არმური Armuri
არმური
არმური Armuri

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri - literary Arena, or library from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  RegisterRegister  Log inLog in  

Share
 

 თემურ ელიავა

Go down 
AuthorMessage
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 220
Registration date : 11.11.08

თემურ ელიავა Empty
PostSubject: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptyTue Jun 28, 2011 1:41 pm

თემურ ელიავა Temur_11
Temur Eliava

თემურ ელიავა
პოეტი

დაიბადა 1987 წლის 1 აგვოსტოს, სოხუმში.
დაამთავრა ზუგდიდის N4 საშუალო სკოლა.
სწავლობს ილიას უნივერსიტეტში - დრამის რეჟისურაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

წიგნები:
* „რაღამი“ (ლექსები), რედ. თამრი ფხაკაძე, თბ.: პეგასი : მარინე ცხადაია, 2011
* „პალატა #8“ (ლექსები), თბ. : მერიდიანი, 2017


ბმულები:
* https://poetry.ge/poets/temur-eliava/poems
* https://www.facebook.com/temureliava/



თემურ ელიავა - წისქვილი
Nanuka's Show I ნანუკას შოუ
Published on Jan 23, 2019

Arrow
Back to top Go down
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:34 pm

თემურ ელიავა 1550

თემურ ელიავა

ურჯულოს აღსარება

შორს, ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში,
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში,
რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა,
მაღლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი,
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.
იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას.
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.
მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა.
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.
და თითქოს ლოდი, გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა.
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა,
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.
- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად.
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტებას რომელსაც მალავ.
მოგიახლოვდა ღვთის სამართალი
დასჯა ყოველი: სუფთა და წმინდა.
თქვი შენი სიტყვა, რომ ხარ მართალი,
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.
თავი ავწიე და ღმერთი ვნახე,
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი,
ოფლით დასველდა ცოდვილის სახე,
ჩემში გაცოცხლდა მომკვდავის ზიზღი.
- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?!
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!
მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიდხანს,
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი...
ხელის დაქნევა და შენი რისხვა
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ;
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის,
ნახე, თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?
იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას:
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.
მაგრამ არ ვიცი უფალო, რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა,
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.
მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე,
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ,
მაგრამ რომ მითხრა ვერ დავიჯერებ,
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…
თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგან,
მანდ კი ცოდვები, თითოდ და თითოდ,
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგან?
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.
ცოდვებით არის სამყარო სავსე,
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ.
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!
ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა,
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას, პასუხი გამცა:
- გტკივა და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის,
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად,
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.
ნახეთ სამყარო, მშვიდი და სუფთა,
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით.
მტვერი ააგდეთ სიმართლის შუქთან,
ახლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?!
არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში,
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში.
შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
აღარ ღონდება ცოცხალის სევდით,
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული,
ახლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით.
ოდესღაც ასე: უცრემლო, მშვიდი;
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი,
ამდენი შვილის გადასარჩენად.
გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლის გვერდს ბერებს,
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე.
თავი დავხარე, დავმალე სახე.
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი,
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე,
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი:
თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს,
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.
უფალს შევთხოვე: დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო.
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს,
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.
ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს.
მე დამნაშავედ იმიტომ გთვლიდი,
რომ უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.
დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად.
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:39 pm

თემურ ელიავა Temur_13

თემურ ელიავა

ავტოპორტრეტი
(ერთი დღის პერსონაჟი)

ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.

კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.

მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,–
გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sat Apr 06, 2019 2:44 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:41 pm

თემურ ელიავა

Hoochie Coochie Man

ბოთლების პირამიდა, ოთახი არეული,
ფარდის გადაწევა მაშინებს :
სარკეში ვიხედები - ჩემი ორეული
ზურგით ტრიალდება მაშინვე.
შუადღემოშიებულ განცდების გადამკიდე,
იდეა მომაწოდეს ხურდებმა -
თასმებით ფეხსაცმელი კარებზე გადავკიდე,
ყულაბად ვიყენებ და ხუნდება.
სარკაზმით მოსაუბრე, გაყიდულ ქალაქიდან,
მარყუჟში ყელივით გავდივარ.
პურიდან აფხეკილი ობივით კარაქი და
Hoochie Coochie, გარინჩა და განდი ვარ.
ამდენი გენიოსი საიდან მოათრიეთ?!
ამდენი შაგანე და პირანტე?
აბები შემეცნების არ მინდა, მაპატიეთ,
ვადაგასული ვარ პირამდე!
ფილტვებს ვყიდი,
გულიანად, სამას ფრანკში -
შეიძინეთ, სანამ ხორცი უმია..
თორემ, დროა, ამ ბოთლების სარკოფაგში
ფარაონი გადაიქცეს მუმიად.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:43 pm

თემურ ელიავა Temur_11

თემურ ელიავა

ჰურაიდა ვარადას

ოჯალეში დეკემბრის მზეს ბოლო სხივს პარავდა
ხვიჩა ბაბუ იმ ზამთარს ვენახს აღარ ბარავდა,
ალბათ გრძნობდა რომ იყო მისთვის ბოლო კალანდა.
თუთა ბებო მაგრობდა, ცრემლს თავშალში მალავდა,

ამოიღო სკივრიდან საქორწილო კაბადა უთხრა ბაბუს,
თოლგეე, შენი მსგავსი სად არის, ბიჭო, ისე მიყვარდი,
მზეჭაბუკის სადარი, ბედნიერი ვიყავი, ბნელში შენი მხილველი
შენგან ნაამბორევ ხატს მე ვკოცნიდი პირველი.

მოიმღერდა ტეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბებიას და ბაბუას სიყვარულის ბალადას.
წუთისოფლად ვინ არის, მუგამ გაუჭირველი,
მოკვდომია ოდესღაც ბაბუს ცოლი პირველი,

თურმე ეკა რქმევია, ყმაწვილს განუსვენია,
მასზე სიტყვა ბაბუას, არასდროს დასცდენია.
სამოცი წლის მანძილზე ეგოთ ერთი ჭილოფი,
იყო თუთა ბებოსთან ბაბუ სიამტკბილობით,

მოიმღერდა თეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიას სიყვარულის ბალადას,
დილით განუსვენია, ვეღარ უკალანდია,
ჯალაბმა და სოფელმა ბაბუ შეიცხადია,

თვალი ვკიდე ბებიას იდგა გაქვავებული,
სიტყვა დაუცდენელი თითქოს გაავებული,
დამიმარტოხელადა უცებ დასცდა ჩივილი,
არ ეკუთნის შენს ბაბუს, შვილო ჩემგან ტირილი,

ჩემს მკლავებში დალია სული, გულქვა როდივარ,
მაგრამ ბოლო სიტყვები ეს თქვა, ეკა მოვდივარ.
მოიმღერდა ტეხური, ჰურაიდა ვარადას,
ბაბუას და ბებიას სიყვარულის ბალადას.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:46 pm


თემურ ელიავას პოეზია
SMO NEWS
გამოქვეყნდა 25 ოქტ. 2014-ში


Exclamation

თემურ ელიავა

ქალაქის მტვერში ვარდები დავკრძალე...

ქალაქის მტვერში ვარდები დავკრძალე,
გიშრის ოცნებები წვიმაში დამისველდა,
მტკნარი სიმარტოვე ლექსებად დავცალე,
მზეს რომ მეეზოვე აღვიძებდა.

ეული ფიქრები ბაქანთან დავტოვე,
ცა რომ იდიოტებს გაედავა,
ფერადი მაისი დეკემბრად დავთოვე,
გვირილებით რომ არ გვეგუნდავა.

ეს მერამდენედ ცისკარი გაიღო,
დილა ღრუბლების დაესწრო ქორწილს.
ბაღებში მტრედებთან ქრისტეს ხორცს გავიოფ
არაძვირფასი ქალწულის კოცნით.

ბოდვაში გავივლი ნამიან ხვიარებს,
გამოგიტყდები მთვარესთან ღალატში,
პაემანივით რომ დამაგვიანეს
ამ ჩამტვრეული ფარნების ქალაქში

და კეთროვანი მუზების ნახშირით
გუბე-ფილტვები ივსება თანდათან,
გამოქცეული სახლიდან ბავშვივით
ავადმყოფურად დავწვები ბაქანთან.

ცარიელ ოთახში მეძიონ კედლებმა,
რომ მიეჩვიენ ღვინოს და თამბაქოს...
აყროლებული ქუჩების კეთრება
ყველა პოეტურ მიგნებას გააქრობს

სარეცელიდან გმინავენ მოძღვრები,
უშნო მარშების მიწება სუფევს.
რკინის ბილიკით ბაქანსაც მოვწყდები
და დენთის ბოლი აავსებს კუპეს.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation


Last edited by Nicoletta La Chatte on Sat Apr 06, 2019 3:20 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:48 pm

თემურ ელიავა Temur_12

თემურ ელიავა

ფიფქების ვალსი

ლექსს ვკითხულობდი,ნერვიულად,კისრამდე აჭრილს.
სადაფისფერი ნაჭრით დამახურეს სიზმრებმა ძილი.
მეწვია განცდა,ღამენათევ ფიქრებით აცრილს.
ფორტეპიანოზე თითის აკვრა–ძალიან ფრთხილი.
ვსუნთქავდი აპრილს,ნისლოვანი საღამო მსურდა.
დუმილით შეწყდა ზამთრის სუნთქვა,ფიფქების ვალსი.
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა
შემორჩა აპრილს...
შენს სიზმარეთში ნაოცნებარს მოვგავდი აჩრდილს,
თვითმკვლელი მზერით,უთქმელი სიტყვით,ნაბიჯით თუნდაც,
ლექსს ვკითხულობდი ნერვიულად,კისრამდე აჭრილს...
ვსუნთქავდი აპრილს,შენ თუ გრძნობდი ამ სულელ სუნთქვას
და მხოლოდ ფიქრი,მხოლოდ ფიქრი–მოკვდავი აზრი,
დაკარგვა სიტყვის,იმედების,ღიმილის თუნდაც.
შეუნდეთ აპრილს კიდევ ერთი ფიფქების ვალსი,
თებერვლის თოვლი,სატრფოს ხელში გამდნარი გუნდა.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:50 pm

თემურ ელიავა

ჟანა როკს

წამოგვაწვინა მიუზიდორა, აკაციებთან,
იქ, სადაც ჩვენზე არ იციან და აისია
მაგრამ, რა ვუთხარი ასეთ გაციებას,
ასეთ მარტოობას, ასეთ პოეზიას,
დღემდე რომ მაწერინებს სისულელეს,
განწყობით სრულიად უნიათო,
გზები შენამდე მიუსვლელი
მაინც მართლდება, იშვიათად,
როცა საწყალი მისის პირსი
„Soleil et Ombre“ და „la corida“
ცხრაას თოთხმეტის კინოფირზე
სადღაც, დამტვერილ დეკორიდან,
ჩნდება უცვლელი უთქმელობით,
დრო კი ყველაფერს გვაბედინებს.
ისე მაწუხებს უთქვენობა,
როგორც ხანდაზმულ კაპელდინერს
წუთი ათასი, მილიონი,
გარბის მხუთავი ისტერიით
სადღაც, ცარიელ პავილიონებს
მტვერი ედება ისტორიის.
მხოლოდ დროდადრო, კვირაობით,
ცენტით ჯიბეში, ორიოდე,
მთელ შენ სამყაროს ვქირაობ და
ვფლანგავ პარტერში... რომ იცოდე,
რამდენ ათასგვარ სისულელეს
ვფიქრობ, განწყობით უნიათო.
ასე შენამდე მიუსვლელი
გზებიც მართლდება, იშვიათად.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:51 pm

თემურ ელიავა Temur_14

თემურ ელიავა

უკანასკნელი მიძღვნა

მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერით
ბინდისფერ თვალებს, ოცნებებს, სიზმრებს.
მე ვიყავ მეფე და დიადემით
მოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე.
თვალახვეული შეცნობის პირას
დგას თქვენი ანრი ტკივილით, დაღლით.
მას დიადემა კიბეზე მიაქვს,
მას ცარიელი დახვდება ტახტი.
ის მორჩილებით სინანულს დასძლევს,
ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად,
სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებს
უფრო დიადი სიწმინდე ჰქვია.
მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს,
გამეფებული გრძნობათა სიბრძნით.
ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღს
და თქვენ, ძვირფასო, გასროლას გიძღვნით.
სიცოცხლე მაინც ვერ გავიმეტე.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:54 pm


თემურ ელიავა - ქალბატონო
გამოქვეყნდა 8 მაი. 2016-ში

Arrow


_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 2:56 pm


თემურ ელიავა - იდიოტი
TV Reality
გამოქვეყნდა 2 დეკ. 2015-ში

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:00 pm


თემურ ელიავა _ წასვლა [ნანუკას შოუ] Temur eliava _ wasvla [nanukas show]
გამოქვეყნდა 24 იან. 2019-ში


თემურ ელიავა

წასვლა

სახელი ერქვა უმღერებელს - უძვლო, უხორცო. უხორცო, რადგან და უძვლო, რადგან არავის ცნობდა, მდუმარე იყო და მკაცრი. მის ტევრ ტყეებში აჩრდილები ამოუხოცავთ - სიჩუმე დადგა. ისეთი დადგა, დამფრთხალი ირმის გულის ფანცქალს იგრძნობდა კაცი. მის იერს ვთლიდი ამ ბურვილში - ვაცლიდი მერქანს ასწლოვან ძელქვას. ხინჯი მომხვდა, წვეთი ნამი კი ძარღვში შხამივით ჩამეღვარა - ენა ავიდგი და იმ წამიდან, მეც მასავით მდუმარე მერქვა. ამ სამსხვერპლოზე სხვებმა დაკლან სიტყვის ბატკანი, ამ ნასახლარზე სხვისმა შვილმა დაიდოს კერა. სად გავიხიზნე, ღმერთმა უწყის რა გზებს ვადგავარ, რა უმღერებელ სიმღერას ვმღერი?! მე რომ წავედი, ღამე იყო - სიზმრებს აკმევდა, კლდის ნაპრალებში იმსხვრეოდა რეჩხი მდინარე, ეცხადებოდათ გარდაცვლილთა სულნი მძინარეთ და მეძუძურნი თვლემდნენ აკვნებთან. შენ, ვინც იგემებ სიტკბოებას უცხო მიწების, გველის ტყავივით გამოიცვლი უამრავ ზამთარს, ქარის ქარავნებს გაყვები თუ გადახვალ ცხრა მთას, მე ვერსად მპოვებ ზეპირს ანდა ქვაზე მიწერილს.
მაღლა ავიხედე - ყორნები, (ასეთ დროს მძაფრად გრძნობ სიცოცხლეს.) უკან მივხედე - კოდორი. კოდორი როგორ ადიდებულა. ხელი ჩავავლე ლაგამ-ავშარს კოჭლი ულაყის - ან ჩემი იყოს, ან მგლისა. „გზაშია კაცი“ იტყვიან და გაგახსენდები: დამაგდებ კორდზე დაღლილს და მწყურვალეს, ხეს ამომიყვან საჩრდილობელს, ქარს მომიგზავნი და როცა სიზმრებს შევიმოსავ, შენ, შორეულო, ჩემ ბნელ წიაღშიირმის ნახტომს ჩაუსაფრდი და კრინტი არ დაძრა, მიყურე, მიყურე, ახლა , როდესაც ძირს მიგდია ყველა ნიღაბი. ახლა , როდესაც აღარ ძალგიძს დამიმახსოვრო, მიყურე! აი, სოფელი ხეობაში: ორი მოსახლით, ორი გალავნით, ორი ჭერით, ორი ნალიით, ორი ბოსელით, ორი ჭითა და ერთი შუღლით აი , სოფელი! სხვები წლების წინ გადახვეწილან, ზოგი ბღვარსაა, ზოგი მაშრიყს , ზოგი ჯანდაბას. აი, ვენახი დაქცეული, დაღონებული, აი, ვენახი. ერთამანეთს შერჩნენ დედფანია* და გამპატიოსნებელი მიცვალებულთა, ჩვენთან მარწკინალს რომ უწოდებენ. დედის მუცლიდან ამოყვათ შუღლი, რადგან ასეა მოწყობილი, ჩაფიქრებული. ერთმანეთს თვალს არ უსწორებენ . სოფლის ერთ ქცევა მიწაზე კი საფლავის ქვაა და იფანი, როგორც გამყოფი - მონიშნული, დავიწყებული. აქ დავსახლდი და ყურს ვუგდებ დების სიმღერას: საით, საწყალო დედფანია ? აი, კორდზე რომ იფანია, გასახმობი და დასაწვავი, დასახსნელია დასაცავი. -შენი ჭერი და სარეცელი, საფლავებია, იფნებია. იფნებში ქარი წაიქცევა, იფნებიც აღარ იქნებიან. ერთი მტკაველის მესამედი კესანებია. კესანები არ იქნებიან. ხიდი კი არა, გასაყარი. მიწა - სამარედ გასაყოფი, სახლი კი არა - ნასახლარი. ხელი კი არა - გასახმობი, ყორე კი არა - ნაპრალები, საფლავებია. საფლავებიც არ იქნებიან. აღარ იქნება დედფანია აი, კორდზე რომ იფანია. აქ დავსახლდი და სახლს დავემსგავსე. კენჭი კი არა, ქვა მოისროლე, ეზოში ძაღლიც არ დაყეფს, მაგრამ ორმოცი ღამე რომ მიილევა, ყივის მამალი და როგორც ვინმე, მძლე მითიური, თავიდან იწყებს ორმოც განთიადს _ აქ ხე არ არის, მამაჩემის ხელით დარგული, აღარც ვენახი. მხოლოდ ფანჯრები ისხამენ ნაყოფს, ჩასაფრებული ჩემი თვალების, როცა ღრუბლები გროვდებიან, როცა ქარია ეს გასახმობი, დასაწვავი იფანი მშოლტავს.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:02 pm


თემურ ელიავას 10 წუთი (ნაწილი პირველი)
Nanuka's Show I ნანუკას შოუ
გამოქვეყნდა 13 თებ. 2019-ში

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:07 pm


გამოქვეყნდა 5 დეკ. 2011-ში
თემურ ელიავა - მდგმური


Exclamation

თემურ ელიავა

მდგმური

ახლა პერანგი ყოველდღე რომ რუხი გაცვია,
იცი, ამასაც განმარტება უნდა დაერთოს.
რადგან თაღებით ამოავსე, ზურგი აქციე,
მოიღუნე და არაფერი შეგრჩა საერთო
შუშის ქალაქთან, ყოველთვის რომ მიიჩქაროდა
მრავალი ბრენდის ბილბორდებით მაგისტრალებზე.
ჩამოგიყარა ფოტოები ქარმა თაროდან,
თანაც დააღო დარაბები, მაგრამ დარაზე
რომ აღარ გაცვდე. ვადაგასულ წამლებს ყლაპავ და
ჭამ ნაწვიმარზე შემოპარულ სუროს პითონებს.
თეთრი ხელების ნაოჭებზე სულს რომ ღაფავდა
ის აპათიაც ვერ გაათბე და მიატოვე.
და მიალაგე თაროები, შემდეგ არიე,
აკაწრულ კედლებს მიაშველე ჩრდილის პროფილი.
ზიხარ და უსმენ მდუმარების მაღალ არიებს.
შენი ოთახი დილეგია და საპყრობილე.
რადგანაც გიწევს გაცვეთილი სივრცის ატანა,
ჩაუსაფრდები გამოფიტულ ღამეს ვერაგი,
რომ დასაკარგი არაფერი არ გაქვს, რადგანაც
არც არაფერი გაგაჩნია, გარდა პერანგის....
იმეორებ და აუთოვებ მაღალ საყელოს,
მუცელს გიფატრავს გულწასული გარსის მახვილი.
ეწევი ხშირად, ოთახმა რომ ამოგახველოს,
ამოგაყოლოს გულისრევას და გაახილო
სავსე თვალები. შემდეგ სადმე ქუჩის გადაღმა,
საბურავებით სველ ასფალტზე ძილში ნათრევი,
რომ არ აღმოჩნდე, აუჩქარებ ნაბიჯს, გადახვალ
მეორე მხარეს, სადაც ღამით მაიც ანთებენ
ჩამსხვრეულ თაღებს და სხდებიან წრეში კაცები
და ვინაიდან საუბრობენ შეაწყვეტინებ,
შუბლზე ნაოჭებს დაუთვლი და სანამ გაცდები,
ყალბი ქოშინით მიაბიჯებ და ახროტინებ,
თითქოს აქამდე მოაღწიე, თითქოს არასდროს
ასე დაღლილი არ ყოფილხარ და რომ არაფრის
სურვილი არ გაქვს, არც იმედი შემოგთავაზონ
სული მოითქვა, დაისვენო, მაგრამ ჩანაფიქრს
ყველა მიგიხვდა, აგარიდეს მძიმე თვალები
და შენ მიიწევ სადაც გკლავენ, სადაც მარხია
უფლის ცხედარი, სადაც ცივა, სადაც მთვრალები
ხელებს ითბობენ ამოსუნთქვით, სადაც საღია
ყველა ჩამქრალი ლამპიონი და შენ მიგიღეს,
მიგიღეს, რადგან საკუთარი ფეხით მიხვედი,
იქ საიდანაც ვერ გააღწევ და ახლა ნიღბებს
მრავალჯერ იცვლი, წამდაუწუმ იმის მიხედვით
თუ ვინ შეგხვდება და ამჯერად სამუსაიფოდ,
დამშვიდებული, თვინიერი სახე მოირგე,
ანუ მიმართე ნაძირლების საერთო მეთოდს,
გამოიგონე, რომ არ ჰგავდეს პირად ქრონიკებს,
სხვისი ცხოვრება, სიკვდილით რომ გიწევს გადახდა,
მისი ყოველი წუთისთვის და რადგან გმინავენ
მოზიარენი შემთხვევების რაც თავს გადაგხდა
კმაყოფილდები საბოლოოდ. შემდეგ იმავე
ჩაბნელებული ტროტუარით სადღაც ბრუნდები,
თანაც, მსგავსება კორპუსების ისევ გირთულებს
ბნელ სადარბაზოს მიაგნო და დიდხანს უნდები
რაღაც ნომრების გახსენებას. მაღალ სართულებს
აჰყურებ, ეძებ აივანზე ნაცნობ ტანსაცმელს;
გაგიფენია ფრანკო ფერეს მონათესავე.
ნელა ადიხარ კიბეებზე რომ არ გადაგცდეს
გული, ლიფტისთვის განკუთვნილი მონეტასავით.
შედიხარ, იხდი ბინძურ პერანგს, მაღალ საყელოს
ცივი წყლით რეცხავ ნიჟარასთან პირქვე დახრილი.
ხმაურობ, ბოდავ, ოთახმა რომ ამოგახველოს,
ამოგაყოლოს გულისრევას და გაახილო
ლოთის თვალები. შემდეგ სადმე ობოლ ჩაველას
გადაეყრები ნავსადგურთან სანაპიროზე.
სულს მთელი მისი წერილებით ბოთლში ჩაბერავ,
ზღვაში მოისვრი, დაივიწყებ და პაპიროსის
გამასპინძლებით დასრულდება ის, რაც არასდროს
დაგავიწყდება, გაიხსენებ, თუმცა ვინ იცის?!
და ცდილობ გემებს გააყოლო მზერა, დაათრო
მლაშე სილურჯით ტროპიკების, რადგან თბილისი
უკვე ყელში გაქვს ამოსული, უკვე დაგღალა.
მაინც ბრუნდები სადაც გკლავენ, სადაც არ სძინავს
ცათამბჯენებით განათებულ თაღების ქალაქს,
შესვლისთანავე კილოზე რომ გიწყებს დაცინვას.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:17 pm


პოეტ თემურ ელიავას "უქმე დღე"
STV NEWS
გამოქვეყნდა 22 აპრ. 2018-ში

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:27 pm

თემურ ელიავა

აპათია

მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით,
ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება.
რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით,
ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად.

ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი,
ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება.
მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის
და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება.

დილაც უშნოა და უშნოდ იღრინება,
თითქოს საიდუმლოს მოწმედ ვეგულები,
მე კი უხილავი უკვე ვიხილე და
რაღაც მარადიულ განცდას ვეგუები.
უნდო აბრაგივით ვუცდი შებინდებას,
თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული.
ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე და
შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის!

ნამია ფილტვებში და თვალებში სიმარტოვე.
სიმაღლე თავხედობის ერთხელაც მაპატიონ.
დადგება დუელი და ერთგულიც მიგვატოვებს,
დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ!

უმტვრიონ დარაბები, სასახლეს გუმბათიანს!
ყველაფერ გენიალურს მოჰყვება აპათია.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:29 pm

თემურ ელიავა

აშართა შაირი

ვერაგთა ამაგი დალაგდა ცათაშინ,
ბადაგში გალეშილ ბრძენთაგან ერთ-ერთმა
ნადიმი არია ავგეას თავლაში,
ჭიდილი მომინდაო ღმერთებთან.

მელერსეს შესცქერის ღამისად მთვარიანს,
ნამეხარ მთებიდან ქორფები მოსდევსო,
მისანი ალაგნი ალალნი არიან.
დაისად დარაზულ დილეგში გოდებსო.

თოხუმის საგულეს ჩასცქერის თეკლათი,
ეპოქა თოქმაჩის ოდაში იქმნება,
იაბოს თოქალთო ექცევა თექათი,
მისი მორჯულებაც არ იქნება.

აისნი ყნოსავენ თოშიან ოხშივართ,
ენგურსაც ნაბინდი ხორგივით მოედო,
თუმცაღა დიადნი, სიტყვისთვის ვშობილვართ,
დუმილიც რა რიგად შეგშვენის პოეტო!

შავგონმა ცად მისვლის რაღამი იდიდა,
არადა არა მწამს ბარძიმში აბები!
ავარად შობილი უცათი მითიდან
ვუმტვრიე გუმბათიანს დარაბები.

ჩემს ეულ ყიამეთს რა გინდა, გამშორდი!
მდაბალო შერცხვები ოსტატის ხელებთან,
მაგ რიგად მასკდება მკლავებძე ნაშოლტი,
ჭიდილიც რომ გამიმართავს ღმერთებთან.

გათენდა, აისმან მიაგნო საგულეს.
აბუჩსაც გონმა ჰკრა რა ბედიც ავნებდა
საკენკად კაპიკი მიუგდო მსახურებს,
მდუმარეს, მდუმარედ გამნებდა.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:33 pm

თემურ ელიავა

სანამ ბარმენი მოვა

მშრალ კალენდარზე ისევ ვეძებ ნამიან მაისს,
ფილტვებში ვიკლავ ცისფერ ნისლებს, სიშორეს, ზეცას.
ბარმენის შედევრს რომ არ ჰგავდე ცოტათი მაინც,
ვერ ვიპოვიდი სხვა ფოთოლცვენას ვერსად.
სულელი ფიქრი არაფერზე შეწყდება მალე.
ლოთი ბოკალი ცარიელი მიკითხავს მორალს.
აუცილებლად, აუცილებლად დალევ
და ნერვებს მიშლის სანამ ბარმენი მოვა.
უვიცებს სტკივათ, სიბრძნის კბილი ამოსდის ყველას.
ამზადებს ვერლიბრს კულისებში სულელი გოგო,
ვუსწრებ ტროტუარს გუშინდელი ტაატით, ნელა
და ვეღარ ვამჩნევ ვცარიელდები როგორ.
ამინდზე გნებავთ? მაგალითიც პირველად მომყავს:
გუშინდელ გაზეთს შეხვეული მტვრისფერი თოვა.
მთვრალი ცინიზმით ვესაუბრები დამშრალ ბოკალს
და ნერვებს ვუშლი სანამ ბარმენი მოვა.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:35 pm

თემურ ელიავა

მე დღესაც ასე იოლად მომკლეს

არ მინდა თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
მაგრამ ტკივილი მერევა ნაცვლად.
მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.
რომ ფსკერზე ღამე დაეშვა ცივად,
რომ მთვარე კრთება ბილიკის ბოლოს,
რომ გახელილი თვალებით მძინავს,
ეს თქვენი ბრალი არ არის მხოლოდ!
თუ დავემსგავსე ამღვრეულ წყაროს,
ასეთი იყო განგების ნება,
რაც უფრო ადრე ყვავილი ხარობს,
მით უფრო ადრე ყვავილი ხმება.
არ მინდა,თვალებს ცრემლი რომ მოსწყდეს,
არ მინდა,ზურგით ნაღველი ვზიდო.
მაგრამ მე დღესაც იოლად მომკლეს
და ამას მკვლელიც ვერ მიხვდა თვითონ.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptySat Apr 06, 2019 3:37 pm

თემურ ელიავა

მარტის ამარა

გალაკტიონს ნუ მიკითხავ, დამღალა.
გაიტანეთ ოთახიდან წიგნები!
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
მინდა შენი ფერიების სიმღერა,
რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე.
დამასიზმრე მზის ფიალა სხივება,
მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე.
დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური,
ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე.
გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის,
ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე.
ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა,
ოთახიდან გატანილი სამყარო.
სახარებას ნუ მიკითხავ, დამღალა...
მზეზე მინდა გესაუბრო, მაღალო!
მინდა ღამე, ოღონდ ღამე უძილო,
მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი,
მინდა ფიქრი, ტბაზე ჩემი უძირო,
ზეცა მინდა, ოღონდ ფეხქვეშ თელილი.
მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან
გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს.
იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა,
თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო.
დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა,
დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები.
ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა,
შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.

Arrow

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Nicoletta La Chatte
Admin
Admin
Nicoletta La Chatte

Female
Number of posts : 366
Age : 28
Location : Marseille
Job/hobbies : poète et Journaliste
Humor : Le bien
Registration date : 12.02.19

თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა EmptyWed Apr 10, 2019 11:05 pm

თემურ ელიავა

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს...

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს,
რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების...
რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს
და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.

დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს,
რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა.
ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს,
იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.

დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს,
დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს,
ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს,
ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.

king

_________________
Nicoletta La Chatte Exclamation
Back to top Go down
https://www.facebook.com/armuri
Sponsored content




თემურ ელიავა Empty
PostSubject: Re: თემურ ელიავა   თემურ ელიავა Empty

Back to top Go down
 
თემურ ელიავა
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური Armuri :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: