არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ნინო ლარცულიანი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5268
Registration date : 09.11.08

ნინო ლარცულიანი Empty
PostSubject: ნინო ლარცულიანი   ნინო ლარცულიანი EmptyThu Jun 06, 2013 6:10 pm

ნინო ლარცულიანი Nino_l11
Nino Lartsuliani

ნინო ლარცულიანი
(ავტობიოგრაფია)

დავიბადე 1976 წელს რუსთავში. 1999 წელს დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტი, შემდეგ ასპირანტურა და დავიცავი სადოქტორო დისერტაცია ვაჟა-ფშაველას პოემათა რუსულ თარგმანებზე, ანუ ვიწრო სპეციალობით თარგმანთმცოდნე ვარ.

ლექსებს მანამდე ვიგონებდი, ვიდრე წერას ვისწავლიდი, ანუ რაც თავი მახსოვს, სულ პოეზიაა ჩემთან. ვწერდი ასევე პატარა მუსიკალურ კომპოზიციებს, სიმღერებს, საბავშვო მიუზიკლებს, ზღაპრებს, პატარა მოთხრობებს. ჩემს შემოქმედებას ვაქვეყნებდი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მეგობრებთან ერთად ვაწყობდი ლიტერატურულ საღამოებს.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩემს გულსა და გონებზე ყველაზე წარუშლელი კვალი მაინც თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტთან ურთიერთობამ დატოვა. საღვთისმეტყველო ლიტერატურას დაწაფებული ვესწრებოდი: ხელოვნებათმცოდნეობის, ახალი აღთქმის, ძველი ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის ლექციებს. ამ სასწავლებელმა ახალი კარი გაუხსნა ჩემს ცნობიერებას და მომცა არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნა ცხოვრებისა. ამას თან ერთვოდა ბედნიერება მის უწმინდესობასთან თითქმის ყოველკვირეული შეხვედრებისა. სწორედ ამ შეხვედრებმა განაპირობეს ჩემი პირველი კრებულის გამოცემა (“ლაზარე, გამოდი!”), რომელიც ჩემს უსაყვარლეს პატრიარქს ეძღვნება.

წინა ზაფხულს მქონდა ბედნიერება სამი დღით ვსტუმრებოდი ჩვენი პატრიარქის მშობლიურ სოფელს – სნოს, სადაც მისივე კურთხევით დაიწერა ლექსი წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასალზე.

არ შემიძლია, ასევე არ ვახსენო სვეტიცხოვლის მგალობელთა გუნდი და მისი უნიჭიერესი რეგენტი ილია ოსეფაშვილი, რომელმაც ჩემს ლექსს, “მზე შინა ანუ ღვთისმშობლის საგალობელი” დაუწერა ულამაზესი მელოდია და მგალობელ ვაჟთა ოცდაოთხკაციან გუნდში ააჟღერა.

ასევე, ჩემი ლექსისთვის, “ლაზარე”, კომპოზიტორმა რუსუდან ბიწაძემ დაწერა ძალიან ლამაზი მუსიკა.

რაც შეეხება საერო თემატიკის ლექსებს, მსმენელს, ალბათ, მოსმენილი ექნება მუსიკალური ჯგუფის “რეგიონის” მიერ შესრულებული სიმღერა “თივა-თივა”, რომელიც ჩემი ლექსის, “ხელთათმანის” მიხედვით შეიქმნა და რომლის მუსიკალური ვარინტი რეჟისორსა და მომღერალ ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩემს ლექსზე დაწერილი სიმღერის მოსმენა მახარებს. ამჯერად ვმუშაობ უნივერსიტეტ “რვალში” და სამრევლო სკოლა “მთაწმიდელში”, სადაც გვაქვს ლიტერატურული სალონი და ვეწევით ძალიან საინტერესო შემოქმედებით ცხოვრებას. ჩვენს სალონის წევრობა და ჩვენთან სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ბმული:
* https://www.facebook.com/sagvareulo.larculiani
* http://biblioteka.litklubi.ge/index-nawarmoebi.php?author=ლარცულიანი ნინო

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5268
Registration date : 09.11.08

ნინო ლარცულიანი Empty
PostSubject: Re: ნინო ლარცულიანი   ნინო ლარცულიანი EmptyThu Jun 06, 2013 6:29 pm



ნინო ლარცულაიანი

ქრისტეს მეგობარი

თითქოს ბავშვი ვარ და
ქრისტე აქვე ცხოვრობს,
აგერ, ღობის მიღმა,
ხეს თლის იოსები,
და ზედ შალაშინს რომ
სწორად გადაუსვამს
დასცქერს ბურბუშელებს
მშვიდად ღვთისმშობელი...

ღამით თბილი რძე რომ
ატკბობთ ნამუშაკევთ,
თურმე მეც იქა ვარ,
მალვით კარს მომდგარი..
ქრისტეს ვუყვარვარ და
ჩემკენ მოაშურებს,
სახლში შემოვყავარ
სიყრმის მეგობარი...

ამ დროს გულისცემის
ცხელი ბიძგებიც კი
ცემენ გამალებით,
ცხენის ფლოქვებივით,
თითქოს უშენობა
ერთად შევკონე და
ცეცხლში მოვისროლე
ძველი ფურცლებივით!

თითქოს ბავშვი ვარ და
ქრისტეს მეგობარი
და მან დაკარგული
ისევ მომიძია,
სული უშენობის
სევდით ავად არი,
და მე უშენობა
აღარ შემიძლია!

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
sulamit

sulamit

Female
Number of posts : 1
Age : 42
Location : rustavi
Job/hobbies : trevaling
Humor : don't worry, be happy
Registration date : 08.01.12

ნინო ლარცულიანი Empty
PostSubject: Re: ნინო ლარცულიანი   ნინო ლარცულიანი EmptyThu Jun 06, 2013 6:42 pm

ნინო ლარცულიანი

მიყვარხარ!

მიყვარხარ!
ჩემს თავზე გახსნილი ზეცაა,
მიყვარხარ!
გრგვინავენ
საგულე ზარები,
და როგორც ბეთლემი,
შობისას,
მეცა ვარ
აღსავსე,
შენამდე მომავალ მგზავრებით!
მიყვარხარ!
აქ ყველაგან ფეთქვაა მაჯათა!
შენს ტერფებს მოველი,
ვით ზღვის ზედაპირი....
და როგორც ქვიშაზე
მორიყულ მარჯანთა,
მეძებს მებადური...
და ჩემი ნაპირი,
და ჩემი ნაპირი,
უთუოდ, შენა ხარ!
შველა ხარ!
შესვლა ხარ
სულის სამკვეთლოში,
რამდენჯერ გიტირა
თვალების ვენახმა,
რამდენჯერ გაგხვია
ლოცვის საკმეველში!...
მინდა,
გიწილადო
ყველა ამოსუნთქვა,
და ხელებგაშლილმა
ხმამაღლა ვიყვირო:
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!..
და თუნდაც მამალმა სამასჯერ იყივლოს....
როგორც დედამიწას,
მეც მადლი მაბრუნებს,
პეტრემ სინანული
რა ტკბილი გვასწავლა....
მოვალ ნაზარეთში,
რომ შენთან დავბრუნდე,
ვიდრე არ მიმიღებ,
არ წავალ!
არ წავალ!
მიყვარხარ!
აქ ყველაგან
ფეთქვაა მაჯათა!
შენს ტერფებს
მოველი,
ვით ზღვის ზედაპირი....
და როგორც ქვიშაზე
მორიყულ მარჯანთა,
მეძებს
მებადური...
მგრძნობს
ჩემი ნაპირი....
Back to top Go down
http://www.movies.ge
Sponsored content




ნინო ლარცულიანი Empty
PostSubject: Re: ნინო ლარცულიანი   ნინო ლარცულიანი Empty

Back to top Go down
 
ნინო ლარცულიანი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: