არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 გვან.ცა ბახუტაშვილი

Go down 
AuthorMessage
გვან.ცა ფლეტჩერი

გვან.ცა ფლეტჩერი

Female
Number of posts : 3
Age : 118
Location : თბილი–სი
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია
Humor : ........
Registration date : 05.03.12

გვან.ცა ბახუტაშვილი Empty
PostSubject: გვან.ცა ბახუტაშვილი   გვან.ცა ბახუტაშვილი EmptyWed Mar 07, 2012 1:57 am

მოკლედ მე, მოკრძალებით....
ბევრი ვიფიქრე, ამდენი დიდი პოეტის გვერდით როგორ თქო....მაგრამ ბევრი კარგი პოეტი დარეგისტრირებულია აქ და ველი რჩევებს ...



ჰო მეგობარო....

ჰო მეგობარო, მივდიოდით ორნი
მიმოფანტულ გვამებს ვაბიჯებდით
მე ვკანკალებდი, შენ - იდექი
კაკაოსფერი ღამე იყო,
ჰო, მეგობარო, ომი...
შენ მითხარი რომ გციოდა.
მთელი გზა ბუტბუტებდი რაღაცას
(ახლაღა ვხვდები რომ ეს იყო იმ გვამებივით
გაფანტული ლოცვა გადარჩენისთვის)
მაშინ პირველად ვიფიქრეთ რომ ჩვენ
შეიძლებლებოდა ვწოლილიყავით
ამ გვამების გვერდით და მერე
ვიღაც ფრანგი არჩადენილ გმირობას
დაგვაბრალებდა...
ღამეც–მშიერი. ხალხის არ იყოს.
გათენება შემოეჭამა...
ლამპიონის ქვეშ ვიჯექით ორნი,
შენ დააცემინე,
მე სიცოცხლე გისურვე,
რასაც მოჰყვა შენი ღიმილი.
ჰო მეგობარო...
მაშინ შენ მოკვდი.
მე კი ყურებზე ავიფარე ხელები
და მერე ვიღაც ფრანგმა
დაწერა შენს გმირობაზე,
რომ მეგობრის ნაცვლად
შენს ტანს შეეყინა ნასროლი ტყვია.
ზაფხულის ღამეს.
შენი გათენებაშემოლეწილი სხეული კი
ჩემი არსებობის სანაპიროზე დავკრძალე.
ხარ დღემდე ახლოს.
Back to top Go down
https://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
 
გვან.ცა ბახუტაშვილი
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: