არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 პავლე მოსულიშვილი

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    EmptyMon Mar 04, 2013 5:40 pm

პავლე მოსულიშვილი    Pavle_17
NIneteenth century American choir-master by Will Carleton. Published by Harper & Brothers, New York, in 1881.


Pavle Mosulishvili - a Georgian writer, playwright and choirmaster

პავლე მოსულიშვილი
მწერალი, დრამატურგი და ლოტბარი.

წიგნები:
* "შენ ხარ მზე" (ოთხმოქმედებიანი ფანტასტიური ეტიუდი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებიდან), ქართველ კათოლიკეთა სავანეს საბეჭდავი, კონსტანტინოპოლი, 1922 ‎


* Šen xar mze : ot'xmok'medebiani p'antastiuri etiudi; sak'art'velos politikur c'xovrebidaan
Author: Pavle Mosulišvili
Publisher: Konstantinepoli : K'art'vel Kat'olik. Savanes Sabečdavi, 1922.

ბმული -
* http://www.isni.org/isni/0000000062703896
* https://www.worldcat.org/identities/viaf-89606969/ - Mosulišvili, Pavle
* https://www.worldcat.org/identities/viaf-89606969/
* * http://viaf.org/viaf/89606969/#Mosulis%CC%8Cvili,_P%CA%BCavle
* https://www.worldcat.org/title/sen-xar-mze-otxmokmedebiani-pantastiuri-etiudi-sakartvelos-politikur-cxovrebidaan/oclc/313134389&referer=brief_results


სპირიდონ კედიას პირადი არქივიდან:

რომი. 4/X. 1923 წ.
Vicolo 5.Nicolo la Tolentino, 20.


ძვირფასო სპირიდონ, ამ რამდენიმე ხნის წინად მივიღე ვეშაპელის პატარა ბარათი, სადაც
გაკვრით მატყობინებდა უსიამოვნო ამბავს __ თქვენ შორის ამტყდარ დისონანს...


გავიგე მოგიწყვიათ სტამბოლის ქართველებისთვის მანდ ჩამოსვლის ამბავი. ვინ დაგეხმარათ? აქ არის ეხლა სტამბოლიდგან ჩამოსული პავლე მოსულიშვილი. მანდ მოდის. ესეც გამოგვადგება სამუშაოდ. ბევრი მასალები აქვს ჩვენი კონსტანტინოპოლის წარმომადგენლობის სიმამაძაღლეებისა*. პირდაპირ ჩამოსახრჩობი ხალხი ყოფილა. აბა მაშ ნახვამდის. შენი წერილის მოლოდინში გითვლი ძმურს სალამს, ჩემი ცოლიც მოგიკითხავს.
შენი გიორგი მაჩაბელი.

---
* იგულისხმება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის წარმომადგენლობა კონსტანტინოპოლში, ე. წ. სტამბოლის პოლიტიკური კომისია, რომელსაც სათავეში ედგა კონსტანტინე გვარჯალაძე სოც. დემ. (მენშევიკი).


ბმული - http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000132/kedia.pdf


study


Last edited by Admin on Sun Feb 02, 2020 9:19 pm; edited 8 times in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: Re: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    EmptyMon Mar 04, 2013 5:48 pm

პავლე მოს - შვილი
მოსულიშვილი, პავლე =ქართული გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ტ. 5. ნაკვ. 2. – თბ., 1972. – გვ. 629.

ბმული - http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=list&d=2&t=dict&w1=%E1%83%9E&w2=%E1%83%90
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: Re: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    EmptyFri Sep 02, 2016 9:14 am

„ბატონი გიორგი ნოზაძე დიდი მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ ელენე წერეთლის მოღვაწეობასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ცნობის გამო. 1938 წელს 15 წელი შეუსრულდა ემიგრაციაში მოღვაწე ლოტბარის და დრამატურგის პავლე მოსულიშვილის ქართველ მომღერალთა გუნდს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქართული ემიგრანტული ჟურნალის „სამშობლო“ რედაქციამ თხოვნით მიმართა იმხანად მედიცინის სფეროში მომუშავე, მაგრამ, იმავდროულად, ქართული მუსიკალური კულტურის ზედმიწევნით მცოდნე ელა წერეთელს. მას დაევალა მიმოხილვითი ხასიათის წერილის მომზადება. აღნიშნული ჟურნალის 1939 წლის იანვრის ნომერში (N 27) გამოქვეყნდა სტატია „ქართული სიმღერა საფრანგეთში“, რომელშიც მოკლედ და, ამავე დროს, სავსედ არის წარმოჩენილი პ. მოსულიშვილის მომღერალთა გუნდის 15-წლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობა („ბანი“, 1939: 48-49). ავტორი ფსევდონიმით („ბანი“) აწერს ხელს. როგორც გ. ნოზაძემ აღნიშნა, ამის მიზეზი იყო ავტორის თავმდაბლობა და საკუთარი თავისადმი თვითკრიტიკული დამოკიდებულება. ვინაიდან, იმხანად ოფიციალურად სრულიად განსხვავევულ სფეროში საქმიანობდა, მან არ ჩათვალა საჭიროდ სტატიის საკუთარი გვარით ხელმოწერა. ეს გახლდათ ელენე წერეთლის ქართული მუსიკალური ხელოვნებისადმი მიძღვნილი პირველი პუბლიკაცია (ურუშაძე, 1990)“.

ლევან ზ. ურუშაძე – ქართული კულტურის დაუღალავი პოპულარიზატორი (ელენე წერეთელი)



ბმული - https://burusi.wordpress.com/2011/10/04/urushadze-2/
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: Re: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    EmptySat Jan 18, 2020 2:02 pm

მოსულიშვილი, პავლე
კავკავი. ქართული წირვა წმ. ნინოობას / პ. მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი. - 1898.-21 იანვ.. - N433. - გვ.3[MFN: 96108]
UDC: 27-277
გეოგ.დასახელება: კავკავი.
თემატიკა: ქრისტიანული მსახურება.
საკვანძო სიტყვები: წირვა.

მოსულიშვილი, პავლე
სააღდგომო კვერცხი : (ისტორიული აღნიშვნა) : სასრგებლო ცნობა / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი. - თბილისი, 1899. - 11 მაისი. - N815. - გვ.3[MFN: 98588]
UDC: 39(100)
თემატიკა: ეთნოგრაფია.
საკვანძო სიტყვები: სააღდგომო კვერცხი.

მოსულიშვილი, პავლე
ველურების ცეკვა / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი. - თბილისი, 1898. - 23 ივნ.. - N565. - გვ.3-4[MFN: 98608]
UDC: 39(100)
თემატიკა: ეთნოგრაფია.
საკვანძო სიტყვები: უცხოეთის ეთნოგრაფია; ველურების ცეკვა.

მოსულიშვილი, პავლე
თევზი - სანთელი : პატაგონელთა შესაზარი ჩვეულება / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი. - თბილისი, 1898. - 22 მაისი. - N539. - გვ.4[MFN: 98611]
UDC: 39(100)
გეოგ.დასახელება: პატაგონია.
თემატიკა: ეთნოგრაფია.
საკვანძო სიტყვები: უცხოეთის ეთნოგრაფია; წეს-ჩვეულებები.

მოსულიშვილი, პავლე
კაცის ჭამიაობა აფრიკაში / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი. - თბილისი, 1898. - 2 ივნ.. - N547. - გვ.3-4[MFN: 98613]
UDC: 39(6)
გეოგ.დასახელება: აფრიკა.
თემატიკა: ეთნოგრაფია.
საკვანძო სიტყვები: უცხოეთის ეთნოგრაფია; წეს-ჩვეულებები.

მოსულიშვილი, პავლე
უცხოეთის აზრი კავკასიაზე / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი. - თბილისი, 1899. - 16 მარტი. - N774. - გვ.3[MFN: 98824]
UDC: 910.4(479) + 902(44)(092) + 94(479.22:44)
ანოტაცია: ბარონ დე-ბაის მოგზაურობა კავკასიაში
პერსონალია: დე ბაი ჟოზეფ (ფრანგი არქეოლოგი, 1853-1931).
გეოგ.დასახელება: კავკასია.
თემატიკა: მოგზაურობა; არქეოლოგია; საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები.
საკვანძო სიტყვები: მოგზაურობა კავკასიაში; ფრანგი არქეოლოგები; საქართველო-საფრანგეთის ისტორიული ურთიერთობები.

მოსულიშვილი, პავლე
ქალაქი მარსელი / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1899. - 20 ივნისი. - N847. - გვ.2-3. - გაგრძელება იხ.: 22 ივნისი. N848. გვ.2-3[MFN: 99009]
UDC: 94(44-21) + 913(44)
ანოტაცია: მარსელის დაარსების თავდაპირველი ისტორია. მისი ადგილმდებარეობა
გეოგ.დასახელება: მარსელი, ქალაქი (საფრანგეთი).
თემატიკა: ქალაქების ისტორია; გეოგრაფია.
საკვანძო სიტყვები: მარსელის დაარსების ისტორია; მარსელის ადგილმდებარეობა.

მოსულიშვილი, პავლე
კავკავი : თავხედური მკვლელობა ავაზაკებისაგან. ქართული წირვა-ლოცვა. საუკეთესო ღვინო / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1898. - 4 მარტი. - N471. - გვ.3[MFN: 136545]
UDC: 343(470.6) + 27-277(479.22) + 663.2(470.6)
გეოგ.დასახელება: კავკავი (ჩრდილოეთ კავკასია).
თემატიკა: სისხლის სამართალი; ქრისტიანული მსახურება; მეღვინეობა.

მოსულიშვილი, პავლე
ქ. კავკავი : თავ-გასული ქურდობა / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1898. - 29 მარტი. - N495. - გვ.3[MFN: 136546]
UDC: 343(470.6)
გეოგ.დასახელება: კავკავი (ჩრდილოეთ კავკასია).
თემატიკა: სისხლის სამართალი.

მოსულიშვილი, პავლე
კავკავი : ქართული ეკკლესიის კურთხევა / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1898. - 5 ნოემბერი. - N671. - გვ.2[MFN: 136548]
UDC: 726(479.22) + 27-277(479.22)
გეოგ.დასახელება: კავკავი (ჩრდილოეთ კავკასია).
თემატიკა: ქართული ეკლესია-მონასტრები საზღვარგარეთ; ქრისტიანული მსახურება.

მოსულიშვილი, პავლე
ქ. კავკავი : ქართველთა ეკლესია / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1898. - 16 სექტემბერი. - N630. - გვ.3[MFN: 136550]
UDC: 726(479.22)
გეოგ.დასახელება: კავკავი (ჩრდილოეთ კავკასია).
თემატიკა: ქართული ეკლესია-მონასტრები საზღვარგარეთ.

მოსულიშვილი, პავლე
იტალიის ემიგრანტები / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1899. - 20 მაისი. - N822. - გვ.3[MFN: 136623]
UDC: 94(450)
გეოგ.დასახელება: იტალია.
თემატიკა: ისტორია.

მოსულიშვილი, პავლე
კავკავი : ქართული საქველმოქმედო წარმოდგენა / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1899. - 1 მაისი. - N808. - გვ.3[MFN: 143461]
UDC: 008(479.22:470)
ანოტაცია: ორი პიესის დადგმა
პერსონალია: სარაჯიშვილი ა.პ.; გაბუნია-ცაგარელი ნატალია (მსახიობი).
გეოგ.დასახელება: კავკავი.
თემატიკა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.
საკვანძო სიტყვები: საქართველო-რუსეთის კულტურული ურთიერთობები; კომედია "ხანუმა"; ვოდევილი "ჯერ დაიხოცნენ მერე დაქორწინდნენ".

მოსულიშვილი, პავლე
ჟურნალ-გაზეთების განათლებრივი მნიშვნელობა / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1899. - 9 ივნისი. - N837. - გვ.4[MFN: 145356]
UDC: 070(100)
თემატიკა: ჟურნალისტიკა.

მოსულიშვილი, პავლე
უძველესი გამოცემანი ჩინეთში / პავლე მოსულიშვილი // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1899. - 3 აპრილი. - N789. - გვ.4[MFN: 145357]
UDC: 070(510)
გეოგ.დასახელება: ჩინეთი.
თემატიკა: ჟურნალისტიკა.
საკვანძო სიტყვები: ჩინეთის პერიოდული გამოცემები.




ბმული - http://www.nplg.gov.ge/ec/ka/gazet

:::
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: Re: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    EmptyFri Jan 31, 2020 11:27 pm

პავლე მოსულიშვილი    Pavle_10

პავლე მოსულიშვილი

კავკავი. ქართული ეკკლესიის კურთხევა

კვირას, პირველ ნოემბერს, აქ აკურთეს ქართული ეკკლესია, რომელიც აშენებულია წმ. ნინოს სახელობაზე და მათი იმპერატორობითის უდიდებელესობის დაგვიგვინების სახსოვრად. მკურთხებლად და მწირველად ბრძანდებოდა მისი ყოვლად-უსამღვდელოესობა ვლადიმერი, ეპისკოპოსი კავკავისა და მოზდოკისა.
ეკკლესაიში მობრძანებისამებრ, ყოვლად-სამღვდელოს ეკკლესიის კარებ წინ მიეგებნენ ქართული სკოლის მოწაფეები და ქართველობა.
წირვის და კურთხევის დაწყებამდე საკათედრო სობორიდან ეკკლესიაში მოასვენეს ივერიის საკვირველ-მოქმედი ღვთის-მშობლის ხატი.
წირვას დაესწრნენ ოლქის მმართველი, გენერალ-ლეიტენანტი კაზანოვი, გენერალ-ლეიტენანტი ტრეიტერი, ქალაქის მოურავი ფლოროვი, გიმნაზიის დირექტორი ვინოგრდოვი და ქალაქის სხვა წარჩინებულნი პირნი.
დილიდგანვე ეკკლესია ხალხით ისე გაივსო, რომ ვერც-კი ეტეოდნენ და წირვის დროს ბევრს გარედ მოუხდათ დგომა.
გალობდნენ ორი ხორო: ქართულ ენაზე სკოლის მოწაფეების გუნდი, ბ-ნი ლ. ბოცვაძის ლოტბარობით და რუსულ ენაზე სობორის ხორო.
წირვის შემდეგ მის ყოვლად-უსამღვდელოესობამ წარმოსთქვა ქაგადება, რომელშიაც ნათლად გამოხატა ქართველების ის უბედური მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ სხვა და სხვა ხალხთან ომიანობის დროს მტკიცედ თავიანთი რჯულის დასაცველად. კავკასიაში არა ტომის ხალხმა არ შეინახა თავისი წინანადელი რჯული ისე მტკიცედ, როგორც ქართველებმაო, რის გამოც ქართველები შეიძლება ჩაითვალონ და ითვლებოდნენ კიდეც მართლ-მადიდებელ რჯულის ბურჯათო; აგრეთვე სთქვა, რომ ეკკლესიის კურთხევას საბედნიეროდ ივერიის ღვთის-მშობლის ხატი დაესწრო, რომელიც თქვენ შორიდან წარმოსდგა, თამარ დედოფლის მიერ იქმნა დალოცვილი. თქვენგნით გაქრისტიანებულ ოსებისთვინ იქმნა ნაჩუქარი და ამ რამდენიმე საუკუნის შემდეგ თქვენ მაინც არ დაგივიწყათ და თავის აქ დასწრებით ეკკლესია გააბედნიერაო.
წირვის შემდეგ სამღვდელო პირნი ეპისკოპოზითურთ და ქართველობა მიწვეულ იქმნენ სადილზე, რომელზედაც ქართველთა საზოგადოებამ მის ყოვლად-უსამღვდელოესობას მიართვა საჩუქრად საუცხოვო ალბომი.
ამ გვარად აღსრულდა სურვილი და განხორციელდა საღმრთო საქმე, იკურთხა ეკკლესია, გაეღო სინათლის კარი და ზეგარდმო ეცხა მადლი აქაურ ქართველობას, რომელთაც სისრულეში მოიყვანეს და აკურთხეს პირველი ქართული ეკკლესია ჩრდილოეთ კავკასიაში.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, # 671, 1898.

პავლე მოსულიშვილი    Pavle_11

ბმული:
* http://el.ge/articles/26397#pdfViewerModal

პავლე მოსულიშვილი    Pavle_12

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5719
Registration date : 09.11.08

პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: Re: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    EmptySun Feb 02, 2020 7:23 pm

პავლე მოსულიშვილი    Pavle_13

პავლე მოსულიშვილი

სამეცნიერო ცნობა
ადამიანის დღეგრძელობა

ადამიანის დღეგრძელობაზე სხვა და სხვა დროს ბევრი უფიქრნიათ და ულაპარაკნიათ სწავლულებს. ბევრ რამეს იგონებდნენ ადამიანის სიცოცხლის გასადღეგრძელებლად და ბევრი სჯისა და ბაასის შემდეგ სწავლულებმა შემდეგი გამოიყვანეს:
უმეტეს ნაწილად ხალხი უფრო დიდხანს ცივ ქვეყნებში სცოცხლობს, ვიდრე ცხელ ქვეყნებში. მაგალითად, ფინლიანდელები უფრო გვიანა ჰკარგავენ თავიანთ ვაჟკაცურ შეხედულობას, ვიდრე სხვა ხალხნი და უფრო ცხელ ქვეყნების მცხოვრებლები. ჩრდილოეთის მცხოვრებლები უფრო ღრმა სიბერეში ატარებენ თავიანთ წუთი სოფელს, შესამჩნევლად გვიანა ბერდებიან და ძვლების სახსრები ძლიერ გვიანა ჰკარგავენ თავიანთ ძალას, რასაც სხვა ხალხთა შორის სრულებით არ ვამჩნევთ.
ადამიანის დღეგრძელობას აგრეთვე ზღვის სიახლოვეც ხელს უწყობს. სტატისტიკა ცხადად გვიჩვენებს, რომ მეზღვაურები (моряки), მეთევზეები და ზღვის ახლო მცხოვრებლები უფრო დიდხანსა ცხოვრობენ, ვიდრე იგინივე, რომელნიც ხმელეთის შუა გულში ცხოვრობენ.
როგორც ფიზიოლოგები აცხადებენ, ადამიანის სიცოცხლე ჩვენ დროში 125 წელზე მეტს არ აღემატება, მაგრამ შემთხვევა არა საქმეში არ არის მოკლებული, როგორც ქვემოთ აღნიშნულში ვხედავთ.
ამ ჟამად საფრანგეთში, იზერის დეპარტამენტში სცხოვრობს ერთი ღრმად მოხუცებული დედაკაცი 127 წლისა, სახელად მარიამ დიურენი.მის ცხოვრებაში საფრანგეთში გამოიცვალა ათი მმართველი: ლუდოვიკი XV, ლუდოვიკი XVI, საფრანგეთის პირველი რევოლიუცია, კონსულობა, პირველი იმპერია, ლუდოვიკი XVIII, კარლოს ლუდოვიკი X, ლუდოვიკი ფილიპპე, მეორე რესპუბლიკა, პირველი იმპერია და ამ ჟამად იგი აბოლოვებს თავისს სიცოცხლეს საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროს.
დამტკიცებულია, რომ რაც ადამიანი გვიან ამაგრებს თავის ნერვეულობას და ტანის სახსრებს, მით უფრო დიდ ხანსა სცოცხლობს. უფრო ყურადღების მიმქცევი მცნება ადამიანის დღე-გრძელობისა არის ნერვებისა და ტანის სუფთად შენახვა და ნორმალური ჭამა-სმა.

გაზეთი „ცნობის ფურცელი“, ოთხშაბათი, 23 დეკემბერი, # 771, 1898.

პავლე მოსულიშვილი    Pavle_16

ბმული:
* http://el.ge/articles/26438#pdfViewerModal

პავლე მოსულიშვილი    Pavle_15

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




პავლე მოსულიშვილი    Empty
PostSubject: Re: პავლე მოსულიშვილი    პავლე მოსულიშვილი    Empty

Back to top Go down
 
პავლე მოსულიშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი (ავტორები და ტექსტები) :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: