არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 მაიკო მიქაია

Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptyWed Jan 23, 2019 2:32 pm

მაიკო მიქაია

ვეჩვევი

ღამის ცის არაქნიდს ფიფქების
რძისფერი ქსელები გაუბამს,
მგონია, თითებით მივწვდები,
თითებით მივწვდები თვალუბამს.
მთელი დღე ხმას უწყობს მონოტონს
ეს მწყობრი კაკუნი პლანშეტთან.
თითქმის არ ვსაუბრობ ბოლო დროს,
ბოლო დროს დუმილი დამჩემდა.
ფანჯრიდან ტაძარი სამების
მოჩანს და სივრცეებს ნაღრუბლარს
ვეჩვევი დაღლილი თვალებით...
თვალებით ვეჩვევი საუბარს.
როცა ვერცხლისფერი ბინდია,
ბინდი თვალუწვდენი კბოდეა...
მოდიან და მერე მიდიან,
მიდიან და აღარ მოდიან...
ეს სიყვარულისგან არ არი,
ეს არც სიძულვილის გამოა,
უბრალოდ, არ მოვა არავინ,
საერთოდ არავინ არ მოვა.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptySun Feb 03, 2019 10:35 am

მაიკო მიქაია

ცა მშვიდობისა...

ცა მშვიდობისა,
ფრთა დაელოცოს
იმ თეთრ ანგელოზს,
შენ რომ გაცილებს!
და ყოვლისშემძლე
სვე-ბედი როცა
წაშლის დროსა და
წაშლის მანძილებს,
უფლის წყალობით,
ისევ შევხვდებით,
ცრემლის კი არა,
ღიმილის ღვარით,
არ დაგვჭირდება
გასაღებები _
იქ ბოლო სუნთქვით
იღება კარი.

ცა მშვიდობისა,
მშვიდობა შენს სულს!
ვიცი, ცხოვრებას
სხვაგან აგრძელებ
და ვგრძნობ
შენს ალერსს _
თვლემაში შესულ
წამწამებზე რომ
მაფენ ფანტელებს.
ვინ იცის, როგორ,
ვინ იცის, როდის,
თვალს დაგვიხუჭავს
სწრაფი და მალი...
თოვლი კი, ალბათ,
იმიტომ მოდის,
რომ მასზე მაინც
დავტოვოთ კვალი.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptyTue Feb 12, 2019 9:18 pm

მაიკო მიქაია

შაპიტო და ბოშათა ბანაკი

შაპიტო. თვალებს შესეული უცხო ვნებანი,
ლილიპუტები... ტანმოქნილი აკრობატები,
მოღრუბლულ ცასაც წითელ-ყვითელ ფერად ღებავდნენ,
აკორდეონის და გიჟური როკვის თანხლებით...
....
რომც მოვინდომო, ვეღარ აღვწერ, ალბათ, იმ ამბებს,
როგორ იკლებდა ჟრიამულით ქალაქს რომალე.
მე მხოლოდ ერთი მცირე ლექსით შემოვიფარგლე,
არადა, ალბათ, სიუჟეტი იყო რომანის...
მე, ჩემი კბილა ბოშა დები, ლილა და სტრელა,
(ისე გათხოვდნენ, დაქალებაც აღარ აცალეს)
საღამოობით სასეიროს ვუჭვრეტდით სცენებს,
ვნებიან ცეკვებს, ხმაურიან აყალმაყალებს...
ნაცნობი ხმებით იწყებოდა დილა ყოველი,
არ იფუჭებდნენ არასოდეს დარდით გუნებას.
როგორ მხიბლავდა ჩემთვის მუდამ მიუწვდომელი,
საერთოდ, მაშინ, უჩვეულო თავისუფლება...
დილიდან ბაზარს შესეულნი ყიდიდნენ წვრილმანს,
მოყინულ გზაზე ფეხშიშველა დატანტალებდნენ.
საღეჭ რეზინებს ასაღებდა ყველაზე ძვირად
მამაჩი _ ბიჭი, მომნუსხავად ლურჯი თვალებით.
ხან მკითხაობდნენ, ქურდობასაც არ თაკილობდნენ,
სულ ჟრიამული, სულ წანწალი ჰქონდათ მისჯილი,
უცხო ცნებები იყო მათთვის _ ქცევა, ზრდილობა,
აჟღარუნებდნენ ჩამოძონძილ მკერდზე ჯინჯილებს.
....
ერთხელაც, ქალაქს მოევლინა ცირკი შაპიტო,
დათვის ბელებით, ბაფთიანი მოტოციკლებით,
შავი პუდელი დაათრევდა წითელ მაკინტოშს,
თოკზე შიმპანზე დარბოდა და გუმბათს იკლებდა.
_ მაიმუნს ჰგავდა ის „ცირკაჩკაც“, მოკლე კაბითო, _
ჩვენმა ბოშებმა შეაჩვენეს ლანძღვა-გინებით,
_ ბოშები ვართო, აბა, თქვან და აბა გაბედონ,
ბოშები ჩვენ ვართ, ესენი კი _ ვიღაც ციგნები!
ცირკზე ბრაზობდნენ და გზადაგზა ასე „გვმოძღვრავდნენ“,
სტუმარ-მასპინძელს აწუხებდა შუღლი ორმხრივად.
ჩვენ ჩვენი გვქონდა, რა თქმა უნდა, ესეც მოძრავი
და მაინც ცირკი, მუდმივი და ადგილობრივი...
....
ბავშვობა ნისლებს შეერია და გამირაჟდა,
ყოფამ წარსული უმოწყალო ფიქრქვეშ გაიგდო,
სანამ ჩემს ქალაქს... ოღონდ უკვე ფერად სიზმარში,
ხმაურიანი არ ეწვია ცირკი შაპიტო.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Admin
Into Armury
Into Armury
Admin

Male
Number of posts : 5330
Registration date : 09.11.08

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptyFri Mar 15, 2019 9:13 pm

მაიკო მიქაია

***
...ვეტყვი ჩემს უხილავ თანამგზავრს,
მზერით რომ ერთმანეთს გავივლით,
_ სულის უკვდავების რადგან გწამს,
იცოდე, რომ ჰკლავდა წადილი,
როცა ცად ილტვოდა,
თანაც ხან,
საუკუნისწინა მკვდარივით,
სიმშვიდეს ეძებდა, გზადაგზა
გაცისკროვნებული არილით.
უყვარდა...
კვდებოდა...
გადარჩა...
მიხვდა
მრავალსიკვდილგავლილი,
რომ მიწა პურია,
თანაც ცა _
პურის ჩასაწობი მარილი.

2019

Arrow
Back to top Go down
http://armuri.georgianforum.com
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptyThu Apr 04, 2019 12:28 pm


მაიკო მიქაია | შურიმშინე | წიგნის წარდგინება | სრული ჩანაწერი

AraGviani
გამოქვეყნდა 30 აპრ. 2014-ში

Arrow


_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptyThu Apr 04, 2019 12:31 pm


"გარა" - მაიკო მიქაია "შურიმშინე"
გამოქვეყნდა 16 აპრ. 2014-ში

Arrow


_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 384
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 EmptyTue Sep 10, 2019 8:58 am

მაიკო მიქაია

ნუ მწერ

„ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში...“
მირზა

ნუ მწერ,
დღეიდან აღარ იღებს გული შენს წერილს...
უღმერთოდ ცხელა,
ესიზმრებათ ბალახებს წვიმა
და გამოხრუკულ მიწის სიღრმეს
ფესვების რწევით
ეფინებიან,
არ იციან ჯერ კიდევ იმათ,
რომ მალე მოვლენ
სამართებლისტუჩება ცელით,
დაუსერავენ შიშველ კეფას,
დაჭიმულს სიმად...
ფესვები ისევ გრძნობენ სხეულს,
მიწაზე ფენილს
და ცხელ მიწაზე დაფენილი
სხეული სტკივათ.

ნუ მწერ...
მარტის სუსხს შეეწირა ყვავილი ნუშის,
ჩამონაცრული დაემსგავსა
ნაკვალევს ცეცხლის.
ნუ მწერ...
ან თუ მწერ, ნუ აწვალებ,
ათასჯერ ნუ შლი,
სიტყვების შეცვლით,
შენც ხომ იცი,
ვერაფერს შეცვლი.
თეთრ ყელზე ხალი _
გახამებულ პერანგზე ტუში;
ცა _ შენი მხარი
და
„მშვიდობით!“ _ ღრუბელი სველი...
ნუ მწერ,
ცხოვრებას აბარბაცებს
მსუბუქი ბრუჟი _
სხვა მისამართზე მიიტანენ
საჩემო წერილს.

2019

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




მაიკო მიქაია - Page 3 Empty
PostSubject: Re: მაიკო მიქაია   მაიკო მიქაია - Page 3 Empty

Back to top Go down
 
მაიკო მიქაია
Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: