვნება და ერთიანი სალიტერატურო კონტექსტის ისეთი სიღრმისეული ცოდნა, რაც აუცილებელია ამ ტიპის კრებულების მოსამზადებლად და სათარგმნელად. მთარგმნელი სწორედ ნიუანსობრივად უნდა ერკვეოდეს ერთიან ლიტერატურულ პროცესში, რათა ამ ფონზე ცალკეული პოეტის თავისებურება და სტილისტური თვითმყოფადობა ხელშესახებად გამოკვეთოს. ამაზე ჩვენთან საუბრისას კონსტანტინე ბრეგაძემაც მიუთითა:

,,ჩემ მიერ ჩამოთვლილი ავტორები წარმოადგენენ სხვადახვა ესთეტიკის, სხვადასხვა ეპოქის, სხვადასხვა მიმართულების ავტორებს. და აი, აქ სწორედ დიდი სცილასა და ქარიბდას შორის წარდგება მთარგმნელი. ეს არის ის ცნობილი დებულება, რაც უნდა დაიცვას მთარგმნელმა, ანუ ეგრეთ წოდებული სტილის, ავტორისეული სტილის დაცვის პრობლემა და აი, აქ ყველა ავტორს, გოეთე იქნება, იგივე რომანტიკოსები იქნებიან თუ მოდერნისტი ავტორები... ყველას შენარჩუნებული აქვს თავისი პოეტური სტილი. გარდა ამისა, რაც უნდა გამოვყოთ პაკოს თარგმანებში, ეს არის მისი ქართულის საოცარი ბუნებრიობა. ეს არ არის ხელოვნური და ნაწვალები თარგმანი“.

საერთოდ, სილაღე პაკოს ბუნებრივი თვისებაც იყო. რაც შეეხება ქართულისადმი მის დამოკიდებულებას, ქართული ენის ძალდაუტანებელ შეგრძნებას, ეს იმ გარემოთიც იყო განპირობებული, სადაც პაკო გაიზარდა. არსებობს ერთი უნიკალური ჩანაწერი: უმცროსკლასელი პაკო, ექსკურსიაზე როგორ მიძვრება ხეზე და თან როგორ კითხულობს გალაკტიონის შედევრს - ,,ჩამავალ მზეს, ჩამავალს“...
ჩემთვის ყმაწვილის ხმის ამ ბუნებრივ წკრიალშივე იკვეთება ყველა ის არსებითი ინტონაციური და შემოქმედებითი ნიშანი, რაც შემდგომ ამირან სვიმონიშვილის ლექსებსა თუ თარგმანებში ასე ძალუმად გამოვლინდა.
მის კრებულში ,,სამკვიდრო“, სხვა უამრავ კარგ ლექსთან ერთად, ასეთ მარტივად გენიალურ სტრიქონებსაც ნახავთ:
,,ცა დაიფერფლა მოლხენილი ღრუბლის აუზთან და შემოდგომას ნეკერჩხალზე ფეხი დაუცდა“.
ამ რამდენიმე სტრიქონში, ჩემი აზრით, არის ყველაფერი, რაც შეიძლება გვითხრას პოეზიამ: გვითხრას მინიშნებით, ნახევარტონით, მაგრამ ისე მკვეთრად, რომ ერთხელ წაკითხული თუ მოსმენილი აღარასოდეს დაგვავიწყდეს.
ანდა ასეთი ლექსი:

,,ვიღაც წავიდა.
ჩატეხილი რითმაში ქარი - განწყობა ჩემი.
სამ სამანზე ქრებოდა დილა.
სიჩუმეს ცრიდა ასპიროზი და ლურჯი მთვარე...
ვიღაც წავიდა,
სიზმარს იქით ღამე იხილა.“

ამ რეპორტაჟზე მუშაობისას მეც და ჩემს რესპონდენტ კონსტანტინე ბრეგაძესაც ძალიან გაგვიჭირდა ამირან სვიმონიშვილზე წარსულ დროში საუბარი და არამხოლოდ ადამიანური სანტიმენტალურობის ან არამხოლოდ იმის გამო, რომ პაკო ერთ-ერთი პირველია ჩვენი თაობიდან, ვინც წავიდა და ,,სიზმარს იქით ღამე იხილა.“ უფრო იმიტომ, რომ ამირან სვიმონიშვილი თავისი ლექსებითა და თარგმანებით ისევ ჩვენთან ტრიალებს. ამ წიგნებში არ არსებობს ,,აქეთ“ და ,,იქით“, სააქაო და საიქიო. ეს უკვე დაუნაწევრებელი, ერთიანი სივრცეა, სადაც ერთიანი მთვარე ანათებს, ოღონდ უკვე არა ნასესხები, არამედ მარადიული შუქით, და ამ შუქზე ამირან სვიმონიშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება.

ივნისი 01, 2014

ბმული:
* https://www.radiotavisupleba.ge/a/25405733.html



პაკო სვიმონიშვილი - პირველტკივილად დაესაზღვრე ყველა მსგავსებას

Published on Nov 1, 2014

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




პაკო სვიმონიშვილი Empty
PostSubject: Re: პაკო სვიმონიშვილი   პაკო სვიმონიშვილი Empty

Back to top Go down
 
პაკო სვიმონიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: