არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday Empty
PostSubject: 16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday   16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday EmptyTue Jul 10, 2012 9:36 am

16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday Jamesj10

ჯეიმზ ჯოისი (ინგლ. James Augustine Aloysius Joyce, ირლანდ. Séamus Seoighe; დ. 2 თებერვალი, 1882, რეთგერი, დუბლინის გარეუბანი, ირლანდია — გ. 13 იანვარი, 1941, ციურიხი, შვეიცარია) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი.

ჯოისის შემოქმედებას ეკუთვნის მისი ყველაზე გახმაურებული რომანი „ულისე“ (1922 წ.) და ნოველა „ფინეგანის სამძიმარი“ (1939 წ.), მოკლე ნოველების კრებული „დუბლინელები“ (1914 წ.) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ (1916 წ.). მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს - ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.


ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/ჯეიმზ_ჯოისი

study


Last edited by Admin on Tue Jul 10, 2012 9:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5120
Registration date : 09.11.08

16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday Empty
PostSubject: Re: 16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday   16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday EmptyTue Jul 10, 2012 9:49 am

16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday Ulisse10

წიგნის დასახელება - "ულისე"
წიგნის ავტორი - ჯეიმზ ჯოისი
ინგლისურიდან მთარგმნელი - ნიკო ყიასაშვილი
თარგმანი შეავსო და გამოსაცემად მოამზადა - მაია ყიასაშვილი
რედაქტორი - თეა ქიტოშვილი
დიზაინერი - თამაზ ვარვარიძე
გამომცემლობა - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია - მსოფლიო კლასიკოსები
გვერდების რაოდენობა - 864
ყდა - მაგარი
ISBN 978-9941-15-124-8
ფორმატი - 15 x 22
გამოცემის წელი - 2012

ბოლოთქმა უკანა ყდაზე - ჯეიმს ჯოისი 1882 წელს დაიბადა ირლანდიაში. ცხოვრობდა პარიზში, ტრიესტში, ციურიხში. გარდაიცვალა ციურიხში, სადაც დაკრძალეს კიდეც. წერდა ლექსებს, პოემებს, ესეებს, მოთხრობებს, პიესებს...

XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან და სახელგანთქმულ წიგნს, ,,ულისეს’’, ავტორმა შვიდ წელზე მეტი მოანდომა და 1921 წელს დაასრულა, როცა ამერიკაში ლიტერატურულ ჟურნალში ნაწყვეტები გამოქვეყნდა, ჟურნალის გამომცემლები დააპატიმრეს და დააჯარიმეს. ,,ულისე’’ წიგნად 1922 წელს გამოვიდა პარიზში. 1934 წლამდე ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში აკრძალული იყო.

,,ულისეს’’ რამდენიმე თავი ნიკო ყიასაშვილის თარგმანი პირველად 1983 წელს გამოვიდა და მაშინვე დიდი მოწონება დაიმსახურა. მთარგმნელმა გააგრძელა მუშაობა ,,ულისეზე’’ და მის კომენტარებზე, მაგრამ დასრულება ვერ მოასწრო. ნიკო ყიასაშვილის თარგმანი შეავსო და გამოსაცემად მოამზადა მაია ყიასაშვილმა. ასე რომ, ამჯერად ქართველ მკითხველს ჯოისის ამ უდიდეს შედევრს სრულად ვთავაზობთ.

16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday Ulysse10

რომანის პირველი ფრაზა - "წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელზედაც ჯვარედინად ეწყო სარკე და სამართებელი".

ბმული - http://sulakauri.ge/books/single/696/

Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
 
16 ივნისი, 1904 - ბლუმსდეი - Bloomsday
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: