არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მალხაზ გველუკაშვილი

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 3 EmptyThu Nov 14, 2019 1:48 pm

მალხაზ გველუკაშვილი - Page 3 Malkha11

მალხაზ გველუკაშვილი

***
ბევრჯერ ვეცადე, აღარ გპირდები,
ვერ შეგისრულებ მე დანაპირებს,
ბევრი ვიცურე ცხოვრების ზღვაში,
ბევრჯერ შევასკდი კლდოვან ნაპირებს,
სიკეთეს ვთესავ და ბოროტს ვიმკი,
კვლავ ჩემი სისხლით ვკვებავ ვამპირებს,
სხვას არას ვნატრობ, ვიცხოვრე - მეთქვას,
როცა სიცოცხლე გამინაპირებს.

2017


study


Last edited by Admin on Mon Nov 18, 2019 11:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5365
Registration date : 09.11.08

მალხაზ გველუკაშვილი - Page 3 Empty
PostSubject: Re: მალხაზ გველუკაშვილი   მალხაზ გველუკაშვილი - Page 3 EmptyThu Nov 14, 2019 1:49 pm

მალხაზ გველუკაშვილი

ისევ ისე

გულში მწუხრი შემეპარა,
ეს ცხოვრება გავიდა,
მაგრამ დრო-ჟამს არ ვნებდები,
ხვალ დავიწყებ თავიდან.

ისევ ისე მოვალ შენთან,
თავს კალთაში ჩაგიდებ,
თვალში ცრემლებს ამოგიშრობ,
გულის ნადებს გაგიგებ.

ისევ ისე ჩაგეკვრები,
გეტყვი - კარგო, მიყვარხარ!
სახლი არ მაქვს, მაგრამ მაინც
წამო, სახლში მიმყავხარ.

ისევ ისე ვივლით ქვეყნად
იმედიან ფიქრებით,
მოვილხენთ თუ გვეტკინება
ისევ ერთად ვიქნებით.

მტერს ისევ არ დავნებდები,
პირში ვეტყვი სიმართლეს,
ისევ ისე, ვით ფარვანა,
შევაკვდები სინათლეს.

ისევ ისე მოვალ შენთან
ცხოვრებისგან დაღლილი,
გეტყვი - კარგო, სიყვარული
არ ყოფილა ადვილი.

მართალია, ეს ცხოვრება
ისევ ისე გავიდა,
ისევ შეგთხოვ, ისევ ისე,
ხვალ დავიწყოთ თავიდან.

2016


study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
მალხაზ გველუკაშვილი
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: