არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მურმან ლებანიძე

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

მურმან ლებანიძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   მურმან ლებანიძე - Page 3 EmptySat Jun 02, 2018 3:03 pm

მურმან ლებანიძე

მეტეხის კლდეში სწერია...

მეტეხის კლდეში სწერია
ოთხი სტრიქონი ბრწყინვალე:
_ რა უფრო მშვენიერია:
დიაცი _ უბემჩინარე,
თმადათოვლილი მოხუცი,
ჩვილი _ აკვნიდან მცინარე,
ვაჟკაცი _ ომში გასული,
მამულისათვის მძვინვარე,
თუ უკვე შუბლგაჩეხილი _
გაუღვიძებლად მძინარე?!

Arrow


Last edited by Admin on Wed Jul 31, 2019 9:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

მურმან ლებანიძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   მურმან ლებანიძე - Page 3 EmptyWed Jul 31, 2019 9:15 am

მურმან ლებანიძე

ბოღჩებით და ყავარჯნებით...

ბოღჩებით და ყავარჯნებით
გრძელი სოფლის კართან ვდგავართ;
მოკლე სოფელს არ დავრჩებით,
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

კეისარიც, სპასალარიც,
თვითონ რომის პაპიც თავად
(სხვა სოფელი არსად არი!) -
ყველა გრძელ სოფელში წავალთ!

ამ ტალახებს გავშორდებით,
ამ ორღობეს ლაფში ვყავართ...
მადლობა ღმერთს, გავსწორდებით,
ყველა - გრძელ სოფელში წავალთ!

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

მურმან ლებანიძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   მურმან ლებანიძე - Page 3 EmptyWed Jul 31, 2019 9:18 am

მურმან ლებანიძე

მკვდრები

არდავიწყების მწვანე კონცხთან ამოდის გემი
ზღვის უფსკრულიდან; მისცემიან გემბანზე ფიქრებს.
მიცვალებულებს ალამაზებს ოცნება ჩემი -
ბევრი მათგანი ქუდს მიხდის და ცხვირსახოცს მიქნევს.
აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.
ხოლო ცოცხლები ჩემს ნაპირზე, ჩემ გვერდით დგანან;
მგონია, ვდგავარ ერთდროულად ძმებთან და მტრებთან;
ხელს ვართმევ ცოცხლებს, მაგრამ მკვდრები სხვა ნისლში დგანან
და კარგად ვიცი, რომ საერთო მეტი მაქვს მკვდრებთან.
- წინ! ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-
ვიღაც დიდი და იდუმალი, გაფრენას მირჩევს...
და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.
ხომ არ დაბერდა. ხომ არ გაცვდა ჭურჭელი ხორცის,
რომ, რაც დრო გადის, უხორცობის წყურვილით ვთვრები,
რომ მპირდებიან სამუდამო ტაძარში ქორწილს
და მეძახიან, მეძახიან მე ჩემი მკვდრები?!
რა არის წლები, ეპოქები რა არის ხშირად, -
მოწამებრივი, ხორციელი ცხოვრების შემდეგ
უსაზღვროების თუ იქცევი წილად და შვილად
და წარიშლება შენთვის ზღვარი და სიტყვა „შესდექ!“
ჩუ, ეს ვინ გალობს? მწვანე კონცხთან ფრიალებს აფრა -
კრთის და ფრთხიალებს უთეთრესი ყვავილი ხსოვნის.
იქ არა ერთის შარავანდი ფრიალებს ლამპრად,
იქ რუსთველია წინმდგომად და მეუფედ ყოვლის.
იქ, წინაპრებთან, ჩემი დროის შვილებიც ჩანან.
მკერდბუმბერაზი ეს ვინ დადგა მამების გვერდით?
ოჰ, რა ღირსებით, რა ლომური ჭაღარით დგანან
და რა ურყევი ერთი მრწამსით და ერთი ხვედრით!
აკაკი მოკვდა, მოკვდა ვაჟაც, ილია მოჰკლეს,
გალაკტიონმა, ვიცით, თვითონ გაშალა ფრთები.
ფასშეუვალი და მწუხარე ხომალდი მოჰქრის,
მოჰქრის ხომალდი, დახუნძლული ძვირფასი მკვდრებით.
- მაშ, ასწი თასი! მოაშურე ჩვენს მსუბუქ ხომალდს!-
ვიღაც დიდი და იდუმალი გაფრენას მირჩევს...
და გალურსული ჩემი სული სიფრთხილით ზომავს
გასაფრენ მანძილს და საფრენად უძნელეს სივრცეს.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5270
Registration date : 09.11.08

მურმან ლებანიძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   მურმან ლებანიძე - Page 3 EmptyWed Jul 31, 2019 9:58 am

მურმან ლებანიძე

რვაფეხა...

რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი:
წებოვან საცეცების მიცეცებ-მოცეცებით,
გელაციცებიან _ ალერსით, კდემით,
უტიფარ სურვილით და
მოგონილ მოწიწებით.

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Sponsored content




მურმან ლებანიძე - Page 3 Empty
PostSubject: Re: მურმან ლებანიძე   მურმან ლებანიძე - Page 3 Empty

Back to top Go down
 
მურმან ლებანიძე
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: