არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 ეკატერინე დონდუა

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ეკატერინე დონდუა Empty
PostSubject: ეკატერინე დონდუა   ეკატერინე დონდუა EmptySun Nov 04, 2012 10:21 am

ეკატერინე დონდუა Aaaaaa21

Ekaterine Dondua

ეკატერინე დონდუა


მუშაობს გამომცემლობა ბაკმი bakmipublishing-ში
ცხოვრობს Tbilisi, Georgia-ში
წარმოშობით Tbilisi, Georgia-დან
Knows Georgian, Russian, English

ბმული:
* https://www.facebook.com/ekaterine.dondua

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

ეკატერინე დონდუა Empty
PostSubject: Re: ეკატერინე დონდუა   ეკატერინე დონდუა EmptySun Nov 04, 2012 10:23 am

ეკატერინე დონდუა

ქმარმა რა იცის, რომ წაწლობ ფიქრში...
(ციკლიდან „მთა _ სიყვარულის პოეზია“)


"ხათუთავ, რა არის წაწალი?"
მ. ჯავახიშვილი, "თეთრი საყელო"




დღეს:

ფრთათეთრი დილა შემოენთო ფიქრიან თვალებს,
ნარუჯი ტანი დაიღალა ნარუჯ ღამეში,
რამდენი წამიც გაფრინდა და რამდენიც თვალე,
ყველა ჩამოდნა შენი ტანის სიმხურვალეში...


გუშინწინ:

ალუბლის ტუჩებს ფუტკარივით დააკვდა კოცნა,
ვაშლის დამსკდარი კვირტის დარი ქათქათებს მკერდი,
მთის წაწალი ხარ, სულ არ იცი დაღლა და მოცლა
და გაშოლტილმა აუტკივე ვრცელ მინდორს ფერდი...


გუშინ:

მოგისაკლისეს,
დიდ ქალაქში სულელს და ჭკვიანს,
დღეს ერთდროულად წამოსტკივდა ნეკნი ნაკლული,
და შენც დაბრუნდი...
დაბრუნება თუ ამას ჰქვია,
გული ხომ დაგრჩა მთების იქით გადაკარგული _
წითელი დისკოს სიმხურვალე, მჭვირვალ მანდილში, _
ცისა და მიწის შესართავთან შიშვლად რომ ფეთქავს...

„სუ–უ–უ...“ , _ გააჩუმებ ქმარს, ანთებულს უცხო წადილში,
„სუ–უ”... _ გააჩერებ, _ „ დღეს ნუ იტყვი, რაც უნდა გეთქვა...“

ჩამოიყოლებ სიჯიუტეს ბედაურების,
გაიხდი სამოსს _ მთის ყვავილთა სურნელს მათრობელს,
მოგეძალება კაეშანი,
ბედად ურვების
განსაქარვებლად არ ზოგავენ თავს და
გართობენ.

აფერადებენ ეზოებსაც, გაგილღვონ გული,
მათ რა იციან, რომ უგულოდ დაბრუნდი ქალაქს,
იელვებს...
კრთება ვერცხლისფერი თვალებზე რული,
„ნეტავი, კოშკში რა ხდებაო?!“ _
ეჭვი გღრღნის თანაც...


ხვალ:

მშვიდი მომავლის მოადგება ფანჯარას დილა,
შემოიღება საძინებლის ჩუმად კარები...
შენ კი ადგები, ჩაიცმევ და ქმრის ჩუმად, ფრთხილად,
ფინჯან ყავასთან, მთაში მაინც გაიპარები...

02.07.2012

study
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
ეკატერინე დონდუა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: